Николай Дурново СУДЬБЫ ГРУЗИНСКОЙ ЦЕРКВИ. ნაწყვეტები. I

                                                 
ეგზარქოსი ალექსი
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები



Никола́й Никола́евич Дурново́ (23 октября (4 ноября) 1876, Москва — 27 октября 1937, Сандармох под Медвежьегорском, расстрелян) — российский лингвист, член-корреспондент АН СССР (1924), академик Белорусской АН (1928—1930, исключён). Труды по русской диалектологии, истории русского и славянских языков, русской морфологии, теории грамматики, а также по древнерусской литературе. Создал классификацию русских диалектов, в общих чертах принятую и современной наукой.

 «Русские экзархи в Грузии, посылаемые в Грузию, смотрят на эту страну, как на область, данную им на разграбление»...

«В ризнице Гелатскаго монастыря до 1870-х годов хранились миллионныя сокровища. Между ними были: 1) древне грузинское Евангелие XI века, в золотом окладе, с замечательными по редкости майоликами»... «Евангелие это, с разрешения экзарха Евсевия, было взято Кутаисским губернатором гр. Левашевым, который, сняв с него золотой оклад, заменил его малоценным серебряным, работы Сазикова. (!) Ныне богатый оклад с сего знаменитаго евангелиа сохраняется в музее гр. Строгонова, в Петербурге, куда поступил от гр. Панина. Англичане давали за оклад Евангелия сто тысяч фунтов стерлингов, 2) Патриаршее облачение имеретинских католикосов, из толстой шелковой материи, расшитое золотом и украшенное крупным жемчугом...

ახალმოწამენი. დეკანოზ ვასილ დოლაბერიძის ჩანაწერები, ანუ მიტროპოლიტ ნაზარის უკანასკნელი დღეები

 „...ეკლესიების გახურებული კეტვაა. თემებში გააფთრებული დარბის ქუთაისის ცეცხლის მქრობელთა რაზმის ყოფილი მეჯინიბე, ი. ხარაბაძე და ეკლესიას ეკლესიაზე ჰკეტავს. მას ტერორის ქვეშ ჰყავს დაყენებული მთელი საზოგადოება და ცოტაოდენის ცირგაობის შემდეგ, ღმერთის, ეკლესიისა და მის მსახურთა ხარჯზე, ჰკითხულობს ხოლმე, ვინ არის წინააღმდეგი ეკლესიის დაკეტვისა. აბა, ვინ იქნება თავზე ხელაღებული და იტყვის მეო, როცა თითო კაცს თითო ჯაშუში უდგას გვერდით და კიდეც რომ გაბედოს და სიტყვა, კრინტი დასძრას წინააღმდეგ, იმწუთში გააქრობენ იმ არემარედან. ეკლესიების დაკეტვა რომ მოათავეს და მერე ხელი მის ნგრევას მიჰყვეს. აუარებელი ეკლესია დააქციეს და ისიც საუკეთესოები. ბევრი თეატრად და სამკითხველოდ აქციეს. ესეც რომ მოათავეს, ახლა ხელი მიჰყვეს მისი ქონების განიავებას. 1924 წლის 19 ივლისია ძველი სტილით. დილით 8 საათზე უკვე ქუთაისის რკინიგზის სადგურზე ვართ მთელი კრებული მიტროპოლიტ ნაზარის მეთაურობით. მალე მატარებელი დაიძრა და რიონის სადგურს მივადექით. აქ ვუცდით ბათუმიდან მომავალ მატარებელს, ეგრეთ წოდებულ „მაქსიმ გორკის”.

ახალმოწამე დეკანოზი თეოდორე საგანელიძე


მამა თეოდორე დედასთან და მეუღლესთან ერთად.


იმ საშინელი ამბის მოწმეთაგან დღეს აღარავინ დარჩა ცოცხალი - 90 წლის წინ, განთიადზე, ზოგმა ონელმა შემთხვევით ნახა, სხვა ტუსაღებთან ერთად როგორ მიიყვანეს მდინარე ჭალულასთან კეთილსახიერი და ახოვანი მღვდელი. იგი გულში ჩამწვდომად გალობდა. ვერა და ვერ ესროდნენ, სამჯერ ჩამოიღო მამა თეოდორე საგანელიძისთვის დამიზნებული თოფი ჯალათმა - ენანებოდა... მერე ისევ განწირულმა შეაგულიანა: - მესროლე, შე კაცო, თორემ ასე თუ მიყურე, გალობა არასოდეს მომბეზრდება და შენც ვერ მორჩები შენს საქმესო...

