მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში (მ.ე.ს.) - საინფორმაციო ინტერნეტ-გამოცემა
ახალმოწამე მამა მიხეილ ყულოშვილი
ძალიან ჰყვარებია ხალხს მამა მიხეილ ყულოშვილი, - ქრისტიანებსაც და სხვა რჯულისებსაც...
საზღვრის
გადაღმა
რომ
ქვეყანაა,
საინგილოდ
წოდებული
საქართველოს
დაკარგული
და
გათათრებული
მიწა,
თავადაც
დიდად
შეიყვარა
და,
რაც
გააჩნდა,
სიყვარულითვე
ამსახურა,
ის
კი
არა,
ერთადერთი
ვაჟი,
სემინარიადამთავრებული
ნიკოლოზი
კახეთს
რომ
დაფუძნდა,
აღარ
გააჩერა:
- ჩემს
შვილს
მანდ
რა
გინდა,
გადმოდი,
აქაურ
დევნილ
ქრისტიანებს
ვჭირდებით
და
გვერდით
დამიდექიო.
თავად მამა მიხეილს ახლობელთა დახმარებით უსწავლია წერა-კითხვა, ძალიან კარგად ფლობდა რუსულს, სომხურს, აზერბაიჯანულს და იუდეურს
და
ამ
ენებზე
წერა-კითხვაც
შეეძლო.
თურმე,
საექიმო
საქმეც
ჩინებულად
ეხერხებოდა
და
დახმარების
გარეშე
არავის
გაუშვებდა...
საინგილოში რომ 1858 წელს ქართული სკოლა გაიხსნა, მამა მიხეილის დამსახურებაც გახლდათ, თავისი
ხარჯით
უყიდა
მოსწავლეებს
წიგნები
და
სკოლის
შენობადაც
საკუთარი
სახლი
გამოიყენა.
მანვე
აღადგინა
იმ
დროისთვის
დაქცეული
კასპის
საყდარი.
პროფესორი მოსე ჯანაშვილი წერდა: "ჭეშმარიტ მღვდელს
უყვარდა
თავისი
სამწყსო
და
ერსაც
უყვარდა
თავისი
კეთილი
მწყემსიო".
საინგილო იმ დროს სრულიად მოწყდა საქართველოს. გზები ჩაიკეტა, სოფლიდან კი არა, საკუთარი ბინიდან გამოსვლაც კი სახიფათო იყო. იქაურობა მუსავატელებმა დაიპყრეს, რომლებსაც
თურქი
ასკერები
უმაგრებდნენ
ზურგს...
ეს
რაზმები
სოფელ-სოფელ
დათარეშობდნენ,
თურქულ
სიმღერებს
გაჰყვიროდნენ
და
ხალხს
თავიანთ
რაზმებში
ჩაწერისკენ
მოუწოდებდნენ,
- აღარც
ძარცვა-გლეჯას
ერიდებოდნენ
და
აღარც
მკვლელობას..
ბევრმა
იქაურობა
მიატოვა
და
თავს
უშველა...
სწორედ
იმ
დროს
მოუგზავნეს
მამა
მიხეილს
ხალხი,
- გამაჰმადიანდი
და
შენი
ხალხიც
გადმოარჯულე,
თორემ
სიცოცხლეს
მოგისწრაფებთო,
ამ
გარემოში
სრულიად
მარტო
დარჩენილი
მამა
მიხეილი
კი
იმ
დროს
გამაჰმადიანებულ
ქართულ
სოფლებში
დადიოდა,
ხალხს
აქრისტიანებდა
და
წირვა-ლოცვას
აღავლენდა...
ამ ყველაფერმა იმდენად გააღიზიანა მუსავატელები, 93 წლის მოხუცი
მღვდელი
მზაკვრულად
შეიტყუეს
ერთ-ერთ სახლში
და
ყელი
გამოჭრეს...
უკანასკნელ გზაზე, - 9 კილომეტრიან მანძილზე, მამა მიხეილს მთელი საინგილო გაჰყვა, რომლებმაც გულიდან ამოტანილი დიდი სიყვარული ცრემლად დაადინეს მოხუც მოძღვარს.
სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა
დავით გარეჯის მოღვაწეები XVII-XIX საუკუნეში.
