მიგებებაჲ, დღესა რომელსა მიიქუა სჳმეონ მკლავთა თჳსთა ზედა უფალი, თქუმული წმიდისა ევსუქი (ისიქი) ხუცისაჲ იერუსალჱმელისაჲ


მეორმეოცისა მის დღისა შობითგან ქალწულისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, ოდეს მიიყვანეს ტაძრად, ვითარ აკურთხევდა მას წმიდაჲ სჳმეონ.

საყუარელნო, კრებაჲ ესე დღისაჲ ამის ყოვლადვე სასურველ არს დღენდელი ესე დღჱ, რამეთუ შემოქმედი იერუსალჱმისაჲ დღეს შემოვიდა და აკურთხა, რომლისა ზღუდენი თჳსითა ჴელითა დაწერნა და დასხნა საფუძველად მისა ქვანი საფირონისანი და სუეტნი მისნი იასპნისანი და ბჭენი მისნი ბროლისანი და ქვითა მით პატიოსნითა შეზღუდა იგი და მას შინა დასხნა მოძღურად ეპისკოპოსნი და სცხო ქალაქსა სიმართლჱ და ყოველი იგი ერი ზიარ-ყო ანგელოზთა და უცხონი მკჳდრ-ყვნა აბრაჰამის თანა, და რომელთა დაიმარხნეს სიწმიდით ჴორცნი თჳსნი, მკჳდრ-ყვნა იგინი იოსების თანა და ბრძენთა მათ ქალწულთა თანა შეიყვანნა იგინი ქორწილსა მას ზეცისასა. ყრმანი მისნი გჳრგჳნოსან-ყვნა შვილთა თანა ბეთლემისათა. ქურივნი მისნი იჩინნა ანაჲს თანა წინაწარმეტყუელისა, მოხუცებულთა მისთა აწუევს, ვითარცა სჳმეონს, რაჲთა საყდარ ყვნენ მკლავნი მათნი.

ამიერითგან სიტყუაჲ თჳთ იზომს და წინა-ძღჳს, რამეთუ ჟამი იგი მრავლის-მეტყუელთაჲ მათ ბრძენთაჲ დაცხრომილ არს; დღესასწაულნი მოწევნულ არიან, და ესე სიხარულით წარმომიღებიეს; შესხმაჲ შეჰგავს წინა-ვე-სიტყუად, რამეთუ ვითარცა ყუავილმან ველნი განაშუენნეს და მყნელთა - ხენი ფურცლითა და ტკბილითა ნაყოფითა, და სუნელითა ნიავითა ირყევიედ და იშუებედ, ეგრეცა მორწმუნენი ქრისტჱსნი სიტყუათა ზედა მადლისათა იხარებედ.


უკუეთუ ჩუენიცა ესე სიტყუაჲ სასმენელ ნუვის ჰგონიეს, ვითარცა-იგი მრავლის-მეტყუელთაჲ მათ, და არა საქმითცა ეგევითარი იგი ისმენდინ სიტყუასა მას მასწავლელისასა, ვითარცა თქუა პავლე, და გულისხმა-ყავნ, რამეთუ საშინელი იგი ყოველი ნუგეშინის-ცემად გარდაგუექცა და დასცხრა წყევისა იგი ჭურჭელი და აწ ფერად-ფერადნი იგი წამალნი სუნელებისანი ყოვლისათჳსვე საცხოვრებელად დაგისხენ და სცნობდინ; უკუეთუ ვინმე გლახაკი იყოს, იხილნენ მან ბაგასა შიდა სახუეველნი ქრისტჱსნი; უკუეთუ ვინმეპირუტყჳს-სახე იყოს, ბაგასავე მას მიესწრაფენ და გულისხმა-ყავნ, რამეთუ შენთჳს ესრჱთ დაიმდაბლა თავი თჳსი ძემან ღმრთისამან; უკუეთუ ვინმე ქურეკოზი იყოს უმეცარი, მივედინ ბეთლემდ და ისწავენ; უკუეთუ ბრმაჲ იყოს შობითგან, მივედინ იგი სილოვამდ მის პირველისაებრ სარწმუნოებით და მანცა იგივე ხედვაჲ მიიღოს; უკუეთუ ვინმე დაჴსნილი იყოს,მივედინ იგიცა პირველსავე მას საბანელსა პროადიკისასა და ეყოს მას, რაჲცა ენებოს, გარნა ჰრწმენინ და ესევდინ ხოლო მას, რომელმან-იგი ათრვამეტისა წლისა დაჴსნილი აღადგინა; უკუეთუ ვინმე ქურივი იყოს, ჰბაძევდინ იგი წმიდასა ამას წინაწარმეტყუელსა მღჳძარებითა და ლოცვითა და მარხვითა; უკუეთუ ვინმე ამის ცხორებისაგან მაძღარ იყოს, ემსგავსენ იგი წმიდასა სჳმეონს და ჰბაძევდინ იგი ღირსებით ცხორებასა მას მისსა და იქმენინ იგი, ვითარცა ტაძარ და სადგურ სულისა წმიდისა, და შენცა მოისწრაფე ტაძარსა მას, ვითარცა მან. მუნ ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი შეიწირვოდეს, ხოლო აქა გურიტისა წილ თჳთ წმიდაჲ იგი წმიდათაჲ შეიწირვის, რამეთუ სულისაჲ იყო შესაწირავი და ჴორცთაჲ მუნ მხოლოდ-შობილი ყრმად ჩჩჳლად აჩუენებდა.

