არქ. რაფაელის “ეკლესიოლოგიის” წინააღმდეგ (დასასრული)
მღვდელი გელასი აროშვილი
ნაწილი მეოთხე - განხეთქილება
“წარმართებს ეკლესია თავისკენ მოუხმობს, მწვალებლებს განაგდებს, განხეთილების შემომტანთ კი თავად განეშორება”.
(“ნეტარი ავგუსტინე. “ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის”)
ეპისკოპოსი უმაღლესი, უმთავრესი წოდებაა ეკლესიაში. იგი აშკარა ცოდვილიც რომ იყოს, ქრისტიანი ვალდებულია მას სათანადო პატივი მიაგოს, დაემორჩილოს საკრებო განჩინებამდე. მაგრამ თუ იგი მწვალებლობას ქადაგებს, ანდა რელიგიურ ურთიერთობაში შედის მწვალებლებთან, მაშინ ქრისტიანი არ უნდა ელოდოს საკრტბო განჩინებას, არამედ დაუყოვნებლივ უნდა განეშოროს ამგვარ ეპისკოპოსს. ეკლესიის კანონებით, საკრებო განჩინებამდე გამოყოფა შეიძლება მხოლოდ მწვალებლებისაგან. კლერიკოსთა და საეროთა ყველა დანარჩენი გამოყოფა ეპისკოპოსთაგან არის განხეთქილება ანუ სქიზმა.
კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-15 კანონში ვკითხულობთ: “ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან”.
შეუძლებელია სათქმელის ამაზე მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბება. ამ კანონიდან ნათლად ჩანს თუ ვინ არის განხეთქილების მომქმედი - ის ვინც გაემიჯნა ეპისკოპოსს, რომელიც ეკლესიის მიერ, უკვე სახელდებულ და ანათემირებულ მწვალებლობათა (ასეთია ეკუმენიზმი, რომელშიც თავს იყრის ყველა ერესი) და მათ მიმდევართა რეაბილიტაციასა და მათთან მეგობრობას ცდილობს, თუ ის ვინც საეკლესიო ხელისუფლების უზურპაციით საეკლესიო გარდამოცემას ხელყოფს და სიახლე შემოაქვს. როდესაც ეპისკოპოსი, მით უმეტეს ეპისკოპოსები მოქმედებენ კანონიკური წესების საწინააღმდეგოდ, ე.ი. ზოგად-საეკლესიო სწავლების საწინააღმდეგოდ, ეკლესიის საერთო ნებასთან შეუთანხმებლად, რადგანაც ეკლესიას უკვე გამოტანილი აქვს თავისი საბოლოო ვერდიქტი აღნიშნულ საკითხებზე (მაგ. თანალოცვა და თანაზიარება ერეტიკოსებთან, მათი რიტუალების მადლმოსილად ცნობა და სხვა), მაშინ ასეთი პატრიარქები და ეპისკოპოსები თავად ხდებიან სქიზმის (განხეთქილების) მიზეზნი და მოქმედნი და საკუთარ თავს ეკლესიის გარეთ აყენებენ. ისინი განხეთქილებაში არიან ზეციურ ეკლესიასთან, მოციქულებთან, მოწამეებთან, აღმსარებლებთან, წმიდა მამებთან, რადგანაც მათ მიერ დაღვრილ სისხლს, ცრემლს, ოფლს შეურაცხყოფენ; მათ მიერ დადგენილ კანონებს დასცინიან, მათ სწავლებას ამახინჯებენ.
