საყუარელნო, მოვედით და ისმინეთ წმიდისათვის ქალწულისა ქებაი, ვითარ ადიდა შობილმან მშობელი თვისი, ძემან ღმრთისამან და თვით ღმერთმან დედაი თვისი! რაი-მე ვთქუათ, ძმანო ჩემნო, რომლითა ენითა ანუ რომლითა პირითა შეუძლოთ თქუმად მსგავსი ქებად მისა?
რამეთუ ესე ქალწული გამოჩნდა უმაღლეს ცათა და საყდართა და ამისთვის ვერ შეუძლებს მიწისაგანი ესე ენაი ჩემი გამოთქუმად, ვითარმედ ვიტყოდი და არა ვდუმნე, რამეთუ ამის ქალწულისათВს მოსე, დიდმან წინაწარმეტყუელმან, ესრე თქუა სულითა
წმიდითა,
რამეთუ:
მე
მოვიდე
და
დავემკვიდრო
კაცთა
შორის
და
შემდგომი
ამისი.
ოსე წინაწარმეტყუელმან თქუა: ვიხილე ყრმაი წიაღთა ქალწულისათა და ეზეკიელ დახშული ბჭეი იხილა, რომელი არავინ გავლო, გარნა ღმერთმან, და დახშულივე ჰგიეს. დანიელ თქუა: მთისაგან ლოდი თვინიერ ხელისაგან კაცისა გამოკუეთილი, ესე იგი არს, თვინიერ
მამაკაცისა
შობაი.
ხოლო
ესაია
ცნა
ურჩთაი
მათ
და
ქედ-ფიცხელთაი
სიტყუაი
იგი
მოსეისი,
რომელ
თქუა,
რამეთუ:
ნათესავი
ესე
განდრეკილი
არს,
რომელთა
თანა
არა
არს
სარწმუნოებაი.
ამისთვის
განცხადებულად
ღაღად-ყო: აჰა ესერა
ქალწული
მიუდგეს
და
შვეს
ძე
და
უწოდიან
სახელი
მისი
ემანუელ,
რომელ
არს:
ჩუენ
თანა
ღმერთი.
რაჟამს იხილა ღმერთმან ნათესავი კაცთაი წარწყმედული და მსხდომარეი ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, წარმოავლინა მთავარი
ანგელოზთაБ
გაბრიელ
ქალწულისა
მარიამისა
ხარებად
მისა,
და
თქუა:
გიხაროდენ,
მიმადლებულო!
უფალი
შენ
თანა!
რამეთუ
იქმენ
შენ
ტაძარ
სულისა
წმიდისა,
და
ქრისტე
ხორციელად
იშვეს
შენგან.
აწ
მე
აღძრულ
ვარ
ხარებისა
მისთვის,
უმეტეის
ხოლო
მთავარანგელოზი
სახარებისა
მიერ
და
ამას
ქებასა
შევსწირავ
წმიდისა
ქალწულისა,
ვეტყვი
უხრწნელსა
მას:
გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა!
გიხაროდენ,
წმიდაო
ღმრთის-მშობელო
მარიამ!
გიხაროდენ,
დედოფალო
ბრწყინვალეო!
გიხაროდენ,
ქალწულო,
დედაო
უფლისა
ჩუენისა
იესუ
ქრისტესო!
გიხაროდენ,
კიდობანო
შჯულისაო!
გიხაროდენ,
კარაო
საწამებელო!
გიხაროდენ,
ტაძარო
უფლისაო!
გიხაროდენ,
საყდარო
ქრისტესო!
გიხაროდენ,
ჭურო
პატიოსანო!
გიხაროდენ,
ტაკუკო
ოქროისაო,
სავსეო
მანანაითა,
ცუარითა
მით
ზეცისაითა!
გიხაროდენ,
ღრუბელო
ნათლისაო!
გიხაროდენ,
ზღუდეო
სიმტკიცისაო!
გიხაროდენ,
სუეტო
შეურყეველო!
გიხაროდენ,
წყაროო
სიწმიდისაო!
გიხაროდენ,
სამკვიდრებელო
ჭეშმარიტებისაო!
გიხაროდენ,
საზღვარო
სარწმუნოებისაო!
გიხაროდენ,
მარგალიტო
ჭეშმარიტებისაო!
გიხაროდენ,
ანთრაკო
პატიოსანო!
გიხაროდენ,
ცაო
ქერობინო
და
საყდარო
უფლისაო!
გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო და სამკვიდრებელო ქრისტეს ძისა ღმრთისაო,
რამეთუ
შენთვის
თქუა
ამბაკუმ
წინაწარმეტყუელმან,
ვითარმედ:
ამაღლდა
მზეი
და
მთოვარეი
დადგა
წესსა
ზედა
თვისსა,
ესე
იგი
არს:
’’ამაღლდა
მზეი’’
_ იშვეს
ღმერთი
ქალწულისაგან,
’’და
მთოვარეი
დადგეს
წესსა’’
-ქალწული
ქალწულადვე
ეგოს.
დავით თქუა: გარდამოხდეს ვითარცა წვიმაი საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რაი ცურინ ქუეყანასა ზედა.
პირველად მოსე მთასა ზედა სინასა მაყულოვანად გიხილა შენ შეუწუველად, და გედეონ საწმისად გიცნა, და დავით ვითარცა ცუარი იხილა გარდამომავალი, ოსე ქალწულად
უხრწნელად
გქადაგა
შენ,
ეზეკიელ
-ბჭედ
სიწმიდისად,
დანიელ
-მთად
შეურყეველად,
ესაია
ძირად
იესეისად
გქადაგა,
ნათან
თქუა,
ვითარმედ:
ქალწულისაგან
შობილისა
განიხაროს
ყოველმანნ
ხორციელმან,
ვითარცა
მთავარანგელოზმან
გახარა:
გიხაროდენ,
ტაძარო
სულისა
წმიდისაო,
საყდარო
უფლისაო!
აწ ჩუენ ყოველნი მორწმუნენი, ღმრთივ განბრძნობილნი და წიგნთაგან
სწავლულნი
საღმრთოთა
მეცნიერად,
ღმრთის-მშობელად
აღგიარებთ
და
თაყუანის-გცემთ,
ვღაღადებთ
და
კუალად
ვიტყვით:
გიხაროდენ,
მიმადლებულო!
უფალი
შენ
თანა!
გიხაროდენ,
მაყუალო
შეუწყველო!
გიხაროდენ,
ცაო
საცნაურო,
საყდარო
უფლისაო,
რომლისაგან
გამობრწყინდა
მზეი
იგი
სიმართლისაი,
გიხაროდენ,
სამოთხეო
სიწმიდისაო,
რომელმან
აღმოგვიცენე
უკვდავებაი
და
ცხოვრებაი!
გიხაროდენ,
ხეო
ცხორებისაო,
რომელმან
გამოიღე
ნაყოფი
ცხორებისაი,
რომლისაგან
ვცხონდით
ყოველნი!
რამეთუ დასაბამსა დაბადებისა კაცთაისა პირველ დაბადებული იგი მამაი ჩუენი ადამ ხისა მისგან ნაყოფისა, რომელი გამოეღო ხესა მას ცხორებისა კეთილისა და ბოროტისა, დედაკაცისა მიერ შესცთა და ჭამა იგი და სამოთხისა მისგან ექუსორია იქმნა იგი ორნივე და ჩუენ ყოველნი; ხოლო რაჟამს წმიდამან ქალწულმან ანგელოზისა მიერ ’’გიხაროდენი’’ შეიწყნარა, მყის პირველ
შექმნული
იგი
მამაი
ჩუენი
დაცემისაგან
აღემართა,
და
წყევაი
პირველისა
დედისა
ჩუენისა
ევაისი
განქარდა,
და
სიხარულით
ეტყოდა:
კურთხეულ
ხარ
შენ,
ასულო,
რამეთუ
ჩუენ
დაცემულნი
შენ
მიერ
აღვემართენით.
გიხაროდენ, ნათელო, განმანათლებულო ყოვლისა სოფლისაო!
გიხაროდენ,
წმიდაო
ქალწულო
უხრწნელო,
რამეთუ
შენ
მიერ
ცხონდა
ყოველი
დაბადებული!
გიხაროდენ,
წმიდაო
ქალწულო
მარიამ,
საუნჯეო
დაბეჭდულო!
გიხაროდენ,
საფასეო
დიდისა
მეუფისაო,
რომელი
განამდიდრებ
ყოველსა
სოფელსა!
გიხაროდენ,
ნათელო
მწუხრისაო
დაუშრეტელო,
რომლისათვის
იტყვის
სვიმეონ
წინაწარმეტყუელი,
ვითარმედ:
ვიხილეთ
ნათელი
სამწუხროი,
რომელი
იშვა
შენგან;
რომლისათვის
წინაწარმეტყუელი
იტყვის:
ნათელი
გამობრწყინდა
წარმართთა
ზედა
და
დიდებად
ერისა
შენისა
ისრაელისა.
მინდა დუმილი და კმა-ყოფად ქებაი ესე წმიდისათვის ქალწულისა მარიამისა, არამედ რაჟამს მოვიხსენი მე ნაყოფი მუცლისა მისისაი, არა მიტევის მე კმა-ყოფად; და რაჟამს მოვიხსენი მე ცთომაი იგი დედისა ჩუენისაი, აღვივსი მე ცრემლითა; და რაჟამს მოვიხსენი კუალად ნაყოფი წმიდისა ქალწულისაი, აღვივსი მე კუალად სიხარულითა და ვითარცა ჯურღუმული წყლისა ცხოველისაი, აღმოვდუღდი და კუალად ვიტყოდი: აწ მოვედით, მორწმუნენო, და ვდღესასწაულობდეთ წმიდისა ქალწულისა
სახსენებელსა!
რამეთუ ანგელოზნი ცათა შინა იხარებენ და ჩუენ ქუეყანასა ზედა ვღაღადებთ და ვიტყვით: დღეს ქუეყანისა ტაძარი ღმრთისა სიტყვისაი მიიცვალების, ზეცისა იერუსალემსა
დაემკვიდრების;
დღეს
ქალწული
ზეცად
მიიცვალების
ქუეყანისაგან;
დღეს
კარავი
ქუეყანისაი
ზეცისა
კარავ
იქმნების;
დღეს
ტაძარი
ქუეყანისაი
ზეცად
ამაღლდების;
დღეს
საყდარი
ქუეყანისაი
ზეცისა
საყდარ
იქმნების;
დღეს
ეზოი
იგი
კარვისაი,
რომელსა
ჰრქვან
წმიდაი
წმიდათაი,
ზეცისასა
მას
კარავსა
ბრწყინვალესა
მიიცვალების;
დღეს
მაყუალი
იიგი
შეუწუველი
ზეცისა
სძალ
იქმნების;
დღეს
გამოუთქუმელი
ქორწინებითა
ცათა
დაემკვიდრა
და
მის
თანა
იხარებს
პირველი
დედაი
ჩუენი;
დღეს
უხრწნელი
დედოფალი
მარიამ
ზეცისა
ქერობინ
იქმნების;
დღეს
პირველი
იგი
მამაი
ჩუენი
სიკუდილისაგან
განთავისუფლდების;
დღეს
ხილული
იგი
უხილავ
იქმნების
კაცთაგან,
არამედ
იხილვების
ანგელოზთაგან.
ესე
ჩემი
თქუმად,
ვითარცა
პირველ
ვთქუ.
ნუუკუე ვინმე ძნიად მსმენელთაგანმან იკადროს და თქუას: ძმანო საყუარელნო, თუ ვითარ შესაძლებელ არს ესოდენსა დიდებასა მიწევნად წმიდაი ქალწულიო, დაიყავნ იგი პირი, რომელი იტყოდის სიცრუვესა, არამედ აღმო-ღა-ვიკითხნეთ მცნებანი ღმრთისანი, რომელსა გუასწავებს უფალი: პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა. არა-მე-მცა თვით უფალმან უფროის ყოველთასა პატივ-სცაა თვისსა მშობელსა?
და ესე რავდენი ვთქუთ დიდებაი წმიდისა ქალწულისაი, მრავლისაგან მცირედი გვითქუამს, ხოლო იგი უბიწოი უფროისსა დიდებასა მიიწია, რომელსა ვერ შეუძლებს ენაი ესე ჩემი თქუმად, ვითარცა პირველ ვთქუ.
არამედ, საყუარელნო, მოვედით, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ხსენებასა ყოვლად-წმიდისა ქალწულისასა, რამეთუ ანგელოზნი
ცათა
შინა
იხარებენ
და
ჩუენ,
ძენი
კაცთანი,
ხსნილნი
საცთურისაგან,
ვდღესასწაულობდეთ
ქუეყანასა
ზედა
და
შევსწირვიდეთ
დიდებასა
და
ქებასა
მამისა,
ძისა
და
წმიდისა
სულისა,
რომლისაi
არს
დიდებაი
და
პატივი,
ძალი
და
სიმტკიცეი
უკუნითი
უკუნისამდე.
ამენ.
No comments:
Post a Comment