საქართველოს ოფიციალური საპატრიარქოს სინოდის 1998 წლის განჩინება ანუ მესამე გზა მართლმადიდებლობასა და ეკუმენიზმს შორის


მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (ლურიე)


მას შემდეგ, რაც 1997 წელს საერთაშორისო ეკუმენისტური ორგანიზაციებიდან გამოვიდა, საქართველოს ოფიციალურმა საპატრიარქომ მორიგი ნაბიჯი გადადგა ეკუმენისტური იურისდიქციებისგან გამიჯვნისაკენ. 1998 წლის 8 ოქტომბერს მისი სინოდის სხდომაზე საქართველოს საპატრიარქოს საღმრთისმეტყველო კომისიის წარდგინებით გაკეთდა განცხადება, რომელიც უარყოფს ბოლო წლების მთელ რიგ ეკუმენისტურ დოკუმენტებს. ყველა ისინი მიუღებლად გამოცხადდა. მათ შორის დასახელებულია:

1. შამბეზის 1990 და 1993 წლების დოკუმენტები (უნია მონოფიზიტებთან);

2. წინასწარი შეთანხმება ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიას და ანტიოქიის ორიენტალურ (მონოფიზიტურ) ეკლესიას შორის;

3. ბალამანდის უნია ლათინებთან, რომელიც 1993 წელს დაიდო;

4. პასექით დღესასწაულის აღნიშვნა ფინეთის "ეკლესიის" მიერ პაპისტური კალენდრის თანახმად;

5. დაგმობილია "განშტოებათა თეორია";

6. გაკიცხულია ერთობლივი ლოცვები და ინტერკომუნიონები არამართლმადიდებლებთან.

სრულიად აშკარაა, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე, თესალონიკის შეხვედრაზე აღნიშნული ერთგვარი "უკუსვლა" ეკუმენიზმს მართლმადიდებლობის დამცველთა გავლენით მოუხდა - ამ უკანასკნელთ ხომ ბოლო ორი წლის მანძილზე სწორედ საქართველოში განსაკუთრებით ხმამაღლა გამოთქვეს თავიანთი აზრი. და მაინც, საქართველოს სინოდის უკანასკნელი განჩინება უმაგალითო ფაქტია თითქმის სრული გამიჯვნისა ეკუმენისტური პოლიტიკისგან და არა ამა თუ იმ ეკუმენისტური ორგანიზაციის უბრალო წევრობისგან. თითქოს შეიძლებოდა ამ ფაქტში დაგვენახა საქართველოს ოფიციალური საპატრიარქოს მართლმადიდებლობისაკენ შემობრუნების დასაწყისი, რომ არა ზოგიერთი ერთობ სერიოზული გარემოება.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ საპატრიარქო არ დაიწყებდა მართლმადიდებლობის დამცველთა დევნას და ლანძღვას, რომლებიც ამჟამად შეადგენენ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში, საპარტრიარქოს მიზნები ძირეულად რომ არ განსხვავდებოდეს ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიზნებისაგან. აღარაფერს ვამბობთ აგრეთვე პატრიარქ ილია მეორის პიროვნებაზე (ძველ ეკუმენიტ-ნიკოდიმელისა და 1962 წლიდან ს.უ.კ.-ის აგენტზე მეტსახელად "ივერიელზე"), რომლისთვისაც მონანიება პირველ ყოვლისა საეკლესიო საქმეთაგან ჩამოშორებით უნდა დაიწყოს.

"Советская Церковь"



















Митрополит Филарет (Вознесенский,+1985), третий Первоиерарх РПЦЗ

Что такое "советская церковь"? ...самое страшное из того, что сделала в России богоборческая власть, есть появление "советской церкви", которую большевики преподнесли народу как Церковь истинную, загнав Православную Церковь в катакомбы и концлагеря.

Эта лже-церковь дважды анафематствована. Святейший Патриарх Тихон и Всероссийский церковный Собор анафематствовали коммунистов и всех их сотрудников. Эта грозная анафема до сих пор не снята и сохраняет силу, так как снять её может только такой же Всероссийский Церковный Собор, как каноническая Высшая Церковная Власть. И произошло страшное дело в 1927 году, когда временно возглавлявший церковь митр. Сергий своей позорной отступнической декларацией подчинил Русскую Церковь большевикам и объявил о сотрудничестве с ними. И сбылось в самом точном смысле выражение пред-исповедной молитвы: "под свою анафему падоша!" Ибо в 1918 году Церковь анафематствовала всех соработников коммунизма, а в 1927 году сама вошла в компанию этих сотрудников и стала восхвалять красную богоборческую власть -- восхвалять красного зверя, о котором говорит Апокалипсис.

Этого мало. Когда митр. Сергий обнародовал свою преступную декларацию -- от советской церкви сразу отделились верные чада и создалась Катакомбная Церковь. А она, в свою очередь, анафематствовала официальную церковь за её измену Христу…

Хочу отметить ещё вот что: Катакомбная Церковь в России относится с любовью и полным доверием к Церкви Зарубежной. Но одно катакомбникам непонятно -- непонятно, почему наша Церковь, зная с несомненностью, что советская иерархия изменила Христу и носительницей благодати больше не является, однако же принимает клириков из советской церкви в сущем сане, не перерукополагая их, как уже имеющих благодать. Ведь благодать и клирики и паства получают от иерархии -- а если она изменила Истине и лишила себя благодати, то откуда же благодать у клириков? Так спрашивают катакомбники.

Ответ на это -- прост. Церковь имеет власть в известных случаях применять принцип так называемой икономии -- снисхождения. Еще Св. Василий Великий говорил, что нужно для того, что бы не оттолкнуть от Церкви многих, иногда допускать снисхождение и не применять церковные правила со всей строгостью. Когда наша Церковь принимала католических клириков «в сущем сане», не рукополагая их, она действовала по этому принципу. И митр. Антоний, разъясняя этот вопрос, указывал на то, что внешняя форма -- преемственное рукоположение от апостольских времён -- у католиков имеется, а утерянную католической церковью благодать присоединяемые получают от полноты благодати, присущей Православной Церкви, в момент своего присоединения. «Форма заполняется содержанием», -- говорит Владыка Антоний.

Точно таким же образом, принимая советское духовенство, мы применяем принцип икономии. И принимаем клириков из Москвы не как имеющих благодать, а как получивших её в самом присоединении. Но признать церковь лукавнующих носительницей и хранительницей благодати мы, конечно, не можем. Ибо вне Православия благодати НЕТ, а советская церковь лишила себя благодати.

(письмо о. Виктору Потапову, 26 июня / 9 июля 1980 г.)

არქივიდან: წერილი არქიმანდრიტებს რაფაელსა და ლაზარეს

მღვდელი ზურაბ აროშვილი

"მღვდელნი მისნი შეაბილწებენ წმიდათა და აუთნოებენ (არღვევენ) სჯულსა"
(სოფონია, 3,4).

უცნაური დროა! მაშ ქრისტიანებათ არ მიგაჩნივართ? ეკლესიაში ყოფნის უფლებას გვართმევთ? კი მაგრამ, თქვენს ე. წ. საეკლესიო ერთიანობაში ხომ ყველაფერი ერთმანეთშია არეული: ცრუ მოწმობები ჭეშმარიტებაზე და ღმრთის წინაშე საძაგელი ქმედებები ამ ჭეშმარიტების წინააღმდეგ! ან იქნებ თქვენ აბრაამის ძენი ხართ და შთამომავლობით ეკუთვნით ეკლესიას, ჩვენ კიდევ სამარიტელნი და წარმართნი? თქვით ბარემ თამამად, ნუ გრცხვენიათ, რომ ფარისეველნი ხართ და მემკვიდრეობით გეკუთვნით ეკლესიაში ყოფნა, რომ სწორედ თქვენა ხართ ეკლესია, სულ ერთია, რასაც არ უნდა სჩადიოდეთ. თქვით ხმამაღლა, რომ ახლა უკვე შეუძლებელია იყო ქრისტიანი და იცავდე ეკლესიის დამაარსებლის გარდამოცემას, რომელიც მისი ჭეშმარიტი მოწაფეებისაგან მივიღეთ და არა ცრუ მოციქულებისაგან, გარდამოცემას, რომელიც ეკლესიის მადლისმიერი ცხოვრების წყაროა. თქვით, რომ რასაც არ უნდა ასწავლიდეთ, ყველაფერი ჭეშმარიტებაა და შეუძლებელია ცდებოდეთ-მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ იყავით და მემკვიდრეობის კანონით ყოველთვის იქნებით "მებრძოლი ეკლესია", ანუ, როგორც მთელი საეკლესიო სწავლების საპირისპიროდ ამთკიცებთ, "მცოდველი ეკლესია". საოცარი მკრეხელობაა ეკლესიის, ჭეშმარიტების სვეტისა და სიმთკიცის წინააღმდეგ!

რატომ ატყუებთ ადამიანებს? განზრახ რატომ ურევთ ერთმანეთში ერთის მხრივ ჩვენი ბუნების უძლურებისაგან მომდინარე ზნეობრივ ცოდვებს, მეორეს მხრივ კი გაცნობიერებულსა თუ გაუცნობიერებელ განდგომილებასა და ღმერთის ღალატს? ამით ამტკიცებთ, რომ განდგომილთა მიერ ღმრთის წინაშე საძაგელი ქმედებები თითქოს აუცილებლად უნდა არსებობდნენ ეკლესიაში. თქვენ განგებ აბნევთ ადამიანებს იმით, რომ სინანულის დისციპლინის კანონებს თვით სარწმუნოების სჯულისდებას უტოლებთ, როდესაც აცხადებთ, კანონის სიტყვასიტყვით შესრულება ყველა ჩვენი ტაძრის დახურვას გამოიწვევსო. მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ არასოდეს ყოფილა და არც ახლა არსებობს ტოლობა ხორციელ ცოდვაში ჩავარდნასა და მწვალებლობის (ერესის) მიღებას შორის? თითქოს ისიც კარგად უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ გარდამოცემიდან გადახვევა და მისი ღალატი ეკლესიისაგან განშორებას იწვევს, და რომ ეკლესია კი არ "სცოდავს" აან "ნაგვიანდება" "სოფელთან შეხების შედეგად" (თქვენი გამეთქმებია), არამედ ვინც ჭეშმარიტების წინააღმდეგ სცოდავს, ის დგება ეკლესიის გარეთ. მაინც სად, რომელ წმ.. მამასთან ნახეთ ასეთი რამ? რატომ ატყუებთ ხალხს? რატომ გადასცემთ მას სწავლებას "მებრძოლი ეკლესიის" შესახებ ესოდენ დამახინჯებული სახით?

НЕНОРМАЛЬНЫЕ

Священник Зураб Арошвили

Несколько смелых мыслей по поводу православия в современном мире и в Грузии в частности

Аттические прелести, лепота и согласие имен наподобие цветов заставляют блистать словесный луг; если я не сумею воспользоваться ими, несмотря на естественное желание говорить красиво, то пусть и это покажет, что говорить нам велит нужда, а не желание показать себя. Да и у смысла, влагаемого в слова, первою красотою я назвал бы то же, что и у души, — посильное устремление взора к Богу и к Истине; ибо отсюда все прочие красоты…
(Св. Григорий Палама. Триады, 3)

Святой Антоний Великий писал, что настанет некогда время — "и человеки вознедугуют". Увидев неподверженного общей болезни, восстанут на него, говоря: "Ты по преимуществу находишься в недуге, потому что не подобен нам". К этому изречению святой епископ Игнатий (Брянчанинов) добавил следующие слова: "Здесь весьма не лишним будет заметить, что этому одному надо очень остеречься помыслов ложного смиренномудрия. ... Обыкновенно в таких случаях плотское мудрование возражает: "Неужели ты один прав, а все или большая часть людей — ошибаются?". Возражение — не имеющее никакого значения! Всегда немногие, весьма немногие шествовали по узкому пути; в последние дни мира этот путь до крайности опустеет". "Если находишься посреди человеков, то пройди путем бесчестий", — говорит св. Иоанн Лествичник.

В очень древнее время христиане называли себя безумными и другие их также считали настоящими безумцами. И было в этом нечто логичное. Ведь если не так — то возможно ли такое, чтобы человеку обещались самые большие почести и богатство, а он, отказавшись, избирал для себя бесчестную и мучительную смерть? Конечно, это ненормально, и такой человек совсем не понятен большинству человеческого общества.

Почему христиане были такими ненормальными? Что с ними было не так? Думаю, это очень легко объяснить, и в то же время это крайне сложно объяснить большей части общества. Согласитесь — необычный парадокс!

Начнем с того, почему это легко объяснить и понять. У христиан есть своя вера, и она называется христианством, обожением, христооблечением, Божественностью по благодати; она есть Евхаристия, и в ней — единство с Богом и друг с другом. Христиане имеют веру в то, что Бог потому стал человеком, чтобы человек стал Богом! Назначение человека — его обожение. Так верят христиане, и смерти не боятся, и выделяются они особо своим мужеством!

Сказав это, легко и просто объяснить, почему христиане — НЕНОРМАЛЬНЫЕ!

ბოროტი თანაზიარება: ეპიზოდი წმიდა მარტინე ტურელის ცხოვრებიდან



სულპიციუს სევერუსი (363-420 წწ.) განსაკუთრებით ცნობილია წმიდა მარტინე ტურელის ცხოვრების აღწერისათვის. იგი მოგვითხრობს ერთ მეტად საინტერესო და მრავლისმთქმელ ეპიზოდს ეკლესიის ისტორიიდან. მეორე წიგნის 46-ე თავში, ის წერს, რომ ვინმე პრისკილიანე (IV ს). ჩავარდნილა გნოსტიკურ-მანიქეველურ მწვალებლობაში, რომელიც პირველად შემოტანილ იქნა ესპანეთში მემფისელი ეგვიპტელის, ვინმე მარკოზის მიერ. სევერუსი წერს, რომ პრისკილიანე ყოფილა: კაცი კეთილშობილი, დიდი სიმდიდრის პატრონი, კადნიერი, დაუღალავი, მჭევრმეტყველი, მეტად განსწავლული, მუდამ მზადმყოფი კამათისა და ბჭობისათვის - მოკლედ რომ ვთქვათ, ის იყო ყოველმხრივ დადებითი ადამიანი, რომ არ გაერყვნა თავისი ნიჭიერი გონება ბოროტი სწავლებით. მასში ნამდვილად მოინახებოდა ბევრი შესანიშნავი შინაგანი და გრეგნული თვისება. მას ძალუძდა დიდი ხანი გაეტარებინა მღვიძარებაში, ასევე ადვილად მოეთმინა შიმშილი და წყურვილი; მას არ გააჩნდა ლტოლვა სიმდიდრისაკენ და გონივრულად ხარჯავდა იმას, რაც გააჩნდა.

ეს კაცი იყო ფუძემდებელი “პრისკილიანიზმისა” - მწვალებლობისა, რომელმაც შეძრა ესპანეთი და გალიის (საფრანგეთის) მხარეები მეხუთე საუკუნის შუა წლებამდე. თავიდან ამ კაცმა შეძლო მოექცია თავის სარწმუნოებაზე ორი ეპისკოპოსი სამხრეთ ესპანეთიდან: ინსტანტი და სალვიანე. ეს მოძღვრება სწრაფად ვრცელდებოდა და იზიდავდა როგორც სამღვდელოებას ასევე ხალხს, მამაკაცებს და ქალებს, მდიდრებსა და გავლენიანებს.

ოპიუმი ქართველი ხალხისთვის ანუ ცალი წითელი წაღი

მღვდელი გელასი აროშვილი


სულისა აზნაურება დაუმონებელ გამოაჩინე მოწამეო, და მღვდელმთავარო ქრისტესო, გემოთა სიტკბოებანი მოაკვდინენ, და მიაგე ნაცვალი შენთვის მომკვდარსა მას მეუფესა ქრისტესა“
(იკოსი წმ. აბიბოს ნეკრესელისა)

რელიგია პოლიტიკა არ არის, არც პოლიტეკონომია. მითუმეტეს, ქრისტიანობა არ არის პოლიტიკა. სახარებაში არ არის არც ერთი პოლიტიკური ლოზუნგი,  ვერც რაიმე სოციალურ კონცეფციას აღმოაჩენთ მასში. სწორედ ამის გამო არ მიიღეს ებრაელებმა ქრისტე და მისი მოძღვრება, რადგან ქრისტემ არც პოლიტიკაში ჩარევა ისურვა და არც  სოციალურ კეთილდღეობას დაპირებია ვინმეს. ქრისტეანობა ყოველგვარი პოლიტიკისა და ეკონომიკის მიღმაა, ის არაამსოფლიურია. შეიძლება ითქვას პირიქითაც, ეს სოფელი, თავისი პოლიტეკონომიით, ყოველთვის იყო და არის დაპირისპირებული ქრისტესთან და მის მიმდევრებთან.  „უკეთუ მე მდევნეს, თქვენც გდევნიან“- ამბობს უფალი. სწორედ ესაა ქრისტეანთა უმთავრესი ნიშანი. ასე რომ, ვინც ქრისტეს სახელით აღწევს ამქვეყნად დიდებასა და პატივს, კეთილდღეობასა და ძალაუფლებას - ის ცრუ ქრისტეს მიმდევარი და მქადაგებელია, ქრისტე ხომ ყოველთვის იდევნება, ის ყოველთვის საკანშია და იქიდან იყურება სევდიანი თვალებით მათკენ, ვინც მის სახელს ამოფარებული უტიფრად ღალატობს მას. „ და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეხსენა პეტრეს სიტყვაი იგი უფლისაი: ვიდრე ქათმის ხმობამდე სამგზის უვარ-მყო მე“ (ლუკა 22,61) „რამე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან?“(ფს. 29,10) თუკი ქრისტეანთა ტაძრებშიც ჩემს ვნებას გაიხსენებენ მხოლოდ, როგორც სევდიან ისტორიას, თუკი ჯვარი ჩემი იქნება მხოლოდ თეატრალური სანახაობა, რომლითაც ისეირებს ხალხი, მაშ ვისთვის მოვკვდი? უმადური ხალხისთვის, რომლებიც ჩემს სიყვარულს არ ცნობენ, ანდა საერთოდ არ სჭირდებათ იგი, აი რატომ არს „შეწუხებული ჩემი სული ვიდრე სიკვდილამდე“ (მათე, 26.39)  
           
სტატისტიკური გამოკითხვების მიხედვით პატრიარქს უფრო დიდი რეიტინგი აქვს, ვიდრე ქრისტეს. რა შეიძლება ამაზე ითქვას? ნუთუ ეს ნორმალურია? ხომ არ მოხდა ქრისტეს ჩანაცვლება პატრიარქით? კი მაგრამ რატომ? როგორ?     

"წითელი ეკლესია"

საქართველოსა და მოსკოვის საპატრიარქოების საბჭოთა წარსულის არქივი



მოსკოვის "პატრიარქ" სერგის, ხოტბისა და მადლიერების (!) წერილი, კაცთმოძულე სტალინისადმი.
"მართლმადიდებელი" იერარქები გლოვობენ, ეკლესიის ყველაზე დიდ მდევნელს ისტორიაში - სტალინს.
"საბჭოთა ეკლესიის" დელეგაცია ანდროპოვის კუბოსთან

სტუდიელ აღმსარებელთა ცხოვრებანი. წმ. თეოდორე სტუდიელი.


“გვეუბნებიან, რომ ყველა ეპისკოპოსს აქვს ხელმწიფება საღმრთო კანონებზე, მიუხედავად იმისა, თუ რა მსჯავრი გამოაქვთ ამ კანონებს; ამიტომაც, როდესაც ეპისკოპოსი ან მღვდელი საიდუმლოდ ანდა აშკარად განიკვეთება კანონთა მიერ, მაშინ იერარქებს თურმე ხელეწიფებათ კანონთა მოქმედების შეჩერება და განკვეთილის გამართლება. თუკი ჩვენ ყველას საღმრთო კანონებზე უფრო მეტი ძალაუფლება გაგვაჩნია, მაშინ ჩვენზე უთქვამს მოციქულს: “აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიანო.” (1. ინ. 2:18) 

(წმიდა თეოდორე სტუდიელი,
წერილი რომის პაპ ლეონ მესამეს)

ღირსი თეოდორე სტუდიელი (759-826) დაიბადა კონსტანტინოპოლში. მამამისი ფოტინი, დიდგვაროვანი წარმომავლობის სახელმწიფო მოხელე, დაახლოებული იყო საიმპერატორო კართან. ფოტინის მეუღლე თეოქტისტა ასევე არისტოკრატული გვარიდან იყო, მისი ძმა პლატონი ფოტინთან ერთად სახელმწიფო ხაზინაში მსახურობდა. თეოდორეს ორი უმცროსი ძმა - იოსები (შემდგომში თესალონიკის მთავარეპისკოპოსი) და ექვთიმე, და ერთი და (მისი სახელი უცნობია) ჰყავდა.