ისტორიული კადრები: მოსკოვი, 1952 წელი, ეკუმენიზმისა და სერგიანიზმის სიმბიოზი



რუმინული ტელევიზიით გაშუქებული ეს უნიკალური საარქივო მასალა, ასახავს კაცთმოძულე სტალინის მიერ მოწყობილ რელიგიური ლიდერების კონფერენციას. კონფერენციის მასპიძელია მოსკოვის პატრიარქი ალექსი I. საქართველოს ეკლესიის დელეგაციას ხელმძღვანელობს პატრიარქი მელქისედექ III.

როდესაც ეს "მართლმადიდებელი" იერარქები, ქრისტეს ეკლესიის მდევნელი სტალინის პორტრეტის ქვეშ, მის სადიდებელ სიტყვებს წარმოთქვამდნენ, იმ დროს მილიონობით ქრისტიანი გმინავდა გულაგებში სარწმუნოების გულისთვის!

სტალინის სისხლიან ტირანიას, მინიმუმ 60 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის უამრავი ახალმოწამე და აღმსარებელი.

საბჭოთა, ანტი-ქრისტიანულ ხელისუფლებასთან გარიგებაზე წასული იერარქები არიან ცრუ-მწყემსები, რომლებაც საკუთარი სამწყსო მიატოვეს, გაწირეს, დაივიწყეს, და სამაგიეროდ ქრისტეს ეკლესიის მდევნელების მონები გახდნენ და მათ ხოტბა-დიდებას მიჰყვეს ხელი.

ღმერთმა გვაშოროს ესეთი  "მწყემსები"!

No comments:

Post a Comment