წმ. მარკოზ ეფესელი: აპოლოგია

ეფესოს უწმინდესი მიტროპოლიტის მარკოზ ევგენიკოსის აპოლოგია, რომელიც მან წარმოთქვა მოახლოებული აღსასრულის ჟამს

თუმცა უკვე სიკვდილი მიახლოვდება, მსურს, რომ უფრო ვრცლად გამოვთქვა ჩემი აზრი, რათა დასაბამიდან აღსასრულამდე თანხმობაში ვიყო საკუთარ თავთან. არავინ იფიქროს, თითქოს ოდესმე სხვას ვამბობდი, გონებაში კი სხვას ვფარავდი, რისი გამხელაც მმართებდა მიცვალების ჟამს.

პატრიარქის შესახებ ვიტყვი: ნუ განიზრახავს იგი, თითქოსდა ჩემი დაფასების საბაბით, მოავლინოს ეპისკოპოსები, ანდა მღვდლები, ანთუ ვინმე ისეთი, ვინც თანამოაზრეა მისი, რომ ჩემი უბადრუკი სხეულის დაფლვის ჟამს, აგრეთვე, როდესაც ჩემს ხსენებას სრულყოფენ, მათაც ერთობლივად ილოცონ და თანაშეერთონ ჩემეულ მღვდლებს, რომლებიც მსახურებას აღასრულებენ; ნურც იმას იფიქრებს, თითქოს რაიმე სახით, თუნდაც ფარულად, შევიწყნარებ მის ზიარებას. იმ მიზნით, რომ ჩემი დუმილი თანხმობად არ შერაცხონ მათ, რომლებმაც ჯეროვნად და ღრმად არ უწყიან ჩემი აზრი, ვამბობ და ვწამებ აქ მყოფი ყოველი ღირსეული კაცის წინაშე: არ მსურს და არც შევიწყნარებ მის, ანდა ვინმე მისთაგანის, ზიარებას; სრულიად არანაირად, არც ჩემს სიცოცხლეში, არც სიკვდილის შემდეგ (არ შევიწყნარებ) ქმნილ “ერთობას”, არც ლათინთა დოგმატებს, რაც შეიწყნარეს პატრიარქმა და მისმა მომხრეებმა, რომლებმაც დაამტკიცეს ისინი და პირველობისაკენ სწრაფვით დაარღვიეს ეკლესიის მართებული დოგმატები. ჭეშმარიტად მწამს, რომ რამდენადაც განვეშორები მათ, იმდენად მივუახლოვდები ღმერთს, აგრეთვე, მორწმუნეებსა და წმიდა მამებს; ანუ, რამდენადაც განვეყოფი მათ, იმდენად შევუერთდები ჭეშმარიტებას და ეკლესიის ღვთისმეტყველ წმიდა მამებს. მჯერა, რომ მათი თანამოაზრენი განუდგებიან ჭეშმარიტებასა და ეკლესიის ნეტარ მოძღვართ. ამიტომ ვამბობ: ისევე, როგორც განშორებული ვიყავი მათგან მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ასევე ვარ ამჟამადაც. აღსრულებისას, და ასევე ვიქნები სიკვდილის შემდეგ. ფიცით გამცნობთ, რომ არავინ მათგანი არ დაესწროს ჩემს დასაფლავებას, არც ჩემს ხსენებას; ნურც შეეცდება ვინმე, მათი მოაზრე, შემოგიერთდეთ და თქვენთან ერთად აღასრულონ მსახურება, რადგანაც ეს იქნება შეუზავებელთა შეზავება. ხამს, რომ ისინი ყოველგვარად განეშორონ ჩვენეულ ნაწილს, ვიდრე ღმერთი არ მოჰმადლის ჩვენს ეკლესიას ჯეროვან განმართვასა და მშვიდობას.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა
ედიშერ ჭელიძემ

“სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. II

სტუდიელ აღმსარებელთა ცხოვრებანი: წმ. ნიკოლოზ სტუდიელი

ღირსი ნიკოლოზ სტუდიელი (793-858) კუნძულ კრეტაზე დაიბადა. მშობლებმა ზნეკეთილი აღზრდა და კარგი განათლება მისცეს მას. ნიკოლოზის ბიძა - თეოფანე სტუდიელთა მონასტრის ბერი იყო. 10 წლის ასაკში ნიკოლოზი უკვე სტუდიელთა საყმაწვილო სკოლაში სწავლობდა და ფაქტიურად სამონასტრო წესით ცხოვრობდა. ნიჭიერმა ყმაწვილმა მალე მიიქცია ყურადღება, როგორც ჩინებულმა და უაღრესად სწრაფმა კალიგრაფმა, ლიტურგიკის, აგიოგრაფიის და დოგმატური ღვთისმეტყველების კარგმა მცოდნემ. სრულწლოვანებას მიღწეული ნიკოლოზი წმ. თეოდორემ ბერად აღკვეცა. ჭაბუკ ბერს ღმერთმა ლოცვისა და ცრემლების განსაკუთრებული მადლი უბოძა. მოგვიანებით ნიკოლოზი მღვდლად აკურთხეს. მისი ხელსაქმე წიგნების გადაწერა იყო, რადგანაც საოცარი სილამაზით და სისწრაფით აკეთებდა ამას. სწორედ ნიკოლოზი იწერდა წმ. თეოდორეს კარნახით ცნობლ ეპისტოლეებს ხატთაყვანისცემის შესა-ხებ, რომლებიც შემდგომ მთელს იმპერიაში ვრცელდებოდა. 819 წლის პატიმრობისა და სასტიკი გაროზგვების დროს ნიკოლოზს ხელები თოკით შეუკრეს და დიდხანს დაათრევდნენ ასე, რათა კალამი ვეღარ აეღო ხელში, მაგრამ წმ. თეოდორემ შეძლო მისი დაჭრილი და დაწყლულებული ხელების განკურნება: სატუსაღოს მცველებს მან ქონი და თბილი წყალი გამოსთხოვა, განბანდა თავის მოწაფის ჭრილობებს და ზედ ქონს უსვამდა, რასაც მალე ნიკოლოზის განკურნება მოჰყვა. ამის შემდეგ ნიკოლოზი განუყრელად თან ახლდა მოძღვარს ყველგან. 826 წელს არაბებმა კუნძული კრეტა დაიპყრეს, იქიდან ლტოლვილი ნიკოლოზის ძმა ტიტე სტუდიელებს შემოუერთდა და ბერად აღიკვეცა. იმავე წელს გარდაიცვალა წმ. თეოდორე სტუდიელი, ნიკოლოზი მის საფლავთან დაეყუდა და მდუმარების ღვაწლს მიეცა.

წმ. მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი: ეკლესიის ერთიანობის შესახებ


 საყვარელო ძმებო, უნდა ვუფრთხილდეთ არა მხოლოდ აშკარა და თვალსაჩინო ტყუილს, არამედ ისეთსაც, დახვეწილი ცბიერებითა და მზაკვრობით რომაა შენიღბული. მას მერე, რაც მტერი იძლია ქრისტეს მოსვლით, და მოვიდა ნათელი, განმანათლებელი წარმართთა, აღმობრწყინდა მნათობი მაცხოვნებელი, ბედნიერების მომტანი კაცთათვის, მას მერე, რაც ბოროტმა იხილა კერპები – მიტოვებული, თავისი სახლები და საკერპოები – დაცარიელებული, განა შეიძლება უფრო დახვეწილი მზაკვრობისა და ცბიერების წარმოდგენა, ვიდრე ის ახალი ტყუილია, მტერმა რომ მოიფიქრა – თვით ქრისტეანის სახელით აცთუნოს გაუფრთხილებელნი? მან გამოიგონა წვალებანი და განხეთქილებანი, რათა დაამხოს სარწმუნოება, დაამახინჯოს ჭეშმარიტება, დაარღვიოს ერთიანობა. ვის დაბრმავებას და ძველ გზაზე დაყენებასაც ვერ ახერხებს, ის ახალი გზით შეჰყავს შეცდომაში. თვით ეკლესიიდან იტაცებს ადამიანებს და სწორედ მაშინ, როდესაც ისინი უკვე უახლოვდებოდნენ ნათელს, როცა თავს აღწევდნენ ამა ქვეყნის უკუნითს, მათთვის შეუცნობლად ახალ ბნელეთში ხვევს. ასე რომ, ისინი სახარების სწავლებით არ ცხოვრობენ და ღამის წყვდიადში დაეხეტებიან, თანაც ჰგონიათ, თითქოს ნათელში ვლენან. ასეთია მზაკვრული მანქანება მტრისა, რომელიც მოციქულის თქმით, გარდაისახება “ანგელოზად ნათლისა” (II კორ. 11,14) და თავის მსახურებს სიმართლის მსახურებად წარმოგვიდგენს, ისინი კი დღეს ღამედ აცხადებენ, წარწყმედას – ცხონებად, სასოების საფარველ ქვეშ სასოწარკვეთილებას მალავენ, სიმუხთლეს რწმენას უწოდებენ, ანტიქრისტეს ქრისტედ სახელდებენ, ტყუილს სიმართლედ ასაღებენ და დახვეწილი მზაკვრობით განაქარვებენ ჭეშმარიტებას. ეს იმიტომ ხდება, საყვარელო ძმებო, რომ არ მიმართავენ ჭეშმარიტების საწყისს, არ ეძიებენ მის სათავეს, არ იმარხავენ ზეციური მოძღვრების სწავლებას. განა შეუძლია მას, ვინც არ იცავს ეკლესიის ერთიანობას, ჩათვალოს, რომ სარწმუნოებას იცავს?

ან რა იმედი უნდა ჰქონდეს მას, ვინც უპირისპირდება და ეწინააღმდეგება ეკლესიას, რომ ამის მიუხედავად მაინც ეკლესიის წევრია? და ეს მაშინ, როცა პავლე მოციქული ეკლესიის შესახებ ამბობს: “ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით, ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისათა; ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი” (ეფეს. 4, 4-6). მტკიცედ უნდა დავიცვათ და დავიმარხოთ ეს ერთიანობა; ნურავის ტყუილს ნუ აჰყვება ჩვენი ძმობა! ნურავინ დაემუქრება სარწმუნოების ჭეშმარიტებას მუხანათური მზაკვრობით! ერთია ეკლესია, თუმცა მორწმუნეთა გამრავლებისას იგი ნაწილებად იყოფა. ისევე როგორც მზეს მრავალი სხივი აქვს, მაგრამ ნათელი მისი ერთია, ხეს ბევრი ტოტი აქვს, ტანი კი – ერთი, მყარად ფესვგადგმული, მრავალი ნაკადული გამოდის წყაროს სათავიდან, და თუმცა წყლის სიუხვეს ამ ნაკადულთა სიმრავლე ქმნის, სათავე მათი მაინც ერთია. სცადე და მოსწყვიტე მზის სხივი თავის საწყისს – ცალკე ის ვერ იარსებებს, მოტეხილი ტოტი მოკვდება, სათავეს მოშორებული ნაკადული მყისვე დაშრება. ასევე ეკლესია, უფლის ნათლით განბრწყინვებული, მთელ ქვეყანას ჰფენს თავის სხივებს, მაგრამ თვით ნათელი, საიდანაც გამოდის ეს სხივები, ერთია და მისი ერთიანობა დაურღვეველი რჩება. მთელ ქვეყანას სწვდება მისი ტოტები, ნაყოფით დახუნძლული, შორს მიედინება მისგან გამოსული მდინარეები, და ამასთან სათავე ერთია, ერთია საწყისი, ერთია დედა, ნაყოფიერებით გამდიდრებული. ჩვენც მისგან ვიშვებით, მისი რძით ვიკვებებით, მისივე სულით განვსულიერდებით. სძალი ქრისტესი შეუძლებელია დამახინჯდეს, იგი სუფთაა და განუხრწნელი, ერთი სახლი აქვს და უბიწოდ ინახავს ერთი სარეცელის სიწმინდეს. იგი ღმერთისათვის გვინახავს – სასუფეველისათვის ამზადებს თავისგან შობილთ. ყოველი, ვინაც განეშორება ეკლესიას, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიის აღთქმას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს, იგია უცხო, უხმარი, მტერი ეკლესიისა. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება. ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხოვნება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ მჯდარა. უფალი ასე გვასწავლის: “რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერ ჩემდა არს, და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს” (მატე. 12,30). ქრისტესმიერი მშვიდობისა და ერთობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდეგია. ვინც სხვაგან შეკრებს, და არა ეკლესიაში, ის წარაგებს ქრისტეს ეკლესიას.

სერგიანიზმი: სტალინის დაბადების დღე (1)

"Приветственный адрес от духовенства и мирян Русской Православной Церкви Вождю народов СССР, генералиссимусу Иосифу Виссарионовичу Сталину в день семидесятилетия со дня рождения" 1

21 декабря 1949 г.

ГЛУБОКОЧТИМЫЙ И ДОРОГОЙ ИОСИФ ВИССАРИОНОВИЧ!

В день Вашего семидесятилетия, когда всенародное чувство любви и благодарности к Вам – Вождю, Учителю и Другу трудящихся – достигло особой силы и подъёма, мы, церковные люди, ощущаем нравственную потребность присоединить свой голос к мощному хору поздравлений и выразить Вам те мысли и пожелания, которые составляют особенно драгоценную часть нашего духовного достояния.

Как граждане великой Советской страны и верные чада своего народа, мы прежде всего глубоко чтим подвиг Вашей многоплодной жизни, без остатка отданной борьбе за свободу и счастье людей, и усматриваем в этом подвиге исключительную силу и самоотверженность Вашего духа. Нам особенно дорого то, что в деяниях Ваших, направленных к осуществлению общего блага и справедливости, весь мир видит торжество нравственных начал в противовес злобе, жестокости и угнетению, господствующим в отживающей системе общественных отношений.

Так, торжество справедливости раскрывается для нас в Вашем мудром и твёрдом руководстве благодетельными преобразованиями внутри страны, а стремление к общему благу одушевляет дальновидную внешнюю политику нашего Государства, направленную к установлению длительного и прочного мира между народами. Ваша последовательная борьба за равноправие больших и малых народов свидетельствует о глубокой вере в достоинство человека, независимо от расы, национальности и религии, а неустанная забота о человеке, проявляющаяся в государственных мероприятиях по охране народного здоровья, по воспитанию детей и обеспечению немощной старости, постоянно оживляет горячую к Вам любовь трудящихся.

