Showing posts with label ეკუმენიზმი და საქართველოს საპატრიარქო. Show all posts
Showing posts with label ეკუმენიზმი და საქართველოს საპატრიარქო. Show all posts

ПЕРВОЕ СКОРБНОЕ ПОСЛАНИЕ. Святитель Филарет (Вознесенский, +1985) Первоиерарх РПЦЗ. Святейшим и Блаженнейшим Главам Православных Церквей; Преосвященным Митрополитам, Архиепископам и Епископам

Святые Отцы и Учители Церкви наставляли нас, чтобы мы как зеницу ока хранили истину Православия. А Господь наш Иисус Христос, научая Своих учеников соблюдать каждую йоту или черту закона Божия, сказал, что«кто нарушит одну из заповедей сих малейших и научит так людей, тот малейшим наречется в Царстве Небесном» (Мф. 5, 19). Он посылал Своих учеников научать все народы преподанному Им учению в чистом и неповрежденном виде, и этот долго затем перешел к каждому из нас, епископов, по преемству от святых Апостолов. Этому научает нас и догматическое определение Седьмого Вселенского Собора словами: «Храним ненововводно все, писанием или без писания установленные для нас Церковные предания». В 1-м правиле того же Собора Святые Отцы добавляют к этому: «Приявшим священническое достоинство, свидетельствами и руководством служат начертанные правила и постановления, которые охотно приемля, воспеваем с Богоглаголивым Давидом, ко Господу глаголюще: «На пути свидений Твоих насладихся, яко о всякмо богатстве» (Пс. 118, 14). Такожде: «заповедал еси правду, свидения Твоя во век; вразуми мя, и жив буду» (Пс. 118, 138 и 144). И аще пророческий глас повелевает нам во век хранить свидения Божия и жить в них, то явно есть, яко пребывают оные несокрушимы и непоколебимы.»

    Твердо хранить Веру и правила Святых Отцов каждый из нас торжественно обещает при хиротонии, обязуясь перед Богом незыблемо блюсти Православие от вкрадывающихся в нашу жизнь искушений и заблуждений.

В Ванкувер (Канада) на 6-ю генеральную ассамблею ВСЦ в составе религиозной делегации СССР


В Ванкувер (Канада) на 6-ю генеральную ассамблею ВСЦ в составе религиозной делегации СССР направлено 47 агентов органов КГБ из числа религиозных авторитетов, священнослужителей и технического персонала.
(МАТЕРИАЛЫ КОМИССИИ ЯКУНИНА И ПОНОМАРЕВА 1990 ГОДА.
Выписки из отчетов КГБ о работе с лидерами Московской патриархии)

ამ დელეგაციაში საქართველოს საპატრიარქოს ჯგუფიც შედიოდა,რომელსაც ილია მეორე ხელმძღვანელობდა.



იდუმალ მკბენარნი

საეკლესიო კოლაბორაციონიზმმა და კონფორმიზმმა,რომელიც სრულიად უცხოა ქრისტიანობისთვის ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში სრულიად დამახინჯებული და ეკლესიისთვის დამაკნინებელი სახე მიიღო. პატრიარქობის ინსტიტუტი გაუქმდა,სინოდი კი სახელმწიფოს ჩინოვნიკს (ობერპროკურორს) დაექვემდებარა.ეკლესიას იდეოლოგიური და საინფორმაციოსადაზვერვო ფუნქციები დაეკისრა. ამ ფუნქციების დელეგირება, მემკვიდრეობით საბჭოთა კავშირის ათეისტური იმპერიის დროსაც სინქრონულად გაგრძელდა და კომუნისტების სამსახურში ჩამდგარმა კონფორმისტმა იერარქებმა, დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს მათი შესრულება,ხოლო ის ეპისკოპოსები,სამღვდელოება და მრევლი,რომელმაც უარი თქვა ათეისტურ რეჟიმთან თანამშრომლობაზე, ამ კონფორმისტი იერარქების დასმენებით საკონცენტრაციო ბანაკებში იქნა განადგურებული. ამის სანაცვლოდ მავანმა და მავანმა ხელშეუხებლობა,კომფორტი, უცხოეთში ვიზიტები და სხვა პრივილეგიები მიიღეს. ასეთი ტიპის საეკლესიო ორგანიზაციებში ქრისტესთვის უბრალოდ ადგილიც არ არის. ისინი მოსწყდნენ ეკლესიაორგანიზმს, ღმერთკაცობრივ სხეულს და იმ პატრიარქთა სხეულებს შეადგენენ ვინც ''კაცღმერთებად'' ჰყავთ შერაცხილი.
ქრისტიანობაში, ეპისკოპოსისა (პატრიარქის) და მრევლის პასუხისმგებლობა ორმხრივია: ეპისკოპოსი ვალდებულია პასუხს აგებდეს,თავისი სამსწყსოს სარწმუნოებასა და ზნეობაზე,მრევლი კი თავისი ეპისკოპოსის სარწმუნოებაზე და ზნეობაზე. ამით სრულიად უკუგდებულია ისეთი ეკლესიოლოგიური გაუგებრობა ,როგორიცაა პაპიზმი,როდესაც მრევლი თავის თეოლოგიურ, ზნეობრივ და მისტიურ პასუხისმგებლობას მთლიანად .. რელიგიურ ავტორიტეტებს: პაპებს,პატრიარქებს,სულიერ მოძღვრებს (სტარცებს) აკისრებს.
ეპისკოპოსი, რომელიც მწვალებლობაში ვარდება(ჩვენ შემთხვევაში სერგიანელ-სტალინისტი და ეკუმენისტი), ავტომატურად კარგავს ეპისკოპოსობას, ანუ კარგავს ჭეშმარიტი სარწმუნოების ზედამხედველობის პატივს, იგი ცრუეპისკოპოსი ხდება. ასეთი ეპისკოპოსი განვრდომილია საეკლესიო იერარქიიდან და საეკლესიო ერთობის მიღმა რჩება. უფრო მეტიც, თუკი მრევლი მას კვლავაც ეპისკოპოსად მიიჩნევს, ანუ აგრძელებს მის "ღმრთისმსახურებაში" მონაწილეობას, ღებულობს მისგან საიდუმლოებებს, კურთხევას და .., ისინი (სამღვდელოება და მრევლი) მასთან ერთად განვარდებიან ეკლესიისგან (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, "ფილადელფიელთა მიმართ").
მწვალებელი ეპისკოპოსი ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე უბრალო მორწმუნე, რადგანაც იგი მთელ ეკლესიას ბილწავს. ეკლესია ხომ მხოლოდ ეპისკოპოსის საშუალებით უკავშირდება ქრისტეს მიერ მამა ღმერთს, რომლისაგანაც ღებულობს კიდეც ეპისკოპოსი სული წმიდის მადლს საიდუმლოთა აღსრულებისათვის, რითაც იკურთხება ეკლესია.
შეუძლებელია სამწყსო (სამღვდელოება და მრევლი) თავისი ეპისკოპოსის გარეშე ცხონდეს, ისევე როგორც შეუძლებელია იცოცხლოს სხეულმა თავის გარეშეეს არის მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის აქსიომა. "სანთელი გუამისა არს თუალი"(მათე, 6,22), ხოლო სანთელი ეკლესიისა არის ეპისკოპოსი. ამიტომაცაა აუცილებელი, რომ თვალი დაწმენდილი იყოს, რათა სხეულმა სწორად იმოძრაოს. როდესაც თვალი დაბინდულია, მაშინ სხეულიც არასწორად მოძრაობს; ამრიგად, "ეკლესიის წინამძღოლისეპისკოპოსის მიხედვით ცხონდება ანდა ხიფათში ვარდება მთელი ეკლესია"(წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი, წერილი #34).
ვინ არღვევს ქრისტეს კვართს? ცხადია ისინი ვინც ამახინჯებენ ეკლესიის მოძღვრებას, ვინც არღვევენ მოციქულთა, წმიდა კრებათა, მამათა კანონებსა და განწესებებს. სწორედ მათდაუტევეს წყარო წყლისა ცხოველისა და უთხარნეს თავთთა მათთა ჯურღმულნი გახურეტილნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან დაპყრობად წყლისა”. (იერემია 2; 13)
აწ უკუე გამოვიძიოთ შეცვალებანი ესე მართლაღსარებისანი, რომ იქმნეს ამათ წელთა, იხილეთ, ნუ უკუე მიზეზითა ცრუ მშვიდობისათა, შფოთისა და განდგომილებისა ქადაგებად იპოვნეთ, რომელი იგი განდგომილება ღმრთისაგან წინამორბედად ანტიქრისტესა ყოფად თქუა მოციქულმან” (წმ. მაქსიმე აღმსარებელი).
გამოვიძიოთ თუ ვინზრახვენ წინააღმდგომსა ქრისტეს მოძღვრებისასა წარსაწყმედელად თავთა თვისთა და მორჩილთა თვისთა. რომელთაგან ჯერ-არს თქუენდა, რაითა, ვითარცა მხეცთა ესრეთ განეშორნეთ,... ესე ვითარნი - იგი არიან ახალნი ძაღლნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ყეფად (ისაია, 56; 10), განცოფებულნი და იდუმალ მკბენარნი, რომელთაგან ჯერ-არს ფრიადი კრძალვაი, რამეთუ უკურნებელად სნეულ არიან” (წმ. ეგნატ ღმერთშემოსილიეფესელთა მიმართ”, თავი VII).
წმიდა გრიგოლ ნოსელი გვასწავლის: “ეკლესიის ორგანიზმში ყველა ცალკეული ნაწილი ამ სხეულისა, ერთმანეთთან და თავთან, ქრისტესთან უმტკიცესი ორგანული კავშირით არიან შეერთებულნი. ეს არის ცოცხალი ზნეობრივი კავშირი. ეკლესიის თავი ქმნის წმიდა და ანკარა სახეს ეკლესიისას და ამით სიწმინდისა და უმანკოების ბეჭედს ასვამს ეკლესიის ყველა წევრს. ამიტომაც, თუკი ვინმე გამოავლენს სხვაგვარ თვისებას, სახეს განსხვავებულს იმისგან, რომელიც ეკლესიის თავისგან არის დამტკიცებული, ის რათქმა უნდა კარგავს კავშირს თავთან და ამის შემდეგ აღარ არის ეკლესიის წევრი
ასე, რომ ეპისკოპოსი, რომელიც ღალატობს ჭეშმარიტებას, არღვევს მოციქულთა და წმიდა მამათა განწესებებს და სხვაგვარად ასწავლის ვიდრე ყოველთვის ასწავლიდა ეკლესია - კარგავს კავშირს ეკლესიის თავთან, ქრისტესთან და ყველა თავის მიმდევართან ერთად საღმრთო მადლის, მაცხოვნებელი წყაროს გარეშე რჩება. ამრიგად ჩვენ აღმოსავლეთს პატრიარქთა სწავლების მიხედვით: “არა საყდრის და ტიტულის მიხედვით ვმსჯელობთ მართლმადიდებლობაზე, არამედ - საღმრთო წერილთა, საკრებო განჩინებათა და ყველასთვის ქადაგებული სარწმუნოების, . . ეკლესიის უწყვეტი სწავლების, მართლაღმსარებლობის მიხედვით ვმსჯელობთ თვითონ საყდარზეც და მასზე მჯდომზეც”, რამეთუ მრავალისამოციქულო აღმსარებლობით როდი ამკობს თავის საყდარს, არამედ სამოციქულო საყდრით ცდილობს თავისი ღირსების დამტკიცებას”. (აღმოსავლეთის პატრიარქთა მრგვლივ მოსავლელი ეპისტოლე”. 1848, თავი XI)

რომელი მოციქული თუ წმიდა მამა ამბობდა, რომ ეკლესიაში არა დოგმატებისა და კანონების დაცვაა საჭირო, არამედ რაღაც, სწორედიგივეობა”, ანუ ფორმალური ისტორიული იდენტურობა? სად და როდის აღგვითქვა უფალმა რომელიმე განსაზღვრული იურისდიქციის შენარჩუნება საუკუნეთა აღსასრულამდე? ამგვარი აღთქმა უფალს არ მიუცია არც რომის, არც საბერძნეთის, არც რუსეთის, არც სხვა რომელიმე ეკლესიისთვის. “აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას” (მათე. 16; 18). “აღვაშენო ამას კლდესა ზედა” - სარწმუნოების ჭეშმარიტ აღმსარებლობაზე. სარწმუნოების სიწმინდის დაცვის გარეშე საეკლესიო ორგანიზაცია არის არა ქრისტეს ეკლესია, არამედსაკრებულო ფარისეველთა და მზაკვართა”, რომელნიც დასხდნენმოსეს საყდარზე”, მაგრამ თხზავენ რაღაც უცხო რწმენას, რომელთა შესახებაც მოციქული იტყვის: “დაღაცათუ ჩვენ, გინა თუ ანგელოსი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი - იგი გახარე თქუენ, შეჩვენებულ იყავნ” (გალ. 1; 8). “ბჭეთა ჯოჯოხეთისათა სიტყვა ღმრთისა უწოდებს უღმერთოთა მიერ ქრისტიანთა წამებას და მწვალებელთა ღვთისმგმობელობას, რამეთუ ყოველივე ამას ეკლესია ღმრთისა წინ აღუდგება, არ ემორჩილება რა უღმრთოებს და ებრძვის რა ერეტიკოსებს”. (Св. Исидор Пелусиот. "Письма". т. I. стр. 107).

მენორას სანთლები ანუ "ხოხმა"

 
30 декабря, 2005 (АЕН) "...по инициативе Каталикоса–Патриарха всея Грузии Илии Второго состоялась его встреча с посланником Любавического Ребе в Грузии раввином Абрамом Михелашвили. Она прошла в резиденции главы грузинской православной церкви. Илия Второй тепло поздравил еврейский народ с праздником Хануки и зажег свечи ханукии, преподнесенной ему в дар раввином Михелашвили. Затем священнослужители спели первый псалом, патриарх на грузинском языке, а раввин – на иврите." 

მოციქულთა 71-ე კანონი: "თუ ვინმე ქრისტიანმა ზეთი მიიტანოს წამართულ ტაძარში და ურიათა შესაკრებელში მათ დღესასწაულზე, ან სანთელი აანთოს, უზიარებელ იქნეს."

***
იუდეველები ხანუკას დღესასწაულზე საზეიმოდ ანთებენ მენორას (რვატოტა შანდალს), რითიც გამოხატავენ სურვილს ღმერთთან, ჭეშმარიტებასთან, თორასთან (მოსეს ხუთწიგნეული) დაბრუნებისა. იუდაიზმის მისტიკური ტრადიცია – ხანუკას, მენორაზე სანთლების დანთების შესახებ ასეთია: “დღეს როდესაც ჩვენ ვანთებთ მენორას, ამით ჩვენ ვანთებთ საკუთარ თავში ღვთაებრივ ნაპერწკალს, როდესაც ჩვენი მენორა ანთია, ამით ჩვენ ვანახებთ ღმერთს, რომ ჩვენ მას ვეძებთ, მივისწრაფით მისკენ. მენორას დანთებით ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ შევიცნობთ ჭეშმარიტებას და ვიხილავთ ღვთაებრივ ნათელს ამქვეყნად. (რაბინი ლაზერსონი-”Jewsweek”)

აქედან გამომდინარე, ის ვინც ხანუკას დროს (გრძელდება რვა დღე) მენორაზე სანთლებს დაანთებს, ამით გამოხატავს სურვილს ჭეშმარიტების, ღმერთის ძიებისა, თორასთან (ძველ აღთქმასთან) დაბრუნებისა. ეს კი ახალი აღთქმის, ჭეშმარიტი მესიის, მაცხოვრის, ქრისტეს უარყოფის ტოლფასია. მენორაზე სანთლების დანთება, რომელიც არის სიმბოლო იუდაიზმისა , ანუ “ახალი” მესიის (ანტიქრისტეს) მოლოდინისა, ნიშნავს ჭეშმარიტ ნათელზე, თაბორის ნათელზე უარის თქმას და რაღაც ახალი “ნათელის” მოლოდინს.

იუდაიზმის მისტიკურ ტრადიციაში ჭეშმარიტების შემეცნების პროცესი სამ კატეგორიად იყოფა – ხოხმა, ბინა და დაათი. როდესაც ასურელებმა ისრაელი დაიპყრეს, მათ იერუსალიმის ტაძარში წაბილწეს ზეთი, რომლითაც ებრაელები მენორას (მაშინ იგი შვიდტოტა იყო) ანთებდნენ. მისტიური თვალსაზრისით, ზეთი (შემდგომ იგი სანთლებით შეცვალეს) არის სიმბოლო ხოხმისა (უმაღლესი ღვთებრივი სიბრძნე). იუდეველთათვის ხოხმა არის უმაღლესი ნიჭი , რომელიც უნდა გამოყენებულ იქნას მოსეს სჯულის შემეცნებასა და აღსრულებაში.

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გააუქმა ძველი სჯული, რომელიც იყო მხოლოდ აჩრდილი, მინიშნება, მოლოდინი ახალი აღთქმისა, ჭეშმარიტებისა. შესაბამისად მენორაზე სანთლების დანთება, მით უმეტეს იუდეველთა რაბინებთან ერთად ხანუკას დღეებში, არის ქრისტეს უარყოფის, ძველ სჯულთან მიბრუნების სიმბოლური ნიშანი, ანუ “ხოხმა”.

მღვდელი გელასი აროშვილი

არქივიდან: მიუღებელი გადაწყვეტილება

ბოსტონის მიტროპოლიტი ეფრემი

ამა წლის (1998 წ.) ოქტომბერში, საქართველოს საპატრიარქოს სინოდი შეიკრიბა შამბეზის, ბალამანდის, ანტიოქიის 1991 წლის დოკუმენტებისა და "განშტოებათა თეორიის", აგრეთვე ფინეთის ეკლესიის მიერ დასავლური პასქალიის გამოყენების საკითხის განსახილველად.

თუ გავითვალისწინებთ ახლო წარსულში საქართველოს საპატრიარქოს თავგამოდებულ მონაწილეობას ეკუმენიზმის პან-ერესში, ოქტომბრის რეზოლუცია საკმაოდ მოულოდნელია. მათთვის, ვისთვისაც ჭეშმარიტად ძვირფასია მართლმადიდებლობა, სინოდის დადგენილების ჟღერადობა იმედისმომცემ შთაბეჭდილებას ახდენს. რჩება ერთადერთი პრობლემა: მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური საზომის გამოყენებით ეს რეზოლუცია მეტად შეზღუდული სივრცით შემოიფარგლება და შესაბამისად ეკუმენიზმის ბორკილებიდან თავის დაღწევას მაინც ვერ ახერხებს.


ქრისტიანული თანაგრძნობით მოკლედ განვიხილოთ საქართველოს საპატრიარქოს სინოდის ეს დადგენილება.

ახალი ეკუმენური ქარტიის პრეზენტაცია საქართველოში


მღვდელი გელასი აროშვილი


უფალი ჩუენი იესო ქრისტე და ყოველნი წინასწარმეტყველნი და მოციქულნი ესრეთ იტყვიან, რაითა სიტყვით და გონებით და ხმითა მაღლითა აღვიარებდეთ საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისასა, დიდსა მას და დიდებულსა და ყოვლისა სოფლისა განმაცხოველებელსა, არა ჯერ-არს ყოვლადვე დადუმებაი ქადაგებისაი მის, რამეთუ არა წარწყმდეს ცხოვრებაი მათი რომელნი დუმდენ”.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი


2001 წლის 22 აპრილს ქ. სტრასბურგის ლუთერანულ ტაძარში შედგა ეკუმენისტური ქარტიის საზეიმო ხელმოწერის ცერემონია. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპის ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტმა მიტროპოლიტმა იერემია კალიგიორისმა (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) და ევროპის ეპისკოპოსთა კონფერენციის კათოლიკური საბჭოს პრეზიდენტმა პრაღის კარდინალმა მიროსლავ ვლკომმა. ამ ორ ორგანიზაციაში გაერთიანებულია ევროპის თითქმის ყველა ოფიციალური “მართლმადიდებლური”, პაპისტური და პროტესტანტული საკრებულო. ლოცვის შემდეგ, რომელიც წარმოსთქვა მიტროპოლიტმა იერემიამ და ბიბლიის კითხვის შემდეგ რომელსაც კითხულობდა კარდინალი ვლკომი, იქ შეკრებილთ დაურიგდათ სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი ქარტიის ტექსტები. საზეიმო ხელმოწერას წინ უძღოდა ერთობლივი ეკუმენისტური მსახურება, რომელსაც უძღვებოდნენ ლუთერანი მღვდელ-ქალი რუთ რორანდტი და საფრანგეთის კარდინალი როჟე ეჩეგარაი. როგორც ხელმომწერებმა განაცხადეს ახალი ქარტია რეკომენდირებულია ევროპის ყველა ეკლესიისთვის, რათა მოხდეს ამ დოკუმენტის მიღება და ადაპტირება. (“Благовест-инфо”, 26/IV-2001)