წმ. მაკარი დიდი

განსაცდელთათვის

რომელსა ჰნებავს სათნო-ყოფად ღმრთისა და ჰრწმენეს თანამკჳდრად ქრისტესა ყოფაჲ და ისწრაფდეს, რაჲთამცა მსგავს უფლისა იქმნა, თანა-აც მას, რაჲთა უწინარეს ყოვლისა სულგრძელებაჲ და მოთმინებაჲ მოიგოს, რაჲთა ყოველსავე ჭირსა და განსაცდელსა სიხარულით მოითმენდეს: გინა თუ ჴორციელთა უძლურებათა და ვნებათა, ანუ თუ ყუედრებასა და გინებასა კაცთასა, გინა თუ ჭირთა უხილავთა და თითოსახეთა, რომელნი მოიწევიან სულსა ზედა სულთა მათ მიერ ბოროტთა, რაჲთამცა დააყენეს იგი სასუფეველსა შესლვისაგან და მიიყვანეს იგი დაჴსნილობად და სულმოკლებად და უთმინოებად. რამეთუ უფალი განგებულებით მიუშუებს თითოეულსა სულსა გამოცდად თითოსახეთა ჭირთა შინა, რაჲთა გამოჩნდნენ სულნი იგი, რომელთა ყოვლითა გულითა უყუარს ღმერთი და მოითმინნენ ყოველნივე იგი ზედამოსრულნი განსაცდელნი მტერისანი ახოვნად და მარადის გამოჴსნასა მას მადლისასა მოელოდიან სასოებით და მოთმინებით. ხოლო ესევითარნი იგი შემძლებელ არიან განვლად განსაცდელთა მათგან და ესრეთ პოონ აღთქუმაჲ იგი სულისაჲ და შევიდენ სასუფეველსა მისსა. ხოლო თანა-აც სულსა, რომელი სიტყვასა უფლისასა შეუდგებოდის, რაჲთა ჯუარი იგი უფლისაჲ სიხარულით აღიღოს, ვითარცა წერილ არს. ესე იგი არს, რაჲთა მარადის მზა იყოს მოთმინებად ღმრთისათჳს ყოვლისავე განსაცდელისა მომავალისა გინა თუ ფარულისა, გინა თუ ცხადისა და კაცობრივისა. და რაჲთა უფალსა შეევედროს სასოებით მარადის, რამეთუ ჴელმწიფებასა შინა მისსა არს ყოველივე, გინა თუ შეუნდოს სულსა, რაჲთამცა ეჭირვოდა, ანუ კუალად, უკუეთუ ენებოს, რაჲთა გამოიყვანოს იგი ყოვლისაგანვე გულისკლებისა. ხოლო უკუეთუ არა განმჴნდეს და ახოვნად მოითმენდეს ყოველსავე ჭირსა, არამედ მწუხარე იყოს და მოწყინე, დაუმძიმდეს და სულმოკლე იქნებოდის ღუაწლსა მას შინა და სასოებასა წარიკუეთდეს, ვითარმცა ვეროდეს გამოვიდოდა განსაცდელისა მისგან. ხოლო ესე ყოველი უკეთურთა ეშმაკთა სიჴელოვნე არს, რაჲთამცა მოიყვანეს სული მოწყინებად და სასოწარკუეთილებად, რაჲთამცა არა მოელოდა წყალობასა უფლისასა. ხოლო ესევითარი იგი სული შვილ ცხოვრებისა არაოდეს იქმნების, რამეთუ არა შეუდგა ყოველთავე წმიდათა და არცა ვლო მან კუალსა ზედა უფლისასა.

წმ. ეფრემ ასური

მამათათვის მძოვართა

ამას შინა დღესა პირველსა, კეთილსა და გამოჩინებულსა, აღესრულებიან საიდუმლონი მხოლოდ-შობილნი. რავდენთა ქრისტესა გსურის, ქებით ვღაღადებდეთ გალობასა ეკლესიასა შინა, რომელ-იგი არს სძალი ქრისტესი, და ვქადაგებდეთ სიმხნესა მას წმიდათა მამათასა, რომელთა-იგი სურვიელად ინებეს. ქებასა ვგალობდეთ, რომელნი-იგი სოფელსა განეშორნეს სარგებელ ყოფისათვის ყოველთა ამათ მსმენელთაჲსა. დაღათუ შორს ვინმე იპოოს, აქა მყოფთა ამათ თანა ზიარ ყავნ, ლოცვითა წმიდათა ამათ მამათაჲთა ცხონდინ, რომელი გულის-მოდგინე ჰყოფდეს მოყუასსა ლოცვითა ამით მსმენელთაჲთა.