Филиокве

Протоиерей Иоанн Романидис

1. Исторический контекст

С самого начала следует отметить, что между западными и восточными римлянами никогда не было спора о Филиокве; были, так сказать, семейные раздоры в связи с деталями христологического учения, были и Вселенские Соборы, обсуждавшие вопросы, связанные с Личностью Христа. Западные римляне выступили и в защиту икон, вопрос о которых был решен на Седьмом Вселенском Соборе, но они никогда не поддерживали Филиокве ни как учение, ни как добавление к Символу веры.

Спор о Филиокве, таким образом, не был конфликтом между патриархатами старого и нового Рима, а был конфликтом между франками и всеми римлянами, как на Западе, так и на Востоке.

При рассмотрении этого вопроса с исторической точки зрения серьезное затруднение представляет то, что, когда начались столкновения, западные римляне были почти всецело завоеваны либо германскими племенами, либо арабами и сам патриархат старого Рима был под властью франков. Чтобы укрепить свое владычество над папским престолом и не дать франкам захватить администрацию Церкви в бывшем экзархате, как они всецело захватили ее в середине VII века в Галлии, превращенной уже во Францию, римляне издали законы избрания пап: кандидатами на папство могли быть только кардиналы, диаконы и пресвитеры Рима, которые, кроме того, должны были быть римской национальности. Мирянам [выдвигать] кандидатуру строго запрещалось. Именно посредством назначения мирян-военных франки и захватили римскую этнархию в Галлии к концу VII века. Как бы то ни было, эти защитительные меры для закрепления Римского папского престола за римлянами были провозглашены на соборе, состоявшемся в Риме в 769 году в присутствии 13 франкских епископов.

Фанатизм, с которым римляне держались за папство, и их борьба за сохранение этого института и иерархии в лоне римской нации - хорошо известные исторические факты, очень подробно описанные в крупных историях Церкви.

Однако тождественность западных и восточных римлян как единой, неделимой нации, верной римской вере, провозглашенной на Вселенских Соборах, происходивших в восточной части империи, совершенно не принимается во внимание историками германского происхождения, поскольку они постоянно именуют восточных римлян "греками" и "византийцами".

ეკლესია - სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (4)

არქ. რაფაელის “ეკლესიოლოგიის” წინააღმდეგ (დასასრული)

მღვდელი გელასი აროშვილი 

ნაწილი მეოთხე - განხეთქილება

“წარმართებს ეკლესია თავისკენ მოუხმობს, მწვალებლებს განაგდებს, განხეთილების  შემომტანთ კი თავად განეშორება”.
(“ნეტარი ავგუსტინე. “ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის”)

ეპისკოპოსი უმაღლესი, უმთავრესი წოდებაა ეკლესიაში. იგი აშკარა ცოდვილიც რომ  იყოს, ქრისტიანი ვალდებულია მას სათანადო პატივი მიაგოს, დაემორჩილოს საკრებო  განჩინებამდე. მაგრამ თუ იგი მწვალებლობას ქადაგებს, ანდა რელიგიურ ურთიერთობაში  შედის მწვალებლებთან, მაშინ ქრისტიანი არ უნდა ელოდოს საკრტბო განჩინებას, არამედ  დაუყოვნებლივ უნდა განეშოროს ამგვარ ეპისკოპოსს. ეკლესიის კანონებით, საკრებო  განჩინებამდე გამოყოფა შეიძლება მხოლოდ მწვალებლებისაგან. კლერიკოსთა და საეროთა  ყველა დანარჩენი გამოყოფა ეპისკოპოსთაგან არის განხეთქილება ანუ სქიზმა.

კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-15 კანონში ვკითხულობთ: “ის, ვინც განუდგება  თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ  ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს  განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი  განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი  მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი  არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ  მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი არამედ ცრუეპისკოპოსი და  ცრუმოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია  იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან”.

