შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა

თქუმული წმიდისა გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა


ქრისტე იშვების, უგალობდეთ; ქრისტე ზეცით გარდამოვალს, მივეგებვოდით; ქრისტე ქუეყანასა ზედა, ამაღლდებოდეთ! "უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაჲ"! და რაჲთა ორივე შემოკლებულად ვთქუათ, "იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაჲ" ზეცისაჲსა მისთჳს და მერმე ქუეყანისაჲსა! ქრისტე ჴორციელად - შიშით და სიხარულით უგალობდეთ! შიშით - ცოდვისათჳს, და სიხარულით - სასოებისათჳს. ქრისტე ქალწულისაგან, ჵ დედანო, ქალწულ იქმნენით, რაჲთა იქმნეთ დედა ქრისტჱსა!

ვინ არა თაყუანის სცემდეს დაუსაბამოსა მას? ვინ არა უგალობდეს უკუანაჲსკნელსა მას? კუალად ბნელი დაჰჴსნდების, კუალად ნათელი მოიქცევის, კუალად ეგჳპტე იგუემების ბნელითა მით, კუალად ისრაჱლი სუეტითა მით განათლდების. ერი რომელი სხდა ბნელსა უგუნურებისასა იხილეს ნათელი მეცნიერებისა დიდისაჲ. პირველი იგი წარჴდა და აჰა ესერა იქმნა ახალია, სახჱ იგი წარვალს და სული აღორძნდების; ჩრდილნი იგი განქარდებიან და ჭეშმარიტებაჲ მელქიზედეკ შეკრბების, რომელსა არა ესუა დედაჲ, იყო
იგი უმამო; უდედო პირველად და უმამო მეორედ. შჯული იგი ბუნებათაჲ განქარდების  და ჯერ არს განსრულებაჲ; ზეცისა იგი სასუფეველი, ქრისტე, გუამცნებს არა დაბრკოლებად. "ყოველმან თესლებმან აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი", "რამეთუ ყრმაჲ იშვა ჩუენდა და ძედ მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ ზედა მჴართა მისთა, რამეთუ ჯუარსა ზედა აღმაღლდების და ჰრქჳან მას სახელი დიდისა ზრახვისა მამისა ანგელოზი. იოვანე დაღადებს; "განმზადენით გზანი უფლისანი". და მე ვღაღადებ ძალსა დიდსა მისსა; უჴორცოჲ იგი ჴორციელ იქმნების, ძჱ ღმრთისაჲ ძჱ კაცის იქმნების, "იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი უკუნისამდე".