განათლება წარმოადგენს უდავო ფაქტს კაცთა მოდგმის ისტორიის მთელს განმავლობაში და ცხადად მოწმობს, რომ ადამიანი - არასრულყოფილი გონიერი არსებაა. ამას ადასტურებენ ყველა სახის ფილოსოფიები, რელიგიები, მეცნიერებანი თუ კულტურები. ადამიანი ისეთი ქმნილებაა, რომელიც, სრულყოფას მოითხოვს. მაგრამ აქ ერთი სერიოზული კითხვა წამოიჭრება: რით და როგორ უნდა მოხდეს ადამიანის სრულყოფა?
ადამიანი, რომელი მხრიდანაც არ უნდა ვეცადოთ მის შეცნობას, თავისი არსებით სისხლხორცეულად არის დაკავშირებული სხვა არსებებთანაც და სხვა სამყაროებთანაც, იგი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მივიჩნიოთ თავის თავში ჩაკეტილ ლეიბნიცისეულ მონადად. მთელი თავისი სიცოცხლით - ფიზიკურითაც და ფსიქიკურითაც - ადამიანი, ცნობიერად თუ ქვეყნობიერად, ნებსით თუ უნებლიეთ, განუწყვეტლივ ჩააქსოვს საკუთარ არსებაში გრანდიოზულ, თვალშეუდგამ ქსოვილს კოსმიური სიცოცხლისა. და განათლებაც, თუკი ის ნამდვილად ადამიანურია, სწორედ ამ ფაქტისაგან უნდა გამომდინარეობდეს როგორც უმთავრესი ლოგიკური თეზისისაგან. ხოლო როცა კაცთა მოდგმის ისტორიაში სრულყოფილი ადამიანის ძიება მიმდინარეობს, მაშინ ჩვენს შემეცნებას არ შეუძლია თავიდან აიცილოს ეს მტანჯველი კითხვაც: ვინ არის და რას წარმოადგენს ეს სრულყოფილი ადამიანი?
ვინ იყო წარსულში ასეთი ადამიანი? პლატონი? - მაგრამ თავისი არასრულყოფილების შეგნებით დათრგუნვილი, იგი ხომ უზენაესი სამყაროსაკენ ისწრაფვოდა - მარადიული იდეებისა და იდეალების სამყაროსაკენ. არა. პლატონი სულაც არ ყოფილა სრულყოფილი ადამიანი.
მაშ, იქნებ, ბუდა იყო ასეთი? - მაგრამ მანაც ხომ. შეჭირვებულმა მტანჯველი გრძნობით თავისი ადამიანური არასრულყოფილებისა, ადამიანური არსების ყველა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ მარადიული შეუგრძნობლობისა და თანა-შეუგრძნობლობის მეუფებაში - ე. წ. ნირვანაში მოამწყვდია. მაშ, ბუდაც შორს ყოფილა სრულყოფილებისაგან.
მაშ, ეგების, მოსე იყო სრულყოფილი? - მაგრამ გატანჯული საშინელი ვაებით თავისი ხალხისა და ვნებული პირადი უმწეობით, მოსეც ხომ გამუდმებით ზეცას შეჰღაღადებდა შეწევნისათვის, და თავისი ადამიანური არსების გაუნელებელ მწუხარებას წინასწარმეტყველური ხილვებით შეაზავებდა მომავალი მესიისა და მხსნელის შესახებ. მოსეც არ იყო სრულყოფილი.
იქნებ მუჰამედი ჰგონია ვინმეს ამგვარი? - არა, ისიც გატანჯული იყო სისხლისმოყვარებით თავისი მძვინვარე ჯოჯოხეთისა და ავხორცობით თავისი სამოთხისა, და ამიტომ ახლაც ცეცხლითა და მახვილით დააბიჯებს ჩვენს პლანეტაზე, სურს რა ძალდატანებით შეასხას ხორცი თავის “წინასწარმეტყველურ” სიზმრებს, და თან ყველგან შიშსა და სიკვდილს თესავს აღტყინებული ფანატიზმით, სტოვებს რა თავის შემდეგ მხოლოდ გვამების გროვას “ურწმუნოებისა”. და იგიც, მაშასადამე, შორს არის სრულყოფილებისაგან.
იქნებ კანტია ასეთი ადამიანი? - მაგრამ მანაც ხომ, გატანჯულმა ადამიანური არსების არასრულყოფილებით და გამომწყვდეულმა მჭიდრო გარსში რაციონალისტური კრიტიციზმისა, “თავისთავადი საგნის” ირაციონალურ უფსკრულში გადაუძახა ყოველივე ადამიანურს, და ამით რაღაც შეუცნობს, საშინელს მიანება იგი. ჰოდა, კანტიც ვერ ყოფილა სრულყოფილი ადამიანი.
შექსპირი ხომ არ იყო ასეთი სრულყოფილი? - მაგრამ თავის მგზნებარე სურვილში სრულყოფილისა და დასრულებულისა იგიც ხომ სწორედ ადამიანურ არასრულყოფილებას განიცდის თავის შემზარავ ტრაგედიებში, და ამ გზაზე იგიც ხომ გაკვირვებულსა და დაბნეულს სტოვებს ადამიანს. არა, არც შექსპირია სრულყოფილი.
გოეთეზე რაღა ვთქვათ? - მანაც, გატანჯულმა ადამიანური არსების დრამით, რომელშიც მთავარ როლს მეფისტოფელი - ბოროტი სული ასრულებს, თავისი სიკვდილისწინა წამოძახილით - სინათლე, მეტი სინათლეო, - ის ხომ არ განგვიცხადა, თუ რა უბედური და არასრულყოფილი სტოვებდა ამა ქვეყანას?!
ან იქნებ ტოლსტოია ასეთი? - მაგრამ იგიც, ხომ, თავის განუწყვეტელ და ულმობელ ბრძოლაში ადამიანური არსების არასრულყოფილებასთან ისეთ სულიერ შფოთვამდე მივიდა, რომ სიკვდილის წინ, სულიერი აგონიით შეპყრობილმა, მიატოვა ყოველივე, რაც კი ამქვეყნად ჰქონდა, გაექცა თავის ოჯახსა და ახლობლებს, ფიქრობდა რა საკუთარ თავსაც გაჰქცეოდა - თავის მტანჯველ არასრულყოფილებას და ტრაგიკულ ქედმაღლობას, როცა უარი თქვა სინანულზე და ეკლესიის წიაღში დაბრუნებაზე. მაშ, ისიც შორს არის სრულყოფილებისაგან.
და ბოლოს, იქნებ ვინმეს ნიცშე ჰგონია სრულყოფილი ადამიანი? - მაგრამ იგიც ხომ, შეძრული ადამიანური არასრულყოფილებით ამქვეყნად, აუტანელი სევდით მოწყლული უზენაესის გამო, სრულყოფილი ადამიანის გამო, ჭკუაზე გადასცდა ისე, რომ ვერ იპოვა სრულყოფილება და ვერც ის შეიტყო, თუ რას წარმოადგენს სრულყოფილება, სრულყოფილი ადამიანი. მაშ, იგიც არ ყოფილა ასეთი.
და ასე, ერთმანეთის მიყოლებით, პირველიდან უკანასკნელამდე, ჩვენს წინაშე პროცესიასავით ჩაივლიან არასრულყოფილი ადამიანები. და მათ შორის ჩვენს თვალწინ იგი წამოიმართება - საიდუმლოებით მოცული და საკვირველი ღმერთკაცი იესო ქრისტე - ღვთაებრივად სრულყოფილი და ადამიანური სრულყოფილი, ღმერთკაცობრივად რეალური. მისი ადამიანური სიკეთე - ღვთაებრივად სრულყოფილია, და ამგვარადვე, მისი სიყვარულიც, სიმართლეც, მოწყალებაც, თანალმობაც, უკვდავებაც, მარადიულობაც, მისი სიმშვენიერეც, - ყოველივე ეს ადამიანურადაც რეალურია და ღვთაებრივადაც სრულყოფილია. ნუ გავიკვირვებთ ამას: ყოველივე ადამიანური მან ღვთაებრივად გარდაქმნა თავის ღმერთკაცობრივ პიროვნებაში, სრულყოფილი გახადა. ერთის სიტყვით, მასში მთლიანად ღვთაებრივად სრულყოფილია ყოველივე ადამიანური.
და თუ ვინმეს არა სჯერა ეს, მაშინ სცადოს წარმოიდგინოს ამ უფალ იესო ქრისტეზე უფრო სრულყოფილი ღმერთი, ახლა მასზე უფრო სრულყოფილი ადამიანი! ვერავინ, ვერც ცალკეული ადამიანი და ვერც ვერანაირი კოლექტიური ადამიანური აზრი ვერ შესძლებს ამას, რადგან იესო ქრისტეს ღმერთკაცობრივ პიროვნებაში ყველა ღვთაებრივი სრულყოფილება ადამიანურად რეალური და კონკრეტულია. ღვთაებრივი ჭეშმარიტებაც, ღვთაებრივი სიყვარულიც, სამართლიანობაც, სიმართლეც, სიკეთეცა და სიმშვენიერეც მასში რეალურად არსებულია მთელი ადამიანური კონკრეტულობით. ამიტომაც სწორედ იგი - ღმერთკაცი იესო ქრისტეა ის სრულყოფილი ადამიანი, რომელსაც კაცთა მოდგმა, ადამიანური აზრი თუ გული გამუდმებით ეძიებს თავის ყველა რელიგიაში, მეცნიერებაში, კულტურასა და ხელოვნებაში. განათლებასთან დაკავშირებით ეს დასკვნა შემდეგ სახეს მიიღებს: ღმერთკაცი იესო ქრისტე არის ის იდეალური ადამიანი, რომელსაც ადამიანური განათლება გამუდმებით ეძიებს როგორც თავის მიზანს, იდეალსა და აზრს. ვიცით რა იგი, ჩვენ ამით ისიც ვუწყით, თუ რას წარმოადგენს ეს - ნამდვილად სრულყოფილი, იდეალური, განათლებული ადამიანი. მასში და მისი სახით ჩვენ ნიმუში, მაგალითი, პირველსახე გვაქვს მოცემული, რომლის შესაბამისადაც ყოველ ადამიანს შეუძლია იდეალურად კეთილ ადამიანად გადააქციოს საკუთარი თავი, იდეალურად მართლად, იდეალურად სრულყოფილად, - ანუ შეუძლია დაასრულოს, სრულჰყოს საკუთარი თავი ვითარცა ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილმა ადამიანმა, და ამის ქმნა მას შეუძლია რაღაც დიდი, განსაკუთრებული და დაუძლეველი დაბრკოლებების გარეშე, რამეთუ იესო ქრისტე ყველას, ვინც სრულყოფას ესწრაფვის, ღვთაებრივ ძალებს ანიჭებს, რომლებითაც ადამიანს შეუძლია ყოველივე ღვთაებრივი თავისად, ადამიანურად აქციოს: მისი საღმრთო სამართლიანობაც, მისი საღმრთო ჭეშმარიტებაც, სიყვარულიცა და სიკეთეც.