"მოგვიახლოვდით, შვილნო საყვარელნო, და უფრო მოგიახლოვდებით ჩვენც, თქვენი ერთგული და მოყვარული მამები"
როცა ურჯულო შაჰმა წმინდა დავითის მონასტერი მოაოხრა და 6000 ბერი მოწყვიტა, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე ამ დალოცვილი სავანის ფეხზე დადგომას; მაგრამ წმინდა მოწამეთა სისხლზე, როგორც კეთილ თესლზე, აღმოცენდა არა მარტო ის ცნობილი წითელი ვარდები, უდაბნოში ერთ ველზე რომ ხარობდნენ, არამედ ის ღირსი მამებიც, მშვენიერნი ყვავილნი ღვთისმშობლის ბაღისანი, რომლებიც აგრერიგად ამშვენებდნენ გარეჯის უდაბნოს XVII-XIX საუკუნეებში. იმდროინდელი ჟამთააღმწერელნი ძირითადად მეფეთა ცხოვრებაზე მოგვითხრობენ, იშვიათად ორიოდე სიტყვა თუ დასცდებათ იმდროინდელ სულიერ მამებზე. საინტერესოა მაშინდელი სიგელ-გუჯრები, ანდერძები, მინაწერები წიგნებზე, სადაც ნათლად ჩანს ღირს მამათა ცხოვრების ანარეკლი. წმინდა დავითის უდაბნო ხომ ბევრ მათგანს ექცა ყრმობის აკვნად, სულიერ სამჭედლოდ თუ საუკუნო განსასვენებლად. გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი, რომელნიც თუმცა წმინდანად არ არიან შერაცხულნი ეკლესიისგან, მაგრამ მათი მარტო სახელის ხსენებაც კი სულს გვიტკბობს.
1721 წელს გარდაიცვალა წმინდა იოანე ნათლიმცემლის უდაბნოს მწირი ბერი, მამა გენადი თულაშვილი, სახლთუხუცესყოფილი დავით ერისთავისა. ღირსი მამა კვირით კვირამდე მმარხველი ყოფილა, 60 წელი არ ენახა სოფელი, მეფეთა და ეპისკოპოსთა გარდა, მონასტერში მისულთ არავის ეჩვენებოდა. ასე ღვაწლში გაუვლია ცხოვრება და გარდაცვლილა 140 წლისა. მასზე, პლატონ იოსელიანის ამ ცნობის გარდა, არაფერი ვიცით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ესეც მრავლისმთქმელია.
ხვალინდელი, საკვირაო სახარების განმარტება.
წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ კოსტანტინეპოლელ მთავარებისკოპოსისაჲ
თარგმანებაჲ წმიდისა სახარებისაჲ მათეს თავისაჲ
სიტყუაჲ ესე: 'სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა
უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა
მას შინა საწნეხელი და აღდგა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ
და წარვიდა. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფისაჲ, მიავლინნა მონანი მისნი
მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ
მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდნეს და რომელთამე
ქვაჲ დაჰკრიბეს. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა,
და მათცა ეგრევე უყვეს
ამის იგავისაგან მრავალთა საქმეთა მოასწავებს ქველისმოქმედებათა ღმრთი/სათა,
რომელნი პირველითგან ქმნნა ჰურიათა თანა, და მათსა მას მარადის
კაცის-მკლველობასა, და ვითარ არარაჲ დაუტევა ღმერთმან, რომელიცა
ღონე იყო მოქცევად მათდა, და მათ არა ინებეს, არამედ წინაჲსწარმეტყუელნი
იგი მივლინებულნი მათა მოსწყჳდნეს, და არავე გარემიიქცა
მათგან, არამედ ძე თჳსი მოავლინა.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე). ხვალინდელი, საკვირაო სახარების შესახებ.
სიტყვა მეცამეტესა კვირიაკესა ზედა
იგავი ვენახსა ზედა (მათ. 21, 32-42).
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყურადღებით მოისმინეთ დღეს წარკითხული სახარებისაგან იგავი. უეჭველია,
კიდეც
მიჰხვდით,
რომ
ამ
იგავში
უფალმან
იესო
ქრისტემან
მიფარულად
და
საიდუმლოდ
აღწერა
ბოროტი
თვისება,
უნაყოფოება,
უმადურება
ებრაელთა.
