"ბუნებით სისულელე არ არის დანაშაული, მაგრამ გონების ბოროტად გამოყენების გამო გამოსულელება მიუტევებელია და დიდ სასჯელს იმსახურებს. ასეთები არიან ისინი, ვისაც საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა აქვს და უკიდურეს ამპარტავნებაში ვარდება"თითქმის არასოდეს არც ერთ მწვალებლობას არ დაუწყია საეკლესიო დოგმატების პირდაპირი უარყოფა - ესაა ზოგადად მწვალებლობის ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება. მაგალითად, როდესაც ნესტორიანული მწვალებლობა გაჩნდა ეშმაკი თავის მსახურთა პირით ნიკეა-კონსტანტინეპოლის სარწმუნოების სიმბოლოს დაცვას შეუდგა და მიუთითებდა,ამ სიმბოლოში სიტყვა ''ღმრთისმშობელი" არსად არის ნახსენებიო. "ყველაფერში მამათა აღმსარებლობა დაიცავი და ნუ ამბობ, ქალწულმა ღმერთი შვაო, რაკი წმინდა კრებებს ეს სიტყვა სიმბოლოში არ შეუტანიათ." აი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სიტყვით ძველ დოგმატურ განჩინებებს არ არღვევდნენ, მაგრამ საქმით მწვალებლობის თანაზიარნი ხდებიან.
წმ. იოანე ოქროპირი
ახლა პოპულარულია თემა,რომ ეკუმენიზმი და მისი საქმენი მწვალებლობა კი არა,მხოლოდ გზაა მწვალებლობისაკენ.ამბობენ, როდესაც ყველა ერთად, ერთ ლიტურგიაზე ეზიარება და ევქარისტიულ ერთიანობაში შევა, მაშინ უნდა გავიქცეთო.ესაა ე.წ. ''მართმადიდებელთა'' პოზიცია,რომლებიც თითქოს "შიგნიდან ბრძოლას" ემხრობიან. მოდი ვნახოთ,რას ფიქრობენ და რა აქვთ გუნებაში იმ იერარქებს, რომელთა წინააღმდეგაც ეს "შიგნიდან ბრძოლა'' მიმდინარეობს.
მოვიხმობთ ერთ შედარებით ახალ მაგალითს, რომელიც კარგად ახასიათებს ოფიციალური ეკლესიის თანამედროვე იერარქთა მსოფლმხედველობას. ამ რამოდენიმე წლის წინ სასულიერო აკადემიის ერთ-ერთი კურსდამთავრებული იცავდა დიპლომს, თემა-"ეკუმენიზმი, როგორც მწვალებლობა". ე. წ. "ლიმა-ლიტურგიებზე" საუბრისას მან თქვა: ეს არის რაღაც ახალი, პრაქტიკული ლიტურგიკული ერთობის ახალი სახე, რომელიც ეკუმენისტურ შეხვედრებზე ინერგებაო. ამაზე პატრიარქმა ღიმილით შენიშნა: ''კი მაგრამ, ეს ხომ ლიტურგია არ არის - როგორ არა გრცხვენიათ თქვენ, მართმადიდებლებს, რომ მას საიდუმლოს უწოდებთ.'' საოცარი სიტყვები და საოცარი იდეებია! რა თქმა უნდა, "ლიმა-ლიტურგიები"არ არის მართლმადიდებლურიl ლიტურგიები და შეუძლებელიცაა, რომ იყოს მაგრამ ესაა რაღაც ახალი ერთიანობის ახალი ლიტურგია, უფრო სწორად, ამ სინკრეტული ლიტურგიების ერთ-ერთი სახე. მაშ გამოდის რომ, ჩვენი ეკუმენისტი იერარქების აზრით, რიტუალებსა და ღმერთისმსახურებაში არ ყოფილა ერთიანობა პირდაპირი მნიშვნელობით! თქვენ ამბობთ, ასეთი ერთიანობა ჩვენთვისაც მიუღებელიაო. მაგრამ მაშინ უცნაური სურათი იშლება: ის რაც ეკუმენისტი იერარქების პოზიციით დასაშვებია და მათი აზრით, არ არის განდგომილება, მიუღებელია მათთვის,ვინც "შიგნიდან ბრძოლას"ქადაგებს, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა? როგორ ვაიძულოთ ეს იერარქები სცნონ თავიანთი შეცდომები? მაგრამ რაში? იმაში, რასაც ისინი პრინციპში საერთოდ არ აღიარებენ? და რა გამოდის: თუმცაკი ეს წინააღმდეგობა თითქოსდა გადაულახავია, ამის მიუხედავად ისინი (ორივე მხარის მტკიცებით) ერთ ეკლესიას წარმოადგენენ და შემდგომშიაც ეკლესიად დარჩებიან? ჰო, მართლაც რომ უცნაური წარმოდგენაა ქრისტიანობასა და ეკლესიაზე! მაგრამ რაში იცავენ ისინი ერთიანობას? რომელ ეკლესიას წარმოადგენენ ერთად? გათიშულ ეკლესიას, რომელსაც სარწმუნოებისა და ქრისტიანული ცხოვრების საკითხებზე ერთი აზრი არ გააჩნია!
