ვფიქრობ წმ. მამათა ტექსტების გამოქვეყნებას პრაქტიკული ქრისტიანობის, ანუ გამოყენებითი ქრისტიანობის შესახებ. ვცადოთ. ვნახოთ რა გამოგვივა. ნაწილი II

                                           
                             განკითხვაზე

განიკითხე მხოლოდ საკუთარი თავი, მაშინ შეწყვეტ სხვათა განკითხვას. (ბარსანუფი დიდი)

ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცთურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.
(წმ. ეფრემ ასური)


ვინც შორსაა ბოროტებისაგან, ის ყველაზე ნაკლებად ამჩნევს ბოროტებას.
(წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი)

თავი დავანებოთ მოყვასის განკითხვას და აღარ შეგვეშინდება გმობის გულისსიტყვებისა, რამეთუ ამ მეორის მიზეზი ის პირველია.


(წმინდა იოანე სინელი)


როდის დაგვიფარავს უფლის მადლი? მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი ძმების ცოდვების დაფარვას შევეცდებით.
თუ დაფარავ ძმის შეცოდებას და არ გაამჟღავნებ, ღმერთიც დაფარავს შენს შეცოდებას.

(ღირსი მამა პიმენი)

უგუნურებაა საკუთარი მიცვალებული მიატოვოს კაცმა და წავიდეს სხვისი მკვდრის დასატირებლად. ვინც განიცდის თავისი ცოდვების სიმძიმეს, იგი არ უყურებს თავისი მოყვასის ცოდვებს.


(ღირსი მოსე) 

No comments:

Post a Comment