ხოლო იორდანეს ჰხედევდ მას განსრულებულად და დაგიკჳრდებოდა
გარდამოსლვაჲ იგი სულისა წმიდისაჲ სახედ ვითარცა ტრედი მას ზედა და გესმოდა ზეცით-გარდამოჲ იგი წამებაჲ მამისაჲ და აღიარებდა მას ღმრთად; ხედევდ მას ჯუარსა ზედა დამოკიდებულსა და მიეგებვი კურთხევად მკუდრეთით აღდგომილსა.

ოდეს შევისა იესუ ქრისტე ყრმაჲ იერუსალჱმდ, ყოველი დაბადებული იძრვოდა, რამეთუ სჳმეონს ვითარცა ყრმაჲ აქუნდა მკლავთა ზედა და ღრმად ქადაგებდა და იტყოდა: აწ, უფალო, განუტევე მონაჲ შენი მსგავსად სიტყჳსა შენისა მშჳდობით . არა ხოლო თუ მე, არამედ პირველცა ჩემსა ადამი პყრობილებისაგან განეტევების და მისი იგი მაცთური დაჰჴსნდების.

ამიერითგან არღარავინ აყუედროს მას გარდასლვაჲ იგი მცნებათაჲ, აღმოცჱნებაჲ იგი ეკალთაჲ, რამეთუ მდიდარი იგი მისთჳს დაგლახაკნა და ეკლისა იგი გჳრგჳნი მის წილ ამან დაიდგა და ჯუარსა ზედა ჴელნი განიპყრნა, რაჲთა თანა-ნადები იგი მისი მან გარდაიჴადოს.

აწ, უფალო, განუტევე მონაჲ შენი მშჳდობით, სიტყუასა-ჰყოფს ესე, რომელ თქუა ესაია, ვითარმედ: არა თუ მოციქულმან, არცა ანგელოზმან, არცა მამშჳდებელმან, არამედ მან თავადმან აცხოვნნა იგინი , აწ არა თუ ძალნი იგი ზეცისანი საშინელებით რაჲ მოავლინნა, არცა ანგელოზნი ცეცხლებრ მოტყინარენი განსადევნელად მისთჳს, რომელმან-იგი თქუა: აღვჴდე სიმაღლესა ცისასა და მუნ დავიდგნე საყდარნი ჩემნიო , არამედ თჳთ თავადმან ქუაბითა მით და ბაგასა შიდა სახუეველითა შეხუევითა მოუღო სამოსელი იგი დიდებისაჲ, რომელი-იგი ზაკუვით მიიპარა ადამისგან. და მის ყოვლისათჳს და შესძინა სჳმეონ და თქუა, რამეთუ: იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი .

რაჲ იხილეს თუალთა შენთა, ჱ სჳმეონ, ნუ დაჰფარავ ჩუენგან! დაიგი იტყჳს: რომელი-იგი პირველ ევაჲსგან წყევაჲ იქმნა, აწ ესერა ასულსა მისსა წყაროჲ იგი ცხორებისაჲ მოაქუს და ჭეშმარიტად, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისა.

რომელმან ჩუენთჳს ჴორცნი შეისხნა და გუექმნა ჩუენ თაყუანის-საცემელ, რაჲთა არღარა ძელთა და ქვათა და ყოველთა დაბადებულთა ცთომით თაყუანის-სცემდენ კაცნი, გარნა ჭეშმარიტსა ღმერთსა უხილავსა და ძესა მხოლოდ-შობილსა, რომელმან-იგი ჩუენთჳს ჴორცნი შეიმოსნა და ვიხილეთ ჩუენ, და სულსა წმიდასა.

აწ ვითარ ყოვლად განკრძალულად თქუა სულიერად წმიდამან სჳმეონ შემდგომიცა ესე: ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისა შენისა ისრაჱლისაჲ .

