ხოლო უკუეთუ ათორმეტთა კაცთა ყოველივე სოფელი თჳსისა მიმართ წესიერებისა
და
ღმრთისმსახურებისა
შეცვალეს,
გულისჴმა-ვყოთ,
თუ
რავდენ არს
ჩუენი
ესე
უკეთურებაჲ,
რომელ
ესოდენნი
ესე
ნეშტთა
მათ
ურწმუნოთა ვერ
მოვაქცევთ.
უკუეთუმცა
იყო
ჩუენ
თანა
შიში
და
სიყუარული
ღმრთისაჲ, ბევრეულთამცა
სოფელთა
კმა
ვეყვენით,
რაჲთა,
ვითარცა
ცომმან აღაფუვნის
აღსუარული
იგი,
ეგრეთმცა
აღვაფუვნენით
იგინი
ღმრთისმსახურებად, ვითარცა
ქმნეს
მოწაფეთა
მათ
უფლისათა.
სთქუათ
სადმე, ვითარმედ
იგინი
მოციქულნი
იყვნეს.
და
რაჲ
არს
ესე?
არა
თუ
ზეცით მოსრულ
იყვნეს,
არამედ
იგინიცა
კაცნი
იყვნეს
ჴორციელნი
და
არა
ანგელოზთა ბუნებისანი.
მათ შეიყუარეს ქრისტე და ყოველივე წარემართ ექმნა. ჩუენ უკუე რაჲ გუაქუს დამაყენებელი შეყუარებად მისა? გარნა ბოროტნი ესე და უკეთურნი ნებანი ჩუენნი. მათ მადლი იგი სასწაულთაჲ აქუნდაო. ვიდრემდის საფარველად ჩუენისა ამის დაჴსნილობისა გუაქუს მათთა მათ სასწაულთა საქმე? არა თუ სასწაულთა ყვნეს იგინი საკჳრველ, არამედ სათნოებამან. ხოლო თჳნიერ სათნოებისა მრავალთა სასწაულნი ქმნნეს და წარწყმდეს. და რომლისა საქმისაგან დიდ იქმნესო მოციქულნი? უკუეთუ ამას იკითხავთ, მე გითხრა: პირველად უარ-ყვეს ყოველი სოფელი და მოიძულნეს საფასენი და შეუდგეს ქრისტესა; მოიძაგეს დიდებაჲ ამის სოფლისაჲ; ყოველივე საქმე სოფლისაჲ უგულებელს-ყვეს და შეიყუარეს ქრისტე ყოვლითა გულითა მათითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გონებითა. ამათ საქმეთა მიერ განბრწყინდეს იგინი. ხოლო უკუეთუმცა ესე სათნოებანი არა აქუნდეს, არამედ იყვნესმცა მონა ვნებათა, დაღაცათუმცა ბევრეულნი მკუდარნი აღადგინნეს, არა თუმცა ხოლო უსარგებლო იყო
მათ შეიყუარეს ქრისტე და ყოველივე წარემართ ექმნა. ჩუენ უკუე რაჲ გუაქუს დამაყენებელი შეყუარებად მისა? გარნა ბოროტნი ესე და უკეთურნი ნებანი ჩუენნი. მათ მადლი იგი სასწაულთაჲ აქუნდაო. ვიდრემდის საფარველად ჩუენისა ამის დაჴსნილობისა გუაქუს მათთა მათ სასწაულთა საქმე? არა თუ სასწაულთა ყვნეს იგინი საკჳრველ, არამედ სათნოებამან. ხოლო თჳნიერ სათნოებისა მრავალთა სასწაულნი ქმნნეს და წარწყმდეს. და რომლისა საქმისაგან დიდ იქმნესო მოციქულნი? უკუეთუ ამას იკითხავთ, მე გითხრა: პირველად უარ-ყვეს ყოველი სოფელი და მოიძულნეს საფასენი და შეუდგეს ქრისტესა; მოიძაგეს დიდებაჲ ამის სოფლისაჲ; ყოველივე საქმე სოფლისაჲ უგულებელს-ყვეს და შეიყუარეს ქრისტე ყოვლითა გულითა მათითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გონებითა. ამათ საქმეთა მიერ განბრწყინდეს იგინი. ხოლო უკუეთუმცა ესე სათნოებანი არა აქუნდეს, არამედ იყვნესმცა მონა ვნებათა, დაღაცათუმცა ბევრეულნი მკუდარნი აღადგინნეს, არა თუმცა ხოლო უსარგებლო იყო
საქმე
იგი,
არამედ
მაცთურადცამცა
შეირაცხნეს.