შეუძლებელია სათქმელის ამაზე მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბება. ამ კანონიდან  ნათლად ჩანს თუ ვინ არის განხეთქილების მომქმედი  -  ის ვინც გაემიჯნა ეპისკოპოსს,  რომელიც ეკლესიის მიერ, უკვე სახელდებულ და ანათემირებულ მწვალებლობათა (ასეთია  ეკუმენიზმი, რომელშიც თავს იყრის ყველა ერესი) და მათ მიმდევართა რეაბილიტაციასა  და მათთან მეგობრობას ცდილობს, თუ ის ვინც საეკლესიო ხელისუფლების უზურპაციით  საეკლესიო გარდამოცემას ხელყოფს და სიახლე შემოაქვს. როდესაც ეპისკოპოსი, მით  უმეტეს ეპისკოპოსები მოქმედებენ კანონიკური წესების საწინააღმდეგოდ, ე.ი.  ზოგად-საეკლესიო სწავლების საწინააღმდეგოდ, ეკლესიის საერთო ნებასთან  შეუთანხმებლად, რადგანაც ეკლესიას უკვე გამოტანილი აქვს თავისი საბოლოო ვერდიქტი  აღნიშნულ საკითხებზე (მაგ. თანალოცვა და თანაზიარება ერეტიკოსებთან, მათი  რიტუალების მადლმოსილად ცნობა და სხვა), მაშინ ასეთი პატრიარქები და ეპისკოპოსები  თავად ხდებიან სქიზმის (განხეთქილების) მიზეზნი და მოქმედნი და საკუთარ თავს  ეკლესიის გარეთ აყენებენ. ისინი განხეთქილებაში არიან ზეციურ ეკლესიასთან,  მოციქულებთან, მოწამეებთან, აღმსარებლებთან, წმიდა მამებთან, რადგანაც მათ მიერ  დაღვრილ სისხლს, ცრემლს, ოფლს შეურაცხყოფენ; მათ მიერ დადგენილ კანონებს  დასცინიან, მათ სწავლებას ამახინჯებენ.
ორგზისი კრების მე-15 კანონის განმარტებისას ეპისკოპოსი ნიკოდიმოს დალმატელი  წერს: “თუ ეპისკოპოსი მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე სწავლების ქადაგებას  დაიწყებს მაშინ სამღვდელოებასა და მრევლს არათუ უფლება აქვს გაემიჯნოს მას არამედ  ვალდებულიც კია გაწყვიტოს მასთან კავშირი, რისთვისაც ქებას დაიმსახურებენ,  რადგანაც წინ აღუდგნენ ცრუ ეპისკოპოსს; ამით მათ განხეთქილება კი არ შემოაქვთ  არამედ პირიქით, თავისი ძალების შესაბამისად ეკლესიას ანთავისუფლებენ  განხეთქილებისაგან”. ("Правила Правосл. Церкви с толкованиями", т. II, 1912, стр. 308).

ეკლესია - სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (3)

არქ. რაფაელის “ეკლესიოლოგიის” წინააღმდეგ

მღვდელი გელასი (აროშვილი)

ნაწილი მესამე - ეპისკოპოსი

“და სადაცა იყოს ეპისკოპოსი, მუნმცა არს ყოველი ეკლესია”
(წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, “სმირნელთა მიმართ”)

“ეპისკოპოსის წოდება იმდენად აუცილებელია ეკლესიაში, რომ მის გარეშე ეკლესია არ არის ეკლესია, ხოლო ქრსიტიანი  -  ქრისტიანი. ეპისკოპოსი როგორც მოციქულთა მემკვიდრე სული წმიდის მიერაა მოწოდებული და ხელდასხმული. იგი არის ცოცხალი სახე (ხატი) ღმრთისა ამქვეყნად. ...ეპისკოპოსი ისევე აუცილებელია ეკლესიისთვის, როგორც სუნთქვა ადამიანისთვის და მზე  -  ქვეყნიერებისათვის. მან უნდა გაასხვისნოს და გაათბოს, ვითარცა მზემ, თავისი სამწყსო, გარდაქმნას იგი ტაძრად ღმრთისა” (აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე. 1723 წ. თავი X).

წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი იმავე მიმართებაში აყენებს ეკლესიას ქრისტესადმი, როგორშიც ქრისტეა მამა ღმერთისადმი. მეორეს მხრივ მორწმუნენი შეერთებულნი არიან ეპისკოპოსთან, ისევე, როგორც ეკლესია იესო ქრისტესთან და როგორც ქრისტე მამასთან. “ჭეშმარიტად ვნატრი სიყვარულსა თქეენსა განზავებულსა მის თანა (ეპისკოპოსთან), ვითარცა იგი აქუს ეკლესიასა ქრისტეს თანა და ქრისტესა ღმრთისა მამისა თანა, რამეთუ ეგრეთვე თქუენცა ყოვლითურთ შეერთებულ ხართ და განზავებულ და შენაწევრებულ (“ეფესელთა მიმართ ეპისტოლე”. თავი V).

“იტყვის უფალი: “მე და მამა ჩემი ერთ ვართ” (იოანე. 10; 30). სხვა ადგილას მამისა, ძისა და სული წმიდის შესახებ წერია: “ესე სამნი ერთ არიან” (1 იოანე, 5; 7). ვინ იფიქრებს, რომ ეს ერთიანობა, რომელიც ღმრთაებრივ უცვალებლობაზეა დამყარებული და ზეციურ საიდუმლოებებთანაა შეერთებული, განა შეიძლება დაირღვეს და დანაწევრდეს იმის გამო, რომ ეკლესიაში მეტოქე მხარეები ვერ შეთანხმდნენ? არა, ამ ერთიანობის დამარღვეველი არ ინახავს საღმრთო სჯულს, არ იცავს მამისა და ძის რწმენას, არ ადგას ცხონების ჭეშმარიტ გზას. ეს საიდუმლო ერთიანობისა, ეს განუყოფელი თანხმობა ასახულია სახარებისეულ ამბავში ქრისტეს კვართის შესახებ. ამ კვართს მამისაგან ჰქონდა მაღლით მიცემული ერთიანობა, და ამიტომ არ შეიძლებოდა დაენაწევრებინათ იმათ, ვისაც ის ერგო, არამედ ერთხელ და სამუდამოდ დარჩა მთლიანი და განუყოფელი. ამიტომ შეუძლებელია ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს. თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა” (წმ. კვიპრიანე კართაგენელი “ეკლესიის ერთიანობის შესახებ”).

მაგრამ ვინ არღვევს, ვინ ანაწევრებს ქრისტეს კვართს? ვის შემოაქვს განხეთქილება ეკლესიაში?

ეკლესია - სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (2)

არქ. რაფაელის “ეკლესიოლოგიის” წინააღმდეგ


მღვდელი გელასი აროშვილი

ნაწილი მეორე - ეკლესია

“ძმანო, დავადგრეთ ეკლესიის გარდამოცემას, ნუ შევცვლით ჩვენი წმიდა მამების მიერ დადებულ საზღვრებს, ნუ დავუთმობთ ადგილს მათ, ვისაც სიახლეების შემოტანა და წმიდა, საღმრთო, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შენობის დანგრევა სურს, რადგანაც, თუ ყველა თავის ნებაზე მოიქცევა, ეკლესიის სხეული ნელ-ნელა დაირღვევა”.
(წმ. იოანე დამასკელი).

“და მე გეტყვი შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას” (მათ. 16;18).

წმ. იოანე ოქროპირი: “და დააფუძნა ეკლესია კლდესა მას ზედა ჭეშმარიტისა აღსარებისასა, და ეკლესია კიდეთაგან ქუეყანისათა კიდედმდე მისა განჰმარტა და ბრძანა, ვითარმედ: “ცანი და ქვეყანა წარხდენ, და სიტყვანი ჩემნი არასადა წარხდენ” (მათ. 24,25). რა არს უმეტეს ამის სწორებისა და ამის ერთობისა, ჭეშმარიტისა და სრულისა? ...და კუალად, შეურყევლად დაცვა ეკლესიისა ბრძოლათა მათ შინა ყოვლისა სოფლისათა და აღსაარებასა მის მართლისა უძლეველად დამტკიცება”. (“თარგმანება მათეს სახარებისა”, წიგნი III, გვ. 84). “აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ საფუძველი ჭეშმარიტი არს წმიდაი ესე მართლაღსარება, რომელი განგვიწესა უფალმან, და წმიდათა მოციქულთა და მამათა გუასწავეს, და სხვა საფუძველი ვერვის ხელეწიფების დადებად; რამეთუ რომელთაცა სხვასა საფუძველისა ხელ-ჰყვეს დადებად, იქმნეს მწვალებელ, და სამართლად შეიჩუენნეს და განვარდეს”. (იქვე. გვ.490).

“აწ უკუე რომელმან აღაშენოს სახლი თვისი ამას კლდესა ზედა, რავდენმეღა თუ იყვნენ წვიმანი, და წარმოეცნენ მდინარენი, და ქროდენ ქარნი და ეკუეთნენ სახლსა მას, ვერ დაეცეს, რამეთუ დამყარებულ არს იგი კლდესა ზედა და აღშენებულ არს საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინასწარმეტყველთასა, რომელსა თავ საკიდურთა არს ქრისტე იესუ; ხოლო რომელნი ორგულებით შებრკოლდეს ბოროტად მადიდებლობითა, მან ისმინენ ნაცვალი იგი, რამეთუ აღაშენა სახლი თვისი ქვიშასა ზედა, და ვითარ იწყო წვიმად და ანქრევდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა, და იყო დაცემა იგი დიდ. ამისთვის უკვე მოციქული საღმრთოსა მის ხილვასა ქადაგებს და იტყვის: “რამეთუ არა მეცნიერებისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი ძალი და მოსლვა”. (“საკითხავნი ფერის-ცვალებისანი”. სინური მრავალთავი, გვ. 196).

“აწ რაი-მე არიან სიტყვანი მისნი? რამეთუ ესრე თქვა, რამეთუ: “...ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი”  -  არა თუ პეტრეს კლდესა ზედა თქუა, არცაღა ვის კაცსა ზედა, არამედ სარწმუნოებასა ზედა აღაშენა ეკლესია. და მოწამე არიან ამას წმიდანი მარტვილნი, რომელნი იწამნეს, რამეთუ გუერდთა მათთა ხურეტდეს და მათ სარწმუნოება იგი არა წარწყმიდეს. ჰოი ახალი ესე საქმე და საკვირველი! რამეთუ კედელი დაითხარებოდა და საფასე არა გამოიპარვოდა; ხორცნი მათნი მოჰკფთებოდეს და სარწმუნოება იგი არა შემცირდებოდა! ესე ვითარი ძალი აქუნდა მარტვილთა მათ! “და ესე ვითარსა კლდესა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას არა ერეოდიან”... და მო-ღათუ ვინმე გაკვდინოს შენ, გზაივე შენი იგი არს, გარნა სარწმუნოებასა შენსა ნუ წარსწყმედ, ფასსა მას, დაუკლებელსა სარწმუნოებასა. რამეთუ მარტვილნი იგი რომელ იმრატვილნეს, სარწმუნოება თვისი არა წარწყმიდეს. რამეთუ ესრეთ თქვა: “ამისთვის ხორცნი შთავიცუენ, რაითა ყოველივე სოფელი ეკლესია ვყო. რამეთუ დიდი გულსმოდგინება არს ღმრთისა ეკლესიათათვის. არა თუ რომელნი-ესე ზღუდითა შემკულ არიან, არამედ რომელნი სარწმუნოებით განძლიერებულ არიან” (იქვე გვ. 221-223. “სატფურებისათვის”)

ეკლესია - სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (1)


არქ. რაფაელის “ეკლესიოლოგიის” წინააღმდეგ (ოთხ ნაწილად) 

მღვდელი გელასი აროშვილი 

ნაწილი პირველი -“ბრძენთა” დაცემა

“და თქუა იესუ: სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რათა, რომელნი არ ხედვიდეს, ხედვიდენ; და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ. ესმა ესე ფარისეველთაგანთა, და ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა? ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმანი იყვენით ცოდვამცა არა გაქუნდა; ხოლო აწ იტყვით, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან”.
(იოანე 9; 39-41)

მოსკოვის პატრიარქ ალექსი II ლოცვა-კურთხევით გამოიცა არქ. რაფაელ კარელინის წიგნი “ამპარტავანთა დაცემა”. იგი მთლიანად მიმართულია განხეთქილების მოქმედთა წინააღმდეგ და ძირითადად ეყრდნობა წმ კვიპრიანე კართაგენელის ცნობილ ტრაქტატს “ეკლესიის ერთიანობის შესახებ”. ავტორი უხმობს მრავალრიცხოვან ციტატებს ამ ნაშრომიდან და თვალნათლივ წარმოაჩენს განხეთქილების როგორც მომაკვდინებელი ცოდვის არსსა და მის შედეგებს. კითხვას იწვევს მხოლოდ ერთი საკითხი ვის ეხება ჩვენს დროში ეს მხილება და ვის უწოდებს არქ. რაფაელი განხეთქილების მოქმედს. ნაშრომის დასაწყისშივე ნახსენებია წმ. კვიპრიანეს თანამედროვე ორი განხეთქილება, რომელსაც ფელიცისიმე და ნოვაციანე ხელმძღვანელობდენ. პირველნი ითხოვდნენ, რომ ყველა ქრისტიანი, რომლებმაც უარყვეს ქრისტე და კერპებს შესწირეს მსხვერპლი სინანულის გარეშე მიეღოთ ეკლესიაში, ხოლო სამღვდელოება იმავე ხარისხში. მეორენი, ანუ ნოვაციანელნი კი პირიქით თვლიდნენ, რომ ქრისტეს უარმყოფელნი სამუდამოდ უნდა განეკვეთათ ეკლესიიდან და სინანულის შემთხვევაშიც კი არ უნდა მიეღოთ ეკლესიაში. აი ამ განხეთქილებათა წინააღმდეგ დაწერა წმ. კვიპრიანემ თავისი ტრაქტატი. არქ. რაფაელი არ ასახელებს ჩვენი დროის განყოფა-განხეთქილებათა არანაირ მიზეზებს, მთლიანად გვერდს უვლის თანამედროვე ეკლესიოლოგიურ ერესს  -  ეკუმენიზმს. თითქოს ასეთი რამ საერთოდ არც არსებობდეს ბუნებაში და თითქოს ოფიციალურ საყდართა პატრიარქები ჭეშმარიტების სამაგალითო მართლმკვეთელნი იყვნენ, არ ღალატობდნენ მართლმადიდებლობას, არ აკანონებდნენ საეკლესიო კანონთა დარღვევასა და უგულებელყოფას, არ აზიარებდნენ მსოფლიო კრებათა მიერ ანათემირებულ მწვალებლობათა მიმდევრებს, არ აწერდნენ ხელს დოკუმენტებზე, რომლებშიც მადლმოსილად არის აღიარებული მწვალებელთა “საიდუმლონი”, არ ქადაგებდნენ საჯაროდ ერესს, არ ლოცულობდნენ წარმართებთან, იუდეველებთან, მუსულმანებთან, ბუდისტებთან და სხვა რელიგიათა მიმდევრებთან ერთად, არ შემოჰქონდეთ მოდერნიზმი, არ აწევრიანებდნენ თავიანთ საყდრებს აშკარად ანტიმართლმადიდებლურ საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვა. მოკლედ თითქოს ყველაფერი წესრიგშია და აი მავანი და მავანი მაინც ემიჯნება, თუმცა ამის არანაირი ობიექტური მიზეზი არ გააჩნია. რას იტყვი მკითხველო? უპატიოსნოდ ხომ არ გეჩვენება ავტორის ამგვარი ხერხი  -  საერთოდ არ შეეხო პრობლემას, არ დაასახელო არც ერთი მიზეზი თანამედროვე განყოფისა და მხოლოდ წყევლა-კრულვა დაატეხო ქრისტიანებს, რომელთა დანაშაულიც მხოლოდ ის არის, რომ ეკლესიის სწავლების, მართლმადიდებლობის ერთგულება გადაწყვიტეს. პოლემიკის დროს ამგვარ აკრძალულ ხერხებს წარმართი ფილოსოფოსებიც კი არ იყენებდნენ. წმიდა მამები ანტიერეტიკული თუ ანტისქიზმატური ნაშრომების წერისას, პირველ რიგში დეტალურად ჩამოთვლიდნენ და განიხილავდნენ ყველა ცდომილებას, ადარებდნენ ეკლესიის მოძღვრებას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჰქონდათ საბოლოო, სამართლიანი ვერდიქტი. ამგვარი პოლემიკური ხასიათის არაერთი ძეგლია ჩვენამდე მოღწეული. მარტო წმ. ირინეოს ლიონელის ხუთი წიგნი რად ღირს წვალებლობათა წინააღმდეგ, რომელშიც მთლიანად არის წარმოჩენილი იმდროინდელ ერეტიკოსთა (ძირითადად გნოსტიკოსთა) რელიგიური სისტემები. მაშასადამე მეთოდს რომელსაც არქ. რაფაელი იყენებს არ გააჩნია ანალოგი პატრისტიკაში, იგი მზაკვრულია და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

THE RIVER OF FIRE

Alexadre Kalomiros  
 
წინა პოსტში წარმოდგენილი სტატია "ცეცხლის მდინარე", წარმოადგენს ბერძენი თეოლოგის, ალექსანდრე კალომიროსის მიერ, 1980 წელს ქ. სიეტლში (აშშ), მართლმადიდებლურ კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენების
რუსულ თარგმანს. ეხლა გთავაზობთ, ამ მოხსენების ინგლისურ ორიგინალს. ამ უაღსესად ღრმა და მნიშვნელოვანი სტატიის ქართული ვარიანტი, თარგმნის პროცესშია. იმედი გვაქვს, ღვთის შეწევნით, მასაც მალე შევთავაზებთ მკითხველს.


საშინელი სამსჯავრო. სინას მთა, XII საუკუნის ხატი.

 
A reply to the questions: (1) Is God really good? (2) Did God create hell?

+ In the Name of the Father, and of the Son, and of the Holy Spirit.

Reverend fathers, dear brothers and sisters:

    There is no doubt that we are living in the age of apostasy predicted for the last days. In practice, most people are atheists, although many of them theoretically still believe. Indifference and the spirit of this world prevail everywhere.

    What is the reason for this state?

    The reason is the cooling of love. Love for God no more burns in human hearts, and in consequence, love between us is dead, too.

    What is the cause of this waning of men's love for God? The answer, certainly, is sin. Sin is the dark cloud which does not permit God's light to reach our eyes.

    But sin always did exist. So how did we arrive at the point of not simply ignoring God, but of actually hating Him? Man's attitude toward God today is not really ignorance, or really indifference. If you examine men carefully you will notice that their ignorance or indifference is tainted by a deep hate. But nobody hates anything that does not exist.

    I have the suspicion that men today believe in God more than at any other time in human history. Men know the gospel, the teaching of the Church, and God's creation better than at any other time. They have a profound consciousness of His existence. Their atheism is not a real disbelief. It is rather an aversion toward somebody we know very well but whom we hate with all our heart, exactly as the demons do.

    We hate God, that is why we ignore Him, overlooking Him as if we did not see Him, and pretending to be atheists. In reality we consider Him our enemy par excellence. Our negation is our vengeance, our atheism is our revenge.

    But why do men hate God? They hate Him not only because their deeds are dark while God is light, but also because they consider Him as a menace, as an imminent and eternal danger, as an adversary in court, as an opponent at law, as a public prosecutor and an eternal persecutor. To them, God is no more the almighty physician who came to save them from illness and death, but rather a cruel judge and a vengeful inquisitor.

    You see, the devil managed to make men believe that God does not really love us, that He really only loves Himself, and that He accepts us only if we behave as He wants us to behave; that He hates us if we do not behave as He ordered us to behave, and is offended by our insubordination to such a degree that we must pay for it by eternal tortures, created by Him for that purpose.

    Who can love a torturer? Even those who try hard to save themselves from the wrath of God cannot really love Him. They love only themselves, trying to escape God's vengeance and to achieve eternal bliss by managing to please this fearsome and extremely dangerous Creator.

    Do you perceive the devil's slander of our all loving, all kind, and absolutely good God? That is why in Greek the devil was given the name DIABOLOS, "the slanderer".


ОГНЕНАЯ РЕКА

АЛЕКСАНДР КАЛОМИРОС 

Ответ на вопросы: Действительно ли Бог добр? Сотворил ли Бог ад?
Выступление на православной богословской конференции, в г. Сиэтле (США), 1980 г.
დოკუმენტის გასადიდებლად, დააჭირეთ ღილაკს
Fullscreen