ეგრეცა ყოვლითურთ წმიდაი ეკლესიაი სიყუარულითა მით სიწმიდისაითა მოიმძევლებდა ყოველთა წინაწარმეტყუელთა და ჰკითხვიდა მათ: იხილეთ თუ სადამე იგი, მო-მე–სადა-ვალსა იგი, ანუ მუნვე ცათა შინა არს, ოთხმეოცდა აცხრამეტთა მათ ცხოვართა აძოვებსა? არა-მე მოვალსა მოძიებად ცხოვართა მათ წარწყმედულთათვის? მითხართ მე, სადა-მე დაადგრების, ანუ სადა-მე იყოფვის, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან?
მიუგო სძალმან მან, რომელ არს წმიდაი ეკლესიაი, და ჰრქუა: ვეძიებ მას და მისაცა მსურის. იგი თვით მოვედინ და ამბორ-მიყავნ მე. მიუგო მას ესაია და ჰრქუა, ვითარმედ: ესე იგი არს და მოვალს. აჰა სასყიდელი მისი მის თანა არს და საქმენი ხელთა მისთანი არიან წინაშე მისა. ვითარცა მწყემსი მწყსიდეს სამწყსოსა მას თვისსა და ხელითა თვისითა შეკრიბნეს კრავნი და ნუგეშინის-მცემელ ექმნეს მაკეთა მათ დამძიმებულთა.
ესმა რაი სძალსა მას ეკლესიასა, რამეთუ ჭეშმარიტად უთხრობდა მას ესაია, ჰრქუა: სადა-მე იყოფვის, ანუ სადა-მე დაადგრების, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან?
შემდგომად მისა მოავლინა იოვანეისა, რომელი-იგი ხმაი ღაღადებისაი იყო უდაბნოსა და თქუა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. და ვითარ მოვიდა იოვანეისა, შებმა-უყო და ჰკითხვიდა: მითხარ მე მწრაფლ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე? მიუგო იოვანე და ჰრქუა: მე არა ვარ ქრისტე. ხოლო მან ჰრქუა მას: და რად ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ ქრისტე? მიუგო იოვანე: არა თუ მე ქრისტე ვარ, არამედ შემდგომად ჩემსა მოვალს, რომელი-იგი უძლიერეის არს ჩემსა, რომლისა არა ღირს ვარ, ვითარმცა განვჰხსენ საბელი ხამლთა მისთაი.
რაჟამს უკუე ყოფნა მოსულაი, თქუა ეკლესიამ ან გულსა თვისსა: წადიერ ვარ მე სურვილითა მისითა ხილვად მისა. მიუგო იოვანე და ჰრქუა: ნუ შეორგულდები, ნუცაღა სულთ-ითქუამ, რამეთუ მახლობელად მოსლვად არს. ვითარცა იხილა იოვანე, რამეთუ მოვიდოდა უფალი, თქუა: აჰა კრავი ღმრთისაი, რომელმან მოსპნეს ცოდვანი სოფლისანი.
რაჟამს უკუე ესმა სძალსა მას იოვანესგან, რამეთუ კრავად თქუა და ესაია მწყემსად თქუა, ხოლო სძალი იგი იტყოდა: ვისი-მე მრწმენეს: იოვანესი-მე, ანუ ესაიასი? ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ შეორგულდა, ღაღატ-ყო და თქუა: მე ვარ მწყემსი კეთილი. მაშინღა მივიდა, შეეხვია და შეიტკბვო და ამბორს-უყო მას. და აღესრულა სიტყუაი იგი დავითისი, ვითარმედ: წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვნეს, სიმართლემან და მშვიდობამან პირს იკოცნნეს.'' (წმ.იოანე ოქროპირი)
ქრისტიანობის მთავარი მახასიათებელი, უანგარობა და უპოვარებაა. ''ჭეშმარიტი სრულყოფილების საზომი,ბოროტებაში ცხოვრებისაგან თავის შეკავებაა,ოღონდ არა მონური შიშის გამო, მოსალოდნელი სასჯელის მოლოდინში. აგრეთვე სიკეთის კეთება, მაგრამ არა ვაჭრული ანგარებით, შემდგომში დაპირებული ჯილდოს იმედით,არამედ,რათა ყოველგვარი საზღაურის მიუხედავად, უანგაროდ ავმაღლდეთ ამაოებაზე და გვეშინოდეს მხოლოდ ერთის: არ დავარღვიოთ მეგობრობა ღმერთთან, ეს მეგობრობა კი უძვირფასეს და ერთადერთ საუნჯედ მივიჩნიოთ''(წმ.გრიგოლ ნოსელი, ''მოსეს ცხოვრება''). უანგარობის საოცარ მაგალითს სახარებაში ვპოულობთ მენელსაცხებლე დედათა ღვაწლის სახით. ქრისტეს ჯვარცმის დროს ისინი თავის მოძღვართან არიან,მაშინ როდესაც ერთი მოციქულის გარდა ვერავინ ბედავს იქ მისვლას ''შიშისათვის ჰურიათასა''. ჯვარცმიდან მესამე დღეს, ისინი დილაადრიან მიისწრაფიან ქრისტეს საფლავთან,რათა ძვირფასი ნელსაცხებელი სცხონ გარდაცვლილი მასწავლებლისა და მეგობრის გვამს.ამ ნელსაცხებლების შეძენისთვის მათ გაიღეს უკანასკნელი თუ რამ გააჩნდათ და რაც მთავარია ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უშიშრად მიილტვიან იქ,სადაც მათ უეჭველი სიკვდილი ელით,რადგან სინედრიონის მიერ მიჩენილ დაცვას ნაბრძანები აქვს საფლავთან მისული ყველა საეჭვო პირის მოკვლა. მენელსაცხებლეთ, არც თეოლოგიური ცოდნა და არც იმის რწმენა არა აქვთ,რომ ქრისტე აღსდგება მკვდრეთით,ისინი სრულიად უანგაროდ მიდიან მოსალოდნელ ხიფათზე,მხოლოდ იესო ქრისტეს პიროვნული სიყვარულის გამო. და აი, ასეთი უანგარობა და სიმამაცე ჯილდოვდება იმით,რომ ეს უპოვარი(მათ ყველაფერი გაიღეს ნელსაცხებლისთვის) და უანგარო(რაღა უნდა მიეღოთ მათ მკვდრისგან) ქალები ხდებიან პირველები ღირსნი, იხილონ მკვდრეთით აღმდგომილი ქრისტე. უპოვარება თავად ქრისტეს სახარებისეული პორტრეტია, ''ხოლო ძესა კაცისასა, ადგილი არა აქვს,სადა თავი მოიდრიკოს'', ქრისტე უარყოფს მაცთურის წინადადებას ''ამქვეყნიური მეფობის'',ანუ სასუფევლის ამქვეყნად დამკვიდრების იდეაზე, ძალაუფლებისა და პოპულისტური სოციალური კეთილდღეობის(ქვების პურებად გადაქცევის) მყიფე საფუძველზე. უპოვარებაა ნიშანი, ქრისტეს ყველა დროის ყველა ნამდვილი მიმდევრისა. ისევე როგორც ქრისტეს,არცერთ მის მოწაფეს არ გააჩნია რაიმე ქონება,ასევე უპოვარნი იყვნენ მოციქულთა მემკვიდრენი და მათი საქმის(უპოვარებისა და ჭეშმარიტების უანგარო სიყვარულის ქადაგების)გამგრძელებელნი, ქრისტეს ჭეშმარიტი ეპისკოპოსნი. აი, რას მოგვითხრობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი თავისი თანამოღვაწის წმ.