შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა

თქუმული წმიდისა გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა


ქრისტე იშვების, უგალობდეთ; ქრისტე ზეცით გარდამოვალს, მივეგებვოდით; ქრისტე ქუეყანასა ზედა, ამაღლდებოდეთ! "უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაჲ"! და რაჲთა ორივე შემოკლებულად ვთქუათ, "იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაჲ" ზეცისაჲსა მისთჳს და მერმე ქუეყანისაჲსა! ქრისტე ჴორციელად - შიშით და სიხარულით უგალობდეთ! შიშით - ცოდვისათჳს, და სიხარულით - სასოებისათჳს. ქრისტე ქალწულისაგან, ჵ დედანო, ქალწულ იქმნენით, რაჲთა იქმნეთ დედა ქრისტჱსა!

ვინ არა თაყუანის სცემდეს დაუსაბამოსა მას? ვინ არა უგალობდეს უკუანაჲსკნელსა მას? კუალად ბნელი დაჰჴსნდების, კუალად ნათელი მოიქცევის, კუალად ეგჳპტე იგუემების ბნელითა მით, კუალად ისრაჱლი სუეტითა მით განათლდების. ერი რომელი სხდა ბნელსა უგუნურებისასა იხილეს ნათელი მეცნიერებისა დიდისაჲ. პირველი იგი წარჴდა და აჰა ესერა იქმნა ახალია, სახჱ იგი წარვალს და სული აღორძნდების; ჩრდილნი იგი განქარდებიან და ჭეშმარიტებაჲ მელქიზედეკ შეკრბების, რომელსა არა ესუა დედაჲ, იყო
იგი უმამო; უდედო პირველად და უმამო მეორედ. შჯული იგი ბუნებათაჲ განქარდების  და ჯერ არს განსრულებაჲ; ზეცისა იგი სასუფეველი, ქრისტე, გუამცნებს არა დაბრკოლებად. "ყოველმან თესლებმან აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი", "რამეთუ ყრმაჲ იშვა ჩუენდა და ძედ მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ ზედა მჴართა მისთა, რამეთუ ჯუარსა ზედა აღმაღლდების და ჰრქჳან მას სახელი დიდისა ზრახვისა მამისა ანგელოზი. იოვანე დაღადებს; "განმზადენით გზანი უფლისანი". და მე ვღაღადებ ძალსა დიდსა მისსა; უჴორცოჲ იგი ჴორციელ იქმნების, ძჱ ღმრთისაჲ ძჱ კაცის იქმნების, "იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი უკუნისამდე".



ურიანი დაბრკოლდებოდედ, წარმართნი გუეკიცხევედ და მწვალებელნი მრავლის-მეტყუელებედ! მაშინ ჰრწმენეს, რაჟამს იხილონ იგი ზეცად აღმაღლებული; და უკუეთუ აწ "რა ჰრწმენეს, მაშინ სამე ჰრწმენეს, რაჟამს მოვიდეს ზეცით და დაჯდეს განშჯად. ხოლო ესე უკუანაჲსკნელ, და აწ კრებაჲ ესე არს ღმრთისა გამოჩინებისა, შობა". და ორნივე ესე ითქუმიან ორითა სიტყჳთა, ორნი ერთსა ხოლო მოასწავებენ, რამეთუ გამოუჩნდა კაცთა შობითა. ხოლო შობაჲ მისი პირველად არს და მარადის არს, რომლისაგან იგი მარადის არსისა მისგან უზეშთაეს მიზეზთა და სიტყჳსა, რამეთუ არა იყო სიტყუაჲ უფროჲს სიტყჳსა. ხოლო მეორჱ ესე შობაჲ ჩუენთჳს უკუანაჲსკნელ, რაჲთა მომცემელმან არსებისამან მოგუანიჭოს ჩუენ კეთილი არსებაჲ, და უფროჲსღა ვთქუათ, თუ ვინაჲთგან მივიცვალენით ბოროტის საქმითა კეთილისა მისგან არსებისა, და კუალად მოგუაქცინეს ჴორც-შესხმითა მისითა. და მისსა გამოჩინებასა ეწოდა გამოჩინებაჲ ღმრთისაჲ, და შობასა - შობაჲ.

ესე არს კრებაჲ ჩუენი, ამით ვდღესასწაულობთ დღეს, მოსლვაჲ ღმრთისაჲ კაცთა შორის, რაჲთა ჩუენცა მივეახლნეთ ღმერთსა, ანუ თუ მოვიქცეთ მისა. და უფროჲსღა ჯერ არს თქუმად, ვითარმედ "განვიძარცოთ ძუელი იგი კაცი და შევიმოსოთ ახალი, ვითარცა იგი ადამის მიერ მოვკუედით, ეგრეცა ქრისტჱს მიერ ვცხონდეთ"! ქრისტჱს თანა შობილნი და ჯუარცუმულნი, და დაფლულნი და ცხოველნი, და ჯერ არს ჩუენდა მიცვალებად კეთილისა. და ვითარცა იგი კეთილისაგან მივიცვალენით მწუხარებად, ეგრევე მწუხჲრებისაგან უმჯობჱსი, "რამეთუ სადა იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲს გარდაემატა მადლი". და უკუეთუ გემოჲს-ხილვამან მან დასაჯა, და უფროჲ(ს)ღა განამართლოს ვნებამან ქრისტჱსმან!

ამისთჳს ვდღესასწაულობდეთ არა თუ სიმღერითა, არამედ ღმრთისა მიერ, არა თუ ქუეყანისაჲთა ამით, არამედ უფროჲსღა უფლისა ჩუენისაჲთა, არა თუ უძლურებით, არამედ კურნებითა, არა თუ დაბადებულობით, არამედ ანახლებითა დაბადებულისაჲთა. და ვითარ ესე? არა თუ შემკობითა ბჭეთაჲთა და არცა განწყობითა მემღერთაჲთა, და არცა ურაკპარაკთა განშუენებითა, არცა შუებითა თუალთაჲთა და არცა განცხრომითა სასმენელთაჲთა და არცა-საენოსელთაჲთა. არცა ვისიძვიდეთ გემოჲს-ხილვითა, არა მივერჩდეთ ჴელის-შეხებასა მწრაფლ მიმყვანებელსა სიბოროტესა დღისასა. არა შევიმოსნეთ სამოსლითა ჩჩჳლითა, რომლისაჲ შუენიერებაჲ მისი განქარვებად არს, არა თუ განბრწყინვებითა ქვათა პატიოსანთაჲთა, არცა ელვითა ოქროჲსათა და არცა სიმრავლითა  ფერთაჲთა, რომლისაჲ შუენიერებაჲ ტყუვილ არს და მოპოვნებაჲ მისი დამჴობა არს კაცისა, რომელ იგი არს ხატი ღმრთისაჲ. არა სიმდიდრითა, არცა სიმთრვალითა, რომლისაგან არს მრუშებაჲ და სიბილწჱ, რამეთუ სწავლაჲ ბოროტი არნ ბოროტთა მოძღუართა მოძღურებაჲ, და უფროჲსღა ვთქუათ, ვითარმედ თესლისაგან ბოროტისა ბოროტი მკაჲ. არა განვიმზადნეთ ტაბლანი მაღალნი განსასუენებელად მუცლისა, რომელ არს ჭურჭელი დაჴსნილებისაჲ; არა პატივ ვსცემდეთ სასუმელთა შემზადებულთა, არცა სიჴელოვნესა  მზარაულთასა, არცა მრავალფერთა სულნელთა. ნუმცა მოგჳძღუანებს ჩუენ ზღუაჲ და ჴმელი სკორესა პატიოსანსა, რამეთუ ესრჱთ პატივ ვსცემ მე შუებასა! არა ვისწრაფდეთ ჯობნად ურთიერთას უძღებებითა, რამეთუ უძღებებაჲ არს ყოველი, რომელი უფროჲს საჴმრისა არს; და სხუანი მშიერ და უპოვარ არიან, რომელნი ერთისაგან თიჴისა და ერთისაგან შეზავებისა არიან, არამედ ესევითარნი ესე საქმენი მიუტევნეთ წარმართთა და ამპარტავანებისა მათისა კრებულსა, რომელნი ხადიან ღმერთთა, რომელნი იხარებენ კუამლითა ნაზორევთაჲთა და ჰმონებენ იგინი ღმერთთა მათთა მუცლითა მოძღუარნი, ბოროტნი დამგებელნი, ბოროტნი ეშმაკთანი.

ხოლო ჩუენ, რომელნი ესე ვჰმონებთ სიტყუასა, უკუეთუ გჳნდეს შუების, ვიშუებდეთ სიტყჳთა და შჯულითა და მითხრობითა ღმრთისაჲთა, და სიტყჳთა, სათნოებითა, რომელ არს კრებაჲ ესე, რაჲთა იყოს მადლი მახლობელ და არა შორს მისსა, რომელმან იგი შეგუკრიბნა. და უკუეთუ ინებოთ, მე განგიმზადო

თქუენ დღეს საზრდელი და წარმოგიდგინო თქუენ სიტყუაჲ ამისთჳს, ჵ სტუმარნო კეთილნო, ვითარ იგი ჯერ არს ფართოებით და შუებით, რაჲთა სცნათ, თუ ვითარ გამოზარდნის უცხომან მკჳდრნი ქუეყანისანი და მსოფლიომან - მოქალაქენი, და უშუებელმან - შუებულნი, და ბრწყინვალენი სიმდიდრითა - გლახაკმან
და უპოვარმან.

ამიერითგან ვიწყო, განმზადენით გონებანი თქუენნი და სასმენელნი და საცნობელნი, რომელთა გინებს ჩუენების, რამეთუ სიტყუაჲ საღმრთოჲ არს და ღმრთისათჳს, რამეთუ წარხჳდეთ შუებულნი წარუვალითა. და იყოს თქუმული ესე შემოკლებულ, რაჲთა არა იყოს შემაწუხებელ ნაკლულევანებითა და არცა ნამეტავ განგრძობითა.

ღმერთი იყო მარადის და არს და იყოს, და უფროჲსღა არს მარადის, რამეთუ "არს და იყოს". განყოფაჲ არს ჟამისა ამის ჩუენისაჲ და ბუნებისაჲ მდინარისაჲ, არამედ იგი არსი არს მარადის; და ამით სახელ ედვა, რაჟამს იგი ეჩუენა მოსეს მთასა ზედა, რამეთუ მიეღო ყოველი არსებაჲ დაუსაბამოჲ დაუ სრულებელი. ვითარცა უფსკრული არსებისა მიუწდომელი, დაუსრულებელი, რომელი უზეშთაეს არს ყოვლისა ბუნებისა ჟამიერსა და ბუნებითსა გამოსახული გონებითა, ხოლო და ესეცა ფრიად მცირედ, და არა თუ ბუნებაჲ მისი, არამედ საქმეთაგან შეკრებითა აჩრდილი აჩრდილსა თანა ხატითა ჭეშმარიტად, რომელი შეპყრობადმდე წარვიდის და მოგონებადმდევე განგუეშორის.

და სინათლჱ მისი გონებითა ჩუენითა რაჟამს განვწმიდნეთ, ვითარცა ელვაჲ რაჲ მწრაფლ წარვიდის სახილველთაგან. მე ესრე ვჰგონებ, ვითარმედ მისა წდომელითა მით მიიზიდავს მისა, რამეთუ მიუწდომელი იგი უსასო არნ და არა საძიებელ, და რომელთა იგი მიუწდომელ არს და საკჳრველითა მით საწადელ არს ფრიად და მისა მიმართ წადიერებითა განსწმედს. და განწმედითა მით მსგავსსა გუყოფს; და რაჟამს ესრჱთ ვიპოვნეთ, ვითარცა თჳსთა გუეტეოდის.

და სიტეუაჲ ესე ჩემი კადნიერად იტყჳს; "ღმერთი ღმერთთა შორის აღრეულ და საცნაურ არს, და იცნის საცნაურნი იგი, ვითარ მათ იცნეს იგი, რამეთუ ღმერთი დაუსრულებელ არს, და რომელი რაჲ მისგან მისაწდომელ არს, დაუსრულებელ და უკუეთუ ვისმე ეგონოს, ვითარმედ ბუნებაჲ განმარტებულ არს იგი, ანუ თუ ყოვლითავე მიუწდომელ არს იგი, გინა თუ ყოვლითავე მისაწდომელ, არამედ ვეძიებდეთ რაჲ იგი არს განმარტებულებით, რამეთუ არა განმარტებულებაჲ არს ხოლო ბუნებაჲ ღმერთი, ვითარცა იგი შეერთებულთაგან არს, ბუნებაჲ არს; შეერთებაჲ არს რომელ იგი დაუსრულებელ არს. ორ სახედ საცნაურ არს, რაჟამს მიუტევნის გონებამან სიღრმესა მას ზეცისასა, და არა პოოს სადამცა დაადგრა ანუ მიეყრდნა აჩრდილსა ღმრთისასა.

და აწ რომელ დაუსრულებელ არს აქა და გარეწარუვალი, უწოდა მას დაუსაბამოჲ; და რაჟამს მიხედნეს ქუესკნელსა, უწოდის უკუდავ, და წარუვალ არს; ორივე შეკრბის, უწოდის უკუდავ საუკუნო, რამეთუ საუკუნოჲ არა თუ ჟამი არს, არცა კერძოჲ ჟამისაჲ და არცა განზომილ, არამედ ვითარცა იგი ჟამი ჩუენი არს ძრვაჲ მზისაჲ და განზომილი და საუკუნოჲ დაუსაბამოჲსაჲ დაუსრულებელი არსებითა ვითარცა ძრვაჲ და სივრცჱ ჟამისაჲ.

და აწ ესე არს სიბრძნჱ ჩემი ღმრთისათჳს, რამეთუ არა. არს აწ ჟამი სიტყუად უფროჲს ამისა, და თქუმული ესე არა არს ღმრთისათჳს, არამედ განგებულებისათჳს ჴორცშესხმისა. და რაჟამს ვთქუა ღმერთი, ვიტყჳ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, და არა განეფინების ღმრთეებაჲ უფროჲს ამისა, რაჲთა არა შემოვიხუნეთ ღმერთნი მრავალნი, და არცა უფროჲს ამისა განისაზღვრების; არა სიგლახაკჱ ღმრთეებისაჲ ვთქუათ და ვიქმნეთ ჰურია ერთისა ხოლო თქუმითა და წარმართ - მრავალ-ღმრთეებითა, რამეთუ ბოროტი ორთაჲვე მათ სწორ არს, დაღაცათუ თჳს-თჳს იხილვების. ესრჱთ არს წმიდაჲ წმიდათაჲ, რომლისაგან იფარვენ სერაბინნი და უგალობენ სამწმიდაარობითა ერთღმრთეებასა და ერთსა უფლებასა, ვითარცა იგი სიბრძნის-მეტყუელთა ერთმან, რომელი უწინარჱს ჩუენსა, კეთილად და პატიოსნად.

