დიდი მარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ხატების თაყვანისცემის აღდგენას და ზოგადად ყველა მწვალებლობაზე გამარჯვებას. ეს დღესასწაული 842 წელს დაწესდა, როდესაც ეკლესიამ საბოლოოდ გაიმარჯვა ხატმებრძოლობის მწვალებლობაზე. საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით, ამ დღეს მწუხრის მსახურებაზე იკითხება მართლმადიდებლობის სინოდიკონი, სადაც ერთის მხრივ, საუკუნო ხსენებით იმკობიან მართლმადიდებლობის აღმსარებლები და ამავე დროს, წარმოითქმევა ანათემები მწვალებლობების, მათი მოთავეებისა და თანამოაზრეების წინააღმდეგ.
კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ დაშორდა ოფიციალური მართლმადიდებლობა მამათა სარწმუნოებას, არის თუნდაც ის ფაქტი, რომ მართლმადიდებლობის სინოდიკონი დღეს არ იკითხება (იშვიათი გამონაკლისების გარდა) არც ერთ ოფიციალურ საპატრიარქოში. სამაგიეროდ ის აღესრულება ყველა ჭეშმარიტ-მართლმადიდებელ ეკლესიაში, ანუ მათ მიერ ვისაც არა აქვს თანაზიარება ოფიციალურ (ფსევდო) მართლმადიდებელ იერარქებთან. მიზეზი იმისა, თუ რატომ ამოიღეს ეს მსახურება ოფიციალურ საპატრიარქოებში, ალბათ ნეთელია - დღეს, უკლებლივ ყველა ადგილობრივი ეკლესია, ჩავარდნილია ეკუმენიზმის მწვალებლობაში, და პირდაპირ თუ ირიბათ, ყველა მათგანი ლოცვით კავშირში იმყოფება მწვალებლებთან. უფრო მეტიც, თვითოეული ადგილობრივი ეკლესიის პირველ-იერარქის ზეპირი განცხადებებითა თუ ნამოქმედარით აშკარაა, რომ მათ არ სწამთ რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ქრისტეს ერთადერთი და ჭეშმარიტი ეკლესია. მათთვის საერთოდ არ არსებობს რაიმე განსხვავება მართალსა და ცრუ სარწმუნოებას შორის, მართლმადიდებლობასა და ერესს შორის. აქედან გამომდინარე, ოფიციალური საპატრიარქოების თვალში, სრულიად ეკარგება აზრი (და უხერხულიც არის) რაღაც ანათემების წაკითხვა იმ რელიგიური წარმოდგენების წინააღმდეგ, რომელთა მიმდევრებთან ერთად ისინი საერთო ლოცვებსაც ატარებენ და საერთო საიდუმლოებებსაც აწესებენ. მართლაც, როდესაც სჭირდებათ, ფრიად თანმიმდევრულები არიან ოფიციალური საპატრიარქოების მესვეურნი - სარწმუნოების მიზანმიმართულად ფეხქვეშ გათელვაში, მათ თანმიმდევრულობას ბადალი არა აქვს!
ხოლო, თუ ვინმეს კიდევ ერთხელ სურს დარწმუნდეს დღევანდელი ოფიციალური საპატრიარქოების მწვალებლურ შეხედულებებში, ვთავაზობთ კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეს, მართლმადიდებლობის კვირასთან დაკავშირებულ წლევანდელ ენციკლიკას, სადაც ის ქადაგებს (არც მეტი, არც ნაკლები) მწვალებლებთან ერთობის მართებულობას.
სხვა მრავალ "მარგილიტს" შორის, რომელიც უხვად მოიპოვება ამ ენციკლიკაში, და რომლის გაცნობაც (ინგლისურ ენაზე) მკითხველს ამ ბმულზე შეუძლია, მოგვყავს ერთი მცირე ციტატა:
"ქრისტიანეთა ერთობისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევა არის უფლის მიერ მოცემული მცნება და ანდერძი. თავისი ვნების წინ, მან ილოცა მამისადმი 'რაითა ყველანი ერთ იყვნენ, რაითა სოფელს ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე' (იოვანე, 17:21)."
და ამ სიცრუის მქადაგებელს 'მართლმადიდებელი' პირველ-იერარქი ჰქვია! შევახსენებთ მკითველს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, მაცხოვრის სიტყვები "რაითა ყველანი ერთ იყვნენ" ეხება მისი ეკლესიის წევრების ერთობას, მისი სხეულის ნაწილების ერთობას, ანუ მართლმადიდებელი ქრისტიანების ერთობას - ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შვილების ერთობას, ერთ სარწმუნოებაში ნათელღებულთა და ერთ ბარძიმში მაზიერებელთა ერთობას.