აწ უკუე მომიპყრენით სასმენელნი, რაჲთა გითხრა ცხორებაჲ მამათაჲ, უდაბნოს გარე მყოფთაჲ. შევიკრძალნეთ გონებანი ჩუენნი, სახენი გამოვიწერნეთ კეთილნი და განსაკვირვებელნი მათისა მის ცხორებისანი და მივიდეთ და ვიხილნეთ საყოფელნი მათნი და ვითარ-იგი სხენან, ვითარცა მკუდარნი საფლავთა შინა; წარვიდეთ და ვიხილნეთ ხურელნი მათნი, ვითარ მარადის უხარის, მკვდარ რაჲ არიან მათ შინა; მივიდეთ და ვიხილნეთ, რომელთა-იგი სოფელი მოიძულეს და უფროჲსღა სურვიელ იქმნეს უდაბნოს გარე ყოფად; წარვიდეთ და ვიხილოთ უცხოჲ იგი კაცთაჲ მათ ხატი, რომელნი-იგი მოელიან წოდებასა სახიერისა უფლისასა; წარვიდეთ და ვიხილნეთ ძაძანი მათნი, ვითარ-იგი ლოცვითა მათითა მარადის განწმიდნებიან; მივიდეთ და ვიხილნეთ პირნი მათნი, ვითარ-იგი მწუხარებითა სულთაგან იშუებენ; წარვიდეთ და ვიხილნეთ ზეცისანი იგი, რომელნი მათ თანა აქებენ და უგალობენ მათსა მას გვირგვინოსან მყოფელსა; წარვიდეთ და ვიხილნეთ ტაბლანი მათნი, ვითარ-იგი მუხლთა მათთა ზედა დგანან ჭამასა მათსა; მოვედით და ვიხილოთ ლოდი იგი იაკობისა, ვითარ-იგი არს მისაყრდნობელ თავისა; მივიდეთ და მოვიღოთ უფლისა მისგან წმიდათაჲსა, რაჲთა იყოს მარადის საცო.

ავაზაკმან თუ იხილნის იგინი, მეყსეულად მოაქციის ავაზაკობრივისაგან სახისა; ლომმან თუ იხილნის იგინი, მუნქუესვე მომდოვრდის, რამეთუ ჯუარი შეუმოსიეს მარადის. რაჟამს მხეცთა ველურთა ძაძანი მათნი იხილნიან, მსწრაფლ განეშორნიან, რამეთუ საკვირველი დიდი იხილიან, ყოველსა ქუეწარმავალსა დასთრგუნვენ ფერხითა მათითა, რამეთუ შეუსხმიედ სარწმუნოებისა ფერხთ-შესასხმელნი. რაჟამს იხილნის იგინი ეშმაკმან, მუნქუესვე ზარი განჰხდის, მეყსეულად ღაღად-ყვის მაღლად და უჩინო იქმნის, რამეთუ შემუსრნის ბევრეულნი საფრხენი მისნი, უკუანა კერძო მათსა დგან და ვერ შეუძლის ვნებად მართალთა მათ, რამეთუ შეურაცხ-ყვნეს ყოველთა შინა სანადირონი მისნი და არა შეიშინეს მანქანებათაგან მისთა.

წმ. ბასილი დიდი


მომთრვალეთათჳს

1. აღმძრვენ მე სიტყუად საქმენი იგი მწუხრისა ამის გარდასრულისანი. ხოლო კუალად დააყენებს აღძრვასა ჩემსა პირველთა მათ შრომათა უნაყოფოებაჲ, რამეთუ მუშაკიცა, რაჟამს ერთგზის თესულმან მისმან ნაყოფი არა გამოიღის, უდებ არნ მასვე ქუეყანასა ზედა მეორედ დათესვად, რამეთუ უკუეთუ ესეზომთა სწავლათა ზედა, რომელ ვქმნენით გარდასრულსა ჟამსა წელიწდისასა და არა დავსცხერით ვედრებად თქუენდა და კუალად შჳდთა ამათ შჳდეულთა მარხვისათა, ღამე და დღე, არა დავსცხერ წამებად თქუენდა სახარებასა მას მადლისა ღმრთისასა და მის ყოვლისაგან სარგებელი არარაჲ იქმნა, რომლითაღა სასოებითა გასწაო დღეს? ჰოი, რავდენთა ღამეთა ამაოდ იღჳძეთ, რავდენთა დღეთა ამაოდ შემოჰკერბით, უკუეთუ ოდენ ამაოდ, რამეთუ რომელი მოსრულ იყოს წარმართებასა კეთილთა საქმეთასა და მერმე კუალად-მიიქცეს პირველთავე ჩუეულებათა მიმართ, არა ოდენ შრომილისაჲ მის სასყიდელი დაშჭირდეს, არამედ უმეტესსაცა საშჯელსა ღირს იქმნას, რამეთუ იხილა გემოჲ კეთილთა მათ სიტყუათა ღმრთისათაჲ და ღირს იქმნა საიდუმლოთა სულიერთა და მერმე ყოველივე იგი უგულებელს-ყო მცირედისა გულისთქუმისათჳს. “რამეთუ უმეცარი იგი ღირს არს შენდობისა, ხოლო ძლიერნი ძლიერადცა იტანჯნენ” (სიბრძნ. 6,7), ერთმან ღამემან და ერთმან ეშმაკისა ბრძოლამან შრომაჲ იგი ყოველი დაარღჳა და უჩინო ყო. ვითარ უკუე გულსმოდგინე ვიყო აწ სიტყუად? და უწყითმცა, ვითარმედ დავიდუმემცა, უკუეთუმცა არა მეშინოდა საქმისა მისგან იერემია წინაჲსწარმეტყუელისა, რომელსა ურჩისა მის ერისა მიმართ სიტყუად არა ენება და ამისთჳს მოიწია მის ზედა, ვითარცა იგი იტყჳს თჳთ, ვითარმედ: იქმნა ცეცხლი წელთა შინა მისთა და შეიწუებოდა ყოვლით კერძო და ვერ ძალ-ედვა თავს-დებად.

