X-XI თავები. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.


X თავი
სიტყუაჲ სამგზის კითხჳსათვის ღმრთისა მიერ პეტრესა და მერმე დამწყსენ ცხოვარნი ჩემნიო
            
კუალად ერთი ესე აქუსთ ცუდი მიზეზი პაპის მოსავთა: სამგზის ჰკითხა რაჲ უფალმან: პეტრე გიყუარ მე? და სამგზის მიუგო პასუხი კითხუასა: მერმე სამგზის ჰრქუა უფალმან დამწყსენ ცხოვარნი  ჩემნიო და აძოვენ კრავნი ჩემნიო. ამისთვის არს მწყემსი ყოველთა ზედა და ყოველთა მთავარიო.
            რაჲ არს ესოდენი გმობაჲ და უპირული სიტყუაჲ, რომლისათჳს კადნიერ იქმნებიან პეტრეს მიმართ გმობად და შეურაცხებად. ჭეშმარიტად გმობაჲ*(140) არს წმიდისა პეტრესი და არა ქებაჲ და ესევითარი დიდებაჲ [არა დიდებაჲ არს პეტრესი,] არამედ შეურაცხებაჲ, რაჲთა სხუათა მოციქულთა უაღრეს და უდიდებულეს იყოს და სხუანი მოციქულნი ვერ ესწორენ პეტრეს და იყუნენ უდარეს და უმრწმეს მისა. ვერცა იოანე ესწოროს მკერდსა სიტყჳსასა მიყრდნობილი ძედ ქალწულისა და ძმად ქრისტესა წოდებული და სიტყჳსა ღმრთისა, მამისა სწორად და ღმერთად პირველ საუკუნეთა გამომცხადებელი. არცა იაკობ ყოველთა საიდუმლთა პეტრეს და იოანეს თანაზიარი საღმღთოსა ფერისცუალებასა და სხუათაცა დიდებულთა საქმეთა და მერმე პირველ ყოველთასა სიკუდილისა სასუმელისა მსმელი. არცაღა ანდრია ძმაჲ მისი პირველწოდებული და მერმე პეტრესიცა ქრისტეს მიმართ მომყვანი და დამმოწაფებელი, არცა ფილიპე დაუსაბამოჲსა და უხილავისა მამისა გამომეძიებელი ქრისტეს*(141) მიმართ მეტყველი: უფალო გვიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, ხოლო ქრისტემან ჰრქუა: ფილიპე რომელმან მე მიხილა იხილა მამაჲ ჩემი და ვითარმედ მე მამისა თანა და მამაჲ ჩემ თანა: (იოვანე 14.9-10.) არცა თომა ჴელითა განმხილველი წყლულებათა ქრისტჱსათა და ღმერთად და უფლად აღმსარებელი მისი.
            არცაღა პავლე ჭური იგი რჩეული სამ ცამდე აღწევნილი და გამოუთქმელთა საიდუმლოჲთა მსმენელი. ესენი ვერცა ერთი ესწოროს და იყუნენ უმრწმეს პეტრესა და იგი იყოს ყოველთა ზედა მთავარ, ვითარ ეგების ესე(?) და ვითარ იყოს, ჭეშმარიტად გმობაჲ არს პეტრესი და არა დიდებაჲ, ვითარცა ვთქუ: ვითარცა იგი რომელნი მამასა უფროჲს აღიარებენ და ძესა და სულსა წმიდასა უდარეს არა არს დიდებაჲ მამისა, არამედ სამთავე გმობაჲ და შეურაცხებაჲ: ეგრეთვე რომელნი წმიდასა პეტრეს სხუათა მოციქულთა უაღრესად და უდიდებულესად იტყჳან ათორმეტთავე გმობაჲ არს*(142) და პეტრესიცა შეურაცხებაჲ: რაჲთამცა ათორმეტთაგან განათლებულნი კიდენი ყოვლისა სოფლისანი მხოლოდ პეტრეს და მისსა ეკლესიასა მორჩილებდენ და სხვანი მოციქულნი შეურაცხ იქმნენ.
