სწავლანი
თავი პირველი
ყოველთა მეუფჱ
კაცთმოყუარჱ ღმერთი ჩუენი, მარადის ისწრაფის ცხორებისათჳს კაცთაჲსა და მიზეზსა
სცემს ყოველთავე გულისჴმისსაყოფელად საუკუნეთა მათ კეთილთა და უმჯობესისა მიმართ
წარმართებად წამის-ყოფითა კაცმთმოყუარებისა მისისაჲთა, კეთილისა მიმართ მიიზიდავს
ხატად თჳსა დაბადებულსა კაცსა, რამეთუ სულსა ბუნებით აქუს სურვილი კეთილისაჲ და
უმჯობესისა გულისთქუმად ისწრაფის მარადის. ხოლო უკეთურებისა იგი მარცხენაჲ კერძი,
თითო-ფერითა მანქანებითა უწრფელესთარე და გამოუცდელთა სულთა უცნებითა
სიბოროტისაჲთა ისწრაფის, რაჲთამცა დააბნელნა ჭეშმარიტისა კეთილისა ქმნისაგან,
რომლისა მიერ ქრისტეს სახიერებისა გამოუთქუმელი იგი სიყუარული გულისჴმის-ყოფასა
ჭეშმარიტებისასა საღმრთოთა წერილთა მიერ გუასწავებს ჩუენ, ვითარცა წინაწარმეტყუელი
იტყჳს: “სიტკბოებაჲ, სწავლულებაჲ და მეცნიერებაჲ მასწავე მე, რამეთუ მცნებათა
შენთაჲ მრწმენა”.
ხოლო
უფალსა ჰნებავს, რაჲთა ყოველი მიზეზი სიბოროტისაჲ განვაგდოთ ჩუენგან და რაჲთა
განვეყენნეთ ბოროტისა ამისგან და პირუტყუებრივისა სიბრძნისა ჩუენისა, რომელი-ესე
სასოებითა გულისჴმის-ყოფისაჲთა დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის, რაჲთა წარვემართნეთ
ნათლითა ჭეშმარიტისა გულისჴმის-ყოფისაჲთა და ესრეთ შემძლებელ ვიქმნნეთ განდევნად
მისა, რაჟამს-იგი გულისჴმა-ვყოთ ჭეშმარიტისა მის ცხორებისა მიზეზი.
ამისთჳს
თქუენცა, ჵ, სასურველნო ძმანო და საყუარელნო, მრავალგზის ითხოენით ჩუენგან
სიტყუანი, რომელთა მიერ გულისჴმა-ჰყოთ, თუ ვითარი ცხორებაჲ უჴმს, რომელნი-იგი
განყენებულ არიან ჴორციელთა გემოთაგან და მოქალაქობისაგან ამის სოფლისა და,
ვითარცა საქმესა შინა მოციქულთასა წერილ არს, ერთად შეკრებილ არიან და ქმნილ არიან
წმიდად შესაკრებელად და ურთიერთას ღმრთისმოშიშებით ყოფაჲ აღურჩევიეს: თუ ვითარ
ჯერ-არს, ურთიერთას ყოფაჲ, ანუ თუ ვითარი დაწყნარებაჲ წესისაჲ უჴმს ქონებად, გინა
თუ რაჲ არს სახჱ იგი სრულთა სათნოებათა გზისაჲ, ანუ თუ რაჲ არს ნებაჲ ღმრთისაჲ
კეთილი და სათნოჲ და სრული, ანუ თუ რაჲ არს გზაჲ იგი სისრულედ მიმყვანებელი,
რომელნი-იგი ისწრაფიან, რაჲთამცა მისწუთეს საზომსა მას სულიერისა ჰასაკისასა. და
რაჲთა არა განვამრავლნე სიტყუანი ჩემნი, ესე ჩემგან ითხოეთ, რაჲთამცა დაგიწერე
თქუენ ზედაჲსზედა მოსაჴსენებელად და წურთად სულთა სარგებელისა, რომელნი-ეგე
გულსავე ხართ წმიდასა მას და მართალსა სარწმუნოებასა ზედა და უწყით, ვითარმედ ერთი
არს ღმრთეებაჲ თაყუანისაცემელისა და ნეტარისა სამებისაჲ, ერთი არსებაჲ, ერთი
ნებაჲ, ერთი დიდებაჲ. და ერთსა თაყუანისცემასა შევსწირავთ სამთა მათ ერთისა
ღმრთეებისა თჳთებათა, ვითარცა წმიდასა მას საიდუმლოსა შინა ნათლის-ღებისასა წინაშე
მრავალთა მოწამეთა აღგიარებია. ამისთჳს ჩუენცა ვიხილეთ კეთილი ეგე სათნოებათა
მიმართ სურვილი თქუენი და გულისთქუმაჲ ეგე, რომელი გაქუს სისრულისა მიმართ
სათნოებათაჲსა, არა უდებ ვიქმნენით მცირედ რაჲმე მოსაჴსენებელად თქუენდა დაწერად.
სახჱ წერილისა ჩუენისაჲ საღმრთოთა წერილთაგან მოვიღეთ და წამებანიცა წერილთანი
დავწერენით ამას შინა გულსავსე-ყოფად და შეუორგულებელად სარწმუნოებად, რაჲთა
არავინ ჰგონებდეს, ვითარმედ თავით ჩუენით რასმე ვიტყჳთ, ანუ თქუას, თუ
სიმაღლისაგან ამაოებისა ვქმნენით ჩუენ ესე.
ხოლო
ყოვლისა უპირატესად ამას ვიტყჳთ: ყოველთა, რომელთა მიუცემიან თავნი თჳსნი
ღმრთისადა და ჴორცნი მათნი შეუწირვან, ვითარცა შესაწირავნი ცხოველნი, ჭეშმარიტნი,
წმიდანი და სათნონი ღმრთისა და ისწრაფიან, რაჲთამცა წარმოუდგინეს წმიდად სიტყჳერი
იგი მსახურებაჲ მათი და, ამას სახესა კრძალულებისასა ვიტყჳთ, რაჲთა ჰრწმენეს
აღთქუმანი იგი წმიდისა სახარებისა და წმიდათა წერილთანი, რაჲთა მისცნენ თავნი
მათნი კეთილისა საქმესა* და ჰრწმენეს მტკიცედ, ვითარმედ მადლითა ღმრთისაჲთა და
საღმრთოჲთა ძალითა იქმნების ჩუენ შორის სრულიად ლხინებაჲ და განწმედაჲ ვნებათაგან
უპატიოებისათა, რომელნი-იგი არიან სულსა და ჴორცთა ჩუენთა შორის. რამეთუ რომელი
ჩუენგან შეუძლებელ არს, აღმთქუმელისა ჩუენისა ღმრთისაგან ყოველივე შესაძლებელ არს.
რამეთუ ვნებანი ესე ცოდვათანი უკუანაჲს მოვიდეს სულსა ზედა, რამეთუ პირველქმნული
იგი კაცი გარდაჰჴდა მცნებასა.
ხოლო
ჯერ-არს, რაჲთა გურწმენეს ყოვლითა გულსავსებითა, ვითარმედ ღირს ვიქმნებით სულისა
წმიდისა მოღებასა სრულებით განსაწმედელად სულთა და ჴორცთა, ვითარცა წერილ არს,
ვითარმედ: “სახარებაჲ ჩუენი არა არს თქუენდა მიმართ სიტყჳთა ოდენ, არამედ საქმითა
და ძალითა და სულითა წმიდითა და გულსმოდგინებითა ფრიადითა, ვითარცა უწყით”. და
კუალად იტყჳს: “დაცვულმცა არს წმიდად სული ჩუენი და გონებაჲ და ჴორცნი დღესა მას
ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა”, რომლისა წინდი იგი ქველისმოქმედებისა მისისაჲ
მორწმუნეთა სამგზის სანატრელითა მით ნათლისღებისა სახელისდებითა შეგჳწყნარებია
აღორძინებად და წარმატებად სრულისა მკჳდრობისა და განსამრავლებელად ტალანტისა.
დიდი ესე და უხრწნელი საიდუმლოჲ რწმუნებულ არს ჩუენდა, რაჲთა მის მიერ ასი წილი
მოვიგოთ, რამეთუ წმიდაჲ იგი და ნუგეშინისმცემელი სული, რომელი მოციქულთა მიეცა და
მათ მიერ მხოლოსა და ჭეშმარიტსა ეკლისიასა ღმრთისასა მიეცა, ჟამითგან
ნათლისღებისაჲთ საზომისაებრ სარწმუნოებისა, იგი სული თითოფერად და მრავალსახედ
მივალს თითოეულისა თანა, რომელი სარწმუნოებითა მჴურვალითა მოუჴდეს ნათლისღებასა,
რაჲთა მრავალწილად და კეთილად მიიღოს თითოეულმან აღორძინებაჲ ტალანტისაჲ, ვითარცა
სახარებაჲ იტყჳს.
რამეთუ
ვითარცა ჩჩჳლი, რომელი იშვის სოფელსა ამას შინა, არა დგას მარადის ჩჩჳლობისა
ჰასაკსა ზედა, არამედ დღითი დღე აღორძნდების თჳნიერ ყოვლისა იჭჳსა, ვიდრემდე
იქმნას კაც სრულ გამოუთქუმელთაებრ წესთა ბუნებისათა, ეგრეთვე, რომელი იშვას ზეცით
წყლითა და სულითა, თანა-აც, რაჲთა არა მარადის ეგოს წესსა ზედა გონებისა
სიჩჩოჲსასა, არამედ უჴმს, რაჲთა დღითიდღე მოღუაწებითა და ტკივილითა და მოთმინებითა
მრავლითა და სამარადისოჲთა წინააღდგომითა მბრძოლისა ჩუენისაჲთა წარემართოს,
აღორძნდეს და მიიწიოს სისრულესა სულიერისა მის ჰასაკისასა, ვითარცა მოციქული
იტყჳს: “ვიდრემდე მივსწუთეთ ყოველნივე ერთობასა სარწმუნოებისასა და
გულისჴმის-ყოფასა ძისა ღმრთისასა კაცად სრულად საზომად ჰასაკისა სავსებისა
ქრისტესისა, რაჲთა არღარა ვიყვნეთ ჩჩჳლ და ვიღელვებოდით და მიმოვიტაცებოდით
ყოვლისა მიერ ქარისა სწავლისა სიმრავლითა ღონეთა მიმართ ცთომისათა, არამედ
წარვემართნეთ სიყუარულითა და აღვაორძინოთ მის მიერ ყოველივე, რომელ-იგი არს
ქრისტჱ”. და კუალად იგივე სხუასა ადგილსა იტყჳს: “ნუ თანა-აღერევით სოფელსა ამას,
არამედ შეიცვალენით განახლებითა გონებისა თქუენისაჲთა, რაჲთა გმაოიცადოთ თქუენ, თუ
რაჲ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილი, სათნოჲ და სრული”. ხოლო სრულსა მას ნებასა
ღმრთისასა მიწთომასა მათთჳს იტყოდა, რომელნი საზომსა ჰასაკისა და სიტყჳერისა
სავსებისა სულისა წმიდისასა მიწთომილ არიან.
გარნა
ჴორციელსა ამას შობასა თჳნიერ ყოვლისა იჭჳსა შჯული არს ბუნებითი, რაჲთა მცირჱ იგი
ყრმაჲ მისწუთეს სრულისა კაცისა საზომსა, რამეთუ არა ნებასა ზედა არს კაცისასა,
არამედ დამბადებელსა ესრეთ განუგიეს, რაჲთა გინა თუ უნდეს, გინა თუ არა, აღესრულოს
ჴორცთა იგი ჰასაკი.
ხოლო
ზეცისა სულიერსა მას შობასა ზედა არა ესრე განუგია, არამედ ტკივილი და მოღუაწებაჲ
და სრბაჲ მოთმინებითა უბრძანებია თჳთმფლობელსა მას ზედა ნებასა კაცისასა, ვითარცა
თჳთ უფალი იტყჳს: “იღუაწეთ შესლვად იწროსა მას ბჭესა”. და კუალად იტყჳს:
“იძულებოდეთ, რამეტუ მაიძულებელთაჲ არს სასუფეველი ცათაჲ”. და “რომელმან
მოითმინოს, იგი სრულიად ცხონდეს” და “მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი
თქუენნი”. და მოციქული იტყჳს: “მოთმინებით რბიოდეთ წინაგანმზადებულსა მას
ღუაწლსა”. და კუალად იტყჳს: “ესრეთ რბიოდეთ, რაჲთა ეწინეთ”. და კუალად იტყჳს:
“ვითარცა მონანი ღმრთისანი მოთმინებითა მრავლითა... “ და შემდგომი ამისი.
რამეთუ
ესრეთ განაგო მადლმან ღმრთისამან, რაჲთა თითოეული თჳსითა გონებითა და თჳსითა
ნებითა და ტკივილითა და მოღუაწებითა მიიღებდეს სულიერსა აღორძინებასა. რაოდენცა
ჰრწმენეს და რაოდენცა ისწრაფდეს და რაოდენცა უყუარდეს და რაჲზომცა მოღუაწებითა
სულიერითა და ჴორციელითა მისცეს თავი თჳსი საქმესა მცნებათასა, ეგოდენცა არსებასა
სულისასა აღორძინებად სულისა და განახლებად გონებისა მოიგებს. მადლითა და ნიჭითა
ღმრთისაჲთა მოეცემის ცხორებაჲ, ხოლო წარმართებაჲ და აღორძინებაჲ მიეცემის
სარწმუნოებათა სიყუარულითა და მოღუაწებითა თჳთუფლისა მის ნებისა მისისაჲთა სრულსა
მას ზედა ჰასაკსა სულიერისა მის საზომისასა, რაჲთა ვითარცა მადლითა, ეგრეთვე
სიმართლითა
იქმნას მკჳდრ საუკუნოჲსა მის ცხორებისა. ვერცა სრულიად მადლითა ოდენ ღმრთისაჲთა
თჳნიერ კაცისა შეწევნისა და მოსწრაფებისა იქმნების წარმართებაჲ. ვერცავინ კუალად
თჳნიერ ღმრთისა შეწევნისა თჳსითა მოსწრაფებითა და ძალითა ოდენ შემძლებელ არს
მიწთომად სრულსა ნებასა ღმთისასა და საზომსა მას თავისუფლებისა და სიწმიდისასა.
რამეთუ “არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი და დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ
მცველნი და მაშენებელნი”. და კუალად იტყჳს, რამეთუ არა მახჳლითა მათითა დაიმკჳდრეს
ქვეყანაჲ, არცა მკლავმან მათმან იჴსნნა იგინი, არამედ იგინიცა ჰბრძოდეს მახჳლითა
და მკლავითა და მარჯუენამან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან პირისა
შენისამან იჴსნნა იგინი. ხოლო ამით გამოაჩინა, ვითარმედ ძალი ღმრთისაჲ მათსა
მოღუაწებასა შეეწევის და სიტყჳთა ამით წინაწარმეტყუელმან, რომელნი მცირედთა
სათნოებათა ზედა იქადიან, მათიცა ამპარტავნებაჲ გარდაჰკუეთა და სარწმუნოებითა და
სიყუარულითა მადლისა მიერ ღმრთისა მოსავთა მისთა ცხორებისა პოვნაჲ ასწავა.
ხოლო
რაჲ არს ნებაჲ ღმრთისაჲ, რომლისა მიმართ მოციქული გუაწუევს და გუევედრების, რაჲთა
მას მივსწუთეთ, გარნა თუ რომელთათჳს უფალი იტყოდა: “ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა,
რამეთუ მათ ღმერთი იხილონ”. და კუალად იტყჳს: “იქმნენით თქუენ სრულ, რამეთუ მამაჲ
თქუენი ზეცათაჲ სრულ არს”. და ამათ სიტყუათა მიერ სრულსა მას ცოდვათა განწმედასა
აღგჳთქუამს, რომელი-იგი არს სრულიად განყენებაჲ ვნებათაგან უპატიოებისათა, და
სრულსა მას სათნოებათა მიმართ აღმაღლებასა, რომელი-იგი არს განწმედაჲ გულისაჲ
მიღებითა მით სრულისა მის და საღმთოჲსა სულისაჲთა, რომელი-იგი იქმნების გულსავსებითა
სულისაჲთა, რომელმან სარწმუნოებით და სიყუარულით ყოვლითკერძოვე
მისცეს
თავი თჳსი ღმერთსა. ვითარცა დავითის მიერ გამოაჩინა სულმან წმიდამან სრული იგი
ჭეშმარიტებისა სახჱ და გუასწავა ღმრთისაგან თხოვაჲ მისი, რაჲთა სარწმუნოებით გული
გჳთქუმიდეს, რაჲთამცა ვიქმნენით ძედ ნათლისა და მკჳდრ ცხორებისა. და თქუა ესრეთ:
“იყავნ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რაჲთა არა მრცხუენოდის
სირცხჳლითა”. და უპატიოებისა შემოსაჲ მათთჳს თქუა, რომელთა არა მოუგია გული უბიწოჲ
ყოველთაგანვე შეგინებისა და მწინკულისა. რამეთუ კუალად იტყჳს: “მაშინ არა
მრცხუენოდის მე, რაჟამს ვეკრძალო ყოველთა სამართალთა პირისა შენისათა”. რამეთუ
რაჟამს ყოველნივე მცნებანი წარვჰმართნეთ და ყოველთა ბოროტთაგან განვეშორნეთ, მაშინ
მოვიგებთ სრულსა კადნიერებასა წინაშე ღმრთისა, ვითარცა სული წმიდაჲ გუასწავებს. და
კუალად ილოცვიდა წინაწარმეტყუელი და იტყოდა: “გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა,
ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა და კუალად სულითა წმიდითა
დამამტკიცე მე”.