ესრეთ
უკუე
სათნოებით მოქალაქობაჲ
არს
ბრწყინვალე
და
იგი
მოიყვანებს
მადლსა
ღმრთისასა კაცსა
ზედა.
გულისჴმა-ყავთ,
რამეთუ
იოვანე,
რომელი-იგი უმეტეს
იყო შორის
ნაშობთა
დედათაჲსა,
"სასწაული
არცა
ერთი
ქმნა",
ვითარცა
წერილ არს
მისთჳს,
არამედ
საკჳრველ
იყო
ყოველთა
მათ
შორის
ერთა;
ელია ვინაჲ
საკჳრველ
იქმნა?
არა
კადნიერად
მხილებითაა
მეფისაჲთა
და
შურითა საღმრთოჲთა
და
უპოარებითა
და
მთათა
შინა
და
ქუაბთა
მკჳდრობითა, შემოსილი
ხალენითა?
და
ამის
ყოვლისა
შემდგომად
ქმნნა
სასწაულნი; კუალად,
იობისი
რომელი
სასწაული
იხილა
ეშმაკმან
და
განკჳრდა?
- სასწაული
არცა
ერთი,
არამედ
მოქალაქობაჲ
საღმრთოჲ
და
მოთმინებაჲ ფრიადი;
დავით
რომელი
სასწაული
ქმნა
სიჭაბუკესა
თჳსსა,
ოდეს
თქუ უფალმან:
"ვპოე
დავით,
ძე
იესესი,
კაცი
გულითადი
ჩემი?"
აბრაჰამ
და ისაკ
და
იაკობ
რომელნი
მკუდარნი
აღადგინნეს,
რომელი
კეთროანი
განწმიდეს? არა
უწყითა,
რამეთუ
სასწაულნი,
უკუეთუ
არა
ფრთხილ
იყოს მოქმედი
მათი,
დიდად
ავნებენ,
ვითარცა
მრავალთა
შეემთხჳა
კორინთეს შინა
და
ჰრომეს?
ამისთჳს
სიმონ
განვარდა,
ამისთჳს,
რომელმან-იგი ჰრქუა უფალსა:
"მიგდევდე
შენ",
არა
შეწყნარებულ
იქმნა,
რამეთუ
ცუდადმზუაობრობისათჳს და
საჴმართმოყუარებისა
ეძიებდეს
იგინი
სასწაულთა. ამისთჳს
უფალი
მოწაფეთა
რაჲ
ასწავლიდა,
არა
ჰრქუა
თუ:
ყვენით
სასწაულნი, რაჲთა
იხილონ
კაცთა,
არამედ:
"ეგრეთ
ბრწყინევდინო
ნათელი
თქუენი
წინაშე
კაცთა,
რაჲთა
იხილნენ
კეთილნი
საქმენი
თქუენნი
და ადიდებდენ
მამასა
თქუენსა
ზეცათასა".
და
პეტრეს
არა
ჰრქუა:
უკუეთუ გიყუარ
მე,
იქმოდე
სასწაულთა,
არამედ:
"მწყსიდიო
ცხოვართა
ჩემთა".
და კუალად,
რაჲსათჳს
ყოვლადვე
უფროჲს
სხუათასა
მას
პატივ-სცემს
და იაკობს
და
იოვანეს?
სასწაულთათჳს-მე ესრეთ
იქმოდაა?