            ოდეს უბრძანა ქრისტემან პეტრეს, დამწყსენ მწყემსნი ჩემნი მოციქულნიო? არამედ ცხოვარნი და კრავნი ჩემნი დამწყსენო, რომელ არნ ესენი წარმართთაგან მოქცეულნიო. დაღაცათუ მოციქულნიცა ქრისტეს ცხოვარნი არიან, არამედ ყოვლისა სოფლისა მწყემსნი არიან.
            რამეთუ  ოდეს წარავლენდა ღმერთი წმიდათა მოციქულთა ქადაგებად თჳთ პეტრესა და სხუათა ყოველთავე ზოგად უბრძანა: აჰა მე წარგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. (მათე 10.16.) და უკუეთუ სხუანი მოციქულნი ცხოვარნი არიან პეტრეცა მათ თანა ცხოვარი არს, რამეთუ ზოგად ებრძანა ესე და უკეთუ პეტრე მწყემსი არს ყოველთა, სხვანიცა მოციქულნი მწყემსნი*(143) არიან და მოძღუარნი ყოვლისა სოფლისანი, რამეთუ ოდეს გამოუჩნდა იესო მთასა გალილჱსასა ზოგად უბრძანა ყოველთა: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და შემდგომნი. არა მარტო პეტრეს, არამედ ზოგად ყოველთა უბრძანა, ვითარცა პეტრეს ეგრეთვე იაკობს და იოვანეს და ანდრიას და სხუათა ყოველთავე და ეგრეთცა იქმნა, რამეთუ უმეტესი კერძი ქუეყანისა სხუათა დამწყსეს და არა მხოლო პეტრე: ვითარცა იტყჳს მოციქული პავლე: რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარებაჲ იგი წინადაცუეთილებისაჲ, ვითარცა იგი პეტრეს წინადაცვეთილებისა, რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულობად წინადაცუეთილებისა შემეწია მეცა წარმართთა მიმართ: (გალატელთა 2.7-8.) ამისთჳს ვიტყჳ ვითარმედ: დაღაცათუ ქრისტეს ცხოვარნი არიან, არამედ ყოვლისა სოფლისა მწყემსნი არიან და უმეტესობაჲ პეტრესთჳს არა რაჲ მიუნიჭებია, დაღაცათუ კლდესა და*(144) კლიტეს იქადიან მისთჳს და შეკრჳსა და განჴსნისა ჴელმწიფებასა, არამედ მცირედ მელოდეთ და ყოველივე გაუწყოთ თავის-თავისსა ადგილსა, თუ ვითარ ზოგად მიანიჭა ყოველთავე რაჲცა პეტრეს უბრძანა და თუ ვინ არს კლდჱ იგი და ვის ზედა არს აღშენებულ ეკლესიაჲ. ხოლო აწ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.
            უკეთუ სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა პტრეს, ვითარმედ დამწყსენ ცხოვარნი ჩემნიო მოციქულების დამწყსისა და ზრუნვისა იყო რათა პეტრეს დაემწყსო იგინი და ეზრუნა. რაჟამს ესე სიტყუაჲ უბრძანა. დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი და აძოვენ კრავნი ჩემნიო? მყის მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი რომელი უყუარდა იესოს მისდევდა რაჲ, რომელი იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა. ესე ვითარცა იხილა პეტრე ჰრქუა იესოს: უფალო, ხოლო ესე რაჲ, რაისათვის ჰრქუა მას იესო უკეთუ მინდეს ყოფაჲ*(145) მაგისი ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ. 

