მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში (მ.ე.ს.) - საინფორმაციო ინტერნეტ-გამოცემა
ანტიოქიის საპატრიარქო საეკლესიო ერთობაშია მონოფიზიტებთან
ანტიოქიის პატრიარქ ეგნატე IV-ის ენციკლიკა და სინოდის დადგენილება სირიელ მონოფიზიტებთან საეკლესიო ერთობის დამყარების შესახებ (1991 წ.)
ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებს:
ვადიდებთ ღმერთს და ძმური სალმით მოგიკითხავთ. ქრისტეს მიერი სიხარულით გამცნობთ, რომ მხარს ვუჭერთ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას (22.087. 1991) სირიის წმიდა ეკლესიასთან (იგულისხმება მონოფიზიტური ეკლესია - რედ.) გაერთიანების შესახებ. კრებას ესწრებოდნენ შემდეგი იერარქები: მისი უნეტარესობა პატრიარქი ეგნატე I(ზაქა აივაზი), მისი უნეტარესობა პატრიარქი ეგნატე IV, მიტროპოლიტი გიორგი ხოდრე, მალაციუს ბარნაბა, ეფრემ ბარსუმი, ისააკ საკა და პავლე ალ-სუქლი. მსჯელობის შემდეგ მონაწილენი შეთანხმდენ და გააფორმეს წინასწარი დოკუმენტი, რომელსაც წაუმძღვარეს წერილი. მისი შინაარსი საბოლოოდ უნდა შეეთანხმებინათ შემდგომ შეხვედრაზე, როდესაც მას ოფიციალური სტატუსი მიენიჭებოდა წმიდა სინოდის შეთანხმებით და მასში აისახებოდა ყოველივე ისიც, რაც წარმოიშვებოდა სინოდის სხდომის განმავლობაში.
ღმერთი მარადის ჩვენთანაა!
პატრიარქი ეგნატე IV.
დამასკო, სირია.
ენციკლიკა
"არაერთი ათწლეულია, რაც ჩვენი სამოციქულო ტახტის და ძმური მართლმადიდებლური სირიის ეკლესიის (იგულისხმება სირიელ იაკობიტთა საკრებულო – რედ.) მიერ მიმდინარეობს მეცადინეობა ჩვენს ეკლესიებს შორის დოგმატურ და იერარქიულ დონეზე ურთიერთგაგების მისაღწევად. ეს ძალისხმევა სხვა არაფერია, თუ არა ბუნებრივი სურვილი, რათა ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, განსაკუთრებით კი ანტიოქიის საარქიეპისკოპოსო, გაერთიანდეს უფლის ნებისაებრ, ისევე როგორც ერთნი არიან ძე ღმრთისა და ზეციერი მამა. ჩვენი და ჩვენი ძმების, სირიელების ამოცანაა ქრისტეს ქადაგება აღმოსავლეთში. ყველა ჩვენი შეხვედრა, განცხადება და კომუნიკე მოწმობს იმას, რომ ჩვენ ვაღიარებთ ერთ სარწმუნოებას, თუმცა ისტორიის მსვლელობისას განცალკევების სურვილი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სული ერთობისა. ყოველივე ზემოთქმულმა განაპირობა აუცილებლობა, ანტიოქიის წმიდა სინოდს ღიად გამოეხატა სურვილი ანტიოქიის საარქიეპისკოპოსოს ეკლესიასთან (მონოფიზიტთა საკრებულო – რედ.) ერთობის შესახებ, რომელიც გაამდიდრებს ორივე მხარეს. ეკლესიათა ნებისმიერი გაერთიანება დაფუძნებულია რწმენაზე, რომ ამ გაერთიანებას სული წმიდა ხელმძღვანელობს. სწორედ ეს სული გაამდიდრებს აღმოსავლეთის ამ გაერთიანებულ ეკლესიას ბრწყინვალებით და მადლით, რომელსაც ჩვენ მრავალი საუკუნის მანძილზე მოკლებულნი ვიყავით. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ანტიოქიის ეკლესიის წმიდა სინოდმა დაადგინა:
1)სრული ურთიერთაღიარება და პატივისცემა ორ ეკლესიას შორის ღმრთისმსახურების, სულიერი ტრადიციების, ისტორიული მემკვიდრეობისა და წმ. მამათა ურთიერთცნობის საკითხებში;
