Showing posts with label მამათა სარწმუნოება. Show all posts
Showing posts with label მამათა სარწმუნოება. Show all posts

ВТОРОЕ СКОРБНОЕ ПОСЛАНИЕ Святейшим и Блаженнейшим Главам Православных Церквей; Преосвященным Митрополитам, Архиепископам и Епископам Смиренного Филарета, Митрополита Русской Православной Зарубежной Церкви

მიტროპოლიტი ფილარეტი (ვოზნესენსკი). პირველიერარქი რუსული ემეგრაციული ეკლესიის (1969-1985წწ.)

Каждому епископу верны люди Господни в его епархии и он за них воздаст ответ Богу (Ап. 38). По 34 Апостольскому правилу "епископ творит только то, что касается до его епархии и мест, к ней принадлежащих".
Однако бывают обстоятельства, когда некоторые явления по своему значению могут оказать влияние на чад не одной только епархии, а даже многих Поместных Церквей одновременно. Такие явления вселенского характера уже не могут не касаться каждого православного епископа, как преемника Святых Апостолов, поставленного ограждать свою паству от разных соблазнов. В особенности это относится к нашему времени, когда при существующей технике так быстро распространяется всякое известие и разные идеи.
 
მიტროპოლიტი ფილარეტი და არქიეპისკპოსი ავქსენტი. საბერძნეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქი.

Наша паства, принадлежащая к свободной части Русской Церкви, рассеяна по всем странам мира. Поэтому сказанное выше относится к ней в еще большей мере, чем к кому-либо другому.

ბერი საბას წერილი "ახალ ათონელებს"

ღირსი მამა საბა (ათონელი)
ღირსი მამა საბა (1994) ათონის მთის, კაპსალის წმ. ნიკოლოზის სახელობის კელიიდან იყო, და იმ ცხრამეტი მონასტრის თვალსაზრისს იზიარებდა, რომელნიც მრავალთა დარად, გარკვეულ დრომდე, დასაშვებად მიიჩნევენ სარწმუნოების საკითხებში დათმობებსა და შეთანხმებებს. მამა საბა, სათნოებებით მოსილი კაცი იყო და მასთან რჩევის საკითხავად, ხშირად დადიოდნენ ეგრეთწოდებული "ახალი ათონელი მამები", რომლებიც მსოფლიო პატრიარქთან და სხვა ეკუმენისტებთან იყვნენ და არიან კავშირში. თანამოსაუბრეებთან, ხშირად იშველიებდნენ მამა საბას მაგალითს და ამბობდნენ: მართებული რომ იყოს იმ მოშურნეთა პროტესტი, რომელთაც არა აქვთ ერთობა პატრიარქთან, მამა საბაც მათ რიცხვში იქნებოდა". მაგრამ როდესაც 1987 წელს,

ცხოვრება და მოქალაქობა აღმსარებელისა მართლისა სარწმუნოებისა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაქსიმესი. (თარგმანი წმიდა ექვთიმე მთაწმინდელისა)

Святой Преподобный Максим Исповедник. Фреска монастыря Раваница, Сербия. 1380-е годы.

1. მრავლისა ქებისა და ფრიადისა შესხმისა ღირს არიან მოყუარენი ღმრთისანი და მოღუაწენი სათნოებისანი, და თანამდებ არს ყოველი კაცი ქებითა და გალობითა და პატივითა აღსრულებად სახსენებელსა მათსა; რამეთუ ამას თუ ვიქმოდით, არა თუ ნეტართა მათ სარგებელ რამე ვექმნებით, რამეთუ ამათ აქუს ქება მათი ღმერთისა მიერ, და შუებასა მას ზეცისასა იხარებენ, და არარა სოფლიო ეხმარების, არამედ მაქებელნი ესე და შემასხმელნი მათნი უმეტესად თავთა თვისთა სარგებელ ვექნებით და მსმენელთა მოქალაქეობისა მათისათა ბაძვად მათისა მის სათნოებისა აღვადგინებთ. ამისთვის, კეთილ არს და სამართალ მოქალაქეობისა და მოღვაწებისა წმიდათა მამათა და მოწამეთა აღწერა და მათი ქებითა და გალობითა შესხმა. ვინათგან უკუე ნეტარი მამა ჩუენი მაქსიმე აღმსარებელი დიდითა სათნოებითა და მრავლითა მოღუაწებითა განბრწყინდა და შეერთო კრებულსა წმიდათა მოწამეთა და ღირსთა მამათასა, თანამდებ ვართ ღირსისა მის და საღმრთოსა მოქალაქობისა მისისა აღწერად და შემდგომთა ნათესავთა სახსენებელი დატევებად.

2. ესე სანატრელი, ნერგი შუენიერი ღმრთისმსახურებისა, მორჩი ნაყოფიერი მოღვაწებისა, ჭური რჩეული სიბრძნისა, იშვა და აღიზარდა დიდსა მას ქალაქსა კონსტანტინეპოლეს; იყვნეს მშობელნი მისნი დიდებულნი და ღმრთის-მოყუარენი, და ეწოდებოდა მამასა მისსა იოვანე და დედასა ანა; ამათ აღზარდეს კეთილი იგი შვილი საღმრთოთა სწავლითა და ასწავეს ყოველი სიბრძნე ფილოსოფოსთა პირველთა ხოლო იყო იგი სიჩჩოთგანვე სავსე შიშითა და სიყუარულითა ღმრთისათა, ამისთვისცა არაოდეს შეექცეოდა სახიობათა და ლაღობათა მოჰასაკეთა თანა, არამედ დღე და ღამე, ვითარცა წერილ არს, შჯულსა უფლისასა იყო ნება მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე; ამისთვისცა იქმნა იგი, ვითარცა ხე დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა და გამოსცა ჟამსა თვისსა ნაყოფი შუენიერი და ზეცისა საუნჯეთა ღირსი (ფს. 1, 2-3).

GNC Text collection: Joh.Chr. Johannes Chrysostomus Book: Comm.Ev.Mt. Commentary on St. Matthew's Gospel (ch. 46-90)

      


სიტყუაჲ ესე: "და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, 
   წარვიდა მიერ. და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრე/ბელთა 
   შორის მათთა" (13,53-5). 

      თარგმანი: რაჲსათჳს წარვიდა მიერ ადგილით? ამისთჳს, რამეთუ 
   ენება ყოველთა ადგილთა თესვად სიტყჳსა მისისა. ხოლო მამულად მისა აწ 
   ნაზარეთსა იტყჳს, რომლისათჳს თქუა ქუემორე, ვითარმედ: "არა ქმნნა მუნ 
   ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს"1, ხოლო კაპერნაუმს შინა 
   მრავალნი ქმნნა სასწაულნი. ამისთჳსცა იტყოდა: "ხოლო შენ, კაპერნაუმ, 
   ნუ ცამდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომას 
   თუმცა იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელად 
   დღედმდე"2....

ვფიქრობ წმ. მამათა ტექსტების გამოქვეყნებას პრაქტიკული ქრისტიანობის, ანუ გამოყენებითი ქრისტიანობის შესახებ. ვცადოთ. ვნახოთ რა გამოგვივა. ნაწილი V.


სწავლანი და თხრობანი თითოსახენი მამისა პიმენისნი

       
იტყოდეს მამისა პიმენისთჳს, ვითარმედ არასადა უნებნვითარმცა თჳსი სიტყუაჲ დაამძიმა უფროჲს სხჳსა ბერისა, არამედ უფროჲს-ღა ყოველსა შინა აქებნ სხუასა

       თქუა მამამან პიმენ: მრავალნი მამათა მათ ჩუენთაგანნი
 იყვნეს მჴნჱ მარხვისათჳ, ხოლო წულილად გამოძიებისათჳს --  ერთ-ერთი

      
 თქუა მამამან პიმენ: ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი წერილ
   არს სახარებასა. "რომელსა აქუნდეს სამოსელი, განყიდენ და მოიგენ თავისა თჳსისა მახჳლი". ესე არს, რომელსა აქუნდეს განსუენებაჲდაუტევენ იგი და მოიგენ თავისა  თჳსისა შრომაჲ

ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს და ჰრქუა: რაჲ ვყო, რამეთუ ბრძოლაჲ მაქუს სიძვისაჲ  და მიმოვიტაცები გულისწყრომადჰრქუა მას ბერმან: ამისთჳს დავით იტყჳს, ვითარმედ "ლომსა მოვჰკლევდ, ხოლო დათვსა დაჳაშთობდ". ესე იგი არსგულის-წყრომასა მოვჰკლევდ, ხოლო გულის-თქუმასა შრომით ვაჭირვებდ.


ჰკითხეს ვიეთმე ბერთა მამასა პიმენს და ჰრქუეს: უკუეთუ
 ვინმე ვიხილოთ ძმაჲ, რომელი ცოდვიდეს, გინებსა, რაჲთა
 ვამხილოთ მას? ჰრქუა მათ ბერმან: მე ერთი ჯერი დაღათუ მივემთხჳო, არავე ვამხილო. [მერმე თქუა ბერმან. რამეთუ: ოდესმე ძმაჲ ვინმე შეიტყუა ეშმაკისაგან ესევითარითა რაჲთმე და იხილა ძმაჲ მისი რეცათუ დედაკაცისა თანა ცოდვითა, და ვითარ მყოარ ჰბრძოდა გულის-სიტყუაჲ იგი, მივიდა და სცა ფერჴითა, ჰგონებდავითარმედ იგინი იყვნენ და ჰრქუა: დასცხერით აწ დათუდა აჰა ესერა იპოვნეს ძაძანი, იფქლითა სავსენი. ამისთჳს გარქუ თქუენ დაღათუ თუალითა იხილოთ, ნუვე ამხილებთ]  

ვფიქრობ წმ. მამათა ტექსტების გამოქვეყნებას პრაქტიკული ქრისტიანობის, ანუ გამოყენებითი ქრისტიანობის შესახებ. ვცადოთ. ვნახოთ რა გამოგვივა. ნაწილი IV.

თუ დაინახავ, რომ ძმამ შესცოდა, ნუ შეიძულებ მას, ნუ შეაქცევ ზურგს და ნუ განიკითხავ, რამეთუ ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ჩააგდებ მტრის ხელში.
(წმ. ანტონი დიდი)

ნურავის მოკვდავთაგანს ნუ განიკითხავ, რათა უფალმა შენი ლოცვები შეისმინოს.
(წმ. ანტონი დიდი)

ვინც ცნობისმოყვარეობას იჩენს სხვისი ცოდვების გამო და ეჭვის გამო ძმას განიკითხავს, მას ჯერ არც სინანული დაუწყია და არც საკუთარი ცოდვების შეცნობაზე ზრუნვა.
(ღირსი მაქსიმე აღმსარებელ)


წმ. მაქსიმე აღმსარებელი

ვფიქრობ წმ. მამათა ტექსტების გამოქვეყნებას პრაქტიკული ქრისტიანობის, ანუ გამოყენებითი ქრისტიანობის შესახებ. ვცადოთ. ვნახოთ რა გამოგვივა. ნაწილი II

                                           
                             განკითხვაზე

განიკითხე მხოლოდ საკუთარი თავი, მაშინ შეწყვეტ სხვათა განკითხვას. (ბარსანუფი დიდი)

ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცთურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.
(წმ. ეფრემ ასური)


ვინც შორსაა ბოროტებისაგან, ის ყველაზე ნაკლებად ამჩნევს ბოროტებას.
(წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი)

თავი დავანებოთ მოყვასის განკითხვას და აღარ შეგვეშინდება გმობის გულისსიტყვებისა, რამეთუ ამ მეორის მიზეზი ის პირველია.


(წმინდა იოანე სინელი)


როდის დაგვიფარავს უფლის მადლი? მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი ძმების ცოდვების დაფარვას შევეცდებით.
თუ დაფარავ ძმის შეცოდებას და არ გაამჟღავნებ, ღმერთიც დაფარავს შენს შეცოდებას.

(ღირსი მამა პიმენი)

უგუნურებაა საკუთარი მიცვალებული მიატოვოს კაცმა და წავიდეს სხვისი მკვდრის დასატირებლად. ვინც განიცდის თავისი ცოდვების სიმძიმეს, იგი არ უყურებს თავისი მოყვასის ცოდვებს.


(ღირსი მოსე)