სამღვდელმთავრო სტუმრობა საქართველოში


2012 წლის 23 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე, საქართველოს ამერიკიდან ეწვია ეპისკოპოსი გრიგოლი (ბაბუნაშვილი). მეუფე გრიგოლი ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა ამა წლის 17/29 აპრილს (იხილეთ აქ), ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის, ბოსტონის მიტროპოლიის ვიკარიულ ეპისკოპოსად. ეპისკოპოსი გრიგოლი მზრუნველობას გაუწევს, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოებს.

სამღვდელმთავრო ვიზიტის დროს, საღვთო ლიტურგია აღესრულა თბილისის ღვთისმშობლის მიძინებისა და ქუთაისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრებში; შედგა შეხვედრები მორწმუნეებთან.

ეს არის მეუფე გრიგლის პირველი საეპისკოპოსო ვიზიტი სამშობლოში.

No comments:

Post a Comment