ხოლო
კუალად კითხვით იტყჳს: “ვინ აღვიდეს მთასა ღმრთისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა
წმიდასა მისსა?” და კუალად რეცა მიუგებს, თუ ვითარნი არიან, რომელნი აღვლენან
მთასა წმიდასა და იტყჳს: “უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა”. და სიტყჳთა ამით
გუასწავა სულმან წმიდამან ყოვლისავე ცოდვისა გარდაკუეთაჲ, რომელი იქმნების საქმით
ანუ სიტყჳთ გინა თუ მოგონებით. და რაჲთა მოსწრაფე იყვნენ, რომელნი-იგი ილოცვენ და
სარწმუნოებით ესვენ მიწვენად დღითი დღედ საღმრთოსა მას სიწმიდესა, რამეთუ მოციქული
ცხადად გუასწავებს, თუ ვითარ თანა-აც ყოფად სულთა, რომელნი ჴორციელთა ზრუნვათა და
ქორწინებათაგან განშორებულ არიან ქალწულებისა სურვილისათჳს. და ესრეთ იტყჳს,
ვითარმედ -- “ქალწული იგი ზრუნავნ უფლისასა, რაჲთა წმიდა იყოს არა ჴორცითა ოდენ,
არამედ სულითაცა, საქმითა და გონებითა”. ესე იგი არს, რაჲთა ცხადთაცა და ფარულთა
ცოდვათაგან კიდე იყოს, ვითარცა სძალი ქრისტესი და მოსურნჱ ზეცისა მეუფისაჲ, წმიდაჲ
და შეუგინებელი. რამეთუ სულსა, რომელსა სუროდის ქრისტეს თანა ყოფაჲ და რაჲთა
იქმნას მის თანა ერთ სულ, თანა-აც, რაჲთა მიემსგავსოს უბიწოსა მას და უხრწნელსა
შეუნიერებასა მისსა, ვითარცა ნეტარი იოვანე იტყჳს, ვითარმედ: “ყოველსა, რომელსა
ჰქონდის სასოებაჲ ესე, განიწმიდენ თავი თჳსი, ვითარცა იგი წმიდა არს”. და პავლე
იტყჳს: “მსგავს ჩემდა იქმნენით,
ვითარცა
მე ქრისტესა”.
რამეთუ
არა ცხადთა ოდენ ცოდვათაგან, ვითარ სიძვისა, ანუ პარვისა, ანუ კაცის კლვისა, ანუ
ნაყროვანებისა, ანუ ძჳრის-ზრახვისა, ანუ უკეთურებისა, ანუ ტყუვილისა, ანუ
ცუდადმეტყუელებისა, ანუ ჴმამაღლობისა, ანუ სიცილისა, ანუ სილაღისა, ანუ
ვეცხლისმოყუარებისა, ანუ ანგაჰრებისაგან უჴმს სულსა წმიდა-ყოფაჲ თავისა თჳსისაჲ.
რომელსა უარ-ეყოს ზიარებაჲ ჴორციელი და განშორებულ იყოს ამის სოფლისაგან და
იღუწიდეს ქალწულებასა და მიეცეს თავი თჳსი შეყოფასა და ზიარებასა უხრწნელისა მის
სიძისასა, არამედ უფროჲსღა თანა-აც, რაჲთა ძნიადთა მათ ვნებათა სულისათა და
ფარულთა ცოდვათაგან დაიცვას თავი თჳსი: გულისთქუმისაგან და ცუდადმზუაობრობისაგან
და კაცთმოთნებისაგან და მაჩუენებლობისა, მთავრობისმოყუარებისა და მზაკუვარებისა და
სიძულილისა და სიბოროტისა და ურწმუნოებისა და შურისა და სიმაღლისა და ჴდომისა და
თავმოთნებისა და ჴორცთმოყუარებისა და ამპარტავანებისა და მსგავსთა ამათთა უხილავთა
მათ ვნებათაგან უპატიოებისათა. რამეთუ წერილი უჩინოთა მათ ცოდვათა სულისათა სწორადვე
გარეგანთა მათ ცოდვათასა იტყჳს, უკუეთუ ოდენ გურწმანან სიტყუანი სულისა წმიდისანი,
რამეთუ წერილ არს: “ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთა მოთნეთანი” და “კაცი მოსისხლჱ
და მზაკუვარი სძაგს უფალსა”. აჰა ესერა, სიტყუაჲ ზაკუვისაჲ და კაცისკლვაჲ ერთად
ცოდვად შეჰრაცხნა. და კუალად იტყჳს: “რომელნი იტყოდიან მშჳდობასა მოყუსისა თჳსისა
თანა, ხოლო უკეთურებაჲ არს გულსა მათსა, მიაგე მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ”. და
კუალად იტყჳს: “რამეთუ გულნი თქუენნი ურჩულოებასა იქმან ქუეყანასა ზედა”. და უფალი
რაჟამს აბრალებდა კაცთმოთნეთა, თქუა, ვითარმედ: “ყოველსავე იქმან, რაჲთამცა
ეჩუენნეს კაცთა”. ამისთჳსცა გუამცნებს და იტყჳს: “ნუ ჰყოფთ ქველისსაქმესა თქუენსა
წინაშე კაცთა, რაჲთა არა წარსწყმიდოთ მადლი თქუენი წინაშე მამისა თქუენისა
ზეცათაჲსა”. ესე იგი არს, რაჲთა არა ვეძიებდეთ კაცთაგან პატივსა და დიდებასა
კეთილთა საქმეთათჳს, არამედ მხოლოჲსა ღმრთისაგან, რომლისა დიდებაჲ არს ჭეშმარიტი
და საუკუნე და ტანჯვაჲ მისი არს ტანჯვა საუკუნე.
და
კუალად იტყჳს: “ვაჲ თქუენდა, ოდეს კეთილად გეტყოდინ თქუენ ყოველნი კაცნი”. ესე იგი
არს, ვითარმედ -- ვაჲ თქუენდა, რაჟამს გენებოს თქუენ კაცთაგან კეთილისა სმენაჲ და
გიხაროდის, რაჟამს გაქებდენ და გადიდებდენ. არა თუ გამოჩინებაჲ კეთილისაჲ არს
ცოდვა, რამეთუ ვითარმცა შესაძლებელ იყო, კეთილისა საქმისა არა გამოჩინებაჲ,
ვინაჲთგან უფალი იტყჳს, ვითარმედ: “ესრეთმცა ბრწყინავს ნათელი თქუენი წინაშე
კაცთა, რაჲთა ხედვიდენ კეთილთა საქმეთა თქუენთა და ადიდებდენ მამასა თქუენსა
ზეცათასა”, არამედ რაჲთა არა თჳსისა დიდებისათჳს იქმოდინ კეთილთა საქმეთა, არამედ
დიდებად ღმრთისად. ნუცა ეძიებთ და იხარებთ ქებასა ზედა წარმავალთა და მოკუდავთა
კაცთასა, არამედ ეძიებდით დიდებასა და ქებასა მხოლოჲსა ღმრთისასა.
ვითარცა
მოციქული გუასწავებს, რაჲთა ჭამასაცა და სუმასაცა დიდებად ღმრთისა ვიქმოდით და
იტყჳს: “გინა თუ შჭამდეთ, გინა თუ სუმიდეთ, გინა თუ რასმე იქმოდით, ყოველსავე
დიდებად ღმრთისა იქმოდეთ”. რამეთუ რომელნი ეძიებდენ კაცთაგან დიდებასა და ქებასა,
ურწმუნოთა თანა განაჩინნა იგინი უფალმან და თქუა: “ვითარ შემძლებელ ხართ თქუენ
მორწმუნე ყოფად, რომელნი დიდებასა ურთიერთას ეძიებთ და დიდებასა მხოლოჲსა
ღმრთისაგან არა ითხოვთ”. ხოლო იოვანე სიძულილსა კაცისკლვასა თანა შეჰრაცხავს და იტყჳს:
“რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცისმკლველი არს” და უწყით, ვითარმედ ყოველსა
კაცისმკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ”.
იხილეთღა,
ვითარ სიძულილსა მას ფარულსა ძმისასა კაცისკლვასა თანა შეჰრაცხავს მოციქული. და
კუალად მოციქული პავლე იტყჳს მათთჳს, რომელნი მიეცნეს ვნებათა უპატიოებისათა და
აღჰრაცხავს ბოროტთა უგულისჴმოებისა და ურჩებისა მათისათა და ცხადთა და ფარულთა
ცოდვათა ერთად შეჰკრებს და იტყჳს. და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაჲთამცა
ჰქონდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ
უჯეროჲსა. სავსე იყვნეს ყოვლითა სიცრუვითა, უკეთურებითა, ბოროტებითა, შურითა,
ანგაჰრებითა, კაცის-კლვითა, ბოროტისჩუენებითა, ცუნდრუკებითა, ძჳრისმეტყუელებითა,
ღმრთისშემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა,
მამა-დედათა ურჩ, უგულისჴმო, უწესო. უყუარულ, უწირავ, უწყალო. რომელთა უწყოდეს
სამართალი ღმრთისაჲ, რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს სიკუდილისა არიან.
ხედავა,
ვითარ არა ცხადნი ოდენ ცოდვანი აღრაცხნა, რომელნი კაცთა საძაგელ არიან, არამედ
ცხადთა მათ თანა ფარულნიცა ვნებანი სულისანი აღრაცხნა: მზაკუვარებაჲ და
ამპარტავანებაჲ, სიძულილი და უგულისჴმობაჲ და სხუანიცა ესევითარნი. და უფალი
იტყჳს: “მაღალი იგი წინაშე კაცთასა საძაგელ არს წინაშე ღმრთისა”. და კუალად იტყჳს:
“რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს, ხოლო რომელმან დაიმდაბლოს თავი
თჳსი, იგი ამაღლდეს”. და სობრძმესა სოლომონისასა იტყჳს: “არა წმიდა არს წინაშე
უფლისა ყოველი მაღალი გულითა”.
და
ამას ესევითარსა უკუეთუ გამოვეძიებდეთ წერილთაგან, მრავალი ვპოოთ ფარულთა მათ
ვნებათათჳს სულისათა თქუმული; რამეთუ სულმან წმიდამან უწყის, რომელ ფარულნი იგი
ვნებანი სულისანი ძნელოვან არიან და მაიძულებელ სულისა და განყენებაჲ მათგან
გუასწავა ჱჩუენ დავითის მიერ და თქუა: “საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე და
უცხოთაგან იცევ მონაჲ შენი”, რამეთუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა და მრავლითა
ვედრებითა და სარწმუნოებითა და სრულითა სიყუარულითა ღმრთისაჲთა მოგუეცემის ჩუენ
ჴსნაჲ ვნებათაგან ფარულთა უპატიოებისათა.
რამეთუ
ვითარცა გარეგანთა გუამთა ჩუენთა ცხადთა ცოდვათაგან ვიმარხავთ, რამეთუ ტაძარნი
ღმრთისანი არიან გუამნი ჩუენნი, ვითარცა მოციქული იტყჳს: “რომელმან ტაძარი
ღმრთისაჲ განხრწნას, განხრწნას იგი ღმერთმან”, ეგრეთვე ჯერ-არს, რაჲთა შინაგანიცა
კაცი, რომელ არს სული, ვისწრაფოთ და ვიღუაწოთ, რაჲთა წმიდა იყოს იგი ყოვლისაგანვე
შეგინებისა გულისსიტყუათა ბოროტთაჲსა, ვითარცა სძალი ქრისტესი. რამეთუ წერილ არს:
“ყოვლითავე დაცვითა დაიცევ გული შენი, რამეთუ მისგან არიან გამოსლვანი
ცხორებისანი”.
ხოლო
ესე მაშინ წარვჰმართოთ, უკუეთუ წინააღუდგებოდით და სიტყუას-უგებდეთ მარადის
ბოროტთა გულისსიტყუათა ცუდადმზუაობრობისა და სიძულილისა და სიმაღლისა და
მზაკუვარებისა და გულისთქუმისა და ურწმუნოებისა და შურისა და დიდებისმოყუარებისათა
და ყოვლითა გამოწულვილვითა გამოვიძიებდეთ და გონებაჲ ჩუენი დავიცვათ შეუშფოთველად
ყოველთაგან ვნებათა ფარულთა სულისათა და მივსცნეთ თავნი ჩუენნი ყოველსავე კეთილსა
საქმესა ჭირითა და ტკივილითა და ღუაწლითა, რამეთუ წინააღმდგომი გუებრძვის,
რაჲთამცა დაგუაყენნა კეთილისაგან და ამისთჳს გჳჴმს ბრძოლად მისა ჭირი და ღუაწლი
ფრიადი.
რამეთუ
ნეტარი მოსე გუასწავებს, სიწრფელესა და გჳჩუენებს სახითა, ვითარმედ არა ჯერ-არს,
რაჲთამცა შეუდგა სული ორთავე საქმეთა -- ბოროტსა და კეთილსა, არამედ კეთილსა ოდენ.
და არა ჯერ-არს, რაჲთა იქმნნენ ჩუენ შორის ორნი ნაყოფნი -- კეთილნი და ბოროტნი,
არამედ კეთილი ოდენ ვქმნათ და ბოროტისაგან განვეშორნეთ. და იგავით ესრეთ იტყჳს:
“ნუ შეაბამ კალოსა ზედა შენსა ერთბამად უცხოთესლთა პირუტყუთა -- ჴარსა და
კარაულსა, არამედ ერთისა თესლითა პირუტყუნი შეაბენ და ესრეთ განლეწე კალოჲ შენი”.
ხოლო
ესე იგი არს, რაჲთა კალოსა შინა გულისა ჩუენისასა არა იყვნენ ერთბამად სათნოებაჲ
და უკეთურებაჲ. კუალად იტყჳს: “ნუ მოჰქსოვ სამოსელსა თანა მატყლისასა სელსა, ნუცა
სელისა თანა მატყლსა”. “ქუეყანასა ზედა შენსა ნუ დასთესავ ორსა თესლსა, ნუცა ორჯელ
წელიწადსა შინა”. “არა შეჰკრიბნე უცხოთესლნი პირუტყუნი ერთად, არამედ ერთისა
თესლისანი შეჰკრიბნე ერთად”. ხოლო ამით ყოვლითა მოასწავებს, რაჲთა არა შევჰრთოთ
ერთად სათნოებაჲ და უკეთურებაჲ, არამედ რაჲთა სათნოებათა ოდენ თესლნი გამოვიდენ
ჩუენგან და რაჲთა არა შეეყვნენ სულნი ჩუენნი, არცა ეზიარნენ ორთა სულთა -- სულსა
ღმრთისასა და სულსა ამის სოფლისასა, არამედ რაჲთა შევეყვნეთ სულსა ხოლო ღმრთისასა
და მას შევემშჭუალნეთ და ესრეთ გამოვიხუნეთ წმიდანი იგი ნაყოფნი სათნოებათანი,
რაჲთა თესლმან მან სულისა წმიდისამან ჩუენ შორის ნაყოფი გამოიღოს და რაჲთა არა
ორთა პირთა -- კეთილისა და ბოროტისათა თანა ვჰყოფდეთ ვაჭრობასა ჩუენსა, არამედ
რაჲთა კეთილი ოდენ ვიჴმაროთ და ბოროტისაგან უცხო ვიქმნნეთ.
და
ესრეთ კეთილთა ოდენ სათნოებათა ნაყოფი აღვაორძინოთ სულსა შინა ჩუენსა, ვითარცა
წერილ არს: “ამისთჳს ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარმემართა და ყოველი გზაჲ
სიცრუვისაჲ მოვიძულე და ცოდვაჲ მოვიძულე, მოვიძაგე”, ხოლო შჯული შენი შევიყუარე, რაჲთა
ესრეთ იხილოს უფალმან ღუაწლი იგი სულისაჲ და თჳსითა კაცთმოყუარებითა დიდი იგი
ლხინებაჲ ფარულთა ვნებათაჲ ყოს ჩუენ თანა ძალითა სულისა წმიდისაჲთა და გჳსაჯოს
ჩუენ სულისა ჩუენისა მტერთაგან, ვითარცა თჳთ უფალი ქურივისა მისთჳს იტყოდა,
რომელი-იგი წინააღმდგომისაგან იტანჯებოდა. და მივიდა იგი მსაჯულისა თანა სიცრუვისა
და ითხოვდა მისგან, რაჲთამცა უსაჯა მას. და ფრიადისა წყინებისა მისისათჳს უსაჯა
მას. და ეს თქუა უფალმან, რაჲთამცა გუასწავა არა მოწყინებაჲლოცვასა შინა, რამეთუ
“ეტყოდა მათ იგავსა, რაჲთამცა არა მოიწყინეს ლოცვასა შინა”, და შემდგომი ამისი.
ხოლო არა მოწყინებაჲ მოგუასწავებს დაუცხრომელსა ვედრებასა და შემდგომად ამისა თქუა
უფალმან: “იხილეთა, რასა იტყჳს მსაჯული იგი სიცრუვისაჲ? რაოდენ უფროჲს მამამნ
თქუენმან ზეცათამან ყოს წყალობაჲ მათ თანა, რომელნი ღაღადებენ მისა მიმართ დღე და
ღამე. ჰე, გეტყჳ თქუენ, იყოს განკითხვაჲ მათი ადრე”.
ხოლო
მოციქულსა პავლეს ენება, რაჲთამცა გამოაჩინა და გჳჩუენამცა, თუ ვითარსა ღუაწლსა
მოითმენდა იგი მოწაფეთა თჳსთათჳს და თუ ვითარ ისწრაფდა, რაჲთამცა მოვიდეს იგინი
საზომსა სულიერსა და ილოცვიდა მათთჳს ყოვლითა გულითა და სრულსაცა ქრისტეანობისა
სახესა უჩუენებდა ყოველთა, რომელთა ჰნებავს ქრისტესმოყუარებისა გზასა მას
საღმრთოსა სლვად. და ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: “ასწავებდით ყოველსავე კაცსა და
შეჰრჩულევდით ყოვლითავე სიბრძნითა, რაჲთა წარმოუდგინოთ ყოველივე კაცი წინაშე
ქრისტესა, რომლისათჳსცა მეცა ვიღუწი და ვშურები”.
