მეორმეოცისა მის დღისა
შობითგან ქალწულისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, ოდეს მიიყვანეს ტაძრად, ვითარ
აკურთხევდა მას წმიდაჲ სჳმეონ.
საყუარელნო, კრებაჲ ესე
დღისაჲ ამის ყოვლადვე სასურველ არს დღენდელი ესე დღჱ, რამეთუ შემოქმედი
იერუსალჱმისაჲ დღეს შემოვიდა და აკურთხა, რომლისა ზღუდენი თჳსითა ჴელითა დაწერნა
და დასხნა საფუძველად მისა ქვანი საფირონისანი და სუეტნი მისნი იასპნისანი და ბჭენი
მისნი ბროლისანი და ქვითა მით პატიოსნითა შეზღუდა იგი და მას შინა დასხნა მოძღურად
ეპისკოპოსნი და სცხო ქალაქსა სიმართლჱ და ყოველი იგი ერი ზიარ-ყო ანგელოზთა და
უცხონი მკჳდრ-ყვნა აბრაჰამის თანა, და რომელთა დაიმარხნეს სიწმიდით ჴორცნი თჳსნი,
მკჳდრ-ყვნა იგინი იოსების თანა და ბრძენთა მათ ქალწულთა თანა შეიყვანნა იგინი
ქორწილსა მას ზეცისასა. ყრმანი მისნი გჳრგჳნოსან-ყვნა შვილთა თანა ბეთლემისათა.
ქურივნი მისნი იჩინნა ანაჲს თანა წინაწარმეტყუელისა, მოხუცებულთა მისთა აწუევს,
ვითარცა სჳმეონს, რაჲთა საყდარ ყვნენ მკლავნი მათნი.
ამიერითგან სიტყუაჲ თჳთ იზომს და წინა-ძღჳს,
რამეთუ ჟამი იგი მრავლის-მეტყუელთაჲ მათ ბრძენთაჲ დაცხრომილ არს; დღესასწაულნი
მოწევნულ არიან, და ესე სიხარულით წარმომიღებიეს; შესხმაჲ შეჰგავს
წინა-ვე-სიტყუად, რამეთუ ვითარცა ყუავილმან ველნი განაშუენნეს და მყნელთა - ხენი
ფურცლითა და ტკბილითა ნაყოფითა, და სუნელითა ნიავითა ირყევიედ და იშუებედ, ეგრეცა
მორწმუნენი ქრისტჱსნი სიტყუათა ზედა მადლისათა იხარებედ.