წმიდა მაკარი დიდი


სწავლანი

თავი  მეორე

რომელნი ისმენდენ სიტყუათა ღმრთისათა და იქმოდინ ნაყოფსა კეთილსა, სასწაულნი მათ თანა ესენი არიან: სულთქუმაჲ, ტირილი, კრძალვაჲ, დუმილი, მჭმუნვარებაჲ, მოთმინებაჲ, გლოვაჲ, სალმობით დაყუდებაჲ, თავის წონაჲ, ტკივილი გულისაჲ შიშისათჳს ღმრთისა, მღჳძარებაჲ, მარხვაჲ, სიმშჳდჱ, სულგრძელებაჲ, ლოცვაჲ დაუცადებელი, წურთაჲ წმიდათა წერილთაჲ, სარწმუნოებაჲ, სიმდაბლჱ, ძმათამოყუარებაჲ, ტკივილი, ჭირვეულობაჲ, მორჩილებაჲ, სახიერებაჲ, შუენიერებაჲ და ყოველივე სინათლჱ, რომელ არს უფალი.

ხოლო რომელნი არა იქმოდინ ნაყოფსა ცხორებისა საუკუნოჲსასა, სასწაულნი მათა თანა ესენი არიან: მოწყინებაჲ, განცხრომაჲ, უსმობაჲ, უკრძალველობაჲ, დრტჳნვაჲ, სიფიცხლჱ, ნაყროვნებაჲ, შეგინებულებაჲ, რისხვაჲ, გულისწყრომაჲ, ძჳრის-ზრახვაჲ, სილაღჱ, ამპარტავანებაჲ, ურწმუნოებაჲ, ცუდად მეტყუელებაჲ, დაუწყნარებელობაჲ, დავიწყებაჲ, შფოთი, მოხუეჭაჲ, ვეცხლისმოყურებაჲ, შური, ჴდომაჲ, უჟამოჲ სიცილი, თჳთრჩულობაჲ და ყოველივე სიბნელჱ, რომელ არს ეშმაკი.

კითხვაჲ: რაჲ არს ეშმაკი, ანუ ოდეს ცოდა და იქმნა ეშმაკ?

მიგებაჲ: სული არს სიტყჳერი სოფელსა შინა მზრახვალი ბოროტისაჲ, ხოლო თჳსისა უკეთურებისა და ბნელისა გონებისა მისისაგან ბნელ იქმნა იგი. ხოლო ჯერ-არს, რაჲთა უღრმესადრე გულისჴმა-ვყვნეთ წმიდანი წერილნი, რამეთუ უწინარეს ადამისა გარდაჰჴდა იგი და იქმნა ეშმაკ, რამეთუ ნებაჲ ღმრთისაჲ არა ყო, ვითარცა წერილ არს: “ვითარ გარდამოვარდა ზეცით მთიები იგი”. და მოციქული იტყჳს, ვითარმედ: “უწინარეს შჯულისა ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა”. ხოლო ცოდვად უწოდს წინამძღუარსა მას და მპოვნელსა მას ცოდვისასა. და კუალად დაცემისათჳს კაცისა იტყჳს, ვითარმედ: “ცოდვამან მიზეზი პოვა მცნებისა მისგან, რომელი ადამისდა მიცემულ იყო და მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა მე. ამიერითგან შჯული წმიდა არს და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ. აწ უკუე კეთილი იგი სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი. რაჲთა ჩნდეს ცოდვაჲ იგი კეთილითა მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან”. ამით ყოვლითა საცნაურ არს, ვითარმედ უწინარეს ადამისა იყო ცოდვაჲ სოფელსა შინა, რომელ არს ეშმაკი. და კუალად მტერობითა მით, რომელი აქუნდა კაცისა მიმართ, იქმნა გარდამეტებულად ცოდვილ მზაკუვარებისა და შურისა მისისათჳს, რამეთუ იყო უწინარეს ამისა დიდ ფრიად და დიდებულ და პატივცემულ. იყო იგი დიდებითა ანგელოზთმთავრობისაჲთა და ინება მან, რაჲთამცა ღმერთ იქმნა და შევიდა იგი წინააღდგომასა ღმრთეებისასა, რაჲთამცა პატივი იგი მოიტაცა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: “უსამართლოსა მას მთავარსა ღმერთ-ყოფაჲ ენება”. ამისთჳს გარდამოვარდა ქუეყანად განმზრახთა და მორჩილთა მისთა ეშმაკთა თანა.

წმ. ნიკიტა სტიფატე


წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის

საღმრთო სიყვარულის ჰიმნებისათვის

ის, რაც საღმრთო სიყვარულის ჰიმნებში სწერია უაღრესად ამაღლებულია და ყოველგვარ გრძნობადს ზეაღმატებული. ღვთისმეტყველების სიმაღლე და განსაცვიფრებელი ცოდნის სიღრმეები კაცთა გონებისათვის გაუგებარია და მიუწვდომელი. რამეთუ იგი გაბრწყინვებულია ღვთაებრივი გამონაშუქით, თვალშეუდგამი ნათლით, რომელიც აფერმკრთალებს ადამიანურ ნააზრევს. საღმრთო სიყვარულის ჰიმნებს ჩასწვდებიან ნათელი გონებისა და ღრმა სულიერების მქონე პიროვნებები, სულიწმიდის მობერვით ამ მწვერვალების გონებით დამლაშქვრელნი, რომლებიც საოცრად საღად აზროვნებენ და ზეცად ატყორცნილნი ღვთაებრივის წიაღში განიშვებენ. ამიტომ, მე, ვინც საკადრის პატივს მივაგებ ჩემს მოძღვარს, სწორედ დროული და აუცილებელი მგონია სწორ გზაზე დავაყენო ისინი, რომლებიც ცდილობენ გონების თვალით ჩასწვდნენ ღვთაებრივი ჰიმნების საიდუმლოებას. რადგან ის, ვინც მოუმზადებლად ეზიარება ღვთაებრივსა და ზეგრძნობადს, სულიწმინდის მადლმოსილების გაუცნობეირებლად და საღმრთო საგანთა შესახებ უწვრთნელი გონებით, სულს ვერარას არგებს, პირიქით, დაიმახინჯებს.