და, რამეთუ არა კმა ეყო კეთილის-მყოფელსა მას აღძრვაჲ კეთილთა მათ თჳსთაჲ, არამედ ჯერ იჩინა განფენაჲ მადლთაჲ, რაჲთა მრავალთა მიჰმადლოს (და ესე არს უმეტჱსი კეთილი), და რამეთუ პირველად იზრახა ძალთა მათთჳს ანგელოზებრთა ზეცისათა. და ზრახვაჲ იგი მისი იყო საქმჱ განსრულებული სიტყჳთა და სულითა წმიდითა. მაშინ დაემტკიცნეს ნათელნი იგი მეორენი, მსახურნი იგი პირველისა მის ნათლისანი; სულნი ცნობიერნი, გინა თუ ცეცხლნი შეუხებელნი და უსხეულონი, გინა თუ სხუანი ბუნებანი მსგავსნი ამათნი. მნებავს სიტყუად, ვითარმედ აღუძრველ არიან იგინი ბოროტისა, და ყოველი აღძვრაჲ მათი არს კეთილისა მიმართ, რამეთუ მახლობელ არიან დღესა და განათლებულ პირველად ღმრთისა მიერ, და ესენი არიან ნათელნი მეორენი, არამედ მაბრკოლებს მე თქუმად, ვითარმედ აღუძრავ არიან იგინი ბოროტისა მიმართ, რომელი იგი იყო მთიები განთიადისაჲ, ბრწყინვალე იქმნა ბნელ ამპარტავანებითაა და ძალნი იგი ბოროტნი, მის თანა მოქმედნი ბოროტისანი, სივლტოლითა მათითა კეთილისაგან და მიზეზ გუექმნეს ჩუენ ბოროტისა.

ესრჱთ ამასცა აქუნდა დაბადებულებაჲ გონიერი, ვითარ ვჰგონებ მე. აღვჰწონ დიდ-დიდთა საქმეთა მცირითა სიტყჳთა. და რაჟამს განემზადა კეთილად მის მიერ საქმჱ იგი პირველი, იზრახა მეორისა ამისთჳს სოფლისა, ნივთიერისა და სახილავისა, რომელ არს დამტკიცებაჲ ესე, შეზავებული ცათაგან და ქუეჟანისა, და რომელ რაჲ არს შორის მათსა, კეთილად განმზადებული ყოვლითავე, და უფროჲსღა ქებული განსრულებად ერთისა ამისგან სოფლისა, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ შემძლებელ არს დაბადებად ბუნებასა არა თუ მახლობელსა თჳსსა, არამედ ფრიად შორიელისა მისგან, რამეთუ მახლობელ ღმრთეებისა არიან ბუნებანი იგი გონიერნი და შორს მისგან ფრიად - ყოველი, რომელი არს საცნობელთა ამათ ქუეშე, და უშუერღა მათსა - უსულონი და უძრავნი.

და უკუეთუ ვინმე თქუას დღესასწაულის-მოყუარემან, ვითარმედ უგუმირე კიცუსა დეზითა, და გუეტყოდე ჩუენ დღესასწაულისა ამისთჳს, რომლისათჳს არს კრებაჲ ესე ჩუენი დღეს, და მე ვყო ეგრჱთ, დაღაცათუ ვიწყე მაღლით პირველად, არამედ ნებამან და სიტყუამან მაიძულა.

 გონებაჲ და გრძნობაჲ ესრჱთ განიყვნეს, და თითოეული თჳსსა საზღვარსა დაადგრა და უპყრიეს პატივი შემოქმედისა თჳსისაჲ, და აქებენ დამბადებელსა თჳსსა დუმილით და ქადაგებენ მას ჴმა-მაღლად. და ვიდრე აქამომდეარღარა ქმნულ არს შეზავებაჲ მათგან, და არცა შერევაჲ შეუზავებელთაჲ, რომელ არს მეცნიერებაჲ სიბრძნისა დიდისაჲ და სიმდიდრჱ ბუნებათაჲ. და არღა ყოფილ არს ყოველი სიმდიდრჱ კეთილის-ყოფისა მისისაჲ საცნაურ. და სიტყუამან დამბადებელისამან რაჟამს ინება, მან ესე ცხოველი ერთი ორთავე ბუნებათაგანი, ხილულისა და უხილავისა, დამბადა კაცი. ხოლო ჴორცნი მისნი მოიხუნა სიჴშოჲსაგან, რომელ იგი პირველ დაბადებულ იყო, და თჳთ ყო ცხორებაჲ მის თანა, რომელსა თქუმული უწესს სულად გონიერად მსგავსად ღმრთისა. დაამტკიცა ქუეყანასა ზედა მეორე სოფელი, დიდი მცირესა შინა, სხუაჲ ანგელოზი თაყუანის-მცემელი, შეზავებული, მხედვარი დაბადებულთა ხილულთაჲ და გულისხმის-მყოფელი უხილავთაჲ, მეუფჱ მეუფეთაჲ ქუეყანისათაჲ მეუფედ განჩინებული ზეცით, ქუეყანისაჲ და ზეცისაჲ, გამიერი და უკუდავი, ხილული და ცნობილი შორის სიმდიდრესა და სიმცირესა. და იგი არს სულ და ჴორც, სულ - სიმდაბლითა და ჴორც - ამპარტავანებისათჳს; ერთი იგი, რაჲთა ეგოს და ადიდებდეს კეთილის-მყოფელსა მას, და მეორესა მას, რაჲთა ივნოს.

და რაჟამს ივნოს, მოეჴსენოს და განისწავლოს პატივცემული დიდებითა, ცხოველი აქა და განგებული და სხუად მიცვალებული. დასრულებაჲ საიდუმლოჲსაჲ ესე არს, ვითარმედ წადიერებითა მისითა ღმრთისა მიმართ განღმრთნეს იგინი.

და მას მიმიევანებს მე ნათელი ჭეშმარიტებისაჲ მაცხოვარი, რაჲთა ვიხილოთ და მივსწუდეთ ნათელსა ღმრთეებისასა ღირსსა, რომელმან იგი შეაუღლა, და მერმე დამჴსნის და კუალად უდიდებულჱსად შეაყოს. ესე დაადგინა სამოთხესა მას შინა და პატივ სცა მას აზნაურებითა, რაჲთა იყოს პატივი კეთილის-მოქმედისაჲ მის არა უმცირჱს მიზეზის-მომცემელისაჲ მის, ქუეყანის-მოქმედ ნერგთაჲ მათ უკუდავთაჲ, რომელ არიან ზრახვანი საღმრთონი, წრფელნი და სრულნი, შიშუელნი სიწრფოებითა ცხორებასა შინა უზაკუველსა, თჳნიერ საფარველისა და სამოსლისა. და ესრჱთ ჯერ იო ყოფაჲ პირველისაჲ. და მისცა შჯული აზნაურებისაჲ, რაჲთა რომლისა სახისაგან მოიღოს, და რომლისაგან არა. ესე იყო ხჱ მეცნიერებისაჲ, რომელი პირველად არა ბოროტად დაჰნერგა, არცა შორით დაეყენა მისგან. ნუ მიავლინებ მონათა მისთა ღმრთის-მბრძოლნი, ნუცა ემსგავსებიედ გუელსა მას! არამედ კეთილ არს, რაჟამს მოიღოს ჟამსა თჳსსა, რამეთუ, ვითარ ვჰგონებ, ხჱ იგი იყო ზრახვაჲ, რომელი შეჰგავს სულთა მათთჳს და კეთილისა, და კეთილთა მათთჳს, რომელნი ჯერეთ უსრულ არიან. და ნებაჲ მათი უძღებ არს, ვითარცა იგი არა კეთილ არს საზრდელი სრული ჩჩჳლთა მათთჳს, რომელთა იგი უჴმნ სძჱ.

და შურითა ეშმაკისაჲთა და ვნებითა დედაკაცისაჲთა, რომელი იგი შეემთხჳა მას დაჴსნილობითა, და მან დაარწმუნა (ჵ უძლურებაჲ ჩემი! რამეთუ რომელი იგი პირველისა მამისაჲ იყო, იგი ჩემი არს), დაავიწყდა მცნებაჲ იგი, რომელი მოეცა და დაემორჩილა მწარესა მას გემოჲს-ხილვასა, და განძებულ იქმნა იგი ხისა მისგან ცხორებისაჲსა და სამოთხისა და ღმრთისაგან ბოროტისა მისგან. და შეიმოსა სამოსელი ესე ტყავისაჲ, ჴორცნი ესე ზრქელნი არიან, და პირველად ცნა სირცხჳლი თჳსი და დაემალა ღმერთსა. არამედ ამით შეიძინა სიკუდილი და განკუთაჲ ცოდვისაჲ, რაჲთა არა იყოს ბოროტი უკუდავი. და იქმნა შურის-გებაჲ იგი წყალობა. და მე დამიჯერებიეს, ვითარმედ ესრე სწავლას ღმერთმან.

და პირველად განისწავლა იგი მრავალთა ცოდვილთათჳს, რომელი აღმოაცენა ძირმან ბოროტმან მრავლითა მიზეზითა მრავალთა ჟამთა, სიტყჳთა და შჯულითა წინაჲსწარმეტყუელთა კეთილის-ყოფითა, თქუმითა და გუემითა, წყლვითა და დაწყევითა, ბრძოლითა, ძლევითა, სივლტოლითა, ნიშებითა ჰაერთაჲთა, ქუეეანისაჲთა და ზღუათაჲთა, კაცთაჲთა, ქალაქთაჲთა, ნათესავთაჲთა, შეცვალებითა არა მოსალოდებელითა, და ამით ყოვლითა უნდა განქარვებაჲ ბოროტისაჲ. და უკუანაჲსკნელ საჴმარ იყო წამალი ძლიერი სალმობათათჳს ბოროტთა, სიძვაჲ, მრუშებაჲ, ცრუ-ფიცებჲჲ, მამათ-მავლობაჲ, და უკუანაჲსკნელ ყოვლისა ბოროტისაჲ და პირველ არს კერპთ-მსახურებაჲ, მიცვალებაჲ მონებისაგან დამბადებელისა მონებად დაბადებულთა. რამეთუ უჴმდა წამალი დიდი და იპოვა. და ესე თჳთ იყო სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ დაუსაბამოჲ, უხილავი, მიუწდომელი, უჴორცოჲ, პირველი პირველისაგან, ნათელი ნათლისაგან, აღმომაცენებელი ცხორებისაჲ, ბეჭედი შეუძრველი, მსგავსებაჲ ჭეშმარიტი, საზღვარი მამისაჲ და სიტვუაჲ მისი; მოვიდა ხატისა თჳსისა და შეიმოსნა ჴორცნი ჴორციელთათჳს, და შეიზავა სულითა გონიერითა სულისა, ჩუენისათჳს, რაჲთა გაწმიდოს მსგავსი მსგავსითა. და კაც იქმნა ყოვლითავე, თჳნიერ ხოლო ცოდვისა. იშვა ქალწულისაგან განწმედისათჳს ჴორცთა და სულისა მიერ წმიდისა, და ჯერ იყო პატივის-ცემად შობაჲ. და გამოვიდა ღმერთი მოღებულითა მით, ერთი ორთაგანი, შემსგავსებულთა სულისაგან წმიდისა; ერთმან ორთა ამათგანმან განაღმრთო და მეორე იგი განიღმრთო.

ჵ შეზავებაჲ საკჳრველი, ჵ შეზავებაჲ დიდებული! არსი იგი არს იქმნების და დაუბადებელი დაებადების, დაუტევნელი დაეტევის შუვამდგომელობითა სულისა გონიერისაჲთა. განმამდიდრებელი იგი დაგლახაკნების ჴორცითა ამით ჩუენითა, რაჲთა მე განვმდიდრნე ღმრთეებითა, და სავსჱ დაცალიერდების მცირედ დიდებისაგან თჳსისა, რაჲთა მოვიღო მე სავსებისაგან მისისა. რაჲ არს სიმდიდრე ესე კეთილისაჲ! რაჲ არს საჲდუმლოჲ ესე ვეთილისაჲ, რომელი ჩემთჳს იყოფის?! მოვიღე ხატებაჲ და არა დავიმარხე. მიიხუნა ჴორცნი, რაჲთა დაიცვეს ხატი, და ჴორცნი უკუდავ ყვნეს, გჳზიარნა მეორედ უსაკჳრველჱსად პირველისა მის ფრიად, რამეთუ მაშინ მოგუცა კეთილი, აწ თავს იდეა ნაკლულევანებაჲ; და ესე უფროჲსღა შუენის პირველისა მის!

ამისთჳს რაჲ მრქუან ჩუენ მაცილობელთა ღმრთის-მბრძოლთა, განმწარებულთა ძჳრის-მეტყუელ, სულნი ქებულთანი დაბნელებულ ნათელსა თანა, რომელსა არა აქუს სწავლაჲ სიბრძნესა შინა, რომელთათჳს ქრისტე ცუდად მოკუდა, დაბადებულნი უმადლონი, სახენი ბოროტისანი? კეთილისათჳს აბრალება ღმერთსა? რავდენ შენთჳს დაწუნებულ იქმნა. რამეთუ "მწყემსი კეთილი მოვიდა წარწამედულისა, თავი თჳსი დადვა ცხოვართათჳსა", რომელთა მთათა ზედა შესწირვედ, და პოვა იგი წარწყმედული და აღიკიდა იგი მჴართა თჳსთა ზედა,

რომლითა აღიკიდა ჯუარი, და კუალად ეგო იგი ცხორებასა ზეცისასა და შეერთო იგი სამარადისოთა მათ თანა. რამეთუ აღანთნა სანთლად ჴორცნი თჳსნი და მოჰმართა სახლი, განწმიდა სოფელი ცოდვათაგან და ეძიებდა დრაქმასა, ხატსა სამეუფოსა, დაფლულსა შორის ვნებათა. და მოუწოდა მეგობართა თჳსთა ძალთა ანგელოზებრთა პოვნასა დრაქმაჲსასა და იზიარნა სიხარულსა, რომელნი იგი იყვნეს მხიარულებით განგებულებასა მისსა. რამეთუ ნათელი იგი დიდი შეუდგეს ნათელსა წინამორბედისასა, და სიტყუაჲ ჴმასა, და სიძჱ შემამკობელსა სძლისასა, რომელი განუმზადებს უფალსა ერსა თჳსსა, და განსწმედს წყლითა და სულითა. ამისთჳს აბრალება ღმერთსა?! ამისთჳს იზრახეა ბოროტი, რამეთუ "მოირტყა არდაგი" და დაჰბანნა ფერჴნი მოწაფეთანი, და აჩუენა გზაჲ მაღალი მდაბალთა? რამეთუ სულისათჳს დაღონებულისა დამდაბლდა, რაჲთა აღადგინოს დაცემული ქუეყანით ცოდვისაგან? და ვითარ არა აყუედრებდე, რამეთუ მეზუერეთა თანა ჭამდა და მოიმოწაფნა იგინი, რაჲთა შე-რაჲმე-იძინოს? და რაჲ იგი? - ცოდვილთა ჴსნაჲ. ნუ უკუე აბრალებდეს ვინმე მას მკურნალსა, რამეთუ მიხედის წყლულსა და თავს იდვის სულმერალობაჲ მისი, რაჲთა მოსცეს ცოდვილთა კურნებაჲ, და აღმოიყვანოს ცხოვარი ჯურღმულისაგან, ვითარცა წერილ არს შჯულსა. მოივლინა, არამედ ვითარცა კაცი, რამეთუ ორთაგანი იყო; და დაშურა, მოემშია და მოეწყურა, და შეძრწუნდა და ცრემლოოდა შჯულითა ჴორცთაჲთა. და უკუეთუ ვითარცა ღმერთსა შეემთხჳნეს ესევითარნი ესე, არამედ ნებაჲ მამისაჲ შეჰრაცხე მოვლინებად, რომელსა იგი აჩემებს თავსა თჳსსა საქმედ. რამეთუ პატივ სცემს ვითარცა დასაბამსა დაუსაბამოსა, რაჲთა არა საგონებელ იყოს, ვითარმედ შეუმსგავსებელ არს იგი ღმრთისა. და ითქუმის, ვითარმედ მიეცა, და თჳთ მისცა თავი თჳსი. და ითქუმის, ვითარმედ "აღადგინა იგი მამამან და აღამაღლა". წერილ არს, ვითარმედ აღადგინა თავი თჳსი და აღამაღლა ნებითა და ჴელმწიფებითა. ხოლო შენ მცირეთა მათ საქმეთა იტყჳ და დიდ-დიდთა მათ თანა წარჰვალ, და ვნებასა მისსა განიზრახავ და არა აღიარებ, ვითარმედ თავით თჳსით იყო. ვითარცა აწ შეემთხუევის თქუმულთა რომელთაგანმე, ვითარმედ ღმერთსა პატივ სცემს და შეირწყუვის. და რომელთაგანმე, ვითარცა ჴორცნი იგი ჰნებავნ და განიყოფიან. აწ რომელთათჳს უფროჲს განრისხნეს ღმერთი და, უფროჲსღა ვთქუათ, რომელთა უფროჲს მიეტეოს, რომელთა უფროჲს შეარწვუვენ, ანუ რომელნი უგუნურად განჰყოფენ, რამეთუ იგინი შეარწყუვიდეს და ესენი განჰყოფდეს. რომელნიმე რიცხჳთ და რომელნიმე ღმრთეებით დაჰბრკოლდებიან ჴორცთაგან, ეგრევე პურიანი და სამარიტელნი უწოდი შენ. ხოლო შემდგომისა მისთჳს დავდუმნე. უვარ ჰყოფა ღმრთეებასა? არცაღა ეშმაკნი ესრჱთ, შენ უფროჲს ჰურიათასა უვარის-მყოფელ ხარ და ეშმაკთა უძჳრჱს! რამეთუ მათ სახელი ძეობისაჲ ბუნებისა შეერთებასა აჩემეს. და ეშმაკთა აღიარეს, ვითარმედ ღმერთი არს, რომელი განასხმიდა მათ, რამეთუ იცოდეს მის გამო, რომელი შეემთხუეოდა მათ, და შენ არა შეიწყნარებ სწორებასა. უმჯობჱს იყო შენდა, თუმცა წინადაგეცჳთა ანუ განცოფებულ იყავ (რაჲთა ვთქუა რაჲმე სიცილით), ვიდრე დადგრომა წინადაუცუეთელად და უვარის-მყოფელსა ბოროტად.

მცირედღა და იხილო იესუ იორდანეს განწმედილი გაწმედითა ჩემითა, და უფროჲსღა ითქუმის, ვითარმედ განსწმედს წყალთა განწმედითჲ თჳსითა, რამეთუ მას არა უჴმდა განწმედაჲ, რომელი "აიხუამს ცოდვათა სოფლისათა"; და "ცათა განხუმულთა", წამებულსა სულისაგან წმიდისა მსგავსისა თჳსისა. და გამოიცადოს და სძლოს, და იმსახუროს ანგელოზთაგან. "განკურნნეს ყოველნი სნეულებანი" და აღადგინნეს მკუდარნი (და ნეტარ თუმცა აღგადგინა შენ - მკუდარი წვალებისაგან!). და განასხნეს ეშმაკნი, რომელნიმე თავით თჳსით და რომელნიმე მოწაფეთა მისთა, და პურითა მცირითა გამოზარდნეს ბევრეულნი, და ვიდოდეს ზედა სიღრმესა, და მიეცეს მავნებელთა და ჯუარს ეცუას, და ჯუარს აცუას ცოდვაჲ ჩუენი; ვითარცა ტარიგი შეიწირვის და ვითარცა მღდელმან შეწიროს; ვითარცა კაცი დაეფლა და ვითარცა ღმერთი აღდგა. ამისა შემდგომად აღვიდეს ზეცად და მოვიდეს დიდებითა თჳსითა, რავდენ მრავალ არიან დღესასწაულნი საიდუმლოთა ქრისტჱსთანი! და თავ ყოველთა ერთი არს - განსრულებაჲ და განახლებაჲ ჩემი, და მიქცევაჲ ჩემი პირველსავე ადამსა.

და აწ შეიწყნარე შობაჲ და იმღერდ, დაღაცათუ არა ვითარცა იოვანვ მუცლით გამო, არამედ ვითარცა დავით წინაშე კიდობნისა. დააპატივ ეც აღწერასა და ადიდე შობაჲ, რომლითა განიჴსენ საკრველთაგან შობისათა. და პატივ ეც მცირესა ბეთლემსა,რომელმან მოგაქცია სამოთხედვე, და თაყუანის ეც ბაგასა, რომლისაგან გამოიზარდე სიტეჳთა, რაჟამს იგი იყავ უსიტყუელ. "იცან ჴარმან მომგებელი თჳსი - გიბრძანებს შენ ესაია - და ვითარცა ვირმან ბაგაჲ უფლისა თჳსისაჲ".

და უკუეთუ წმიდათაგანი ხარ, ვითარცა შჯულსა წერილ არს, და აღმოიცოხნი სიტყუასა, და ღირს ხარ შეწირვად. და უკუეთუ არა წმიდათაგანი ხარ, რომელი არა ჯერ არს, არცა დაკლვად ნაწილი წარმართებრი. ვარსკულავისა თანა რბიოდე, მოგუთა თანა ძღუენსა შესწირევდ, ოქროსა, გუნდრუკსა და მურსა, ვითარცა მეუფისა და ღმრთისა, ვითარცა მკუდრისა შენთჳს მოკლულსა. მწყემსთა თანა ადიდებდ, ანგელოზთა თანა უგალობდ, მთავარ-ანგელოზთა თანა იხარებდ. იყავნ კრებაჲ ზოგადი ძალთა ზეცისათა და ქუეყანისათაჲ. მრწამს, რამეთუ დღესასწაულობენ დღეს, ვინაჲთგან მწვალობელ არიან იგინი და ღმრთის-მოყუარჱ, ვითარცა იგი მოაჴსენებს დავით შემდგომად ვნებისა, ვითარმედ აღვიდეს ქრისტჱს თანა, შემთხუევით უბრძანებს განხუმათაჲ. ერთ ხოლო მოიძულე შობისა ქრისტჱსი მოწყუედაჲ იგი ჰეროდჱს მიერ ჩჩჳლთაჲ; და უფროჲსღა ითქუმის, პატივ სცა მას შესაწირავსა მობაძავ ქრისტჱსა უწინარჱს საკჳრველისა შესაწირავისა. უკუეთუ ივლტოდა იგი ეგჳპტედ, მის თანა ივლტოდე გულსმოდგინედ. რაჲზომ კეთილ არს სივლტოლაჲ ქრისტჱს თანა, რაჟამს იდევნოს იგი! უკუეთუ იდევნოს ეგჳპტედ, მოუწოდე მას ეგჳპტით, და იგი მუნ კეთილად იმსახურების. ვიდოდე ყოველსა ჰასაკსა ქრისტჱსსა და ძალითა მისითა უბიწოდ დაიცევ. ვითარცა მოწაფჱ ქრისტჱსი განწმიდენ, წინადაიცჳთე, განიძარცუე საბურველი შობისაჲ და ამისსა შემდგომად ასწავებდტაძარსა შინა. და ნახენ ღმრთის.მოფარდულნი, და უკუეთუ შეგემთხჳოს შენ ქვისა დაკრებაჲ, მიითუალე. მე უწვი, რამეთუ განერე შენ მოისართაგან ფარულად და ხჳდოდი შორის მათსა ვითარცა ღმერთი, რამეთუ სიტყუაჲ არა ეცემის. უკუეთუ წარგადგინონ შენ წინაშე პეროდესა, ნუ უფროჲს-მეტყუელისა მის იტყჳ, რამეთუ ჰრცხუენინ დუმილისაგან შენისა უფროჲს-მეტყუელისა. ეძიებდ დარჩომილსა მას, მიიღე ნავღელი ნავღლისა მისთჳს, სუ ძმარი, ეძიებდ ნერწყუასა მისსა, თავს იდევ ყურიმლის-ცემაჲ მისთჳს, დაიდგ გჳრგჳნი ეკლისაჲ, ფიცხლად ცხორებითა ღმრთისათჳს. შეიმოსე სამოსელი ძოწეული კიცხევისაჲ, შეიწენარვ ლერწამი, თაყუანის იცემე მოკიცხალთაგან ჭეშმარიტთა. უკუანაჲსკნელ, მის თანა ჯუარს ეცუ, მის თანა მოჰკუედ, მის თანა დაეფალ, რაჲთა მის თანა ასდგე და მის თანა იდიდო, და მის თანა ჰსუფევდე და ჰხედვიდე, ვითარ იგი შესაძლებელ იყოს. და იხილვებოდი ღმრთისაგან თაყუანის საცემელისა სამებისა დიდებულისა, რომელსა ვევედრებით, რაჲთა გამოგჳბრწვინდეს ჩუენ, ვითარ იგი შესაძლებელ იყოს კრულებასა მას ჴორცთასა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

"მრავალთავი"
ილია აბულაძე, შრომები, ტ. 3, თბილისი, 1982 წ.

http://titus.uni-frankfurt.de/indexe.htm?/texte/texte2.htm#georgant 



No comments:

Post a Comment