და
კუალად, რომელთა-იგი მიეღო ბეჭედი სულისა წმიდისაჲ ნათლისღებისა მიერ, ილოცვის
მათთჳს აღორძინებად მადლისა მათ შორის და იტყჳს: “ამისთჳსცა მეცა, მესმა რაჲ
თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ და სიყუარული, რომელი გაქუს ყოველთა წმიდათა მიმართ, არა
დავსცხრები თქუენთჳს ლოცვად და თხოვად”. რაჲთა ღმერთმან და მამამან იესუს
ქრისტესმან, მამამან დიდებისამან მიგცეს თქუენ სული სიბრძნისა და გამოცხადებისა
მისისაჲ, გულისჴმის-ყოფითა მისითა განათლებულნი თუალნი გულისა თქუენისანი უწყებად თქუენთა,
თუ რაჲ არს სასოებაჲ იგი წოდებისა თქუენისაჲ და თუ რაჲ არს სიმდიდრჱ დიდებისა
მისისაჲ წმიდათა შორის და თუ რაჲ არს გარდამეტებული იგი სიდიდჱ ძლიერებისა მისისაჲ
ჩუენ ზედა მორწმუნეთა. ხოლო სახჱ იგი არსებისა მისისაჲ და მიღებისა სულისა
წმიდისაჲ გამოწულილვით გჳჩუენა ჩუენ, რომელი-იგი იქმნების გულსავსებით, რამეთუ
თქუა საქმისაებრ ძალისა მისისა, რომელ იქმნა ქრისტეს თანა, რაჟამს აღადგინა იგი
მკუდრეთით, ესე იგი არს, რაჲთა მის საქმისაებრ სულისა წმიდისა თქუენცა შეიწყნაროთ
გულსმოდგინებაჲ.
და
კუალად მასვე ებისტოლესა შინა მცირედ უკუანაჲს გამოაჩინებს სურვილსა მისსა, რომელი
აქუნდა უფროჲსისა წარმართებისა მათისათჳს და მოსლვისა უფროჲსსა სისრულესა
სულიერსა. და ილოცავს და იტყჳს: “ამისთჳს მეცა მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა წინაშე
მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომლისაგან ყოველი ნათესავი ცათა შინა და
ქუეყანასა ზედა სახელ-იდების, რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ ძლიერებისა მისისა
ძალი განძლიერებად სულისა მიერ მისისა, დამკჳდრებად შინაგანსა კაცსა შინა ქრისტჱ
სარწმუნოებით და სიყუარულით გულთა შინა თქუენთა დამყარებულად და დაფუძნებულად,
რაჲთა შემძლებელ იქმნეთ მიწთომად, თუ რაჲ არს სივრცჱ, ანუ სიგრძჱ, ანუ სიღრმჱ. ანუ
სიმაღლჱ და გულისჴმისყოფად გარდამეტებულებაჲ იგი გულისჴმის-ყოფისა და სიყუარულისა
ქრისტესისა, რაჲთა სავსე იყვნეთ ყოველსავე შინა აღვსებასა ღმრთისასა”. ხოლო კუალად
სხუასა ებისტოლესა შინა ამისთჳსვე ასწავებდა და გარდამატებულებასა სულიერისა
სიმდიდრისასა უჩუენებდა მათ და ასწავებდა, რაჲთამცა ისწრაფდეს სულიერისა საზომისა
სისრულესა მიწთომად და იტყოდა: “გშურდინ მადლი იგი უფროჲსი და მერმე უმეტესი გზაჲ
გიჩუენო თქუენ: ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი და სიყუარული არა
მაქუნდეს, ვიქმენი მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, ანუ წინწილაჲ რაჲ ჴმობნ.
მაქუნდეს ღათუ წინაწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი
მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ სარწმუნოებაჲ ვიდრე მთათა ცვალებადმდე და სიყუარული
არა მაქუნდეს, არაჲვე რაჲ ვარ. შე-ღათუ-ვჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე
ჴორცნი ჩემნი დასაწუველად და სიყუარული არა მაქუნდეს, არაჲვე სარგებელ არს ჩემდა”.
და კუალად იტყჳს ნაყოფთაცა სიყუარულისათა, თუ ვითარნი არიან და თუ ვითარ, რომელთა
მოეგოს სიყუარული, განერებიან იგინი ვნებათაგან ეშმაკისათა და ღაღადებს ესრეთ:
“სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ. სიყუარულსა არა შურნ, არა მაღლოინ, არა
განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არა
იგონებნ ბოროტსა, არა უხარინ სიცრუვესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა.
ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოვლითა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული
არასადა დავარდების”. ესე იგი არს, ვითარმედ ოდეს ვიყვნეთ პირველთქუმულთა მათ
მადლთა შინა სულიერთა და ჯერეთ ვერ განთავისუფლებულ ვიყვნეთ სიყუარულისა მიერ
ჭეშმარიტისა ვნებათაგან სრულიად, ჯერეთ ღელვათა შინა და შიშსა და ღუაწლსა
ვიყოფებით, ვიდრემდე მოვიგოთ სრული იგი საზომი სიყუარულისაჲ. აჰა ესერა, უკუეთუ
ოდენ. გუენებოს, გჳჩუენა ჩუენ მოციქულმან საზომი იგი სულიერი, თუ ვითარი არს,
რომელ-იგი არღარა ჰმორჩილობს ვნებათა, რამეთუ ენასაცა ანგელოზთასა და
წინაწარმეტყუელებასა და სარწმუნოებასა და ყოველსავე გულისჴმის-ყოფასა და მადლსა
კურნებათასა და სხუასა ყოველსავე სათნოებასა უზეშთაესად გამოაჩინა სიყუარული. და
ყოველივე მის თანა, ვითარცა არარაჲ ჩანს, რომელი-იგი არს უზეშთაესი სათნოებათაჲ და
საზომი სისრულისაჲ.
რამეთუ
დაღაცათუ ყოველნივე სათნოებანი სულისა წმიდისა მიერ არიან, არამედ რაჲთა არა
მაღლოოდის, რომელი-იგი მათ მადლთა ღირსქმნულ იყოს და რაჲთა არა ჰგონებდეს,
ვითარმედ სრულსა საზომსა მიწთომილ არს და არღარაჲ უჴმს. და ესრეთ ამაღლდეს გონებაჲ
მისი და მერმე სიმაღლისა მისისათჳს დავარდეს სისრულისაგან.
ამისთჳს
გჳჩუენა ჩუენ მოციქულმან გზაჲ იგი სისრულისაჲ, რაჲთა ყოველნივე ხედვიდენ სისრულესა
ამის სათნოებისასა და უწყოდის თითოეულმან სიმდიდრჱ ამის საზომისაჲ და ჰქონდის თავი
თჳსი, ვითარცა გლახაკი და ესრეთ დაუცხრომელად მარადის კეთილსა ღუაწლსა, იღუწიდეს
და სულიერსა სარბიელსა რბიოდის, ვიდრემდე მიიწიოს, ვითარცა წერილარს: “ესრეთ
რბიოდეთ, რაჲთა ეწინეთ”.
აჰა
ესერა, იხილეთ ვითარ სისრულისა იგი სახჱ და წესი და კანონი მრავლით კერძო
გამოუცხადა ყოველთავე მოწაფეთა თჳსთა და ილოცავს მათთჳს, რაჲთამცა მისწუთეს იგინი
მას საზომსა. რამეთუ იგივე კუალად სხუასა ადგილსა გამოაჩინებს ქრისტესმიერსა მას
სიახლესა და ცვალებასა და მორწმუნეთა და მოყუარეთა მისთასა და იტყჳს ესრეთ,
ვითარმედ: “ვერცა რას წინადაცუეთილებაჲ შემძლებელ არს, ვერცა წინადაცუეთილებაჲ,
არამედ ახალი დაბადებული და რომელთაცა კანონი ესე დაიმჭირონ, მშჳდობაჲ მათ ზედა და
წყალობაჲ ისრაჱლსა ზედა ღმრთისასა”. და კუალად იტყჳს: “რაოდენი არს ახალი ქრისტეს
მიერ დაბადებული”, რამეთუ პირველი იგი წარჴდა და აჰა ესერა, ერთითა სიტყჳთა
გამოაჩინა სამოციქულოჲ იგი კანონი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: “ახალი დაბადებული”.
ხოლო ახალი დაბადებული სხუაჲ არა რაჲ არს, არამედ ესე ოდენ, ვითარცა-იგი თჳთ
სხუასა ადგილსა იტყჳს, რაჲთა წარმოუდგინოს მან თჳთ თავსა თჳსსა ეკლესიაჲ
დიდებულად, რაჲთა არა ჰქონდის ბიწი ანუ ნაოჭი რაჲმე, ანუ სხუაჲ ესევითარი, არამედ
რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო და განწმედილ ყოვლისაგანვე შეგინებულებისა, რომელ არს
სრულიადი იგი ვნებათაგან განყენებაჲ და სავსჱ იგი სულისა წმიდისა ძალითა
გამოუთქუმელი იგი და საიდუმლოჲ სიწმიდით ზიარებაჲ, რომელი-იგი იქმნების გულთა შინა
წმიდათასა, რომელნი-იგი ღირს-ქმნულ არიან
უზეშთაეს
ბუნებისა, სულიერთა მათ სათნოებათა.
და
ამას იტყჳს მოციქული ქრისტეს მიერ ახლად დაბადებულად და კუალად იგიცა სიტყუაჲ
მოციქულისაჲ ამასვე სახესა მოასწავებს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: “განწმიდეთ ძუელი
იგი ცომი, რაჲთა იყვნეთ ახალ თბე, ვითარცა ხართ უცომო. და ამიერითგან ვზატიკობდეთ
ნუ ცომითა მით ძუელითა, ნუცა ცომითა სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ
უცომოჲთა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა”. და კუალად გუასწავებს ჩუენ, თუ
ვითარ თანა-გუაც ბრძოლაჲ მტერისაჲ, მთავრობათა მათ მიმართ და ჴელმწიფებათა და
სულთა მათ მიმართ უკეთურთა. და გუაწუევს ჩუენ, რაჲთა აღვიღოთ საჭურველი იგი
ღმრთისაჲ და შევიმოსოთ ჯაჭჳ იგისიმართლისაჲ და რაჲთა შევიჭურვნეთ ფერჴნი ჩუენნი
განმზადებულებითა სახარებისა მშჳდობისაჲთა და რაჲთა მოვირტყნეთ წელნი ჩუენნი
ჭეშმარიტებითა. და ამას ყოველსა ზედა, რაჲთა აღვიღოთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ,
რომელთა მიერ შემძლებელ ვიქმნნეთ ყოველთა მათ ისართა უკეთურებისათა განჴურვებულთა
დავსებად, რომელ-იგი არიან საქმენი ბოროტთა ვნებათანი და რაჲთა ჩაფხუტი იგი
ცხორებისაჲ შევიწყნაროთ და მახჳლი იგი წმიდაჲ სულიერი, რომელ არს სიტყუაჲ
ღმრთისაჲ. აჰა ესერა, გჳჩუენა ჩუენ მოციქულმან, ვითარმედ სულიერთა ამათ საჭურველთა
მიერ შემძლებელ ვიქმნებით ძლევად მტერისა. და კუალად გჳჩუენა, თუ რომლითა სახითა
მოვიგოთ საჭურველი ესევითარი. და იტყჳს ყოვლითავე ლოცვითა და ვედრებითა, რაჲთა
ილოცვიდეთ ყოველსა ჟამსა სულითა და ამას ზედა იღჳძებდით ყოვლითა მოთმინებითა და
ვედრებითა. ამისთჳსცა კუალად ილოცავს ყოველთათჳს და იტყჳს: “მადლი უფლისა ჩუენისა
იესუ ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამასაჲ და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ იყავნ
თქუენ ყოველთა თანა”. და კუალად იტყჳს: “უვნებელადმცა დაცვულ არს სული თქუენი და
გონებაჲ და ჴორცნი, ვიდრე დღედმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა”. აჰა ესერა,
ყოვლითავე სახით გამოაცხადა გზაჲ იგი უფლისა მიერ მოცემული, წრფელი სიმართლისაჲ და
სისრულჱ იგი ქრისტეანობისაჲ, რომელსა ხედვენ ყოველნივე ჭეშმარიტებისა მოყუარენი და
ყოვლითავე მოღუაწებითა და სარწმუნოებითა და სასოებითა და სხჳთა ყოვლითავე სახითა
სათნოებისაჲთა ისწრაფიან და სურის მუნ მიწევნად, რამეთუ ესევითარნი იგი შემძლებელ
არიან მიწთომად ორთა მათ დიდთა მცნებათა, რომელთა ჰკიდვან რჩული და ყოველნივე
წინაწარმეტყუელნი, რომელ არს სიყუარული ღმრთისაჲ ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა
და ყოვლითა სულითა, და მოყუსისაჲ -- ვითარცა თავისა თჳსისაჲ, რაჲთა ყოვლისა
უკეთურებისაგან განეშორნენ და ესრეთ შემძლებელ იქმნნენ მოგებად მათა.
ხოლო
ჩუენ დაღაცათუ განვაგრძეთ სიტყუაჲ ესე ჩუენი კეთილისა მოქალაქობისათჳს, ვითარცა
ვისწავეთ უფლისაგან და მოციქულთაგან და ყოველთა წმიდათა წერილთაგან, არაჲვე რაჲ
ცთომაჲ გჳქმნიეს, არამედ უფროჲსადღა სარგებელისათჳს ვქმენით ესე, რაჲთა ყოვლითავე
სახითა ვცნათ და უეჭუელად და შეუორგულებელად გულსავსე ვიქმნნეთ, თუ რაჲ არს
სასოებაჲ იგი წოდებისა ჩუენისაჲ და თუ რაჲ არს საქმჱ და გზაჲ ესე წინამდებარჱ
ჩუენი, რომელთა-ესე შეგჳმოსია სახჱ მონაზონებისაჲ და დაგჳტევებიან საკრველნი ამის
სოფლისანი და ყოველივე ზიარებაჲ ჴორციელი და აღგჳრჩევია ქალწულებით ცხორებაჲ
წინაშე უფლისა, რაჲთა ესრეთ უწყოდის თითოეულმან, თუ რომელსა საზომსა მიწთომილ არს
და თუ სადა თანა-აც მიწთომად, ანუ თუ სადა წოდებულ არს. და* ესრეთ არა მაღლოოდინ,
არამედ დასცხრენ ამპარტავნებისაგან და ვითარცა არარაჲ უჩნდენ სათნოებანი თჳსნი
სიდიდისათჳს საზომისა მის სისრულისა და გამოუკულეველისა მის სიმდიდრისაგან
სიყუარულისა ქრისტესისა. და ამით სახითა მისცემდენ თავთა მათთა ყოვლითა ძალითა და
ყოვლითა მოსწრაფებითა საქმეთა კეთილთა, გულსმოდგინებით, სიტყჳსაებრ უფლისა,
ყოველსავე სოფელსა თანა სულითაცა უვარ-ჰყოფდენ და ყოველთავედღეთა აღიღებდენ ჯუარსა
და შეუდგებოდინ მას სიხარულითა და მხიარულებითა და თჳთ უფალი აქუნდინ სახედ და
წინამძღუარად, ვითარცა მოციქული იტყჳს: “მემსგავსენით მე, ვითარცა მე ქრისტესა” და
კუალად იტყჳს: “მოთმინებით ვრბიოდით წინამდებარესა ამას ღუაწლსა ჩუენსა და
ვხედვიდეთ სარწმუნოებისა წინამძღუარსა და სრულმყოფელსა იესუს, რომელმან
წინამდებარისამის დიდებისა მისისათჳს მოითმინა ჯუარცუმაჲ სირცხჳლისაჲ შეურაცხებით
და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა”.
ხოლო
აწ ვისწრაფოთ, ძმანო, რაჲთა რაჟამს გუაქუნდეს მცირედი რაჲმე სიხარული და
განსუენებაჲ სულისა წმიდისა მიერ, ნუმცა ავმაღლდებით, ნუცა ვიტყჳთ, თუ -- “აჰა
ესერა, მიწევნულ ვართ სისრულისა საზომსა”, რაჲთა არა მოგუკიცხნეს ჩუენ მტერმან
მანქანებითა მისითა და დავეცნეთ სიმაღლისაგან სათნოებათაჲსა და წარმართებისაგან
სულიერისა. არამედ ვითარცა ქრისტესმოყუარეთა, ვიდრე აღსასრულადმდე ტკივილი და ჭირი
და ღუაწლი აღვაორძინოთ დღითი დღე და ყოვლადვე წინამდებარისათჳს გუსუროდის,
გარდასრულსა მას დავივიწყებდეთ. გუშიოდენ და გუწყუროდენ მარადის სიმართლისათჳს
ბრძანებისაებრ უფლისა და გულნიმცა ჩუენნი შემუსრვილ არიან და რაჲთა გუაქუნდენ
თავნი ჩუენნი, ვითარმედ ვერ მიწთომილ ვართ წოდებასა მას, რომლისა მიმართ
ვიწოდენით. არცა გჳცნობია სრული იგი საზომი ქრისტეანობისაჲ, არცა მიწევნულ ვართ
სრულსა სიყუარულსა ქრისტესსა, რამეთუ რომელთა გული უთქუმიდეს მიწევნად
პირველთქუმულსა მას წინამდებარესა საზომსა, იგინი მარადის განგურემულ არიან
სურვილითა გამოუთქუმელისა მის სისრულისა და მცირედთა მათ სათნოებათა ზედა არაოდეს
გულსავსე იქმნებიან -- მარხვასა ზედა, გინა მღჳძარებასა, გინა მოწყალებასა, გინა
სხუასა რასმე მადლსა სულიერსა ვიდრე უკუანაჲსკნელად სულთქუმადმდე, არამედ
ყოველსავე სათნოებასა და ყოვლისა კეთილისა საქმესა მისცემენ თავთა მათთა და
მარადის გლახაკ არიან სათნოებისათჳს და ესრეთ აქუს, ვითარმედ არა აღუსრულებია
შჯული იგი სიბრძნისაჲ. და ესრეთ ვითარცა შეიყუარნეს ნიჭნი იგი გამოუთქუმელთა მათ
აღთქუმათანი, ეგრეთცა მიიღონ სასუფეველსა შინა ცათასა უფლისა მიერ.
ეგევითარნი
იგი სულნი შემძლებელ არიან სათნოებათა აღსრულებად და ღმრთისა სათნო-ყოფად და
სასუფევლისა დამკჳდრებად, რომელნი-იგი არიან გლახაკ სულითა და შემუსრვილ გულითა და
ჰშიან და სწყურიან მარადის სიმართლისათჳს და სურიან სრულისა მის პატივისათჳს. ამისათჳსცა
მოსაგებელად სიყუარულისა მათისა, რომელი აქუს ღმრთისა მიმართ, მოეცნენ მათ ნიჭნი
დიდნი და მრავალნი.
და
აწ სასოებისა მისთჳს მერმისა და თუ ვითარი ცხორებაჲ უჴმს, რომელთა ხატი ესე
მონაზონებისაჲ შეუმოსია და ქალწულებაჲ აღურჩევია, გჳთქუან ჯერისაებრ და ძალისა
ჩუენისა.
ხოლო
ჯერ-არს, რაჲთა ვთქუათ შესაკრებელისათჳს ძმათაჲსა, რომელნი შეკრებულ არიან
მონასტერთა შინა, თუ ვითარ თანა-აც ურთიერთას ყოფაჲ და თუ ვითარითა ტკივილითა და
ოფლითა და თუ რომლითა ღონისძიებითა შემძლებელ იქმნენ პირველთქუმულსა მას
მოქალაქობასა მიწთომად, რაჲთა ესრეთ ისწაონ მოსწრაფეთა და მჴნეთა გზაჲ იგი ზეცათა
ქალაქსა მიმყვანებელი, რაჲთა მას ზედა რბიოდინ, ვიდრდმე მისწუთენ.
რომელი
რბიოდის მოქალაქობასა ამას შინა კეთილსა და სუროდის, რაჲთამცა ვიდოდა კუალსა
უფლისასა და განშორებულ იყოს სოფლისაგან და გემოთაგან ჴორციელთა და მიეცეს თავი
თჳსი მორჩილებად ძმათა თანა და უვარ-ეყოს, სიტყჳსაებრ სახარებისა, მამაჲ და დედაჲ,
ცოლი და შვილნი, ძმანი, და დანი და ნათესავნი და სიმდიდრჱ და დიდება და მოსრულ
იყოს მონასტრად, ამით დაჰბეჭდენინ საქმენი თჳსნი, რაჲთა სულიცა თჳსი უვარ-ყოს.
ხოლო
უვარის-ყოფაჲ სულისა თჳსისაჲ ესე არს, რაჲთა მისცეს თავი თჳსი მორჩილებად და
ნებანი თჳსნი სრულიად მოიკუეთნეს და სიტყუასა ღმრთისასა ეკიდოს და მის მიერ
მარადის მცნებათა მისთა გულისჴმის-ყოფითა შეიმკობდეს სულსა თჳსსა და რაჲთა არარაჲ
ჰქონდის თჳსსა ჴელმწიფებასა ქუეშე თჳნიერ სამოსლისა მის, რომელი ემოსოს, რაჲთა
ყოვლით კერძოვე იყოს უზრუნველ, და რომელსა უბრძანებდენ, სიხარულით აღასრულებდეს.
და ვითარცა მონაჲ სყიდული ერთგულებით ყოველთავე ძმათა და უფროჲსად წინამძღუართა,ვითარცა
უფალთა და მეუფეთა, ესრეთ პატივ-სცემდეს სახელისათჳს ქრისტესისა, ვითარცა-იგი თჳთ
იტყჳს, ვითარმედ: “რომელსა ენების თქუენ შორის დიდ-ყოფაჲ, იყავნ იგი ყოველთა მონა
და ყოველთა მსახურ”. და ნუმცა ეძიებს მსახურებისა და მოქალაქობისა მისისათჳს
ძმათაგან დიდებასა, გინა
თუ
პატივსა, ანუ თუ ქებასა. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: “ჰმსახურებდით ყოველთავე
ერთგულებითა, ნუ თუალთმაჩუენებლობით, ვითარცა კაცთა მოთნენი, არამედ ვითარცა
მონანი ქრისტესნი, რომელთა-ეგე მიგიცემიან თავნი თჳსნი ქრისტესთჳს სლვად იწროსა
მას და საჭიროსა გზასა”. ვითარცა სასუფეველისა ტრფიალი, რომელსა-ეგე მოგიდრეკია
ქედი შენი სიხარულით უღელსა მას ტკბილსა ქრისტესსა, დიდისა და კეთილისა ცხორებისა
წინამძღუარ ექმნები თავსა შენსა, უკუეთუ გულსმოდგინებით და მოთმინებით დაადგრე
კეთილსა მას და სულისა სარგებელსა მსახურებასა შინა, რაჲთა ყოველნივე გიჩნდენ, ვითარცა
უფალნი და ქრისტეს მონანი და სასუფეველისა მკჳდრნი, რაჲთა ყოველთავე ჰმორჩილობდე
და უფროჲსად წინამძღუართა მათ მოღუაწეთა, რომელთა ეტჳრთოს სიმძიმჱ იგი მონასტრისაჲ
და ყოვლადვე შეგერაცხოს თავი თჳსი, ვითარცა თანამდები ძმათა სიყუარულით და
მორჩილებით მსახურებისაჲ, რამეთუ წერილ არს: “ნურარაჲ ვისი თანა-გაც, არამედ
სიყუარული ოდენ ურთიერთას”.
ხოლო
თქუენცა გეტყჳ, წინამძღუარნო ძმათანო, დიდსა სამქესა ჴელ-გიყოფიეს. ესრეთ იღუაწეთ
სიმდაბლით ბოროტთა მათ ღონეთამიმართ ეშმაკისათა, რაჲთა არა იძლინეთ ვნებისაგან
ამპარტავანებისა და ვითარცა ჴელმწიფებით უბრძანებდეთ დამორჩილებულთა თქუენდა ძმათა
და მოატყუათ სულთა თქუენთა დიდისა სარგებელისა წილ დიდი სიმძიმჱ და დაჭირვებაჲ.
არამედ მამანი შვილისმოყუარენიმცა ხართ და ესრეთმცა შეგირაცხიან თავნი თქუენნი,
ვითარმედ ღმრთისათჳს მიგჳცემიან თავნი ჩუენნი მონებად ძმათა და არა უფლებად. და
მარადის მათთჳს ზრუნევდით, სულისადა ჴორცთა მათთათჳს და ისწრაფდით, რაჲთა
თითოეულისა სულსა არგოთ და იღუწიდით მათ ვითარცა შვილთა ღმრთისათა, რაჲთა ესრეთ
წმიდასა მას შესაკრებელსა ძმათასა მარადის სულიერითა სარგებელითა ჰრწყვიდეთ და
მოიღოთ მადლი ქრისტესაგან და ცხადად გაქუნდიდ სახჱ და წესი წინამძღუართაჲ, ვითარ
განგებაჲ, ანუ ბრძანებაჲ, ანუ განზრახვაჲ კეთილისაჲ, ანუ შერისხვაჲ ვისიმე, ანუ
მხილებაჲ, სადა ჴმდეს, ანუ ნუგეშინისცემაჲ, სადა ჯერ-იყოს სწავლისებრ მოციქულისა,
რაჲთა მიზეზითა სიმდაბლისადა სიმშვიდისაჲთა არა იყვნენ მონასტერნი შფოთებასა შინა
უგულისჴმოებისაგან და რაჲთა ეპყრას წესი მოწაფეთა და წინამძღუართაჲ. ხოლო ფარულად
გონებათა შინა თქუენთა შეგირაცხიანმცა თავნი თქუენნი მონად ძმათა და ვითარცა
მასწავლელნი კეთილნი, რომელთადა რწმუნებულ იყვნენ შვილნი მეფეთანი სასწავლელად,
ეგრეთვე ყოვლითა ერთგულებითა და შიშითა ღმრთისაჲთა ისრაფდით, რაჲთა თითოეულსა
ძმათასა დაამტკიცებდეთ საქმესა ზედა კეთილსა, რაჲთა დიდი და მიუწთომელი მადლი
მოიგოთ უფლისაგან ეგევითარისა შრომისათჳს. და ვითარცა მასწავლელნი შვილთა თჳსთა
უფალთასა სწავლისათჳს ანუ წესიერებისათჳს მრავალგზის არა ჰრიდებენ მათ, არამედ
ჰგუემენ და ესრეთ გამოაჩინებენ ერთგულებასა და მოსწრაფებასა მათსა, რაჲთა ამით
სასოებითა იქმან, რაჲთამცა იქმნნეს იგინი ბრძენ ანუ დიდებულ სოფელსა ამას შინა.
ეგრეთვე მოღუაწეთა თანა-აც, რაჲთა არა გულისწყრომისა და სიმაღლისა ვნებითა
ჰრისხვიდენ უწურთელთა და უსწავლელთა ძმათა, არამედ მოწყალებითა ქრისტესებრივითა და
სახითა სულისა სარგებელისაჲთა და სასოებითა, რაჲთამცა შეიყვანნეს იგინი
სასუფეველსა ცათასა, ამით ესევითარითა სახითა ასწავლიდით სიჩჩოსა ძმათასა და
თითოეულისა სარგებელისათჳს იქმოდეთ გინა თუ ნუგეშინისცემასა, გინა თუ მხილებასა
შურითა საღმრთოჲთა და სიყუარულითა ქრისტესითა ასწავებდით მათ. და ნუ ვნებითა
უკეთურებისაჲთა, ვითარმცა თავთა თჳსთა განისჯიდით, რაჲთა ესრეთ შრომაჲ ეგე თქუენი,
რომელი ღმრთისათჳს ჴელ-გიყოფია, აღასრულოთ და სასუფეველი ცათაჲ დაიმკჳდროთ, რამეთუ
ესე არს ჭეშმარიტად ანგელოზებრივი ცხორებაჲ ქუეყანასა ზედა, რაჟამს ესევითარი
მოქალაქობაჲ აქუნდეს წინამძღუართაცა და მოწაფეთაცა და ერთმანერთსა ყოველნივე ძმანი
ჰმორჩილობდენ სიხარულით, ურთიერთას ვითარცა უფალთა შეხედვიდენ და პატივითა
ერთმანერთსა პატივ-სცემდენ. სიწრფოებით და უმანკოებით და ერთობით და მშჳდობით და
სიმდაბლითა გულისაჲთა უჴმს ძმათა ურთიერთას ყოფაჲ. ნუმცა ვინ მაღლოის სხუასა ზედა
და ნუცამცა ვის აქუს თავი თჳსი უკეთეს ანუ უზეშთაეს უდარესისაცა ყოველთაჲსა,
არამედ აქუსმცა თავი თჳსი თითოეულსა უქუეს ყოველთასა, ვითარცა მოწაფჱ ქრისტესი,
რამეთუ იგი თჳთ იტყჳს: “რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს და რომელმან
დაიმაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს”. და კუალად იტყჳს: “რომელსა ჰნებავს თქუენ შორის
დიდ-ყოფაჲ, იყავნ ყოველთა მონა და ყოველთა მსახურ და ყოველთა უდარეს. ვითარცა ძჱ
კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ რაჲთამცა ჰმსახურა და მისცა სული
თჳსი საჴსრად მრავალთათჳს”. და მოციქული იტყჳს: “რამეთუ არა თავთა ჩუენთა
ვქადაგებთ, არამედ უფალსა იესუს ქრისტეს, ხოლო თავთა ჩუენთა -- მონად თქუენდა
იესუს მიერ”.
ამისთჳს
მეცა გევედრები თქუენ, ძმანო, უკუეთუ გნებავს, რაჲთა მიემსგავსნეთ ქრისტესა,
განმზადენით თავნი თქუენნი მორჩილებად და განსუენებად ერთმანერთისა და მსახურებად
კეთილად. უკუეთუ შესაძლებელ იყოს, სიკუდილისაცა თავს-დებად ერთმანერთისათჳს
განემზადენით შეწევნითა უფლისაჲთა, ვითარცა წერილ არს: “მოყუარეთა ღმრთისათა
ყოველივე კეთილად განემარჯოს”, რაჲთა სიყუარულითა და სიწრფოებითა და უშურველობითა
და სიმდაბლითა საკრველი იგი მშჳდობისაჲ ერთითა ჴორცითა და სულითა ქრისტესითა
დამარხულ იყოს ძმათა შორის “რაჲთა ვჰმორჩილობდეთ ერთმანერთსა შიშითა და
სიყუარულითა ქრისტესითა”.
ხოლო
ყოველსა, რომელსა ჰნებავს ამას მოქალაქობასა შინა ყოფაჲ, უწინარეს ყოვლისა მოიგენ
სიყუარული წმიდაჲ და შიში ღმრთისაჲ გულსა შინა თჳსსა და ამათმცა ითხოვს
ღმრთისაგან, რომელნი-ესე არიან პირველნი და დიდნი მცნებანი და დაუცხრომელითა
ჴსენებითა ღმრთისაჲთა და ტრფიალებითა ზეცისაჲთა ამას დღითი დღე აღაორძინებსმცა
გულსა შინა თჳსსა.
რამეთუ
სიყუარულსა ღმრთისასა ვერ მოვიგებთ თჳნიერ მრავლისა მოსწრაფებისა და ტკივილისა და
ზრუნვისა. რაჟამს გამობრწყინდეს მადლი და ნიჭი ქრისტესი ჩუენ შორის, ვითარცა
სიბრძნესა შინა სოლომონისსა წერილ არს, ვითარმედ: “უკუეთუ ეძიებდე მას, ვითარცა
ვეცხლსა და ვითარცა საუნჯესა, გამოიძიო იგი, მაშინ გულისჴმა-ჰყო შიში უფლისაჲ და
გულისჴმის-ყოფაჲ ღმრთისაჲ ჰპოო შენ”. და უკუეთუ ესე მოვიგოთ, მერმე მეორისა მისცა
მცნებისა შემძლებელ ვართ ადვილად მოგებად, რომელ არს სიყუარული მოყუსისაჲ. რამეთუ
უკუეთუ პირველი აღვასრულოთ, მეორჱცა პირველსა მას შეუდგეს.
რამეთუ
უკუეთუ ვინმე უდებ-ყოს დიდი იგი და პირველი მცნებაჲ, რომელ არს სიყუარული
ღმრთისაჲ, რომელი-იგი იშვების სულისაგან მჴურვალისა და გონებისაგან კეთილისა და
გულისსიტყუათაგან საღმრთოთა, ხოლო უკუეთუ ვინმე იგი დაუტეოს და მეორესა მას ოდენ
ებრძოდის გარეგანითა სახითა, შეუძლებელ არს, თუმცა აღასრულა იგი ნებისაებრ ღმრთისა.
რამეთუ უკეთურებამან მრავალღონისა ეშმაკისამან პოის გონებაჲ კაცისაჲ გარეგან
ჴსენებისაგან ღმრთისა და სიყუარულისა და ძიებისა მისისა. მაშინ დაუმძიმის მას და
ძნელად აღუჩინის ყოველივე მცნებაჲ ღმრთისაჲ და აღავსის სული იგი დრტჳნვითა და
მწუხარებითა და ბრალობითაძმათაჲთა მსახურებისა მისისათჳს, ანუ ამპარტავანებითა
სძლის და აღამაღლის იგი და უჩნ მას თავი თჳსი ვითარცა დიდი და აღმასრულებელი
მცნებათაჲ.
ხოლო
ოდეს კაცისა გონებაჲ ამაღლდეს და თქუას, თუ: წარმიმართებიან მე სათნოებანი, მაშინ
უწყოდენ, რამეთუ ცოდა და განსაჯა მან თავი თჳსი და არა მოელოდა ჭეშმარიტსა მას
მსაჯულსა.
რამეთუ
ოდეს სული განეყენოს სიყუარულისაგან ღმრთისა და შიშისა და შეეყოს იგი ცთომილებასა
ამის სოფლისასა, მაშინ გამოვალს იგი ჭეშმარიტისა კეთილისაგან და შევარდების იგი
კუალსა მას ტყუვილისასა.