ორგზისი კრების მე-15 კანონის განმარტებისას ეპისკოპოსი ნიკოდიმოს დალმატელი წერს: “თუ ეპისკოპოსი მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე სწავლების ქადაგებას დაიწყებს მაშინ სამღვდელოებასა და მრევლს არათუ უფლება აქვს გაემიჯნოს მას არამედ ვალდებულიც კია გაწყვიტოს მასთან კავშირი, რისთვისაც ქებას დაიმსახურებენ, რადგანაც წინ აღუდგნენ ცრუ ეპისკოპოსს; ამით მათ განხეთქილება კი არ შემოაქვთ არამედ პირიქით, თავისი ძალების შესაბამისად ეკლესიას ანთავისუფლებენ განხეთქილებისაგან”. ("Правила Правосл. Церкви с толкованиями", т. II, 1912, стр. 308).
მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში (მ.ე.ს.) - საინფორმაციო ინტერნეტ-გამოცემა
Showing posts with label არქიმ. რაფაელ კარელინის “ეკლესიოლოგიის” წინააღმდეგ. Show all posts

ეკლესია - სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (3)
არქ. რაფაელის “ეკლესიოლოგიის” წინააღმდეგ
მღვდელი გელასი (აროშვილი)
ნაწილი მესამე - ეპისკოპოსი
“და სადაცა იყოს ეპისკოპოსი, მუნმცა არს ყოველი ეკლესია”
(წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, “სმირნელთა მიმართ”)
“ეპისკოპოსის წოდება იმდენად აუცილებელია ეკლესიაში, რომ მის გარეშე ეკლესია არ არის ეკლესია, ხოლო ქრსიტიანი - ქრისტიანი. ეპისკოპოსი როგორც მოციქულთა მემკვიდრე სული წმიდის მიერაა მოწოდებული და ხელდასხმული. იგი არის ცოცხალი სახე (ხატი) ღმრთისა ამქვეყნად. ...ეპისკოპოსი ისევე აუცილებელია ეკლესიისთვის, როგორც სუნთქვა ადამიანისთვის და მზე - ქვეყნიერებისათვის. მან უნდა გაასხვისნოს და გაათბოს, ვითარცა მზემ, თავისი სამწყსო, გარდაქმნას იგი ტაძრად ღმრთისა” (აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე. 1723 წ. თავი X).
წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი იმავე მიმართებაში აყენებს ეკლესიას ქრისტესადმი, როგორშიც ქრისტეა მამა ღმერთისადმი. მეორეს მხრივ მორწმუნენი შეერთებულნი არიან ეპისკოპოსთან, ისევე, როგორც ეკლესია იესო ქრისტესთან და როგორც ქრისტე მამასთან. “ჭეშმარიტად ვნატრი სიყვარულსა თქეენსა განზავებულსა მის თანა (ეპისკოპოსთან), ვითარცა იგი აქუს ეკლესიასა ქრისტეს თანა და ქრისტესა ღმრთისა მამისა თანა, რამეთუ ეგრეთვე თქუენცა ყოვლითურთ შეერთებულ ხართ და განზავებულ და შენაწევრებულ (“ეფესელთა მიმართ ეპისტოლე”. თავი V).
“იტყვის უფალი: “მე და მამა ჩემი ერთ ვართ” (იოანე. 10; 30). სხვა ადგილას მამისა, ძისა და სული წმიდის შესახებ წერია: “ესე სამნი ერთ არიან” (1 იოანე, 5; 7). ვინ იფიქრებს, რომ ეს ერთიანობა, რომელიც ღმრთაებრივ უცვალებლობაზეა დამყარებული და ზეციურ საიდუმლოებებთანაა შეერთებული, განა შეიძლება დაირღვეს და დანაწევრდეს იმის გამო, რომ ეკლესიაში მეტოქე მხარეები ვერ შეთანხმდნენ? არა, ამ ერთიანობის დამარღვეველი არ ინახავს საღმრთო სჯულს, არ იცავს მამისა და ძის რწმენას, არ ადგას ცხონების ჭეშმარიტ გზას. ეს საიდუმლო ერთიანობისა, ეს განუყოფელი თანხმობა ასახულია სახარებისეულ ამბავში ქრისტეს კვართის შესახებ. ამ კვართს მამისაგან ჰქონდა მაღლით მიცემული ერთიანობა, და ამიტომ არ შეიძლებოდა დაენაწევრებინათ იმათ, ვისაც ის ერგო, არამედ ერთხელ და სამუდამოდ დარჩა მთლიანი და განუყოფელი. ამიტომ შეუძლებელია ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს. თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა” (წმ. კვიპრიანე კართაგენელი “ეკლესიის ერთიანობის შესახებ”).
