ღირსმოწამე თადეოზ სტუდიელი (+818), წარმოშობით სკვითი იყო. ბიზანტიაში ტყვე ბულგარელებთან ერთად მოხვდა და დიდი ხანი მონობაში გაატარა. როდესაც თავისუფლება უბოძეს, ბერად აღიკვეცა და სტუდიელთა მონასტერს მიაშურა. წმ. თეოდორე სტუდიელი თავის ერთ-ერთ ქადაგებაში განსაკუთრებით აქებს თადეოზს, როგორც მართლმადიდებელი სარწმუნოების საფუძვლიანად შესწავლის მოშურნეს. ხატმბრძოლთა მიერ დაწყებული დევნის დროს იგი სხვა სტუდიელებთან ერთად შეიპყრეს და შოლტით სცემეს. თადეოზი, რომელიც უმკაცრეს ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა, ფიზიკურად დაუძლურებული იყო. მან ვერ გაუძლო სასტიკ ცემას და სამ დღეში გარდაიცვალა. წმ. თეოდორე სტუდიელი მას მოწამედ მიიჩნევდა და ლოცვაში ღმრთის წინაშე მეოხებას სთხოვდა დევნილი მართლმადიდებლებისთვის.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
No comments:
Post a Comment