წმ.იოანე ოქროპირი
ფერისცვალებისათვის მაცხოვრისა
ბრწყინვალე არს ჩუენდა კრებაი ესე დღისაი ამის, საყუარელნო; ბრწყინვალე არს დღესასწაული ჭეშმარიტისაი ამის ტალავრობისაი უფროის ძუელისაი მის; ბრწყინვალე არს კარავი ესე ჩუენი უფროის პირველისა მის; არა ფურცელთაგან ხეთაისა შექმნულ არს, რომელთა წარმავალი საჭმელი გამოაქუს, არამედ საღმრთოთაგან წესთა შემკულ არს, რომელსა სულიერი და წარუვალი საზრდელი აქუს; არა საწუთროი ტალავარი არს, არამედ საუკუნოი კარავი არს, რომელი მოუკლებელ არს მკვიდრთაგან; არა თუ ცეცხლითა განილევის, არამედ მადლითა განმტკიცნების, რომლისათვის იტყვის წინაწარმეტყუელი: უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა?
ტაძარი არს სამეუფეო და ეკლესიაი ღმრთისა ცხოველისაი, სუეტი და სიმტკიცეი ჭეშმარიტებისაი, რომელსა შინა ვდღესასწაულობთ დღესასწაულსა სიხარულისასა და მიუთხრობთ საკვირველებათა უფლისათა.
დღეს თაბორი ცათა მობაძავ იქმნების, რამეთუ ჰხედავს დიდებასა შემოქმედისა თვისისასა, შეიმკების ღრუბლითა ნათლისაითა და იხარებს ხმითა მამისაითა.
დღეს მოსე შჯულის მდებელი გვირგვინოსან იქმნების წამებითა მამისაითა, რამეთუ რომლისათვის წინა-აუწყა ისრაელსა, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი აღდგიდგინოს თქუენ ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე, მისი ისმინეთ. ამას დაამტკიცებს მამაი და იტყვის: ეგე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ. იგი იტყოდა, ვითარცა მომავალისასა, ვითარმედ: ''მისი ისმინეთ'', ესე იგი არს, ოდეს მოვიდესო. ხოლო ესე უწამებს, ვითარცა თანა მდგომარესა, ვითარმედ: ''მაგისი ისმინეთ'', ესე იგი არს, რომელი მოვიდა და თქუენ შორის დგას.
დღეს ელიაცა, ეტლი იგი ისრაელისაი და მხედარი მისი ფრიად იხარებს, რამეთუ რომელმან-იგი ხორცითა საკვირველთა საყოველთა შინა დაჰმარხა, იხილა იგი ხორც-შესხმული ჭეშმარიტად, და რომელმან-იგი უკუდავებისა ხეი უჩუენა, იხილა იგი ვნებად ნებსით მოსრული. დღეს თავნი იგი მოწაფეთანი უფროის აღმაღლდებიან, რამეთუ იხილეს მიუწუდომელი კაცთმოყუარებაი.
უკუეთუ ქუეყანისა მეუფემან უშინაგანეისთა მსახურთა თვისთა აუწყის საიდუმლოი თვისი და უხარინ, რამეთუ ღირს იქმნნეს ცნობად საიდუმლოსა უფლისა თვისისასა, რავდენ უფროის პეტრე და მის თანანი იგი, რომელთა ზეცისა მეუფემან უჩუენა გამოუთქუმელი იგი ხილვაი, რომლისა ქერაბინთაცა შეუძლებელ არს თუალთა შედგმად! რამეთუ უფროისა მათსა ღირს იქმნეს ესენი: იგინი საყდართა ქუეშე ეტლის-თუალედთა იფარვიან და არავის უთხრობენ დიდებასა მისსა; ხოლო ესენი არა ხოლო თუ თუალით ხილვად, არამედ ხელითაცა მსახურებად და უფროისღა ყოველთა კიდეთა აუწყებენ დიდებასა მისსა და მიუთხრობენ ყოველთა საკვირველებათა მისთა; იგინი თვით ხოლო ურთიერთას იტყვიან ქებასა, ხოლო ამათ ყოველი სოფელი აღავსეს ღმრთის მეცნიერებითა, გალობასა აქებენ.
რაი-მე ვთქუა, ანუ რასა-მე ვიტყოდი ღმრთივ შუენიერისა ამისთვის საკვირველებისა? რამეთუ გონებაი გულს-მოდგინე არს, ხოლო ენაი უძლურ. არამედ შემინდვეთ მე სიტყუად, რამეთუ არა მნებავს მე დუმილი. ხოლო შემეწიენით, რაითა არა მოვმედგრდე; ლოცვა ყავთ ჩემთის, რაითა ვიტყოდი თქუენ თანა, რომელი-ესე გუესმა წმიდისა სახარებისაი, ვითარმედ: შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე, იაკობ და იოანე.
რაი-მე არს ''შემდგომად ექუსთა დღეთა, ვითარცა-იგი მათე და მარკოზ აუწყებენ. ხოლო კუალად ლუკა იტყვის
ვითარმედ, შემდგომად სიტყუათა მათ ვითარ რვა ოდენ დღე. ნუ ვინმე რიცხვისა ამ ის განყოფილად თხრობითა უმეცარ იყოს დღისა მისთვის, რამეთუ ჭეშმარიტად მართალ მოგვითხრეს მახარებელთა, რამეთუ მათე და მარკოზ არა თანა-შეჰრთვენ პირველსა ამას დღესა, რომელსა სიტყუანი იგი ითქუნეს, და არცა უკუანაისკნელსა, რომელსა შინა იცვალა ხატი დიდებისაი, არამედ შაშოვალ პირველისა და მერვისა, ექუსთა ხოლო დღეთა გვითხრობენ, ვითარმედ: შემდგომად ექუსისა დღისა. არამედ ლუკა პირველსა მასცა და უკუანეისკნელსა თანა-შეჰრთავს და ერთბამად აჰრაცხს, ვითარმედ: შემდგომად სიტყუათა მათ ვითარ რვა ოდენ, ანუ მერვესა დღესა. აწ უკუე დღეთა მათთვის ეგოდენ იყავნ სიტყუაი. არამედ მასვე სიტყუასა მოვიდეთ, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე.
ჰოი სამ გზის ნეტართაი ამათ მოწაფეთაი! სამ გზის პატივი უფროის სხუათასა: რამეთუ პირველ, ოდეს-იგი ასული შესაკრებელთ მთავრისაი მის აღადგინა, ოდეს-იგი მივიდოდა მათ თანა ვითარცა კაცი, ხოლო აღადგინა მკუდარი იგი მხოლოითა სიტყვითა, ვითარცა ღმერთ არს; და მერმე ამას დიდებულსა ხილვასა, ოდეს-იგი აღვიდოდა მათ თანა ლოცვად მთასა მას ვითარცა კაცი, ხოლო გამობრწყინდა დიდებითა ღმრთეებით; და მერმე კუალად, ოდეს-იგი მივიდოდა ცხორებისა ვნებასა ნეფსით განზრახვით მას ღამესა, რომელსა მისცემდა თავსა თვისსა, და მივიდა გეთსიმანიად მათ თანა ვითარცა კაცი და იტყოდა: მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკუდიდმდე, და ილოცვიდა: მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო განუმზადებდა ყოველთა ცხორებასა და უკუდავებასა, ვითარცა ღმერთ არს, რაითა სამთა ამათ სამ გზის პატივითა სამებისაი იგი სარწმუნო ყოს ყოველთაი საიდუმლოი, რამეთუ იგი არს, რომელი შორის სამებასა იდიდების, რომელი მათ შორის მონისა ხატითა იქცეოდა.
ხოლო ამას რაი ვიტყვი, არა თუ სხუათა მათ მოწაფეთა პატივსა დავამცირებ, არამედ რომელთა იგი იხილეს მიუწუდომელი საკვირველი, ვაქებ, ვითარცა იგი ნეტარი იოვანე ღმრთის-მეტყუელ ითქუმის საყუარელად უფროის სხუათასა, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: მოწაფეი იგი, რომელი უყუარდა იესუს. არა თუ სხუანი იგი არა უყუარდეს, რამეთუ მათცა იგი ზომი მადლი აქუნდა და ჰრქუა: უფროის ამისა სიყუარული არავის აქუს, ვითარმცა სული ვინმე თვისი დადვა მეგობართა თვისთა ზედა. თქუენ მეგობარნი შეასმენს სიტყუაი იგი სხუათა მათ, არამედ მისსა სიტყუასა უფროისად ბრწყინვალე ჰყოფს.
და კუალად ავიდოდა იესუ მთასა მას ლოცვად, რომელ-იგი სხუასაცა ჟამსა და ოდესვე ილოცვიდა და უფროისღა იორდანეს ნათლის-ღებასა მას მისსა. ჟამსა მას ოდენ განეხუნეს ცანი და გარდამოხდა სული წმიდაი და მამისა მიერ იწამა ძედ საყუარელად.
ესევე დღესცა ილოცვიდა მას ჟამსა დიდებისა თვისისასა, ოდეს- იგი გამობრწყინდა მამულისა მის დიდებისა ბრწყინვალებითა; და კუალად მამისა მიერ იწამა მითვე ხმითა ძედ; არა თუ ლოცვითა მოიღებდა იგი ღმრთისაგან და მამისა პატივსა და დიდებასა და არცაღა თუ ვედრებითა იწოდებოდა ძედ, რამეთუ იგი თვით არს, რომელი შეიწირავს ყოველთაგან ვედრებასა და რომლისა მოდრკეს ყოველი მუხლი ზეცისათაი და ქუეყანისაი და ქუესკნელთაი, და ყოველმან ენამან აღუვაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე არს. არამედ რაითა აჩუენოს სრული მსგავსებაი ჩუენისა მის ბუნებისაი თვინიერ ცოდვისა და რაითა ლოცვათა ჩუენთა წინამძღუარ იქმნეს მამისა თანა, ვითარცა-იგი შოვა-მდგომელ არს და მღდელთ-მოძღუარ ღმრთისა მიმართ, რაითა შესწირვიდეს ლოცვათა ჩუენთა და გვილხინებდეს ცოდვათა.
და ვითარცა-იგი ნათლის-ღებითა მით არა თუ განწმედასა მოიღებდა წყალთა მათგან, არამედ უფროისღა მისცემდა სიწმიდესა, ეგრეცა ლოცვითა ამით არა თუ წყალობასა და შეწყნარებასა მოიღებდა, არამედ უფროისღა შეწყნარებულ ჰყოფდა, მლოცველთა მიჰმადლებდა წყალობასა.
რამეთუ მუნ ნათლის-ღებასა მას ახალი ელია იყო თვითმხილველ და მსახურ და ქადაგ, ხოლო აქა ძუელი იგი ელია განახლებული წინაშე-მდგომელ და თანა-მზრახველ და თანა-ზიარ საიდუმლოისა მის.
ჰოი საკვირველი და მიუწდომელი ხილვაი, რომელი იხილეს წინაწარმე ტყუელთა ამათ და მოციქულთა მთასა თაბორსა უფროის მთისა სინაისა! რამეთუ მუნ ალი იგი ცეცხლისაი, ხოლო აქა ნათელი ღმრთეებისაი; მუნ მაყუალი, ხოლო აქა ღრუბელი; მუნ მოსე შეშინებული, ხოლო აქა თანამდგომარე და ზრახვის ზიარი; მუნ მონაი დიდებული, ხოლო აქა უფალი დიდებისაი ,მუნ სახეი, ხოლო აქა ჭეშმარიტი; არღარა შჯული მოსეისგან, არამედ მადლი და ჭეშმარიტებაი იესუ ქრისტეს მიერ დაემტკიცების.
და რაიღა უმეტეისი ვთქუა? არღარა მოსე იტყვის, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ ღმერთმან, მისი ისმინეთ. არამედ თვით თავადი მამაი წამებს, ვითარმედ: ეგე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ. რამეთუ უფროის მოსეისსა არს, რომელი აქა გამოჩნდა დიდებითა რომელმანცა-იგი დიდებულ ყო პირი მოსეისა, ვითარმედ ვერ შემძლებელ იყვნეს თუალთა შედგმად ძენი ისრაელისანი პირსა მოსეისსა დიდებითა, მით პირისა მისისაითა, რომელი განქარვებადღა იყო. უკუეთუ განქარვებადი იგი დიდებით იყო, რავდენ უფროის, რომელი ჰგიეს დიდებით!