მაგრამ ვინ არღვევს, ვინ ანაწევრებს ქრისტეს კვართს? ვის შემოაქვს განხეთქილება ეკლესიაში?

ეკლესია - სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (2)
არქ. რაფაელის “ეკლესიოლოგიის” წინააღმდეგ
მღვდელი გელასი აროშვილი
ნაწილი მეორე - ეკლესია
“ძმანო, დავადგრეთ ეკლესიის გარდამოცემას, ნუ შევცვლით ჩვენი წმიდა მამების მიერ დადებულ საზღვრებს, ნუ დავუთმობთ ადგილს მათ, ვისაც სიახლეების შემოტანა და წმიდა, საღმრთო, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შენობის დანგრევა სურს, რადგანაც, თუ ყველა თავის ნებაზე მოიქცევა, ეკლესიის სხეული ნელ-ნელა დაირღვევა”.
(წმ. იოანე დამასკელი).
“და მე გეტყვი შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას” (მათ. 16;18).
წმ. იოანე ოქროპირი: “და დააფუძნა ეკლესია კლდესა მას ზედა ჭეშმარიტისა აღსარებისასა, და ეკლესია კიდეთაგან ქუეყანისათა კიდედმდე მისა განჰმარტა და ბრძანა, ვითარმედ: “ცანი და ქვეყანა წარხდენ, და სიტყვანი ჩემნი არასადა წარხდენ” (მათ. 24,25). რა არს უმეტეს ამის სწორებისა და ამის ერთობისა, ჭეშმარიტისა და სრულისა? ...და კუალად, შეურყევლად დაცვა ეკლესიისა ბრძოლათა მათ შინა ყოვლისა სოფლისათა და აღსაარებასა მის მართლისა უძლეველად დამტკიცება”. (“თარგმანება მათეს სახარებისა”, წიგნი III, გვ. 84). “აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ საფუძველი ჭეშმარიტი არს წმიდაი ესე მართლაღსარება, რომელი განგვიწესა უფალმან, და წმიდათა მოციქულთა და მამათა გუასწავეს, და სხვა საფუძველი ვერვის ხელეწიფების დადებად; რამეთუ რომელთაცა სხვასა საფუძველისა ხელ-ჰყვეს დადებად, იქმნეს მწვალებელ, და სამართლად შეიჩუენნეს და განვარდეს”. (იქვე. გვ.490).
“აწ უკუე რომელმან აღაშენოს სახლი თვისი ამას კლდესა ზედა, რავდენმეღა თუ იყვნენ წვიმანი, და წარმოეცნენ მდინარენი, და ქროდენ ქარნი და ეკუეთნენ სახლსა მას, ვერ დაეცეს, რამეთუ დამყარებულ არს იგი კლდესა ზედა და აღშენებულ არს საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინასწარმეტყველთასა, რომელსა თავ საკიდურთა არს ქრისტე იესუ; ხოლო რომელნი ორგულებით შებრკოლდეს ბოროტად მადიდებლობითა, მან ისმინენ ნაცვალი იგი, რამეთუ აღაშენა სახლი თვისი ქვიშასა ზედა, და ვითარ იწყო წვიმად და ანქრევდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა, და იყო დაცემა იგი დიდ. ამისთვის უკვე მოციქული საღმრთოსა მის ხილვასა ქადაგებს და იტყვის: “რამეთუ არა მეცნიერებისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი ძალი და მოსლვა”. (“საკითხავნი ფერის-ცვალებისანი”. სინური მრავალთავი, გვ. 196).
“აწ რაი-მე არიან სიტყვანი მისნი? რამეთუ ესრე თქვა, რამეთუ: “...ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი” - არა თუ პეტრეს კლდესა ზედა თქუა, არცაღა ვის კაცსა ზედა, არამედ სარწმუნოებასა ზედა აღაშენა ეკლესია. და მოწამე არიან ამას წმიდანი მარტვილნი, რომელნი იწამნეს, რამეთუ გუერდთა მათთა ხურეტდეს და მათ სარწმუნოება იგი არა წარწყმიდეს. ჰოი ახალი ესე საქმე და საკვირველი! რამეთუ კედელი დაითხარებოდა და საფასე არა გამოიპარვოდა; ხორცნი მათნი მოჰკფთებოდეს და სარწმუნოება იგი არა შემცირდებოდა! ესე ვითარი ძალი აქუნდა მარტვილთა მათ! “და ესე ვითარსა კლდესა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას არა ერეოდიან”... და მო-ღათუ ვინმე გაკვდინოს შენ, გზაივე შენი იგი არს, გარნა სარწმუნოებასა შენსა ნუ წარსწყმედ, ფასსა მას, დაუკლებელსა სარწმუნოებასა. რამეთუ მარტვილნი იგი რომელ იმრატვილნეს, სარწმუნოება თვისი არა წარწყმიდეს. რამეთუ ესრეთ თქვა: “ამისთვის ხორცნი შთავიცუენ, რაითა ყოველივე სოფელი ეკლესია ვყო. რამეთუ დიდი გულსმოდგინება არს ღმრთისა ეკლესიათათვის. არა თუ რომელნი-ესე ზღუდითა შემკულ არიან, არამედ რომელნი სარწმუნოებით განძლიერებულ არიან” (იქვე გვ. 221-223. “სატფურებისათვის”)

ეკლესია - სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (1)
არქ. რაფაელის “ეკლესიოლოგიის” წინააღმდეგ (ოთხ ნაწილად)
მღვდელი გელასი აროშვილი
ნაწილი პირველი -“ბრძენთა” დაცემა
“და თქუა იესუ: სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რათა, რომელნი არ ხედვიდეს, ხედვიდენ; და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ. ესმა ესე ფარისეველთაგანთა, და ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა? ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმანი იყვენით ცოდვამცა არა გაქუნდა; ხოლო აწ იტყვით, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან”.
(იოანე 9; 39-41)
მოსკოვის პატრიარქ ალექსი II ლოცვა-კურთხევით გამოიცა არქ. რაფაელ კარელინის წიგნი “ამპარტავანთა დაცემა”. იგი მთლიანად მიმართულია განხეთქილების მოქმედთა წინააღმდეგ და ძირითადად ეყრდნობა წმ კვიპრიანე კართაგენელის ცნობილ ტრაქტატს “ეკლესიის ერთიანობის შესახებ”. ავტორი უხმობს მრავალრიცხოვან ციტატებს ამ ნაშრომიდან და თვალნათლივ წარმოაჩენს განხეთქილების როგორც მომაკვდინებელი ცოდვის არსსა და მის შედეგებს. კითხვას იწვევს მხოლოდ ერთი საკითხი ვის ეხება ჩვენს დროში ეს მხილება და ვის უწოდებს არქ. რაფაელი განხეთქილების მოქმედს. ნაშრომის დასაწყისშივე ნახსენებია წმ. კვიპრიანეს თანამედროვე ორი განხეთქილება, რომელსაც ფელიცისიმე და ნოვაციანე ხელმძღვანელობდენ. პირველნი ითხოვდნენ, რომ ყველა ქრისტიანი, რომლებმაც უარყვეს ქრისტე და კერპებს შესწირეს მსხვერპლი სინანულის გარეშე მიეღოთ ეკლესიაში, ხოლო სამღვდელოება იმავე ხარისხში. მეორენი, ანუ ნოვაციანელნი კი პირიქით თვლიდნენ, რომ ქრისტეს უარმყოფელნი სამუდამოდ უნდა განეკვეთათ ეკლესიიდან და სინანულის შემთხვევაშიც კი არ უნდა მიეღოთ ეკლესიაში. აი ამ განხეთქილებათა წინააღმდეგ დაწერა წმ. კვიპრიანემ თავისი ტრაქტატი. არქ. რაფაელი არ ასახელებს ჩვენი დროის განყოფა-განხეთქილებათა არანაირ მიზეზებს, მთლიანად გვერდს უვლის თანამედროვე ეკლესიოლოგიურ ერესს - ეკუმენიზმს. თითქოს ასეთი რამ საერთოდ არც არსებობდეს ბუნებაში და თითქოს ოფიციალურ საყდართა პატრიარქები ჭეშმარიტების სამაგალითო მართლმკვეთელნი იყვნენ, არ ღალატობდნენ მართლმადიდებლობას, არ აკანონებდნენ საეკლესიო კანონთა დარღვევასა და უგულებელყოფას, არ აზიარებდნენ მსოფლიო კრებათა მიერ ანათემირებულ მწვალებლობათა მიმდევრებს, არ აწერდნენ ხელს დოკუმენტებზე, რომლებშიც მადლმოსილად არის აღიარებული მწვალებელთა “საიდუმლონი”, არ ქადაგებდნენ საჯაროდ ერესს, არ ლოცულობდნენ წარმართებთან, იუდეველებთან, მუსულმანებთან, ბუდისტებთან და სხვა რელიგიათა მიმდევრებთან ერთად, არ შემოჰქონდეთ მოდერნიზმი, არ აწევრიანებდნენ თავიანთ საყდრებს აშკარად ანტიმართლმადიდებლურ საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვა. მოკლედ თითქოს ყველაფერი წესრიგშია და აი მავანი და მავანი მაინც ემიჯნება, თუმცა ამის არანაირი ობიექტური მიზეზი არ გააჩნია. რას იტყვი მკითხველო? უპატიოსნოდ ხომ არ გეჩვენება ავტორის ამგვარი ხერხი - საერთოდ არ შეეხო პრობლემას, არ დაასახელო არც ერთი მიზეზი თანამედროვე განყოფისა და მხოლოდ წყევლა-კრულვა დაატეხო ქრისტიანებს, რომელთა დანაშაულიც მხოლოდ ის არის, რომ ეკლესიის სწავლების, მართლმადიდებლობის ერთგულება გადაწყვიტეს. პოლემიკის დროს ამგვარ აკრძალულ ხერხებს წარმართი ფილოსოფოსებიც კი არ იყენებდნენ. წმიდა მამები ანტიერეტიკული თუ ანტისქიზმატური ნაშრომების წერისას, პირველ რიგში დეტალურად ჩამოთვლიდნენ და განიხილავდნენ ყველა ცდომილებას, ადარებდნენ ეკლესიის მოძღვრებას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჰქონდათ საბოლოო, სამართლიანი ვერდიქტი. ამგვარი პოლემიკური ხასიათის არაერთი ძეგლია ჩვენამდე მოღწეული. მარტო წმ. ირინეოს ლიონელის ხუთი წიგნი რად ღირს წვალებლობათა წინააღმდეგ, რომელშიც მთლიანად არის წარმოჩენილი იმდროინდელ ერეტიკოსთა (ძირითადად გნოსტიკოსთა) რელიგიური სისტემები. მაშასადამე მეთოდს რომელსაც არქ. რაფაელი იყენებს არ გააჩნია ანალოგი პატრისტიკაში, იგი მზაკვრულია და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
Subscribe to:
Posts (Atom)