საეკლესიო ერთიანობის ასეთი არასწორი ცნების საფუძველზე ყვავავის ეკლესიოლოგიური მწვალებლობა, ანუ იმათი მწვალებლობა, ვინც არასწორად მსჯელობს ეკლესიის არსზე და ეკლესიის შესახებ კაცობრივ ამაოდბრძნობასაა აყოლილი. ესენი არიან ცრუმოძღვრები, და სწორედ მათ უწოდებს მღვდელმოწამე მეთოდი "სირენებს, რომელნიც კაცთა მოდგმისადმი სიძულვილს საამური სიმღერით ნიღბავენ." გამოდის, რომ იერარქები არასოდეს აღიარებენ, არამართლმა- დიდებლებთან რელიგიურ თანაზიარებაში ვიმყოფებითო და არც ომოფორზე დაიწერენ, მწვალებლები ვართო, მეორე მხარე კი, ე.წ. "შიგნიდან მებრძოლნი" მათ ვერასოდეს ვერაფერს დაუმტკიცებს. და იქნებ იმიტოდაც ვერ დაუმტკიცებს, რომ არ სურს ეს? ვისაც ჰგონია, თითქოს მართლმადიდებლური ლიტურგია ჩატარდება, რომელსაც ყველა ერთად დაესწრება-მართლმადიდებლები და არამართლმადიდებლები, და იქ ყველა ერთად ეზიარება, ამას ამაოდ ელის.
"შიგნიდან მებრძოლნო", თქვენ სიცრუის წინააღმდეგ კი არ იბრძვით, არამედ მწვალებლე- ბთან თანაზიართ ამართლებთ, როგორ? თქვენ თვითონ თქვენს ეპისკოპოსებთან თანაზიარებაში იმყოფებით, მათი საშუალებით და მათთან ერთად მისტიკურად ეზიარებით ყველა ძველსა თუ ახალ ღმრთისგმობას. განა ასე არ არის? კარგი კი იქნებოდა წმ, ამფილოქე იკონიელის სიტყვები გაგეხსენებიათ:"მამა ღმერთი ვერ ითმენს მის ძისადმი უპატივცემულობას, ზურგს აქცევს და არ უყვარს მისი მგმობელნი და განურისხდება მათ, ვინც ამ მგმობელებთან ამყარებს კავშირს."დიახ, სწორედ ასეა-თქვენ, "შიგნიდან მებრძოლნი", სინამდვილეში ამართლებთ მათ, ვინც ცვლის და გმობს მოციქულთა კანონებს, ეს კანონები ქრისტეს ეკლესიაში იმისათვის დაწესდა, რომ ჩვენ დავიცვათ. არ იცავთ რა მოციქულთა გარდამოცემას, თქვენ ეკლესიის გარეთ დგებით, ტოვებთ მას, ახლაკი აღრმავებთ კიდევაც საკუთარ მძიმე მდგომარეობას იმით, რომ განდგომილ იერარქებთან ერთად სიტყვით თუ საქმით სდევნით ყველას, ვინც ამხილებს ამ იერარქთა განდგომილებას და არ სურს მათ ღმრთის წინაშე საძაგელ ერთიანობაში დარჩენა. თქვენ "შიგნიდან მებრძოლნი", სინამდვილეში იმათი მდევნელი და მაგინებელი ხართ, ვინც ბოროტმორწმუნოებასა და ბოროტმსახურებას თავის სახელს უწოდებს: ამით თვითონაც ეკლესიის მგმობელნი ხდებით-იმ ეკლესიისა, რომელიც მარადიულ ჭეშმარიტებაზეა დაფუძნებული და არა ტყუილზე, ანდა სჯულისაგან განდგომისა და განდგომილთა მზაკვრულ გამართლებაზე.
აქ დროული იქნება გავიხსენოთ მოწამე პლატონის (ხსენება 18 ნოემბერს)სიტყვები: "თუმცა მე პლატონის თანამოსახელე ვარ, მაგრამ ჩვენი მიმართულება სულ სხვადასხვაა, სახელი ვერ შეაერთებს მათ, ვისაც სარწმუნოება ჰყოფს. ამიტომ არც მე ვგავარ პლატონს და არც პლატონი-მე,მხოლოდ სახელი გვაქვს ერთი. მე ვსწავლობ და ვასწავლი ქრისტეს ფილოსოფიას, პლატონი კი იმ ფილოსოფიას ასწავლის, რომელიც არის სიცოფე ღმრთის წინაშე, რამეთუ უფალი ამბობს:"წავრწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაი და მეცნიერებაი იგი მეცნიერთა შეურაცხვყო" (1კორ.1.19). პლატონის სწავლებანი კი, რომელთაც შენ ''ღმრთაებრივს" უწოდებ, მხოლოდ ცრუ არაკებია, ეშმაკური სიტყვებით, რომ აცთუნებენ გულუბრყვილოებს". თქვენ კი "შიგნიდან მებრძოლთ", შეგახსენებთ: ქრისტიანებს, რომლებიც არ ღალატობდნენ თავიანთ სარწმუნოებას და ცრუ საეკლესიო ერთიანობის გამო მწვალებლებთან და განდგომილებთან კავშირს არ ამყარებდნენ, ზოგჯერ დაშინებული და ქრისტეს მოღალატე ქრისტიანებიც უსწორდებოდნენ, მაგალითად, განდგომილმა დიდებულებმა ქალაქგარეთ ჩაქოლეს თავიანთი ეპისკოპოსი ისააკი (ხსენება 20 ნოემბერს).
"შიგნიდან მებრძოლნო", თქვენ ხომ საკუთარი იერარქების მიმართაც არა ხართ გულწრფელნი, რადგანაც მხოლოდ მათ აკისრებთ სარწმუნოების წინააღმდეგ შეცოდების მძიმე ტვირთს და ამით საუკუნო სასჯელს უსჯით, თვითონ კი ხალხის წინაშე ფარისევლურად თავს იმართლებთ-აქაოდა, ჩვენ არაფერ შუაში ვართ და არც არავითარი დანაშაული მიგვიძღვისო. სადღაა თქვენი სიყვარული და პატივისცემა თქვენი იერარქების მიმართ? ვიმეორებთ: რომელ ეკლესიას წარმოადგენთ ერთად თქვენ, ვინც ერთმანეთს სჯულის განდგომაში სდეებთ ბრალს?
ახლა სწორედ დროა, იმასვე დავუბრუნდეთ, რითაც დავიწყეთ: ოფიციალურ დოგმატურ დონეზე არაფერი იყო თქმული ხატების თაყვანისცემაზე-სარწმუნოების სიმბოლოში არსადაა ნახსენები ხატები, ეს მხოლოდ ძველი საეკლესიო გარდამოცემის ნაწილი იყო. მაგრამ ხატმებრძოლური მწვალებლობის ჟამს მრავალი ათასი ქრისტიანი შეიმკო მოწამეობისა და აღმსარებლობის გვირგვინებით. "იგი (ღირსი გრიგორი დეკაპოლელი), რაც შეეძლო, სიტყვითა თუ საქმით ასწავლიდა წმ. ხატების თაყვანისცემას და მათ პატივისცემას ეკლესიის გარდამოცემის თანახმად". ეკლესიის გარდამოცემის! სარწმუნოების სიმბოლოში არაფერია ნათქვამი არც მწვალებლებსა და არც არაქრისტიანებთან ერთად ლოცვაში და არც მათთან რაიმე სხვა რელიგიურ კავშირზე, მაგრამ ქრისტიანი, რომელიც ამ ქმედებებში მონაწილეობს, გმობს მთლიანად სარწმუნოების სიმბოლოს და არა რომელიმე მის წევრს. ვინც ამას სჩადის, ის ეკლესიის ყველა საიდუმლოებით ვაჭრობს, აკრძალულ ხილს სთავაზობს ადამიანებს, ამ ხილის შეჭმა არის სულიერი სიკვდილი, მეორე, საუკუნო სიკვდილი. მათთვის კი, ვინც ეკლესიის გარეთ დგას, ეს იდეები დამათი შესაბამისი პრაქტიკა საცდურად დადაბრკოლების ლოდად იქცევა. მათთვის ჩაკეტილია ჭეშმარიტი ღმრტის ტაძრის-მართლმადიდებელი ეკლესიის კარი. ამგვარად, მართლმადიდებელი ეკუმენისტსბის მიერ შემოტანილმა ამ საცთურმა მოიცვა მართლმადიდებლები თუ არამართლმადიდებლები, მოიცვა მთელი მსოფლიო. სასიკვდილო კერძია, ძველისძველი გველის შხამი!
რაო, ცრუ სიბრძნის მეტყველნო, "შიგნიდან მებრძოლნო" პლატონებო, არ გვქონია ერთი გზა არამც და არამც! რადგანაც თქვენი ეშმაკური სიტყვებით, ცრუ არაკებით, გულუბრყვილოებს რომ აცთუნებთ, მათ გახრწნასა და საუკუნო წარწყმედას უწყობთ ხელს. მოგვიწევს წმ. ბასილი დიდის სიტყვების სეხსენება: "მათთან, ვისაც თავი ისე მოაქვს, თითქოს მართლმადიდებლობას აღიარებს, მაგრამ სხვა მსოფლმხედველობის ადამიანებთან იმყოფება კავშირში და განაგრძობს სიჯიუტეს, ისე რომ არავითარ გაფრთხილებას არ უგდებს ყურს, არა მარტო კავშირი უნდა გაწყვიტოთ, არამედ ძმებიც აღარ უნდა უწოდოთ."
31 ოქტომბერი/13 ნოემბერი, 1997
100 000 თბილისელი მოწამის ხსენება.
No comments:
Post a Comment