მაშასადამე, ვინც ესწრაფვის ღვთისმეტყველთა ნაწერებს ჩაუჯდეს და ღვთის შემეცნების დაუოკებელი წყურვილი კლავს, უწინარეს ყოვლისა საჭიროა, სულითა და ხორცით დაუტეოს ეს სოფელი, ყოველივე ამქვეყნიური, წარმავალი და ფუჭი სურვილები თუ მისწრაფებები, სანაცვლოდ, დაუცხრომელი ღვწით და იესო ქრისტეს მცნებათა აღსრულებით მტკიცე საძირკველი ჩაჰყაროს, რწმენის კლდეზე დააფუძნოს და თვალისმომჭრელი სასახლე წარმომართოს სათნოებათა, რათა განმართლდეს.

წმიდა მაკარი დიდი


სწავლანი

თავი პირველი

ყოველთა მეუფჱ კაცთმოყუარჱ ღმერთი ჩუენი, მარადის ისწრაფის ცხორებისათჳს კაცთაჲსა და მიზეზსა სცემს ყოველთავე გულისჴმისსაყოფელად საუკუნეთა მათ კეთილთა და უმჯობესისა მიმართ წარმართებად წამის-ყოფითა კაცმთმოყუარებისა მისისაჲთა, კეთილისა მიმართ მიიზიდავს ხატად თჳსა დაბადებულსა კაცსა, რამეთუ სულსა ბუნებით აქუს სურვილი კეთილისაჲ და უმჯობესისა გულისთქუმად ისწრაფის მარადის. ხოლო უკეთურებისა იგი მარცხენაჲ კერძი, თითო-ფერითა მანქანებითა უწრფელესთარე და გამოუცდელთა სულთა უცნებითა სიბოროტისაჲთა ისწრაფის, რაჲთამცა დააბნელნა ჭეშმარიტისა კეთილისა ქმნისაგან, რომლისა მიერ ქრისტეს სახიერებისა გამოუთქუმელი იგი სიყუარული გულისჴმის-ყოფასა ჭეშმარიტებისასა საღმრთოთა წერილთა მიერ გუასწავებს ჩუენ, ვითარცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: “სიტკბოებაჲ, სწავლულებაჲ და მეცნიერებაჲ მასწავე მე, რამეთუ მცნებათა შენთაჲ მრწმენა”.

ხოლო უფალსა ჰნებავს, რაჲთა ყოველი მიზეზი სიბოროტისაჲ განვაგდოთ ჩუენგან და რაჲთა განვეყენნეთ ბოროტისა ამისგან და პირუტყუებრივისა სიბრძნისა ჩუენისა, რომელი-ესე სასოებითა გულისჴმის-ყოფისაჲთა დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის, რაჲთა წარვემართნეთ ნათლითა ჭეშმარიტისა გულისჴმის-ყოფისაჲთა და ესრეთ შემძლებელ ვიქმნნეთ განდევნად მისა, რაჟამს-იგი გულისჴმა-ვყოთ ჭეშმარიტისა მის ცხორებისა მიზეზი.

ამისთჳს თქუენცა, ჵ, სასურველნო ძმანო და საყუარელნო, მრავალგზის ითხოენით ჩუენგან სიტყუანი, რომელთა მიერ გულისჴმა-ჰყოთ, თუ ვითარი ცხორებაჲ უჴმს, რომელნი-იგი განყენებულ არიან ჴორციელთა გემოთაგან და მოქალაქობისაგან ამის სოფლისა და, ვითარცა საქმესა შინა მოციქულთასა წერილ არს, ერთად შეკრებილ არიან და ქმნილ არიან წმიდად შესაკრებელად და ურთიერთას ღმრთისმოშიშებით ყოფაჲ აღურჩევიეს: თუ ვითარ ჯერ-არს, ურთიერთას ყოფაჲ, ანუ თუ ვითარი დაწყნარებაჲ წესისაჲ უჴმს ქონებად, გინა თუ რაჲ არს სახჱ იგი სრულთა სათნოებათა გზისაჲ, ანუ თუ რაჲ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილი და სათნოჲ და სრული, ანუ თუ რაჲ არს გზაჲ იგი სისრულედ მიმყვანებელი, რომელნი-იგი ისწრაფიან, რაჲთამცა მისწუთეს საზომსა მას სულიერისა ჰასაკისასა. და რაჲთა არა განვამრავლნე სიტყუანი ჩემნი, ესე ჩემგან ითხოეთ, რაჲთამცა დაგიწერე თქუენ ზედაჲსზედა მოსაჴსენებელად და წურთად სულთა სარგებელისა, რომელნი-ეგე გულსავე ხართ წმიდასა მას და მართალსა სარწმუნოებასა ზედა და უწყით, ვითარმედ ერთი არს ღმრთეებაჲ თაყუანისაცემელისა და ნეტარისა სამებისაჲ, ერთი არსებაჲ, ერთი ნებაჲ, ერთი დიდებაჲ. და ერთსა თაყუანისცემასა შევსწირავთ სამთა მათ ერთისა ღმრთეებისა თჳთებათა, ვითარცა წმიდასა მას საიდუმლოსა შინა ნათლის-ღებისასა წინაშე მრავალთა მოწამეთა აღგიარებია. ამისთჳს ჩუენცა ვიხილეთ კეთილი ეგე სათნოებათა მიმართ სურვილი თქუენი და გულისთქუმაჲ ეგე, რომელი გაქუს სისრულისა მიმართ სათნოებათაჲსა, არა უდებ ვიქმნენით მცირედ რაჲმე მოსაჴსენებელად თქუენდა დაწერად. სახჱ წერილისა ჩუენისაჲ საღმრთოთა წერილთაგან მოვიღეთ და წამებანიცა წერილთანი დავწერენით ამას შინა გულსავსე-ყოფად და შეუორგულებელად სარწმუნოებად, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, ვითარმედ თავით ჩუენით რასმე ვიტყჳთ, ანუ თქუას, თუ სიმაღლისაგან ამაოებისა ვქმნენით ჩუენ ესე.

Против Ложного Единения (7)

Александр Каломирос

დასასრული

ПЕРЕД КОНЦОМ


Мир и диавол ведут Церковь к столь устрашающим испытаниям, что недалек день, когда все епископы страны могут войти в общение с еретиками. Что тогда будут делать верующие? Что делать тем немногим, которые сохранят мужество и не последуют толпе, не последуют своим родным, соседям и согражданам?

Все верующие должны будут понять, что Церковь не там, где она видится. Литургии будут совершаться, и храмы будут полны людьми, но Церковь не будет иметь никакого отношения к тем храмам, там клирикам и верующим. Церковь там, где истина. Верующие — это те, кто хранит неповрежденным Православное Предание, которое есть дыхание Духа Святаго. Настоящие священники — это те, которые мыслят, живут и учат так, как это делали Отцы и святые Церкви, или которые, по крайней мере, не отрицают их учения. Там, где не существует этой преемственности мышления и жизни, было бы лукавством говорить о Церкви, даже налицо все внешние признаки и указывают на нее.

Всегда найдется канонический священник, рукоположенный каноническим епископом, следующий Преданию. Вокруг таких священников и соберутся небольшие группы верующих, которые пребудут до последних дней. Каждая такая церковь будет поместной Соборной Божией Церковью. Верующие найдут в ней всю полноту божественной благодати. У них не будет нужды в административных или других связях, потому что общение, которое будет существовать между ними, будет наиболее совершенным из возможных. Это будет общение в Теле и Крови Христовых, общение во Святом Духе. Золотые звенья неискаженного Православного Предания соединят эти церкви как между собой, так и с Церквами прошлого, с Торжествующей Церковью на Небесах. В этих небольших группах Единая Святая Соборная и Апостольская Церковь сохранится неповрежденной.

Конечно, прекрасно, если во внешнем функционировании различных Церквей существуют порядок и согласие, при которых менее важные Церкви получают свое направление и руководство от более важных Церквей, так как это обстоит сейчас между епархиями, митрополиями, архиепископиями и патриархатами. Но в последние дни такие внешние связи и контакты станут, в основном, невозможными. В мире будет царить такая неразбериха, что одна Церковь будет не в состоянии увериться в православности другой Церкви из-за множества лжепророков, которые наводнят мир и будут говорить: " здесь Христос" или " Христос там" . Вероятно, возникнет даже непонимание между истинно Православными Церквами из-за смешения языков, которое существует в современном Вавилоне. Но ничего из этого не сможет разорвать духовного единства Церкви.

Представление, что разрыв юрисдикционной зависимости поместной Церкви от патриархии отрезает эту Церковь от Церкви Православной, является не православным, а папистским. Кроме того, даже существование юрисдикционной зависимости Церквей от одного патриарха является идеей папской. Православный патриарх — это председатель, координатор усилий, советник величайшей важности, но это не деспот и не монарх. Он ничего не может делать вне своей епархии без согласия всех других епископов (32-е Апостольское правило).

вполне возможно, что тогда, в последние дни, когда различные церкви и религии соединятся и предстанут как единое целое, истинная Православная Церковь будет выглядеть разделенной на небольшие, редкие, разбросанные приходы, так что даже, возможно, один от недостатка доверия будет подозревать другого, подобно тому как солдаты подозревают друг друга, когда узнают, что враг носит такую же форму.

В последние дни все будет заявлять, что они православные христиане, в их собственном понимании сути Православия. Но несмотря на все это, имеющие чистое сердце и ум, просвещенный божественною благодатью, узнают Православную Церковь, невзирая на ее явную раздробленность и крайний недостаток внешнего блеска. Они соберутся вокруг истинных пастырей и станут столпами Церкви. Пусть люди на земле делают, что хотят. Пусть собираются экуменические конференции; пусть церкви объединяются; пусть христианство будет искажено; пусть традиции и жизнь изменятся; пусть религии объединятся. Церковь Христова останется неизменной, как говорит Златоуст, потому что если даже один из ее столпов останется стоять, Церковь не падет: " Ничего нет прочнее церкви. Она выше небес и шире земли. Она никогда не стареет; она всегда расцветает" .

Столп Церкви — это каждый истинно верующий, который привержен Преданию отцов, несмотря на все устрашающие события в мире, пытающиеся отвратить его. Такие столпы пребудут до конца мира, что бы ни случилось. Кроме того, когда произойдут все те события, пришествие Господне не замедлит. Это положение дел будет самым страшным знамением того, что Его пришествие приближается. Именно тогда и наступит конец.


Против Ложного Единения (6)

Александр Каломирос

ნაწილი მეექვსე


ЭККЛИСИОЛОГИЯ


Активная деятельность по созданию союза церквей с очевидностью свидетельствует о том, что как простые верующие, так и богословы зачастую не ведают того, чем на самом деле является Церковь.

Они понимают соборность Церкви как подчиненную некоему закону связь, как регулируемую неким сводом правил внутреннюю зависимость. Для них Церковь есть некая организация со своими законами и правилами, наподобие государственных организаций. Епископы, подобно общественным служащим, разделяются на начальников и подчиненных: патриархи, архиепископы, митрополиты, епископы. Для них одна епархия является не каким-то законченным целым, а частью большего целого — автокефальной церкви или патриархата. Но автокефальная церковь также необходимо должна подчиняться высшему руководству. Когда этому препятствуют внешние политические, исторические или географические факторы, у автокефальных церквей рождается неопределенное чувство ослабленности их союза.

Такой подход к Церкви прямиком ведет к папизму. Если соборность Церкви принимает такое значение, то следует вывод, состояние Православия плачевно, потому что до сего дня оно не смогло стать послушным папе.

Но суть вопроса не в этом. Соборная Церковь, которую мы исповедуем в Символе Веры, называется Кафолической не потому, что включает в себя всех христиан на земле, а потому, что в ее лоне каждый верующий найдет всю полноту благодати и дара Божия. значение соборности не имеет никакого отношения ко вселенской организации, как понимают это паписты и те, кто подвергся влиянию папистского образа мыслей.

Конечно, Церковь имеет отношение ко всему миру и открыта для всех, независимо от стран, народов, рас и языков; и не будет ошибочным называть ее Кафолической также и поэтому. Но поскольку человечество становится абстрактной идеей, существует опасность того, что подобное произойдет и с Церковью, когда мы начнем видеть в ней абстрактную, вселенскую идею. Чтобы хорошо узнать человечество, достаточно знать лишь одного человека, поскольку человеческая природа одинакова у всех людей на земле.

Подобным же образом, чтобы понять, что такое Кафолическая Церковь Христова, вполне достаточно хорошо знать лишь одну поместную Церковь. И как людей объединяет вовсе не подчинение иерархии, а их общая природа, так и поместные церкви объединяются не папой и папской иерархией, а общностью их природы.


იოვანჱს თავის კუეთისა საკითხავნი








თქუმული წმიდისა და ნეტარისა იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინელ ეპისკოპოსისაჲ(ოქროპირისა)


აწ მოვედით, საყუარელნო ჩემნო, და ისმინეთ ჩემი და გითხრა თქუენ სასუმური იგი და გამზადებაჲ, რომელი ყო ეროდე მეფემან, ვითარცა წერილ არს წმიდასა სახარებასა შინა, ვითარმედ პური ყო ჰეროდე მეფემან შობისა სიხარულსა მას ჰეროდჱსსა, წყეულისა მის მელისასა, კაცის-მკლველისა მის მჴეცისა მზაკუვარისა.
 
რამეთუ ესე საქმჱ უწოდა უფალმან. ამისთჳს არა დასდვა მას ლომ, რამეთუ ესრე საგონებელ იყო იგი. ამისთჳსცა ჰრქუა მათ მივედით და არქუთ მელსა მასდა ღაცათუ ჴელმწიფებაჲ იგი ლომისაჲ აქუნდა, არამედ სახჱ იგი მელისაჲ იყოხოლო რაჟამს შეკრბა მოსუმური იგი შესაძრწუნებელი მორწმუნეთაჲ და განსაცხრომელი ურწმუნოთაჲ, დასხდეს სუმად, და წარმოჴდეს მროკვალნი როკვად და მახიობელნი იგი სუმასა ზედა საქიქელსა ხილვად; და საძაგელსა უსაწყალობელჱს თრიატონისა შეიქმნა სახლი იგი სამეუფოჲ და სასუმურიცა გნებავს გულისხმის-ყოფად სახილველისა მის უშუერისა. მეფეთაგანი იყო, რომელი იგი როკვიდა, ასული ეროდიაჲსი, მეფეთა შვილი იყო ესე. ხოლო ესე ეროდია იყო, რომელი წესსაცა თჳსსა არა დაადგრა რომელი-იგი  ფილიპჱს ცოლი იყო და ჰეროდეს ეცოლა

ესე იგავად თქუმულ არს და იგავისა მის გამოძიებაჲ დასაშჯელ არს აღსასრულსა, რომელ ჰეროდე აღუდგინა საჴსენებელი ძმასა თჳსსა და მიერითგან უწესოებაჲცა იგი და-ხოლო-იჯერა. რამეთუ იყო იგი მეფჱ ჰურიათაჲ და ჰმონა გულის-თქუმათა. და ვითარ სახედცა იყო მეფჱ, ეგრევე სახედ იყო დედოფალი ჰეროდია, და ესენი ურთიერთას განყენებასა გულისთქუმით განიზრახვიდეს.

ხოლო იოვანე, დიდი იგი და უმეტჱსი წინაწარმეტყუელთაჲ, ცხადად უწესოებასა მას მათსა ამხილებდა, ნანდჳლვე უმჯობჱსი იგი წინაწარმეტყუელთაჲ რამეთუ ყოველივე წინაწარმეტყუელი რაჟამს ჰასაკსა თჳსსა მოიწიის, მაშინღა მადლსა მას წინაწარმეტყუელობნ, და რომელსამე უკუანაჲსკნელ ჟამთა მოეცის, ხოლო ესე იოვანე ექუსისა თჳსა რაჟამს იდვაღა მოცელსა შინა, წესსა მას შჯულისასა იზარდებოდა იგი, მოკითხვასა მას უფლისასა სარწმუნოებით ჰკრთოდა ყრმაჲ იგი, ჰკრთოდა უსრული.   ასოჲთა, ხოლო სრული სიხარულითა.

ჴელ-თუმცა-ეწიფებოდა, გამო-მცა-უსწრო დღედ დროდმდე წესისა თჳსისა და იხილამცა დედაჲ უფლისა თჳსისაჲ მოსრული, არამედ იურვოდა იგი საპყრობილესა მას შინა მუცელსა და სიხარულით ჰკრთებოდა. ხოლო, რამეთუ ვერ შემძლებელ იყო სიტყუად, არცაღა თუ ენაჲ აქუნდა მეტყუელად, არცაღა პირი ედგა, რაჲთამცა ჰმსახურა წადიერად, დედისა თჳსისაგან ენაჲ იჴმია და წინაწარმეტყუელებს და იტყჳს ელისაბედ, და იოვანე მუცლით გამო ასწავებს სიტყუასა. ვითარ-იგი უმჯობჱს არს წინაწარმეტყუელთა!


წინაწარმეტყუელნი წინაჲსწარ იტყოდეს და ჰსწადოდაცა ხილვად, რომელსა იგი ხედვიდეს სულითა. ამისთჳს ღაღადებენ მიჩუენენ ჩუენ, უფალო, წყალობაჲ შენი და მაცხოვრებაჲ შენი მომეც ჩუენ. ამისგანადცა თავი(სა) თჳსისათჳს თქუა უფალმან, ვითარმედ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და  მართალთა ჰსწადოდა ხილვად და ვერ იხილეს, და სმენად და ვერ ესმა, არცა იხილეს, არცა ვითარცა წინაწარმეტყელნი ყოფადსა მას იტყოდიან. ხოლო იოვანე წინაწარმეტყუელებასაცა განაცინებს და იტყჳს აჰა ესერა კრავი ღმრთისაჲ, რომელი მოსპოლავს ცოდვათა სოფლისათა.

ესე წინაწარმეტყუელი, უფროჲსი წინაწარმეტყუელთაჲ, არა თავსიდებდა.   უწესოებასა მას  სახლეულებასა, არამედ გონიერებითა განცხადნების, კეთილითა მით სიტყჳთა კაცად-კაცადსა აწავლებს, რამეთუ არა კეთილა დევნაჲ იგი უჟამოდ მოწმისაჲ. ბომონი ნუ რაჲ აღდგაა იოვანე? ანუ გუნდრუკი აკურთხაა? ანუ საკლველ-მე რაჲ და შესაწირავ? ანუ ეგრე ნუ ჰრქუაა უვარ ყავ ღმერთი? ანუ ეგრე ნუ ჰრქუა უზორე კერპთაარამედ გონიერებისა მის აზნაურებასა, ასწავებდა პირითა და მოწამე გონიერების იპოვების, რაჲთა გულისხმა-ჰყო, რავდენ შემძლებელ არს კადნიერებასა მას წინაწარმეტყუელებისასა, რომელმან იგი ჰრქუა მეფესა მას არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ძმის ცოლი შენი ცოლად გესუა.

ჰხედავა, ვითარ-იგი წესსა მას ზედა სძლევს ღირსებით უკეთურებასა მას ეროდე მეფისასა! სპასიანნი ესხნეს, სიმდიდრითა შემკულ იყო და ძლიერ იყო სამეუფოჲთა მით ძალითა; იოვანე გლახაკ და უპოვარ, უქალაქო, უქუეყანო, უზმა და არა მჭამელ, ვითარ-იგი წესი აიძულებს, რომელსა-იგი შეუმოსიეს სტევისა აქლემისაჲ, და ძოწეულითა შემოსილსა შჯულსა დაუდებს უდაბნოჲსა მავალი იგი და მძლავრთა მათ და კაცთა და ქალაქის უფალსა მას მკალის მჭამელი იგი და თაფლისა ველურისაჲ; და ტაბასტაკ-დაგებულთა მათ. და სამეუფოჲსა ტაბლისა ზედა მსხდომარეთა დაადგრა ზე და მბრძანებელსა ეგრე ეტყჳს "არა ჯერ-არს", და აწუევს მეფესა მას, რაჲთამცა განუტევა. თქუმულ არს, ვითარმედ ყოველი ჯერ-არს და არა ყოველი სარგებელ. ამისთჳს ჯერ-იყო, რაჲთამცა მადლი მისცა, ჯერ-იყო, რაჲთამცა შეჰრაცხა იგი გონებითა მოძღურად. განრისხნა ეროდე და უმეტჱსადღა ჰეროდიადასეხნა იყვნეს სახელითა და სახითაცა, უმეტჱს ხოლო მეუღლე, და იყვნეს ორნივე იგი არა თუ ერთ-ჴორც, არამედ სწორ საძაგელებითადა ამისგანადცა შეაგდებენ წინაწარმეტყუელსა მას საპყრობილედ, რაჲთამცა განიცადეს ქორწინებაჲ იგი უგუნურებისა მათისაჲ. ასწავე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ; ნუ ასწავებ უგუნურსა, რაჲთა არა მოგიძულოს შენ. და ვითარცა შეაგდეს იოვანე საპყრობილესა, ხოლო იგი არავე დააცადებდა კადნიერებასა, არამედ ეტყოდა განიშორე მეუღლჱ ეგე შენი უკეთურებისაჲ. რამეთუ უმტკიცე იქმნებოდა იგი საპყრობილეს მას შინა. ხოლო მწარისა მისთჳს სასუმურისა მძლავრისა მის და ფიცხლისა, რომელსა-იგი საშუებელი სიმწარისაჲ არს და ოხჭანი მისი არს მკლველი წინაწარმეტყელისაჲ.
       