ცოტა ხნით ადრე გააფრთხილეს მამა თეოდორე - ჯვრით და ანაფორით გარეთ გამოსვლას მოერიდეო, თუმცა კარგად იცოდნენ, ამაო იყო ეს შეგონება. მოძღვარს ღვთის გარდა არაფრისა ეშინოდა. ჰოდა, ერთ დღეს, როდესაც თავისი პატარა ნათლულის კუბოს ჯვრითა და საცეცხლურით წინ მიუძღოდა, შეიპყრეს და ონის გზას გაუყენეს. გზაში ბადრაგი პატიმრებს თურმე კადნიერად ეპყრობოდა. მამა თეოდორეს ჯერ შენიშვნა მიუცია, მაგრამ როცა მცველი უარესად გათავხედებულა, ხელები დაუჭირა თურმე, იარაღი აართვა და ჭკუაც ასწავლა...
ისეთი მუდარით ჰქონია მცველს თვალები სავსე, მამა თეოდორეს მალევე გაუშვია ხელი, თოფიც დაუბრუნებია და სხვა პატიმრებისთვის, რომლებიც სთხოვდნენ,  - მამა თეოდორე, ესროლე და შეფიცულებთან (ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან) გავიქცეთ წესურის მთებშიო, უთქვამს: - ამას ვაჟკაცი როგორ ესვრის, თანაც მღვდელი ვარ და სიკვდილს კი არა, მარადიულ სიცოცხლეს უნდა ვაზიარო ყველაო.
ონამდე მცველი თავდახრილი მიჰყოლია პატიმრებს... მაზრის მილიციის უფროსს მამა თეოდორე კაბინეტში შეუყვანია, წვერში ხელი ჩაუვლია და დაცინვით უთქვამს: - ხომ მოხვედი, მღვდელო, შენი ფეხით ჩემს კაბინეტში. ვნახოთ, რა შეგიძლიაო... მაგრამ ისეთი პასუხი მიუღია, სიკვდილამდე არ დავიწყებია.
1924 წლის 26 აგვისტოს, დილით, მილიციის უფროსს უკვე მიღებული ჰქონდა სტალინის დეპეშა, - შეწყვიტეთ პატიმართა დახვრეტაო, მაგრამ მამა თეოდორეს და სხვების დახვრეტის ბრძანება გასული რიცხვით გაატარა...
ძალიან საშიში კაცი იყო მთავრობისთვის მამა თეოდორე - უშიშარი, მართალი, ქაქუცას შეფიცულებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ამიტომ ყველაფერი იმ დღესვე "მოაგვარეს"  - დილის 5 საათზე პატიმრები ჭალულას ნაპირზე დახვრიტეს...
ბადრაგს, რომლისთვისაც მამა თეოდორეს იარაღი აურთმევია, მოძღვრისათვის უთქვამს,  - გაიქეცი, მამაო, ჯერ ისევ ბნელა. ჰაერში ვისვრი და ვიტყვი, ავაცილე-მეთქი. ამაღამ ძებნას აღარ დაგიწყებენ და გადარჩებიო...
მე კი გადავრჩები, მაგრამ ან ხალხს და ან შენ როგორ გიღალატოთ. ვიცი, ამის გამო რაც მოგელით და ცოდვაში ფეხს ვერ ჩავდგამო...
მისი დახვრეტის ამბავი ლეგენდად დადიოდა... პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორის, დავით ჩიტიძეს მოგონება: - ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ტყიბულში ინჟინრად გამამწესეს. ერთი უშველებელი კაცი მუშაობდა ჩვენთან, გვარად სოფრომაძე. ამ გოლიათს ერთხელ დაუტრაბახია: - ისეთი კაცი მყავს გამეტებული, როგორიც თეოდორე საგანელიძე იყო და თქვენ დაგინდობთო?!
შენ მოკალი თეოდორეო?!  - უხუვლია ხალხს და ქვებით ჩაუქოლავს ის სოფრომაძე...

მოამზადა მანანა ტუაევამ

ახალმოწამე მამა მიხეილ ყულოშვილი

ძალიან ჰყვარებია ხალხს მამა მიხეილ ყულოშვილი, - ქრისტიანებსაც და სხვა რჯულისებსაც... საზღვრის გადაღმა რომ ქვეყანაა, საინგილოდ წოდებული საქართველოს დაკარგული და გათათრებული მიწა, თავადაც დიდად შეიყვარა და, რაც გააჩნდა, სიყვარულითვე ამსახურა, ის კი არა, ერთადერთი ვაჟი, სემინარიადამთავრებული ნიკოლოზი კახეთს რომ დაფუძნდა, აღარ გააჩერა: - ჩემს შვილს მანდ რა გინდა, გადმოდი, აქაურ დევნილ ქრისტიანებს ვჭირდებით და გვერდით დამიდექიო

KARIBCHE
თავად მამა მიხეილს ახლობელთა დახმარებით უსწავლია წერა-კითხვა, ძალიან კარგად ფლობდა რუსულს, სომხურს, აზერბაიჯანულს და იუდეურს და ამ ენებზე წერა-კითხვაც შეეძლო. თურმე, საექიმო საქმეც ჩინებულად ეხერხებოდა და დახმარების გარეშე არავის გაუშვებდა...

საინგილოში რომ 1858 წელს ქართული სკოლა გაიხსნა, მამა მიხეილის დამსახურებაც გახლდათ, თავისი ხარჯით უყიდა მოსწავლეებს წიგნები და სკოლის შენობადაც საკუთარი სახლი გამოიყენა. მანვე აღადგინა იმ დროისთვის დაქცეული კასპის საყდარი.
პროფესორი მოსე ჯანაშვილი წერდა: "ჭეშმარიტ მღვდელს უყვარდა თავისი სამწყსო და ერსაც უყვარდა თავისი კეთილი მწყემსიო".
საინგილო იმ დროს სრულიად მოწყდა საქართველოს. გზები ჩაიკეტა, სოფლიდან კი არა, საკუთარი ბინიდან გამოსვლაც კი სახიფათო იყო. იქაურობა მუსავატელებმა დაიპყრეს, რომლებსაც თურქი ასკერები უმაგრებდნენ ზურგს... ეს რაზმები სოფელ-სოფელ დათარეშობდნენ, თურქულ სიმღერებს გაჰყვიროდნენ და ხალხს თავიანთ რაზმებში ჩაწერისკენ მოუწოდებდნენ, - აღარც ძარცვა-გლეჯას ერიდებოდნენ და აღარც მკვლელობას.. ბევრმა იქაურობა მიატოვა და თავს უშველა... სწორედ იმ დროს მოუგზავნეს მამა მიხეილს ხალხი, - გამაჰმადიანდი და შენი ხალხიც გადმოარჯულე, თორემ სიცოცხლეს მოგისწრაფებთო, ამ გარემოში სრულიად მარტო დარჩენილი მამა მიხეილი კი იმ დროს გამაჰმადიანებულ ქართულ სოფლებში დადიოდა, ხალხს აქრისტიანებდა და წირვა-ლოცვას აღავლენდა...
ამ ყველაფერმა იმდენად გააღიზიანა მუსავატელები, 93 წლის მოხუცი მღვდელი მზაკვრულად შეიტყუეს ერთ-ერთ სახლში და ყელი გამოჭრეს...

უკანასკნელ გზაზე, - 9 კილომეტრიან მანძილზე, მამა მიხეილს მთელი საინგილო გაჰყვა, რომლებმაც გულიდან ამოტანილი დიდი სიყვარული ცრემლად დაადინეს მოხუც მოძღვარს.
სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა

დავით გარეჯის მოღვაწეები XVII-XIX საუკუნეში.

"მოგვიახლოვდით, შვილნო საყვარელნო, და უფრო მოგიახლოვდებით ჩვენც, თქვენი ერთგული და მოყვარული მამები"
"მოგვიახლოვდით, შვილნო საყვარელნო, და უფრო მოგიახლოვდებით ჩვენც, თქვენი ერთგული და მოყვარული მამები"
როცა ურჯულო შაჰმა წმინდა დავითის მონასტერი მოაოხრა და 6000 ბერი მოწყვიტა, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე ამ დალოცვილი სავანის ფეხზე დადგომას; მაგრამ წმინდა მოწამეთა სისხლზე, როგორც კეთილ თესლზე, აღმოცენდა არა მარტო ის ცნობილი წითელი ვარდები, უდაბნოში ერთ ველზე რომ ხარობდნენ, არამედ ის ღირსი მამებიც, მშვენიერნი ყვავილნი ღვთისმშობლის ბაღისანი, რომლებიც აგრერიგად ამშვენებდნენ გარეჯის უდაბნოს XVII-XIX საუკუნეებში. იმდროინდელი ჟამთააღმწერელნი ძირითადად მეფეთა ცხოვრებაზე მოგვითხრობენ, იშვიათად ორიოდე სიტყვა თუ დასცდებათ იმდროინდელ სულიერ მამებზე. საინტერესოა მაშინდელი სიგელ-გუჯრები, ანდერძები, მინაწერები წიგნებზე, სადაც ნათლად ჩანს ღირს მამათა ცხოვრების ანარეკლი. წმინდა დავითის უდაბნო ხომ ბევრ მათგანს ექცა ყრმობის აკვნად, სულიერ სამჭედლოდ თუ საუკუნო განსასვენებლად. გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი, რომელნიც თუმცა წმინდანად არ არიან შერაცხულნი ეკლესიისგან, მაგრამ მათი მარტო სახელის ხსენებაც კი სულს გვიტკბობს. 
1721 წელს გარდაიცვალა წმინდა იოანე ნათლიმცემლის უდაბნოს მწირი ბერი, მამა გენადი თულაშვილი, სახლთუხუცესყოფილი დავით ერისთავისა. ღირსი მამა კვირით კვირამდე მმარხველი ყოფილა, 60 წელი არ ენახა სოფელი, მეფეთა და ეპისკოპოსთა გარდა, მონასტერში მისულთ არავის ეჩვენებოდა. ასე ღვაწლში გაუვლია ცხოვრება და გარდაცვლილა 140 წლისა. მასზე, პლატონ იოსელიანის ამ ცნობის გარდა, არაფერი ვიცით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ესეც მრავლისმთქმელია.

ხვალინდელი, საკვირაო სახარების განმარტება.

წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ კოსტანტინეპოლელ მთავარებისკოპოსისაჲ  თარგმანებაჲ წმიდისა სახარებისაჲ მათეს თავისაჲ

სიტყუაჲ ესე: 'სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა
უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა
მას შინა საწნეხელი და აღდგა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ
და წარვიდა. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფისაჲ, მიავლინნა მონანი მისნი
მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ
მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდნეს და რომელთამე
ქვაჲ დაჰკრიბეს. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა,
და მათცა ეგრევე უყვეს
ამის იგავისაგან მრავალთა საქმეთა მოასწავებს ქველისმოქმედებათა ღმრთი/სათა,
რომელნი პირველითგან ქმნნა ჰურიათა თანა, და მათსა მას მარადის
კაცის-მკლველობასა, და ვითარ არარაჲ დაუტევა ღმერთმან, რომელიცა
ღონე იყო მოქცევად მათდა, და მათ არა ინებეს, არამედ წინაჲსწარმეტყუელნი
იგი მივლინებულნი მათა მოსწყჳდნეს, და არავე გარემიიქცა
მათგან, არამედ ძე თჳსი მოავლინა

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე). ხვალინდელი, საკვირაო სახარების შესახებ.


სიტყვა მეცამეტესა კვირიაკესა ზედა

                                                                                                 იგავი ვენახსა ზედა (მათ. 21, 32-42).

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყურადღებით მოისმინეთ დღეს წარკითხული სახარებისაგან იგავი. უეჭველია, კიდეც მიჰხვდით, რომ ამ იგავში უფალმან იესო ქრისტემან მიფარულად და საიდუმლოდ აღწერა ბოროტი თვისება, უნაყოფოება, უმადურება ებრაელთა. ვენახი იგი, რომელი დაასხა სახლსა უფალმან, მიფარულად ჰნიშნავდა იუდეიათ ქვეყანასა; სახლისა უფალი თვით ღმერთსა; ზღუდე ვენახისა, საწნახელი, გოდოლი, რომელი აღაშენა სახლისა უფალმან, მოასწავებენ ყოველთა მათ ხორცილთა და სულიერთა სიკეთეთა, მშვიდობასა, სიმდიდრესა, სჯულსა, მადლსა, რომლითა ღმერთმან შეზღუდა და შეამკო ქვეყანა იგი ურიათა. რისთვის მისცა ღმერთმან ეგოდენი მადლი ურიათა? მისთვის, რომ თავ-თავის დროზედ გამოიღონ ნაყოფი, ესე იგი: სარწმუნოება, სასოება, კეთილნი საქმენი და სხვა;

წმ.იოანე ოქროპირი. მიძინებისათვის წმიდისა ღმრთისმშობლისა.

საყუარელნო, მოვედით და ისმინეთ წმიდისათვის ქალწულისა ქებაი, ვითარ ადიდა შობილმან მშობელი თვისი, ძემან ღმრთისამან და თვით ღმერთმან დედაი თვისი! რაი-მე ვთქუათ, ძმანო ჩემნო, რომლითა ენითა ანუ რომლითა პირითა შეუძლოთ თქუმად მსგავსი ქებად მისა?
რამეთუ ესე ქალწული გამოჩნდა უმაღლეს ცათა და საყდართა და ამისთვის ვერ შეუძლებს მიწისაგანი ესე ენაი ჩემი გამოთქუმად, ვითარმედ ვიტყოდი და არა ვდუმნე, რამეთუ ამის ქალწულისათВ მოსე, დიდმან წინაწარმეტყუელმან, ესრე თქუა სულითა წმიდითა, რამეთუ: მე მოვიდე და დავემკვიდრო კაცთა შორის და შემდგომი ამისი.

წმ. იოანე დამასკელი. სწავლება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახე.

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა


                                                           თავი ორმოცდამეთექვსმეტე

                                                   რომ ღვთისმშობელია წმინდა ქალწული.

საკუთრივად და ჭეშმარიტად ღვთისმშობლად ვქადაგებთ წმინდა ქალწულს, რადგან ისევე, როგორც ჭეშმარიტი ღმერთია მისგან შობილი, ასევე ჭეშმარიტი ღვთისმშობელია ის, რომელმაც შვა თავისი თავისგან ხორცშესხმული ჭეშმარიტი ღმერთი. ვამბობთ, რომ მისგან იშვა ღმერთი, მაგრამ არა იმგვარად, რომ სიტყვის ღმრთეებამ არსებობის დასაბამი მისგან მიიღო, არამედ იმგვარად, რომ თვით ღმერთი-სიტყვა, საუკუნეთა უწინარეს მამისგან უჟამოდ შობილი და მამასთან და სულთან დაუსაბამოდ და მარადიულად მყოფი, უკანასკნელ დღეებში ჩვენი ხსნის გამო მის მუცელში შთამკვიდრდა და, შეუცვლელად ხორცშესხმული მისგან, იშვა, რადგან არათუ ლიტონი კაცი შვა წმინდა ქალწულმა, არამედ - ჭეშმარიტი ღმერთი, არა - შიშველი, არამედ - ხორცშესხმული, არა - ციდან ჩამომტანი სხეულისა, არა - ქალწულში, როგორც არხში გამავალი, არამედ - მისგან ჩვენი თანაარსი ხორცის მიმღები და თავის თავში შემაგვამოვნებელი.

მიძინება ყოვლადწმიდისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე). სიტყვა დღესა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა მიძინებისასა


ოდეს კაცი ვინმე გარდაიცვლება ქვეყანაზე, მაშინ ყოველნი მისნი მახლობელნი, მცნობელნი და მონათესავენი სტირიან და სწუხან; ხოლო დღესა გარდაცვალებისასა დიდხანს იხსენებენ გლოვითა და მწუხარებითა. გარნა ჩვენ ქრისტიანენი, სიხარულითა და დღესასწაულობითა ვიხსენებთ დღეს მიძინებასა, ანუ მიცავლებასა ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობელისასა.