წმ. თეოდორე სტუდიელი: წერილები (2)


К Платону


Второй раз уже я пишу к господину и отцу моему. Не знаю, получил ли ты мое письмо.[1] И в нем мы, хотя и недостойно, сказали немного из того, чего требовало время и что было нам по силам; и теперь скажем, что следует и что даст Бог на пользу смиренной душе моей, а также, осмелюсь сказать, и к утешению твоего, отец, великодушия.[2] Как прежде часто, так и теперь, я говорю и исповедую, что если есть во мне какой-нибудь дар слова и способность писать что-нибудь малое, то это дано не ради меня, уничиженного раба твоего, но ради тебя, имеющего обильную, в сердце источающуюся, благодать.

Поэтому ты охотно и радостно продолжаешь учить и вразумлять не только нас, которых иные ошибочно считают твоими племянниками, но и всех сыновей и детей твоих, рожденных духом твоим. А то, что я говорю правду, доказали дела. Ты истинный пастырь, положивший душу за овец своих, чтобы мы не уклонялись от истины и были готовы сейчас охотно пролить и собственную кровь. Такова бдительность истинного пастыря, обличающая лжецов и поистине являющаяся достойной пред Богом, Отцом и Архипастырем! Итак, дарованное мне ради тебя весьма скудно приношу тебе, и ты пожинаешь эти, - не знаю, как сказать, - тощие плоды семян, которые ты многозаботливо и обильно сеял, как добрый земледелец. Что же скажу приличного и благопотребного святой душе твоей, любезнейший отец мой? Кто отлучил меня от твоего, всегда вожделенного, лица, от сладкоречивой беседы, от спасительного руководства? Ты - мой свет, всегда сияющий светильник среди мрачных душевных помыслов, жезл, укрепляющий немощь сердца моего, изменение уныния, бодрость, благовестие, радость, умащение, празднество, слава. Без тебя и солнце не радостно для меня; я желал бы лучше не видеть света, чем не лицезреть твоего образа. Нет для меня ничего приятного на земле без твоего присутствия; ибо что вожделеннее истинного отца, даже и пред очами Божиими? Это знает сын, любящий отца и поистине родной. Но к чему много слов? Скажу, что случалось со мной.

Часто, когда я и не намеревался идти в святую келью твою, незаметно, как бы влекомый кем-нибудь, я приходил к тебе, вставал перед лицом твоим, так что часто, когда ты спрашивал: "Зачем пришел?" - я не мог ничего ответить. Настолько от тебя зависело мое спасение! Кто не стремится к свету? Но благодарю Бога, ради Которого я отторгнут от тебя руками поправших закон Его и рожденных от подобных им. Да не вменит им Господь Бог мой этого во грех, но да приведет их к осознанию безрассудства, и пусть они окажутся безответными в этом. Тебя заключили, как мы слышали, в тесную хижину, но таким образом показали тебя жителем неба. Ведь они заключили под стражу сокровище исповедания Божия и не уразумели. Если бы видели они, могли бы познать из этого, что сделали тебя досточтимым среди людей, спасительным для мира и вожделенным для многих.

სერგიანიზმი: სტალინის დაბადების დღე (2)

Поздравительная телеграмма патриарха Московского и всея Руси Алексия (Симанского) председателю Совета министров СССР, генеральному секретарю ЦК КПСС И.В. Сталину по случаю его 70-летнего юбилея

21 декабря 1949 г.

МОСКВА. КРЕМЛЬ.

ПРЕДСЕДАТЕЛЮ СОВЕТА МИНИСТРОВ, ГЕНЕРАЛИССИМУСУ

ИОСИФУ ВИССАРИОНОВИЧУ СТАЛИНУ.

Среди бесчисленных со всех концов мира приветствий от преданных Вам и любящих Вас, примите, дорогой и глубокочтимый Иосиф Виссарионович, от Русской Православной Церкви, всегда Вам благодарной за Ваше исключительное внимание к её нуждам, и от меня лично самые искренние и сердечные поздравления в близкий для всех нас день славного семидесятилетия Вашего вместе с горячими пожеланиями Вам многих и многих лет здоровья и счастья.

Мы усердно молимся об этом и искренно свидетельствуем, что эти пожелания исходят от заветных чувств наших к Вам, неуклонно ведущему Родину нашу к благоденствию, счастью и славе. Благоволите, дорогой Иосиф Виссарионович, принять подносимый Вам от лица всего Епископата Русской Православной Церкви приветственный адрес.

АЛЕКСИЙ, ПАТРИАРХ МОСКОВСКИЙ И ВСЕЯ РУСИ.

