ეკუმენიზმის არაბული მოდელი

მღვდელმონაზონი გრიგოლი (ლურიე)

უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში ეკუმენიზმმა რადიკალურად შეცვალა თავისი ტაქტიკა. ეკუმენიზმის მთავარი მტერი, ქრისტიანი ერების ნაციონალურ-კულტურული ტრადიციები, მან თანდათან თავის მთავარ "მეგობრად~ აქცია. მოხდა შეერთება, თითქოსდა შეუერთებელისა _ ეკუმენიზმისა და ფილეტიზმისა (ეკლესიის მერ დაგმობილი სწავლება 1872 წ. კონსტანტ. კრებაზე, რომელიც გულისხმობს ეკლესიის დაფუძნებას მხოლოდ ნაციონალური ნიშნით).

XX საუკუნის 40-იან წლებამდე ფილეტიზმი მხოლოდ განხეთქილებებსა და განყოფებს იწვევდა, რაც აღიქმებოდა, როგორც ერთგვარი ანტიპოდი ეკუმენისტური აღრევა-შეერთებისა, მაგრამ თანამედროვე ეკუმენიზმმა მოახერხა ამ ბარიერის წარმატებით გადალახვა. ეკუმენიზმის უახლესი სქემით ქრისტიანები "განშტოებებად" იყოფიან არა კონფესიური განსხვავებების პრინციპით, არამედ ნაციონალურ-კულტურული ტრადიციების მიხედვით (და მხოლოდ ამ ნაციონალურ ტრადიციათა შიგნით ხდება "განშტოებათა" კიდევ უფრო მეტი დაყოფა კონფესიურ "ტოტებად"). შესაბამისად "განშტოებათა" გაერთიანება ნაციონალურ-კულტურულ დონეზე უნდა დაიწყოს.

ანტიოქიის საპატრიარქო საეკლესიო ერთობაშია მონოფიზიტებთან


ანტიოქიის პატრიარქ ეგნატე IV-ის ენციკ­ლი­­კა და სინოდის დადგენილება სირიელ მონო­ფიზიტებ­თან საეკლესიო ერთობის დამყა­რების შესა­ხებ (1991 წ.)

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებს:

ვადიდებთ ღმერთს და ძმური სალმით მოგიკითხავთ. ქრისტეს მიერი სიხარულით გამცნობთ, რომ მხარს ვუჭერთ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას (22.087. 1991) სირიის წმიდა ეკლესიასთან (იგულისხმება მონოფიზიტური ეკლესია - რედ.) გაერთიანების შესახებ. კრებას ესწრებოდნენ შემდეგი იერარქები: მისი უნეტარესობა პატრიარქი ეგნატე I(ზაქა აივაზი), მისი უნეტარესობა პატრიარქი ეგნატე IV, მიტროპოლიტი გიორგი ხოდრე, მალაციუს ბარნაბა, ეფრემ ბარსუმი, ისააკ საკა და პავლე ალ-სუქლი. მსჯელობის შემდეგ მონაწილენი შეთანხმდენ და გააფორმეს წინასწარი დოკუმენტი, რომელსაც წაუმძღვარეს წერილი. მისი შინაარსი საბოლოოდ უნდა შეეთანხმებინათ შემდგომ შეხვედრაზე, როდესაც მას ოფიციალური სტატუსი მიენიჭებოდა წმიდა სინოდის შეთანხმებით და მასში აისახებოდა ყოველივე ისიც, რაც წარმოიშვებოდა სინოდის სხდომის განმავლობაში.