სწავლანი და თხრობანი თითოსახენი მამისა პიმენისნი
იტყოდეს მამისა პიმენისთჳს, ვითარმედ არასადა უნებნ, ვითარმცა თჳსი სიტყუაჲ დაამძიმა უფროჲს სხჳსა ბერისა, არამედ უფროჲს-ღა ყოველსა შინა აქებნ სხუასა.
თქუა მამამან პიმენ: მრავალნი მამათა მათ ჩუენთაგანნი
იყვნეს მჴნჱ მარხვისათჳ, ხოლო წულილად გამოძიებისათჳს -- ერთ-ერთი.
თქუა მამამან პიმენ: ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი წერილ
არს სახარებასა. "რომელსა აქუნდეს სამოსელი, განყიდენ და მოიგენ თავისა თჳსისა მახჳლი". ესე არს, რომელსა აქუნდეს განსუენებაჲ, დაუტევენ იგი და მოიგენ თავისა
თჳსისა შრომაჲ.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს და ჰრქუა: რაჲ ვყო, რამეთუ ბრძოლაჲ მაქუს სიძვისაჲ
და მიმოვიტაცები გულისწყრომად. ჰრქუა მას ბერმან: ამისთჳს დავით იტყჳს, ვითარმედ "ლომსა მოვჰკლევდ, ხოლო დათვსა დაჳაშთობდ". ესე იგი არს: გულის-წყრომასა მოვჰკლევდ, ხოლო გულის-თქუმასა შრომით ვაჭირვებდ.
ჰკითხეს ვიეთმე ბერთა მამასა პიმენს და ჰრქუეს: უკუეთუ
ვინმე ვიხილოთ ძმაჲ, რომელი ცოდვიდეს, გინებსა, რაჲთა
ვამხილოთ მას? ჰრქუა მათ ბერმან: მე ერთი ჯერი დაღათუ მივემთხჳო, არავე ვამხილო. [მერმე თქუა ბერმან. რამეთუ: ოდესმე ძმაჲ ვინმე შეიტყუა ეშმაკისაგან ესევითარითა რაჲთმე და იხილა ძმაჲ მისი რეცათუ დედაკაცისა თანა ცოდვითა, და ვითარ მყოარ ჰბრძოდა გულის-სიტყუაჲ იგი, მივიდა და სცა ფერჴითა, ჰგონებდა, ვითარმედ იგინი იყვნენ და ჰრქუა: დასცხერით აწ დათუ, და აჰა ესერა იპოვნეს ძაძანი, იფქლითა სავსენი. ამისთჳს გარქუ თქუენ დაღათუ თუალითა იხილოთ, ნუვე ამხილებთ]
No comments:
Post a Comment