ამას წიგნსა ეწოდების სამოთხე, რომელსა შინა წერილ არიან საქმენი და განგებანი წმიდათა მამათანი და ქრისტჱს მოყუარეთა დედანი, რომელი აუწყებს ყოველთა სათნოებათა სარგებელად კაცთა და ბოროტის მოქმედთათჳსცა, რომელთა არა ეშინოდა ღმრთისა, - აღწერა ამბა იონავე, მოძღუარმან სოფრონი იერუსალჱმელ პატრეარქისამან. III ნაწილი.

  

კა (26). ბერი ვინმე იო კალამონიდა მონასტერსა, რომელ 
   არს მახლობელად წმიდისა იორდანესა, საზხელით კჳრიაკოზ. ესე 
   ბერი დიდ იყო წინაშე ღმრთისა. და მოვიდა მისა ძმაჲ ვინმე 
   უცხოჲ დურასელე, სახელით თეოფილე, კითხვად ბერისა გულის 
   სიტყუა[თა]თჳს სიძვისათა. ხოლო იწყო ბერმან სწავლად მისა 
   სიწმიდისათჳს. და ვითარცა ფრიად სარგებელ იყო ძმამან მან სწავლაჲ 
   ბერისაჲ, მიუგო და ჰრქუა ბერსა; ჭეშმარიტსა ვიტყჳ, მამაო, 
   უკუეთუმცა არა ნესტორი ვიყავ შჯულითა, არამცა განვეშორე 
   სიწმიდისაგან შენისა. ესმა რაჲ ესე ბერსა, ვითარმედ ნისტორი 
   არს, შეწუხნა ფრიად წარწყმედისა მისისათჳს, იწყო სწავლად 
   მისა და ჰრქუა: განეშორე ბოროტისა მისგან წვალებისა, მოვედ 
   მართალსა სარწმუნოვებასა და ეზიარე კათოლიკე ეკლესიასა. 

      და ჰრქუა მას: შვილო ჩემო, უკუეთუ არა აღიაროს კაცმან 
   მართალი სწარწმუნოვებაჲ და წმიდაჲ ქალწული მარიამ არა ჰრწმენეს 
   ღმრტის მშობელად, ჭეშმარიტად, არავინაჲ არს მისა 
   ცხორებაჲ. 

      მიუგო ძმამან მან ბერსა და ჰრქუა: ჰე მამაო, რამეთუ 
   ყოველნი მწვალებელნი ესრე იტყჳან: უკუეთუ არა ეზიარებოდი 
   ჩუენ თანა, არა არს შენდა ცხორებაჲო, და აწ არა უწყი, თუ 
ვითარვყო მე გლახაკმან  ამან და რომელსა შეუდგე, არამედ მე 
   გევედრები შენ ღმრთისათჳს, ევედრე უფალსა ჩემთჳს, რაჲთა დამაჯეროს 
   მე მართალი სარწმუნოვებაჲ. 

      მაშინ შეიწყნარა ბერმან ვედრებაჲ ძმისაჲ მის სიხარულით. 

      და ჰრქუა მას: დაჯედ აქა, ქუაბსა ამას შინა ჩემ თანა, და 
   მე ვევედრო ღმერთსა შენთჳს, და ვესავ წყალობასა მისსა, 
   ვითარმედ გიჩუენოს შენ გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ. 

      და აღუტევა იგი ქუაბსა მას შინა და განვიდა ბერი ზღუა-მკუდრისა 
   კიდესა; და იწყო ვედრებად ღმრთისა, რაჲთა დააჯეროს 
   ძმასა მას მართალი სარწმუნოვებაჲ. და ვითარცა მოიწია ჟამი 
   მეექუსჱ დღისაჲ მის მეორისაჲ, იხილა ძმამან მან კაცი ვინმე 
   საშინელიდიდებული ხილვითა, რომელი ეტყოდა მას: მოვედ და 
   იხილე ჭეშმარიტებაჲ. და მიიყვანა იგი ადგილსა ბნელსა, სავსესა 
   სიმყრალითა, რომელსა სიან ეგზებოდა საჴუმილი განძჳნებულად 
   და ოხრისა ჴმასა მოსცემდა ძლიერად და საშინელად. და უჩუენნა 
   მუნ შინა შთაყრილნი ნისტორ და არიოზ და ევტუქოს და ევარჯენე, 
   და საბელიანოს, და ყოველნი მოყუასნი მისნი მწვალებელნი. 
   და ჰრქუა მას კაცმან მან დიდებულმან, რომელი გამოუჩნდა: 
   ესე არს ადგილი ყოველთა მწვალებელთა და მგმობართა სულისა წმიდისათაჲ 
   და ყოველნი, რომელნი მათ შეუდგან. აწ, უკუეთუ გთნავს 
   ადგილი ესე, დაადგერ შენ ნისტორებასა ზედა, რაჲთა ამას შეხჳდე; 
   და უკუეთუ არა გნებავს შესლვაჲ ამას შინა, მაშა მოვედ კათოლიკე 
   ეკლესიად და აღიარე მართალი სარწმუნოვებაჲ, რომელსა 
   ბერი გასწავებს შენ. და აჰა მე გაუწყებ შენ, უკუეთუ ქმნნეს 
   კაცმან ყოველნი სათნოვებანი და არა აქუნდეს მას მართალი სარწმუნოვებაჲ, 
   ამას ადგილსა მომავალ არს. და ვითარცა იხილა ძმამან 
   მას ჩუენებაჲ იგი, და მოვიდა ბერისა და აუწყა ძმამან მან, 
   რომელი-იგი იხილა, და სიხარულით შეიწყნარა მართალი სარწმუნოვებაჲ 
   და დაადგრა იგი ბერისა მის თანა ორმეოც წელ და ესრჱთ 
   აღესრულა ნებასა შინა ღმრთისასა. 

IX თავი. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.


სიტყჳსა მისთჳს უფლისა, რომელი ჰრქუა პეტრეს: სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქვენ აღცრად ვითარცა იფქლი, არამედ მე ვევედრე მამასა ჩემსა *(130) შენთვის, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი.

ამისი განმარტებაჲ არა ძნელ არს, არამედ ადვილ მადლითა ქრისტესითა და კეთილად გულისხმისმყოფელთაგან ცხადად საცნაური.
რამეთუ წმიდა პეტრე თავი იგი მოციქულთა, არა თუ სიტყჳსა რაჲსათვისმე იჩინა თავად, არამედ ამისთვის ითქმის თავად ჩვენ მიერ, რათუ ქრისტესგან აქუს თაობა. არცა ათორმეტთა მოციქულთაგანსა ვისმე უთქუამს თავად არცა სადა წერილ არს სახარებათა და მოციქულთა შინა, არამედ უფროჲსღა წინააღმდგომი: რამეთუ ქრისტემან უბრძანა: ნუ წარმართთაებრ მსთავრობთ ერთი მეორესა: ნუცა გერქუმინ წინამძღვარ, რამეთუ ყოველნი სწორნი ძმანი ხართ ვითარცა ზემორე აღვწერე უვრცელესად, არამედ ჩუენ მორწმუნეთა მიერ ითქუმის თავად მოციქულთა. ეგრეთვე ათორმეტნი*(131) ყოველნივე ითქუმიან თავად და არა მარტო პეტრე ვითარცა წერილ არს: მამათა შენთა წილ იქმნნეს შვილნი შენნი და დაადგინნენ იგინი მთავრად ყოველსა ქვეყანასა ზედა: არამედ პეტრე ჩუენ მიერ ითქუმის თავად ვითარცა ვთქუ: - ერთად ამისთჳს, რამეთუ სხუათა ზედა უმოხუცებულესი იყო ვითარცა ხატიცა მისი საცნაურ ჰყოფს, მეორედ ამისთვის, რამეთუ პირველად ესე და ანდრია დაემოწაფნეს ქრისტესა უწინარეს სხვათა მოციქულთასა ვითარცა წერილ არს იოანეს სახარებათა შინა, ვითარმედ უპირატეს ანდრია დაემოწაფა და მერმე ამან მოჰგუარა იგი ქრისტესა. მერმე შემდგომითი შემდგომად სხუანი მოციქულნი დაემოწაფნესა, მესამედ ამისთვის ითქუმის თავად არა თუ სხუაებრ რადმე, არამედ საღმრთოისა მხურვალებისათვის, რამეთუ ყოველსა საქმესა და სიტყუასა ამან მიუსწრის*(132) სხუათა და პირ ექმნის ყოველთა მოციქულთა და ყოველთა მაგიერ ამან თქუვის რაჲცა იგი თქუვის და სხუათა არა აცალის საღმრთოთა მხურვალებითა ვიდრემდის ორ გზის და სამ გზის ურვებისა და უარისყოფისა ბრალსა შთავარდა და ქრისტეს მიერ იმხილა და მერმეღა განისწავლა სიმდაბლედ და მორჩილებად, რამეთუ ესრეთცა იქმნების და ესრედცა ჯერარს, რამეთუ უმეტესისა მხურვალებისა და საღმრთოჲსა შურისა მქონებელსა უმეტესიცა განკრძალვაჲ უხმს, რაჲთა არა უბრკმეს, რამეთუ ესევითართა ეშმაკნიცა უფიცხესად ებრძვიან და ახლოს არს დაცემაჲ: [და] მრავალთათვის გვირგვინი უბრწყინვალესი: ხოლო დაცემულთათჳს ტანჯუაჲ უსასტიკესი.