"ეკუმენიზმს გადაჭრით უნდა გავემიჯნოთ და მის თანამგზავრებთან საერთო არაფერი გვქონდეს. ჩვენ და ისინი სხვადასხვა გზით მივდივართ - ეს მათ მტკიცეთ უნდა ვუთხრათ და საქმითაც ვუჩვენოთ, ნამდვილი აღმსარებლობის დრო დგება, როდესაც, შესაძლოა, მარტონიც დავრჩეთ და დევნილთა მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, რადგან დღეს ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში" შევიდა, რითაც მართლმადიდებლობას უღალატა და თაყვანი სცა სატანას" (მთავარეპისკოპოსი ამბერკი)."ყოველივე თავის დროზე დავიწყებას მიეცემა,
მხოლოდ ღმრთის მსახურება და მის წინაშე
სინანული დარჩება მარადიულ ფასეულობად"
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე.
ერესი (მწვალებლობა) ღმრთის გმობაა. მაგრამ რა ხშირად ხდება, რომ კომპრომისისა და ქრისტეს უარყოფისათვის პირდაპირ ღმრთის გმობა არც არის საჭირო, და თვით საუკუნო ცხოვრებისა და წარწყმედის საკითხი ერთი შეხედვით უწყინრად გამოიყურება. "ოღონდ ყინულოვანი წყლიდან ამოდი და წადი, აბანოში გათბი"-ეუბნებოდნენ მტარვალნი სებასტიელ მოწამეებს, სხვა არაფერი მოუთხოვიათ: არც კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა, არც ქრისტეს უარყოფა ანდა ღმრთის გმობა. ამგვარი არაფერი ჩაუდენია ამ ორმოცთაგან ერთ-ერთს, რომელიც დაჰყვა ცდუნებას, მაგრამ ეკლესია დღესასწაულის კანონში ცხადად გვამცნობს მისი საუკუნო წარწყმედის ამბავს.
"დამამცირებლად ევედრებოდა ამოეშალა მისი სახელი (ვიქტორი) ქრისტესათვის ტანჯულ ტუსაღთა სიიდან, თანაც ჰპირდებოდა მოხელეს, სამაგიეროდ მამულს გაჩუქებო…ღამით საპყრობილედან გამოუშვეს, მაგრამ იგი მალე მოკვდა. ეს რომ შეიტყო ჰიერონმა, ატირდა: "რა ჰქენი, ვიქტორ! რა ძვირად გამოისყიდე სიცოცხლე! რატომ ჩაიგდე თავი მტრის ხელში? როგორ შეგაშინა ხანმოკლე ტანჯვამ უბრალო ჭრილობებისაგან,რაც არაფერია მარადიული სატანჯველის წინაშე,შენ რომ მოგელის!" (მოწ. ჰიერონის ცხოვრება, ხსენება 7 ნოემბერს).
მხოლოდ ერთი თქვი, რომ ე.მ.ს. "საერთო სახლია", ანდა "ე.მ.ს. მომავალი ერთიანი ეკლესიის აკვანია" (მიტრ. კირილე გუნდიაევის სიტყვიდან ე.მ.ს.-ს ასამბლეაზე კანბერაში, 1987 წ.); მერე კი, შინ რომ დაბრუნდები, შეიძლება თამამად ამათრახო სინკრეტული რელიგიის შექმნის ყველა ცდა და ეკუმენიზმის ყველა "გადახრა".
