აღიწერა ათანასესგან ეპისკოპოსისა ალექსანდრელისა
კეთილსა ზედა სიტყუასა დადგრომილ ხართ ეგჳპტისა მიმართ მონაზონთა, ანუ მისწორებად, გინათუ წარმატებადცა ამას, პირველ გამოირჩიეთ თქუენითა მაგით სათნოებისა მონაზონებითა, რამეთუ თქუენნი კერძოცა ამიერითგან მონასტრები და მონაზონთა სახლები ითქუმების. ესე გულსმოდგინებაჲ სამართლადმცა სამე აქუნდა, ლოცვათა ჩუენთაებრ ღმერთმან სრულ ქმენინ.
რამეთუ ითხოეთ ჩემგანცა ცხორებისათჳს ნეტარისა ანტონისა და სწავლის გინებს, ვითარ-იგი იწყო მონაზონებად და რაჲ-იგი იყო უწინარჱს მისა და რაბამი აქუნდა აღსასრული ცხორებისაჲ.
და უკუეთუ ჭეშმარიტად თქუმულნი იგი მისთჳს არიან, რაჲთა თქუენცა მისა მობაძავად თავნი თჳსნი მოიყვანნეთ, მრავლითა უკუე გულსმოდგინებითა შევიწყნარე თქუენმიერი ესე ბრძანებაჲ, რამეთუ ჩემდაცა დიდ შესაძინელ სარგებლის არს ანტონისი ესე მოჴსენებაჲ, და ვიცი, რამეთუ თქუენცა გესმის, რაჲთა შემდგომად დაკჳრვებისა მის კაცისა ინებოთ ბაძვაჲ მისსა მას გულსმოდგინებასა, რამეთუ არს მონაზონთა დიდ ხატ მონაზონებისა ანტონისი იგი ცხორებაჲ, და, რომელთა-ეგე გესმა მისთჳს მთხრობელთა მათგან, ნუ ურწმუნო იქმნებით, უფროჲსღა მცირედ ჰგონებდით მათ მიერ სმენასა, რამეთუ მათცა ესოდენი ესე ძნიად გითხრეს და რამეთუ მე ბრძანებაჲ მოვიღე თქუენგან, რავდენი ესე წიგნითა ამით გაუწყო, მცირედ ოდენ რაჲმე მისი მოვიჴსენო და მიგიძღუანო თქუენ. ხოლო თქუენ ნუ დააცადებთ ამიერ ნავითა მიმავალთა კითხვად, ვინ უწყის კაცად-კაცადმან რაჲმე, თქუან, რომელი-იგი იცის, და ესრჱთცა ძნიადვე ღირსად მისთჳს თხრობაჲ იგი იყოს.
მინდა, რაჟამს მოვიღე წიგნი ესე თქუენ მიერ, მოწოდებად ვიეთამე მონაზონთა, რომელნი-იგი ზედაჲს-ზედა ჩუეულ იყვნეს მისლვად მისა, ვინ უწყის, უფროჲსმცა რაჲმე ვისწავე და უკეთჱსადრე მიგიძღუანე, და რამეთუ ჟამი ნავთა სლვისაჲ დაყენებულ იყო და წიგნისა მიმრთუმელი ესე ისწრაფდა, ამისთჳს რომელი-იგი მე უწყი, რამეთუ მრავალგზის მეხილვა და სწავლაჲ შეუძლე მათგან, რომელნი-იგი შეუდგეს მცირედ ჟამ და წყალსა ჴელთა სცემდეს, ესე მიწერად ღმრთისმოშიშებისა თქუენისა. ვისწრაფე ყოვლით კერძოვე ჭეშმარიტებისათჳს, ვიზრუნე. რაჲთა არა უმეტჱსი ვისმე ესმეს და ურწმუნო იქმნეს. ანუ თუ უნაკლულჱს ჯეროვნისა მის ისწაოს და შეურაცხ-ყოს კაცი იგი.
რამეთუ ანტონი იყო ნათესავით მეგჳპტელი, აზნაურთაგან მამა-დედათაისა და მონაგები დიდი აქუნდა, და რამეთუ ქრისტიანე იყვნეს იგინი და ქრისტეანებრ აღზრდილ იყო ესეცა, და ვიდრე ყრმაღა იყო, იზარდებოდა მამა-დედათა წინაშე და თჳნიერ მათსა და სახლისა არავინ სხუაჲ იცოდა. და აღორძნდა და იქმნა ჭაბუკ და წარემატებოდა ჰასაკითა და წიგნისა სწავლაჲ არა თავს-იდვა, უნდა, რაჲთა თავისუფალ იყოს ჩუეულებისაებრცა ყრმათაჲსა. ხოლო გულსმოდგინებაჲ ყოველი აქუნდა მსგავსად წესისა მის, ვითარცა წრფელი დამკჳდრებულ სახლსა შინა თჳსსა. და შევიდის იგი მამა-დედათა თჳსთა თანა ეკლესიად და არცაღა, ვითარცა ყრმაჲ, უდებ იყო, არცა, ვითარცა ჭაბუკი, შეურაცხ-ჰყოფდა, არამედ მამა-დედათაცა დამორჩილებულ იყო და საკითხავთაცა გულსმოდგინედ ერჩდა და სარგებელად თავისა თჳსისად დაიმარხავნ, არცაღა კუალად, ვითარცა ყრმაჲ, უდებ იყო, რამეთუ ეგოდენთა მონაგებთა ზედა იყო და არა აურვებდა რას მამა-დედათა თითოფერისათჳს და პატიოსნისა საჭმელისა, არცაღა მისგან გემოსა ეძიებნ, არამედ რომელი-იგი ეპოვის, კმა-ეყვის და მერმე არარას ეძიებნ.