2)ორივე ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებების გამოყენება საგანმანათლებლო პროგრამების გაცვლის დროს, თეოლოგიის სწავლებაში;
3)ერთი ეკლესიიდან მეორეში გადასვლის აკრძალვა, მიუხედავად მოტივებისა;
4)ორივე ეკლესიის სინოდების ყრილობათა ორგანიზება;
5)თითოეული ეკლესიისათვის საკუთარი აზრის შენარჩუნების უფლება ქორწინებისა და განქორწინების საკითხებში;
6)ორი ეკლესიის ეპისკოპოსთა შეხვედრის დროს ერთობლივი მსახურებისას უპირატესი იყოს ის ეპისკოპოსი, რომელსაც უფრო მეტი მრევლი ახლავს, მაგრამ თუ ქორწინების საიდუმლო ტარდება, მაშინ უპირატესობა სიძის მხარეს მიენიჭოს;
7)ის, რაც #6 პუნქტში ითქვა, სავალდებულო იყოს ორივე ეკლესიის სამღვდელოებისათვის;
8)ის, რაც #6 პუნქტში ითქვა (უპირატესობა მრევლის რაოდენობის მიხედვით) არ გავრცელდეს ეპისკოპოსთა ერთობლივი მსახურების დროს საღმრთო ლიტურგიაზე;
9)თუკი რომელიმე მღვდელი თავისი ეპარქიის გარეთ იმყოფება ან სხვა ქვეყანაშია, მას შეუძლია ორივე ეკლესიის მრევლისათვის შეასრულოს საიდუმლოები, ლიტურგიისა და ქორწინების ჩათვლით;
10)თუკი ორივე ეკლესიის მღვდლები მოხვდებიან ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ერთი ეკლესიაა, მათ მორიგეობით უნდა იმსახურონ, ერთობლივი მსახურების დროს კი უპირატესი იქნება ის, ვისაც მეტი მრევლი ჰყავს;
11)თუ ღმრთისმსახურებაზე მოხვდებიან ეპისკოპოსი და მღვდელი და-ეკლესიიდან, ბუნებრივია, უპირატესი ეპისკოპოსი იქნება;
12)კანდიდატებს სამღვდელო ქიროტონიისათვის ირჩევს თითოეული ეკლესიის ხელმძღვანელობა, მაგრამ სასურველი იქნება ძმათა დასწრება და-ეკლესიიდან;
13)წინდობისა და ჯვრისწერის დროს მეჯვარეები და მოწმეები შეიძლება იყვნენ ორივე ეკლესიიდან;
14)ორივე ეკლესიის ყველა ორგანო უნდა თანამშრომლობდეს ერთმანეთთან განათლებისა და აღზრდის საკითხებში, რათა ძმური სულისკვეთება დამკვიდრდეს;
15)ვალდებულებას ვიღებთ გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობა და-ეკლესიასთან, აგრეთვე სხვა ეკლესიებთანაც, რათა გავხდეთ ერთი სამწყსო ერთი მწყემსისა
(“Courier Oekumenique du Mozen Orrient” 16.1.92, “THE WORD”, April, 1992)
ერთობლივი ეკლესიის გახსნა
დამასკო, 5 თებერვალი 2005 - SANA (სირიის არაბული საინფორმაციო სააგენტო)
პარასკევს საღამოს, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის მართლმადიდებელმა პატრიარქმა ეგნატე IV-მ (ჰაზიმ) და ანტიოქიის და სრულიად აგმოსავლეთის ბერძენ-კათოლიკეთა პატრიარქმა გრიგოლ III-ემ (ლაჰამ) ჩაატარეს სპეციალური სადღესასწაულო მესსა, (ქ. დამასკოს) დუმარის გარეუბანში მდებარე, პეტრე-პავლეს ერთობლივი ეკლესიის გახსნასთან დაკავშირებით.
“ეს მოვლენა წარმოადგენს სირიის ეროვნული ერთობის ჩარჩოში, ანტიოქიის ეკლესიის გაერთიანების ათვლის წერტილს.” განაცხადა პატრიარქმა ლაჰამ, მესსის დროს.
თავის მხრივ, პატრიარქმა ეგნატე IV-მ, ხაზი გაუსვა, რომ ერთობლივი ეკლესიის გახსნა არის განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც ამ ძნელბედობის ჟამს, ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეროვნული ერთობის გაძლიერების საქმეში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment