სიტყუაჲ ესე: "და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე,
წარვიდა მიერ. და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრე/ბელთა
შორის მათთა" (13,53-5).
თარგმანი: რაჲსათჳს წარვიდა მიერ ადგილით? ამისთჳს, რამეთუ
ენება ყოველთა ადგილთა თესვად სიტყჳსა მისისა. ხოლო მამულად მისა აწ
ნაზარეთსა იტყჳს, რომლისათჳს თქუა ქუემორე, ვითარმედ: "არა ქმნნა მუნ
ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს"1, ხოლო კაპერნაუმს შინა
მრავალნი ქმნნა სასწაულნი. ამისთჳსცა იტყოდა: "ხოლო შენ, კაპერნაუმ,
ნუ ცამდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომას
თუმცა იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელად
ნაზარეთსა იტყჳს.
ხოლო მო-რაჲ-ვიდა მუნ, სასწაულთა საქმესა დროება-სცა, რაჲთა არა
უმეტესად შურად აღეტყინნენ იგინი და უმეტესისა სასჯელისა ღირს იქმნენ
ურწმუნოებისა მისთჳს. ხოლო სწავლაჲ მოძღურებისაჲ შეჰმატა, რომელნი
იგი არარაჲთა უდარეს სასწაულთასა საკჳრველ იყვნეს. გარნა ყოვლით
კერძო უგუნურნი იგი და უმადლონი, სარგებელისა წილ და საკჳრველებისა
სწავლათა მათგან, უფროჲსღა შეურაცხ-ჰყოფდეს მას, ვითარცა იტყჳს
ესერა მახარებელი:
სახარებაჲ: "ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა,
ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე
ესე და ძალი? ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა
ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა? და
დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ არს ამისა ესე
ყოველი? და დაბრკოლდებოდეს მისთჳს" (13, 54-57).
თარგმანი: სამართლად უკუე პირველითგანვე თქუა ესაია
ზემოწერილი იგი სიტყუაჲ, ვითარმედ: "სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ;
ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ. რამეთუ განზრქა გული
ერისაჲ მის და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს"1.
აჰა, ესერა, ნათელი იგი მიუაჩრდილებელი წინაშე თუალთა მათთა ბრწყინ/ვიდა
და ჴმაჲ იგი საწადელი ესმოდა და საცნობელნი თჳსნი დაიყვნეს, არა
თუმცა არა უწყოდეს დიდებულებაჲ საქმეთა მისთაჲ. ხოლო მათ დაუტევეს
იგი ყოველივე და მამად საგონებელსა მას სახელ-სდებენ, ვითარმცა შეურაცხებაჲ
რაჲმე მოატყუეს მას. რამეთუ შობისა მის უთესლოჲსა და საკჳრველისაჲ
გულისჴმის-ყოფად არა ინებეს. ამისთჳს იოსებისგან და ძეთაგან
მისთა ზრახვენ დაკნინებად მისა. უგუნურთა მათ და გულფიცხელთა, ვითარ
ესეცა ვერ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ მოქმედთა საკჳრველებისათა და
განთქუმულთა სიკეთითა თჳსითა ოდეს ავნო თჳსებამან შეურაცხთამან?
დაღაცათუ ჭეშმარიტ იყო სიტყუაჲ მათი, დავით არა იესეს ძე იყოა, კაცისა
უნდოჲსა და ქუეყანისმოქმედისაჲ? და ამოს წინაჲსწარმეტყუელი არა შვილი
იყოა მწყემსისა თხათაჲსა? მოსეცა შჯულისმდებელი არავე დიდებულთა
შვილი იყო. რაჲსათჳს უკუე სიგლახაკესა მას დედისასა შემოიღებენ და
სახელით ოდენ მამად და ძმად წოდებულთა მათ აჴსენებენ შეურაცხებად
მისა და არა თაყუანის-სცემენ მადლსა მას მის მიერ განფენილსა ყოველთა
ზედა? ესოდენსა მას უკეთურებასა მათსა ზედა უფალი სულგრძელებით
ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა, რაჲთა ვერ თქუან, თუ: განგუეშორა
ჩუენ და არა ინება სწავლად ჩუენდა. და ესოდენ დიდებულთა და დიდად
შუენიერთა მიუთხრობდა სწავლათა, ვიდრეღა განუკჳრდებოდა მათ და
იტყოდეს: "ვინაჲ არს ამისა სიბრძნე იგი და ძალი, ანუ არა ესე არსა
ხუროჲსა მის ძე და დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ?"
ჵ, ბოროტნი იგი შურისანი! ვითარ დააბრმობს მის მიერ ტყუექმნილთა!
რამეთუ რაჲ-იგი საკჳრველ იყო და ღირს სარწმუნოებად მოყვანებად, მისგან
იგინი დაბრკოლდებოდეს: სიბრძნესა მისსა და ძალსა საკჳრველებათასა
ხედვიდეს და დაუკჳრდებოდა, და არასიმდიდრისათჳს თჳსთა მისთაჲსა რასამე
დაბრკოლდებოდეს უგულისჴმონი და წარწყმედილნი? ამისთჳს ღაღატყო
ძემან მან ქუხილისამან და თქუა განკჳრვებით: "სოფელსა შინა იყო და
სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმან იგი ვერ იცნა; თჳსთა თანა
მოვიდა და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს"1.
რამეთუ იხილე აქაცა, თუ შემდგომად რავდენისა ჟამისა და შემდგომად
რავდენთა სასწაულთა ქმნისა მოვიდა და არცა ეგრეთ შეიწყნარეს იგი,
არამედ შურითა შეიწუებოდეს და მიზეზთა ეძიებდეს დაკნინებად დიდებისა
მისისა. ამისთჳსცა ჰრქუა მათ უფალმან:
სახარებაჲ: "არა არს წინაჲსწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა
სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა. და არა ქმნა მუნ ძალნი
მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს" (13,57-58).
თარგმანი: ვინაჲთგან უკუე დაუკჳრდებოდა მათ, რაჲსათჳს არა
ქმნნა მრავალნი სასწაულნი, რაჲთამცა უმეტესად დაუკჳრდა? რამეთუ არა/რას
იქმოდა სახილველად კაცთა, არამედ სარგებელად მხედველთა მათ.
ხოლო ვინაჲთგან ხედვიდა გულთა მათთა, ვითარმედ სარგებელი მათ თანა
არა შევალს, არცა მოვლენ სარწმუნოებად, არა სათნო-იჩინა მრავალთა
სასწაულთა ქმნაჲ მათ შორის, რაჲთა არა აღორძნდეს ურწმუნოებისა
მათისა სასჯელი. ხოლო კუალად სრულიად არაჩუენებაჲ სასწაულთაჲ არა
ჯერ-იყო, ამისთჳს მცირედნი ქმნნა აწცა და ამისა პირველცა, რომლისათჳსცა
არა თქუა მახარებელმან, თუ: ყოვლადვე არა ქმნა, არამედ: არა ქმნნაო
ძალნი მრავალნი; რაჲთა გუაუწყოს, ვითარმედ არცა იგინი დაუტევნა უხილავად
სასწაულთა მისთა, რაჲთა ვერ თქუან: უკუეთუმცა გუეხილნეს
სასწაულნი, გურწმენამცა. ამისთჳს ქმნაცა და დროება-სცაცა. ერთი იგი
ამისთჳს, რაჲთა აჩუენოს რაჲ-იგი მის მიერ ჯერ-იყო ქმნად, ხოლო მეორე
ესე ამისთჳს, რაჲთა არა უმეტესისა სასჯელისა თანამდებ იქმნენ იგინი.
ვადიდებდეთ უკუე სახიერებასა მისსა, ვითარ ესოდენსა მას უგუნურებასა
და უმადლოებასა მათსა ზედა არა შეჰრისხნა მათ, არამედ თქუა სახიერებით
და ტკბილად, ვითარმედ: "არა არს წინაჲსწარმეტყუელი შეურაცხ,
გარნა სოფელსა თჳსსა".
ხოლო ვითარცა ლუკა გუაუწყებს, იგავიცა შემოიღო, ვითარმედ: "მრავალნი
ქურივნი იყვნეს ისრაჱლსა შორის და არავისა მათგანისა მიივლინა
ელია, გარნა სარებთას, ქურივისა მის უცხოთესლისა. და მრავალნი კეთროანნი
იყვნეს ისრაჱლსა შორის ელისეს ზე და არავინ მათგანი განიკურნა,
გარნა ნემან ასური"1, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ მარადის უღირსნი
იყვენით და ამისთჳს უცხოთესლთა მათ კეთილი ეყო და არა თქუენ, და
ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელნი იგი უღირსობასა თქუენსა გამოაჩინებენ.
სახარებაჲ: "მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ
სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუჲსთჳს, და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე
არს იოვანე ნათლისმცემელი, რომელი მე მოვკალ. იგი აღდგომილ არს
მკუდრეთით და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა" (14, 1-2).
თარგმანი: ამისთჳს თქუა ოთხთა სამთავროთა მთავარი", რამეთუ
ჰეროდე მეფე, მამაჲ მისი, მომკუდარ იყო, რომელმან მოსრნა ჩჩჳლნი.
ხოლო ესეცა არა ცუდად თქუა მახარებელმან, თუ "მას ჟამსა შინა",
არამედ, რაჲთა გჳჩუენოს მძლავრისა მის ამპარტავანებაჲ და ყოვლითურთ
ჴორცთა მონებაჲ მისი, რომელ ესოდენსა ჟამსა შინა არაჲ ეცნა უფლისათჳს,
არამედ მაშინ ხოლო ცნა. რამეთუ ესრეთ არიან ყოველნი შემსჭუალულნი
სოფლისა საქმეთა და მოქადულნი სიმდიდრესა ამას ზედა წარმავალსა,
არა ფრიად საზრუნველ არს მათდა სულიერთა საქმეთათჳს.
გულისჴმა-ვყოთ უკუე ღმრთისმსახურებისა და სათნოებისა პატიოსნებაჲ,
ვითარ შემდგომად სიკუდილისაცა ეშინის მძლავრსა მას და შიშისაგან
აღდგომისათჳს სიბრძნისმეტყუელებს; და ეგრეთცა ვერ იკადრა განცხადებულად
თქუმად, არამედ თჳსაგან უთხრა მონათა თჳსთა ხუაშიადად, ვითარმედ:
"იოვანე ნათლისმცემელი აღდგომილ არს მკუდრეთით". რამეთუ
ლუკა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: "იტყოდეს ერნი: იოვანე ნათლისმცემელი
აღდგომილ არს მკუდრეთით. და სხუანი იტყოდეს: ელია გამოჩნდა, ანუ
წინაჲსწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს. ხოლო ჰეროდე
თქუა: იოვანეს მე თავი მოვჰკუეთე, ხოლო ესე ვინ არს, რომლისათჳს ესე
მესმის, არა ვიცი"2. ესე სიტყუანი თქუნა ერისა მიმართ და მთავართა
მიმართ მისთა, რეცა სიქადულით და ზუაობით, მოკლვისათჳს იოვანესა.
ხოლო განმრავლდებოდა რაჲ დიდებულებათა იესუჲსთა ჰამბავი, მერმე
მხილებული გონებისაგან შევიდა შიშსა, ვითარმედ ჭეშმარიტ სადმე არს
სიტყუაჲ იგი ერისაჲ, რომელ იტყჳან, თუ: იოვანე აღდგომილ არს. და მაშინ
საკუთართა თჳსთა ჰრქუა საიდუმლოდ, ვითარმედ: "ესე არს იოვანე ნათლისმცემელი.
იგი აღდგომილ არს მკუდრეთით და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე
მის თანა". საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ლუკაჲს მიერ თქუმულნი იგი
სიტყუანი ერისა მიმართ თქუა, და რომელთა ესე მათე გჳთხრობს -
თჳსაგან, საკუთართა თჳსთა. ამას რაჲ სიტყუასა მოვიდა მახარებელი და
მოკლვაჲ იოვანესი აჴსენა, გუაუწყებს სახესაცა სიკუდილისა მისისასა და
უკეთურებასა ჰეროდესსა და იტყჳს:
სახარებაჲ: "რამეთუ ჰეროდე მაშინ შეიპყრა იოვანე და
შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა
ფილიპეს, ძმისა თჳსისა; რამეთუ ეტყოდა მას იოვანე: არა ჯერ-არს
შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად. და უნდა თუ მისი მოკლვაჲ, არამედ
ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი ეპყრა იგი. და
ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაჲსი
შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი; რომლისაგან ფიცით
აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა ითხოოს. ხოლო იგი წინაჲსწარ ბირებულ
იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც აქა ლანკნითა თავი იოვანესი,
ნათლისმცემელისაჲ; და შე-ღა-თუ-წუხნა იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და
მის თანა მეინაჴეთა ბრძანა მიცემად იგი მას; და მიავლინა და მოჰკუეთა
თავი იოვანესი საპყრობილესა შინა. და მოართუეს თავი მისი ლანკნითა
და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა. და მოვიდეს
მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს
და უთხრეს იესუს" (14,3-12).
თარგმან ი: ჵ კრებაჲ იგი საეშმაკოჲ, ჵ საფარდული ბილწებისაჲ,
ჵ როკვაჲ იგი უშჯულოებისაჲ და ფასი როკვისაჲ მის უუშჯულოესი,
რამეთუ კაცის-კლვაჲ ყოველთა კაცის-კლვათა უძჳრესი იკადრა ქმნად უღმრთომან
და ღირსი იგი ბევრეულისა გჳრგჳნოსნობისა და ყოველთა მიერ
ქებისა მოკლვად არა შეიკდიმა, და თავი იგი შემმუსრველი ეშმაკთაჲ
ტაბლასა მას ზედა სასყიდლად როკვისა შემოღებად არა შეძრწუნდა უშჯულოჲსა
მის მამისა უუშჯულოესმან ძემან, სახელითაცა და საქმითა
მსგავსმან მისმან.
იხილეა გული იგი კლდეთა უფიცხესი? იხილეა გონებაჲ იგი მიწათა
უუგუნურესი? იხილეა კაცი იგი მჴეცთა უძჳრესი და პირუტყუთა უპირუტყუესი?
ვითარ თავი თჳსი ფიცთა მიერ მონა-ყო და ბილწი იგი ქალი -
ჴელმწიფე მიღებად რაჲცა ენებოს. ხოლო მან ბირებითა დედისა მის უღმრთოჲსათა
ითხოვა თავი ნათლისმცემელისაჲ. და შეწუხნაო ჰეროდე, არამედ
ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა ბრძანა მიცემად იგი მას.
თქუღა, უშჯულოვო, უკუეთუ შესწუხენ, რად არა სთქუ, თუ: ესე საქმე
არა არს ყოვლადვე მეფობისა ჩემისაგანი; ხოლო მე გეფუცე, რაჲთა მეფობისა
ამის წარმავალისა საქმე ითხოვო, ვიდრე ზოგადმდეცა მეფობისა
(რამეთუ ესრეთ ეფუცა, ვითარცა მარკოზ იტყჳს), ხოლო თავი იოვანე
ნათლისმცემელისაჲ უაღრეს ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა არს, არცა
ერთი აქუს უკუე სათხოველსა მაგას, ჵ, ქალო, ფიცსა მას შინა ჩემსა
ზიარებაჲ, რაჲთამცა შენ ძლით მოვაწიე ჩემ ზედა რისხვაჲ ღმრთისაჲ. რად
არა სთქუ, უშჯულოვო, ვითარმედ ფასად როკვისა საფასე აღგითქჳ, ანუ
სამკაული ოქროჲსა და ვეცხლისა და პორფირისაჲ, არა თუ თავი ნათლისმცემელისაჲ?
არა გესწავაა, რაჲ-იგი აქაბს შეემთხჳა მოკლვითა ლიტონისა და უნდოჲსა
კაცისაჲთა? ვითარ უკუე შენ, უკეთურო, არა შეიკდიმე მოკლვად ანგელოზი
იგი ქუეყანისაჲ და კაცი ზეცისაჲ, მოქალაქე იგი უდაბნოჲსაჲ,
შობილი ხარებითა გაბრიელისითა და აღზრდილი უცხოჲთა და საკჳრველითა
ზრდილობითა და აღმასრულებელი მოქალაქობისა მის ანგელოზთაჲსა
ქუეყანასა ზედა და მოვლინებული ქადაგებად წინაშე პირსა მეუფისასა,
ჴმაჲ იგი ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა და მასწავლელი სინანულისაჲ,
წინამორბედი და ნათლისმცემელი ქრისტესი, უზეშთაესი შორის ნაშობთა
დედათაჲსა და უმეტესი ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა და მართალთა?
ნუუკუე უმეცარ იყავა ამას ესევითარსა? ნუ იყოფინ! ამისთჳსცა გეშინოდა
მისგან და იცოდე, რამეთუ კაცი მართალი და წმიდაჲ არს, არამედ
მონებამან გულისთქუმისა ბილწისამან ყოველივე დაგავიწყა.
საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ორგულებით იყო მწუხარებაჲ ეგე შენი
და კაცთა სახილველად და არა იყო შენ თანა ჭეშმარიტებაჲ. ამისთჳსცა
მეინაჴეთა მათ შენთა რიდობაჲ მიზეზად უშჯულოებისა შენისა მოიგე.
ვითარ უძჳრესისა მისთჳს არა დაერიდე, უკუეთუ მოწამედ ცრუდ ფიცისა
გეშინოდა ქონებად მთავარნი იგი და ათასისთავნი და აზნაური გალილეაჲსანი?
არა უფროჲსად შიში ჯერ-იყოა, ნუუკუე შემწამებელ შენდა
იყვნენ კაცის-კლვისა ესრეთ უშჯულოჲსა და შესაძრწუნებელისა?
თქუ შენცა, ჵ ასპიტთა და იქედნეთა უმძჳნვარესო ჰეროდია, რაჲსათჳს
აბირე იქედნეთა მსგავსად შობილი იგი შენგან ქალი ბოროტი თხოვად თავი
ნათლისმცემელისაჲ, რომელ ამხილებდა ჰეროდეს გინებისა შენისათჳს,
რაჲთამცა გამოგიჴსნა ბილწებისა მისგან? ამისთჳს ისწრაფეა მოკლვად
მისა, რომლისათჳს თაყუანისცემაჲ გიღირდა და დიდებაჲ? ამისთჳს ემტერე/ბია
და მახეთა დაურწყავ და ითხოვ თხოვასა საეშმაკოსა? განამართლე
გარდარეულითა მაგით უკეთურებითა დაჲ იგი შენი იეზაბელ და ყოველნი
უღმრთოებასა ზედა სახელგანთქუმულნი. ხოლო აწ რაჲ იქმნა, ირგე რაჲა
საქმისა ამისგან? დაჰფარეა უშჯულოებაჲ მრუშებისა შენისაჲ? დაადუმეა
ენაჲ ნათლისმცემელისაჲ? არღარა ვინ არსა მამხილებელი შენი? ნუ იყოფინ!
ცუდ იქმნა ღონე შენი; წარწყმდა სასოებაჲ შენი; ამაო არს ღონისძიებაჲ
შენი. რავდენ ჰგონებდი დაფარვად სიძვისა შენისა, უმეტესად გამოაცხადე;
რავდენ გენება დამალვაჲ და უცნაურ-ყოფაჲ უშჯულოებისა შენისაჲ, ეგოდენ
თესლითი-თესლადმდე ჰქადაგე იგი და საცნაურ-ჰყავ. ვაჲ სულისა შენისა,
რამეთუ ბოროტი იზრახე.
ხოლო ვინაჲთგან მრავალნი უმეცარ არიან საქმესა მას, რომლისათჳს
იქმნა მოკლვაჲ იოვანესი, ჯერ-მიჩს იგი თქუმად, რაჲთა უწყოდით, თუ
რომელი შჯული დათრგუნა ჰეროდე და ამხილებდა მას იოვანე.
განწესებულ იყო შჯულსა შინა მოსესსა, რაჲთა უკუეთუ მოკუდეს ვინ
უშვილოდ, შეირთოს ცოლი მისი ძმამან მისმან და აღუდგინოს თესლი
ძმასა თჳსსა, რაჲთა არა დავარდეს სახლი მისი; და შვილი, რომელი ესჳს,
დაღაცათუ ბუნებით ცოცხლისა მის ძმისაჲ არნ, არამედ შჯულისაგან
მიცვალებულისა მის ძმისაჲ იყო; ხოლო უკუეთუმცა ესუა შვილი, არღარა
შესაძლებელ იყო, რაჲთამცა ძმამან ძმის ცოლი შეირთო. ვინაჲთგან უკუე
მოკუდა ფილიპე, ძმაჲ იგი ჰეროდესი, და დაუტევა შვილი ცოლსა თჳსსა,
არა ეგებოდა, რაჲთამცა შეირთო იგი ჰეროდე, გარნა მან ბორგნეულმან და
განცოფებულმან მძლავრებისაგან გულისთქუმათაჲსა, არა ჰრიდა ქორწინებაჲ
მისი, უფროჲსღა ვთქუა თუ მრუშებაჲ მისი, რამეთუ საქმე იგი არა იყო
ქორწინებაჲ, არამედ მრუშებაჲ. ამისთჳს აბრალებს მას იოვანე და ამხილებს
კადნიერებით: არა ჯერ-არსო შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად. ხოლო
იგი ამისთჳს ემტერებოდა და უნდა მოკლვაჲ მისი, არამედ ერისაგან ეშინოდა.
გარნა საპყრობილედ შეაყენა. ეჰა, საკჳრველი, რომლისაღა საქმისათჳს
იკადრა ნათლისმცემელისა შებორკილებად და შეყენებად საპყრობილესა! და
ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, რამეთუ მაშინ დღესასწაულად
აქუნდა კაცად-კაცადსა დღჱ შობისა თჳსისაჲ, ამისთჳს ჰეროდეცა სერი
უმზადა მთავართა მისთა. და რაჟამს-იგი განლიგნეს მთრვალობითა და
გონებისა თუალნი მათნი დაბნელებულ იყვნეს და წინამძღურად სერისა მის
წარმოჯდომილ იყო ეშმაკი, მაშინ შევიდა ქალი იგი, რომლისა ძლით
უშჯულო იყო ქორწინებაჲ დედისა მისისაჲ, და როკვიდა უმეტესად გან/ქიქებად
მრუშებისა მის დედისა თჳსისა.
ისმინეთ, დედანო, რომელნი იკადრებთ დათრგუნვად წესთა ბუნებისათა
და განაგდებთ შიშსა ღმრთისასა და სირცხჳლსა კაცთასა და ჰროკავთ
უწესოებით. იხილეთ, ვის მიემსგავსებით, ანუ ვის ჰბაძავთ, უშჯულოსა მას
ქალსა ჰეროდიაჲსსა.
ისმინეთ თქუენცა, მამანო, რომელნი-ეგე სერობათა მათ მთრვალობისათა
მბრწყინვალედ განაწყობთ და სახიობითა და მგოსნებითა განსცხრებით.
იხილეთ ვისი საქმე გიპყრიეს, ანუ ვისნი მობაძავნი ხართ და გეშინოდენ
ნუუკუე მთხრებლსა ეშმაკისასა შთაჰვარდეთ, ვითარცა მაშინ უღმრთოჲ იგი
ჰეროდე. რამეთუ ისმინეთ რასა იტყჳს მარკოზ სახარებასა შინა თჳსსა:
"შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდაო; და სთნდა ჰეროდეს და მის
თანა მეინაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე რაჲცა
გინებს და მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე სამეუფოჲსა ჩემისა"1. არა მეფე
იყო პატივით, არამედ ოთხთა სამთავროთა მთავარი, გარნა ჴელმწიფებისა
მისისათჳს ერნი იგი მისნი და აზნაურნი მეფედ ეტყოდეს მას. ესრეთ
ტყუექმნილ იყო ვნებისაგან უბადრუკი იგი, რომელ როკვისათჳს ნახევარი
მეფობისა თჳსისაჲ აღუთქუა. ხოლო აწცა მრავალნი უგუნურთაგან შემდგომად
ესოდენისა ამის მოძღურებისა სულთაცა თჳსთა მზა არიან მიცემად
გულისთქუმათაგან ბოროტთა ტყუექმნულნი. რამეთუ ითრევს მათ ვნებაჲ
იგი, ვითარცა მგელმან შეიპყრის რაჲ საცხოვარი და წარითრევნ სადარნოდ
თჳსად, ვითარცა-იგი მაშინ შეხუდა ცნობამიღებულსა მას და ორითა საცთურითა
შეპყრობილ იქმნა: თავი თჳსი შეკრა ფიცითა და ბორგნეული იგი
ყო ჴელმწიფე მეფობასა ზედა თჳსსა. ხოლო რაჟამს-იგი ბირებითა მემრუშისა
მის დედისაჲთა მოითხოვა ურცხჳნომან მან თავი ნათლისმცემელისაჲ,
არა შეძრწუნდა მონაჲ იგი ვნებათაჲ და არა მეფე, არცა შეჰრისხნა მას
თუალითა მკსინვარითა, არამედ წადიერებით წარავლინა და მოჰკუეთა თავი
იგი თავისა მის წინაჲსწარმეტყუელთაჲსა; და არცა ღათუ დღისა მისგან
შეიკდიმა, რამეთუ ჯერ-იყო მადლობისა შეწირვაჲ ღმრთისა, რომელ მას
დღესა იხილა ნათელი და გამოვიდა საშოჲსაგან დედისა; ჯერ-იყო პყრობილთა
განტევებად, ხოლო მან მოკლვაჲ იგი წინამორბედისაჲ განიზრახა
დღესა მას შობისა თჳსისასა. ჵ, ბოროტი იგი დღესასწაული, რომელი მან
აღასრულა! რამეთუ სთნდა მას როკვაჲ იგი მის ქალისაჲ, რომლისაგან
ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა ითხოვოს. ხოლო იგი ბირებულ იყო
დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: "მომეც აქა ლანკნითა თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ".
ასწავა ასპიტმან იქედნესა მას განფენაჲ გესლისა მის სასტიკისაჲ;
რამეთუ რაჲმცა იყო ამის გესლისა უბოროტეს? მოკლვაჲ იოვანე/სი
ითხოვა ნიჭად, თავი წინამორბედისაჲ ძებნა ფასად როკვისა. და ესე
წინაშე პირსა ერისასა ურიდად და ურცხჳნოდ შევიდა ქალი იგი მეფისა და
თანაჰყვა ეშმაკი წინამავალად და მეტყუელად, რამეთუ მან განუმარჯუა მას
როკვაჲ იგი, მან სათნო-უჩინა ჰეროდეს, მან აფიცა მას, მანვე დაარწმუნა
თხოვისა მის აღსრულებაჲ ჭეშმარიტად. სადა როკვაჲ არს, მუნცა ეშმაკი
იქცევის. იგი აროკვებს მროკველთა, იგი აჰამებს მხედველთა, იგი არს
წინამძღუარი და მოძღუარი ესევითართა საქმეთაჲ და მოქმედნი მათნი
მსახურნი მისნი არიან.
იხილეთღა თხოვაჲ იგი ვითარი არს? "მომეც აქა ლანკნითა თავი იოვანე/სი,
ნათლისმცემელისაჲ". ჰხედავა განქიქებულსა მას, ჰხედავა ბორგნეულსა
მას, ჰხედავა მოწაფესა მას ეშმაკისასა? პატივსა მისსა აჴსენებს და ნათლისმცემელად
სახელ-სდებს და არცა ეგრეთ მოვალს ცნობად, არცა ძრწის
თავისა მისისა თხოვად, არამედ ვითარცა ჭამადსა რასმე, ესრეთ ითხოვს
წმიდასა მას და სანატრელსა თავსა ლანკნითა მოღებად. არა თუ მიზეზი
რაჲმე თქუა სიკუდილისა მისისაჲ, რამეთუ ვერ რას ჰპოებდა, არამედ
ესრეთ ცუდად ითხოვა თავი მისი. არა თქუა, თუ: მოიყვანე აქა და მოკალ,
რამეთუ ერისაგანცა ეშინოდა და ენისა მისგან ღმრთისმეტყუელისა ძრწოდა
და ჴმისა მისისა სმენად ვერ თავს-იდებდა. ამისთჳს თქუა: "მომეც მე აქა
ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლისმცემელისაჲ", რამეთუ მსურის ხილვად
ენაჲ იგი დადუმებული და ჴმაჲ იგი დაცხრომილი. მომეც აქა ლანკნითა
თავი იგი მამხილებელი ჩუენი, რაჲთა ვახარო დედასა ჩემსა და მივართუა
ძღუნად საძიებელად.
"და შე-ღათუ-წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანა
მეინაჴეთა ბრძანა მიცემად იგი მას". უკუეთუმცა შეწუხნა, არამცა ექმნა,
არამედ ნებაჲ გულისა მისისაჲ პირველითგან ესე იყო, გარნა ერისა მისთჳს
ვერ იკადრებდა. ხოლო მაშინ პოვა რაჲ მიზეზი ფიცისა მისთჳს, მწუხარებასა
იჩემებდა და რეცა ფიცისათჳს ნებაჲ ბოროტისა მის გულისა თჳსისაჲ
აღასრულა.
"და მიავლინა და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა. და
მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას". ხოლო ღმერთმან
თავს-იდვა ესე, ეჰა, საკჳრველი! არცა მეხის-ტეხაჲ მოავლინა ზეცით და
ცოცხლივ განგალნა უღმრთონი იგი, არცა ცეცხლი მოჰფინა და დაწუნა
პირნი იგი ურცხჳნონი, არცა ქუეყანასა უბრძანა განღებად პირი თჳსი და
უშჯულოჲ იგი კრებული და მესუმურნი იგი განლაღებულნი შთანთქმად
უფსკრულთა ქუესკნელისათა, რაჲთამცა მართალი იგი და წმიდაჲ უმეტესად
იდიდა და ყოველთავე უჯეროდ მიმძლავრებულთა აქუნდამცა ნუგეშინისსაცემელად.
No comments:
Post a Comment