უკუეთუმცა არა მოვიდა მაცხოვარი ყოველთაჲ, წარმართნიმცა არა ცხონდეს; და უკუეთუმცა ნათესავი აბრაჰამისი არა შუამდგომელ იქმნა, განბნეულნი იგი ისრაჱლისანი არამცა შეკრებულ იყვნეს; და უკუეთუმცა ბუნებისა იგი შემოქმედი მუშაკი სარწმუნოებისაჲ არა მოსრულ იყო ზეცით, წინადაცუეთილებისა იგი ზღუდჱ არა დაცემად იყო; და უკუეთუმცა ქვაჲ იგი საკიდური ჩუენ არა ხურო გუექმნა, დაჴსნილი იგი სახლი ვერ შესაძლებელ იყო აღშჱნებად.

და იყვნეს მამაჲ მისი და დედაჲ მისი დაკჳრვებულ სიტყუათა ზედა სჳმეონისთა, რომელსა-იგი იტყოდა წინაწარმეტყუელებით იესუჲს ზედა, რამეთუ ლიტონი იყო მიხედვაჲ მისი და ღმრთეებრ ადიდებდა ყრმად მოქუმული და ღმრთად საგალობელი. და აკურთხნა იგინი სჳმეონ და თქუა: აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა . რაჲ არს აწ დაცემაჲ იგი ანუ
აღდგინებაჲ? გუნებავს, წინაწარმეტყუელო, რაჲთა გულისხმა-ვყოთ: დაეცა იუდა, და აღდგა პავლე; ჰურიათა იგი კრებული განისხმის და მეძავი იჩინების, ფარისეველნი დაისაჯებიან და მეზუერენი ინატრებიან; მწიგნობარნი შეურაცხ-იქმნებიან და მოგუნი წინაწარმეტყუელად იწოდებიან.

და მარიამს ჰრქუა, ვითარმედ: სულსაცა შენსა განვლოს მახჳლმან , ოდეს იხილო იგი ჯუარსა ზედა განკუართული, რომელსა-იგი ჰმოსიეს დიდებაჲ მამისაჲ; ოდეს იხილო, რაჟამს აგინებდენ მას, რომელი შენ ჰშევ, ჰურიანი და ყოველნი დაბადებულნი მათსა მას კადრებასა მის ზედა განჰკრთენ და შეიშალნენ; ოდეს იხილო კრებული იგი, რომელნი ჴმობდენ: აღიღე ეგე და ჯუარს-აცუ! ოდეს იძრვოდის ქუეყანაჲ და კლდენი განსთქდენ და ქვანი აღცჳოდიან, და ენებოს, რაჲთამცა დაჰკირბეს ღმრთისმბრძოლთა მათ; ოდეს იხილო ცაჲ, რამეთუ მოაკლდებოდის ნათელსა და მოუწოდის ბნელსა, რაჲთამცა დაფარა კადრებაჲ იგი მათი ჯუარ-ცუმისა მისთჳს, მაშინ განჰკრთე და შესძრწუნდე და ვითარცა მახჳლმან განვლოს სული შენი. ოდეს იხილო ტაძარსა მას შინა თჳნიერ ჴელისა განპებაჲ იგი კრეტსაბმელისაჲ მის, და მაშინ გამოჩნდენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი.

ვითარ, ჱ წინაწარმეტყუელო, გულთა იგი ზრახვანიცა გუაუწყებენ ჩუენ ძალთა მრავალთანი? ცან, რამეთუ პილატჱს იგი დაბანაჲ ჴელთაჲ განზრახვაჲ და ცნობაჲ გულისაჲ ძისა ღმრთისაჲ იყო. გამოჩინებით თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისა ამის მართლისა . და რაჲთა კაიაფაჲსი იგი სიბოროტჱ და ანაჲსი კადრებაჲ გამოჩნდეს და მღდელთა ცილობაჲ გამოცხადნეს და ასისთავისა იგი წამებაჲ გჳრგჳნოსან იქმნეს და ავაზაკისა მის აღსაარებაჲ ყოველსა ქუეყანასა განეფინოს და დედათაჲ იგი მოწრაფებაჲ ყოველთა უფროჲს გამოჩნდეს და ცნან ყოველთა წარმართთა, რამეთუ ჯუარ-ცუმასა თანა იყვნეს და საფლავისაგან არა განეშორნეს და მჴსნელსა მას და მწყალობელსა სასოებით მოელოდეს მესამესა დღესა აღდგომად, რამეთუ მისი არს დიდებაჲ მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ. 

უდაბნოს მრავალთავი
აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციის მიხედვით
თბილისი, 1994

http://titus.uni-frankfurt.de/indexe.htm?/texte/texte2.htm#georgant

No comments:

Post a Comment