Showing posts with label მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა. Show all posts
Showing posts with label მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა. Show all posts

მიტროპოლიტი ეფრემი. კონსტანტინოპოლის 1992 წლის "ეკლესიათა მეთაურთა ეპისტოლეს" შესახებ.





ქრესტეს მიერ საყვარელნო ძმანო და შვილნო!

ღრმა მწუხარებით წავიკითხეთ, 1992 წლის 15 მარტს (ახალი სტილით) კონსტანტინოპოლში შეკრებილ ოფიციალურ ავტოკეფალურ ეკლესიათა მეთაურთა ეპისტოლე. ეს ეპისტოლე შედგენილი და ხელმოწერილი იქნა შეხვედრაზე სადაც წარმოდგენილი იყო ფაქტიურად ყველა ოფიციალური ეკლესიის პირველიერარქი.

ამ ოფიციალური დოკუმენტის სრული შინაარსის წარმოსაჩენად, საჭიროა გავაანალიზოთ მისი ცალკეული ასპექტები.

 პროზელიტიზმის საკითხი

ეპისტოლეში ვკითხულობთ: "ჩვენ ყველას შევახსენებთ, რომ პროზელიტიზმი ნებისმიერი ფორმით (არ უნდა აგვერიოს ევანგელიზაციაში და მისიაში), სრულიად დაგმობილია მართლმადიდებელთა მიერ. ქრისტიანი ერებისადმი მიმართული პროზელიტიზმი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში მართლმადიდებელთა მიმართაც გამოიყენება, ხან მოსყიდვისა და გადმობირების ფორმით, ხან კი ძალადობით, ქრისტიანთა შორის კავშირს წამლავს და ერთობისაკენ მიმავალ გზას აზიანებს. ამის საწინააღმდეგოა მისია და ევანგელიზაცია არაქრისტიანულ ქვეყნებში და არაქრისტიანთა შორის, რომელიც გვევლინება ეკლესიის წმიდა მოვალეობად და საჭიროებს ყოველგვარ დახმარებას. ამგვარი მართლმადიდებლური მისიები ხორციელდება აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ისინი საჭიროებენ ყოველთა მართლმადიდებელთა და ყოველთა ქრისტიანთა მხარდაჭერას."

როგორც ვხედავთ, ეპისტოლეში მკვეთრად გამიჯნულია პროზელიტიზმი და მისიონერობა. მისიები მიმართულია "არაქრისტიანთა მიმართ ...

სამი წერილი მართლმადიდებლობისა და ეკუმენიზმის შესახებ. არქიმანდრიტი იუსტინე (პოპოვიჩი).

არქიმანდრიტი იუსტინე
1.
 ყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო!

მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ - ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის - ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ.მოციქულთა და წმ.მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, "რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2კორ. 6,14-15).

მოციქულთა 45- კანონი ღაღადებს: "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ანდა დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა, თუ ნებას მისცემს მათ (მწვალებლებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, განიკვეთოს"! წმ.მოციქულთა ეს წმიდა კანონი არ მიგვითითებს, მაინც რომელი ლოცვა ან მსახურება გვეკრძალება, პირიქით, გვიკრძალავს ყოველგვარ ერთობლივ ლოცვას მწვალებლებთან - თვით კერძო ლოცვასაც კი.

ეკუმენურ ლოცვებში კი განა უფრო შორსმიმავალი, გაბედული ცვლილებები არ ხდება? ლაოდიკიის კრების ოცდამეთორმეტე კანონი მიგვითითებს: "მწვალებლებისაგან, რომლთა კურთხევა უფრო ამაოდ მეტყველებაა ვიდრე კურთხევა, კურთხევის მიღება არ შეიძლება."

ეკუმენიზმის არაბული მოდელი. მღვდელმონაზონი გრიგოლი (ლურიე)


უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში ეკუმენიზმმა რადიკალურად შეცვალა თავისი ტაქტიკა. ეკუმენიზმის მთავარი მტერი, ქრისტიანი ერების ნაციონალურ-კულტურული ტრადიციები, მან თანდათან თავის მთავარ "მეგობრად~ აქცია. მოხდა შეერთება, თითქოსდა შეუერთებელისა _ ეკუმენიზმისა და ფილეტიზმისა (ეკლესიის მერ დაგმობილი სწავლება 1872 . კონსტანტ. კრებაზე, რომელიც გულისხმობს ეკლესიის დაფუძნებას მხოლოდ ნაციონალური ნიშნით).

XX საუკუნის 40-იან წლებამდე ფილეტიზმი მხოლოდ განხეთქილებებსა და განყოფებს იწვევდა, რაც აღიქმებოდა, როგორც ერთგვარი ანტიპოდი ეკუმენისტური აღრევა-შეერთებისა, მაგრამ თანამედროვე ეკუმენიზმმა მოახერხა ამ ბარიერის წარმატებით გადალახვა. ეკუმენიზმის უახლესი სქემით ქრისტიანები "განშტოებებად" იყოფიან არა კონფესიური განსხვავებების პრინციპით, არამედ ნაციონალურ-კულტურული ტრადიციების მიხედვით (და მხოლოდ ამ ნაციონალურ ტრადიციათა შიგნით ხდება "განშტოებათა" კიდევ უფრო მეტი დაყოფა კონფესიურ "ტოტებად"). შესაბამისად "განშტოებათა" გაერთიანება ნაციონალურ-კულტურულ დონეზე უნდა დაიწყოს.

ეს თანამედროვე სქემა უაღრესად ეფექტურად იქნა გამოყენებული ქრისტიან-არაბთა მიმართ. ამ მხრივ დიდად წარმატებულია მუშაობა უკრაინელებთან. ახლა კი რუსების ჯერიც დადგა.

მეორე მსოფლიო ომამდე ანტიოქიის მართლმადიდებელი საპატრიარქო მუდმივ ოპოზიციაში ედგა ახალმესტილე ბერძენთა განმაახლებლურ ტენდენციებს. ანტიოქიელები არ დაესწრნენ 1923 წლის კონსტანტინეპოლის ცრუ-კრებას. ეკუმენიზმის "პირდაპირი შტურმი" ანტიოქიაზე მარცხით დამთავრდა. მაშინ ეკუმენიზმმა ანტიოქიას ზურგში დაარტყა ყოველთა არაბთა ერთობის მომხიბლავი აჩრდილით. და ანტიოქიის საპატრიარქო დაეცა, და დაცემა მისი იყო ყველაზე ძლიერი, მხოლოდ ამ არაბულ ერეტიკულ თანამეგობრობაში, რასაც ადრე ანტიოქიის საპატრიარქო ერქვა, არსებობს ოფიციალურ დონეზე მიღებული და მოქმედი გადაწყვეტილება, მწვა­ლებ­ლებთან უკვე მომხდარი გაერთიანების შესახებ. პირველი ამგვარი გადაწყვეტილება ოცდაათი წლის წინ იქნა მიღებული ლიბანში "მართლმადიდებელთა და მელქიტ-კათოლიკეთა ევქარისტიული ერთობის შესახებ". შამბეზისა და ბალამანდის შეთანხმებათა ეპოქაში საქმე კიდევ უფრო შორს წავიდა. 1991 წლის 22 ივნისს ანტიოქიის სინოდმა პატრიარქ ეგნატე IV თავმჯდომარეობით მიიღო დადგენილება "მართლმადიდებელთა და სირიელ მართლმადიდებელთა (მონოფიზიტთა) საპატრიარქოებს შორის".

ეს დადგენილება ითვალისწინებს:

1. სრულ ურთიერთაღიარებასა და პატივისცემას ორ ეკლესიას შორის ღვთისმსახურების, სულიერი ტრადიციების, ისტორიული მემკვიდრეობის და წმიდა მამათა ურთიერთცნობის საკითში.

3. ერთი ეკლესიის წევრისთვის უარის თქმა მეორე ეკლესიაში გადასვლაზე, მიუხედავად მოტივირებისა.

6. თუ ორი ეკლესიის ეპისკოპოსები შეხვდებიან ერთმანეთს ერთობლივი მსახურების ჩასატარებლად, უპირატესი იყოს ის ვისაც უფრო მეტი მრევლი ახლავს. მაგრამ თუ ქორწინების საიდუმლო ტარდება უპირატესობა სიძის მხარის ეპისკოპოსს მიენიჭოს.

9. თუ რომელიმე ადგილას აღმოჩნდება მხოლოდ ერთი მხარის მღვდელი მან საღმრთო საიდუმლონი ორივე ეკლესიის წევრებისთვის უნდა აღასრულოს, ლიტურგიის ჩათვლით.
ეს დადგენილება ძალაში დარჩა მას შემდეგაც, რაც სირიელმა მონოფიზიტებმა 1994 წლის 25 იანვარს ევქარისტიული კავშირი დაამყარეს ვატიკანთან.

ამრიგად, არსებითია არა აღმსარებლობა, იქნება ეს "მართლმადიდებლური", მონოფიზიტური თუ კათოლიკური, არამედ მთავარია რომ ამ ერთობის ყველა წევრი არაბია. უმრავლესობისთვის სწორედ ეს არის მთავარი და მისაღები და არა რაღაც "განყენებული" ჭეშმარიტებანი წმიდამამათამიერი მართლმადიდებლობისა.

ანალოგიური ტენდენციები შეიმჩნევა ახლანდელ ვითარებაში, როდესაც ცდილობენ ყოველთა რუსთა და ყოველთა უკრაინელთა საეკლესიო გაერთიანებას დოგმატურ ბარიერთა გვერდის ავლით. რუსეთში ....-სა და მოსკოვის სერგიანულ-ეკუმენისტურ საპატრიარქოს შორის, ხოლო უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს, უკრაინელ ავტოკეფალისტებსა და უნიატებს შორის.


("Вертоградъ-информ", Февраль, 1999 г.)

Святитель Игнатий (Брянчанинов). Из заключительного слова к "Отечнику".


От зрелища, представляемого древностью, обратимся к зрелищу представляемому современностью. Что должны сказать мы о себе? Как жить, как действовать нам? Ответы на эти вопросы находим у древних иноков: они предвозвестили о нашем положении; они и предначертали образ действования в этом положении. "В последнее время", - сказал один из них, - "те, которые по истине будут работать Богу, благоразумно скроют себя от людей и не будут совершать посреди их знамений и чудес, как в настоящее время. Они пойдут путем делания, растворенного смирением, и в Царствии Небесном окажутся большими Отцов, прославившихся знамениями". Какое основательнейшее наставление, какое утешение для нас в этих пророческих словах знаменоносного и духоносного Отца! По причине умножения соблазнов, по причине всеобщности и господства их, по причине забвения евангельских заповедей и пренебрежения ими всем человечеством - необходимо для желающего спастись удаление от общества человеческого в уединение наружное и внутреннее. По причине иссякновения благодатных руководителей, по причине умножения лжеучителей, обманутых бесовскою прелестью и влекущих весь мир в этот обман, необходимо жительство, растворенное смирением, необходимо точнейшее жительство по евангельским заповедям, необходимо соединение молитвы с плачем о себе и о всем человечестве, необходима осторожность от всякого увлечения разгорячением, думающим совершать дело Божие одними силами человеческими, без действующего и совершающего свое дело - Бога. "Спасаяй да спасет свою душу," - сказано остатку христиан, сказано Духом Божиим. Спасай себя! Блажен, если найдешь одного верного сотрудника в деле спасения: это - великий и редкий в наше время дар Божий. Остерегись, желая спасти ближнего, чтобы он не увлек тебя в погибельную пропасть. Последнее случается ежечасно. Отступление попущено Богом: не покусись остановить его немощною рукою твоею. Устранись, охранись от него сам: и этого с тебя достаточно. Ознакомься с духом времени, изучи его, чтобы по возможности избегнуть влияния его. "Ныне почти нет истинного благочестия," - говорит уже Святитель Тихон за сто лет перед сим, - "ныне одно лицемерство". Убойся лицемерства во-первых в себе самом, потом в других: убойся именно потому, что оно - в характере времени и способно заразить всякого при малейшем уклонении в легкомысленное поведение. Не подвизайся на показ, но в тайне для твоего спасения, перед очами Бога, - и очистится твое поведение от лицемерства. Преследуй лицемерство в себе, изгоняя его из себя; уклонись от зараженных им масс, действующих и намеренно и бессознательно в направлении его, прикрывающих служение миру служением Богу, искательство временных благ искательством благ вечных, прикрывающих личиною святости порочную жизнь и душу, всецело преданную страстям.

არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი. ღმერთკაცობრივი და ჰუმანისტური განათლება.

განათლება წარმოადგენს უდავო ფაქტს კაცთა მოდგმის ისტორიის მთელს განმავლობაში და ცხადად მოწმობს, რომ ადამიანი - არასრულყოფილი გონიერი არსებაა. ამას ადასტურებენ ყველა სახის ფილოსოფიები, რელიგიები, მეცნიერებანი თუ კულტურები. ადამიანი ისეთი ქმნილებაა, რომელიც, სრულყოფას მოითხოვს. მაგრამ აქ ერთი სერიოზული კითხვა წამოიჭრება: რით და როგორ უნდა მოხდეს ადამიანის სრულყოფა?
ადამიანი, რომელი მხრიდანაც არ უნდა ვეცადოთ მის შეცნობას, თავისი არსებით სისხლხორცეულად არის დაკავშირებული სხვა არსებებთანაც და სხვა სამყაროებთანაც, იგი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მივიჩნიოთ თავის თავში ჩაკეტილ ლეიბნიცისეულ მონადად. მთელი თავისი სიცოცხლით - ფიზიკურითაც და ფსიქიკურითაც - ადამიანი, ცნობიერად თუ ქვეყნობიერად, ნებსით თუ უნებლიეთ, განუწყვეტლივ ჩააქსოვს საკუთარ არსებაში გრანდიოზულ, თვალშეუდგამ ქსოვილს კოსმიური სიცოცხლისა. და განათლებაც, თუკი ის ნამდვილად ადამიანურია, სწორედ ამ ფაქტისაგან უნდა გამომდინარეობდეს როგორც უმთავრესი ლოგიკური თეზისისაგან. ხოლო როცა კაცთა მოდგმის ისტორიაში სრულყოფილი ადამიანის ძიება მიმდინარეობს, მაშინ ჩვენს შემეცნებას არ შეუძლია თავიდან აიცილოს ეს მტანჯველი კითხვაც: ვინ არის და რას წარმოადგენს ეს სრულყოფილი ადამიანი?

ლავრენტი ბერია და კალენდრის რეფორმა.


კალენდარულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ორი წამყვანი ფიგურა იკვეთება, ორივე საქართველოს კათალიკოს პატრიარქი - წმ. ამბროსი აღმსარებელი (1921–1927) და ქრისტეფორე ციცქიშვილი (1927–1932). ორივეს რთულ ვითარებაში მოუწია მოღვაწეობა, რადგან საქართველოს გასაბჭოებისთანავე დაიწყო ეკლესიის დევნა, ქონების ჩამორთმევით დაწყებული დაპატიმრებებითა და დახვრეტით დამთავრებული. ამბროსი ხელაიამ ამ ძალადობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და 1922 წლის 7 თებერვალს გენუის კონფერენციას წერილი გაუგზავნა, სადაც საბჭოთა ხელისუფლებას ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გათელვასა და მოწმუნეთა უფლებების ტოტალურ შელახვაში სდებდა ბრალს. საბჭოთა ხელისფულებამ აღნიშნული წერილი სილის გაწვნად აღიქვა და 1923 წლის თებერვალში, ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით, ამბროსი და საკათალიკოსო საბჭოს უმრავლესი წევრი დააპატიმრა....