ჰოი დიდისა ამის ხელმწიფებისა საკვირველებაი! რამეთუ დღეს იწოდნეს ცხოველნი და მკუდარნი მსაჯულისა მის მიერ ცხოველთა და მკუდართაისა, რამეთუ იგი არს, რომელსა ცხორებისა და სიკუდილისა ხელმწიფებაი აქუნდა.
ნეფსით მოვიდა მოსიკუდიდ ჯუარითა და ესენი თანა-ეტყვიან მას, რომელცა-იგი ეგულების ყოფად? ღმრთეებისასა მას ხედვენ საკვირველებასა და კაცობრივსა იტყვიან ვნებასა.
ჰოი მიუწდომელისა მის სიმაღლისაი გამოუთქუმელი სიმდაბლეი! რამეთუ რომელი- იგი პირველითგან იყო სიტყუაი და ღმერთი და ხატი ღმრთისა უხილავისაი, თავი თვისი დაიმდაბლა და ხატი მონისაი მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა. და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი, დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითაღა ჯუარისაითა.
პეტრე, თავი იგი მოციქულთაი და კლდეი სიმტკიცეი, იტყვის: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი. ნანადვილვე კეთილ არს ყოფაი, სადა ღმრთის მეცნიერებაი ისწავების, და ნათელი ღმრთეებისაი იხილვების, და სასუფეველი ცათაი ეუწყების. მერმე იტყვის: ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსეისა და ერთი ელიაისა.
რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა, არამედ არა უმეცარ იყო, რომელსა ზრახვიდა, რამეთუ იტყვის: `ერთი შენდა~, ვითარცა ღმრთისა და მამისა, რომელი-იგი ხატი და ბრწყინვალებაი მამისა ხარ, ვითარცა სთქუ: რომელმან მიხილა მე, იხილა მამაი ჩემი; ''და ერთი მოსეისა'', ვითარცა შენ მხოლოისა ძისათვის, რომელმან მსგავსებაი მისი შეიმოსე განკაცებითა და შჯულის-დებითა და სიკუდილითა; ''და ერთი ელიაისა'', ვითარცა სულისა წმიდისათვის, რომელი-იგი ცეცხლისა ეტლითა და ზე-აღფრენითა და უკდავებისა სახითა ცხოვრებისა საუნჯეთა შინა მსგავსად გამოისახის.
რამეთუ სამითა მით სახელითა საცნაურსა მას ტალავარსა აღაშენებდა, რომელ არს სამოციქულოი კათოლიკე ეკლესიაი, რომელსა შინა სამებაი იქადაგების. დაღაცათუ მან სამი თქუა, არამედ ღრუბელი იგი ერთობასავე აჩუენებს – ეკლესიასა ჭეშმარიტებისასა, რამეთუ არა უმეცარ იყო საიდუმლოისა მის, ვითარცა იგი არა კაცობრივმან სიბრძნემან ასწავა მას თქუმად, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი, არამედ მამამან ცათამან, ვითარცა თავადი უფალი ეწამების, რომლისათვისცა კლიტენი სასუფეველისანი მიიხუნა.
და რამეთუ ხატ არს და ბჭე ეკლესიაი სასუფეველისა ცათაისა, ვითარცა მამათ-მთავარი იაკობ იტყვის: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! არა არს ესე სხუა, არამედ სახლი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი. რამეთუ იგი ლოდისა მის სთუნითა დაფუძნებასა აუწყებდა ეკლესიაისასა, ხოლო აღმართებითა მით და ცხებითა აღშენებისა დიდებასა აჩუენებდა. ამისთვისცა უწოდა ბეთელ, რამეთუ ბეთელ ითარგმანების: სახლი ღმრთისაი
ხოლო კიბისა აღმართებაი და ანგელოზთა გარდამოსლვაი და აღსლვაი მოასწავებს, ვითარმედ ესე არიან ბჭენი უფლისანი, და მართალნი შევლენან ამას, რომელნი სარწმუნოებითა განმართლებულნი ზიარ იქმნეს ანგელოზთა თანა ფლობისა ქონებითა შესლვად ცათა.
რომლისათვისცა ეტყვის უფალი მოციქულსა, ვითარმედ: შენ ხარ კლდეი, და ამას კლდესა ზედა აღვაშეინო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი არა ერეოდიან მას, და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი, და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, იყოს იგი კრულ ცათა, და რომელი განჰხსნე ქუეყანასა ზედა, იყოს იგი ხსნილ ცათა შინა. აწ უკუე ვერ ერევიან ბჭენი ჯოჯოხეთისანი ეკლესიასა, რამეთუ დამყარებულ არს კლდესა ზედა, არა რომელსამე კლდესა, არამედ ამას, რომელსა პეტრე იტყვის, ვითარმედ: შენ ხარ ძე ღმრთისა ცხოველისაი. და რომელსა პავლე იტყვის, ვითარმედ: კლდეი იგი იყო ქრისტე.
აწ უკუე რომელმან აღაშეინოს სახლი თვისი ამას კლდესა ზედა,რავდენმეღა თუ იყვნენ წვიმანი, და წარმოეცნენ მდინარენი, და ქროდიან ქარნი და ეკუეთნენ სახლსა მას, ვერ დაეცეს, რამეთუ დამყარებულ არს იგი კლდესა ზედა და აღშენებულ არს საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაწარმეტყუელთასა, რომელსა თავ საკიდურთა არს ქრისტე იესუ; ხოლო რომელი ორგულებით შებრკოლდეს ბოროტად მადიდებლობითა, მან ისმინენ ნაცვალი იგი, რამეთუ აღაშეინა სახლი თვისი ქვიშასა ზედა, და ვითარცა იწყო წვიმად, და აღდგეს ნაღუარევნი, და ანქრევდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა, და იყო დაცემაი იგი დიდ. რამეთუ იტყვის: აჰა დავსდებ სიონს შინა ლოდსა დაბრკოლებისასა და კლდესა საცთურებისასა, და ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, არასადა ჰრცხუენეს; ყოველსა რომელსა დაეცეს, განინქრიოს იგი და რომელი ეკუეთოს, შეიმუსროს იგი.
ამისთვის უკუე მოციქული საღმრთოისა მის ხილვასა ქადაგებს და იტყვის: რამეთუ არა მეცნიერებისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი ძალი და მოსლვაი, არამედ თვით ვხედავდით მისსა მას სიმდიდრესა.
რამეთუ მოიღო ღმრთისაგან და მამისა პატივი და დიდებაი, ხმაი, რომელი მოიწია მისა ესევითარისაგან დიდად შუენიერისა დიდებისა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი. და ესე ხმაი ჩუენ გუესმა ზეცით გამოსრული, მას თანა რაი ვიყვენით მთასა წმიდასა. იტყვის, ვითარმედ: ''მის თანა რაი ვიყვენით''; არა თუ მარტოი დაამტკიცებს, არამედ იცნის მის თანა ჭეშმარიტნი იგი მოწაფენი, რამეთუ იაკობ არს ნეტარი იგი მოციქული და მარტვირი, რომელი ჰხედვიდა და ესმოდა, რომელმანცა ამის ჭეშმარიტისათვის წარუპყრა ქედი თვისი მახვილსა ჰეროდეისსა. რამეთუ ეხსენა ჭეშმარიტი იგი აღთქუმაი, რომელი აღუთქუა უფალსა თვისსა, რამეთუ ჰრქუა: მიძლავს სასუმელი, რომელი შენდა შესუმად არს.
რამეთუ იოვანე არს საყუარელი იგი მოწაფეი და ღმრთის-მეტყუელი, რომელი მიეყრდნა მკერდსა მისსა და აღმოივსო სიღრმისაგან სარწმუნოებისა გული მისი და წამა ჭეშმარიტი, ვითარმედ: ვიხილე დიდებაი მისი, დიდებაი ვითარცა მხოლოდ-შობილისაი მამისა მიერ სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა.
