წმ.იოანე ოქროპირი. მიძინებისათვის წმიდისა ღმრთისმშობლისა.

საყუარელნო, მოვედით და ისმინეთ წმიდისათვის ქალწულისა ქებაი, ვითარ ადიდა შობილმან მშობელი თვისი, ძემან ღმრთისამან და თვით ღმერთმან დედაი თვისი! რაი-მე ვთქუათ, ძმანო ჩემნო, რომლითა ენითა ანუ რომლითა პირითა შეუძლოთ თქუმად მსგავსი ქებად მისა?
რამეთუ ესე ქალწული გამოჩნდა უმაღლეს ცათა და საყდართა და ამისთვის ვერ შეუძლებს მიწისაგანი ესე ენაი ჩემი გამოთქუმად, ვითარმედ ვიტყოდი და არა ვდუმნე, რამეთუ ამის ქალწულისათВ მოსე, დიდმან წინაწარმეტყუელმან, ესრე თქუა სულითა წმიდითა, რამეთუ: მე მოვიდე და დავემკვიდრო კაცთა შორის და შემდგომი ამისი.

წმ. იოანე დამასკელი. სწავლება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახე.

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა


                                                           თავი ორმოცდამეთექვსმეტე

                                                   რომ ღვთისმშობელია წმინდა ქალწული.

საკუთრივად და ჭეშმარიტად ღვთისმშობლად ვქადაგებთ წმინდა ქალწულს, რადგან ისევე, როგორც ჭეშმარიტი ღმერთია მისგან შობილი, ასევე ჭეშმარიტი ღვთისმშობელია ის, რომელმაც შვა თავისი თავისგან ხორცშესხმული ჭეშმარიტი ღმერთი. ვამბობთ, რომ მისგან იშვა ღმერთი, მაგრამ არა იმგვარად, რომ სიტყვის ღმრთეებამ არსებობის დასაბამი მისგან მიიღო, არამედ იმგვარად, რომ თვით ღმერთი-სიტყვა, საუკუნეთა უწინარეს მამისგან უჟამოდ შობილი და მამასთან და სულთან დაუსაბამოდ და მარადიულად მყოფი, უკანასკნელ დღეებში ჩვენი ხსნის გამო მის მუცელში შთამკვიდრდა და, შეუცვლელად ხორცშესხმული მისგან, იშვა, რადგან არათუ ლიტონი კაცი შვა წმინდა ქალწულმა, არამედ - ჭეშმარიტი ღმერთი, არა - შიშველი, არამედ - ხორცშესხმული, არა - ციდან ჩამომტანი სხეულისა, არა - ქალწულში, როგორც არხში გამავალი, არამედ - მისგან ჩვენი თანაარსი ხორცის მიმღები და თავის თავში შემაგვამოვნებელი.

მიძინება ყოვლადწმიდისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე). სიტყვა დღესა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა მიძინებისასა


ოდეს კაცი ვინმე გარდაიცვლება ქვეყანაზე, მაშინ ყოველნი მისნი მახლობელნი, მცნობელნი და მონათესავენი სტირიან და სწუხან; ხოლო დღესა გარდაცვალებისასა დიდხანს იხსენებენ გლოვითა და მწუხარებითა. გარნა ჩვენ ქრისტიანენი, სიხარულითა და დღესასწაულობითა ვიხსენებთ დღეს მიძინებასა, ანუ მიცავლებასა ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობელისასა.

ისტორიული ცნობები ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის შესახებ

История появления праздника Успения описана у Иоанна Дамаскина в произведении «Второе похвальное слово на Успение Богоматери», в частности там приводятся следующие слова иерусалимского епископа Ювеналия:
«  В Святом и Боговдохновенном Писании не передается ничего о кончине Пресвятой Богородицы Марии. Однако из древнего [и] достовернейшего предания мы узнали, что во время Её Славного Успения все святые Апостолы, которые были рассеянные по вселенной для спасения народов, в мгновение по воздуху были собраны в Иерусалим и, когда были поблизости, им явилось видение ангелов и стало слышно Божественное пение высших сил. Так с божественной и небесной славой [Пресвятая Богородица] предала Свою святую душу в руки Божий неким неизреченным образом. Богоприемное её тело, вынесенное и погребённое с ангельским и апостольским пением, было положено во гробе в Гефсимании. И [на] этом месте три дня продолжалось непрерывное ангельское пение. Когда же через три дня ангельское пение прекратилось, то апостолы открыли гроб, поскольку один из них, отсутствовавший и прибывший после третьего дня, пожелал поклониться богоприемному телу. Но они не смогли найти Её всепетое тело, так что, обретя лишь лежащие погребальные одеяния и исполнившись [исходящего] от них несказанного благоухания, они закрыли гроб. Пораженные чудом таинства [апостолы] только и могли подумать, что Бог Слово и Господь Славы, благоволивший воплотиться по ипостаси и вочеловечиться от Неё и родиться по плоти, а после рождества сохранивший невредимым Её девство, Сам благоволил и после отшествия Богоматери почтить Её чистое и незапятнанное тело нетлением и перемещением прежде общего для всех воскресения.[10]. »
Сам же праздник в честь Успения Богородицы изначально назывался по-другому, а именно праздник «Память Блаженной», под таким наименованием в V веке его начали праздновать в Сирии. Название праздника в VI веке было заменено на «Праздник кончины Божией Матери». Несториане праздновали его в пятницу после Богоявления. В сиро-яковитском календаре от 675 года праздник Марии отмечался 26 декабря, и эта дата долго сохранялась при появлении других. Около 460 года празднование Святой Марии 15 августа (Μνημη της Θεοτοκου) дошло в Иерусалим и, собственно, в Вифлеем, но это был праздник прославления Святой Марии без связи с событиями вокруг её смерти. Дальнейшим этапом в развитии смысла праздника после 460 года стало обозначение 15 августа днём смерти Девы Марии. Как сообщает Никифор Каллист Ксанфопул в своей «Истории Церкви» император Маврикий издал эдикт, в котором установил дату празднования Успения Богородицы — 15 августа. (PG. 147. Col. 292)[11]. В Риме праздник под названием Dormitio Beatae Virginis установлен при папе Сергии I (687—701), заимствован из Константинополя.[12].

წმ. მაქსიმე აღმსარებელი. წერილი გიორგის, მეფის ნაცვალს აფრიკაში.

                          

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

                                     წერილი გიორგის, მეფის ნაცვალს აფრიკაში.

ჩვენი საქმეების მიხედვით მოგვეგება მარადისობაში, უფრო სწორედ, ჩვენი სულიერი განწყობის მიხედვით, რომელიც ჩვენივე ნებით წარმოიქმნა ჩვენში, მივიღებთ ღირსეულ საზღაურს: მწველი სიამოვნებებისათვის - გეენიის ცეცხლს, უმეცრებისა და ცთუნების სიბნელისათვის - მარადიულ წყვდიადს, გაუმაძღრობისა და სიცრუის ჭიისათვის, რომელიც განლევს და გარყვნის ჩვენს გულს - დაუძინებელ მატლს. ყბედობისა და სიცილ-ხარხარისათვის - კბილთა ღრჭენას. ამპარტავნულ ქედმაღლობისა და გართობისათვის - დაცემასა და საშინელი სევდის უფსკრულს.
უბრალოდ რომ ითქვას, თითოეული ჩვენი ნებაყოფლობითი მანკიერებისთვის სამართლიანად ვღებულობთ შესაბამის სასჯელს. ჰოი, რაოდენ საცოდავნი ვართ! რატომ არ დავაცხრეთ ჩვენი სხეულის სიმხურვალე მარხვითა და მღვიძარებით, საღმრთო სიტყვათა შესწავლით, - ისინი ხომ ვნებათა ცეცხლის მშვენიერი და ძლიერი დამშრეტელნი არიან, - რათა შემდგომ არ გვეწიოს ცეცხლზე დაწვა! რატომ არ მივაჩვიეთ ჩვენი თვალები, ყურები და ენა ეცქირათ, ესმინათ და ელაპარაკათ ისე, როგორც ამას მათი ბუნება მოითხოვდა, რათა წყვდიადის დათმენა და გამოყრუებული სიჩუმის ატანა არ მოგვიხდეს. გავხადოთ ისინი ღვთაებრივი დიდების ჭვრეტის, სმენისა და გამომეტყველების ორღანონი, რათა წმიდანებთან ერთად დავტკბეთ ღვთის ნათლის, სიტყვისა და სიბრძნის განცდით.
ჩვენ რომ სიყვარულის ძალით მოგვეკვდინებინა სიძულვილის მატლი, სიმართლით მოგვეკლა სიცრუე, მაშინ ამ დაუძინებელი მატლისგან და სხვა საშინელებებისგან თავისუფალნი ვიქნებოდით. არადა მთელი ჩვენი ცხოვრება სიძულვილსა და სიცრუეში გაგვყავს. სამართლია-ნია ღვთის სამსჯავრო. რასაც არ ვეძიებდით, ვერც მოვიპოვეთ. არ გაგვეღო ცათა სასუფევლის კარიბჭე, რადგანაც არ ვაკაკუნეთ კეთილი საქმეებით სათნოებათა კარზე; ვერც მარადიული ნეტარებით ვტკბებით, რადგანაც არ გვითხოვია ლოცვაში სულიერი ჭვრეტის მადლი. მიწიერ საგნებზე მიჯაჭვულებს მცირეოდენი სიყვარულიც კი არ გამოგვიჩენია ღვთაებრივისადმი. ამაოებით გავსვარეთ მთელი ჩვენი ცხოვრება. ყოველივე ამქვეყნიური კვამლივით განქარდა, ჩვენი დანაშაული კი დარჩება მარადჟამ.
რისი იმედით, რომელ საქმეთა საფუძველზე მოველოდე საშინელი განაჩენის თავიდან აცილებას? როდესაც არავითარი სათნოება და სულიერი ხედვა არ გამაჩნია. მეშინია ხელფეხშეკრული მარადიული წყვდიადის მიწისქვეშეთში არ ვიქნე ჩაგდებული, რადგანაც საკუთარი ნებით შევკარი ვნებებით ჩემი სულის ქმედითი ძალები, და ყველანაირად ხელს ვუშლიდი მათ სახარებისეული ცხოვრების ღვთაებრივ გზაზე სიარულში. ვაი, რომ დაუსრულებელი სირცხვილი მომელის, თუკი არ შევიცვლები და არ განვთავისუფლდები მრავალი მანკიერი ჩვევისაგან. ო! რა ტირილი და მწარე ცრემლი, რა საზარელი კბილთა ღრჭენა მომელის, თუკი ახლა მაინც არ გამოვფხიზლდი, არ ჩამოვიბერტყე სიზარმაცისა და დაუდევრობის ღრმა ძილქუში, არ შემოვიძარცვე ცოდვის ბინძური სამოსი. თუ არა და სინათლის მაგივრად სიბნელე მომელის, სიხარულის ნაცვლად ტანჯვა, განსვენების ნაცვლად სასჯელი და იწროება.
მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი, უფრო ზუსტად ყველაზე მძიმედ ასატანი, რისი თქმაც კი მიმძიმს (ჰოი რაოდენ მტკივნეული მოსათმენია! შემინდე ქრისტე და გვიხსენ ყველანი ამ ტკივილისგან!): ესაა განშორება ღმერთთან და წმიდანებთან და მარადიული ერთობა ეშმაკთან და მის უწმინდურ დემონებთან, რომლებთან დაშორების იმედიც ნუ გვექნება ჩვენი საქმეებიდან გამომდინარე. რადგანაც ვისთანაც ამქვეყნად ავირჩიეთ ერთობა, თანაც შეგნებულად და სიამოვნებით, სწორედ მათთან გვექნება სრულიად სამართლიანი, თუმცა უკვე არასასურველი ერთობა მარადისობაში. მათთან ერთად დავისჯებით და რა არის უფრო მტანჯველი და საშინელ ყოველგვარ ტანჯვა-წამებაზე, თუ არა მოძულეთა და მოძულებულთა საზოგადოებაში მუდმივი ყოფნა, და, რაც მთავარია, განშორება მოსიყვარულესთან და ყველასთვის საყვარელთან. რადგანაც ღმერთი, რომელიც თავისი ბუნებით სიყვარულად იწოდება, სჯის რა სამართლიანად, თვით დასჯილებიც კი არ განიცდიან მის მიმართ სიძულვილს და თავად უფალსაც არ სძულს განსჯილები, რადგანაც თავისი ბუნებით თავისუფალია ყოველგვარი ვნებისაგან.
(“Прп. Максим Исповедник: полемика с оригенизмом
и моноэнергизмом”, Документы часть I, стр. 199-201. СПБ. 2007 г.)
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 წ.

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) მოძღვრება თქმული ოსთადმი კუდაროს ხეობის ეკკლესიაში

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! თქვენ, ამ ხეობის მცხოვრებნი, შეწევნითა, მადლითა და მოწყალებითა ღვთისათა ახლა ხართ ქრისტიანენი მართლ-მადიდებელნი. თუმცა დიდი ხანი არ არის, რაც ღმერთმა მოგცა თქვენ განათლება ქრისტეს სჯულითა და ზოგნი თქვენგანნი ახლაც არ არიან მონათლულნი, გარნა მამანი თქვენნი უწინდელს ძველს დროებაში ქრისტიანენი იყვნენ და მართლ-მადიდებელნი. ეს კარგად იცით თქვენცა ყოველთა. ის ძველი ეკკლესია, რომელსაც თქვენ ჰხედავთ მახლობლად ამ სოფლისა, და რომლისა თქვენ ესოდენი შიში და მორჩილება გაქვსთ, რომ ყოველთვის შესწირავთ მსხვერპლსა, და რაც შესაწირავი შედის, ფულით ანუ ნივთით, ვერავინ ვერ გაბედავს ხელი ახლოს, თუმცა არც კარი აქვს ახლა იმ ეკკლესიას, არც კლიტე, და არათუ იმ ეკკლესიაში, შიგნით, არამედ რაც გარემოს იმ ეკკლესიის ხეები არის, ვერავინ ვერ გაბედავს ხელი ახლოს და იქითგან გამოიტანოს რაიმე. ეს ძველი ეკკლესია კარგად გაჩვენებს თქვენ, რომელ აქ ძველთაგანვე იყო ქრისტიანობა, მამანი თქვენნი ქრისტიანენი იყვნენ. როგორ მოხდა, რომ ქრისტიანობა თქვენ შორის მოისპო მერმედ? ეს მოხდა ცუდი დროებისაგან; ამ მთებში, აგრედვე მრთელს იმერეთში და საქართველოში იყო არეულობა, ომი, ჩხუბი მტერთაგან, ყოველი სწავლა და სჯული დამცირდა და შემდგომ დაიკარგა თქვენ შორის, ვინაითგან აღარ გყავდათ მართლ-მადიდებელნი მღვდელნი. გარნა აწ ღმერთმან მოგვცა კვალადვე მშვიდობა და უშიშროება მტერთაგან, ახლა მთავრობამან კვალადვე გამოგიგზავნა მღვდელი და სცდილობს, რომ იყოს უწინდელსავით ქრისტიანობა და განათლება თქვენში.

ფერიცვალება ბოსტონის ფერიცვალების მონასტერში. 2015 წელი.



ფერიცვალება

                                                        წმ.იოანე ოქროპირი 

                                                       ფერისცვალებისათვის მაცხოვრისა 

ბრწყინვალე არს ჩუენდა კრებაი ესე დღისაი ამის, საყუარელნო; ბრწყინვალე არს დღესასწაული ჭეშმარიტისაი ამის ტალავრობისაი უფროის ძუელისაი მის; ბრწყინვალე არს კარავი ესე ჩუენი უფროის პირველისა მის; არა ფურცელთაგან ხეთაისა შექმნულ არს, რომელთა წარმავალი საჭმელი გამოაქუს, არამედ საღმრთოთაგან წესთა შემკულ არს, რომელსა სულიერი და წარუვალი საზრდელი აქუს; არა საწუთროი ტალავარი არს, არამედ საუკუნოი კარავი არს, რომელი მოუკლებელ არს მკვიდრთაგან; არა თუ ცეცხლითა განილევის, არამედ მადლითა განმტკიცნების, რომლისათვის იტყვის წინაწარმეტყუელი: უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა?
ტაძარი არს სამეუფეო და ეკლესიაი ღმრთისა ცხოველისაი, სუეტი და სიმტკიცეი ჭეშმარიტებისაი, რომელსა შინა ვდღესასწაულობთ დღესასწაულსა სიხარულისასა და მიუთხრობთ საკვირველებათა უფლისათა.
დღეს თაბორი ცათა მობაძავ იქმნების, რამეთუ ჰხედავს დიდებასა შემოქმედისა თვისისასა, შეიმკების ღრუბლითა ნათლისაითა და იხარებს ხმითა მამისაითა.

სიახლე ჩვენს ეკლესიაში


ჩრდილოეთ ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო სხდომაზე შემდეგი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

სინოდმა დააკმაყოფილა ბოსტონის მიტროპოლიტ ეფრემის თხოვნა გადადგომის შესახებ, რომელიც გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის გაუარესებით. 

ამავე სხდომაზე, მიტროპოლიტ ეფრემის რეკომენდაციით, ბოსტონის მიტროპოლიის ახალ მღვდელმთავრად და წმინდა სინოდის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ეპისკოპოსი გრიგოლი (ბაბუნაშვილი). 

იხილეთ მიტროპოლიტ ეფრემის წერილი სინოდის გადაწყვეტილებების შესახებ.