მხოლოდ მოიხსენე წირვაზე პატრიარქი-დათრგუნე გულში მოგონება მისი დამამცირებელი კომპრომისებით სავსე სიტყვების სესახებ, რაბინებისა და მოლების, პაპებისა და დალაილამების წინაშე რომ წარმოთქვამს ხოლმე,დაივიწყე , როგორ იბოლებიან წარმართული ინიციაციების "წმიდა ცეცხლში" "მართლმადიდებელი" იერარქები, როგორ ეწევიან თოკებით ცისკენ საგვარეულო ტოტემებს და მერე თუნდაც ტომები წერე აბსტრაქტული მწვალებელეკუმენისტების წინააღმდეგ, სულიერი ცხოვრების, ლოცვის, სწორი და არა სწორი მორჩილების შესახებ. თვით პატრიარქის "წინააღმდეგაც" კი დაუსჯელად შეგიძლია ორიოდე სიტყვა დაწერო და მსუბუქად, მოყვარული შვილის პოზიციიდან გააკრიტიკო.. პატრიარქი, შენი ეპისკოპოსი, თავად რომ უნდა იყოს მამათა გარდამოცემების დაცვის იდეის განსახიერება, სწორედ ის პატრიარქია, რომელსაც არაერთგზის უთქვამს საჯაროდ, რომ ჩვენსა და რომის კათოლიკებს შორის არავითარი არსებითი დოგმატური განსხვავება არ არსებობს, რომ "ორიენტალურორთოდოქსულმა" ეკლესიებმა შვიდივე მსოფლიო კრება აღიარეს და მართლმადუდებლები გახდნენ. სხვათა შორის, "ორიენტალისტურორთოდოქსული" ეკლესიები შენიღბული, მზაკვრული ტერმინი გახლავთ, რომლის მეშვეობითაც მას და მისნაირებს ძველისძველი მონოფიზიტობის შემოტყუება სურთ. ლოცვებსა და საიდუმლოებებში მასთან თანაზიარების გზით, ანუ საეკლესიო თანაზიარების ყველაზე მისტიურ სიღრმეში შენ თვითონაც ყველა მისი ცთომილების თანაზიარი ხდები, ამ გზით კი რელიგიური ტყუილის ყველა იმ განშტოების თანაზიარი, რომელთანაც შენი ეპისკოპოსია შეერთებული.. მაინც ვინ არის,ეკლესიის სწავლებით, ეპისკოპოსი და რა კავშირი აქვს ადგილობრივ ეკლესიასთან? იგი და ყველა, ვინც მასთან ლოცვით კავშირში იმყოფება, არის ერთი, განუყოფელი სხეული. მეტიც, ეპისკოპოსი საიდუმლო ქორწინებაშია თავის ეკლესიასთან, რომელსაც მისი გარდაცვალების შემთხვევაში ასეც ეწოდება - "ქვრივი ეკლესია".
თუკი ჩვენ მისტიურ კავშირს ვინარჩუნებთ პატრიარქთან, რომელიც უფლის სისხლსა და ხორცს აწვდის ერეტიკოსებს, თანაც ამას რაღაც არარსებული იკონომიითა და უსჯულო დადგენილებებით ამართლებს (რომლებიც ამასთანავე სხვა ადგილობრივი ეკლესიების მიერაა მიღებული); პატრიარქთან რომელიც აშკარად თუ ფარულად სდევნის ყველას, ვინც ამხილებს მათ უსჯულოებას; პატრიარქთან, რომელიც მაქსიმალისტური ეკუმენიზმის სულისკვეთებით განმსჭვალული სიტყვებითა თუ ნაწერებით შლის მართლმადიდებლობის ყველა საზღვარს და მას ათასი ჯურის მწვალებლობასთან აერთიანებს,"ქრისტესმიერ ძმებს" უწოდებს მწვალებლებს და "მათი ეკლესიებისათვის, მათი ეკლესიური კეთილდღეობისა და აყვავე-ბისათვის" ლოცულობს; პატრიარქთან, რომლისთვისაც სულ ერთია მამათა სარწმუნოება, ანდა, ყოველ შემთხვევაში, სულ სხვადასხვაგვარად აღიარებს ქრისტესა და მის სწავლებას, ვიდრე ყოველთვის აღიარე- ბდა წმ. მართლმადიდებელი ეკლესია - ასეთ პატრიარქთან ერთობით ჩვენ სასიკვდილო ჭრილობას ვაყენებთ ჩვენს უკვდავ სულებს. ამგვარი დამღუპველი ერთიანობის უარყოფისათვის ხომ სისხლს ღვრიდნენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები - იქნებ აქ მათი წმიდა სახელების ჩამოთვლა იყოს საჭირო? მაშ ვის გავყვეთ, ვი სთან ვიყოთ ერთობაში-ამგვარ პატრიარქებთან თუ მოწამეებთან? ვისი თანაზიარნი ვიყოთ ამ, წარმავალ და იმ, საუკუნო ცხოვრებაში - აი, რა არის საკითხავი! პირდაპირ უნდა ითქვას, რომ კაცობრივ სიბრძნეს აყოლილი ეს ადამიანები წარწყმწდის გზაზე დგანან, ჩვენ კი არ გვსურს მათი თანამგზავრები ვიყოთ.. ყური დაუგდეთ, რას ამბობს ერთერთი მათგანი: "წინასწარმეტყველი მუჰამედი მოციქულია. იგია ღმრთის კაცი, რომელიც ზეცათა სასუფევლისათვის იღწვოდა და შექმნა ისლამი-რელიგია, რომელსაც მილიარდი ადამიანი აღიარებს. ჩვენი ღმერთი არის მამა ყოველთა კაცთა, თვით მაჰმადიანებისა და ბუდისტებისაც. მე მწამს, რომ ღმერთს უყვარს მაჰმადიანები და ბუდისტები… და თუ მე ისლამის და ბუდიზმის წინააღმდეგ ვილაპარაკებ, მაშინ აღარ ვიქნები მასთან ერთობაში"(ალექსანდრიის პატრიარქის პართენის საჯარო სიტყვიდან). ამგვარი მაგალითი უამრავია.
ასეთ ერთობაში მყოფ ქრისტიანში თანდათან კვდება სარწმუნოებრივი სინდისი და მისი ეკლესიური შეგნება ილუზორული, მეოცნებე-ეგოისტური ხდება. იგი ფიქრობს, რომ მხოლოდ ის დარჩა ჯანმრთელი, ეკლესიის ყველა წევრი კი მის გარშემო და საერთოდ, მთელი ეკლესია ავად არის, და მხოლოდ თვითონ ვინც ეკლესიას სნეული და ცოდვილი უწოდა, შეძლებს ცხონების მოპოვებას. აი აქედან იწყება ეკლესიისა და ცხონების შესახებ მისი სწორი წარმოდგენის დასასრული. ეს არის მარტოობისა და სიკვდილის გზა, რადგან ასეთი კაცი საღმრთო მცნებათა ყანაში კი არ ნერგავს თავის სყლიერ ცხოვრებას, არამედ კაცობრივ, მშვინვიერ წარმოდგენათა ყანაში, რომლებიც მტკიცედ აჯაჭვავენ მას ამ ხრწნად სოფელს. ამის მიზეზი კი სჯულისაგან განდგომილებთან კონტაქტია, რაც არსებითად საღმრთო სჯულის შეცვლაში მონაწილეობის ტოლფასია.
საღმრთო სჯულის შეცვლა არის ცოდვა სარწმუნოების წინააღმდეგ-მწვალებლობა, ხოლო ის, რაც ამას მოსდევს შედეგად - სულიერი სიკვდილი!
ბევრი ამბობს, ჯერ უკანასკნელ ზღვარს არ გადავსულვართო. მაგრამ მაშინ გვითხარით, რა არის ან სად არის ეს უკანასკნელი ზღვარი, საიდან იცით, რომ ახლანდელი ზღვარი უკანასკნელის წინაა და რაღაც მომავალი ზღვარი-უკანასკნელი? ისინი ვინც ამას ამბობენ, კარგა ხანია გადასცდნენ ყველა ზღვარსა და მიჯნას. სამწუხაროდ, ჩვენც მათ შორის ვიყავით. შესაძლოა, ეს უმეცრების ბრალი იყო, ან იქნებ კაცობრივი შიშისა, ესოდენ მრავალსახოვანი რომ გახლავთ?
დღეს ბევრს ლაპარაკობენ ეკლესიაზე, საეკლესიო მშვიდობაზე, ეკლესიის ერთიანობაზე. მაგრამ კარგი იქნებოდა ჯერ განგვესაზღვრა, რა არის ჭეშმარიტი ეკლესია-ცხოველი ღმრთის სამკვიდრებელი, მერე გაგვერკვია, ვიმყოფებით თუ არა ჩვენ მასში; და მხოლოდ ამის შემდეგ გვეფიქრა საეკლესიო მშვიდობის მოპოვებასა და შენარჩუნებაზე. ეკლესიასთან მშვიდობა ყოველგვარი სხვა (მათ შორის საკუთარ სინდისთან) მშვიდობის მყარი საფუძველია. "ეკლესია არასოდეს ყოფილა და ვერც ვერასოდეს იქნებოდა შეცვლილი, დაბნელებული ანდა განდგომილი, რამეთუ მაშინ იგი ჭეშმარიტების სულს დაკარგავდა. არც ისეთი დრო შეიძლება ყოფილიყო ოდესმე, როდესაც ეკლესია თავის წიაღში ტყუილს მიიღებდა. არ იცნობს ეკლესიას და უცხოა მისთვის ის, ვინც იტყვის, რომ მასში შესაძლებელია ქრისტეს დაკნინება…ხოლო ის, ვინც ეკლესიის წიაღშია, არ ემორჩილება ცრუ სწავლებას, არ ღებულობს საიდუმლოს ცრუ მასწავლებლისაგან, თუკი იცის, რომ ეს მასწავლებელი სიცრუეს ასწავლის, არ იცავს ცრუ წესჩვეულებებს. ეკლესია არ ცდება თვითონ, რამეთუ ჭეშმარიტია, არ ეშმაკობს და არ სულმოკლეობს, რამეთუ წმიდაა. სწორედ ასევე ეკლესია, თვისი უცვალებლობის გამო, არ აღიარებს სიცრუედ იმას, რასაც ოდესმე ჭეშმარიტებად აღიარებდა"(ა.ს. ხომიაკოვი, "საეკლესიო ერთიანობა"). იქნებ დავდგეთ ეკლესიის მხარეზე, იქნებ არ ვუღალატოთ მის წმიდა გადმოცემებს?
ჩვენ ძალიან ბევრის გადატანა მოგვიხდა ბოლო ერთი წლის მანძილზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ძირითადი პრობლემა გადაწყვეტილების მიღება იყო-განვშორებოდი ამ იერარქებს თუ დამეცადა. ვცდილობდი ამეწონ-დამეწონა ყოველივე, თანაც ღმერთს ვევედრებოდი ჩემთვის და ჩემი დიდი ოჯახისათვის. მაგრამ ერთხელაც ყველაფერი ნათელი გახდა, შფოთი დაცხრა და გულში მტკიცე გადაწყვეტილება შემოვიდა. რა აზრი იყო ასეთი? მთელი ეს პატრიარქები და იერარქები, რაკიღა მათ საძაგელ რიტუალებში მონაწილეობენ, ღრმად მისტიურ ერთობაში არიან შამანებთან, ქურუმებთან და სხვა ათასნაირ შეგნებულ ღმრთისმგმობთან (ასე მაგალითად, ზემოხსენებულ კანბერაში, შამანების სამსხვერპლო მაგიდაზე "მართლმადიდებლები" წირვას ატარებდნენ). ამ მისტიურ ერთიანობაში ვიმყოფებით ჩვენც, რადგან ჩვენს იერარქებთან საეკლესიო ერთიანობის სავსებაში ვართ. ის ვინც ამ ერთიანობაში დარჩება, ასევე გადავა მარადიულობაში (თუკი არ შეიცვლება და არ შეინანებს) და პასუხს აგებს ამისათვის ღმრთის წინაშე, რადაგანაც იცოდნენ და არ გაექცნენ, არ განერიდნენ მათ, ვინც სულიერი წარწყმედისაკენ მიუძღოდა. და მხოლოდ თვითონ კი არ მიჰყვებოდა მათ კვალს, სხვებსაც ეპატიჟებოდა. რას იტყვი, მამა ლაზარე, ასე არ არის? დიახ, ეს სრული სიმართლეა!
