მენორას სანთლები ანუ "ხოხმა"

 
30 декабря, 2005 (АЕН) "...по инициативе Каталикоса–Патриарха всея Грузии Илии Второго состоялась его встреча с посланником Любавического Ребе в Грузии раввином Абрамом Михелашвили. Она прошла в резиденции главы грузинской православной церкви. Илия Второй тепло поздравил еврейский народ с праздником Хануки и зажег свечи ханукии, преподнесенной ему в дар раввином Михелашвили. Затем священнослужители спели первый псалом, патриарх на грузинском языке, а раввин – на иврите." 

მოციქულთა 71-ე კანონი: "თუ ვინმე ქრისტიანმა ზეთი მიიტანოს წამართულ ტაძარში და ურიათა შესაკრებელში მათ დღესასწაულზე, ან სანთელი აანთოს, უზიარებელ იქნეს."

***
იუდეველები ხანუკას დღესასწაულზე საზეიმოდ ანთებენ მენორას (რვატოტა შანდალს), რითიც გამოხატავენ სურვილს ღმერთთან, ჭეშმარიტებასთან, თორასთან (მოსეს ხუთწიგნეული) დაბრუნებისა. იუდაიზმის მისტიკური ტრადიცია – ხანუკას, მენორაზე სანთლების დანთების შესახებ ასეთია: “დღეს როდესაც ჩვენ ვანთებთ მენორას, ამით ჩვენ ვანთებთ საკუთარ თავში ღვთაებრივ ნაპერწკალს, როდესაც ჩვენი მენორა ანთია, ამით ჩვენ ვანახებთ ღმერთს, რომ ჩვენ მას ვეძებთ, მივისწრაფით მისკენ. მენორას დანთებით ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ შევიცნობთ ჭეშმარიტებას და ვიხილავთ ღვთაებრივ ნათელს ამქვეყნად. (რაბინი ლაზერსონი-”Jewsweek”)

აქედან გამომდინარე, ის ვინც ხანუკას დროს (გრძელდება რვა დღე) მენორაზე სანთლებს დაანთებს, ამით გამოხატავს სურვილს ჭეშმარიტების, ღმერთის ძიებისა, თორასთან (ძველ აღთქმასთან) დაბრუნებისა. ეს კი ახალი აღთქმის, ჭეშმარიტი მესიის, მაცხოვრის, ქრისტეს უარყოფის ტოლფასია. მენორაზე სანთლების დანთება, რომელიც არის სიმბოლო იუდაიზმისა , ანუ “ახალი” მესიის (ანტიქრისტეს) მოლოდინისა, ნიშნავს ჭეშმარიტ ნათელზე, თაბორის ნათელზე უარის თქმას და რაღაც ახალი “ნათელის” მოლოდინს.

იუდაიზმის მისტიკურ ტრადიციაში ჭეშმარიტების შემეცნების პროცესი სამ კატეგორიად იყოფა – ხოხმა, ბინა და დაათი. როდესაც ასურელებმა ისრაელი დაიპყრეს, მათ იერუსალიმის ტაძარში წაბილწეს ზეთი, რომლითაც ებრაელები მენორას (მაშინ იგი შვიდტოტა იყო) ანთებდნენ. მისტიური თვალსაზრისით, ზეთი (შემდგომ იგი სანთლებით შეცვალეს) არის სიმბოლო ხოხმისა (უმაღლესი ღვთებრივი სიბრძნე). იუდეველთათვის ხოხმა არის უმაღლესი ნიჭი , რომელიც უნდა გამოყენებულ იქნას მოსეს სჯულის შემეცნებასა და აღსრულებაში.

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გააუქმა ძველი სჯული, რომელიც იყო მხოლოდ აჩრდილი, მინიშნება, მოლოდინი ახალი აღთქმისა, ჭეშმარიტებისა. შესაბამისად მენორაზე სანთლების დანთება, მით უმეტეს იუდეველთა რაბინებთან ერთად ხანუკას დღეებში, არის ქრისტეს უარყოფის, ძველ სჯულთან მიბრუნების სიმბოლური ნიშანი, ანუ “ხოხმა”.

მღვდელი გელასი აროშვილი

No comments:

Post a Comment