არამედ
სხუანიცა მსგავსად
მათავე
იქმოდეს
სასწაულთა,
რამეთუ
ყოველთა
ზოგად
მოსცა ჴელმწიფებაჲ.
ვინაჲ
უკუე
აქუნდა
სამთა
მათ
უმეტესობაჲ?
საზომისაგან სათნოებისა
სულიერისა.
რამეთუ
მხედველმან
მან
დაფარულთამან
იცოდა, ვითარმედ
მათი
საზომი
სათნოებისაჲ
უმეტეს
იყო.
ჰხედავა,
რამეთუ
ყოვლადვე სათნოებაჲ
საჴმარ
არს
ჩუენდა
და
იგი
არს
განმაბრწყინვებელი ცხორებისა
ჩუენისაჲ
და
მისგან
არს
მიზეზიცა
სასწაულთაჲ?
რამეთუ, რომელსა
საქმენი
კეთილნი
აქუნდეს,
მოიღებს
ღმრთისაგან
ამასცა
მადლსა და
რომელმან
მოიღოს
მადლი
ესე,
ამისთჳს
მოიღებს,
რაჲთა
სხუათა ცხორებაჲ
განჰმართოს.
და
უფალმან
ჩუენმან
იესუ
ქრისტემან
ამისთჳს აჩუენა
სასწაულთა
საქმე,
რაჲთა
ჰრწმენეს
კაცთა
მოძღურებაჲ
მისი
და მოვიდენ
კეთილისა
საქმედ.
ამისთჳსცა
არა
კმა-ყო სასწაულთა
საქმე
ხოლო, არამედ
სასუფეველიცა
აღუთქუა
კაცთა
და
გეჰენიისა
შიში
წინაუყო
და საკჳრველნი
იგი
სწავლანი
წარმოთქუნა
და
ყოველივე
ამისთჳს
ქმნა,
რაჲთა
იჴსნნეს
მორწმუნენი
მისნი
ცოდვისაგან
და
ასწაოს
სიმართლე
და
ყვნეს სწორ
ანგელოზთა.
ხოლო
შენცა,
კაცო,
უკუეთუმცა
ვინ
გრქუა,
თუ
რომელი უაღრეს
გიჩნს:
სახელითა
ქრისტესითა
აღდგინებაჲ
მკუდართაჲ,
ანუ სახელისათჳს
ქრისტესისა
სიკუდილი?
რომელიმცა
გამოარჩიე
ჭეშმარიტად? უკუეთუმცა
უფალ
გონებისა
იყავ,
სიკუდილი
ქრისტესთჳს
უაღრესადმცა და
უმაღლესად
სთქუ.
საცნაურ
არს
უკუე,
ვითარმედ
უაღრეს
არს სათნოებაჲ
სასწაულთასა;
რამეთუ
ესეცა
სათნოება
არს
და
სათნოება
სრულ - ქრისტესთჳს
სიკუდილი.
კუალად
უკუეთუ
ვინ
გკითხოს,
თუ:
რომელი უაღრეს
არს,
თივისა
ოქროდ
გარდაქცევაჲ,
ანუ
ოქროჲსა,
ვითარცა
თივისა შეურაცხყოფაჲ?
ჭეშმარიტად,
მეორე
ესე
უაღრეს
არს
და
კაცთა
უფროჲსად მოიზიდავს
ღმრთისა.
რამეთუ
უკუეთუმცა
იხილეს
თივაჲ
ოქროდ
გარდაქცეული, გულმანცა
უთქუა
მიღებად
ესევითარისა
ძალისა,
ვითარცა
სიმონ
ყო, და
აღორძნდამცა
ტრფიალებაჲ
ოქროჲსაჲ.
ხოლო
უკუეთუმცა
იხილეს, ვითარმედ
ოქროსა,
ვითარცა
თივასა
შეურაცხ-ვჰყოფთ,
მრავალნიმცა
განთავისუფლდეს ამის
სენისაგან.
ჰხედავა,
ვითარმედ
სათნოებაჲ
უფროჲსად სარგებელ
არს?