ქრისტიანობა არ არსებობს აღმსარებლობის გარეშე, არც ჭეშმარიტებისაკენ სხვების მიზიდვის უკეთესი საშუალება არსებობს, ვიდრე ის, რომ შენ თვითონ გწამდეს იგი და კი არ კამათობდე ჭეშმარი- ტებაზე, არამედ აღიარებდე მას. სარწმუნოების აღიარება ქრისტიანის მოვალეობაა, სურს ეს მას მოცე- მულ მომენტში და ხელს აძლევს თუ არა: ქრისტიანობის და არა ნახევრადქრისტიქნობის, ქრისტესი და არა მისი თეატრალური სუროგატის აღიარება. ეკუმენიზმი კი გახლავთ რაღაც სპექტაკლი ამა სოფლის სცენაზე. მალე ფარდაც დაიხურება, მსახიობები გრიმს მოიხსნიან და ნამდვილ სახეებს გამოაჩენენ, სცენების დამდგმელიც გამოცხადდება და ამ დადგმების მიზანიც-დაუკარგოს ჭეშმარიტებას მისი, კაცთა მოდგმის ისტორიაში მთავარი მოქმედი პირის საკუთარი სახე. ყველა ამ ქმედების გამართლების მცდელობა-მათი შელამაზება ანდა რაღაც მსოფლიო (ეკუმენურსინკრეტული) ქრისტიანობის აღიარება მართლმადიდებელი სარწმუნოების გარეშე მხოლოდ სხვადასხვა როლის თამაშია ერთსა და იმავე უხეირო სპექტაკლში, რომელიც მალე დასრულდება.
თუ ვინმე შეძლებს დამიმტკიცოს, რომ ყოველივე ზემოთქმული სიმართლე კი არა, ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, ანუ ყველაფერი მოგონილია და სინამდვილეს არ შეესაბამება, მაშინ ჩემს შემდგომ ცხოვრე- ბაში ამ კაცს ჩემი და მთელი ეკლესიის მასწავლებლად ვაღიარებ, მაგრამ თუ ვინმე აქ დასმული კითხვების გვერდის ავლით შეეცდება ილაპარაკოს: საეკლესიო მშვიდობაზე-ღმერთის გარეშე, ეკლესიის მოწყობაზე-კეთილმსახურების გარეშე, მაშინ მე ჩავთვლი, რომ მან დაივიწყა რაკუთარი უკვდავი სული და და რაღაც წარმავალ სიკეთეებზე ზრუნავს, რომლებიც შესაძლოა სრულიადაც არ იყვნენ მატერიალური ხასიათისა.. არის ამსოფლად რაღაც უფრო "ფასეული"-"სულიერი" დიდება და პატივი მათთვის, ვინც ბრმაა და ბრმათა წინამძღვარი.
სიყვარულით,
მღვდელი ზურაბ აროშვილი
20 ოქტ./12 ნოემბ. დიდმოწამე არტემის ხსენება
გახსოვს, მამა ლაზარე, ერთხელ მითხარი: "რა უცნაური დროა - ვისთან ერთადაც რელიგიაზე ლაპარაკი არ შეიძლება, მასთან ერთად ლოცვა შეიძლება, ხოლო ვისთან ერთად ლოცვაც არ შეიძლება, იმათთან თანამოაზრეები ვართ".
ნუთუ ჩვენთვისაც ეს დრო დადგა?
აი, ზოგიერთი თემა დამატებითი განსჯისათვის:
…"1968 წლის ივნისში სრულიად მართლმადიდებელთა თათბირმა ჟენევაში გამოთქვა "მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო სურვილი იყოს ემს-ს ორგანული წევრი." ამის თაობაზე უწმიდესმა პატრიარქმა ათინაგორამ აუწყა საბჭოს 1968 წლის 30 ივნისის განსაკუთრებული წერილით. არავითარი დამატებითი შესწორება, მისიონერული მიზნების არავითარი ხსენება არ ყოფილა. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, კერძოდ რომელი რელიგიური გაერთიანების "ორგანულ წევრად" აცხადებენ მართლმადიდებელ ეკლესიას და როგორია ამ გადაწყვეტილების დოგმატური შედეგები.
1950 წელს ტორონტოში მიღებულ იქნა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ძირითადი დებულებები, რომლებიც ახლანდელზე უფრო ფრთხილი იყო, მაგრამ უკვე მაშინ უპირისპირდებოდა მართლმადიდებლურ სწავლებას ეკლესიის შესახებ. მე-3 პარაგრაფში ნათქვამია: "ემს-ს წევრი ეკლესიები აღიარებენ, რომ ეკლესიის კუთვნილება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მხოლოდ მათი ეკლესიის სხეულის კუთვნილება."
ხოლო ვინაიდან წინა, მე-2 პარაგრაფში ცხადდება, რომ "ე.მ.ს.-ს წევრ ეკლესიებს ახალი აღთქმის საფუძველზე სწამთ, რომ ქრისტეს ეკლესია ერთია", გამოდის ან შინაგანი წინააღმდეგობა, ანდა ახალი დოგმატის აღიარება, თითქოს შეიძლება ერთ ეკლესიას ეკუთვნოდე , ისე რომ მის დოგმატებს არ აღიარე ბდე და არ იყო მასთან ლიტურგიკულ ერთობაში…მაგრამ ეს პროტესტანტული სწავლებაა და არა მართ ლმადიდებლური.
იმისათვის, რომ ყოველივე ეს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციიდან შევაფასოთ, საკმარისია წარმოვიდგინოთ მსოფლიო ეკლესიის წმ. მამების რეაქცია ამ ამბებზე. განა შესაძლებელია, რომ მაშინ- დელ მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი თავი იმ საზოგადოების ორგანულ ნაწილად გამოეცხადებინა, რომელიც ევნომიანების, არიანელების, ნახევრად არიანელების, საბელიოზის ან აპოლინარიუსის მიმდევართაგან შედგებოდა?
არა და არა! პირიქით, მეორე მსოფლიო კრების 1 კანონი მათთან ორგანული გაერთიანებისაკენ კი არ მოგვიწოდებს, ანათემას გადასცემს მათ. ამგვარადვე ექცევიან შემდგომი მსოფლიო კრებები სხვა მწვალებლობებს.
მართლმადიდებლების ორგანული კუთვნილება თანამედროვე მწვალებელთა კრებულისადმი ამ უკანასკნელთ არ განწმენდს, ასეთ კრებულში შემავალ მართლმადიდებლებს კი კათოლიკე მართლმადიდე- ბლური ერთიანობისაგან განაშორებს. ეს ერთიანობა არ შემოიფარგლება თანამედროვეობით. კათოლიკო- ბა წმ. მამათა ყველა თაობას მოუცავს" (მიტრ. ფილარეტის "კათოლიკე ეპისტოლე", 14-27 ივლისი, 1965 წელი).
ყოველივე ეს 60-იან წლებში ხდებოდა. მერე რაღა იყო?
No comments:
Post a Comment