ნუთუ ქვეყანაზე არის ისეთი კაცი, რომ სასიკვდილო შხამით მოწამლული და საშინელი ტკივილებით გაწამებული, კანზე უმნიშვნელო ჭრილობას აქცევდეს ყურადღებას? ცხადია, შინაგანი ტკივილი და მოსალოდნელი სიკვდილის შიში მას იმ მცირე განაკაწრს სრულიად დაავიწყებს. ხშირად აუტანელი ტკივილით გატანჯული კაცი ტანსაცმელს იხევს, ყველა ახლობელს ივიწყებს და თავის გარეგან ჭრილობას ფრჩხილებით კიდევ უფრო მეტად აღრმავებს. ამ დროს, მას რაგინდ დიდი შეურაცხყოფაც არ უნდა მიაყენონ, ყურადღებას არ მიაქცევს. იგი აღარც მამულზე ზრუნავს, არც სიმდიდრეზე, პურსაც კი არ სჭამს უზომო ტკივილების გამო, ყველა იქ მყოფს ასე ეუბნება: მომცილდით, სიკვიდლი იმარჯვებს ჩემზე, ცოტაც და სულს ამომართმევს! ან კი რად მინდა ასეთი სიცოცხლე, სიკვდილი მიჯობს ამ საშინელ წამებას!
მომაკვდავი მოუსვენრად ბორგავს სარეცელზე, ან ყვირილითა და გოდებით იატაკს ენარცხება; არაფრად აგდებს გარშემო მყოფთა გაკიცხვას. მისი თვალები უამრავი ცრემლისმღვრელი ორი ნაკადულია. ასეთი კაცი ყველას შენატრის – ცოცხლებსაც, მიცვალებულებსაც, შენატრის იმათ, ვინც ჯერ არ დაბადებულა, შენატრის ყველა პირუტყვსა და ქვეწარმავალს და ამბობს: ჭეშმარიტად კურთხეულია ყოველი ქმნილება ღმრთისა, რადგან ისინი ჩემებრ კი არ იტანჯებიან, არამედ ცხოვრებას სიხარულსა და სიმრთელეში ატარებენ. მხოლო მე მამძიმებს უზარმაზარი ტვირთი ცოდვისა, რომლისთვისაც მიწაზევე აუტანელ ტანჯვას განვიცდი და მარადიული ცეცხლიც არ ამცდება. ამ დროს მას ყველა კეთილგონიერი ჰგონია, თავად კი ერიდება მათ, როგორც უწმინდური. იგი მართალსა და მტყუანს არ განასხვავებს, არამედ ღირსეულსაც და უღირსსაც წმინდანად რაცხს. მხოლოდ საკუთარ თავს სცნობს ცოდვილად. ასე ზის საკუთარ უსჯულოებათა სანაგვეზე, მწუხარებისა და სევდის სიბნელეში, რომელსაც თითქოს დასასრული არ უჩანს და დაჩირქებულ წყლულებს იობის მსგავსად ქოთნის ნატეხით კი არ ისუფთავებს, არამედ ფრჩხილებით, რადგან დიდია მისი გულისტკივილი. იობი თუმცა სხეულით დასნეულდა, მაგრამ მისი სული ღმრთის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა, მას კი სხეულთან ერთად სულიც ცოდვითა აქვს მოწამლული. ამიტომ, ასეთი ჭრილობები ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე იობისა. ამის შემდეგ მომაკვდავს ტოვებენ ნათესავები, მეგობრები და ახლობლები, ამქვეყნად რომ ჰყავდა. ისინი მცირე ხნით ჩამოჯდებიან მის სასთუმალთან, ზოგიერთი ცრემლსაც გადმოაგდებს, შემდეგ კი ყველა თავიანთ სახლებში გასწევს. მაშინ, საკუთარ თავთან დარჩენილი, იგი საშინელ მარტოობას იგრძნობს და უფრო მეტად დამწუხრებული, გულდაწყვეტილი და სასოწარკვეთილი შეჰღაღადებს უფალს: “შენ ყოველივე იცი, უფალო, და ყოველივეს ჰხედავ. თუმცა შენგან ქმნული ვარ, მაგრამ შენს მცნებებს არ ვასრულებდი და ჩემი უგუნურების გამო ყოველგვარი ბოროტება მაქვს ჩადენილი. არასოდეს მიფიქრია შემოქმედო ჩემო, რომ შენ, თუმცა სახიერი და კაცთმოყვარე ხარ, მაგრამ ამავე დროს ხარ მართლმსაჯულიც. მხოლოდ ახლა ვხვდები ამას! შეძრწუნებული ვარ, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქცე! ვგრძნობ, უფალო, შენ განკიცხვას და არაფრით შემიძლია თავი ვიმართლო. არანაირი სათნოება არ გამაჩნია და არც სინანული მქონია ოდესმე, ამიტომ ვერ ვბედავ შენგან შეწყნარება ვითხოვო. იმასაც ვხედავ, რომ შენი შეწყალების გარეშე კაცი თავის ცოდვებს ვერ გამოისყიდის, რაგინდ სათნოებით არ უნდა იყოს იგი შემკული და მრავალ კეთილ საქმეს აღასრუოლებდეს. ცოდვა – სიკვდილია, და ვის ძალუძს საკუთარი ძალისხმევით მკვდრეთით აღდგომა? ჭეშმარიტად არავის. მხოლოდ შენ მოკვდი, და აღსდექ, რამეთუ ცოდვა არ გქონდა და არც ზაკვა გამოსულა შენი ბაგიდან. მეუფეო, ყოვლისმპყრობელო, მრავალი ცოდვით დამძიმებული – ვინანიებ ჩემს დანაშაულს, მაგრამ ვიცი, მხოლოდ სინანულით ვერ გავმართლდები. სინანული საკუთარ ცოდვათა შეცნობაა, მათი განბანვა კი მხოლოდ შენს მოწყალებას შეუძლია. ვხედავ, უფალო, რომ გარდა სხეულისა, აღარაფერი გამაჩნია. ახლა მე მხოლოდ წყლული ვარ. ჩემში გადარჩენის ყოველგვარი იმედი გაქრა და ჯოჯოხეთი მზად არის ცოცხლად შთანმთქას. მხოლოდ შენ ერთს ძალგიძს ჩემი ხსნა და განკურნება. ჯოჯოხეთის უფსკრულებსაც სწვდება ყოვლად ძლიერი მარჯვენა შენი და ყოველივე მას ემორჩილება. ვერ ვბედავ ვთქვა: მიწყალე მე, ღმერთო! რამეთუ პატიებას არ ვიმსახურებ, არამედ “სამართლად ღირსი, რომელი ვჰქმენ, მომეგების!” შენ ყოველივე უწყი, უფალო და როგორც შენი კაცთმოყვარეობა ინებებს, ჩემგვარი უღირსი მონა ისე განსაჯე”.
მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში (მ.ე.ს.) - საინფორმაციო ინტერნეტ-გამოცემა
წმიდა თეოდორე სტუდიელი: წერილი იღუმენ თეოფილეს
მინდოდა რაც შეიძლება მალე გამომეგზავნა წერილი შენი სიწმინდისათვის, მაგრამ მკაცრი პატიმრობის ქვეშა ვარ და აქამდე ვერაფრით მოვახერხე. ახლა კი, როდესაც სახიერმა ღმერთმა ინება და მომივლინა კაციცა და შემთხვევაც, ვისრულებ საწადელს, მოგესალმები და გეხვევი შენ, ჩემს სულიერ მამას, რომელიც ჭეშმარიტად ძალიან მიყვარს. ამა სოფლის მპყრობელთ ხორციელად კი გაგვყარეს, მაგრამ ამით ჩვენი ღმრთისმიერი ერთობა და სიყვარული ვერ დაარღვიეს, პირიქით, უფრო მეტადაც შეგვაკავშირეს. მჯერა, რომ შენს ღირსებასაც ვუყვარვარ მე უღირსი და ურყევად ადგას მართლმადიდებელი და ღმრთის სათნო აღმსარებლობის გზას. ყოველთვის ასეთდ ჩანდი ღმრთისა და კაცთა წინაშე, და არჩიე ჩვენთან ერთდ გაგეყო დევნულება ღმრთისმოშიშების წილ, თუმცა ეს არ სურდათ ძლიერთა ამა სოფლისა, ეშინოდათ მრავლის განდევნა და დატუსაღება, იმედი ჰქონდათ, რომ ამით ქვეყანას დაარწმუნებდნენ, თითქოს მხოლოდ მე ვუპირისპირდები, სხვა კი ყველა მათ მხარესაა. სინამდვილეში ასეთი ბევრია მათ სახელმწიფოში, თუმცა ისინი იმალებიან ან შიშის, ან შემგუებლბის გამო, ასე რომ, შეგვიძლია გავიმეოროთ ღმრთაებრივი დავითის სიტყვები: ”აღვრაცხნე იგინი, და უფროის ქვშისა განმრავლდენ” (ფს. 138,18).
მართლაც, ეს უსჯულოება არც მცირეა და არც დაფარული, არამედ დიდი და თვალსაჩინო იმათთვის, ვისაც გონება უჭრის. მათ, თქვენო მაღალღირსებავ რამდენადაც ხელეწიფებოდათ, გააუკუღმართეს ქრისტეს განგებულება იმით, რომ სახარების მცნების დარღვევა და მემრუშეთა ქორწინება ეკლესიის მხსნელ იკონომიად გამოაცხადეს და ვინც ეს ამბავი არ მოიწონა, ისინი შეაჩვენეს. ერთი მცნების დარღვევით მთელი სახარება ხელყვეს, რამეთუ წერია: ”რომელმან ყოველი ჰსჯული დაიამრხოს და ჰსცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანა-მდებ” (იაკობ. 2,10), მათ კი დაცემულებს, უფრო სწორად, მემრუშეებსა და მათ დამაქორწინებელებს, აგრეთვე მათ თანამონაწილეებს და ყველას, ვისაც რაიმე ურთიერთობა აქვს მათთან (ყველა ესენი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან) დამნაშავეებს კი არა, ღმრთის განგების აღმასრულებლებს უწოდებენ. მაშ ტყუის იგი (ღმერთი), ვინც ასეთ ადამიანებს დამნაშავეებად სახელდებს, წმინდანები კი უცხონი ყოფილან ღმრთის განგებულებისათვის, რამეთუ არც ერთ წმინდანს არ შეუბღალავს ღმრთაებრივი კანონი, ხოლო ვინც შებღალა, მას შეუძლებელია წმინდანის სახელი ერქვას. ისინი კი ამ გადახვევას უცვალებელ დოგმატად აქცევენ, ღმრთაებრივ კანონად გვიდგენენ და ანათემას გადასცემენ ყველას, ვინც მათ თანამონაწილე არ უხდება. მაგრამ არც ცაზე და არც მიწაზე არც ერთი წმინდანი არ შეეწევა მრუშობას. ამგვარად, ცხადია, რომ მათ სახარების ერთი მცნების დარღვევით არა მხოლოდ მთელი სახარება ხელყვეს (თანაც საეკლესიო კრების განჩინებით ეს დარღვევა ეკლესიის მხსნელ იკონომიად გამოაცხადეს და დაადგინეს, რომ ყოველი მცნება შეიძლება დავარღვიოთ და ამ დარღვევას იკონომია ვუწოდოთ), არამედ შეაჩვენეს წმინდანები, რომლებიც არ იწონებენ ამ საქციელს, წმინდანებთან ერთდ კი მას არც ღმერთი იწონებს.

წმ. მაკარი დიდი
განსაცდელთათვის
რომელსა ჰნებავს სათნო-ყოფად ღმრთისა და ჰრწმენეს თანამკჳდრად ქრისტესა ყოფაჲ და ისწრაფდეს, რაჲთამცა მსგავს უფლისა იქმნა, თანა-აც მას, რაჲთა უწინარეს ყოვლისა სულგრძელებაჲ და მოთმინებაჲ მოიგოს, რაჲთა ყოველსავე ჭირსა და განსაცდელსა სიხარულით მოითმენდეს: გინა თუ ჴორციელთა უძლურებათა და ვნებათა, ანუ თუ ყუედრებასა და გინებასა კაცთასა, გინა თუ ჭირთა უხილავთა და თითოსახეთა, რომელნი მოიწევიან სულსა ზედა სულთა მათ მიერ ბოროტთა, რაჲთამცა დააყენეს იგი სასუფეველსა შესლვისაგან და მიიყვანეს იგი დაჴსნილობად და სულმოკლებად და უთმინოებად. რამეთუ უფალი განგებულებით მიუშუებს თითოეულსა სულსა გამოცდად თითოსახეთა ჭირთა შინა, რაჲთა გამოჩნდნენ სულნი იგი, რომელთა ყოვლითა გულითა უყუარს ღმერთი და მოითმინნენ ყოველნივე იგი ზედამოსრულნი განსაცდელნი მტერისანი ახოვნად და მარადის გამოჴსნასა მას მადლისასა მოელოდიან სასოებით და მოთმინებით. ხოლო ესევითარნი იგი შემძლებელ არიან განვლად განსაცდელთა მათგან და ესრეთ პოონ აღთქუმაჲ იგი სულისაჲ და შევიდენ სასუფეველსა მისსა. ხოლო თანა-აც სულსა, რომელი სიტყვასა უფლისასა შეუდგებოდის, რაჲთა ჯუარი იგი უფლისაჲ სიხარულით აღიღოს, ვითარცა წერილ არს. ესე იგი არს, რაჲთა მარადის მზა იყოს მოთმინებად ღმრთისათჳს ყოვლისავე განსაცდელისა მომავალისა გინა თუ ფარულისა, გინა თუ ცხადისა და კაცობრივისა. და რაჲთა უფალსა შეევედროს სასოებით მარადის, რამეთუ ჴელმწიფებასა შინა მისსა არს ყოველივე, გინა თუ შეუნდოს სულსა, რაჲთამცა ეჭირვოდა, ანუ კუალად, უკუეთუ ენებოს, რაჲთა გამოიყვანოს იგი ყოვლისაგანვე გულისკლებისა. ხოლო უკუეთუ არა განმჴნდეს და ახოვნად მოითმენდეს ყოველსავე ჭირსა, არამედ მწუხარე იყოს და მოწყინე, დაუმძიმდეს და სულმოკლე იქნებოდის ღუაწლსა მას შინა და სასოებასა წარიკუეთდეს, ვითარმცა ვეროდეს გამოვიდოდა განსაცდელისა მისგან. ხოლო ესე ყოველი უკეთურთა ეშმაკთა სიჴელოვნე არს, რაჲთამცა მოიყვანეს სული მოწყინებად და სასოწარკუეთილებად, რაჲთამცა არა მოელოდა წყალობასა უფლისასა. ხოლო ესევითარი იგი სული შვილ ცხოვრებისა არაოდეს იქმნების, რამეთუ არა შეუდგა ყოველთავე წმიდათა და არცა ვლო მან კუალსა ზედა უფლისასა.

წმ. ეფრემ ასური
მამათათვის მძოვართა
ამას შინა დღესა პირველსა, კეთილსა და გამოჩინებულსა, აღესრულებიან საიდუმლონი მხოლოდ-შობილნი. რავდენთა ქრისტესა გსურის, ქებით ვღაღადებდეთ გალობასა ეკლესიასა შინა, რომელ-იგი არს სძალი ქრისტესი, და ვქადაგებდეთ სიმხნესა მას წმიდათა მამათასა, რომელთა-იგი სურვიელად ინებეს. ქებასა ვგალობდეთ, რომელნი-იგი სოფელსა განეშორნეს სარგებელ ყოფისათვის ყოველთა ამათ მსმენელთაჲსა. დაღათუ შორს ვინმე იპოოს, აქა მყოფთა ამათ თანა ზიარ ყავნ, ლოცვითა წმიდათა ამათ მამათაჲთა ცხონდინ, რომელი გულის-მოდგინე ჰყოფდეს მოყუასსა ლოცვითა ამით მსმენელთაჲთა.
აწ უკუე მომიპყრენით სასმენელნი, რაჲთა გითხრა ცხორებაჲ მამათაჲ, უდაბნოს გარე მყოფთაჲ. შევიკრძალნეთ გონებანი ჩუენნი, სახენი გამოვიწერნეთ კეთილნი და განსაკვირვებელნი მათისა მის ცხორებისანი და მივიდეთ და ვიხილნეთ საყოფელნი მათნი და ვითარ-იგი სხენან, ვითარცა მკუდარნი საფლავთა შინა; წარვიდეთ და ვიხილნეთ ხურელნი მათნი, ვითარ მარადის უხარის, მკვდარ რაჲ არიან მათ შინა; მივიდეთ და ვიხილნეთ, რომელთა-იგი სოფელი მოიძულეს და უფროჲსღა სურვიელ იქმნეს უდაბნოს გარე ყოფად; წარვიდეთ და ვიხილოთ უცხოჲ იგი კაცთაჲ მათ ხატი, რომელნი-იგი მოელიან წოდებასა სახიერისა უფლისასა; წარვიდეთ და ვიხილნეთ ძაძანი მათნი, ვითარ-იგი ლოცვითა მათითა მარადის განწმიდნებიან; მივიდეთ და ვიხილნეთ პირნი მათნი, ვითარ-იგი მწუხარებითა სულთაგან იშუებენ; წარვიდეთ და ვიხილნეთ ზეცისანი იგი, რომელნი მათ თანა აქებენ და უგალობენ მათსა მას გვირგვინოსან მყოფელსა; წარვიდეთ და ვიხილნეთ ტაბლანი მათნი, ვითარ-იგი მუხლთა მათთა ზედა დგანან ჭამასა მათსა; მოვედით და ვიხილოთ ლოდი იგი იაკობისა, ვითარ-იგი არს მისაყრდნობელ თავისა; მივიდეთ და მოვიღოთ უფლისა მისგან წმიდათაჲსა, რაჲთა იყოს მარადის საცო.
ავაზაკმან თუ იხილნის იგინი, მეყსეულად მოაქციის ავაზაკობრივისაგან სახისა; ლომმან თუ იხილნის იგინი, მუნქუესვე მომდოვრდის, რამეთუ ჯუარი შეუმოსიეს მარადის. რაჟამს მხეცთა ველურთა ძაძანი მათნი იხილნიან, მსწრაფლ განეშორნიან, რამეთუ საკვირველი დიდი იხილიან, ყოველსა ქუეწარმავალსა დასთრგუნვენ ფერხითა მათითა, რამეთუ შეუსხმიედ სარწმუნოებისა ფერხთ-შესასხმელნი. რაჟამს იხილნის იგინი ეშმაკმან, მუნქუესვე ზარი განჰხდის, მეყსეულად ღაღად-ყვის მაღლად და უჩინო იქმნის, რამეთუ შემუსრნის ბევრეულნი საფრხენი მისნი, უკუანა კერძო მათსა დგან და ვერ შეუძლის ვნებად მართალთა მათ, რამეთუ შეურაცხ-ყვნეს ყოველთა შინა სანადირონი მისნი და არა შეიშინეს მანქანებათაგან მისთა.

წმ. ბასილი დიდი
მომთრვალეთათჳს
1. აღმძრვენ მე სიტყუად საქმენი იგი მწუხრისა ამის გარდასრულისანი. ხოლო კუალად დააყენებს აღძრვასა ჩემსა პირველთა მათ შრომათა უნაყოფოებაჲ, რამეთუ მუშაკიცა, რაჟამს ერთგზის თესულმან მისმან ნაყოფი არა გამოიღის, უდებ არნ მასვე ქუეყანასა ზედა მეორედ დათესვად, რამეთუ უკუეთუ ესეზომთა სწავლათა ზედა, რომელ ვქმნენით გარდასრულსა ჟამსა წელიწდისასა და არა დავსცხერით ვედრებად თქუენდა და კუალად შჳდთა ამათ შჳდეულთა მარხვისათა, ღამე და დღე, არა დავსცხერ წამებად თქუენდა სახარებასა მას მადლისა ღმრთისასა და მის ყოვლისაგან სარგებელი არარაჲ იქმნა, რომლითაღა სასოებითა გასწაო დღეს? ჰოი, რავდენთა ღამეთა ამაოდ იღჳძეთ, რავდენთა დღეთა ამაოდ შემოჰკერბით, უკუეთუ ოდენ ამაოდ, რამეთუ რომელი მოსრულ იყოს წარმართებასა კეთილთა საქმეთასა და მერმე კუალად-მიიქცეს პირველთავე ჩუეულებათა მიმართ, არა ოდენ შრომილისაჲ მის სასყიდელი დაშჭირდეს, არამედ უმეტესსაცა საშჯელსა ღირს იქმნას, რამეთუ იხილა გემოჲ კეთილთა მათ სიტყუათა ღმრთისათაჲ და ღირს იქმნა საიდუმლოთა სულიერთა და მერმე ყოველივე იგი უგულებელს-ყო მცირედისა გულისთქუმისათჳს. “რამეთუ უმეცარი იგი ღირს არს შენდობისა, ხოლო ძლიერნი ძლიერადცა იტანჯნენ” (სიბრძნ. 6,7), ერთმან ღამემან და ერთმან ეშმაკისა ბრძოლამან შრომაჲ იგი ყოველი დაარღჳა და უჩინო ყო. ვითარ უკუე გულსმოდგინე ვიყო აწ სიტყუად? და უწყითმცა, ვითარმედ დავიდუმემცა, უკუეთუმცა არა მეშინოდა საქმისა მისგან იერემია წინაჲსწარმეტყუელისა, რომელსა ურჩისა მის ერისა მიმართ სიტყუად არა ენება და ამისთჳს მოიწია მის ზედა, ვითარცა იგი იტყჳს თჳთ, ვითარმედ: იქმნა ცეცხლი წელთა შინა მისთა და შეიწუებოდა ყოვლით კერძო და ვერ ძალ-ედვა თავს-დებად.ხოლო აწ დედათა ბოროტთა დაივიწყეს შიში ღმრთისაჲ, შეურაცხ-ყვეს საუკუნოჲ იგი ცეცხლი ესევითარსა მას დღესა შინა, რაჟამს თანა-ედვა ჴსენებისათჳს აღდგომისა დაჯდომაჲ სახლთა შინა თჳსთა და მოჴსენებაჲ დღისა მის, რაჟამს-იგი განეხუნენ ცანი და გამოჩნდეს მსაჯული იგი ზეცით: და საყჳრნი ღმრთისანი და აღდგომაჲ მკუდართაჲ და საშჯელი სიმართლისაჲ და მიგებაჲ თითოეულისაჲ საქმეთა მისთაებრ.
ამათ ესევითართა საქმეთა წურთისა წილ და განწმედისა წილ გულთა მათთაჲსა ბოროტთა გულისსიტყუათაგან და აჴოცისა ცრემლითა ცოდვათა მათთა და განმზადებისა წილ მიგებებად ქრისტესა დიდსა მას დღესა გამოჩინებისა მისისასა, განაგდეს უღელი იგი ქრისტეს მონებისაჲ და მოიჴადნეს თავთაგან პატიოსნებისა იგი საბურველნი, უგულებელს-ყვეს ღმერთი და უგულებელს-ყვნეს ანგელოზნი მისნი და ურცხჳნო იქმნეს წინაშე პირსა მამათასა: და გარდაიტევეს თმები, მიითრევდეს სამოსელთა და იმღერდეს ფერჴითა, თუალითა ბილწითა, სიცილითა ურცხჳნოჲთა მღერად და ბორგად აღიძრნეს და შეაგინებდეს გულსა ჭაბუკთასა და ეკლესიათა მათ წინაშე, რომელნი არიან გარეგან ქალაქისა, მემღერნი განაწყვნეს მათ და ადგილად თჳსისა საძაგელებლობისა ყვნეს წმიდანი იგი ადგილნი. შეაგინეს ჰაერი ჴმათა მათგან სამეძვოთა და შეაგინეს ქუეყანაჲ ფერჴთა მათ მიერ არაწმიდათა, რომლითა იქმოდეს მღერასა მას. და უგუნურთა ჭაბუკთა სიმრავლე გარე-მოაწყვნეს სახილველად მათდა, მეძავ განცოფებულ იქმნეს და ბორგილებისა არცა ერთი საზღვარი დაუტევეს.
ესე ყოველივე ვითარ დავიდუმო? ანუ ვითარ ღირსად ვგოდებდე ამას? ღჳნომან მოგუატყუა ესევითარი ესე სულთა ზღვევაჲ, ღჳნომან, რომელი მოუცემიეს ღმერთსა ნუგეშინისსაცემელად უძლურებისა ბრძენთადა, ხოლო აწ საჭურველ ცოდვისა ექმნა უგუნურთა მათ.
წმ. თეოდორე სტუდიელი: წერილები (5)
К Cтефану секретарю
Вчера, когда мы наслаждались достославным твоим присутствием, после некоторых других бесед, для которых ты и прибыл сюда, у нас зашла речь о предметах Писания, и мы, находясь в большом недоумении, расстались друг с другом, не достигнув в этом согласия.[1] Конечно, господин, мы, как люди простые, совершенно не соответствуем присущей тебе мудрости. Но чтобы молчанием о том, о чем должно говорить, нам не навлечь на себя осуждения,- ибо Писание говорит: обличением да обличиши ближняго твоего, и не приимеши ради него греха, а с другой стороны, обличая премудрого, будем еще более возлюблены им, - мы почли необходимым высказать тебе то, что должно.
Ты, господин мой, - скажу кратко, - соединяя вместе многие вопросы и возражения, сказал, что, кроме веры, ни о каких других заповедях Господних никому не следует вразумлять предстоятельствующего пастыреначальника, когда он, по неведению или по своему желанию, делает что-нибудь непозволительное. А мы говорили, что следует, и даже очень, но только тем, которые превосходят других знанием и благоразумием. И каких только доказательств неосновательности такого мнения мы не можем привести? Приведем пример из Ветхого Завета.
Во-первых, что ты думаешь о поступке Даниила?[2] Не удостоился ли он похвал за то, что не только вразумил, но и осудил старцев, беззаконно обвинивших святую Сусанну, хотя он был в таком возрасте, который по закону не давал права говорить и высказываться свободно?[3] Так или нет? И разве ты не одобряешь Иоава, который, когда божественный Давид задумал пересчитать народ, что послужило поводом к гневу Божьему, возражал, удерживал и старался убедить Царя не делать этого?[4] Ты ведь знаешь историю. Убеждает меня в том и Иофор, который напоминал великому Моисею и уговаривал его не так управлять народом, некоторым образом вразумляя его и склоняя к своему желанию.[5] А кто он был? Иноплеменник, хотя и тесть Моисея. И кому он говорил? Тому, кто делал все по откровению Божию. Но скажем об этом немного, чтобы речь наша не была длинной.

Открытое письмо с Соловков, заместителю патриаршего Местоблюстителя Митрополиту Сергию, по поводу послания от 16/29 июля 1927 года
(მიტროპოლიტ სერგის აღნიშნული დეკლარაციის სრული ტექსტი იხილეთ ქვემოთ)
სოლოვკის საკონცენტრაციო ბანაკში დაპატიმრებული
აღმსარებელი მამები
აღმსარებელი მამები
1. Мы одобряем самый факт обращения Вашего к Правительству с заявлением о лояльности Церкви в отношении к советской власти во всем, что касается гражданского законодательства и управления. Подобные заверения неоднократно высказывались Церковью в лице почившего Патриарха Тихона, но не разсеяли однако подозрительного отношения к ней правительства. Повторение таких заверений все же считается целесообразным.
2. Мы вполне искренно принимаем чисто политическую часть послания, а именно:
а) мы полагаем, что клир и прочие церковные деятели обязаны подчиняться всем законам и правительственным распоряжениям, касающихся гражданского благоустройства государства.
б) мы полагаем, что, тем более, они не должны принимать никакого участия, ни прямого ни косвенного, в заговорах и организациях, имеющих целью ниспровержение существующего порядка управления.
в) не должны и обращаться к иноземным правительствам для осуществления политического переворота в России.
г) клир должен устраняться от всякой политической деятельности, как в публичных выступлениях, так и в частных беседах, не порицая правительства и его действий.
3. Но мы не можем принять и одобрить послание его в целом, по следующим соображениям:
კითხვა-მიგება მარკოზ ეფესელისა, რომლის ზედწერილია “ლატინოს,” ანუ “მრწამსის” დანამატის შესახებ
ლათინელი: მიკვირს, რომ გვკიცხავთ ჩვენ “მრწამსის” შევსების გამო, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო კრებამ პირველი კრების მთელი მრწამსი შეცვალა, როდესაც დამატებები შესძინა მას და როდესაც მეტი სიცხადისათვის გაზარდა კიდეც და განავრცო იგი. ასე რომ, სიტყვიერი ცვლილება არაფერს ავნებს მათ, რომლებიც ზედმიწევნით იცავენ დოგმატებს.
ბერძენი: ვაღიარებთ, რომ ასეა და ვიცით, რომ მეორე კრების “მრწამსი” წარმოადგენს პირველის სიტყვიერ ცვლილებას, თუმცა ამით იმას როდი ვამბობთ, რომ ხსენებულ მამათა მსგავსად, თქვენც გაქვთ უფლება შეცვალოთ “მრწამსი”.
ლათინელი: რატომ?
ბერძენი: უპირველსად, იმიტომ, რომ ის კრებები მსოფლიო კრებები იყო, ხოლო შენი შემატება ამგვარი არ არის, თუმცა დიდად იქადი პაპით და მისი პირველობით. გარდა ამისა, მაშინ შეიძლებოდა შემატება, რადგანაც ჯერ კიდევ არ იყო ეს აკრძალული, ხოლო შენ, რომელიც აკრძალვის შემდეგ ბედავ სიტყვის დართვას, თანამდები ხარ მამათა მიერ აღმოთქმული წყევლისა.
ლათინელი: როდის და რა მიზეზით მოხდა აკრძალვა?

წმიდისა და თაყუანისსაცემელისა ცხოველსმყოფელისა სულისა წმიდისათჳს
ბესარიონ კათალიკოსი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი)
ხოლო წმიდისა და განუყოფელისა ერთღმრთეებისა სამებისა საიდუმლო რაჲ აღვწერეთ, აწ კუალად ცხოველსმყოფელისა სულისა წმიდისათჳს ვიტყჳთ: თუ რაჲ არს მიზეზი მათისა (ლათინთა) ესრეთ უწესოდ აღსარებისა, ვითარმედ სული წმიდა მამისა და ძისაგან გამოვალსო, რომელი ესე უცხო არს ქადაგებისაგან წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა კაცთასა. ხოლო ჩუენ არა ვიტყჳთ სულსა წმიდასა ძისაგან გამოსლვით, არამედ მამისაგან, მოძღვრებისაებრ წმიდათა მოციქულთასა და ღმერთშემოსილთა მამათასა. რამეთუ, ვითარცა ძე იშვა მამისაგან პირველ ყოველთა საუკუნეთა და უწინარეს ჟამთა, ეგრეთვე სული წმიდა გამოვიდა მისვე მამისაგან უწინარეს ჟამთა და პირველ ყოველთა საუკუნეთა. რამეთუ ერთი არს არსება და ბუნება მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, სიტყჳსაებრ საღმრთოთა წერილთასა, მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა და მოძღვრებისაებრ წმიდათა ღმრთის მეტყუელთასა. რამეთუ არცა ერთსა ვის წმიდათაგანსა უთქუამს სული წმიდა ძისაგან გამოსლვით, ვითარცა ძე არა თქმულ არს სულისაგან შობილად, არამედ მხოლოდ მამისაგან. ეგრეთვე არცა ითქუმის სული წმიდა ძისაგან გამოსლვით, არამედ მამისგან. რამეთუ რაოდენნი ღმრთისმეტყუელნი არიან წმიდათა მამათა მიერ აღწერილნი და უმეტეს დიდისა ღმრთისმეტყუელისა გრიგოლისნი, რომელმან ერგასისნი თავნი ღმრთისმეტყუელებანი აღწერნა ვრცელად და უნაკლოდ.
რამეთუ ყოვლად ღმრთისმეტყუელისა და მახარებელისა იოანესა ამას მიხუდა სახელი ღმრთისმეტყუელებისა და ყოველივე თქმული მისი ღმრთისმეტყუელებითა აღსავსე არს და არცა ერთსა თქმულთა მისთა შინა იპოების, თუმცა ეთქუა ძისაგან გამოსლვით, არამედ მხოლოდ მამისაგან. არცაღა დიდსა და ზეცით გამობრწყინვებულსა ბასილის, არცა წმიდასა და ყოვლისა სოფლისა მნათობსა ოქროპირსა, არცა დიდსა ათანასის, არცა გრიგოლი საკჳირველთმოქმედსა, რომელსა ცხადად წარმოუდგა წმიდა ღმრთისმშობელი და ღმრთისმეტყუელი იოანე და გამოუცხადეს წმიდისა სამებისა საიდუმლოჲ და მყის აღწერა მათსავე მუნ ყოფასა შინა მათითავე ბრძანებითა მოკლითა სიტყჳთა და დიდითა სიბრძნითა და აღწერილი იგი ჰგიეს დღეინდელად დღედმდე, ხოლო მე განვრცელებისათჳს არა აღვწერე აქა, და ვისცა ენებოს, იგი წარიკითხოს და ყოველივე ცხადად ეუწყოს. და არცა სხუასა სადა ვის ღმრთისმეტყუელთაგანსა უთქუამს ესე, არცა უკადრებიეს, თუ მამისაგან და ძისა გამოვალს, და თუმცა ყოფილიყო ესე ცილობაჲ და ამისი თქუმა, მრავალნიმცა აღწერნეს ამის პირისათჳს ნეტართა მათ წინა აღსადგომელი უთქუმელისა ამის სიტყუისა, არამედ ნეტარსა იოანე დამასკელსა, რომელსა ეწოდა ოქრონექტარი თჳთ დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა მიერ, ამასა წინათვე ეუწყა სულისაგან წმიდისა წვალება ესე და მან აღწერა ცხადად და ჭეშმარიტად თქმულთა შინა თჳსთა ღმრთისმეტყუელებათა. და იტყჳს ესრეთ: არა ვიტყჳთო სულსა წმიდასა ძისაგან გამოსლვითა, რომელი არასადა გჳპოვნიეს საღმრთოთა წერილთა შინაო. არამედ მამისაგან. და სულად ძისა და სულად ქრისტესაო, ვითარცა წერილ არს, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისა გულთა შინა ჩუენთა. და კუალად იტყჳს, რომელსა სული ქრისტესი არა აქუნდეს, იგი არა არს ქრისტეანიო.

სიტყჳსა მისთჳს, რომელსა იტყჳიან ლათინნი ვითარმედ, ქრისტე საუკუნოსა ჯოჯოხეთსა შინა არა შთასრულ არსო.
ბესარიონ კათალიკოსი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი)
კუალად ამასცა იტყჳან სხუათა თანა გმობასა, ვითარმედ ქრისტე მეუფე საუკუნოსა ჯოჯოხეთსა შინა არა შთასრულ არსო, და უკეთუ მუნ შთასრულიყო ვერცაღა იგი გამოვიდოდაო. ჰოჲ გმობაჲ დიდი და პირი უსირცხვილო, რომელნი ესრეთ ზრახვენ! ჭეშმარიტად “სამარე ზე აღებულ არს ჴორხი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს.” სადა არს იგი საუკუნო ჯოჯოხეთი, ანუ რომელი არს იგი ადილი რომელსა შინა ქრისტე არა მიწევნულ არს და თუმცა მიწევნულ იყო ვერღარა გამოვიდოდა? ჯერეთ ეშმაკნი არა არიან მას შინა შეწყუდეულ და ვერცა იპყრობს იგი მათ და ქრისტე გარეშემოუწერელი იგი ძე და სიტყუაჲ მამისა თუმცა შთასრულ იყო ვერღარა გამოვიდოდა?
ეშმაკნი ღაღადებდეს და იტყოდეს: “იესო ძეო ღმრთისაო მოჰხუედ უწინარეს ჟამისა წარწყმედად ჩუენდა”. (მთ.8.29) ეშმაკნი უწინარეს ჟამისა არა არიან წარწყმედილ ვითარცა თჳთ აღიარებენ, არამედ ჯერედ ქუეყანასა ზედა იქცევიან, ხოლო თუ ქრისტე მიწევნულ იყო ვერღარა რომელ ძალ ედუა გამოსლუად? ეშმაკნი, რომელ დასაბამითგან ჩუენისა წარწყმედისა მიზეზნი არიან და აცთუნებენ კაცთა, იგინი ჯერეთ ქუეყანასა ზედა იქცევიან და სულნი კაცთანი აწვე პირველ მეორედ მოსლვისა შეიწყუდევიან საუკუნოსა ჯოჯოხეთსა შინა და ვერღარა გამოვლენ?
დაღაცათუ იუდა მოციქული იტყჳს, ვითარმედ “ანგელოზი, რომელთა იგი არა დაიმარხეს თჳსი იგი სამთავრო, არამედ დაუტევეს სამკვიდრებელი მათი, სასჯელად დიდისა მის დღისა, საკვირველებითა მით სამარადისოთა წყვდიადსა ქუეშე დაჰმარხნა.” (იუდა 1.6)
ესენი, რომელნი მოციქულმან მოიხსენა, პირველნი მთიებნი არიან მთავარნი უჴორცოთა დასთანი, რომელთა იზრახნეს პირველნი განდგომილებაჲ. იგინი არიან წყვდიადსა შინა დამარხულნი საკრველებითა სამარადისოთა შეკრულნი სასჯელად დიდისა მის დღისა. ესე იგი არს ვეთარმედ დღესა მას დიდსა სასჯელისასა მათიცა ჯერ არს გამოსლვა, ვითარცა წერილ არს “და შემდგომად ათასისა მის წლისა განიჴსნას ეშმაკი საპყრობილისაგან თჳსისა და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა” (გამოცხადება 20.7) ხოლო სხუანი იგი მიმდგომნი დასნი მისნი ქუეყანასა ზედა იქცევიან და რომელნიმე ჰეართ შინა ვიდრე მეორედ მოსლვადმდე. მაშინ მცირედ ჟამ იგინიცა განიჴსნებიან და აღმოვლენ უფსკრულით ვითარცა მოვიხსენეთ. და მერმე საუკუნოდ შეიწყუდევიან და დაშთებიან მას შინა, ხოლო სულნი ცოდვილთანი იქმნებისა რამცა არა გამოვიდა ჯოჯოხეთით გინა თუ პირველ მეორედ მოსლვისა ლოცვითა და ქუელის საქმითა, გინა თუ დღესა მას მეორედ მოსვლისასა, რათა მიეგოს ღირსად საქმეთა თჳსთაებრ და უკუეთუ იქმნებისღა გამოსლვა, რაჲ ზოგად მიიღონ მისაგებელი სულთა და ჴორცთა, ვითარცა წერილ არს: “და მოსცა ზღუამან მისთანა მკუდრნი, რომელნი იყვნეს მას შინა, და სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან მოსცნეს მკუდარნი, რომელნი იყუნეს მათ შორის, და განისაჯა თითოეული საქმეთაებრ თჳსთა” (გამოცხადება 20.13).
აწ სადღა იყოს საუკუნო ჯოჯოხეთი სიცბილისაებრ მათისა, რომელსა შინა არღარა იყოს სულთა მათ დასჯილთა გამოყვანებაჲ და არცაღა ქრისტე მიწევნულ არს. და ვითარმე იყოს ესე?

Subscribe to:
Posts (Atom)