ბასილი დიდის შესახებ: ''მაშინ უკუე უმეტესად აღიძრა ეპარხოსი იგი მოდესტოს და საჯდომისაგან მისისა აღდგა და იწყო უფიცხლესითა სიტყვითა მისდა ზრახვად: და არა გეშინიანო ჩემისა ხელმწიფებისაგან? და უშიშმან მან გონებითა ჰრქუა: ''რაი მიყო, ანუ რაისთვის მეშინოდის?'' და მხეცი იგი იტყოდა: ''რაი გიყოა? გიყო შენ ერთი რაიმე, რომელიცა მენებოს ხელმწიფებასა ჩემსა''. და დიდმან მან სულითა ჰრქუა: ''რანი არიან იგი საქმენი, მითხრენღა?'' და მან მიუგო მას, ვითარმედ: ''წარტყუენვაი ყოველთა მონაგებთა შენთაი, ექსორიობაი, სატანჯველნი და სიკუდილი''. და ბასილი ჰრქუა მას: ''სხუაი რაიმე მიქადე ბოროტი, თუ გაქუს, თუ არა, მაგათგანი არცა ერთი შემომეხების მე'', და კუალად ეპარხოსმან ჰრქუა: ''ვითარ, ანუ რომლითა სახითა არა შეგეხებიან?'',ხოლო ნეტარმან მან მიუგო, ვითარმედ: `წარტყუენვისაგან უშიშ ვარ, რომელსა-ესე არაი მაქუს, გარნა ბალნისა ესე სამოსელი, რომელი მმოსიეს და მცირედნი წიგნნი, რომელთა შინა არს ყოველივე სიმდიდრე ჩემი. ხოლო შენ რაი წარმიღო მე, ანუ ექსორიობითა ვითარ მაშინებ, რომელი-ესე არა გარეშემოვიწერები ერთსა ადგილსა, არცა ესე მაქუს ჩემად, სადა ვარ? და კუალად ყოველივე ქუეყანაი ჩემი არს და უფროისად ყოველივე ღმრთისაი არს, რომლისა მე მსხემ ვარ და წარმავალ, ხოლო ტანჯვაი სადღა იყოს, რაჟამს ხორცნი არა იპოებოდიან? რამეთუ ჩემდა უხორცოებაი ბრძანებულ არს და ესე, რომელ მმოსიან, უკუეთუ მოსწყვიდნე, მადლიერ ვიყო, რამეთუ მე ფრიად მნებავს ამათი ტანჯვაი და მათ ზედა ოდენ გაქუს ძალი, ხოლო ჩემდა ტანჯვად ვერ ძალ-გიც, რამეთუ მე სული ვარ და სულსა ვერ შეეხები, ხოლო ხორცნი არა სატკივარ არიან ჩემდა. სიკუდილი კულა კეთილ არს ჩემდა, მო-თუ-აწიო ჩემ ზედა, რამეთუ ადრე წარმგზავნოს მე სიკუდილმან ღმრთისა მიმართ, რომლისა მიმართ ცხოველ ვარ და ვიყოფები, და რომლისათვის მომიკუდინებიეს თავი ჩემი, და რომლისა მიმართ მივისწრაფი''.
ხოლო ეპარხოსი ამათ სიტყუათა ზედა განკვირდა და თქუა: ''არავინ დღესამომდე ესრეთ კადნიერებით ზრახულ არს ჩემდა, ვითარ ესე''. და ნეტარმან მან ჰრქუა მას: ''რამეთუ არცა მიმთხუეულ ხარ, ვითარ მე ვჰგონებ, ეპისკოპოსისადა, თუ არა, ესევითართა საქმეთათვის ესრეთცამცა გეუბნა, რამეთუ ჩუენ, ეპარხოსო, სხუათა საქმეთა ზედა მშვიდ ვართ და მდაბალ, რამეთუ ესრეთ ბრძანებულ არს ჩუენდა და არა ხელმწიფეთა ზედა და მეფეთა, არამედ ყოველთა უდარესსა ზედაცა არა ვმაღლიოთ. ხოლო სადა ვიხილოთ, თუ ღმერთი შეურაცხ იქნების, მუნ ყოველსავე დაუტეობთ და მისა მიმართ ოდენ ვხედავთ; და ცეცხლი, და მახვილი, და მხეცნი და სახუეტელნი ხორცთანი _ ესე ყოველნი _ საშუებელ არიან ჩუენდა უფროისად, ვიდრეღა საშინელ. ამის საქმისათვის გუაგინებდ და გუტანჯევდ. რაიცა შენდა საწადელ არს, იქმოდე, უთხარ ესე მეფესაცა, ვითარმედ, მე ვერ დამარწმუნებთ ვერ რომლითა ღონითა, თუმცა ურჩულოებასა თქუენსა გეწამე''. არადა წმ.ბასილი კესარია–კაპადოკიის(დღევანდელი თურქეთის თითქმის ნახევარი) მთავარეპისკოპოსი იყო,რომის იმპერიის ერთ–ერთი ყველაზე აყვავებული მხარისა.
ეკლესიას, როგორც ორგანიზაციას არაერთი ნიჭიერი და წარმატებული ეპისკოპოსი–ადმინისტრატორი ჰყოლია,არც ჩვენ დროშია ასეთი ტიპის პატრიარქებისა და ეპისკოპოსების ნაკლებობა. სამაგიეროდ ძალიან იშვიათია ქრისტიანობის ისტორიაში, ეკლესიის როგორც ორგანიზმის, ქრისტეს მისტიური სხეულის ღირსეული მწყემსნი,რომელთაც ვითარცა ქრისტემ, თავი თვისი დასდეს ცხოვართათვის, უფლის ერთგული''მცირე სამწყსოსათვის''. სწორედ ასეთები შეადგენენ ქრისტეს ეკლესიას,როგორც ცოცხალ ორგანიზმს, წინასწარმეტყველებთან,მოციქულებ
ეკლესიის ისტორიაში მრავლადაა ისეთი შემთხვევებიც,როდესაც ეკლესია–ორგანიზაცია, მკვეთრად ანტაგონისტულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ეკლესია–ორგანიზმის მიმართ. ანუ ქრისტეს სხეულის ორგანულ ნაწილებს წმიდანებს, არა მხოლოდ მეფეები,იმპერატორები,პრეფექტებ
ჭეშმარიტი ჰარმონია ცათა სასუფეველსა (ქრისტეს სხეულს,ეკლესიას) და ამ სოფელს შორის მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი ,როდესაც ეს სოფელი თავის საქმეებთან ერთად გრაგნილივით დაიწვება და იქნება''ახალი ცა და ახალი ქვეყანა'' და ახალი, ქრისტეშემოსილი ადამიანი მასში, ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლისას.როგორც წმ.იოანე ოქროპირი წერდა: ქრისტეს ეკლესიის ყველაზე დიდი დევნა მაშინ იწყება,როდესაც ის არ იდევნება,არამედ პრივილიგირებულია ამ სოფელში, მაშინ ეკლესია–ორგანიზაცია თავად იწყებს დევნას ჯერ შიგნით, ეკლესია–ორგანიზმისა,ანუ ქრისტეს მეგობრებისა, შემდეგ კი გარეთ, ორგანიზაციის მიღმა მყოფი ადამიანებისა.
ამგვარი პარაზიტული ქმედების ნიშანდობლივ მაგალითს ვპოულობთ მე–16 საუკუნის დასაწყისში რუსეთის ისტორიაში. ამ დროს, აქ ჩატარდა ორი საეკლესიო კრება,რომლებმაც საბედისწერო ზეგავლენა იქონია ქრისტიანობის თანდათანობითი პროფანაციისა და მე–19 საუკუნის ბოლოსთვის მისი სრული დამახინჯების ტრაგიკულ პროცესზე. ვგულისხმობ სინოდის ობერ–პროკურორის მიერ მართული საეკლესიო ორგანიზაციის სრულ სარწმუნოებრივ და ზნეობრივ გადაგვარებას,რასაც ლოგიკურად მოჰყვა ათეისტური რევოლუცია. ცხადია იყვნენ გამონაკლისებიც,რომლების შეადგენდნენ კიდევაც ამ დროს ეკლესია–ორგანიზმს.
მაგრამ, ჯერ მე–16 საუკუნის რუსეთში დავბრუნდეთ. ზემოთხსენებულმა ორმა საეკლესიო კრებამ მონასტრის იღუმენობიდან განაყენა და მღვდელმოქმედება აუკრძალა წმ.ნილოს სორელს, უანგარობის და უპოვარების ცოცხალ ხატს,იესოს ლოცვის უდიდეს მასწავლებელს,რომელმაც საგანგებოდ გაწყობის გალობაზეც კი უარი თქვა თავის მონასტერში: – '' რად გვინდა ზედმეტი ფუფუნებააო''. და მხოლოდ იმიტომ ,რომ ეს ზნეობრივად ანგელოზთა სწორი კაცი, საჯაროდ გამოდიოდა მონასტრებისთვის უძრავი თუ სხვა რაიმე ქონების: მიწების, საძოვრების,ყანების,ტყეების,ტბე