მას ჟამსა შევიდა ეროდია, ეროდიადაჲსი ასული, წარმწყმედელი ჴორცთაჲ და სულისაჲ, შევიდა იგი შეღჳნებულთა მათ თანა მოსუმურთა, როკვიდა მახიობრებლ სეფე-ქალი იგი, რომელი-იგი ჭჳრობადცა არა ჯერიყო დედათაჲ, რომლისაჲ-იგი არა ჯერ-იყო ხილვად პირი მამათაჲ. არამედ ესრე ვჰგონებ ვითარ-იგი იოვანე წინამძღურად პირი დედისაჲ იჴმია, ეგრეცა ქალმან მან პირი დედისა მის ურცხჳნოჲსაჲ წინამძღუარ ყო და მაშინღა იკადრა მოსუმურთა მათ შესლვად. არა-მე კმა-იყოა ესოდენი ესე სირცხჳლისა გარდარევნაჲ? და ვითარღა იკადრა შესლვად? ანუ-მე არა სეფე-ქალი იყოა, რომელსა საჭურისნი და შიმონვარნი ესხნეს, გინა თუ სხუაჲ შუენიერებაჲ სამკაული, რომელი ედვა მას? ბოროტ იყო შესლვაჲ იგი მისი და უძჳრჱს იყო აღთქუმაჲ იგი. და როკვიდა იგი შორის მეინაჴეთა მათ, განლიგებული თუალითა სიმთრვალითა მით ღჳნისაჲთა. ხოლო იგინი უფროჲს აღსცხარდებოდეს და გულს-ედვა ზრახვაჲ იგი ძჳრისაჲ და იტყოდეს არა თუ როკავს, არამედ უმეტჱს როკავს! და არა ჰრიდებდეს იგინი სირცხჳლისაჲ მის განშორებაჲ. სთნდა ჰეროდეს და.   მეინაჴეთაცა. და მელი იგი არღარა იფარვიდა. ჰხედვიდა იგი ასულსა მას ძმისა თჳსისასა და უკეთურსა მას სახლეულსა წინაშე მათსა მროკვალსა და არა ჰრცხუენოდა და სათნო-უჩნდა მას და მისთანათაცა მათ, ვითარცა იტყჳს წმიდისა თანა წმიდა ვიყო, ხოლო დრკუნი იგი შენ დაამჴენ!.
       
მინდა მისთჳს მცირედ პავლჱსგანცა სწავლაჲ ყოვლადვე რაჲსათჳს ისმის თქუენ შორის სიძვაჲ და ესევითარი სიძვაჲ, რომელი წარმართთაცა შორის არა არს, ვითარმცა ვისმე ძმის ცოლი თჳსი ცოლად ესუა? ანუ როკვაჲ და ესევითარი როკვაჲ, ვითარმცა მეფეთა ასული როკვიდა? და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსღა იგლოვთ, არამედ აქებთ და სასყიდელსაცა სიცხარისასა მიიღებს უძჳრჱსსა.
      
და ჰეროდეცა ეფიცებ(ის), ვითარმედ მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიქცე შენ ზოგი მეფობისა ჩემისაჲ. ჰხედავთა გულის-თქუმისა მოყუარესა მას? წინაჲსწარ ფუცავს, ვითარმედ "რაჲცა მთხოო, მიგცე შენ". და დაიმცირებ როკვისათჳს უფლებასა შენსა და წინაჲსწარ სირცხჳლსა უთხრობ ფიცით აღნათქუემისასა.
     
ჰხედავა, ვითარ მეფეთა იგი პატივი გულის-თქუმისა სიყუარულსა მიჰყავს სირცხჳლად? ჰხედავა, ვითარ-იგი მეფობაჲ განაგდო? "რაჲცა მთხოო, მიქცე შენ ზოგიცა სამეუფოჲსა ჩემისაჲ". ესოდენ შეგირაცხიესა სამეუფოჲ იგი პატივი? ესრჱთ წინაჲსწარ განგიცდესა თუალნი? პირველისა მის ქალისა როკვითა განიძარცუე ზოგი; მეორედ ღათუ როკვიდეს, მკოდოვ ხოლო იქმნეს მეფჱ. სადა არიან, გულის-თქუმის მოყუარეო, შარავანდნი? ანუ სადა არიან უტანჯველნი სიმდიდრენი, რამეთუ ზოგი იგი სამეუფოჲსაჲ დასდევ ფერჴთა მროკვალისათა? ილოცე, ნუ კუალად როკვიდეს; და მეორედ თუ როკვიდეს, და დაგაგდოს შენ პურის მთხოვლად. არამედ ესე  სასყიდელისა მის უჯეროჲსაჲ აღთქუმაჲ. ანუ რაჲ არს მროკვალისაჲ მის სათხოველი? არა ისწრაფა ნიჭისაჲ მის, არცაღა მსწრაფლ სთხოვდა, არამედ მი-ღა-ვიდა იგი დედისა განზრახვად, რაჲმცა სთხოვა მას ნიჭი.
      
ეჰა ბოროტისა მის მოძღურისა! მომეც აქა აწვე თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ, და არა სტირ სირცხჳლისა მის გარდარეულებასა, საქმესა მას ჯერკუალსა და სასყიდელისა.   მას აღთქუმასა და მიჴდასა. და არა ძწის მროკვალისა მის გონებაჲ, და არა სძაგებს ტყუვილსა ქებაჲ, და არა სანერწყუველ იქმნების საზოგადისა მის ცოლისა ზრახვაჲ, იკადრებს მროკვალისა მისთჳს სიყუარულსა.
      
იკადრებ თავით თჳსით ბრძანებად. ეტრფიალე მროკვალსა მას და არა გძაგს ეგემლევანი საქმჱ, რომელი-იგი შეურაცხ არნ და საკიცხელ და მხედველთა მათგან თანა-მდებ და აღსარულსა მას წინაწარმეტყუელთასა მოჰკლავს. მოიძულოთ მოკლვაჲ, რამეთუ შემთხუევაჲ არს ეშმაკისაჲ და პოვნება არს ეშმაკისა მის უკეთურისა. ამას ზედა შეწუხნა ეროდე ფრიად, ვითარმცა ვინ თქუა ჰბაძავს პილატეს, უფროჲს ხოლო სახესა პილატჱსსა, წინანდელ ყოფილისა მოთხრობა(სა) დაიბანს ჴელთა და წესსა მას ზედა საშჯელისასა მისცემს ეგრეცა ესე შეჭუვნა, ხოლო ფიცისა მისთჳს და მეინაჴეთა მათთჳს აიძულა.
       
კეთილად რაჲმე თქუა უფალმან დღეს ნუ ჰფუცავ ყოვლადვე. იხილე უფლისა მოძღურებაჲ "ნუ ჰფუცავ ყოვლადვე". რაჲსა ჰფუცავ? რაჲთა არა ფიცსა ზედა შეჰპალავანდო თავი თჳსი და ფიცისა მისთჳს რწმუნებისა წინაწარმეტყუელი მოჰკლა. ბოროტად ფუცა და უძჳრჱსად ერწმუნა. მაშინღა ფიცისა მისთჳს და მეინაჴეთა მისთათჳს არა შეიშინა მსაჯულისათჳს. მეყსა შინა უბრძანა შემოღებაჲ თავისა მის ნათლის-მცემელისაჲ ლანკლითა და მიცემად მის ქალისა. აჰა მწარისა მის საინაჴისა უმწრჱს ოხჭნისა მოეკუეთების თავი წინაწარმეტყუელსა მას და მიეცემის ქალსა, და ქალი მიიღებს. არა ზარი აჰვალს სახილველად, არა შეძრწუნდების თავით, არცაღა გარე-მიიქცევის სისხლისა მის დაბღალვითა! ჭეშმარიტად ლომისა ძუვისა ლეკუსა უფიცხლჱს არს! ლანკლასა ზედა დაიდების თავი წინაწარმეტყუელისაჲ მის, რომელსა ზედაცა საჭმელი დაეგების! და იგივე ჭურჭელი საჭმლისათჳსცა და მოკლვისათჳსცა! მასვე ჟამსა დასწუთებოდა თავისა მისგან სისხლი, და მეინაჴეთა თანა შეიღეს წინაშე თავი იგი. ხოლო ენაჲ იგი იტყოდაღა და ღაღადებდა, ვითარმედ "არა-ჯერ არს შენდა ცოლებად". და მან მიიღო და მიართუა დედასა თჳსსა. მიიღო მროკვალისამან მოძღუარმან უკეთურებისა მის მოძღურებისათჳს სამოძღურებლად!
       
ესე კეთილად გამოვიკულიეთ თხრობად, რაჲთა თუალნი იგი.   ხილვის მოყუარენი ხოლო განვწმიდნე და გარწმუნო თქუენ გარე-მიქცევად ეგრემლევანისა მის სახილველისა, არა დავჰჴსნათ სიტყუაჲ მწუხარითა მით თხრობითა, ნუცაღა სიტყუაჲ იგი ეკლესიათაჲ დაეყენებინ მროკვალთაგან. აწ გარდავცვალოთ უწესოჲსა მის საინაჴისაჲ მძლავრისაჲ მის და მწარისა მის სასუმურისაჲ და კუალად მოვიჴსენოთ უფლისა იგი კაცთ-მოყუარებაჲ, რაჲთა სცნათ, რავდენ დიდ არს სინანულისა იგი ნაყოფი.

       
ევედრებოდა ვინმე ფარისეველი უფალსა, რაჲთამცა შევიდა სახლსა მისსა და ჭამა პური. და ვითარცა შევიდა უფალი, ინაჴ-იდგა. არა ნუ უწყოდაა გონებაჲ იგი მხდალისაჲ მის? არამედ სულ-გრძელებით თავს-იდებდა რომელმან-იგი შეხადა, რომლისაგან-იგი გამო-(ად)რე-აჩინებდა, ინაჴედგა უფალსა და შეეღოსა.

დედაკაცი ვინმე იყო ცოდვილი ქალაქსა მას შინა. ვითარცა ესმა იესუჲსი მუნ ინაჴით-ჯდომაჲ, მოვიდა იგი სახლსა მას და აქუნდა მანითა ნელსაცხებელი და დაასხა ფერჴთა უფლისათა და წარჰჴოცდა თმითა თჳსითა, რაჲთამცა გულისხმა-ყო ორგულმან მან, რომელმან მოხადა მას.