ხოლო აწ დედათა ბოროტთა დაივიწყეს შიში ღმრთისაჲ, შეურაცხ-ყვეს საუკუნოჲ იგი ცეცხლი ესევითარსა მას დღესა შინა, რაჟამს თანა-ედვა ჴსენებისათჳს აღდგომისა დაჯდომაჲ სახლთა შინა თჳსთა და მოჴსენებაჲ დღისა მის, რაჟამს-იგი განეხუნენ ცანი და გამოჩნდეს მსაჯული იგი ზეცით: და საყჳრნი ღმრთისანი და აღდგომაჲ მკუდართაჲ და საშჯელი სიმართლისაჲ და მიგებაჲ თითოეულისაჲ საქმეთა მისთაებრ.

ამათ ესევითართა საქმეთა წურთისა წილ და განწმედისა წილ გულთა მათთაჲსა ბოროტთა გულისსიტყუათაგან და აჴოცისა ცრემლითა ცოდვათა მათთა და განმზადებისა წილ მიგებებად ქრისტესა დიდსა მას დღესა გამოჩინებისა მისისასა, განაგდეს უღელი იგი ქრისტეს მონებისაჲ და მოიჴადნეს თავთაგან პატიოსნებისა იგი საბურველნი, უგულებელს-ყვეს ღმერთი და უგულებელს-ყვნეს ანგელოზნი მისნი და ურცხჳნო იქმნეს წინაშე პირსა მამათასა: და გარდაიტევეს თმები, მიითრევდეს სამოსელთა და იმღერდეს ფერჴითა, თუალითა ბილწითა, სიცილითა ურცხჳნოჲთა მღერად და ბორგად აღიძრნეს და შეაგინებდეს გულსა ჭაბუკთასა და ეკლესიათა მათ წინაშე, რომელნი არიან გარეგან ქალაქისა, მემღერნი განაწყვნეს მათ და ადგილად თჳსისა საძაგელებლობისა ყვნეს წმიდანი იგი ადგილნი. შეაგინეს ჰაერი ჴმათა მათგან სამეძვოთა და შეაგინეს ქუეყანაჲ ფერჴთა მათ მიერ არაწმიდათა, რომლითა იქმოდეს მღერასა მას. და უგუნურთა ჭაბუკთა სიმრავლე გარე-მოაწყვნეს სახილველად მათდა, მეძავ განცოფებულ იქმნეს და ბორგილებისა არცა ერთი საზღვარი დაუტევეს.

ესე ყოველივე ვითარ დავიდუმო? ანუ ვითარ ღირსად ვგოდებდე ამას? ღჳნომან მოგუატყუა ესევითარი ესე სულთა ზღვევაჲ, ღჳნომან, რომელი მოუცემიეს ღმერთსა ნუგეშინისსაცემელად უძლურებისა ბრძენთადა, ხოლო აწ საჭურველ ცოდვისა ექმნა უგუნურთა მათ.

წმ. თეოდორე სტუდიელი: წერილები (5)

К Cтефану секретарю

Вчера, когда мы наслаждались достославным твоим присутствием, после некоторых других бесед, для которых ты и прибыл сюда, у нас зашла речь о предметах Писания, и мы, находясь в большом недоумении, расстались друг с другом, не достигнув в этом согласия.[1] Конечно, господин, мы, как люди простые, совершенно не соответствуем присущей тебе мудрости. Но чтобы молчанием о том, о чем должно говорить, нам не навлечь на себя осуждения,- ибо Писание говорит: обличением да обличиши ближняго твоего, и не приимеши ради него греха, а с другой стороны, обличая премудрого, будем еще более возлюблены им, - мы почли необходимым высказать тебе то, что должно.

Ты, господин мой, - скажу кратко, - соединяя вместе многие вопросы и возражения, сказал, что, кроме веры, ни о каких других заповедях Господних никому не следует вразумлять предстоятельствующего пастыреначальника, когда он, по неведению или по своему желанию, делает что-нибудь непозволительное. А мы говорили, что следует, и даже очень, но только тем, которые превосходят других знанием и благоразумием. И каких только доказательств неосновательности такого мнения мы не можем привести? Приведем пример из Ветхого Завета.

Во-первых, что ты думаешь о поступке Даниила?[2] Не удостоился ли он похвал за то, что не только вразумил, но и осудил старцев, беззаконно обвинивших святую Сусанну, хотя он был в таком возрасте, который по закону не давал права говорить и высказываться свободно?[3] Так или нет? И разве ты не одобряешь Иоава, который, когда божественный Давид задумал пересчитать народ, что послужило поводом к гневу Божьему, возражал, удерживал и старался убедить Царя не делать этого?[4] Ты ведь знаешь историю. Убеждает меня в том и Иофор, который напоминал великому Моисею и уговаривал его не так управлять народом, некоторым образом вразумляя его и склоняя к своему желанию.[5] А кто он был? Иноплеменник, хотя и тесть Моисея. И кому он говорил? Тому, кто делал все по откровению Божию. Но скажем об этом немного, чтобы речь наша не была длинной.

Открытое письмо с Соловков, заместителю патриаршего Местоблюстителя Митрополиту Сергию, по поводу послания от 16/29 июля 1927 года

(მიტროპოლიტ სერგის აღნიშნული დეკლარაციის სრული ტექსტი იხილეთ ქვემოთ)

სოლოვკის საკონცენტრაციო ბანაკში დაპატიმრებული
აღმსარებელი მამები

1. Мы одобряем самый факт обращения Вашего к Правительству с заявлением о лояльности Церкви в отношении к советской власти во всем, что касается гражданского законодательства и управления. Подобные заверения неоднократно высказывались Церковью в лице почившего Патриарха Тихона, но не разсеяли однако подозрительного отношения к ней правительства. Повторение таких заверений все же считается целесообразным.

2. Мы вполне искренно принимаем чисто политическую часть послания, а именно:

а) мы полагаем, что клир и прочие церковные деятели обязаны подчиняться всем законам и правительственным распоряжениям, касающихся гражданского благоустройства государства.

б) мы полагаем, что, тем более, они не должны принимать никакого участия, ни прямого ни косвенного, в заговорах и организациях, имеющих целью ниспровержение существующего порядка управления.

в) не должны и обращаться к иноземным правительствам для осуществления политического переворота в России.

г) клир должен устраняться от всякой политической деятельности, как в публичных выступлениях, так и в частных беседах, не порицая правительства и его действий.

3. Но мы не можем принять и одобрить послание его в целом, по следующим соображениям:

კითხვა-მიგება მარკოზ ეფესელისა, რომლის ზედწერილია “ლატინოს,” ანუ “მრწამსის” დანამატის შესახებ

ლათინელი: მიკვირს, რომ გვკიცხავთ ჩვენ “მრწამსის” შევსების გამო, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო კრებამ პირველი კრების მთელი მრწამსი შეცვალა, როდესაც დამატებები შესძინა მას და როდესაც მეტი სიცხადისათვის გაზარდა კიდეც და განავრცო იგი. ასე რომ, სიტყვიერი ცვლილება არაფერს ავნებს მათ, რომლებიც ზედმიწევნით იცავენ დოგმატებს.

ბერძენი: ვაღიარებთ, რომ ასეა და ვიცით, რომ მეორე კრების “მრწამსი” წარმოადგენს პირველის სიტყვიერ ცვლილებას, თუმცა ამით იმას როდი ვამბობთ, რომ ხსენებულ მამათა მსგავსად, თქვენც გაქვთ უფლება შეცვალოთ “მრწამსი”.

ლათინელი: რატომ?

ბერძენი: უპირველსად, იმიტომ, რომ ის კრებები მსოფლიო კრებები იყო, ხოლო შენი შემატება ამგვარი არ არის, თუმცა დიდად იქადი პაპით და მისი პირველობით. გარდა ამისა, მაშინ შეიძლებოდა შემატება, რადგანაც ჯერ კიდევ არ იყო ეს აკრძალული, ხოლო შენ, რომელიც აკრძალვის შემდეგ ბედავ სიტყვის დართვას, თანამდები ხარ მამათა მიერ აღმოთქმული წყევლისა.

ლათინელი: როდის და რა მიზეზით მოხდა აკრძალვა?