ჩვენ უკვე უმთავრეს გზაზე ვსაუბრობთ ღმერთკაცობრივი ფილოსოფიისა განათლების შესახებ, რომლის გეგმაც, შემადგენელი ნაწილებიც, პროგრამაც, სულიცა და მისწრაფებაც - ყოველივე ეს - სახარებისეულია, ღმერთკაცობრივია. მისი ყველა ფასეულობა - ღმერთკაცობრივი ფასეულობებია, მისი ყველა ხერხი და საშუალება - სახარებისმიეროია. ამ გზაზე ღმერთი ყოველთვის პირველ ადგილზეა, ადამიანი კი - მეორეზე: ყველაფერს ადამიანი ყოველთვის ღმერთით და ღმერთის მიერ იქმს - ცხოვრობს, აზროვნებას, გრძნობს და მოქმედებს - ღმერთით, და მაშასადამე, განათლდება კიდეც ღმერთით, - არა რომელიღაც აბსტრაქტული, ტრანსცენდენტური, ცათამიღმური პლატონურ-კანტისეული ღმერთით, არამედ უშუალოდ ამქვეყნიური სინამდვილის ღმერთით, ადამიანური კონკრეტულობის მქონე ღმერთითბ იმ ღმერთით, რომელიც ხორციელ-იქმნა, ადამიანი შეიქნა და ამით ადამიანსაც მოანიჭა ყოველივე ღვთაებრივიბ უკვდავი, მარადიული. ამიტომაც კაცთა მოდგმაში მხოლოდ მასბ ღმერთკაც იესო ქრისტეს შეეძლო და უნდა მიეთითებია კიდეც ადამიანისათვის ჭეშმარიტი გზა ღვთაებრივი სრულყოფილებისაკენ: “იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს!” (მათე 5, 48), და სწორედ ეს ღვთაებრივი სრულყოფილება დაესახა მისთვის ცხოვრების მიზნადაც. განათლების მიზნადაც. მაგრამ, ამასთანავებ მან ადამიანს ყველა აუცილებელი საშუალებაცა და ძალაც მოანიჭა ამ ღვთაებრივი სრულყოფილების მისაღწევად. ეს კი - სახარებისეული სათნოებანია: რწმენა და სიყვარული, მარხვა და ლოცვა, სიმშვიდე და სიმდაბლე, მოწყალება და გულკეთილობა, სამართლიანობა და ჭეშმარიტება. და როცა აღსრულდებიან, განხორციელდებიან ადამიანის მიერ, ეს სათნოებაში წმიდანად შექმნიან ადამიანს, და ამით - სრულყოფილადაც, ასეთმა ადამიანმა იცის ყოველივეს ჭეშმარიტი აზრი - სამყაროსიც, სიცოცხლისაც, არსებებისაც და საგნებისაც, და ამიტომ მთელი თავისი არსებით იღვწის იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს ადამიანურს, საქმიანობის ყველა ფეროში, მარადის ცხოველი და ცხოველმყოფელი ღმერთკაცი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე განუწყვეტლივ მოგვანიჭებს ჩვენ, ადამიანებს, თავის უკვდავ ძალებს და წმიდა სათნოებათა მეშვეობით გვზრდის, აღგვაშენებს სრულყოფილ არსებებად. და წმიდა სათნოებათაგან აღშენებული ასეთი ადამიანი გამუდმებით მიიღებს ყველა უკვდავ ძალას იესო ქრისტესაგან. ამიტომ იგი ამქვეყნადვე შეიგრძნობს თავს უკვდავად და მარადიულ არსებად, და ამიტომვე ყველა სხვა ადამიანშიც მარადიულ უკვდავ არსებას ხედავს. სახარებისეული სათნოებანი - ღვთაებრივი ნათელის გამტარებელნი არიან: თითოეული მათგანი ამ საღმრთო ნათელის გამტარებელნი არიან: თითოეული მათგანი ამ საღმრთო ნათელის ერთ სხივს მომართავს ადამიანისაკენ, რის გამო ყოველი წმიდანიც საღმრთო ნათელით არის აღსილი და სხვებსაც განათლებს: იგი თავის თავში ატარებს “ნათელს მშვიდობისა”, რომელიც მთელს სამყაროს განუნათლებს მას, და წმიდა ადამიანსაც ცხადად ძალუძს ამ სამყაროს აზრისა და ღირებულების დანახვა. ეს “ნათელი მშვიდობისა” ამავე დროს არის “ნათელიც სიცოცხლისა”, რომელიც ადამიანს უკვდავებისაკენ და მარადიული ნეტარი ცხოვრებისაკენ მიმავალ გზას უნათებს. ადამიანურ სამყაროში სინათლე და სიცოცხლე - სინონიმებია, ისევე, როგორც სინონიმებია - წყვდიადი და სიკვდილი.
მაგალითისათვის სერბი მართლმადიდებელი ხალხის ისტორიას მივმართოთ: წმიდა საბა მასში ყველაზე დიდი წმიდანი და განმანათლებელია. განათლება - ეს მხოლოდ პროექციაა წმიდანობისა, ბრწყინვა და ელვარება სიწმიდისა: წმიდანი თვით ანათებს და ამით სხვებსაც უნათებს და განანათლებს. განათლება მთლიანად არის განპირობებული სიწმინდით: ნამდვილი განმანათლებელი, მართლაც, მხოლოდ წმიდანია, - და წმიდანის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი განმანათლებელი, ანუ სიწმიდის გარეშე შეუძლებელია იყოს ნამდვილი განათლება. ხოლო ჭეშმარიტი სიწმიდე - ღვთაებრივი ნათელის ძლით არის სიწმიდე. ჭეშმარიტი განათლებულობა არის სიწმიდის ბრწყინვა; მხოლოდ წმიდა ადამიანები არიან ჭეშმარიტად განათლებულნი საღმრთო ნათელით, რამეთუ ღვთაებრივი სიწმიდითა და ნათელით მათ მთელი თავიანთი არსება აღუვსიათ, და ეს სახარებისეულ სათნოებათა მოღვაწებით მოუმოქმედებიათ, რისი წყალობითაც მთლიანად განუდევნიათ თავისაგან წვდიადი ცოდვისა, ბნელი ბიწიერებისა. სახარებისეული სიწმიდე ყოველივეში ღვთაებრივი ნათელით ჰგიებს, - ცხოვრობს კიდეც, სუნთქავს, ბრწყინავს და მოქმედებს კიდეც. როცა აკურთხებს, იგი, იმავდროულად, განანათლებს კიდეც. ამის შესახებ ცხადად მეტყველებს თვით ეტიმოლოგიაც სიტყვისა “განათლება” (სერბ. “პროსვეტა” - მომდინარეობს საეკლესიო-სლავური სიტყვიდან “პროსვეშჩენიე”, რაც ნიშნავს სინათლით აღვსებას, გაბრწყინებას).
დიახ, განათლება - სინანულით აღვსებას ნიშნავს, და იგი სულიწმიდისეული განათლებითა და კურთხევით აღესრულება, ქრისტეს სულისმიერი განათლებით - უფლისა და ღმერთისა ჩვენისა, რომელიც არის შემოქმედი, მატარებელი და მომნიჭებელი ღვთაებრივი ნათელისა და სიწმიდისა: ამიტომაც სულიწმიდისაგან კურთხეული და განათლებული წმიდანები არიან კიდეც ნამდვილი განმანათლებელნი. წმიდა საბამაც სულიწმიდის ძლით შვა (შდრ. I კორ. 4, 15) და ააღორძინა თავისი სულიერი შვილები - მართლმადიდებელი ქრისტიანი სერბი ხალხი, და ჭეშმარიტი განათლებისა და კურთხევის გზაზე დააყენა ისინი სახარებისეული სათნოებებით. ამის შესახებ გამომეტყველად გვეუბნება ტროპარიც წმიდა საბასი: “ცხოვრებად მიმყვანებელი გზის მოძღვარი, პირველმოსაყდრე და მასწავლებელი იყავ: თავად პირველი მიხველ, მღვდელმთავარო საბა, და მასწავლებელი იყავ: თავად პირველი მიხველ, მღვდელმთავარო საბა, და სამშობლოცა შენი განანათლე; სულიწმიდის მადლით გიშობიეს ყოვლადგანათლებულნი სულიერნი შვილნი შენნი, რომელნიც დაგინერგავს ვითარცა ზეთისხილის ხენი, გონებისმიერ სამოთხეში. ამიტომაც პატივს-მოგაგებთ ვითარცა მოციქულთა და წმიდა მღვდელმთავართა თანა-მოსაყდრეს და ამას შეგთხოვთ: ევედრე ქრისტე ღმერთსა, რათა მოგვანიჭოს ჩვენ დიდი წყალობა”. (ხსენება წმიდა საბასი აღესრულება 12 იანვარს, ახ. სტილით - 25-ს). წმიდა საბას მიერ დამოძღვრილმა და განბრძობილმა ჩვენმა მართლმადიდებელმა სერბმა ხალხმა სამუდამოდ გააიგივა ცნება “განათლება” - ცნებასთან “სიწმიდე”, ცნება “განმანათლებელი” - ცნებასთან “წმიდანი”; და ყოველივე ეს სრულყოფილად განახორციელა წმიდა საბაში ვითარცა თავის პირველ უდიდეს განმანათლებელსა და მღვდელვმთავარში, რომელიც მისთვის საუკუნოდ იქმნება - ასეთი - უპირველესი და უდიდესი. ამიტომაც ჩვენს წმიდასაბასეულ მართლმადიდებლურ შემეცნებაში, ერის ცნობიერებაში ეკლესია და სკოლა - განუყოფელნი არიან ერთმანეთისაგან: ისინი ერთურთის შეწევნით არსებობენ, ერთმანეთით ცხოვრობენ და აღორძინდებიან...
* * *
ხოლო ჰუმანისტური განათლება ადამიანისა, მოკლებული ღვთაებრივ სიწმიდეს, სულიწმიდით კურთხევასა და განათლებას, ღმერთკაცისაგან ადამიანის სრულყოფასა და აღშენებას, - ასეთი კაცობრივი განათლება მოგონილია ღვთისაგან განდგომილი ევროპის მიერ მის ჰუმანისტურ კერპთთაყვანისმცემლობაში - სულ ერთია, რაში გამოვლინდება იგი - გაღმერთებაში პაპისა, კულტურისა, მეცნიერებისა, ტექნიკისა, პოლიტიკისა თუ მოდისა. ყველაფერ ამაში ერთი რამაა მთავარი: ევროპულ ჰუმანიზმს სურს ადამიანიც, საზოგადოებაცა და მთელი სამყაროც ღმერთის გარეშე - ღმერთკაც იესო ქრისტეს გარეშე მოაწესრიგოს. ასევე განათლებაშიც მისთვის უმთავრესი ესაა: ღმერთკაც იესო ქრისტეს გარეშე განანათლოს ადამიანიცა და მთელი კაცობრიობაც. ამ მისწრაფების განსახორციელებლად ევროპული ჰუმანისტური განმანათლებლობა ახალი ადამიანის შექმნას შეუდგა, და გეგმა ამისა უკიდურესად მარტივი ჰქონდა: ახალ ადამიანში არაფერი არ უნდა ყოფილიყო ქრისტესეული და სახარებისეული! და ევროპაც ასე შეუდგა ახალი ადამიანის შექმნა-ჩამოყალიბებას, მასთან ერთად კი - ახალი საზოგადოებისა და მთელი კაცობრიობისაც, - ქრისტეს გარეშე!
ევროპულმა აღორძინებამ - ე. წ. რენესანსმა თავის დროზე მრავალ გულს შთაუნერგა იმედი. კათოლიციზმს ცოტაღა დააკლდა, რომ მთლიანად დაეღუპა ადამიანი თავისი სქოლასტიციზმით ფილოსოფიაში და იეზუიტობით - ეთიკაში; მან, პირველყოვლისაბ შემოქმედებით ძალთაგან განძარღვა ადამიანი. აღორძინების პირველი მოთხოვნა კი ეს იყო: ძველი ელადის ჰუმანისტურ-წარმართული სულით განეახლებინა ევროპელი მომაკვდავი ადამიანი და ამ გზით აეცილებინა მისთვის სულიერი კვდომა, ხოლო ამის აღსრულებას იგი ჰგონებდა: 12) ევროპელი ადამიანის მოშორებით ღმერთკაც იესო ქრისტესაგან! და 2) მოშლით ყველა იმ კავშირისა, რაც მას უზენაეს, უხილავ, ღვთაებრივ სამყაროსთან შეაერთებდა!და აი, გამოჩნდა ჟ.-ჟ. რუსო, რომელიც ასე ქადაგებდა: ადამიანი ბუნების წიაღში უნდა აღიზრდებოდეს და საჭიროა ყოველივე ზებუნებრივი, არაბუნებისმიერი განვდევნოთ მისგანო; ის, რაც ბუნებრივია, - მშვენიერია: ბუნებრივი, ბუნებისმიერი ადამიანი - ყველაზე კარგი ადამიანიაო, - აი, სულ ეს არის ჟან-ჟაკ რუსოს მთელი ნაქები ეთიკაცა და პედაგოგიკაც!
რუსომ ბევრი რამ აიღო ბუნებისაგან და ადამიანში შეიტანა. მაგრამ იბადება ბუნებრივი კითხვა: რა არის არსი, ბუნება თვით ადამიანისა? - გრძნობებიო, - გვპასუხობს სენსუალისტური ფილოსოფია ჯომ ლოკის სახით: ადამიანი როგორც გრძნობა, - აი, ეს არის კიდეც ნამდვილი ადამიანიო; ადამიანის მთელი არსება, მთელი ბუნება - გრძნობებისაგან მომდინარეობს და გრძნობებსავე მიემართებაო, გრძნობებამდე დაიყვანებაო; და თუკი ყოველივე არააუცილებელს მოვაშორებთ ადამიანს, მაშინ მხოლოდ გრძნობები შეგვრჩება ხელთ, რომლებიც წარმოქმნიან კიდეც ადამიანის არსებას, - ანუ იმად შექმნიან, რაც არის კიდეც სინამდვილეში ადამიანიო.
მაგრამ ოდენ გრძნობებამდე დაყვანილი ადამიანი მეტისმეტად პრიმიტიული და უხეშია. და აი, რაციონალისტური ფილოსოფია რენე დეკარტისა და ემანუილ კანტის მეთაურობით ადამიანის სრულიად ახალ ტიპს გვთავაზობს: ადამიანს ვითარცა გონიერებას, ვითარცა გონებას. ადამიანი, უპირველესად, რაციონალური არსებაა, ანუ მხოლოდ გონება აქცევს ადამიანს - ადამიანად, სხვა ყოველივე კი მეტისმეტად უფერულია იმისთვის, რომ უმთავრესი რამ იყოს მის არსებაშიო, - ამტკიცებენ რაციონალისტური ფილოსოფიის წარმომადგენლები...
“გამორჩენილია უმთავრესი რამ ადამიანში!” - პროტესტს აცღხადებენ ვოლუნტარისტები ფილოსოფიაში, რომელთაც შოპენჰაუერი და შტირნერი მეთაურობენ. - არ შეიძლება ადამიანი დაყვანილ იქნას არც მხოლოდ გრძნობებამდე და არც მხოლოდ გონიერებამდელ; ადამიანი არც ერთია და არც მეორე მხოლოდ, - ადამიანი, უპირველესად, ნებელობააო, - ამტკიცებენ ისინი. - აი, ეს არის არსი აწინდელი, ჭეშმარიტად ახალი ადამიანისაო.
ამის შემდეგ ახალი ადამიანის შექმნა-ძიებაში ჰუმანისტური ევროპა უდაბლეს ცოცხალ არსებებს მიექცა და სწორედ მათ შორის ადიწყო ადამიანის წინაპართა ძიება! და ამას იგი იმიტომ იქმდა, რომ საფუძვლად ადამიანის არსებისათვის აღიარებდა მხოლოდ ცხოველურ საწყისს, და ასებ ღმერთის გარეშე “შეიქმნა” ხელახლა ადამიანი! მაშინ კი დიდი, ისტერიული სიხარული და მაიმუნისებრი ყეფა-კივილი ატყდა ჰუმანისტურ ევროპაში, როდესაც ახალმა უღმერთო ჰიპოთეზამ გადაურა მას, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ადამიანი მაიმუნისაგან და სხვა ძუძუმწოვარ არაგონიერ და პირუტყვ ცხოველთაგან იყოს წარმოშობილი! აქ კი ევროპული ავადმყოფური აზრის სამყაროში ფ8 ნიცშე შემოიჭრა თავისი გაელვებებით, ქარიშხლებითა და მიწისძვრებით, და მანბ დიდი წარმოდგენით აღძრულმა საკუთარი თავის გამო ვითარცა წინასწარმეტყველისა და მგოსნის, ხმაურით აუწყა მსოფლიოს თავისი “სახარება” ზეადამიანზე და რაკი აზროვნებაში უფრო მეტად მგზნებარე და ვნებიანი იყო, ვიდრე გრძნობებში, ნიცშემ შოპენჰაუერის ვოლუნტარიზმიდან და დარვინის ევოლუციონიზმიდან თამამი და ლოგიკური დასკვნა გააკეთა: თუკი მაიმუნი გარდამავალი საფეხურია ადამიანისაკენ, მაშინ რატომ არ შეიძლება ადამიანიც გარდამავალი საფეხური იყოს ზეადამიანისაკენ? დიახ, ადამიანი არის რაღაც ისეთი რამ, რაც გადალახუდ და გადამეტებულ უნდა იქნასო. “რა არის ადამიანისათვის მაიმუნი? - საცოდაობა, სირცხვილი და უბადრუკი, სასაცილო რამ. ასევე ზეადამიანისათვის ადამიანი - საცოდაობა, სირცხვილი და სასაცილო რამ უნდა იყოსო. ზეადამიანი არის აზრი დედამიწისა და მიზანი კაცობრიობის ისტორიისა, და იგი ოთხი უმთავრესი პრინციპისაგან შესდგებაო: 1. საჭიროა ღმერთის მოკვლა! – “თქვენ - უმაღლესი ადამიანები ხართ, - მიმართავს თავის მოწაფეებს ზარატუსტრა ნიცშესი. - ეს ღმერთი თქვენთვის ყველაზე დიდი საშიშროება იყო... მაგრამ ნუ გეშინიათ: ღმერთი მოკვდა, - ამბობს ზარატუსტრა. - და უკვე აღარ არსებობს თქვენთვის საშიშროება, უკვე აღარც წინაღობებია ზეადამიანის გამოსაჩენ გზაზე: 2. ნუ დაზოგავ, ნუ გაუფრთხილდები შენს მოყვასს: დაცემულს კიდევ ერთხელ დაარტყი! 3. მთავარია ჩემი ნებელობა და მისწრაფება ძლიერებისადმი, კადნიერი ნებადართულია და დასაშვებია: ზეადამიანისათვის არ არსებობს არც სიკეთე და არც ბოროტება; იგი სიკეთისა და ბოროტების მიღმა, მაღლა ცხოვრობს, ჩეშმარიტებისა და შეცთომილების მიღმა, სინდისისა და პასუხისმგებლობის მიღმა”, - ასე წერდა ფ. ნიცშე.
ამრიგად, ჰუმანიზმის დრამა დასრულებულია: შეიქმნა ახალი ადამიანი - ზეადამიანი. რუსოსმიერი ბუნებრივი ემბრიონიდან ჰუმანისტური ადამიანი თანდავან განვითარდა და ზეადამიანში გადაიზარდა; რენესანსის ეპოქის ადამიანი - ნიცშეს ზეადამიანით დასრულდა. მაგრამ რა არის, თავისი არსით, ეს ზეადამიანი, რისგან არის იგი შექმნილი? - მთლიანობაში იგი მხოლოდდამხოლოდ ინსტინქტია, - ინსტინქტი თვითშენარჩუნებისა. მაგრამ მხოლოდ ამ ერთი რაიმესაგან განა შესაძლებელია თუნდაც სულ უმნიშვნელო მწერის წარმოქმნა?! და მით უმეტეს, მხოლოდ ინსტინქტი ვერ წარმოქმნის ყველაზე რთულ არსებას ამქვეყნად - ადამიანს! დედამიწის მთელს ცხოველურ სამყაროში, 600 ათასზე მეტ ცოცხალ არსებას რომ მოითლივს, ერთი სულ მცირე არსებაც კი არ არის ისეთი, რომლის სიცოცხლეც მხოლოდდამხოლოდ ინსტინქტით იქნებოდა განპირობებული, დაე, თუნდაც ეს მთავარი ინსტინქტი - თვითშენარჩუნების ინსტინქტი ყოფილიყო! ნიცშემ კი სწორედ და მხოლოდ ეს ინსტინქტი გამოაცხადა ზეადამიანის არსად, და ამიტომაც ზეადამიანი, სინამდვილეში, არის ჩვეულებრივ ადამიანზე დაბლა მდგომი რაღაც არსება, და აქედან გამომდინარე - არაადამიანიც! და თუ გნებავთ, ზეადამიანი ყველაზე მოსწრებული კარიკატურაა ადამიანისა! ყველაზე მარჯვე დაცინვა მისი ამ ჩვენს ჩამუქებულ და ცოდვით დამძიმებულ პლანეტაზე.
და ის, რაც ზეადამიანს ეხება, მის ჰუმანისტურ წინაპრებზეც ითქმის. ჟ.-ჟ. რუსოს ბუნებრივი ადამიანი სხვა არაფერიაბ თუ არა ეს ნახევრად ადამიანი, რადგან მას წართმეული აქვს ყოველივე ზებუნებრივი, ყოველივე ღვთაებრივი და ამაღლებული: ნახევრად - ადამიანი კი იგივეა, რაც - არა-ადამიანი, რადგანაც მასში დაუბრკოლებლად წამოზრდილა მთელი ბუნებისმიერი ბოროტება, რასაც დიდად შეუწყო ხელი ევროპაში ესოდენ გაშლილ-გაფურჩქნილმა ჰუმანისტურმა განმანათლებლობამაც.
ხოლო ლოკისმიერი ადამიანი - ეს არის ნამსხვრევი ადამიანისა, მხოლოდ წოდებული ადამიანად, მაგრამ სინამდვილეში ახალი სიმახინჯეა, ახალი კარიკატურაა ადამიანისაბ რა არის გრძნობები სულის გარეშე? - ხუთსიმიანი ვიოლინო მევიოლინეს გარეშე!
კანტისეული ადამიანი - გონიერება კი მხოლოდ ფრაგმენტია ნამდვილი ადამიანისა, სად არის აქ ადამიანურ შეგრძნებათა სამყარო, რომელშიც ჩვენი სამოთხეცაა და ჩვენი ჯოჯოხეთიც? განა უამისოდ ადამიანს შეუძლია ნამდვილი ადამიანი იყოს? - არა, კანტისეული ადამიანი - გონიერებაც მხოლოდ კარიკატურაა ნამდვილი ადამიანისა, და მეტი არაფერი!
შოპენჰაუერისა და ნიცშეს ადამიანზე რაღა უნდა ვთქვათ? - სად არის მასში სული თავისი მარადიულობით? სადაა მასში სინდისი, თანალმობა? განა უამისოდ შესაძლებელია ადამიანი - ნამდვილი იყოს? - არა, ესეც მხოლოდ კარიკატურაა ნამდვილი ადამიანისა, ოღონდ ახლებური კარიკატურა, და მეტი არაფერი!
აი, ამგვარია ჰუმანისტური გალერეა ახალი ადამიანებისა: ყველგან მხოლოდ კარიკატურებია და ნამსხვრევები ნამდვილი ადამინისა, და მეტი არაფერი! საშინელი სიმახინჯენი - საშინელ სიმახინჯეთა გვერდით! ჰუმანისტურმა განმანათლებლობამ სწორედ მახინჯი ადამიანებით გაავსო ევროპა. ყოველგნით მხოლოდ დასახიჩრებული ადამიანები არიან, მხოლოდ ნამსხვრევები და კარიკატურები ნამდვილი ადამიანისა. და ეს საშინელი გამოფენაა: ევროპულმა ჰუმანისტურმა განათლებმა უღმერთო ადამიანი სიმახინჯეთ აქცია!..
აქ იერემიას გოდება იქნებოდა უპრიანი: ევროპელმა ჰუმანისტმა ადამიანმა შეასრულა თავისი მისია - შექმნა ახალი ადამიანი, უღმერთო და უსულო. მაგრამ სად არის იგი - ეს ახალი ადამიანი, ეს ზეადამიანი? იგი არ არსებობს როგორც ინდივიდუალური პიროვნება, და ვაი, რომ არსებობს როგორც ინტელექტუალური ძალა, რომელიც აჩანაგებს ევროპას თავისი ჰუმანისტური ფილოსოფიითაც, ჰუმანისტური კულტურითაც, მეცენიერებითა და ტექნიკითაც? ჰუმანისტურითაც და ცივილიზაციითაც. ასე ჩამოყალიბდა სპეციფიკური ტიპი ევროპელი ადამიანისა: ჰოლბახისეული ადამიანი ღმერთისა და სულის გარეშე, ანუ ერთგვარი რობოტი. რობოტი კი სწორედ იმითაა უსულო მანქანა, რომ არ უწყის ღმერთი და არც აღიარებს მას, და ასევე მან არც სული უწყის; სწორედ ამაში უჭერს მას მხარს და განაძლიერებს ექსპერიმენტული ფსიქოლოგიაც - ფსიქოლოგია სულის გარეშე, ეს არის ევროპული ჰუმანისტური მეცნიერება სულის შესახებ, რომელიც არ აღიარებს სულის არსებობას. და სწორედ მის წინაშე ქვემძრომობენ მრავალრიცხოვანი ევროპელი რობოტები ვითარცა უცოდველი ღვთაების წინაშე.
რენესანსის პერიოდიდან ჩვენს დღეებამდე ევროპა რობოტების მწარმოებელ ფაბრიკად გადაიქცა, რობოტი კი - ყველაზე საცოდავი, ყველახე მახინჯი, ყველაზე “არაადამიანური” ტიპია ადამიანისა. ღმერთისა და საკუთარი სულის “მოკვდინების” შემდგომ ევროპელი ადამიანი, აი, უკვე რამდენიმე ათწლეულია თანდათანობით თვითმკვლელობას აღასრულებს, რადგან თვითმკვლელობა განუხრელად სდევს თან ღმერთის “მოკვდინებას”. უღმერთო განათლებამ იმგვარ წყვდიადში ჩაძირა ევროპა, როგორშიც არასდროს არ ჩავარდნილა არც ერთი სხვა კონტინენტი. ამ უკუნ წყვდიადში ვერავინ ვერაფერს ვერ ხედავს, ვერავინ ვერ განარჩევს, და აქ არც არავინ აღიარებს ვინმეს ძმად და მოყვასად.
განა სხვა რა უნდა იყოს განათლების მიზანი, თუ არ ის, რომ გზა გაუნათოს ადამიანს, დაანახოს მას ყველა ხრამი თუ ორმო, განფანტოს მისგან ყოველივე ბნელი?! ადამიანი კი ღმერთის - ღმერთკაც იესო ქრისტეს გარეშე - ამ ერთადერთი ჭეშმარიტი ნათელის გარეშე მთელს სამყაროში - ვერაფრით ვერ შესძლებს იმ კოსმიური წყვდიადის გაფანტვას, რომელიც ყოველის მხრიდან მოიცავს მას და შთანთქმას უქადის; და თუკი ამას ვერ შესძლებს, როგორღა განდევნოს წყვდიადი საკუთარი არსებიდან?! მთელი თავისი განათლებითა და სინათლით უღმერთო ადამიანი ერთი ციდა ციცინათელაც კი არ არის სამყაროს ამ უსასრულო წყვდიადში, ხოლო მთელი მისი ფილოსოფია მეცნიერება, განათლება, კულტურა და ტექნიკა, - ანუ მთელი მისი ცივილიზაცია - ციცქნა სანთლებიც კი არ არის, რომელთა დაწვაც მას ამქვეყნიურ თუ კოსმიურ მოვლენათა წყვდიადში შეეძლებოდა. და რომც დაინთონ, განა რისი განათება ძალუძთ ამ უმცირეს სანთლებს დაუსრულებელ ღამეში ინდივიდუალური, სოციალური, ეროვნული, ინტერნაციონალური მოვლენებისა და პრობლემებისა? განა ყველა ისინი არ დაშრეტილან უკვე და არ ჩამქრალან? და განა მთელს ევროპაზეც მძიმე უკუნი წყვდიადისა არ ჩამოწოლილა უკვე?!
დიახ სიგიჟემდეა მისული უკვე უგნური რწმენა ჰუმანიზმის ყოვლისშემძლებლობსა, - მისი მეცნიერებისაბ კულტურისა, ტექნიკისა თუ განათლებისა. ამ უგნური რწმენის დამღუპველი ზეგავლენით ევროპულმა ჰუმანისტურმა განათლებამ კონფლიქტი წარმოშვა სკოლასა და ეკლესიას შორის, რაც ჩვენი - მართლმადიდებელი ერისათვის კატასტროფას მოასწავებდა. ამ კონფლიქტის ზეგავლენით ადამიანმაც იწყო რობოტად გადაქცევა.
იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ საბოლოო კატასტროფა, მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: მივიღოთ ღმერთკაცობრივი განათლება და მთლიანად შევიტანოთ იგი ჩვენს ყველა სკოლაში დაწყებითიდან - უმაღლესამდე, და ასევე, ყველა განმანათლებლურ, სახალხო თუ სახელმწიფო დაწესებულებაში, ღმერთკაცობრივი განათლება ბრწყინავს, აცისკროვნებს და განანათლებს ყოველთვის ცათა შინა და ქვეყანასა ზედა ერთადერთი ჭეშმარიტი და დაუშრეტელი ნათელით - ღმერთკაცით იესო ქრისტეთი. მას ვერავითარი წვყდიადი ვერ ეწევა, ვერ შთანთქავს და ვერ მოიცავს (იოანე 1, 5). ეს ერთადერთი ჭეშმარიტი ნათელი - ღმერთკაცი იესო ქრისტე - განდევნის მთელს წყვდიადს ადამანისაგანაც, საზოგადოებისაგანაც, ხალხისაგანაც, ერისაგანაც და სახელმწიფოსაგანაც; იგი თითოეულ ადამიანს ფარულ სიღრმეებამდე განანათლებს და ყოველ მათგანში განგვიცხადებს ჩვენს საუკუნო, უკვდავ, ღვთაებრივ ძმასა და მოყვასს. და ეს ერთადერთი ჭეშმარიტი ნათელი გვასწავლის ჩვენ, რომ ყველა პრობლემა ამქვეყნად - ადამიანისაც, საზოგადოებისაც, ერისაც და მთელი კაცობრიობისაც ადვილად, ცხადად შეიძლება გაგებულ და გადაწყვეტილ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ყველას დანახვა ჩვენ ღმერთკაც იესო ქრისტეს ნათელით შეგვეძლება - ადამიანისა, საზოგადოებისაც, ერისაც და მთლიანად კაცობრიობისაც.
უმთავრესი მიმართულებებისა და თავისებურებების ჩამოყალიბება ღმერთკაცობრივი განათლებისა, ანუ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ქრისტიანული განათლებისა შემდეგნაირად შეგვიძლია:
1. ადამიანიის არსებაა, რომლის სრულყოფაც ღმერთკაცით ყველაზე იდეალურად და ყველაზე რეალურად არის შესაძლებელი;
2. ადამიანის სრულყოფა ღმერთკაცით ხორციელდება სახარებისეულ წმიდა სათნოებათა მეშველბით, მათი მოღვაწებით ქრისტიანის მიერ;
3. ჭეშმარიტი ღმერთკაცობრივი ნათელით განათლებული ადამიანი ყველა სხვა ადამიანში თავის მარადიულ, უკვდავ, ღვთაებრივ ძმას ხედავს;
4. ნებისმიერი ადამიანური საქმიანობა - ფილოსოფია, მეცნიერება, ხელოსნობა, ხელოვნება, განათლება, კულტურა - თავის წარუვალ ღირებულებას მხოლოდ მაშინ იძენს, როცა განათლდება და გაიაზრება ღმერთკაცში - ჩვენს უფალსა და ღმერთში იესო ქრისტეში;
5. ჭეშმარიტი განათლებულობა მიიღწევა წმიდა ცხოვრებით იესო ქრისტეს სახარებისეული მცნებების შესაბამისად;
6. წმიდანები ყველაზე სრულყოფილი განმანათლებელნი არიან; რაც უფრო მეტის სიწმინდით ცხოვრობს ადამიანი, მით უფრო კარგი აღმზრდელი და განმანათლებელია იგი;
7. მართლმადიდებელი ელკესია არის სხეული ღმერთიკაც იესო ქრისტესი, სკოლა კი ამ სხეულის განუყოფელი ნაწილია (ასე იყო უწინ ყოველთვის, და ასევე უნდა იყოს ეს მომავალშიც, თუკი გვინდა ჭეშმარიტი განმანათლებლობა და ქრისტიანული საზოგადოება გვქონდეს);
და ბოლოს ასე შეგვიძლია დავასკვნათ:
8. ყველაფრის შუაგულში ყველგან - ცათა შინაც და ქვეყანასა ზედაც ყველა იდეისა და ყოველგვარი საქმიანობის ცენტრში მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის დგას და უნდა იდგეს საკვირველი ღმერთკაცი - უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე, და მისი ღმერთკაცობრივი სხეული - მართლმადიდებელი ეკლესია.
No comments:
Post a Comment