
ეკლესია არს ტაძარი ღვთისა, სახლი შესაკრებელი ერისა, გვამი ქრისტესი და სძალი მისი წყლითა მით ნათლისღებისათა განწმედილი, და პატიოსნითა სისხლითა მისითა პკურებული, ვითარცა სძალი აღბეჭდული და შემკული საცხებელითა მით სულისა წმიდისათა: ეკლესია არს ცა ქვეყანასა ზედა, რომელსა შინა დამკვიდრებულ არს ცათა შინა მყოფი ღმერთი. ცად ვიტყვი ვიდრე მე ზენა კერძოდ და ზეციერად სამსახურებელსა საკურთხეველსა. ხოლო ქვეყანად ეკლესიასა მუნ შემოკრებული, და ვითარცა ზენა ცით მოიღებენ წყალთაგან წმინდა ქმნასა: მას შინა გამოისახვის ჯვარცმა, დაფლვა, და აღდგომა ქრისტესი, რომელ ესე უზეშთაესარს კარავსა მას საწამებელსა: რამეთუ ესე წმინდა ეკლესია მამათმთავართა წინათვე მოასწავეს, წისწანასწარმეტყველთა ჰქადაგეს, მოციქულთა დააფუძნეს, და მღვდელთ მოძღვართა დაამტკიცეს: ხოლო წმინდა ტრაპეზი პატიოსნისა საკურთხეველისა, უფლისა თქვენისა სახე არს, რომელსა ზედა მდებარე არს ჭეშმარიტი იგი და ზეცისა პური ქრისტე, რომელი იგი უსისხლოდ დაიკვლის ვითარცა კაცი, და ხორცსა და სისხლსა თვისსა მისცემს მორწმუნეთა თვისთა ცხოვრებად საუკუნოდ: