ვფიქრობ წმ. მამათა ტექსტების გამოქვეყნებას პრაქტიკული ქრისტიანობის, ანუ გამოყენებითი ქრისტიანობის შესახებ. ვცადოთ. ვნახოთ რა გამოგვივა. ნაწილი IV.

თუ დაინახავ, რომ ძმამ შესცოდა, ნუ შეიძულებ მას, ნუ შეაქცევ ზურგს და ნუ განიკითხავ, რამეთუ ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ჩააგდებ მტრის ხელში.
(წმ. ანტონი დიდი)

ნურავის მოკვდავთაგანს ნუ განიკითხავ, რათა უფალმა შენი ლოცვები შეისმინოს.
(წმ. ანტონი დიდი)

ვინც ცნობისმოყვარეობას იჩენს სხვისი ცოდვების გამო და ეჭვის გამო ძმას განიკითხავს, მას ჯერ არც სინანული დაუწყია და არც საკუთარი ცოდვების შეცნობაზე ზრუნვა.
(ღირსი მაქსიმე აღმსარებელ)


წმ. მაქსიმე აღმსარებელი

No comments:

Post a Comment