მღვდელმონაზონი გრიგოლი (ლურიე)
უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში ეკუმენიზმმა რადიკალურად შეცვალა თავისი ტაქტიკა. ეკუმენიზმის მთავარი მტერი, ქრისტიანი ერების ნაციონალურ-კულტურული ტრადიციები, მან თანდათან თავის მთავარ "მეგობრად~ აქცია. მოხდა შეერთება, თითქოსდა შეუერთებელისა _ ეკუმენიზმისა და ფილეტიზმისა (ეკლესიის მერ დაგმობილი სწავლება 1872 წ. კონსტანტ. კრებაზე, რომელიც გულისხმობს ეკლესიის დაფუძნებას მხოლოდ ნაციონალური ნიშნით).
XX საუკუნის 40-იან წლებამდე ფილეტიზმი მხოლოდ განხეთქილებებსა და განყოფებს იწვევდა, რაც აღიქმებოდა, როგორც ერთგვარი ანტიპოდი ეკუმენისტური აღრევა-შეერთებისა, მაგრამ თანამედროვე ეკუმენიზმმა მოახერხა ამ ბარიერის წარმატებით გადალახვა. ეკუმენიზმის უახლესი სქემით ქრისტიანები "განშტოებებად" იყოფიან არა კონფესიური განსხვავებების პრინციპით, არამედ ნაციონალურ-კულტურული ტრადიციების მიხედვით (და მხოლოდ ამ ნაციონალურ ტრადიციათა შიგნით ხდება "განშტოებათა" კიდევ უფრო მეტი დაყოფა კონფესიურ "ტოტებად"). შესაბამისად "განშტოებათა" გაერთიანება ნაციონალურ-კულტურულ დონეზე უნდა დაიწყოს.
ეს თანამედროვე სქემა უაღრესად ეფექტურად იქნა გამოყენებული ქრისტიან-არაბთა მიმართ. ამ მხრივ დიდად წარმატებულია მუშაობა უკრაინელებთან. ახლა კი რუსების ჯერიც დადგა.
მეორე მსოფლიო ომამდე ანტიოქიის მართლმადიდებელი საპატრიარქო მუდმივ ოპოზიციაში ედგა ახალმესტილე ბერძენთა განმაახლებლურ ტენდენციებს. ანტიოქიელები არ დაესწრნენ 1923 წლის კონსტანტინეპოლის ცრუ-კრებას. ეკუმენიზმის "პირდაპირი შტურმი" ანტიოქიაზე მარცხით დამთავრდა. მაშინ ეკუმენიზმმა ანტიოქიას ზურგში დაარტყა ყოველთა არაბთა ერთობის მომხიბლავი აჩრდილით. და ანტიოქიის საპატრიარქო დაეცა, და დაცემა მისი იყო ყველაზე ძლიერი, მხოლოდ ამ არაბულ ერეტიკულ თანამეგობრობაში, რასაც ადრე ანტიოქიის საპატრიარქო ერქვა, არსებობს ოფიციალურ დონეზე მიღებული და მოქმედი გადაწყვეტილება, მწვალებლებთან უკვე მომხდარი გაერთიანების შესახებ. პირველი ამგვარი გადაწყვეტილება ოცდაათი წლის წინ იქნა მიღებული ლიბანში "მართლმადიდებელთა და მელქიტ-კათოლიკეთა ევქარისტიული ერთობის შესახებ". შამბეზისა და ბალამანდის შეთანხმებათა ეპოქაში საქმე კიდევ უფრო შორს წავიდა. 1991 წლის 22 ივნისს ანტიოქიის სინოდმა პატრიარქ ეგნატე IV თავმჯდომარეობით მიიღო დადგენილება "მართლმადიდებელთა და სირიელ მართლმადიდებელთა (მონოფიზიტთა) საპატრიარქოებს შორის".
ეს დადგენილება ითვალისწინებს:
1. სრულ ურთიერთაღიარებასა და პატივისცემას ორ ეკლესიას შორის ღვთისმსახურების, სულიერი ტრადიციების, ისტორიული მემკვიდრეობის და წმიდა მამათა ურთიერთცნობის საკითში.
3. ერთი ეკლესიის წევრისთვის უარის თქმა მეორე ეკლესიაში გადასვლაზე, მიუხედავად მოტივირებისა.
6. თუ ორი ეკლესიის ეპისკოპოსები შეხვდებიან ერთმანეთს ერთობლივი მსახურების ჩასატარებლად, უპირატესი იყოს ის ვისაც უფრო მეტი მრევლი ახლავს. მაგრამ თუ ქორწინების საიდუმლო ტარდება უპირატესობა სიძის მხარის ეპისკოპოსს მიენიჭოს.
9. თუ რომელიმე ადგილას აღმოჩნდება მხოლოდ ერთი მხარის მღვდელი მან საღმრთო საიდუმლონი ორივე ეკლესიის წევრებისთვის უნდა აღასრულოს, ლიტურგიის ჩათვლით.
ეს დადგენილება ძალაში დარჩა მას შემდეგაც, რაც სირიელმა მონოფიზიტებმა 1994 წლის 25 იანვარს ევქარისტიული კავშირი დაამყარეს ვატიკანთან.
ამრიგად, არსებითია არა აღმსარებლობა, იქნება ეს "მართლმადიდებლური", მონოფიზიტური თუ კათოლიკური, არამედ მთავარია რომ ამ ერთობის ყველა წევრი არაბია. უმრავლესობისთვის სწორედ ეს არის მთავარი და მისაღები და არა რაღაც "განყენებული" ჭეშმარიტებანი წმიდამამათამიერი მართლმადიდებლობისა.
ანალოგიური ტენდენციები შეიმჩნევა ახლანდელ ვითარებაში, როდესაც ცდილობენ ყოველთა რუსთა და ყოველთა უკრაინელთა საეკლესიო გაერთიანებას დოგმატურ ბარიერთა გვერდის ავლით. რუსეთში რ.ს.მ.ე.-სა და მოსკოვის სერგიანულ-ეკუმენისტურ საპატრიარქოს შორის, ხოლო უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს, უკრაინელ ავტოკეფალისტებსა და უნიატებს შორის.
("Вертоградъ-информ", Февраль, 1999 г.)
No comments:
Post a Comment