წმინდანთა ცხოვრებაXIV. სამოელ წინასწარმეტყველის დედის - წმ. ანას ცხოვრება.


წმიდა და ნეტარი ანა წინასწარმეტყველი ქალაქ არმათემას მკვიდრი იყო. ეს ქალაქი მთიან ქვეყანაში, ეფრემის ძეთა სამთავროში1 მდებარეობდა. ნეტარი დედა ლევიტელთა2 მუხლის შთამომავალ ელკანას ესვა ცოლად. ბერწი და უშვილო იყო ანა3 და ელკანამ მეორე ცოლიც მოიყვანა _ ფენნა. ფენნა შვილებს უჩენდა ელკანას და ისიც მასთან იხარებდა. ანას მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა: უშვილობას აყვედრიდნენ მეტოქე ფენნაც, მოყვარული ქმარიც და მეზობელ-ნათესავებიც. ბევრს ლოცულობდა გულშემუსვრილი და ღვთის მცნებებს მოშურნედ აღასრულებდა. დღითა თუ ღამით წმიდა სავედრებელს აღავლენდა ღვთის წინაშე: ამ კიცხევისაგან მიხსენი და შვილიერება მომმადლეო.

თქმული წმიდისა ეფრემისა სიკუდილისათვის და გამოსვლისათვის სულისა ხორცთაგან

აი ჩუენად შენ მიერ, სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოი, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიხადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღვიძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ხელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის; და მოციქული ხარ მოსწრაფე, რომელი არა სდროებ; და მსაჯული ხარ თუალ-უხუავი, რომელსა არა მიგაქუს ქრთამი; და მოსაჯული ხარ მძლე, რომელი მიიძლევ მოსაგრესა საშჯელად საუკუნოდ.

წმ. ეფრემ ასური. ნეტარისა აბრაჰამისათვის ვითარ-იგი სიბრძნით და საკვირველად გამოიყვანა მარიამ, ძმის-წული თვისი, მეძავობისაგან

ნებავს, საყუარელონო, თქუენსა მაგას ერთობასა სმენად დიდებული იგი საქმე, რომელი ქმნა წმიდამან აბრაჰამ ჟამსა მას სიბერისა მისისასა. რამეთუ გონიერთა და სულიერთა ნანდვილვე საკვირველ არს და სავსე სარგებელითა და ცრემლითა. ხოლო საქმე იგი ესე არს:
I. რამეთუ ესუა ნეტარსა მას ძმაი ხორციელად, რომელსა ესუა ასული, სახელით მარიამ. და აღესრულნეს მშობელნი იგი მისნი და დაშთა ყრმაი იგი ობლად.

წმ. ეფრემ ასური. შესვენებულთათვის


კაცნი მორწმუნენი რომელნი განმზადებულ არიან მარადის წიგნთაგან სმენად ნუგეშინის-ცემისათვის, არა ჯერ-არს, ვითარმცა მწუხარებაი ეუფლა მათ ზედა, გინა თუ მგლოვარებამან დააბრკოლნეს გონებანი და სულნი მათნი.
რამეთუ აჰა ესერა სავსე არიან წინას¬წარმეტყუელნი ნუგეშინის-ცემითა და მოციქულნი სასოებითა მათთვის, რომელნი სარწმუნოებით ისმენენ და შეუორგულებელად ჰრწამს, ხოლო უღმრთონი ამისთვის ჰყოფენ გლოვასა, რამთუ არა მოელიან აღდგომასა;

წმინდანთა ცხოვრებაXIII. წმ. ქალწულმოწამე იულიანას და მისთანათა მარტვილობა.

რომის უსჯულო მეფეთა _ დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს ხელმწიფობის ჟამი იდგა. ბიზანტიის ქალაქ ნიკომიდიაში კერპთაყვანისმცემლობა ყვაოდა. ამ დროს ამ ქალაქში ერთი მდიდარი და წარჩინებული კაცი ცხოვრობდა, სახელად აფრიკანი, ფრიად შემსჭვალული წარმართულ უსჯულოებას. მას ერთი ასული ჰყავდა, სახელად იულიანა. როცა იულიანა სიმწიფეში შევიდა, დამშვენდა და გონიერებითა და კეთილზნეობითაც შეიმკო, მეფის ერთმა ჩინოსანმა _ ელევსიმ სხვებს უსწრო და დაწინდა ქალწული, ქორწინება კი მის სრულწლოვანებამდე გადაიდო. ამასობაში იულიანას სახარებისეული ქადაგება ესმა, ქრისტე ირწმუნა და ფარულად გაქრისტიანდა. ზეცას უცქერდა თუ მიწას, ზღვას ჭვრეტდა თუ ცეცხლს, მუდამ მათი შემოქმედის ძიებაში იყო და ქმნილებისაგან სწავლობდა შემოქმედის შეცნობას, როგორც პავლე მოციქული იტყვის: “რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებიდან სოფლისაით ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების”.1 ასე ფიქრობდა გუნებაში: “ერთია ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც თაყვანის-ცემას იმსახურებს. უსულო კერპნი კი, ეშმაკთა სადგურნი, აბა რა ღმერთები არიან?” ამ დროიდან გულმოდგინედ ეძლეოდა ლოცვასა და სასულიერო წიგნების კითხვას ქალწული, დღედაღამ უფლის სჯულში განისწავლებოდა მამისაგან მალულად. ეს გულმოდგინე წარმართი ხომ დემონთა მეგობარი და ქრისტიანთა მტერი იყო. იულიანას დედა კი, მართალია, წარმართობას აღიარებდა, მაგრამ არც ქრიტიანობას უარყოფდა. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, არცერთი სარწმუნოება არ ანაღვლებდა, არც გულმოდგინე კერპთმსახური იყო და არც ქრისტიანი.
ამიტომაც ყურადღებასაც არ აქცევდა ასულის სარწმუნოებას. დედის დაუდევრობის წყალობით ნეტარმა იულიანამ ადვილად შეძლო მამისთვის თავისი რწმენის დამალვა და ლოცვასა და საღვთო წერილის კითხვაში მეცადინეობა. ღვთის სიყვარულით აღვსილი და კეთილკრძალულებაში განმტკიცებული ქალწული იმასღა ზრუნავდა, თუ როგორ გაეწყვიტა ნიშნობის ჯაჭვი, უსჯულოსთან ქორწინებას არიდებოდა, რათა ქალწულება კერპთაყვანისცემლისათვის არ ჩაებარებინა და სხეულისათვის დემონის მსახური არ მიეკარებინა.

წმ. მაქსიმე აღმსარებელი. წერილი გიორგის, მეფის ნაცვალს აფრიკაში.


ჩვენი საქმეების მიხედვით მოგვეგება მარადისობაში, უფრო სწორედ, ჩვენი სულიერი განწყობის მიხედვით, რომელიც ჩვენივე ნებით წარმოიქმნა ჩვენში, მივიღებთ ღირსეულ საზღაურს: მწველი სიამოვნებებისათვის _ გეენიის ცეცხლს, უმეცრებისა და ცთუნების სიბნელისათვის _ მარადიულ წყვდიადს, გაუმაძღრობისა და სიცრუის ჭიისათვის, რომელიც განლევს და გარყვნის ჩვენს გულს _ დაუძინებელ მატლს. ყბედობისა და სიცილ-ხარხარისათვის _ კბილთა ღრჭენას. ამპარტავნულ ქედმაღლობისა და გართობისათვის _ დაცემასა და საშინელი სევდის უფსკრულს.

წმ. ისააკ ასური. შიშისათვის ღვთისა და მოცალებისათვის საქმეთაგან ამის სოფლისათა და ლოცვისათვის. სიყვარულისათვის ღვთისა.




შიშისათვის ღვთისა და მოცალებისათვის 
საქმეთაგან ამის სოფლისათა და ლოცვისათვის


დასაბამი ყოვლისა სათნოებისა არს შიში ღვთისა. და არს იგი ნაშობი სარწმუნოებისა. ხოლო მაშინ დაითესვის იგი გულსა შინა კაცისასა, რაჟამს გონება მისი განეშოროს ზრუნვისაგან ამის სოფლისა, და შემოიკრიბნეს განბნეულნი გულის სიტყვანი მისნი განცხრომისაგან წვრთისა საუკუნოისა მის ცხოვრებისათა; და დაიდვას საფუძველი სათნოებისა.

საუბარი ხვალინდელ, საკვირაო სახარებაზე. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე).

სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ (ლუკ .იზ, ით)

ესრედ რქვა უფალმან ერთსა კაცსა, რომელი ეძიებდა მისგან კურნებასა მხურვალითა სასოებითა და მიილოცა კურნება სარწმუნოებისამებრ თვისისა. ესრედვე ეტყოდა მაცხოვარი მრავალ-გზის სხვათაცა მრავალთა პირთა, რომელთა შინა შენიშნავდა ცხოველსა სარწმუნოებასა. უფალი ჩვენი მხოლოდ მუნ იქმოდა კურნებასა და მიანიჭებდა ცხოვრებასა, სადაც ხედვიდა სარწმუნოებაას.

წმინდანთა ცხოვრებაXII. წმ. დიდმოწამე ბარბარეს ცხოვრება და მარტვილობა.

რომის უსჯულო იმპერატორ მაქსიმიანეს1 მეფობისას აღმოსავლეთში, ქალაქ ილიოპოლში2 ცხოვრობდა ერთი წარჩინებული, მდიდარი და სახელგანთქმული კაცი, სახელად დიოსკორე. წარმართი იყო მამა-პაპისეული სარწმუნოებით. ერთი ასული ესვა, სახელად ბარბარე. თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მხოლოდშობილსა და უდედოს, ცივ ნიავს არ აკარებდა. ბარბარე მოიზარდა და ისე დამშვენდა, რომ მთელს იმ ადგილებში მისდარი სილამაზისა არავინ მოიძებნებოდა. დიოსკორემ ასულს მაღალი კოშკი აუშენა და შიგ დარბაზები მოაწყობინა. იქ შეამწყვდია ქალი და საიმედო აღმზრდელები და მხევლები მიუჩინა. თავისი ასულის მშვენებას უბირი ხალხის თვალს არიდებდა, ბარბარეს სახე მათ საცქერლად არ ემეტებოდა, “მისი სილამაზის ჭვრეტის ღირსნი არ არიანო”. _ ფიქრობდა. ყმაწვილი ქალი კოშკში ატარებდა დღეებს, საკრმლიდან უცქერდა ღვთის ზეციურ და მიწიერ ქმნილებებს,  ციურ მნათობებსა თუ მიწის სამკაულებს, მზის ბრწყინვალებას, მთვარის მოვანებას და ვარსკვლავთა ციმციმს. ერთხელაც, ცის ცქერით დამტკბარმა თავის აღმზრდელებსა და მხევლებს ჰკითხა:
_ ვინ შექმნა ეს ცა?

XXXIV თავი. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.



XXXIV თავი
მარხვისათჳსვე: თუ რაჲსათჳს მოგუჱცნეს წმიდანი ორმეოცნი,
ანუ სხუანი იგი ყოველნი მარხვანი


ისმინეთ კუალად მარხვისათჳს, თუ ვითარ მოგუჱცნეს, რომელნი განწესებულ არიან ჩუენ, მართლმადიდებელთა შორის: წმიდანი ორმეოცნი ანუ სხუანი მარხვანი. და ყოველივე თჳთუჱულად გვეწყნენ. რამეთუ ოთხშაბათსა და პარასკევისათჳს წინათვე აღვწერეთ და ვთქუთ რაოდენი ძალ გუჱდვა, და შაბათისათჲსცა გაუწყეთ ძალითა ღვთისაჲთა, რაოდენნი ვისწავეთ ჩუენ საღმრთოთა წერილთა მიერ. ხოლო აწ სხუათა მარხვათათჳს ვიტყოდით. რამეთუ დიდნი იგი მარხვანი – წმიდანი ორმეოცნი, პირველსავე სჯულსა შინა პატივცემულ იყო წინასწარმეტყუელთაგან მოსე განწესებისაებრ, რამეთუ მოსე წინასწარმეტყუჱლმან რაჟამს იმარხნა ორმეოცნი დღენი და ორმეოცნი ღამენი და სჯულნი ღვთივდაწერილნი მოიხუნა, ეგრეთვე ყოველნი წინასწარმეტყველნი იმარხვიდეს.