სარწმუნო არიან მოწამენი ესე, და ჭეშმარიტ არს წამებაი მათი, რამეთუ პირისაგან ორისა და სამისა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაი. ამისთვის მამაი ზეგარდამო სამ გზის წამებს დიდებასა ძისასა: პირველად იორდანესა ზედა, ვითარცა პირველად ვთქუ. და მეორედ მთასა ზედა თაბორსა, რომელსა ესე აწ ვდღესასწაულობთ; და მესამედ იერუსალემს, ოდეს-იგი ხმაი იყო და თქუა: გადიდე და მერმე გადიდო. რომლისათვისცა ეტყოდა უფალი ერსა მას: არა ჩემთვის იყო ხმაი ესე, არამედ თქუენთვის, რაითამცა არწმუნა ერსა მას ხმისა მისგან და უწამა მათ, ვითარმედ: აწ საშჯელი არს სოფლისაი.
რაი-მე არს საშჯელი იგი? _ არამედ ესე, რამეთუ ნათელი მოივლინა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი. რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ, ვითარცა-იგი პირველ თქუა, ვითარმედ: რომელსა ჰრწმენეს, იგი არა ისაჯოს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, იგი აწვე დაშჯილ არს.
სარწმუნო არს იოვანეისიცა წამებაი, ღმრთისა წინამორბედისა, რამეთუ იტყვის: რომელსა ჰრწმუნეს ძე, აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაი, არამედ რისხვაი ღმრთისაი, რამეთუ იტყვის: რომელმან შეურაცხ-ყოს შჯული მოსეისი, მოკუედინ. რავდენ უფროის, რომელმან ძე ღმრთისაი შეურაცხ-ყოს და წამებაი მამისაი არა შეიწყნაროს და მოციქულთა ქადაგებაი არა სარწმუნოდ შეჰრაცხოს!
რამეთუ ვიცი, რომელმან-იგი თქუა: ჩემია შურის-გებაი, და მე მივაგო, იტყვის უფალი; არამედ საშინელ არს შევრდომაი ხელთა ღმრთისა ცხოველისათა.
აწ მოვიდეთ დასასრულსა ამის სიტყვისასა, რამეთუ: გარდამო-რაი ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნებდა მათ იესუ, ვითარმედ: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაი მკუდრეთით აღდგეს.
რაისათვის-მე არს მცნებაი ესე, ვითარმედ ''ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას'', რომელი ყოვლისა უფროის ხილვისა ქადაგებად ჯერ-არს? _ არამედ მისითა მით განაჩინა დროი იგი ჟამისაი მის და წესი თხრობისაი, რამეთუ თქუა: `ოდეს ძე კაცისაი მკუდრეთით აღდგესო~. და რაიჟამს მოიწია ჟამი იგი, ოდეს ჯერ-იყო მისლვაი, ეტყვის მათ, ვითარმედ: აწ წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა.
რამეთუ თვინიერ ჟამისა თხრობად სიტყუაი უწესო არს, და თვინიერ წესისა კეთილი რაი-მე საქმედ უჟამო არს, და თვინიერ კეთილისა სათნოებაი შეუძლებელ არს, ხოლო თვინიერ სათნოებისა სრულებასა ვერვინ მისწუდეს.
აწ უკუე ვისწაოთ მოციქულისაგან, რომელი ჩუენ ვითარცა კეთილი თანა-მზრახველი გუასწავებს: რაითა გამოიცადოთ, რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი კეთილი, სათნოი და სრული.
ამიერითგან, საყუარელნო შვილნო აღთქუმისანო და მკვიდრნო სარწმუნოებისანო, ვერჩდეთ წამებასა მამისასა და გამოჩინებასა ძისასა და მადლსა სულისა წმიდისასა, რომლისაი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამენ. ტაძარი არს სამეუფეო და ეკლესიაი ღმრთისა ცხოველისაი, სუეტი და სიმტკიცეი ჭეშმარიტებისაი, რომელსა შინა ვდღესასწაულობთ დღესასწაულსა სიხარულისასა და მიუთხრობთ საკვირველებათა უფლისათა.

No comments:
Post a Comment