რამეთუ
ყოველივე საქმჱ, რომელიცა ქმნას კაცმან, ისწრაფის მტერი, რაჲთამცა შეაგინა იგი და
დასთესამცა თჳსიცა თესლი ცუდად მზუაობრობისაჲ, გინა თუ ამპარტავანებისაჲ, ანუ თუ
დრტჳნვისაჲ, ანუ თუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი, რაჲთამცა შეჰრთო იგი ქველისსაქმესა მას
თანა, რაჲთამცა საქმჱ იგი არა იყო ღმთისათჳს და რაჲთამცა კეთილი იგი არა იყო
კეთილ, არამედ ბოროტითა აღრეულ. ხოლო რაჲთა არავინ ჰგონებდეს, ვითარმედ თავით
ჩუენით რასამე ვიტყჳთ, ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა წმიდათა წერილთაგან წამებაჲ
მოვიღოთ: წერილ არს, ვითარმედ: “აბელ შეწირა შესაწირავი ღმრთისა სიპოხისა
მისისაგან და პირმშოთაგან ცხოვართა მისთაჲთა. და კაენ ეგრეთვე შეწირა შესაწირავი
ღმრთისა ნაყოფისაგან ქუეყანისა”, არამედ არა სწერია თუ პირველსა ნაყოფისაგან. “და
მოხედნა ღმერთმან შესაწირავსა ზედა აბელისსა, ხოლო ძღუენსა მას ზედა კაენისსა არა
მოხედნა”. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ მრავალგზის არნ საქმჱ რაჲმე კეთილი და
ქმნის იგი კაცმან უდბებით, ანუ უგულებელს-ყოფით, ანუ სხჳსა რაჲსამე მიზეზისათჳს და
არა ღმრთისათჳს. და ამისთჳს არა სათნო-ეყვის საქმჱ იგი ღმერთსა. და სხუამან ქმნის
საქმჱ იგი მოსწრაფებით და სიფრთხილით და ნებისაებრ ღმრთისა და სხჳსა არა რაჲსათჳს,
არამედ ღმრთისათჳს ოდენ და სათნო-ეყვის იგი ღმერთსა, რამეთუ მამადმთავარმანცა
აბრაჰამ ნატყუენავისა მის თავთაგან მისცა მღდელსა უფლისასა მელქიზედეკს და ესრეთ
მიიღო მისგან კურთხევაჲ.
ხოლო
ამის სახისა მიერ მოგუასწავებს სული წმიდაჲ, რაჲთა თავთა და სიპოხეთა მათ ბუნებისა
ჩუენისათა შევსწირვიდეთ ღმრთისა. ესე იგი არს, რაჲთა თჳთ შინაგანი გონებაჲ ჩუენი
და გული ჩუენი და მართალი იგი გულისსიტყუაჲ ჩუენი და ძალი იგი სულისა ჩუენისაჲ
შევწიროთ ღმრთისა უწინარეს ყოვლისა საქმისა შესაწირავად წმიდად, და თავნი იგი
გულისა ჩუენისანი და პირმშონი მართალთა გულისსიტყუათა ჩუენთანი, რაჲთა ესრეთ
მარადის სული ჩუენი ჴსენებასა ოდენ მისსა შექცეულ იყოს და ამით ესევითარითა სახით
შემძლებელ ვიქმნეთ დღითი დღე აღორძინებად ტრფიალებასა შინა და სიყუარულსა
საღმრთოსა შეწევნითა და ძალითა ქრისტესითა და ტჳრთი იგი სიმართლისაჲ ადვილ და
სუბუქ აღგჳჩნდეს ჩუენ და წმიდად და უბიწოებით ვიტჳრთოთ იგი.
რამეთუ
უკუეთუ იხილოს უფალმან ჩუენი მისა მიმართ მჴურვალისარწმუნოებაჲ და სიყუარული და
გულსმოდგინებაჲ კეთილისა მიმართ, იგი თჳთ მოგუცემს ძალსა აღსრულებად მცნებათა
მისთა. ხოლო კეთილისა საქმეთათჳს, უკუეთუ ვინმე იტყოდის, თუ რომელი სათნოებაჲ არს
ყოველთა უზეშთაეს, ესე უწყოდეთ, საყუარელნო, ვითარმედ ყოველნივე სათნოებანი
ერთმანერთსა ჰკიდვან და ურთიერთას შეთხზულ არიან ვითარცა ჯაჭჳ რაჲმე სულიერი და
ერთმანერთისაგან იშვებიან: ლოცვაჲ სიყუარულისაგან, სიყუარული სახარულისაგან,
სიხარული სიმშჳდისაგან, სიმშჳდჱ სიმდაბლისაგან, სიმდაბლჱ მსახურებისაგან,
მსახურებაჲ სასოებისაგან, სასოებაჲ სარწმუნოებისაგან, სარწმუნოებაჲ
მორჩილებისაგან, მორჩილებაჲ სიწრფოებისაგან. და კუალად მარცხენჱ კერძი ერთი
ერთისაგან იშვების ბოროტი: სიძულილი გულისწყომისაგან, გულისწყრომაჲ
ამპარტავანებისაგან, ამპარტავანებაჲ ცუდად მზუაობრობისაგან, ცუდად მზუაობრობაჲ
ურწმუნოებისაგან, ურწმუნოებაჲ გულფიცხელობისაგან, გულფიცხელობაჲ უდებებისაგან,
უდებებაჲ დაჴსნილობისაგან, დაჴსნილობაჲ სულმოკლებისაგან, სულმოკლებაჲ
მოწყინებისაგან, მოწყინებაჲ უთმინოებისაგან, უთმინოებაჲ გემოჲსმოყუარებისაგან. და
ეგრეთვე ვნებანი ერთმანერთსა ჰკიდვან და კუალად სათნოებანი ერთმანერთსა შეთხზნილ
არიან.
ხოლო
თავი ყოვლისა კეთილისა საქმისაჲ და დასაბამი სათნოებათაჲ არს ლოცვაჲ, რამეთუ მის
მიერ იშვებიან სხუანიცა სათნოებანი და ყოველივე კეთილისა საქმჱ თხოვითა ღმრთისაჲთა
მოგუეცემის. ლოცვისა მიერ მოგუეცემის ჩუენ ღმრთისა თანა გამოუთქუმელი იგი ზიარებაჲ
და გონებისა ჩუენისა ღმრთისა თანა შეყოფაჲ. და ლოცვისა მიერ აღორძნდების სიყუარული
ღმრთისაჲ გამოუთქუმელი სულსა შინა ღირსსა და ტრფიალებაჲ საღმრთოჲ და ტკივილი
მჴურვალი განძლიერდების გულსა შინა წმიდასა, რომელი მჴურვალედ ილოცვიდეს, და
სიხარული იგი საღმრთოჲ მოეფინების მათ ზედა, ვითარცა წერილ არს: “მოეც სიხარული
გულთა ჩუენთა”. და კუალად იტყჳს უფალი, ვითარმედ: “სასუფეველი ცათაჲ თქუენ შორის
არს”.
ხოლო
სიტყუაჲ ესე მოასწავებს სიხარულსა მას ზეცისასა სილიერსა, რომელი მოეფინების სულთა
ზედა ღირსთა. რამეთუ მერმისა მის სიხარულსა და მხიარულებისა, რომელი ეგულების
წმიდათა
ქონებად სასუფეველსა შინა ცათასა, მის სიხარულსა და მხიარულებისა წინდსა და
დაწყებასა აქაჲთვე მიიღებენ სულნი ღირსნი და წმიდანი ზიარებისა მიერ სულისა
წმიდისა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: “რომელი-იგი ნუგეშინის-გუცემს ჩუენ ჭირსა
შინა არიან, ნუგეშინისცემითა მით, რომლითა ჩუენცა ნუგეშინისცემულ ვიქმნენით
ღმრთისა მიერ”. და კუალად სიტყუაჲ იგი, რომელი წერილ არს, ვითარმედ: “სული ჩემი და
ჴორცნი ჩემნი იხარებდენ ღმრთისა მიმართ ცხოველისა” და “ვითარცა ცმელითა სიპოხისაჲთა
განძღეს სული ჩემი”... და მსგავსნი ამათნი, მასვე სიხარულსა და ნუგეშინისცემასა
სულისა წმიდისასა მოასწავებენ.
ხოლო
სხუანი იგი სათნოებანი, ვითარცა ასონი გუამისანი, ესრეთ ურთიერთას შემშჭუალულ
არიან და თანა-გუაც მათი ძალისა ჩუენისაებრ აღსრულებაჲ. რამეთუ პირი იგი და სახჱ
კეთილისა ცხორებისაჲ წინაშე გჳც ჩუენ, რომელი-იგი პირველივე ვთქუთ წამებითა
წმიდათა წერილთაჲთა, რაჲთა სარწმუნოებითა დამოსწრაფებითა ჩუენითა ღირსვიქმნეთ
მოღებად სულისა წმიდისა და სიხარულისა ზეცათაჲსა და ესრეთ განთავისუფლდეთ ყოველთა
ვნებათაგან და ვიპოოთ სიწმიდჱ გულისაჲ განწმედილისა მის და წმიდამყოფელისა სულისა
მიერ. ხოლო აწ ვისწრაფოთ, ძმანო, და თითოეულმან მიეცინ თავი თჳსი კეთილისა
საქმესა, რაჲთა სიყუარულიცა ღმრთისაჲ აღორძნდეს ჩუენ შორის, რამეთუ ჯერ-არს
ჩუენდა, რაჲთა მარადის ვილოცვიდეთ, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: “დაუცხრომელად
ილოცევდით”. და კუალად უფალი იტყჳს, ვითარმედ: “რავდენ უფროჲს ყოს მამამან
ზეცათამან განშჯაჲ მათი, რომელნი ღაღადებენ დღე და ღამე მისა მიმართ”.
ხოლო
აწ რომელსა ჰნებავს, რაჲთა მოეცეს მას ზეცისა იგი საჭურველი, შეუდეგინ იგი სიტყუასა
პავლესსა, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: “ლოცვითა და ვედრებითა იყოფებოდეთ მარადის
სულითა და ამას ზედა იღჳძებდით მარადის მოთმინებით და სიმჴნით”. ამისთჳსცა,
რომელსა ენებოს ძმათაგანსა, რაჲთამცა შევიდა ღუაწლსა მას ლოცვისასა და სუროდის
კეთილთა მათთჳს ზეცისათა, შესაწყნარებელ არს იგი და საქებელ წინაშე ღმრთისა და
კაცთა. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა სათნო-იყონ სხუათაცა ძმათა და უხაროდის მის ძმისა
წარმატებასა ზედა, ვითარცა თჳსისა ასოჲსასა, რაჲთა მათცა აქუნდეს მადლი
სიყუარულისაჲ ღმრთისაგან. ხოლო რომელსა ენებოს თავისა თჳსისა ლოცვასა შემშჭუალვაჲ,
არსმცა იგი ფრთხილ მანქანებათა ზედა ეშმაკისათა და აქუსმცა მარადის საურავი და
ზრუნვაჲ და მარადის გამოეძიებსმცა გონებასა თჳსსა, მარადის წინააღუდგებოდენ ნივთსა
მას უკეთურებისასა და მრავალთა მათ ბრძოლათა მტერისათა და მარადისმცა გონებაჲ მისი
ღმრთისა თანა არს სურვილით და მოელოდენ მის მიერ მადლსამას ზეცისასა, რაჲთა
ნაყოფნი იგი ლოცვისა და მოთმინებისანი დღითი დღე აღორძნდებოდინ და ცხად იყვნენ
წინაშე ყოველთასა.
და
უკუეთუ ვინმე იყოს ძმათა შორის, რომელსა აქუნდეს სიმჴურვალჱ სიყუარულისა ღმრთისა
და ტრფიალებაჲ საღმრთოჲ ლოცვასა შინა და დაღაცათუ არა აქუნდეს, არამედ ისწრაფდეს
მოგებად და აიძულებდეს თავსა თჳსსა, რაჲთამცა მოიგო მანცა ეგევითარი საზომი და
მიეცეს მას თავი თჳსი ღმრთისადა და ეძიებდეს ჭეშმარიტსა ლოცვასა, თანა-აც სხუათა
მათ ძმათა, რაჲთა სიხარულით მიუშუან მას და ვითარცა შემწენი მისნი და უფროჲსად უხაროდის
და აწუევდენ მას. და რაჲთა თჳსად სარგებელად შეერაცხოს ძმისა მის მათისა კეთილისა
მიმართ წარმართებაჲ და რაჲთა არარას იქმოდინ შურით ანუ ჴდომით და აღძრვითა
მტერისაჲთა, რომლითა შეწუხდებოდის, და რაჲთა არა დაუხრწიონ კეთილი იგი
გულისსიტყუაჲ მისი და კეთილისა საქმისა დაწყებაჲ, რაჲთა ესრეთ იხილოს უფალმან
ერთმანერთისა მიმართ სიყუარული მათი და მისცეს თითოეულსა თხოვაჲ მათი და
გულსავსე-ყოს თითოეული წრფელისა მის და კეთილისა გონებისა მათისათჳს, რომელი აქუს
ერთმანერთისა მიმართ.
ხოლო
ამის საქმისა აღსრულებაჲ თანა-აც უფროჲსად წინამძღუარსა ძმათასა, რაჲთა თავნიცა
მათნი და რომელნი-იგი მათ თანა არიან, დაამტკიცნენ ესევითარსა განგებასა ზედა,
რაჲთა რომელსა ენებოს მოღუაწებაჲ, არა დაბრკოლდეს კეთილისა მის საქმისაგან,
რომელსაცა ჴელ-ყო.
ხოლო
რომელი-იგი შევიდოდის ღუაწლსა შინა ლოცვისასა, ესემცა უწყის, ვითარცა საქმესა
დიდსა ჴელ-უყოფია. ეგრეთვე თანა-აც, რაჲთა დიდი და უმეტესი მოღუაწებაჲ მოიგოს და
შრომაჲ ფრიადი და სწრაფაჲ დაუცადებელი, რამეთუ ლოცვასა შინა მრავალნი არიან ღონენი
მტერისანი დასახრწეველად მისა: ძილი, მოწყინებაჲ, სიმძიმძჱ გუამისაჲ, განბნევაჲ
გულისსიტყუათაჲ, დაუწყნარებლობაჲ გონებისაჲ, სულმოკლებაჲ, უთმინოებაჲ, დაჴსნილობაჲ და
სხუანი იგი საქმენი და ბრძოლანი უკეთურისანი და მერმე ჭირნი და ზედააღდგომანი
სულთა მათ უკეთურთანი, რომელნი-იგი გუბრძვანან და წინააღგჳდგებიან, ვიდრე
სიკუდილადმდე დააყენებენ სულსა მას, რომელი მიახლებად ღმრთისა ისწრაფდეს.
ამისთჳს
უჴმს, რომელსა ჰნებავს ლოცვაჲ სიწმიდით, რაჲთა განმჴნდეს ყოვლითა მოღუაწებითა და
მოსწრაფებითა და შრომითა ჴორციელითა და სულიერითა და რაჲთა ეგრეთ შეერაცხოს თავი
თჳსი, ვითარმედ მარადის ჯუარი ჰკიდავს მას. და რაჲთა იყოს იგი მარადის ჭირსა და
ღუაწლსა შინა და ტკივილსა ფრიადსა და გლოვასა და გულისკლებასა დაუცადებელსა
სასუფეველისათჳს ცათაჲსა, რაჲთა არა იყოს დაჴსნილ და არა მისცეს თავი თჳსი
უდბებასა და წარტყუენვასა გულისსიტყუათასა, ანუ ძილსა, ანუ მოწყინებასა, ანუ
უთმინოებასა, ანუ დაუწყნარებლობასა, ანუ ჴმათა უშუერთა.
რამეთუ
უკუეთუ გონებაჲ კაცისაჲ იყოს ესევითართა საქმეთა შინა, არაჲ სარგებელ არს ჴორციელი
ოდენ მუჴლთა მოდრეკაჲ, რაჟამს-იგი გონებაჲ არნ წარტყუენულ. რამეთუ უკუეთუ გონებაჲ
კაცისაჲ არა ფრთხილ იყოს მარადის და არა გამოეძიებდეს მარადის გონებასა თჳსსა,
დაღაცათუ სურვილი ღმრთისაჲ ჰქონდის, არამედ მრავალღონებისა მიერ მტერისა
წარიტყუენვის, ანუ აღზუავნების მათ ზედა, რომელნი ვერ მიწთომილ იყვნენ წუთ
ესევითარსა ლოცვასა.
და ესრეთ მრავლითა მით ღონისძიებითა მტერისაჲთა წარსწყმედს კეთილსა მას საქმესა
თჳსსა და მისცემს მას ბოროტისა ეშმაკისა ჴელთა. ამისთჳს თანა-აც, ვითარცა დიდი
საქმჱ აღუღებია, ეგრეთვე დიდი ტკივილი და ზრუნვაჲ თავს-იდვას, ნუუკუე კეთილი იგი
საქმჱ მისი მოიპაროს უკეთურმან მტერმან. რამეთუ რომელთა ჰნებავს დიდისა შრომისა
მოთმინებაჲ და დიდისა ქველისსაქმისა ქმნაჲ, მათ უფროჲსსა და უდიდესსა შრომასა
მოუვლენს ეშმაკი.
არამედ
ვისწრაფოთ, ძმანო, გევედრები, რაჲთა ლოცვისა მიერ გამოვიხუნეთ ნაყოფნი სულიერნი,
რომელ არიან სიყუარული, და სიმდაბლჱ, და სიმშჳდჱ, და სახიერებაჲ, და განკითხვაჲ,
და ესე ნაყოფნი დღითი დღე აღვაორძინნეთ, რაჲთა წარვემართნეთ კეთილსა შინა და ესრეთ
ცხად-ვიყვნეთ ყოველთა წინაშე, რაჲთა ჩუენითა მოსწრაფებითა, ოდეს-იგი ნაყოფნი
ჩუენნი ცხად იყვნენ, უძლურნიცა, რომელნი გონებითა წუთ ჩჩჳლ არიან, იგინიცა
მოვიყვანნეთ შურად
საღმრთოდ, რაჲთა მათცა მისცნენ თავნი მათნი მოღუაწებასა მოსწრაფებით.
რამეთუ
უკუეთუ სიმდაბლემან, და სიყუარულმან, და სიწრფოებამან, და სახიერებამან არა
შეამკონ ლოცვაჲ ჩუენი, ეგევითარი იგი ლოცვაჲ და არა ლოცვაჲ, არამედ სახჱ იგი
ლოცვისაჲ, არარას გუერგების ჩუენ. ხოლო არა ლოცვისათჳს ოდენ ვიტყჳთ ამას,
არამედყოვლისათჳსვე შრომისა და მოღუაწებისა, გინა თუ ქალწულებაჲ, გინა თუ მარხვაჲ,
გინა თუ მღჳძარებაჲ, გინა თუ ღაღადებაჲ ღმრთისა მიმართ, გინა თუ მსახურებაჲ, გინა
თუ სხუაჲ რაჲმე შრომაჲ, რომელსა ვიქმოდით სათნო-ყოფად ღმრთისა.
უკუეთუ
შრომასა მას თანა არა იყვნენ ნაყოფნი სიყუარულისა, და სიხარულისა, და მშჳდობისა,
და სიმშჳდისა, და სიმდაბლისა, და სიწრფოებისა, და უმანკოებისა, და სარწმუნოებისა,
და სულგრძელობისა, და უშურველობისანი და ამათ სათნოებათა ვერ ვჰპოებდეთ ჩუენ თანა,
უკუე ცუდ და ამაო არს შრომაჲ იგი ჩუენი, რამეთუ ყოველივე საქმჱ ჩუენი ამათ
ნაყოფთათჳს არს, ხოლოოდეს ნაყოფნი იგი სიყუარულისა და მშჳდობისანი არა იპოებოდინ
ჩუენ თანა, ცუდ და ამაო არს შრომაჲ იგი ჩუენი.
რამეთუ
რომელთა ესე ნაყოფნი არა ჰქონდიან, იგინი ემსგავსებიან ცოფთა მათ ქალწულთა დღესა
მას სასჯელისასა, რომელთა-იგი არა აქუნდა ჭურჭელთა შინა გულისათა აქაჲთვე სულიერი
იგი ზეთი, რომელი-იგი არს პირველთქუმულთა ამათ სათნოებათაჲ სულიერი სიპოხჱ, და
ამისთჳს ცოფ ეწოდა მათ და სულიერისა მის სასძლოჲსაგან გარე დარჩეს. და ვინაჲთგან
დამჴობილ იყვნეს სათნოებათაგან და სული წმიდაჲ მათ თანა არა დამკჳდრებულ იყო,
ამისთჳს შრომაჲ იგი და ღუაწლი ქალწულებისაჲ არად შერაცხილ იქმნა. რამეთუ ვითარცა
ვენაჴისა ყოველივე შრომაჲ და ზრუნვაჲ ნაყოფისათჳს იქმნების, ხოლო უკუეთუ ვენაჴმან
ნაყოფი არა გამოიღოს, ამაოდ წარჴდა ყოველივე იგი შრომაჲ, ეგრეთვე უკუეთუ სულსა
შინა არა აღმოეცენნენ ნაყოფნი იგი სიყუარულისა, და მშჳდობისა, და სიხარულისა, და
სიმდაბლისა, და სულგრძელებისა, და სარწმუნოებისა და სხუათა მათ სათნოებათაჲ, რომელნი
მოციქულმან თქუნა, მაშა ამაო არს შრომაჲ იგი ქალწულებისა, და ლოცვისაჲ, და
ღაღადებისა, და მარხვისაჲ, და მღჳძარებისაჲ, რამეთუ თანა-გუაც, რაჲთა ამათ
სულიერთა და ჴორციელთა ტკივილთა და შრომათა სასოებისათჳს სულიერთა ნაყოფთაჲსა
აღვასრულებდეთ.
ხოლო
სათნოებათა იგი ნაყოფიერებაჲ განსუენებაჲ არს სულიერი და სიტკბოებაჲ უხრწნელი,
რომელი მოვალს სულთა ზედა სარწმუნოთა და მდაბალთა სულისა მიერ წმიდისა. ხოლო აწ
განკითხვით და გულიჴმის-ყოფით შრომანი იგი და ჭირნი შრომად ბუნებისადმცა შერაცხილ
არიან და ნაყოფნიმცა იგი შერაცხილ არიან ნაყოფად, რომელნი აღმოეცენებიან სულისა
მიერ წმიდისა სულთა შინა ღირსთა სარწმუნოებისა მიერ და სასოებისა. ხოლო უკუეთუ
ვინმე იყოს უგულისჴმო და ნაყოფნი იგი სულისანი შეჰრაცხნეს თჳსად შრომად და თჳსად
საქმედ, ეგევითარსა მას ფრიადი სიმაღლჱ აქუს ამპარტავანებისაჲ და დაეცემის იგი
დიდთა მათ ნაყოფიერებათაგან სულიერთა.
რამეთუ
ეგევითარი იგი არა ესავს ძალსა სულისა წმიდისასა და არცა იტყჳს, თუ: მის მიერ
წარვემართები სათნოებათა შინა, რამეთუ, რომელმან მისცეს სრულიად თავი თჳსი ღმერთსა
და შურებოდის
ყოვლითავე ძალითა თჳსითა და მოელოდის ღმრთისა მიერ ჴსნასა ვნებათაგან და არა
ესვიდეს საქმეთა თჳსთა, ესევითარი იგი მიიწევის სისრულესა სათნოებათასა და
სიწმიდესა სულისასა.
რამეთუ,
ვითარცა კაცმან რაჟამს მისცეს თავი თჳსი სრულიად ცოდვასა, მიერითგან ვნებათა მათ
ბოროტთა და ბუნებისა გარეგანთა გემოვნებით აღასრულებს, ვითარცა ბუნებითთსა სიძვასა
და მრუშებასა, სიმთრვალესა და ანგაჰრებასა და სხუათა ვნებათა, ეგრეთვე სრული
ქრისტიანჱ, რაჟამს დაუტკბენ მას სათნოებანი, მიერითგან სიტკბოებით აღასრულებს მათ,
ვითარცა ბუნებითთა მშჳდობასა, და სულგრძელებასა, და სახიერებასა, და სიმშჳდესა,
მოთმინებასა, სარწმუნოებასა, და სიმდაბლესა და სხუათა მათ სათნოებათა. და
მიერითგან უშრომელად აღასრულებს მათ და არღარა ჰბრძოდინ მას ვნებანი
უპატიოებისანი, რამეთუ მოიღებს იგი გამოჴსნასა უფლისაგან სრულიად და აღასრულებს
იგი სათნოებათა და არნ კაი იგი სიხარულსა შინა და მხიარულებასა და მოეფინის გულსა
მისსა მშჳდობაჲ იგი ქრისტესი წმიდისა მიერ და თაყუანისსაცემელისა სულისა.
მიერითგან შეემშჭუალის იგი უფალსა და იქმნის მის თანა ერთ სულ. რამეთუ სულისა მიერ
წმიდისა და სიწმიდისა მიერ სათნოებათაჲსა დაივსების სიმჴურვალჱ ბოროტთა ვნებათაჲ.
ესრეთ
ისწრაფდით ყოველნი და ესრეთ მჴნე იყვენით და ესრეთ განმზადენით თავნი თქუენნი
ყოვლისავე კეთილისა მიმართ. და უფროჲსღა თქუენ, რომელთა გნებავს ლოცვასა და
დაყუდებასა შინა ყოფაჲ, რაჲთა თავთაცა თქუენთა და ძმათაცა არგოთ და არა მოატყუათ
უდებებითა და უკრძალველობითა ვნებაჲ თავთაცა თქუენთა და სხუათაცა.
ხოლო
რომელნი ვერ შემძლებელ ხართ დაყუდებად და ლოცვად უძლურებისათჳს, თქუენ
განჰმზადენით თავნი თქუენნი მსახურებად და განსუენებად ძმათა სარწმუნოებით და
კრძალულებითა და შიშითა ღმრთისაჲთა და ესრეთმცა შეგირაცხია, ვითარმედ არა კაცთა
საქმესა იქმთ, არამედ მცნებასა ღმრთისასა აღასრულებთ და საქმესა სულიერსა იქმთ და
ნუვისგან მოელით პატივსა ანუ მადლობასა, არამედ ვითარცა საქმესა ღმრთისასა
სიფრთხილით ეკრძალებოდეთ და ვითარცა მონანი ქრისტესნი სიხარულით ჰმსახურებდით. ნუ
ადგილ-სცემთ უკეთურებასა კაცთმოთნებით, ანუ დრტჳნვითა, ანუ სიმაღლითა, ანუ
დაჴსნილობითა, ანუ უდებებითა, ანუ უგულებელს-ყოფითა, რაჲთა საქმესა შინა თქუენსა
არა იპოოს ბიწი და შეგინებულებაჲ, არამედ რაჲთა კრძალულებითა და შიშითა და
სიყურულითა ღმრთისაჲთა კეთილი იგი საქმჱ თქუენი წმიდა იყოს და შესაწყნარებელ
ღმრთისა.
რამეთუ
უფალი ესოდენითა კაცთმოყუარებითა და მიუთხრობელითა სახიერებითა გარდამოჴდა ზეცით
ქუეყანად ნათესავისათჳს კაცთაჲსა და მარადის ეწყალის მას ნათესავი ჩუენი და
მრავლითა მით სიბრძნითა მისითა არავინ დაუტევა უქმად სათნოებათაგან, არამედ
თჳთეულსა მისცა საქმჱ ძალისაებრ გულსმოდგინებისა მისისა, რაჲთამცა ყოველნივე
მიიზიდნა უდიდესთა სათნოებათა მიმართ. რამეთუ თჳთ იტყჳს: “რომელმან ასუას სასუმელი
გრილისა წყლისასა სახელისა ჩემისათჳს, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარიწყმიდოს მან
მადლი თჳსი”.
იხილე,
ვითარ ადვილ-ყვნა უფალმან მცნებანი თჳსნი, რაჲთა არავინ დარჩეს გარეგან მცნებისა,
დაღაცათუ იყოს უძლურ და უსუსურ გონებითა, რამეთუ კუალად იტყჳს: “რომელიცა ჰქმენით
ერთსა ამას მცირეთაგანსა თანა, ჩემ თანა ჰქმენით”. ოდენ ღმრთისათჳსმცა არს საქმჱ
იგი და ნუმცა არს დიდებისათჳს კაცთაჲსა, არამედ შიშისათჳს და სიყუარულისა ღმრთისა
ვიქმოდით კეთილსა საქმესა. რამეთუ მაჩუენებელთა და კაცთმოთნეთა უფალი აბრალებს და
იტყჳს, ვითარმედ: “ყოველსავე იქმან სახილველად კაცთა” და შემდგომად სიტყჳსა ამის
იტყჳს ფიცით, ვითარმედ: “ამენ გეტყჳ თქუენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი”.
ამისთჳსცა
მოწაფეთა თჳსთა ამცნებს და ეტყჳს: “იხილეთ, იხილეთ, ნუ ჰყოფთ ქველისსაქმესა
თქუენსა, ანუ მარხვასა, ანუ ლოცვასა წინაშე კაცთა, თუ არა, ვერ მოიღოთ მადლი
მამისაგან ზეცათაჲსა”. ამისთჳს გევედრები თქუენ, ძმანო, გარე-მიაქციენით კაცთა
ქებანი და პატივნი და ყოვლადვე ნუ შეიწყნარებთ მათ, არამედ ღმრთისა მხოლოჲსაგან
ეძიებდით ჭეშმარიტსა მას პატივსა და დიდებასა. ხოლო უკუეთუ თჳთ გამოცხადნეს
ქველისსაქმჱ იგი, ესე არა ჩუენი საქმე არს. ჩუენ ოდენმცა ნუ ვეძიებთ დიდებასა,
რამეთუ შეუძლებელ არს, უკუეთუმცა კეთილის საქმჱ არა გამოცხადნა, ვინაჲთგან უფალი
იტყჳს: “ესრეთმცა ბრწყინავს ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი
საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა”.
და
კუალად მოციქულთა, რაჟამს ქადაგებდეს, დაიდუმნეს მრავალნი და წულილადნი მცნებანი.
ოდენ დიდნი იგი საქმენი ამცნეს, რაჲთა განეყენნენ სიძვისაგან და კერპთა ნაზორევისა
დამშთვარისა სისხლისაგან. და ესე ქმნეს კაცმოთმოყუარებისათჳს ღმრთისა, რაჲთამცა
აღუსუბუქნეს მათ მცნებანი, რამეთუ ხედვიდეს სიჩჩოსა ბუნებისა მათისასა და
ისწრაფდეს, რაჲთამცა ოდენ კერპთმსახურებისაგან გამოიყვანნეს იგინი, რაჲთა ესრეთ
მცირე-მცირედ ღირს იქმნენ მიწთომად უზეშთაესთა საქმეთა და სათნოებათა.
ხოლო
უკუეთუ ვინმე ლოცვასა შინა უდებ იყოს და კუალად მსახურებასაცა და განსუენებასა
ძმათასა დაჴსნილ და უდებ იყოს და არა განმჴნდებოდის და არა იქმოდის სარწმუნოებით
და მორჩილებით, რასაცა უბრძანებდენ, ეგევითარსა მას მოციქული უქმად სახელ-სდებს და
განაჩინებს, ვითარმედ არცაღა პურისა ღირს არს ჭამად, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ:
“უქმი იგი ნუცა ჭამნ”. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: “უქმნი იგი ნუცა ჭამნ”. და
კუალად იტყჳს, ვითარმედ: “უქმნი და მოცალენი ღმერთსაცა სძულან” და სიბრძნესა შინა
სოლომონისსა წერილ არს, ვითარმედ: “მრავალნი ბოროტნი ქმნნა უქმობამან”.
ამისთჳს
გევედრები: ნუმცა ვინ არს უქმ, არამედ ყოველნივე იქმოდეთ კეთილსა, თითოეული
ძალისაებრ თჳსისა, რაჲთა არა დაჰრჩეთ სრულიად უნაყოფო და განჰვარდეთ საუკუნოჲსა
ცხორებისაგან. რამეთუ, ეჰა ესერა, სახჱ მონაზონთა ცხორებისაჲ წინა-უც ყოველთა,
რომელთა ჰნებავს ზოგად ცხორებაჲ. ამიერითგან თითოეულიმცა ისწრაფის, რაჲთა იღუაწოს
ძალისაებრ თჳსისა და აქუსმცა სასოებაჲ ღმრთისა მიმართ, რაჲთა შემძლებელ იქმნას
მიწევნად საზომსა მას სრულისა ქრისტეანობისასა ყოვლითავე კეთილითა მოსწრაფებითა და
აღსრულებითა სათნოებათაჲთა.
ხოლო
უწინარეს ყოვლისა ვისწრაფოთ მოგებად სიწრფოებისა, და უმანკოებისა, და სიყუარულისა,
და სიმდაბლისა და ესენიმცა გუქონან, ვითარცა საფუძველნი დასამყარებელად ჩუენდა,
რაჲთა არა აღვზუავნებოდით ერთმანერთსა ზედა, ანუ ამპარტავან ვიყვნეთ, ანუ მდრტჳნავ
და ესრეთ ცუდ და ამაო-ვყოთ ყოველივე შრომაჲ ჩუენი. არამედ უფროჲსღა სიმდაბლით თავნი
ჩუენნი უდარესმცა მოყუასთა ჩუენთა შეგჳრაცხიან და ყოველთა, ვითარცა უფალთა,
პატივ-ვსცემდეთ და ვჰმორჩილობდეთ. მივემსგავსნეთ ქრისტესა, რომელი ჩუენთჳს
დაგლახაკნა. და რომელი-იგი მარადის ილოცვიდეს, ნუმცა აღზუავნების მათ ზედა,
რომელნი ვერ შემძლებელ იყვნენ მარადის ლოვად, რაჲთა ესრეთ საქმჱ მისი წარემართოს
წინაშე ღმრთისა და კაცთა. და კუალად, რომელი-იგი მსახურებასა შინა იყოს, ნუმცა
დრტჳნავს, ნუცა განიკითხავს მათ, რომელნი დაყუდებასა და ლოცვასა შინ არიან, რაჲთა
ესრეთ წინაშე ღმრთისა მადლი პოოს და საქმჱ მისი შეწირულ იყოს. და ვისწრაფოთ, რაჲთა
არა რას ვიქმოდით შურით ანუ ცუდად მზუაობრებით, არამედ შევიყუაროთ ერთმანერთი,
ვითარცა თჳსნი ასონი, სიტყჳსაებრ მოციქულისა. რამეთუ ვითარცა ასონი გუამისანი ერთსა
სულსა ქუეშე არიან და ერთმანერთსა შესწევენ “და ვერ შემძლებელ არს თუალი თქუმად
ჴელისა, თუ: არა მიჴმ შენ, და ვერცა თავი რქუმად ფერჴთა, თუ: არა მეჴმარებით
თქუენ, არამედ რომელნი არიან უდარესნი ასონი, მათ უმეტესად პატივსცემთ”. ეგრეთვე
ჩუენ ურთიერთას ასოებ ვართ, რომელთა გუმწყსის ერთი იგი სული და ვიზრდებით ერთისა
მისგან სიტყჳსა ჭეშმარიტებისა და მისთჳს თანა-გუაც, რაჲთა სიყუარულითა და
სიწრფოებითა და სახიერებითა და სიხარულითა შეერთებულ ვიყვნეთ ურთიერთას, რამეთუ
ამისთჳს დაბადებულ ვართ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: “მისნი მათ შინა ვიდოდით”.
რამეთუ ესრეთ ღმერთსა უხარის, რაჟამს გუხედვიდეს ჩუენ, ვითარმედ ყოველსავე საქმესა
ჩუენსა მისთჳს ვშურებით, და რაჟამს ესევითარი სიყუარული გუაქუნდეს ურთიერთას.
მერმე
ნამეტნავი იგი დაყუდებულთაჲ შეემატების ნაკლულევანებასა ზედა მსახურთასა და
ნამეტნავი იგი მსახურთაჲ შეემატების ნაკლულევანებასა ზედა დაყუდებულთასა, რაჲთა
იქმნას სწორებაჲ ყოველსავე ზედა, ვითარცა წერილ არს: “სადა ფრიადსა მას არა
გარდაემატა და მცირედსა მას არა დააკლდა”.
და
ვითარცა პირველად ვთქუ, ძმათა შორის ესენიმცა მტკიცე არიან: სიწრფოებაჲ, სიყუარული
და სიმდაბლჱ და უშურველობაჲ. და ესრეთ თითოეული ძალისაებრ თჳსისა რბიოდენ კეთილსა
მას გზასა სათნოებათასა სიხარულითა და იღუწიდენ კეთილსა მას ღუაწლსა, რაჲთა
შრომისაებრ მისისა და სიყუარულისა და სარწმუნოებისა პოოს დღითი დღე წარმართებაჲ და
ესრეთ ღირს იქმნას სასუფეველსა ცათასა.
ესე
არს ანგელოზებრივი ქუეყანასა ზედა ცხორებაჲ. ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი წერილ
არს: “იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასაზეა”. რამეთუ ესრეთ
აღესრულების ნებაჲ მისი ჩუენ შორის, რაჟამს ვიყუარებოდით ურთიერთას, რაჟამს
ვიყოფოდით ერთმანერთსა თანა უშურველობით, და სიწრფოებით, და სიყუარულით, და
მშჳდობით და სიხარულით და თითოეულსა მოყუსისა წარმატებაჲ თჳსად შეგუერაცხოს, და
კუალად მოყუსისა უძლურებაჲ, ანუ ნაკლულევანებაჲ, ანუ ჭირი თჳსად დაჭირვებად
შეგუერაცხოს.
რამეთუ
წერილ არს: “ნუ თავისა თჳსისა ოდენ ეძიებთ, არამედ მოყუსისასაცა თითოეული”. და
ესრეთ, რაჟამს ერთმანერთისათჳს გუელმოდის და ერთმანერთისა სიმძიმესა ვიტვირთვიდეთ,
უფროჲსად ძლიერნი -- უძლურთასა და მჴნენი -- უსუსურთასა, მაშინ აღვასრულებთ
სწავლასა პავლე მოციქულისასა და მაშინ დავამტკიცებთ შჯულსა ქრისტესსა. და
ესევითარითა ამით სახითა შემძლებელ ვიქმნნეთ ჭეშმარიტად დათრგუნვად გუელთა და
ღრიაკალთა და ყოველსავე ძალსა მტერისასა და სიყუარულითა ერთმანერთისაჲთა და
მადლითა ქრისტესითა შევმუსრნეთ თავნი ვეშაპთანი და ასპიტსა და იქედნესა ზედა
ვიდოდით და დავთრგუნოთ ლომი და ვეშაპი. რაჟამს სიყუარულით და ერთობით ვიყოფოდით,
მაშინ დიდსა საზომსაცა მიწთომილნი ურთიერთას უფროჲსად წარემართებიან შეწევნითა
ძმათაჲთა და უმცირესი უდიდესთა მათ სიყუარულითა განკეთნების დღითი დღე და
განძლიერდების. ხოლო უკუეთუ არა ესრეთ ვიყვნეთ ერთმანერთისა მიმართ, არამედ და
მზუაობრობით, ვერცა დაყუდებულნი იგი, რომელთა ეგონნენ თავნი მათნი, ვითარმედ
ლოცვასა შინა არიან, ვერცა იგინი წარემართებიან, რამეთუ სხუანი იგი არა შესწევენ
მათ, არამედ უყუარულ არიან. ვერცა მსახურნი იგი, რომელნი ჴორციელად შურებიან,
მოიგებენ რაჲთ მადლსა მსახურებისა მათისაგან სიძულილისათჳს და დრტჳნვისა მათისა.
და
ესრეთ არა იქმნების ერთობაჲ ჩუენ შორის და ვერცა წარვემართებით ჩუენ სულიერად და
ნებაჲ ღმრთისაჲ ჩუენ შორის არღარა აღესრულების და არცა დაიმკჳდრებენ ჩუენ შორის
მრავალნი იგი მადლნი, რომელთა იტყჳს ნეტარი მოციქული პავლე, ვითარმედ: “გუქონან
ჩუენ მადლნი თითოსახენი, რომელნიცა მოცემულ არიან ჩუენდა თითოეულისადა: გინა თუ
წინაწარმეტყუელებაჲ საზომისაებრ სარწმუნოებისა ჩუენისა, ანუ რომელი-იგი
ჰმსახურებდეს მსახურებასა შინა, ანუ რომელი-იგი ნუგეშინის-სცემდეს
ნუგეშინის-ცემასა შინა მიმცემელი იგი უხუებით, ზედამდგომელი იგი მოსწრაფებით,
რომელი სწყალობდეს მხიარულებით სიყუარულითა შეუორგულებელითა” და შემდგომი ამისი.
და კუალად იტყჳს: “თითოეულსა თქუენსა ფსალმუნი აქუს, გამოცხადებაჲ აქუს,
გულისჴმის-ყოფაჲ აქუს, წინაწარმეტყუელებაჲ აქუს, ყოველივემცა აღსაშენებელად სხუათა
იქმნების”. ესე იგი არს, რაჲთა თითოეული მეორესა შესწევდეს და მისცემდეს მადლისა
თჳსისაგან და რაჲთა ესრეთ იყვნეთ ერთობით, სიყუარულით, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფაჲ
მონასტერსა შინა, რაჲთა ძლიერნი გუამითა გინა გონებითა ვიტჳრთვიდეთ უძლურთა
სიმძიმესა ნეტარისა მისთჳს სასოებისა უფლისა.
და
რაჲთა თითოეული ჩუენი შესწევდეს ძმასა თჳსსა, და რომელიცა ვის ბუნებითი კეთილი
აქუნდეს, გინა თუ ძალი, გინა თუ გულისჴმის-ყოფაჲ, გინა თუ სიმჴნჱ, ანუ თუ
ჴელოვნებაჲ რაჲმე, ანუ თუ მოსწრაფებაჲ, რაჲთა ყოვლისაგანვე ძმათაცა ჩუენთა მივსცემდეთ,
გინა თუ ღირს ვიქმნნეთ მადლსა საღმრთოსა უფლისა მიერ, რაჲთა მასცა შინა ზიარ-ვყოთ
ძმაჲ ჩუენი სარგებელად თავისა ჩუენისა და ძმათა ჩუენთა და ყოველთავე კაცთა, რაჲთა
ესრეთ აღვასრულოთ შჯული ქრისტესი და ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა.
ხოლო
ესე უწყოდეთ, ვითარმედ საქმჱ ლოცვისა და სწავლისაჲ, უკუეთუ ვინმე იქმოდის, ვითარცა
ჯერ-არს, უზეშთაეს არს ყოვლისავე სათნოებისა და ამას უფალი თჳთ წამებს, რამეთუ
რაჟამს მოვიდა იგი სახლსა მართაჲსსა და მარიამისსა და მართა უცალო იყო
მსახურებისაგან ფრიადისა, ხოლო მარიამ ჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და სიტყუათა
მისთაგან განათლდებოდა სული მისი, ხოლო მართა აბრალებდა მას და ეტყოდა უფალსა:
“უფალო, არქუ დასა ჩემსა, რაჲთა ჴელი აღმიპყრას მე”, მაშინ უფალმან პირველი იგი
მეორისა მის უზეშთაეს-ყო და თქუა ესრეთ: “მართა, მართა, იურვი და შფოთ ხარ
მრავალსა შინა, ხოლო ერთისაჲ არს საჴმარ, რამეთუ მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია”.
და ამით სიტყჳთა ჱგჳჩუენა უფალმან სიდიდჱ სათნოებისაჲ ამის, ვითარმედ ესე უფროჲს
არს, ვიდრეღა მსახურებაჲ. არა თუ მსახურებისა
იგი
საქმჱ არად შეჰრაცხა, რამეთუ უკუეთუმცა არარაჲ იყო იგი, თჳთმცა რად მიიღებდა
მსახურებისაგან მართაჲსა? და კუალად თჳთ აღასრულა საქმჱ ესე, რამეთუ დაჰბანნა
ფერჴნი მოწაფეთანი და სწავლით ასწავა და თქუა: “უკუეთუ მე, მოძღუარმან და უფალმან,
დაგბანენ ფერჴნი თქუენნი, თანა-გაც თქუენცა ურთიერთას ფერჴთა ბანაჲ, რამეთუ სახჱ
მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა მე ვქმენ, ეგრეთცა თქუენ იქმოდით”. და კუალად იტყჳს:
“რომელსა ჰნებავს თქუენ შორის უფალ-ყოფაჲ, იყავნ ყოველთა მსახურ და ყოველთა მონა,
ვითარცა ძჱ კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ რაჲთამცა ჰმსახურა და
მისცა სული თჳსი საჴსრად მრავალთა”. და კუალად იტყჳს: “რომელიცა ვინ ყოს ერთსა ამას
მცირეთაგანსა თანა, ჩემ თანა იქმს”. და კუალად იტყჳს: “რომელმან შეიწყნაროს
მართალი სახელსა ზედა მართლისასა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს”. და კუალად საქმესა
შინა მოციქულთასა წერილ არს, რაჟამს-იგი უცალო უყვნეს მოციქულნი ფრიადისა
მსახურებისაგან, უფროჲსად პატივ-სცეს საქმესა ლოცვისასა და სწავლასა და თქუეს
ესრეთ, ვითარმედ: “არა ჯერ-არს, რაჲთა დაუტეოთ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ვჰმსახურებდეთ
ტაბლათა, არამედ გამოვარჩინეთ კაცნი სავსენი სულითა წმიდითა და დავადგინნეთ
საქმესა ამას ზედა, ხოლო ჩუენ მსახურებასა შინა სიტყჳსასა და ლოცვასა დავადგრეთ”.
იხილეთა, ვითარ ლოცვასაუფროჲს პატივ-სცეს, ვიდრეღა მსახურებასა, დაღაცათუ ორნივე
ესე ერთისა ძირისა კეთილისა რტონი არიან.
ამისთჳს
თანა-გუაც, რაჲთა ჩუენცა ლოცვასა პატივ-ვსცემდეთ უფროჲს სხუათა მცნებათასა და ამას
ზედა ვისწრაფოთ, რაჲთა ყოველსავე სიყუარულითა ღმრთისაჲთა ვიქმოდით და ამით
გულისსიტყჳთა რაჲთამცა მივიწიენით მადლითა ღმრთისაჲთა სიწმიდესა გულისასა. და ნურა
რასმცა ვიქმთ ჴორციელითა გულისსიტყჳთა სახილველად კაცთა და სახითა გარეგანითა ოდენ
ანუ ლოცვისა, ანუ ღაღადებისაჲთა, ანუ მარხვისა, ანუ მსახურებისაჲთა, რომელი-იგი
არა იყოს ღმრთისათჳს. და ნუმცა გულსავსე-ვჰყოფთ კაცთა გარეგანითა სახითა
შინაგანისა კაცისათჳს, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ შინაგანისა კაცისაგან იძევის და
ნუმცა წარვსწყმედთ მადლსა მას ღმრთისასა მაჩუენებლობითა კაცთაჲთა
უგულისჴმოებისაგან ჩუენისა.
არამედ
გუაქუსმცა სიყუარული ღმრთისაჲ გულითა წმიდითა და მჴურვალითა და გონებითა
მარტივითა, რომელ-იგი არს წინამძღუარი ყოველთავე სათნოებათაჲ და ესრეთ ვისწრაფოთ,
რაჲთა დაიმკჳდროს მან ჩუენ თანა და გუსუროდენ მარადის სულისათჳს წმიდისა, რაჲთა
საყდარ მისა ვიყვნეთ. რაჲთა ესრეთ ლოცვაჲცა და მუჴლთმოდრეკაჲ ჩუენი შეწირულ იყვნენ
წინაშე უფლისა და მსახურებაჲ ჩუენი წმიდა და უბიწო იყოს და ყოველივე სათნოებაჲ
შეწევნითა წმიდისა სულისაჲთა დამკჳდრებულ იყოს ჩუენ შორის.
რამეთუ
უკუეთუ გუნებავს, რაჲთა ვიყვნეთ ძე ღმრთისა და ღირს ვიქმნნეთ შვილ მისა ყოფად და
მკჳდრ ღმრთისა, და თანამკჳდრ ქრისტესა, და სიძე ზეცისა მის სასძლოჲსა, და ძმა
ქრისტესა დიდითა მით მადლითა მისითა და აღთქუმითა მით მისითა გამოუთქუმელითა,
თჳნიერ საქმეთა ამათ, რომელნი პირველ ვთქუენით, შეუძლებელ არს. ვითარცა-იგი ვთქუთ
ჩუენ და წამებანი წმიდათა წერილთანი მოვიხუენით, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ სრული იგი
სახჱ ღმრთისმსახურებისაჲ და ვისწრაფდეთ ყოველსავე სათნოებასა შინა სიყუარულითა და
სასოებითა უტყუელისა მის და ჭეშმარიტისაღმრთისაჲთა, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ კეთილთა
მათ აღთქუმათა ჩუენდა, რომელნი-იგი უზეშთაეს ძალსა და ბუნებასა ჩუენსა არიან. და
მოვიღოთ ჩუენ სრულიად სული იგი შვილებისაჲ და აღვორძნდეთ უფლისა მიერ დღითი დღე და
წარმართებაჲ იგი ჩუენი ცხად იყოს წინაშე ყოველთასა და ესრეთ განვთავისუფლდეთ
სრულიად ვნებათაგან უპატიოებისათა და ცოდვათაგან ცხადთა და ფარულთა.
გულისსიტყუათაგან ბოროტთა განვეყენნეთ და ღირს ვიქმნნეთ მოგებად გულისა წმიდისა.
და მით ესევითარითა სახითა ვიქმნნეთ ჩუენ ძე ღმრთისა და ძმა ქრისტესა და შვილ
სასუფეველისა შეყოფისა მიერ სულისა წმიდისა და ესრეთ მის თანა საუკუნეთა მიმართ
დაუსრულებელთა და უკუნისამდე განვისუენებდეთ და ვსუფევდეთ.
არამედ
არიან ვიეთნიმე, რომელნი უგულისჴმოებით ჰგონებენ, ვითარმედ ამაო არიან სიტყუანი
ესე ჩუენნი და ვითარმედ შეუძლებელთა საქმეთა ვესავთ და ვიტყჳთ, რომელი-ესე ვთქუთ
წამებითა წმიდათა წერილთაჲთა სიწმიდისა მისთჳს, რომელი მოვალს ჭეშმარიტთა
მორწმუნეთა ზედა. და იტყჳან იგინი, ვითარმედ: შეუძლებელ არს, თუმცა მისწუთა კაცი
საზომსა მას, რომელსა წერილნი იტყჳან. ვერცა შემძლებელ არს, თუმცა მისწუთა
განთავისუფლებასა ვნებათასა, ანუმცა მიიღო სრულიად სული წმიდაჲ, რამეთუ უფალმან
შიშისათჳს კაცთაჲსა თქუა: “უკუეთუ არა გარდაემატოს სიმართლჱ თქუენი უფროჲს
მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა”, და სხუანი იგი
ესევითარნი სიტყუანი წერილისანი შესაშინებელად კაცთა თქუმულ არიან. რამეთუ უკუეთუ
თჳნიერ ესევითართა საქმეთა ვერვინ შევალს სასუფეველსა ცათასა, ნუუკუე ყოველნი
წარწყმდებიანა? რამეთუ კაცობრივისა ბუნებისაგან შეუძლებელ არს ესევითარსა საზომსა
მიწთომაჲო.
ხოლო
აწ მნებავს ესევითარისა სახისათჳს მცირედ რაჲმე თქუმად და გამოჩინებად, თუ ვითარსა
ვნებასა შევარდებიან, რომელთა არა ჰრწმენეს სიტყუანი წმიდათა წერილთანი, არამედ
ირწმუნებდენ ამაოთა მათ იჭუთა თჳსისა გონებისათა. და კუალად, თუ ვითარსა
სარგებელსა მოატყუებენ თავთა თჳსთა, რომელნი ირწმუნებდენ სწავლათა სულისა წმიდისათა
და ესე აქუნდენ გულთა მათთა, ვითარმედ ყოველივე სიტყუაჲ და მცნებაჲ, წმიდისა
სულისა მიერ მოცემული, ჭეშმარიტ არს და ჰრწმენეს, ვითარმედ ყოველთა მორწმუნეთა
შეუძლია აღსრულებაჲ მცნებათა ღმრთისათა,უკუეთუ ოდენ ენებოს.
პირველად
რომელნი გამოეძიებდენ ქრისტეანობასა კეთილად და სრულად, და ენებოს ცნობად, თუ რაჲ
არს ნებაჲ ღმრთისაჲ და ყოველივე სწრაფაჲ მათი იყოს აღსრულებად სიტყუათა უფლისათა
ყოვლითავე სარწმუნოებითა და აქუნდეს სასოებაჲ მას განსუენებასა მიწთომისაჲ და
სარწმუნოებითა და მოღუაწებითა და მადლითა ქრისტესითა ისწრაფდენ მიწთომად სწავლასა
უფლისასა და მოციქულთასა, ეგევითარნი იგი სამითა საქმითა მოიგებენ სარგებელსა
სულისასა: პირველად, რამეთუ წმიდანი წერილნი და სიტყუანი უფლისანი ჭეშმარიტად
შეურაცხიან, ვითარცა მონათა ერთგულთა. მეორედ, რამეთუ ხედვენ იგინი სრულსა მას
სახესა ქრისტეანობისასა და ესრეთ დღითი დღე მჴნე და მტკიცე იქმნებიან და
დაუცხრომელად იღუწიან და იჭირვიან, რაჲთამცა პოეს მათ ნეტარი იგი სასოებაჲ
სისრულისაჲ და არაოდეს განუსუენებენ თავთა თჳსთა სიდიდისა მისთჳს სასოებისა
მათისა. მესამედ, რამეთუ თუალთა წინაშე აქუს მათ მარადის სახჱ იგი სისრულისაჲ და
ჰრწმანან მათ სიტყუანი უფლისანი და იციან, ვითარმედ ჯერ-არს მიწთომაჲ საზომსა
უვნებელობისასა. რამეთუ უფალი ყოვლათვე, რომელნიცა შეუდგენ მას, მუნ მიუწოდს მათ
და იტყჳს: “იქმნენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ”.
და
კუალად გუასწავებს სრულსა სიწმიდესა და იტყჳს: “მნებავს, რაჲთა-იგი, სადა მე
ვიყოფოდი, ესენიცა იყოფოდინ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა”. და ვითარცა მოციქული
იტყჳს: “რაჲთა წარუდგინოთ ყოველივე კაცი სრული უფლისა მიერ” და “ვიდრემდე
მივსწუთეთ ყოველნივე კაცსა სრულსა საზომსა ჰასაკისა აღვსებისა ქრისტესსა და
ერთობასა მას სარწმუნოებისასა და გულისჴმისყოფასაძისა ღმრთისასა”. ხოლო ესრეთ
იღუწიან მარადის და არად შეურაცხიან თავნი მათნი, რამეთუ ხედვენ სიმაღლესა მის
საზომისასა და მდაბალ და გლახაკ უჩან თავნი მათნი და ვითარცა გამოუცდელნი და
უბადრუკნი შეურაცხიან და ესრეთ იგონებენ, ვითარმედ ყოვლად ვერარას საზომსა ვერ
მიწთომილ არიან და იყვნიან იგინი წმიდა და გამოცდილ და მოღუაწე. და სიმდაბლითა
მათითა განერნიან იგინი ამპარტავანებისაგან და დაჴსნილობისა. და რავდენცა დიდსა
საზომსა მისწუთენ, ეგოდენცა უფროჲსთა საზომთა გულისჴმა-ჰყოფენ და არად შეურაცხიან
თავნი თჳსნი და ესრეთ სამითა ამით სახითა ირგებენ და შეიძენენ სულთა თჳსთა. ხოლო
რომელნი ჰგონებენ საზომსა ქრისტეანობისასა, ვითარმედ მცირე არს და არა გამოეძიებენ
სისრულისა საზომსა და თუ რაჲ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილი იგი და სათნოჲ და სრული,
არამედ შეურაცხიან მათ სიტყუანი უფლისანი, ვითარცა არარანი და
თჳსთა
გულისსიტყუათა ირწმუნებენ და ჰგონებენ, ვითარმედ სწავლანი სახარებისანი შიშად ოდენ
კაცთა დაწერილ არიან და არა ირწმუნებენ სიტყუასა უფლისასა, რომელსა იტყჳს,
ვითარმედ: “ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ”.
რომელთა ესე გულისსიტყუანი ამაოებისანი ჰქონან, იგინიცა სამითა სახითა ავნებენ
თავთა თჳსთა და წარსწყმედენ სულთა თჳსთა: პირველად, რამეთუ წმიდანი წერილნი არა
ჰრწმანან და შეურაცხია ღმერთი, ვითარცა მტყუარი და არაჭეშმარიტი. მეორედ, რამეთუ
არა აქუს მათ გულისსიტყუაჲ იგი სისრულისაჲ და იგონებენ, ვითარმედ შეუძლებელ არს
მას საზომსა მიწთომაჲ და ამისთჳს ვერ შემძლებელ არიან ჭირისა მოთმენად, ვერცა
შიმშილისა და წყურილისა სიმართლისათჳს, არამედ სულმოკლებითა მათითა აქუს
დაჴსნილობაჲ და უზრუნველობაჲ ამაოჲსა მის გულსავსებისა მათისათჳს. მესამედ, რამეთუ
ჰგონებენ, თუ კეთილად დგანან მცირედთა რათმე სათნოებათათჳს და არა ხედვენ სრულსა
მას საზომსა ქრისტეანობისასა, რომლისაგან წარუკუეთა სასოებაჲ და ესრეთ აქუს,
ვითარმედ ვეროდეს მისწუთებიან მას საზომსა. და ამით გულისსიტყჳთა შემუსრვასა
გულისასა და სიმდაბლესა და სიგლახაკესა ვეროდეს მოიგებენ; ამისთჳს, რამეთუ
გარეგანთა სახეთა ზედა გულსავსე იქმნებიან, ანუ მცირედთა რათმე სათნოებათა ზედა და
ამით ესევითარითა სახითა ვერ მისწუთებიან სასოებასა მას ნეტარსა, არამედ გარეგან
ქრისტეს სასძლოჲსა დარჩებიან და ვერცა ჰპოებენ განთავისუფლებასა ვნებათაგან და
ჰგონებენ, ვითარმედ ჰქონან სათნოებანი რაჲმე და ამისთჳს ვერ ოდეს ჰპოებენ
წარმართებასა, რამეთუ არა აქუს მათ გულისკლებაჲ, არცა ჭირი, არცა შემუსრვილობაჲ
გულისაჲ. ხოლო რომელსა ღუაწლი და ჭირი და გულისკლებაჲ სასუფეველისათჳს ცათაჲსა არა
მოეგოს, შეუძლებელ არს, თუმცა ეგევითარმან პოვა სისრულჱ, ანუ თუმცა ყოვლადვე
მოვიდა იგი წარმართებასა სულისასა. ვითარცა სახლისა უფალმან ვინმე უბრძანის
მუშაკთა ვიეთმე, გინა თუ მონათათჳსთა, რაჲთა მომკოს თჳთეულმან მათმან სამ-სამი
ზჳნი ერთსა დღესა შინა, ხოლო ერთმან მან აღიღის მცნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და მისცის
თავი თჳსი შრომასა ყოვლითავე ძალითა თჳსითა და იღუწინ და იურვინ და ისწრაფინ, თუ
ვითარ მომკოს მარტომან სამი ზჳნი. და მეორემან მან შეჰრაცხის საქმჱ იგი შეუძლებელ.
დაიდვის გულსა თჳსსა, ვითარმედ მე ამას ვერ აღვასრულებ, და ესრეთ პირველითგანვე
დაჴსნილ იქმნის და დღჱ სრული უდბებით გარდაიჴადის, ოდესმე მკის, ხოლო ოდესმე
მოეწყინის და დაწვის და განისუენებნ და ამით ესევითარითა სახითა ვერ შურის მეორისა
ოდენი. ხოლო ერთმან მან დაღაცათუ ყოველივე ბრძანებული მისდა ვერ აღასრულის, გარნა
კულა უეჭუელად მისსა უფროჲსი ქმნის, რომელი-იგი ყოვლადვე არა ისწრაფინ, არცა
იურვინ მოსწრაფებისა მისისათჳს. ეგრეთვე პირველთქუმულნი იგი, რომელნი ხედვიდენ
სახესა მას წოდებისა მათისასა და ჰრწამდენ სიტყუანი წმიდათა წერილთანი და მარადის
იღუწიდენ და ისწრაფდენ მიწთომად მას საზომსა, თჳნიერ ყოვლისა იჭჳსა მათსა უძლიერეს
და უკეთეს იქმნებიან, რომელნი-იგი სასოწარკუეთილ არიან და იტყჳან, ვითარმედ
შეუძლებელ არს სისრულისა საზომსა მიწთომაჲ და განთავისუფლებაჲ ვნებათაგან. რამეთუ
ეგევითარნი იგი არა იღუწიან მიწთომად სიწმიდესა, არამედ თჳსთა გულისსიტყუათა
ირწმუნებენ და წარმართებაჲ მათი არს ამპარტავანებასა შინა.
რამეთუ
არა ხედვენ იგინი სისრულესა მას სახარებისასა, ვერცა გულისჴმა-ჰყოფენ ძალსა მისსა
და არა აქუს მათ შემუსრვილებაჲ გულისაჲ, არცა მოუგია შიმშილი და წყურილი
სიმართლისათჳს და ამისთჳს ვერ შემძლებელ არიან მოღუაწებად და სწრაფად, რამეთუ არა
ჰრწმანან მათ სიტყუანი იგი და სწავლანი წმიდისა სახარებისანი და ამით ესევითარითა
სახითა ვერ ჰპოებენ წარმართებასა, ვერცა შევლენ იგინი სასუფეველსა ცათასა. ხოლო
რაჲთა ესეცა ვთქუთ, უკუეთუმცა მინდობითა ძალისა ჩუენისაჲთა ვჰბრძოდეთ
განთავისუფლებასა ვნებათაგან, ანუმცა ვესევდით თჳსსა ძალსა და სიბრძნესა, ანუ თუ
გულისჴმის-ყოფასა ჩუენსა და ამისთჳსმცა ვიტყოდეთ მიწთომად სისრულესა, რომელი-იგი
შეუძლებელ არს კაცობრივისა ბუნებისაგან. კეთილად და სამართლად იტყჳს თითოეული
ჩუენთჳს, ვითარმედ ამაო არიან სიტყუანი ესე ჩუენნი და უზეშთაეს ძალისა ვიტყჳთ.
ხოლო უკუეთუ არა ჩუენისა ძალისა მინდობითა, არამედ სასოებითა ღმრთისაჲთა და
სიტყჳთა მისითა და გულისჴმის-ყოფითა საღმრთოჲთა ვიტყჳთ, რომელსაცა ვიტყჳთ, რად
ურწმუნო ხართ, რამეთუ ღმერთი შემძლებელ არს შეუძლებელისა საქმისა ქმნად. და უკუეთუ
ღმერთი მკუდართა აღადგენს, ვნებანი მოსავთა მისთანი, რომელნი მარადის იღუწიან,
ვერმცა დაშრიტნაა? და ვერმცა აღმოჰფხურნაა?
რამეთუ
არაჲ შეუძლებელ უჩნს ღმერთსა და ყოველივე სულისა წმიდისა მიერ მოცემული აღთქუმაჲ
წმიდათა წერილთაჲ ჰგიეს, ვითარცა უფალი იტყჳს, ვითარმედ: “ცაჲ და ქუეყანაჲ
წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ”. და კუალად წერილ არს, ვითარმედ:
“სიტყუაჲ უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე”, რამეთუ ძალისაგან კაცობრივისა შეუძლებელ არს,
თუმცა მოღუაწებითა და სიფიცხლითა მოიკუეთნა ვნებანი იგი ბოროტნი, რომელნი არიან
სულისა და ჴორცთა თანა, არამედ ძალითა ღმრთისაჲთა შესაძლებელ არს მოკუეთაჲ მათი
სრულიად და აღმოფხურაჲ ბოროტთა მათ ღუარძლთაჲ, რომელნი დაუთესიან მტერსა, ვითარცა
წერილ არს, ვითარმედ: “აჰა, კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი”.
და
კუალად წერილ არს, ვითარმედ: “უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ზედა ჩემთა,
ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ თქუენ და გულისჴმა-ჰყოთ ჭეშმარიტებაჲ და
ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ და ღმერთმანცა შემუსროს ეშმაკი ქუეშე
ფერჴთა თქუენთა”. და სხუანიცა მსგავსნი ამათნი სიტყუანი სულისა წმიდისა მიერ
თქუმულნი გუასწავე შენ ჩუენ ვნებათაგან ჭეშმარიტსა განწმედასა, უკუეთუ მივსცნეთ
ღმერთსა თავნი ჩუენნი მოღუაწებით და მოსწრაფებით.
ხოლო
რომელნი იტყოდინ, თუ: შეუძლებელ არს მოგებაჲ წმიდისა გულისაჲ მადლითა წმიდისა
სულისაჲთა, იგი მსგავს არს მათ, რომელნი ურწმუნოებითა მათითა ვერ ღირს იქმნეს
შესლვად ქუეყანასა მას აღთქუმისასა, ვითარცა პავლე ღაღადებს: “რამეთუ მაშინ დასცნა
ღმერთმან შჳდნი წარმართნი და მისცემდა მათ ქუეყანასა მას აღთქუმისასა”, ხოლო აწ
მოგუცემის ჩუენ, უკუეთუ გუენებოს, განთავისუფლებაჲ ვნებათაგან და სიყუარული
ღმრთისაჲ
წმიდათა
გულითა და გონებითა კეთილითა და სარწმუნოებითა შეუორგულებელითა, რომელი არს აღსასრული
ყოვლისავე მცნებისაჲ სიტყჳსაებრ მოციქულისა. და ესე არს ჭეშმარიტად ქუეყანაჲ იგი
აღთქუმისაჲ. და ამას მოასწავებდა მოსე, რამეთუ დაღაცათუ უდებებისა ჩუენისაგან
სრულა მას საზომსა ქრისტეანობისასა ვერ მივსწუთებით, არამედ თანა-გუაც, რაჲთა
აღვიარებდეთ და ვქადაგებდეთ მიუწთომელსა სახიერებასა ღმრთისასა, ვითარცა მონანი
ერთგულნი, და რაჲთა აღნათქუემნი იგი სარწმუნო და მართალ გჳჩნდენ, რაჲთა არა
სრულიად უნაყოფო ვიქმნნეთ, არამედ წყალობაჲ რაჲმე მართლისა გულისჴმის-ყოფისა
ჩუენისათჳს ვპოოთ და ნუმცა წინა-აღუდგებით სიტყუათა სულისა წმიდისათა, რაჲთა არა
ურწმუნოთა თანა დავისაჯნეთ. რამეთუ ნეტარიცა პავლე განაკრძალებდა მოწაფითა თჳსთა
და იტყოდა: “იხილეთ, ძმანო, ნუუკუე იყოს გულსა თქუენსა ურწმუნოებისა სიბოროტჱ
განდგომად ღმრთისაგან ცხოველისა”. ხოლო განდგომად არა თუ უარისყოფასა სახელისა მისისასა
იტყჳს, არამედ ურწმუნოებასა მცნებათა მისთასა. ამისთჳსცა გჳჩუენებს, ვითარმედ
ჰურიათა ზედა სასწაულნისასწავლელად ჩუენდა იქმნეს და იტყჳს: “ვიეთ განამწარეს
ღმერთი? არა მათა, რომელნი ეგჳპტით განვიდეს მოსეს მიერ? ანუ ვიეთ განაცადეს იგი
ორმეოც წელ? არა მათა, რომელთა ცოდეს და ძუალები მათი უდაბნოსა ზედა დაცჳვა? ხოლო
ვიეთ ეფუცა არა შესლვად ქუეყანასა მას აღთქუმისასა? ანუ არა ურწმუნოთაა?”
“იხილეთ,
ნუუკუე ჰგონებდეს ვინმე თქუენგანი, ვითარმედ დამჴობილ ვართ ჩუენ მის აღთქუმისაგან,
რამეთუ ჩუენცა ხარებულნი ვართ, ვითარცა იგინი, არამედ არაჲ არგო მათ სმენამან
ურწმუნოებისა მათისათჳს, რამეთუ მორწმუნენი შევალთ განსასუენებელსა მას”, ხოლო
ქრისტეანეთა განსასუენებელი არს ჴსნაჲ ვნებათაგან და სრულიადი სულისა წმიდისა
მოგებაჲ გულითა წმიდითა. “ამისთჳსცა ვისწრაფოთ, რაჲთა შევიდეთ მას განსასუენებელსა
მოღუაწებითა და მოგებითა სულისა წმიდისაჲთა, რაჲთა არა დავეცნეთ ჩუენცა”, რამეთუ
კუალად მოციქული განგუაძლიერებს და იტყჳს, ვითარმედ: “მოუჴდეთ გულითა ჭეშმარიტითა
საყდარსა მას მადლისასა, რაჲთა ვპოოთ წყალობაჲ და მადლი გუაქუნდეს შეწევნად ჩუენდა
ჟამსა მარჯუესა”.
და
კუალად იტყჳს: “მოუჴდებით კადნიერებით გულსავსებითა სარწმუნოებისაჲთა პკურებულნი
გულითა გონებითა ბოროტითა”. და კუალად იტყჳს: “ვითარ უფროჲსღა სისხლმან იესუჲსმან
განწმიდოს გონებაჲ ჩუენი მკუდართა საქმეთაგან მსახურებად ღმრთისა ცხოველისა და
ჭეშმარიტისა”. და ესრეთ უკუეთუ ეძიებდეთ, მრავალნი სიტყუანი ჰპოვნეთ წერილთანი
ამის პირისათჳს.
ხოლო
აწ, ძმანო, ვიღუაწოთ ჩუენცა, რომელთა გურწმანან სიტყუანი წმიდათა წერილთანი,
რამეთუ, რომელთა-ესე მიგჳცემიან თავნი ჩუენნი მსახურებად ღმრთისა, თანა-გუაც,
რაჲთა ყოვლითა გულითა ვიღუწიდეთ და დღითი-დღედ განვახლდებოდით გონებითა და
წარვემართებოდით სულიერად, რაჲთა ესრეთ მივსწუთეთ სრულისა სიწმიდისა განსუენებასა
და სრულსა სიყუარულსა შვილებისასა თაყუანისსაცემელისა მის სულისა, რომლისა მიერ
მოვიგოთ სრული განთავისუფლებაჲ ვნებათაჲ, რაჲთა ესრეთ აქაჲთვე ყოვლითკერძო სულისა
წმიდისა მიერ განვიწმიდნეთ და უბიწო და შეუგინებელ ვიქმნეთ და საუნჯჱ იგი სრულისა
მის მადლისაჲ კეცისჭურებითა მით ჴორცთა ჩუენთათაჲთა მოვიგოთ და სამკჳდრებელ
ღმრთისა წმიდა ვიქმნეთ და ესრეთ მერმესა მას აღდგომასა ქრისტეს თანა ვიდიდნეთ და
თანამსგავს დიდებისა მისისა ვიქმნეთ და მის თანა გამოუთქუმელსა მას განსუენებასა
განვისუენოთ დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ.
ქართული მწერლობის ძეგლები, თბილისი, 1982 წ.
http://titus.uni-frankfurt.de/indexe.htm?/texte/texte2.htm#georgant
No comments:
Post a Comment