ვენახი
იგი,
რომელი
დაასხა
სახლსა
უფალმან,
მიფარულად
ჰნიშნავდა
იუდეიათ
ქვეყანასა;
სახლისა
უფალი
თვით
ღმერთსა;
ზღუდე
ვენახისა,
საწნახელი,
გოდოლი,
რომელი
აღაშენა
სახლისა
უფალმან,
მოასწავებენ
ყოველთა
მათ
ხორცილთა
და
სულიერთა
სიკეთეთა,
მშვიდობასა,
სიმდიდრესა,
სჯულსა,
მადლსა,
რომლითა
ღმერთმან
შეზღუდა
და
შეამკო
ქვეყანა
იგი
ურიათა.
რისთვის
მისცა
ღმერთმან
ეგოდენი
მადლი
ურიათა?
მისთვის,
რომ
თავ-თავის
დროზედ
გამოიღონ
ნაყოფი,
ესე
იგი:
სარწმუნოება,
სასოება,
კეთილნი
საქმენი
და
სხვა;
წმ.იოანე ოქროპირი. მიძინებისათვის წმიდისა ღმრთისმშობლისა.
საყუარელნო, მოვედით და ისმინეთ წმიდისათვის ქალწულისა ქებაი, ვითარ ადიდა შობილმან მშობელი თვისი, ძემან ღმრთისამან და თვით ღმერთმან დედაი თვისი! რაი-მე ვთქუათ, ძმანო ჩემნო, რომლითა ენითა ანუ რომლითა პირითა შეუძლოთ თქუმად მსგავსი ქებად მისა?
რამეთუ ესე ქალწული გამოჩნდა უმაღლეს ცათა და საყდართა და ამისთვის ვერ შეუძლებს მიწისაგანი ესე ენაი ჩემი გამოთქუმად, ვითარმედ ვიტყოდი და არა ვდუმნე, რამეთუ ამის ქალწულისათВს მოსე, დიდმან წინაწარმეტყუელმან, ესრე თქუა სულითა
წმიდითა,
რამეთუ:
მე
მოვიდე
და
დავემკვიდრო
კაცთა
შორის
და
შემდგომი
ამისი.
წმ. იოანე დამასკელი. სწავლება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახე.
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა
თავი ორმოცდამეთექვსმეტე
რომ ღვთისმშობელია წმინდა ქალწული.
საკუთრივად და ჭეშმარიტად ღვთისმშობლად ვქადაგებთ წმინდა
ქალწულს,
რადგან
ისევე,
როგორც
ჭეშმარიტი
ღმერთია
მისგან
შობილი,
ასევე
ჭეშმარიტი
ღვთისმშობელია
ის,
რომელმაც
შვა
თავისი
თავისგან
ხორცშესხმული
ჭეშმარიტი
ღმერთი.
ვამბობთ,
რომ
მისგან
იშვა
ღმერთი,
მაგრამ
არა
იმგვარად,
რომ
სიტყვის
ღმრთეებამ
არსებობის
დასაბამი
მისგან
მიიღო,
არამედ
იმგვარად,
რომ
თვით
ღმერთი-სიტყვა,
საუკუნეთა
უწინარეს
მამისგან
უჟამოდ
შობილი
და
მამასთან
და
სულთან
დაუსაბამოდ
და
მარადიულად
მყოფი,
უკანასკნელ
დღეებში
ჩვენი
ხსნის
გამო
მის
მუცელში
შთამკვიდრდა
და,
შეუცვლელად
ხორცშესხმული
მისგან,
იშვა,
რადგან
არათუ
ლიტონი
კაცი
შვა
წმინდა
ქალწულმა,
არამედ
- ჭეშმარიტი
ღმერთი,
არა
- შიშველი,
არამედ
- ხორცშესხმული,
არა
- ციდან
ჩამომტანი
სხეულისა,
არა
- ქალწულში,
როგორც
არხში
გამავალი,
არამედ
- მისგან
ჩვენი
თანაარსი
ხორცის
მიმღები
და
თავის
თავში
შემაგვამოვნებელი.
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე). სიტყვა დღესა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა მიძინებისასა
ოდეს კაცი ვინმე გარდაიცვლება ქვეყანაზე, მაშინ ყოველნი მისნი მახლობელნი, მცნობელნი და მონათესავენი სტირიან და სწუხან; ხოლო დღესა გარდაცვალებისასა დიდხანს იხსენებენ გლოვითა და მწუხარებითა. გარნა ჩვენ ქრისტიანენი, სიხარულითა და დღესასწაულობითა ვიხსენებთ დღეს მიძინებასა, ანუ მიცავლებასა ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობელისასა.
Subscribe to:
Posts (Atom)