ვინ შეადგენს ეკლესია–ორგანიზმს,ქრისტეს სხეულს? ხშირად ისინი ვისაც უარი უთხრა ეკლესია–ორგანიზაციამ.ასეთები იყვნენ იოაკიმე და ანა, ზაქარია(ცნობილია,რომ ზაქარია არ იყო ტაძრის ოფიციალურ მღვდელმთავართა რიცხვში,არამედ სიონის მთაზე მღვდელმოქმედებდა,სადაც მოკლეს კიდევაც) და ელისაბედი,იოანე ნათლისცემელი,რომელიც იქედნეთა ნაშობებს ეძახდა იმდროინდელ რელიგიურ ელიტას, მეზვერეები: მათე და ზაქე, ის ფარული ქრისტეანები. ვინც მცირე მონასტერში იღწვოდნენ სიონის მთაზე, სადაც შედგა კიდევაც საიდუმლო სერობა უფლისა; შობითგან ბრმა,რომელის მოიკვეთა კრებულიდან ანუ ორგანიზაციიდან,მხოლოდ იმიტომ ,რომ უშიშრად აღიარა ქრისტე. ქრისტეს სხეულის ნაწილები ხდებიან ისინი,რომელთაც ადამიანებადაც კი არ თვლიდნენ და არც კი შეეხებოდნენ ოფიციალური რელიგიური სტრუქტურის წევრები: მეძავყოფილი,სამარიტელი,ქანანელ
ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან. ერთნი ქრისტესგან ამქვეყნიური ცხოვრების მოწყობას ელიან,ასეთი რელიგიური გარემო დახვდა ქრისტეს ისრაელში და ამიტომაც არ მიიღო მან ქრისტე.ეს ბაცილა გადამდები და მომაკვდინებელი აღმოჩნდა,ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე, ეს სენი მალევე მოედო ეკლესია–ორგანიზაციას,რამაც ტრაგიკული ანტაგონიზმი წარმოშვა ორგანიზაციასა და ორგანიზმს შორის.ეს ჯგუფი ქრისტიანთა საკრებულოში სრულყოფილ,ძლევამოსილ ორგანიზაციას ხედავს,რომელსაც ამქვეყნიური კეთილდღეობის, დიდებისა და პატივის გარდა, იმქვეყნიური სამოთხის გარანტიის მოცემაც შეუძლია,თუკი ასეთი არსებობს. აქ აშკარაა,რომ სიმძიმის ცენტრი მიწიერზეა გადატანილი. ამიტომაც ამ ჯგუფის და ზოგადად ეკლესია–ორგანიზაციის ლიდერები,ძირითადად ამქვეყნიური გაბრწყინვება–გაძლიერება–გამთლი
მეორე და როგორც წესი, მცირერიცხოვანი ჯგუფი, ქრისტესგან ცათა სასუფეველს,ანუ ქრისტეში მადლით განღმრთობას მოელის. ამ ადამიანებისთვის ქრისტე – წყაროა,იფქლის მარცვალია, დასაწყისი და თავია ახალი კაცობრიობის ახალი ცხოვრებისა, მანამდე არ არსებული ღმერთკაცობრივი ორგანიზმის დაბადებისა.ამ ორგანიზმს კი ქრისტეს სხეული–ეკლესია ეწოდება.
აღმოსავლური ქრისტიანობის ერთერთი განმასხვავებელი თავისებურება,მის არაორდინარულ მიდგომებშია სოციალურ და ეთიკურ პრობლემატიკასთან. აქ ადამიანი განიხილება ,როგორც უკვე გამოხსნილი და განღმრთობილი ქრისტეში. ეს განღმრთობა სავსებით ხელმისაწვდომია,ეს არის ცოცხალი პროცესი უკვე ამქვეყნად და არა მხოლოდ მომავალ ცათა სასუფეველში. აღმოსავლურ(ისიქასტურ) თეოლოგიაში ღმერთი ტრანსცენდენტულია და იმავდროულად იმანენტური, ანუ რეალურად ხელმისაწვდომი საღმრთო ენერგიებით (მადლით), და ეს უქმნელი მადლი თავადაა ღმერთი.
დასავლეთისთვის ეს სწავლება სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. დასავლეთის რელიგიური სამყარო, კაცობრიობის ზნეობრივ მდგომარეობას, ტრადიციულად უფრო რეალისტურად და პესიმისტურად აღიქვამს. დაე, ''გამოსყიდული'' და ''გამართლებული (ამინისტირებული)
თუკი ბიზანტიაში სახელმწიფოსა,რომლის თავიც ''ღვთაებრივი'' წარმომავლობის იმპერატორი იყო, და ეკლესიას შორის თანამშრომლობის, იუსტინიანეს იდეით კი სიმფონიის მიღწევის მცდელობას ჰქონდა ადგილი,რაც იშვიათი გამონაკლისების გარდა ცხადია ვერ განხორციელდა, ბიზანტიის მემკვიდრეობის პრეტენზიის მქონე რუსეთის იმპერიაში ამან სრულიად დამახინჯებული და ეკლესიისთვის დამაკნინებელი სახე მიიღო. პატრიარქობის ინსტიტუტი გაუქმდა,სინოდი კი სახელმწიფოს ჩინოვნიკს (ობერ–პროკურორს) დაექვემდებარა.ეკლესიას იდეოლოგიური და საინფორმაციო–სადაზვერვო ფუნქციები დაეკისრა. ამ ფუნქციების დელეგირება, მემკვიდრეობით საბჭოთა კავშირის ათეისტური იმპერიის დროსაც სინქრონულად გაგრძელდა და კომუნისტების სამსახურში ჩამდგარმა კონფორმისტმა იერარქებმა, დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს მათი შესრულება,ხოლო ის ეპისკოპოსები,სამღვდელოება და მრევლი,რომელმაც უარი თქვა ათეისტურ რეჟიმთან თანამშრომლობაზე, ამ კონფორმისტი იერარქების დასმენებით საკონცენტრაციო ბანაკებში იქნა განადგურებული. ამის სანაცვლოდ მავანმა და მავანმა ხელშეუხებლობა,კომფორტი, უცხოეთში ვიზიტები და სხვა პრივილეგიები მიიღეს. ასეთი ტიპის საეკლესიო ორგანიზაციებში ქრისტესთვის უბრალოდ ადგილიც არ არის. ისინი მოსწყდნენ ეკლესია–ორგანიზმს,ღმერთკაცობრი
ქრისტიანობაში, ეპისკოპოსისა (პატრიარქის) და მრევლის პასუხისმგებლობა ორმხრივია: ეპისკოპოსი ვალდებულია პასუხს აგებდეს,თავისი სამსწყსოს სარწმუნოებასა და ზნეობაზე,მრევლი კი თავისი ეპისკოპოსის სარწმუნოებაზე და ზნეობაზე. ამით სრულიად უკუგდებულია ისეთი ეკლესიოლოგიური გაუგებრობა ,როგორიცაა პაპიზმი,როდესაც მრევლი თავის თეოლოგიურ, ზნეობრივ და მისტიურ პასუხისმგებლობას მთლიანად ე.წ. რელიგიურ ავტორიტეტებს: პაპებს,პატრიარქებს,სულიერ მოძღვრებს (სტარცებს) აკისრებს. ქრისტეს ზეაღმატებული შეხედულება აქვს ადამიანზე. მას არ სურს თავისი სასწაულების ძალით დაიმორჩილოს იგი. მას სწყურია თავისუფალი სიყვარული და არა მონური აღტაცება თუ შეძრწუნება ბატონის ძლევამოსილებისა.მაგრამ, არაფერი არ არის კაცობრიობისთვის თავისუფლებაზე მძიმე და აუტანელი. ადამიანებს არ სჯერათ,რომ ქრისტეს შედგომით,ქრისტეს შემოსვით, მათი უღელი – ქრისტეს ტკბილ უღელად და მსუბუქ ტვირთად გადაიქცევა. ამიტომაც ადამიანებმა დემონის შთაგონებით ჩათვალეს,რომ არა მათი გულების თავისუფალი გადაწყვეტილება და სიყვარულია მნიშვნელოვანი,არამედ რაღაც ტაბუირებული საიდუმლო,რომელსაც ისინი ბრმად უნდა დაემორჩილნენ,სინდისის გვერდის ავლით. მათ უარი თქვეს ქრისტეს განმაღმრთობელი ღვაწლის შეთვისებაზე,უარი თქვეს საკუთარი მარადიული სულისადმი თუ სხვა ადამიანისადმი თანაგრძნობაზე და თანალმობაზე და მხოლოდ სასწაულზე, ტაბუირებულ საიდუმლოზე და გაფეტიშებულ ავტორიტეტზე დააფუძნეს საკუთარი რელიგია. ამ ყველაფრით კი აღტაცებულნი დარჩნენ,რადგან ისინი კვლავ წაასხეს ცხვრის ფარასავით,სამაგიეროდ მათი გულებიდან ჩამოხსნეს ესოდენ საშინელი ტვირთი და ნიჭი (თავისუფლება), რომელმაც მათ ამდენი მწუხარება და თავსატეხი მოუტანათ!
No comments:
Post a Comment