ხოლო
სათნოებასა
ვიტყჳ
არა
ამას,
რაჲთა
იმარხვიდე
და ძაძაჲ
შთაიცუა
და
მიწასა
ზედა
სწვე
და
სხუანი
ვნებანი
გეუფლებოდინ,არამედ
შემოკრებული
იგი
ყოველთა
კეთილთაგან
ცხორებაჲ,
იგი
არს სათნოება.
პირველად,
რაჲთა
უგულებელს-ჰყვნე
საფასენი
და
საჴმარნი,
ვითარცა
ჯერ-არს უგულებელსყოფაჲ
მათი;
მერმე,
რაჲთა
იყო
სახიერ, რაჲთა
სცემდე
გლახაკსა
პურსა
შენსა,
რაჲთა
მძლე
ექმნე
გულისწყრომასა, რაჲთა
განიოტო
შენგან
ზუაობაჲ,
რაჲთა
მოაკუდინო
შური,
რაჲთა
იყო მშჳდ
და
მდაბალ,
ვითარცა
იტყჳს
უფალი:
"ისწავეთ
ჩემგან,
რამეთუ
მშჳდ ვარ
და
მდაბალ
გულითა".
არა
თქუა,
თუ:
ისწავეთ
ჩემგან,
რამეთუ ვიმარხე
ორმეოც
დღე
და
ყოვლადვე
მარხვით
აღვასრულებ
დღეთა,
თჳნიერ ოდეს
სადა
განგებულებით
ჯერ-იყოს ჭამაჲცა,
არამედ
არარაჲ
თქუა
ესევითარი, გარნა
ესე
ხოლო:
"მშჳდ
ვარ
და
მდაბალ
გულითა".
და
წარავლენდა რაჲ
მოწაფეთა,
მარხვისათჳს
არაჲ
ჰრქუა,
რამეთუ
წერილ
არს:
"წინადაგებული თქუენი
ჭამეთ".
ხოლო
უპოვარებისათჳს
და
საჴმართა
შეურაცხებისა ფრიადი
კრძალულებაჲ
ამცნო:
"ნუ
მოიგებთო
ოქროსა,
გინა ვეცხლსა,
ნუცა
რვალსა
სარტყელთა,
ნუცა
ვაშკარანსა,
ნუცა
ორსა
სამოსელსა". ხოლო
ამას
რაჲ
ვიტყჳ,
არა
თუ
მარხვასა
ვსძაგებ,
ნუ
იყოფინ! არამედ
ფრიადცა
ვაქებ
მას
და
მიყუარს
და
უწყი
მისგან
ფრიადი
სარგებელი. გარნა
ამას
გეტყჳ
ფრიად:
უკუეთუ
სხუანი
მცნებანი
შეურაცხ-ჰყვნეთ,
ნუ
ჰგონებთ,
თუმცა
ესე
ხოლო
კმა
იყო
ცხორებად
თქუენდა.
რამეთუ
არა უზეშთაესი
საზომი
უპყრიეს
სათნოებათაჲ
მარხვასა,
არამედ
უდარესი. ხოლო
მაღალი
იგი
საზომი
უპყრიეს
სიყუარულსა,
სიმდაბლესა,
სიმშჳდესა, სახიერებასა
და
მოწყალებასა.
ესენი
ქალწულებასაცა
წარჰჴდეს
ფრიად. აწ უკუე გნებავს თუ სწორ მოციქულთა ყოფად, ძმაო, არარაჲ არს დამაყენებელ.
ესე
სათნოებანი
მოიგენ
და
არარაჲთა
უდარეს
იყო
მათსა
და
ნურარას
ყოვლადვე
ეძიებ
სასწაულთა.
რამეთუ
შეწუხნების
ეშმაკი,
უკუეთუ ვინ
განიოტოს
იგი
გუამისაგან
კაცისა,
არამედ
ფრიად
უმეტესად შეწუხნების,
ოდეს
იხილოს
სული
განთავისუფლებული
ცოდვისაგან,
რამეთუ დიდი
იგი
ძალი
მისი
ცოდვასა
შინა
არს.
ამისთჳს
განჴორციელდა
ქრისტე
და
ამისთჳს
თავს-იდვა სიკუდილი,
რაჲთა
მძლავრებაჲ
ცოდვისაჲ დაჰჴსნას.
რამეთუ
ამან
შემოიღო
სიკუდილი
სოფლად
და
ყოველივე
ბუნებაჲ კაცთაჲ
დასაჯა,
ვიდრემდის
მოვიდა
უფალი
და
ძალი
მისი
შემუსრა.
და შენცა,
უკუეთუ
მას
მძლე
ექმნა,
შეგიჭრიან
ძარღუნი
ეშმაკისანი,
შეგიმუსრავს თავი
მისი,
დაგიჴსნიეს
ძალი
მისი,
მძლექმნილ
ხარ
მჴედრებისა მისისა
და
გიქმნიეს
ყოველთა
უმეტესი
სასწაული.
არა
ჩემი
არს
სიტყუაჲ ესე,
არამედ
ნეტარისა
პავლესი,
რამეთუ
მან
ოდეს-იგი თქუა,
თუ:
"გშურდინ მადლი
იგი
უმეტესი
და
მერმე
უმეტესი
გზაჲ
გიჩუენო
თქუენ",
არა სასწაულთა
უწესა
უმეტესად
გზად,
არამედ
სიყუარულსა
- ძირსა
მას ყოველთა
კეთილთასა.
უკუეთუ
იგი
მოვიგოთ
და
ნაშობნი
იგი
მისნი
მრავალნი სათნოებანი,
არად
საჴმარ
იყვნენ
ჩუენდა
სასწაულნი,
ვითარცა,
უკუეთუ იგი
არა
მოვიგოთ,
არარაჲ
სარგებელ
გუეყვნენ
ჩუენ
სასწაულნი.
რამეთუ, უკუეთუ
გუსურის
ბაძვაჲ
მოციქულთაჲ,
იგი
საქმენი
შევიკრძალნეთ,
რომლითა იგინი
დიდ
იქმნეს.
ვინაჲ
უკუე
იქმნეს
დიდ? ისმინე, რასა იტყჳს პეტრე: "უფალო, აჰა, ესერა,
ყოველი
დაუტევეთ
და შეგიდეგით
შენ.
რაჲ-მე იყოს ჩუენდა?"
ისმინე
ქრისტესიცა,
რაჲ
მიუგო:
"ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას
მოსლვასა,
რაჟამს
დაჯდეს
ძე
კაცისაჲ
საყდართა
დიდებისა
თჳსისათა, დასხდეთ
თქუენცა
ათორმეტთა
საყდართა.
და
ყოველმან,
რომელმან
დაუტეოს სახლი
გინა
ძმანი
გინა
დანი
ანუ
მამაჲ
ანუ
დედაჲ
ანუ
ცოლი
ანუ შვილნი
ანუ
ქუეყანაჲ
სახელისა
ჩემისათჳს,
ასი
წილი
მიიღოს
და
ცხორებაჲ საუკუნოჲ
დაიმკჳდროს".
აწ
უკუე
ჩუენცა,
ძმანო,
ყოველივე
სოფელი
და
საქმენი
მისნი
მოვიძულნეთ
და
ქრისტე
შევიყუაროთ
და
მცნებანი
მისნი შევიტკბნეთ,
რაჲთა
მოციქულთაცა
სწორ
ვიქმნეთ
ბრძანებისაებრ
მისისა
და საუკუნოჲ
ცხორებაჲ
დავიმკჳდროთ, რომელსა
ღირსმცა
ვართ
ყოველნი მიმთხუევად
მადლითა
და
კაცთმოყუარებითა
უფლისა
ჩუენისა
იესუ
ქრისტესითა, რომლისაჲ
არს
დიდებაჲ
და
სიმტკიცე
თანა
მამით
და
სულით წმიდითურთ
აწ
და
მარადის
და
უკუნითი
უკუნისამდე,
ამენ.
No comments:
Post a Comment