არა ხოლო თუ ორგულ არიან ფარისეველნი. შენსა.   შინა ქრისტესა ინაჴ-უდგამს. და ესრე უწყის ყოველმან სახჱ შენი და არავინ გეშურობს. მოვიდა დედაკაცი ესე ცოდვილი, რაჲთამცა ცხონდა. შენ, ფარისეველო, ეშურობა? რაჲთა გულისხმა-ჰყო, არა ხოლო თუ წინაწარმეტყუელსა, არამედ წინაწარმეტყუელთა ზედა აქუს მას წესთა განგებაჲ. რაჲმცა დიდ იყო, თუმცა ცნა, ვითარმედ ცოდვილი არს ესე დედაკაცი, და მეყსეულადმცა ჴმითა იცნა იგი? და შენ ფარისეველი იყავ და არა წინაწარმეტყუელი და გულისხმა-ჰყავ უფროჲსისა მის ცნობაჲ. ხოლო მისი იგი ცხორებაჲ და ჰამბავი იგი რომელი იყო, მიუთხრობდა უმეტჱსად ხოლო მით, რამეთუ უდიდჱსად ხოლო ცოდვილი იყო. ხოლო უფალმან რაჲთამცა გამოაჩინა საღმრთოჲ იგი ძალი, ზრახვაჲ იგი გულისხმა-ჰყო, ფარისევლისაჲ მის. არცაღათუ მივის-ეყო ფარისეველი იგი და უთხრა მეინაჴეთაგანსა, არამედ გულსა შიდა თჳსსა იტყოდა, რაჲთა გულისხმა-ჰყო, არა თუ წინაწარმეტყუელ, არამედ წინაწარმეტყუელ და ღმერთ! შენ შე-ოდენ-სძრავ ზრახვასა მას გულსა შიდა, და უფალი აღმოიკითხავს შენ აქცევ გონებასა, და უფალი ჰპოვებს და განჰკურნებს. და ესრჱთ ორთაჲ მათ მოსესხეთაჲ სიტყუაჲ წარმოიღო. ერთსა მას მიუტევა ერგასისი და ერთსა ხუთასი. რომელმან უფროჲს შეიყუაროს? მიუგო რომელმანცა უფროჲსი. უფროჲსსა გამოარჩევს. მაშინღა დედაკაცსა მას, რომელსა ექმნა დიდძალი ცოდვაჲ, მიუტევა. არა თუ ვაქებ პირველსა მას ცხორებასა, არამედ ვჰნატრი მეორედსა მას აღსასრულსა.

ნუვინ აყუედრებნ მას ფარისეველისა თანა, ნუცა ვინ ეტყჳნ მეძავით და შეუხებელით. და პავლე თარგმანენ და პავლე ნუგეშინის-ეცინ დედაკაცსა მას, რამეთუ ღმერთმან განამართლოს, ვინ არს განმაცრუვებელ.

მოიღეთ სიტყუაჲ იგი და წულილად გამოვიკულიოთ, რაჲთა არა ხოლო თუ მას ვჰნატრიდეთ, არამედ ვჰბაძვიდეთცა. მოვიდა იესუჲსა აღჭურვილად, მიაქუნდა ნელსაცხებელი მანითა და ცრემლი თუალითა, უსულოჲთა მით ჭურჭლითა ნელსაცხებელი სუნნელთა მით წყაროჲთა სინანულისა ასოთაგან ჴორცთა თჳსთა. მოიღო ნელსაცხებელი იგი, რაჲთამცა დაშრიტა სულ-მყრალობაჲ იგი ბილწებისაჲ. სულ-მყრალ არს ცოდვაჲ, ვითარცა დავით წამებს შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი. ყოველი რომელი ცოდავს, სულ-მყრალობასა იქმს; ყოველმან რომელმან შეინანის, სულნელებასა იქმს; ვითარცა ნელსაცხებელსა მრავალნი წამალნი შეეზავებიან, ეგრეცა სინანულსა მრავალი იგი გონებაჲ. ჯერ-არს.   მრავლისა საქმისაჲ და მრავლისა მის ნაყოფისა შეკრებაჲ, რაჲთა შეეზაოს სინანულისა იგი ნელსაცხებელი. და გნებავს თუ გულისხმის-ყოფად დედაკაცისა მის სიმდაბლჱ? ოდესიგი მოიღო დედაკაცმან მან ნელსაცხებელი იგი ქრისტჱსთჳს, და-მცა-ასხა თავსა, თუმცა კადნიერებაჲ აქუნდა საქმეთაგან. ხოლო მან იჭჳსათჳს ვერ იკადრა თავსა დასხმად, არამედ ფერჴისა წუერთა შეეხო. და არა მცირედ სარგებელ არიან ფერჴნი იგი.

ხოლო ვითარცა მიიღო დედაკაცმან მან ჴელთა თჳსთა ზედა თავი იგი წმიდისა წინამორბედისაჲ და ნათლის-მცემელისაჲ, განიხარა სიხარულითა დიდითა ფრიად. ხოლო არავე დასცხრა იგი სიბოროტისაგან თჳსისა. ესევითარი განზრახვაჲ განიზრახა და თქუა უკუეთუ თავი და ტანი მისი ერთსა ადგილსა დაეფლნენ, მკუდრეთითცა აღდგომაჲ მისი ადვილ იყოს, რამეთუ წინაწარმეტყუელი არს და კუალად მოვიდეს იგი მამხილებელად უწესოებისა ჩემისა. მაშინ უბრძანა დამალვაჲ და დაფარვაჲ სხუასა ადგილსა.

ხოლო მოწაფენი იგი იოვანჱსნი მოვიდეს და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს, და მოვიდეს და უთხრეს იესუს, ვითარ-იგი აღასრულა.   იოვანე სრბაჲ თჳსი. რამეთუ ქადაგა ჭეშმარიტი და იწამა სარწმუნოებით სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