სიტყჳსგებაჲ მათდა მიმართ, რომელნი პაპასა ჰრომისასა უფროსად და უაღრესად ჴადიან სხუათა პატრიარქთა ზედა და ქუეყანასა ზედა მეორედ ქრისტედ აღიარებენ და*(92) თავად ყოველთა ეკლესიად იტყვიან, პეტრე მოციქულისა თანა მოსაყდრეობითა სწორადვე მისა და ვიკადრო
ვითარმედ
უაღრეს
მისა
აღიარებენ,
კეთილის
მოქმედი
იყოს
კაცი
იგი
ანუ
თუ
სიტყვისა
წინა
აღმდგომისა
საქმისა.
ისმინეთ ჩემი რომელთა გნებავს კეთილად გულისხმისყოფაჲ [და] ამის მიზეზისათვის სიტყჳსგებაჲ. და თქვენ იხილეთ და საჯეთ სამართალი, ვინ არს უმეტესი ანუ უადრესი ანუ თუ სწორნი ანუ დაკლებულნი, მოდით ძმანო და ამის პირისათვის უპირატესად სიტყვა ღმრთისა შემოვიღოთ, რამეთუ ესრედცა ჯერ არს, რამეთუ იგი არს დასაბამი და სრულმყოფელი ყოვლისა კეთილისა და მისგან არს ყოველი მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო მოცემულ მამისაგან ნათლისა. ვითარცა წერილ არს: ჰრქუა*(93) იესო მოწაფეთა თვისთა: ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღვარი თქუენი ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელი არს ცათა შინა. ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღვარ, რამეთუ ერთი არს წინამძღვარი თქუენი ქრისტე, ხოლო უდიდესი თქვენი იყავნ თქვენდა მსახურ, რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი იგი დამდაბლდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს. (მათე 23.8-12.) აწ იხილეთ ბრძანებაჲ ესე სამეუფეო. სადა სჩანს აქა უდარეს-უაღრესობა წმიდათა მოციქულთა, რომელნი იგი პაპასა ჰრომისასა უაღრესა ხადიან წმიდისა პეტრე მოციქულისა თანამოსაყდრეობითა და განიდიდებენ თავთა თვისთა და მიზეზად ამპარტავნებისა მოიღებენ პეტრეს. ესე უწყოდა ვითარცა წინასწარმცნობელმან ყოვლისამან უფალმან და ამისთჳს შემოიღო სიტყუაჲ ესე და*(94) წინასწარ განაკრძალებს მოწაფეთა თვისთა და ასწავებს, რათა არა განლაღნენ ერთი მეორესა ზედა, ვითარცა კუალადცა ეტყოდა მოწაფეთა: ისწავეთ ჩემგან რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთა: ისწავეთო ჩემგან სიმდაბლე, არა თუ სიმაღლე და ამპარტავნება. და კუალად წერილ არს მასვე წმიდასა სახარებასა შინა: ოდეს მოციქულნი ჯერეთ საზომსა სისრულისასა არა მიწევნულ იყუნეს, ბრძანებდა რაჲ ქრისტე, ვითარმედ „აღვალ იერუსალიმდ“. იგინი ჰგონებდეს ქრისტესთვის, ვითარმედ საყდართა დიდებისათა დაჯდების და მეუფებათა ქუეყანისათა დაიპყრობსო. მაშინ მოუხდა იესოს დედა ძეთა ზებედესთა ძეთა მისთა თანა, თაყვანისცემდა და ითხოვდა რასამე მისგან. ხოლო თავადმან ჰრქუა მას რაჲ გნებავს: - ჰრქუა მას: თქუ რათა დასხდნენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით*(95) შენსა სასუფეველსა შენსა. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: არა იცი რასა ითხოვ, ძალ გიცა სასუმელისა ჩემისა შესუმად, რომელი მე მეგულების შესუმად? ანუ ნათლისღებაჲ რომელი მე ნათელ ვიღო ნათლისღებად? ხოლო მათ ჰრქუეს მას ძალგვიც. ხედავა, რამეთუ ქრისტემან სასუმელი სიკუდილისა წინა უყო შესუმად და ჭირი და სასჯელი სოფლისა ამის და ეგრეთღა დასხდომა სუფევათა შინა, დაღაცათუ ამათ ქვეყანისა ითხოვეს, არამედ ქრისტემან საუკუნო იგი დიდებაჲ აღუთქუა და იგიცა ჭირითა და შრომითა და სიკუდილითა და არა თუ განსუენებითა და დიდებისა მსოფლიოსა ძიებითა და ეტყვის: ჰრქუა მათ იესო: სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლისღებაჲ რომელი მე ნათელ ვიღო ნათელ იღოთ, ხოლო დაჯდომაჲ მარჯვენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა გამზადებულ არს მამისა*(96) მიერ ჩემისა. ვითარცა ესმა ესე ათთა მათ განრისხნეს ორთა მათ ძმათათვის. ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა და დიდ დიდნი ხელმწიფებენ მათ ზედა, ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს. არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ იყვნენ თქუენდა მსახურ: და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ იყოს იგი თქუენდა მონა. იხილე: აქაცა მონებაჲ და ურთიერთარს მსახურებაჲ უბრძანა და არა მთავრობაჲ და ერთი-მეორესა ზედა უფლებაჲ და ხელმწიფობაჲ წარმართთაებრ, ვითარცა აწინდელი პაპები ჰრომისანი ხელმწიფებენ და მძლავრობენ ყოველთა ზედა. ესე უწყოდა უფალმან ვითარცა წინასწარ მეცნიერმან სილაღისა მათისამან. ამისთვის ეტყვის მოწაფეთა და ასწავებს სიმდაბლესა რაჲთა სწორ იყვნენ და ერთი მეორესა ზედა არა განლაღნეს, დაღაცათუ*(97)