ხოლო მათ, ვისაც ამ ციტატაში პატრიარქი ბართლომე "ქრისტიანებად" მოიხსენიებს, არათუ არ არიან ქრისტეს ეკლესიის წევრები, არამედ იმ მწვალებლობებისა და ერესიარქების მიმდევრები არიან, რომლელთა წინააღმდეგაც, მართლმადიდებელი ეკლესია (ზუსტად დღევანდელ დღეს!) საქვეყნოდ კითხულობს ანათემების მსახურებას.
პატრიარქი ბართლომე რომ კითხულობდეს მართლმადიდებლობის სინოდიკონს, ეცოდინებოდა თუ როგორ ესმის ეკლესიას "ქრისტიენეთა ერთობა". ამ მსახურების დროს, გაძლიერებული ლოცვის კვერექსში ჩართულია დამატებითი მუხლები, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესია ლოცულობს მწვალებელთა ეკლესიაში დაბრუნებისთვის. მსახურებაში ასევე ითქმევა განსაკუთრებული სამღვდელო ლოცვა, რომლის დროსაც ეკლესია კვლავ სთხოვს უფალს, რომ მან გაუნათლოს გონება მწვალებლობაში მყოფთ, რათა ისინი დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და ეკლესიის ერთობას.
აი ასე ესმოდათ წმიდა მამებს "ქრიტიანეთა ერთობა" - მწვალებელთა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დაბრუნებით, და არა ისე როგორც ამას პატრაირქი ბართლომე ქადაგებს - ბუტაფორია, ეკუმენისტური, “დოგმატური მინიმალიზმის” საფუძველზე აღმოცენებული “ერთობა,” თავისი ლიმა-ლიტურგიებით და მკრეხელური თანალოცვებით, "ერთობა" ეკლესიის ფარგლებს მიღმა და ჭეშმარიტი სარწმუნოების ხარჯზე.
არ დააყოვნა ეკლესიათა მსოფლიო საბჭომაც და თავის ელეტქრონულ საითზე, პატრიარქ ბართლომეს ენციკლიკის ხოტბა გამოაქვეყნა. ე.მ.ს.-ეს თავმჯდომარე, დრ. ოლაფ ფიქსე ტვეიტი, პატრიარქ ბართლომეს ენციკლიკას, თავისი მნიშვნელობით, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ 1920 წელს გამოქვეყნებულ (ავად-სახსენებელ) ენციკლიკას ადარებს (ამ უკანსკნელის ტექსტი და ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ აქ.)
ისიც საგულისხმოა, რომ ე.მ.ს.-ეს ამავე ელექტრონულ გვერდზე, როგორც თავად მკითხველს შეუძლია იხილოს, მოთავსებულია მართლმადიდებლობის ზეიმის ხატი (იგივე, რომელსაც ჩვენს სტატიას ურთავთ თავში), რაც ამ წმინდა დღესასწაულის სრული დაცინვა და გამასხარავებაა - ე.მ.ს. წევრ-ეკლესიათა ურავლესობა ხომ ღია თუ ფარული ხატმებრძოლია და შესაბამისად იმათი სულიერი მემკვიდრე, ვიზე გამარჯვების ზეიმიც არის ამ ხატზე ასახული! მაგრამ როგორ უნდა მოვკითხოთ ე.მ.ს.-ეს მართლმადიდებლობის პატივისცემა, როდესაც მსოფლიო მართლმადიდებლობის "ლიდერი", სახეში აფურთხებს ეკლესიის ათასობით წმინდა აღმსარებელს, ღიად ქადაგებს რა მწვალებლობას მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულზე?
ხოლო ჩვენის მხრივ, განვეშორეთ რა ამგავარ ცრუ-იერარქებს, მთელი გულით ვუერთდებით ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტეანს, მსოფლიოს ყველა კუთხეში, და მათთან ერთად ვიმეორებთ დღევანდელი მსახურების ბოლო მუხლს:
"ანათემა მათ ვინც ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებს და ასწავლის, თითქოს ქრისტეს ეკლესია ე. წ. 'განშტოებებად' დაიყო, ანდა - თითქოს ეკლესია ხილულად არ არსებობს და მხოლოდ მომავალში შეიქმნება, როდესაც ყველა განშტოება (აღმსარებლობა) და სერთოდ ყველა რელიგია ერთ სხეულად გაერთიანდება. ანათემა მათაც, ვინც ეკლესიის მღვდლობასა და საიდუმლოებს, მწვალებელთა მღვდლობისა და საიდუმლოებისაგან არ განასხვავებს და ამბობს თითქოს მწვალებელთა ნათლობა და ევქარისტია საკმარისია ცხონებისათვის. ანათემა მათაც, ვისაც შეგნებულად აქვს ურთიერთობა (ლოცვითი კავშირი) ხსენებულ მწვალებლებთან, ანდა იცავს, ავრცელებს და ესარჩლება ეკუმენიზმის ახლად მოვლენილ მწვალებლობას, ვითომცდა ძმური სიყვარულის ანდა განყოფილი ქრისტეანების სავარაუდო გაერთიანების საბაბით!"
No comments:
Post a Comment