Журнал Московской патриархии. М., 1949. № 12. С. 3.

სტუდიელ აღმსარებელთა ცხოვრებანი: წმ. იოსებ თესალონიკელი

წმ. მღვდელმთავარი იოსებ თესალონიკელი (762-832), თავის უფროს ძმასთან წმ. თეოდორე სტუდიელთან ერთად ჯერ საკკუდიონის, ხოლო შემდეგ სტუდიელთა მონასტერში მოღვაწეობდა. 808 წელს მას ეპისკოპოსად დაასხეს ხელი თესალონიკის კათედრაზე. იმპერატორების: კონსტანტინე VI-ს და ნიკიფორეს დროს წმ. იოსები გადაყენებულია კათედრიდან და გადასახლებაში იმყოფება სხვა სტუდიელებთან ერთად მას სდევნიან საეკლესიო კანონთა უკომპრომისო დაცვის გამო. 812 წელს პატრიარქ ნიკიფორესთან შერიგების შემდეგ იგი კვლავ თესალონიკის მთავარეპისკოპოსია. იოსები საკმაოდ ნაყოფიერი ჰიმნოგრაფი იყო, მის კალამს ეკუთვნის არაერთი საგალობელი კანონი, რომელიც “ტრიოდიონშია” შესული. ხატმბრძოლობის დროს წმ. იოსები კვლავ გადასახლებებში და საპყრობილეებშია. ცნობილია, რომ მას პირადად შეხვდა იმპერატორი ლეონ სომეხი, რომელიც დაპირებებით ეცადა მთავარეპისკოპოსის დაყოლიებას, ერესისადმი შემგუებლურ ანუ იოანე გრამატიკოსის პოზიციაზე დამდგარიყო, მაგრამ ამაოდ, რის შემდეგაც იგი გადაასახლეს. ცხოვრების ბოლო წლებში იოსები დაუახლოვდა წმ. მღვდელმოწამე ექვთიმეს, სარდიკიის ეპისკოპოსს. იმპერატორ მიქაელ II-ის დროს წმ. იოსები და წმ. ექვთიმე დედაქალაქში ცხოვრობდნენ და შედარებითი თავისუფლებით სარგებლობდნენ. იმპერატორ თეოფილეს გამეფებისთანავე ორივე მღვდელმთავარი კვლავ დევნულებაში აღმოჩნდა. მათ ბრალი დასდეს წმ. მეთოდეს (შემდგომში კონსტანტინოპოლის პატრიარქი) თანამზრახველობაში, რომელიც იმხანად რომიდან კონსტანტინოპოლში დაბრუნდა და თან რომის პაპის ეპისტოლე ჩამოიტანა ხატმბრძოლთა წინააღმდეგ. წმ. მეთოდე დააპატიმრეს, მას აგრეთვე ბრალი დასდეს დედაქალაქში პამფლეტის გავრცელებაში, სადაც ნაწინასწარმეტყველები იყო იმპერატორის სიკვდილი. მსგავსი პამფლეტების შედგენაში დასდეს ბრალი წმ. ექვთიმესა და წმ. იოსებს. წმ. ექვთიმე სასტიკად სცემეს შოლტით, რის შემდეგაც იგი მალე გარდაიცვალა. წმ. იოსებ სტუდიელი კი დააპატიმრეს. 832 წელს წმ. იოსები პატიმრობაში გარდაიცვალა. 844 წლის 26 იანვარს მისი წმიდა ნაწილები წმ. თეოდორე სტუდიელის წმიდა ნაწილებთან ერთად საზეიმოდ გადაასვენეს სტუდიელთა მონასტერში.

"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 წ.

© გამომცემლობა "ორთოდოქსი"

წმ. გრიგოლ პალამა. აღსარება მართლმადიდებელი სარწმუნოებისა.

ერთი ღმერთი ყოველთა უწინარეს, ყოველთა ზედა, ყოველთა შინა, ყოველთა უზესთაეს. რომელსაც თაყვანსვცემთ და ვერწმუნებით მამაში, ძეში და სულიწმიდაში; ერთება სამებაში და სამება ერთებაში შეურეველად შეერთებული და განუყოფლად განყოფილი, ერთება თვით და სამება ყოვლისშემძლე, მამა დაუსაბამო, მაგრამ დაუსაბამო არა მარტოდენ როგორც უჟამო, არამედ, როგორც ყოვლითურთ უმიზეზო, ერთადერთი მიზეზი, ძირი და წყარო ძეში და სულიწმიდაში ხილული ღმრთეებისა, ერთადერთი წინადაუსაბამო მიზეზი ქმნილებებისა, არა ერთადერთი დამბადებელი, არამედ ერთადერთი მამა ერთი ძისა და გამომავლინებელი ერთი სულიწმიდისა, უმეტესი ძისა და სულისა, - უმეტესი, მარტოდენ, როგორც მიზეზი, სხვა მხრივ კი ყოვლითურთ მათი თანასწორი ღირსებით; მისი ერთი ძე – დაუსაბამო, როგორც უჟამო, არათუ საკუთრივ დაუსაბამო, რადგანაც დასაბამად, ძირად და წყაროდ აქვს მას მამა და მხოლოდ მამისაგან გამოვიდა იგი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა უსხეულოდ, უცვლელად, უვნებლად, შობითად, განუყოფლად; ღმერთი ღმერთისაგან; არათუ სხვა არის, როგორც ღმერთი და სხვა – როგორც ძე, არამედ მარადის არის იგი და მარადის არის ძე და ერთადერთი ძე, რომელიც მარადის ღმერთთან თანამყოფია შეურევლად.

Катакомбные богослужения в Соловецком лагере

Профессор Иван Андреев

В 1929 г. на о. Соловки, в страшном Соловецком концлагере, с приближением Пасхи началось усиление репрессий за религиозные убеждения и антирелигиозная пропаганда. В антирелигиозный музей, помещавшийся в бывшем игуменском флигеле, ежедневно стали устраиваться «экскурсии». Заключенных приводили в организованном порядке, группами, в этот «музей» и показывали им «вскрытые» мощи преп. Зосимы и Савватия. Под стеклом лежали честные останки святых, их нетленные кости, а на специальных, огромных плакатах было написано, что при «вскрытии мощей» были обнаружены труха и чурбаны дров. Чекисты давали «объяснения», в шапках, с цигарками во рту, всячески подчеркивали своё богохульство.

А по ночам, в великой тишине и тайне, рискуя быть пойманными и запытанными до смерти, пробирались в этот «музей» заключенные священники, монахи и верующие мiряне и, обливая кровавыми слезами оклеветанные раки преподобных, благоговейно катакомбно молились и за себя, и за всю Россию. И дивно помогали молящимся свв. Соловецкие угодники, сораспятые с народом русским своими растерзанными безмолвными мощами.

На Страстной неделе, вечером в понедельник было объявлено по всем ротам, что молитвенные собрания категорически запрещаются; всякий, кто будет замечен в «религиозной пропаганде» (т.е. молитве), — подлежит суровому наказанию. Также запрещалось печение всяких куличей и вообще какое-нибудь особенное приготовление пищи в наступающие праздничные дни. День светлого Христова Воскресения был объявлен обыкновенным рабочим днём.
Настроение у большинства заключенных было подавленное.

სიტყვა აღდგომაზე


ადამიანის თავისუფლების პრობლემა შეუძლებელია გადაწყდეს ადამიანის გონებით. იგი გადაწყვეტას ღებულობს მხოლოდ სულის ქრისტიანულ მისწრაფებებში, ღმერთკაცობრივ სათნოებათა: რწმენის, ლოცვის, თავმდაბლობის, სიყვარულის, მარხვის, მოწყალების, თანაგრძნობისა და თანალმობის საშუალებით. ადამიანი აცნობიერებს და გრძნობს, რომ სრულყოფილი თავისუფლება საკუთარი დაცემული ბუნებისაგან, საკუთარი ეგოიზმისაგან, საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენისაგან, მანკიერი ჩვევებისაგან განთავისუფლებაა. თავისუფლება ნებაყოფლობითი მორჩილებაა ღმერთკაცისა, რაც ნიშნავს მასთან მეგობრობას, საკუთარი საქმეების, სიტყვების, აზრების მასთან შეთანხმებას, მისთვის გაზიარებას, ანუ ურთიერთობას ყველასთან (განურჩევლად იმისა, მორწმუნეა თუ ურწმუნო, რომელი რელიგიის მიმდევარია, მტერია თუ მოყვარე) ისე, როგორც ქრისტე მოიქცეოდა მათთან. ღმერთთან მეგობრობა მისი ჭეშმარიტების, სამართლიანობის, სიყვარულის, უკვდავების, მარადიულობის მორჩილება და მიბაძვაა. თავისუფლება არ არის მოთხოვნილებათა სასწრაფო დაკმაყოფილება, პირიქით, ეს ხშირად მონობისა და თვითმკვლელობის (სულიერი) საწინდარია. თავისუფლება – ადამიანისთვის ბოძებული საღმრთო ნიჭია, რომელიც ღვთაებრივ სრულყოფილებებში ნებაყოფლობითი მონაწილეობისთვის აქვს მინიჭებული ადამიანს.

ღმერთკაცი იესო ქრისტე ერთადერთი ლოგიკურად მისაღები (ფილოსოფიური) გამართლებაა ღმერთის. ის არის სრული თეოდიცია ადამიანური აზროვნების სამყაროში. ყოველგვარი ფილოსოფიური თეოდიცია იმსხვრევა და ინგრევა ამ მიმართულებით. ღვთის გამართლება შეუძლებელია ლოგიკური და ემპირიული არგუმენტებით. უფრო მეტიც, ტრანსცენდენტური ღმერთის გამართლება არც არის საჭირო, იგი ამას არ იმსახურებს. ღმერთი, რომელიც ადამიანი არ ყოფილა, არ განკაცებულა, არანაირ უფლებას არ იმსახურებს იყოს გატანჯული კაცობრიობის ღმერთი. მხოლოდ ის ღმერთი, რომელიც იყო ადამიანში, იცხოვრა ადამიანური ცხოვრებით, გადაიტანა ყველა მწუხარება, დაითმინა ყველა ტანჯვა, დაამარცხა სიკვდილი, საზრისი მისცა სამყაროსა და ადამიანს და ამასთან ერთად თავისი ღვთაებრივი თვისებების ნატამალიც კი არ დაუკარგავს, მხოლოდ ასეთ ღმერთს შეუძლია გაამართლოს თავისი არსებობა მრავალტანჯული კაცობრიობის თვალში, იმაში, რომ მან შექმნა ეს სამყარო და ადამიანი კი მასში. ასეთი ღმერთი მხოლოდ ქრისტეა. მან თავისი ადამიანობით (განკაცებით) გაამართლა ღმერთი და თავისი ღვთაებრიობით გაამართლა ადამიანი. გამომდინარე იქიდან, თუ რას აძლევს ქრისტე ადამიანს და მთელ კაცობრიობას, იგი შეუცვლელია ჩვენი არსებობისათვის. მას ერთს შეაქვს აზრი ჩვენს ცხოვრებაში, ანიჭებს მას ღვთაებრივ ღირებულებას. რადგანაც თუკი მან იცხოვრა ამ პლანეტაზე, ესე იგი  ღირს ცხოვრება მასზე. ადამიანი, რომელიც განიცდის ცხოვრების საშინელ ტრაგედიას, ან ქრისტეს უნდა შეუდგეს, ანდა თვითმკვლელობით (სულიერი) დაამთავროს სიცოცხლე, მესამე გზა არ არსებობს.

ქრისტეანობა მოწოდებაა სიკვდილთან ბრძოლისა, მოწოდება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე,  საბოლოო გამარჯვებამდე ბრძოლაა სიკვდილზე. ყოველი ცოდვა უკან დახევაა ამ ფრონტზე, ყოველი ვნება – გაქცევაა ბრძოლის ველიდან, ყოველი მანკიერება – დამარცხებაა. რომ არა ქრისტეს მკვდრეთით აგდგომა, ამ ბრძოლაში ადამიანს არანაირი შანსი არ ექნებოდა გამარჯვების. თუკი ქრისტეს აღდგომა არ ყოფილა, მაშინ რა აზრი აქვს რწმენას მისდამი? არასოდეს ვირწმუნებდი ქრისტეს, რომ არა მისი აღდგომა და გამარჯვება სიკვდილზე. ქრისტეს აღდგომის გარეშე ეს სამყარო მხოლოდ უაზრობათა ხმაურიანი გამოფენაა. მხოლოდ თავისი დიდებული აღდგომით განგვანთავისუფლა უფალმა უაზრობისა და სასოწარკვეთისაგან, რადგანაც არ არსებობს უფრო მეტი უაზრობა ამ ცისქვეშეთში, ვიდრე კაცობრიობა აღდგომის გარეშე, და უფრო მეტი სასოწარკვეთილება, ვიდრე ეს ცხოვრება უკვდავების გარეშე. ადამიანებმა ღმერთს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, ხოლო თავის მკვდრეთით აღდგომით კი ქრისტემ კაცობრიობას უკვდავების განაჩენი გამოუტანა.

ქრისტე აღსდგა! – ჭეშარიტად აღსდგა!


მამა გელასი (აროშვილი)
(არქიმანდრიტ იუსტინე პოპოვიჩის ესეთა მიხედვით)

არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი: სიტყვა წითელ პარასკევს

ღვთის საშინელი განკითხვა

არასოდეს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთსმოკლებული, როგორც დღეს, საყვარელო ძმაო. დღეს ეშმაკი განხორციელდა ადამიანში, რათა უსხეულოჰყოს ღმერთკაცი. ყოველი ბოროტება ჩასახლდა დღეს ადამიანის სხეულში, რათა ღმერთი განდევნოს მისგან. მთლად ჯოჯოხეთი გადმოსახლდა დღეს დედამიწაზე; და განა ახსოვს ვინმეს, რომ ეს ქვეყანა ოდესღაც სამოთხე იყო? პირველდაცემაზე განუზომლად დიდია კაცის აწინდელი დაცემა; ადამიანი მაშინ ღმერთს დასცილდა, დღეს კი - ჯვარს აცვა, მოკლა უფალი. და რა გქვია შენ ადამიანო, თუ არა ეშმაკი? მაგრამ რას ვამბობთ; ეს ხომ ცილის წამებაა ეშმაკზე? ეშმაკი არასოდეს არ ყოფილა ასე არტისტულად ბოროტი, როგორც ადამიანი. უფალი იესო ქრისტე ჯოჯოხეთშიც შთახდა, მაგრამ იქ ჯვარზე არ გაუკრავთ იგი. ხოლო ჩვენ ჯვარს ვაცვით უფალი! განა კაცნი ეშმაკზე უარესნი არ არიან? განა ეს ქვეყანა გეენიაზე მეტად მწველი არ არის? ქრისტე ჯოჯოხეთიდან არ განუდევნიათ, ხოლო დღეს ადამიანებმა განდევნეს იგი საკუთარი სხეულიდან, საკუთარი სულიდან და ქალაქიდან...

სულში გველივით ჩამწვდომია ბოროტი კითხვა, ძმანო, და ნიშნისმოგებით მეკითხება: განა ოდესმე კი ყოფილა ადამიანი კეთილი, თუ მან ქრისტეს ჯვარცმა შეძლო? - შენ ადამიანისა გჯერა და მისით იქადი, ოპტიმისტი ხარ? მაგრამ, შეხედე ადამიანს, დიდი პარასკევის ზენიტიდან მოხედე მოდგმას კაცისას და თქვი: ახლაც ოპტიმისტი ხარ? ნუთუ არ გრცხვენია, რომ ადამიანი ხარ? ნუთუ ვერ ხედავ, რომ ადამიანი დღეს ეშმაკზე უარესია?

დიდ პარასკევამდე ყველა დღე დაივიწყეთ, და მისი მომდევნო დღეებიც; და მიიყვანეთ ადამიანი დიდი პარასკევის ზღვარზე - განა ყოველგვარ საცდურთა სადგური, და სისაძაგლეთა კრებული არ არის იგი? განა ადამიანმა არ შეშალა დღეს ქვეყანა? განა ღმერთკაცის მკველობით არ დაადასტურა დღეს ადამიანმა, რომ ის ჭეშმარიტად დედამიწის სიშლეგეა?

საშინელი სამსჯვროც კი არ იქნება დიდი პარასკევზე საზარელი. არა, ის უდაოდ ნაკლებ შემაძრწუნებელი იქნება, რადგან მაშინ ღმერთი განსჯის ადამიანს, ხოლო დღეს ადამიანი განიკითხავს ღმერთს. დღეს ღმერთს უწყობენ საშინელ სამსჯავროს და კაცთა მოდგმა განიკითხავს მას. დღეს ადამიანი ჰყიდის უფალს და ჰყიდის 30 ვერცხლად. ნუთუ ეს საბოლოო ფასია? ნუთუ ქრისტეზე ჩვენი უკანასკნელი სიტყვა - იუდაა?

კაცობრიობამ დღეს სიკვდილი მიუსაჯა ღმერთს. ესაა უდიდესი ამბოხი ზეციურ და ქვეყნიურ ისტორიაში, ეს უდიდესი ცოდვაა ცისა და მიწის ისტორიაში. მსგავსი რამ დაცემულ ანგელოზებსაც კი არ ჩაუდენიათ. დღეს მოხდა ღვთის საზარელი განკითხვა. არასოდეს უხილავს სამყაროს უფრო უცოდველი მსჯავრდებული და უფრო გახელებული მსაჯულები. ესოდენ შემაძრწუნებლად არასოდეს დაუცინიათ ღვთისათვის.