ხვალინდელი, საკვირაო სახარების განმარტება.

წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ კოსტანტინეპოლელ მთავარებისკოპოსისაჲ  თარგმანებაჲ წმიდისა სახარებისაჲ მათეს თავისაჲ

სიტყუაჲ ესე: 'სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა
უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა
მას შინა საწნეხელი და აღდგა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ
და წარვიდა. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფისაჲ, მიავლინნა მონანი მისნი
მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ
მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდნეს და რომელთამე
ქვაჲ დაჰკრიბეს. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა,
და მათცა ეგრევე უყვეს
ამის იგავისაგან მრავალთა საქმეთა მოასწავებს ქველისმოქმედებათა ღმრთი/სათა,
რომელნი პირველითგან ქმნნა ჰურიათა თანა, და მათსა მას მარადის
კაცის-მკლველობასა, და ვითარ არარაჲ დაუტევა ღმერთმან, რომელიცა
ღონე იყო მოქცევად მათდა, და მათ არა ინებეს, არამედ წინაჲსწარმეტყუელნი
იგი მივლინებულნი მათა მოსწყჳდნეს, და არავე გარემიიქცა
მათგან, არამედ ძე თჳსი მოავლინა

და კუალად ესეცა მოესწავების ამის იგავისა მიერ, ვითარმედ ერთი არს
ღმერთი და მეუფე ძუელისა მის და ახლისა შჯულისაჲ, და თუ ვითარ
დიდნი იგი და გამოუთქუმელნი კეთილნი აღესრულნეს სიკუდილითა ქრის/ტესითა.
კუალად გამოაჩინებს სასჯელსა მას და ტანჯვასა მოწევნადსა
ჰურიათა ზედა ჯუარცუმისათჳს მისისა და სრულიადსა მათსა დაცემასა და
განვრდომასა და წოდებასა მას წარმართთასა.

ესე ყოველი იგავისა ამისგან მოგუესწავების. ამისთჳს სამართლად პირველთქუმულისა
მის მახლობელად თქუა ესე, რაჲთა უჩუენოს ურჩულოები/სა
მათისა სიმრავლე, რომელ ესოდენთა კეთილთა ზედა ვერცა თუ მე/ზუერეთა
და მეძავთა სწორად ინებეს მოქცევად მეუფისა მის სახიერისა.

აწ უკუე გულისჴმა-ყავთ მისი იგი დიდებული მოღუაწებაჲ და მათი
უზომოჲ დაჴსნილობაჲ: რომელი მუშაკთა საქმე იყო, თავადმან ქმნა; ვენაჴი
დაასხა და ზღუდე გარე-მოსდვა და სხუაჲ ყოველივე ქმნა და დაუკლებე/ლად
მისცა მათ, რაჲთა სცვიდენ, და არავე ინებეს და არცა ქმნეს.

რამეთუ გამოიყვანნა რაჲ ეგჳპტით ჴელითა მტკიცითა და მკლავითა
მაღლითა და შჯული მოსცა მთასა ზედა სინასა და ბევრეულნი სასწაულნი
უჩუენნა და კარავი საწამებელი შეუმზადა, მერმე ქალაქი აღუშენა და
ტაძარი იგი საკჳრველად შუენიერი. ესე არს ვენაჴი: შჯული იგი
და ქალაქი და ტაძარი. ხოლო რაჲ არს იგი, რომელ იტყჳს, თუ: 'წარვიდა?'
ესე იგი არს: სულგრძელ ექმნა; რამეთუ მრავალთა მათ ცოდვათა მათთათჳს
არა მიაგო ღირსი მისაგებელი. დიდსა მას სულგრძელებასა მისსა წარსლ/ვად
უწოდა. 'და მიავლინნა მონანი მისნი', ესე არიან წინაჲსწარმეტყუელ/ნი,
'მოღებად ნაყოფისა', რომელ არს მორჩილებაჲ და აღსრულებაჲ მცნე/ბათა
მისთაჲ; ხოლო მათ აჩუენეს თჳსი უკეთურებაჲ, არა უნაყოფოებითა
ოდენ და უქმობითა კეთილისაჲთა, არამედ ტანჯვითა მით მივლინებულთა
მათ მონათაჲთა. რამეთუ რომელნი თანამდებნი იყვნენ თანანადებისა დიდისანი
და არა აქუნდეს რაჲთა მისცენ, ვედრებაჲ უჴმს და დროებისა თხოაჲ, არა
წინააღდგომაჲ. ხოლო იგინი არა წინააღმდგომ ოდენ იპოვნეს, არამედ
ჴელნიცა სისხლითა მით წინაჲსწარმეტყუელთაჲთა შეიღებნეს. ამისთჳს
მეორედცა მიუვლინნა და მესამედ, რაჲთა მათიცა უკეთურებაჲ გამოჩნდეს
და მიმავლინებელისა მის კაცთმოყუარებაჲ.

სახარებაჲ: 'უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა:
შე-ნუთუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა'.

თარგმანი: და რაჲსათჳს პირველითგან არა ძე თჳსი მიავლინა?
რაჲთა წინაჲსწარმეტყუელთა ზედა ქმნილთა მათ უკეთურებათაგან შეიკდიონ,
და ჰრცხუენეს ძისა მისგან მხოლოდშობილისა.

არიან სხუანიცა სიტყუანი ამის პირისათჳს, გარნა თანაწარვჰჴდეთ აწ და
შემდგომი იგი ვაჴსენოთ. რაჲ არს: 'შე-ნუთუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა?'
არა თუ უმეცარ იყო, თუ რაჲ ეგულებოდა მათ ყოფად, არამედ მას იტყჳს,
რომელ თანანადებ იყო მათდა ქმნად, - და არა ეტეოდა ბუნებასა არა/შეკდემაჲ
ძისაგან; რაჲთა ესრეთ გამოაჩინოს დიდი იგი და შეუნდობელი
ცოდვაჲ მათი. და სხუასაცა ადგილსა წერილ არს 'ნუუკუე ისმინონო'1;
არა თუ მასცა უმეცარ იყო, არამედ რაჲთა ვერვინ თქუას უგულისჴმოთაგანმან,
თუ: წინაჲსწარ თქუმამან მისმან აჲძულნა იგინი ქმნად, რაჲ-იგი მან
თქუა; ამისთჳს არა იტყჳს, რაჲ ეგულებოდა მათ ქმნად, არამედ რაჲ-იგი
თანაედვა ბუნებით და საქმით, რაჲთა ოდეს არა ქმნან სიტყუაჲ მისი, არცა
შეიკდიმონ ძისა მისგან მხოლოდშობილისა, ყოველივე მიზეზი მიეღოს.

ამისთჳს ესრეთ გამოსახა სიტყუაჲ თჳსი, და ნანდჳლვე ესრეთ იყო.
დაღაცათუ მონათა მათ უსახურ ექმნეს და მკლველ, პატივისა მისგან ძისა
შეკდემაჲ უჴმდა, შევრდომაჲ თანაედვა და შენდობისა თხოაჲ პირველქმნილთა
მათ ბოროტთაჲ. ხოლო იგინი უძჳრესისა მიმართ საქმისა აღიჭურნეს,
რამეთუ ესე საქმე მათი არს, მარადის უკუანაჲსკნელითა პირველთა
ბოროტთა დაჰფარვენ, ვითარცა უფალი ეტყოდა, ვითარმედ: 'აწ თქუენცა
აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ; და ზემოჲთვე წინაჲსწარმეტყუელ/ნი
ამას აბრალობდეს, ვითარმედ: 'ჴელნი თქუენნი სისხლითა სავსე არი.
ან'3დაღაცათუ პირველ ყოვლისა ესე მიიღეს მცნებაჲ, ვითარმედ: 'არა
კაც-ჰკლა', არამედ ბოროტი იგი ჩუეულებაჲ თჳსი არა დაუტევეს. ამისთჳსცა
ისმინეთ, რასა იტყჳან უშჯულონი იგი და არაღირსნი ცხორებისანი:

სახარებაჲ: 'ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ იხილეს ძე იგი მისი,
და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და
დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი

თარგმანი: რაჲსათჳს იქმთ ამას, , უშჯულონო და ქედფიცხელნო
და ღმრთისა მოძულენო, რაჲ საბრალობელი ჰპოეთ მის თანა დიდი, გინა
თუ მცირე? კეთილი გიყო თქუენ და პატივ-გცა. ღმერთი იყო და არს და
თქუენთჳს კაც იქმნა. სასწაულნი ბუნებათა უაღრესნი აღასრულნა თქუენ
შორის, ცოდვათა შენდობასა მოგცემდა, სასუფეველად ცათა მიგიწოდდა.
რომლისა საქმისათჳს იზრახეთ მოკლვაჲ მისი? ეჰა, უკეთურებაჲ დიდი და
უგუნურებაჲ უკუანაჲსკნელი, რომელიღა მიზეზი შემოიღეს უღმრთოთა მათ:
'მოვკლათო იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი'.

ვინმცა უძლო ღირსად სიცოფისა მათისა განქიქებად მათა? ვინ წარმოთქუას
ჯეროვნად სიბორგილისა მათისა სულმყრალობაჲ და სიხენეშე? ესაია
წარმოდეგინ და იტყოდენ: ვაჲ სულსა მათსა, რამეთუ ზრახეს ზრახვაჲ
ბოროტი: მოვკლათ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს.

სახარებაჲ: და განიყვანეს იგი გარეშე ვენაჴისა მის და
მოკლეს.

თარგმანი: ჰხედავა, ვითარ ადგილსაცა მოასწავებს, სადა
ეგულებოდა მათ მოკლვაჲ მისი? გარეგან ქალაქისა.

სახარებაჲ: 'რაჟამს მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე
უყოს ქუეყანისმოქმედთა მათ? ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად
წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანისმოქმედთა, რომელთა
მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა'
თარგმანი: ლუკა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ უფალმან თქუა
განჩინებაჲ ესე და 'მათ თქუეს: ნუ იყოფინ. ხოლო თავადმან მიხედნა მათ
და თქუა: ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა,
იგი იქმნა თავ საკიდურთა?'

ხოლო მათე ესერა იტყჳს, ვითარმედ მათ მისცეს განჩინებაჲ, ბოროტნი
იგი ბოროტად წარწყმიდნესო.

გარნა არა ესე წინააღდგომაჲ არს ურთიერთას, რამეთუ ორივე იქმნა.
პირველად მათ მისცეს განჩინებაჲ სასჯელისა თჳსისაჲ, ვითარცა ესერა
მათე გუაუწყებს. მაშინ უფალი ეწამა სიტყუასა მათსა და ჰრქუა: ჰე,
წარწყმიდნეს ქუეყანისმოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. მერმე
ცნეს მათ სიტყჳსა მის ძალი, ვითარმედ მათთჳს იყო და თქუეს: 'ნუ
იყოფინ!' ვითარცა ლუკა იტყჳს. ხოლო უფალმან წინაჲსწარმეტყუელი
წინაუყო მათ, რაჲთა დაარწმუნოს ჭეშმარიტებაჲ სიტყჳსა მის.

ხოლო დაღაცათუ თქუა, თუ: 'მისცეს ვენაჴი იგი სხუათა', არამედ არა
გამოაცხადა სახელი წარმართთაჲ, რაჲთა არა სცეს მათ მიზეზი. რამეთუ
ვითარცა ოდესმე ნათან უყო დავითს, რაჲთა მან თჳსითა პირითა მისცეს
განჩინებაჲ ბრალისა თჳსისაჲ, ეგრეთვე აქა უფალმან იგავი ესე წინაუყო,

რაჲთა მათ თქუან თჳსითა პირითა სასჯელი თჳსი, რაჲთა ცნან სიმართლე
და უცთომელობაჲ განკითხვისაჲ მის.

ხოლო რაჲთა ცნან, ვითარმედ არა თუ ბუნებაჲ ოდენ ჭეშმარიტებისაჲ
დამამტკიცებელ არს სასჯელისა მის, არამედ მადლიცა სულისა წმიდისაჲ
პირველითგან მოასწავებდა და ღმერთი განაჩინებდა სასჯელსა მას, ამისთჳს
წინაჲსწარმეტყუელისა იგი სიტყუაჲ წარმოიღო სამხილებელად მათდა და
თქუა:

სახარებაჲ: 'არა აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-
ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა. უფლისა მიერ იყო ესე და
არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
თარგმანი: ყოვლით კერძო გამოაჩინა განვრდომაჲ იგი ჰურიათაჲ
და შეწყნარებაჲ წარმართთაჲ. ესე საქმე ქანანელისაგანცა მოასწავა და
ასისთავისაგანცა და კარაულისაგანცა და სხუათა მრავალთა სახეთაგან.
ეგრეთვე აქა ესე აუწყა. ამისთჳს იტყჳს: 'უფლისა მიერ იყო ესე და არს
საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა'.

რომელსა იტყჳს უფლისა მიერ ყოფად და საკჳრველად წინაშე თუალთა
ჩუენთა? შენაწევრებასა მას განყოფილთა მათ კიდეთასა. ესე იგი არს,
ვითარმედ წარმართნი მოვიდენ სარწმუნოებად, და ჰურიათაგან, რომელთაცა
ჰრწმენეს, ერთ იქმნენ მათ თანა. რომელთა შორის პირველ ფრიადი და
ურიცხჳ იყო განყოფილებაჲ და მტერობაჲ, რომელთა შეერთებაჲ ძნელ იყო
და საკჳრველ.

'ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურ/თა'.
ლოდად ქრისტეს უწესს და მაშენებელად იტყჳს მოძღუართა მათ
ჰურიათა, მწიგნობართა და ფარისეველთა, რომელთადა რწმუნებულ იყო
შენებაჲ წესთა მათ შჯულისათა.

ამათ შეურაცხ-ყვეს ქრისტე, რამეთუ იტყოდეს: 'ესე არა ღმრთისაგან
არსო'; 'არამედ აცთუნებს ერსა'; და მრავალსა ესევითარსა ეტყოდეს.
ღაღადებს უკუე წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: ესე ლოდი, რომელი უგუნურთა
მათ მაშენებელთა შეურაცხ-ყვეს, ესოდენ პატიოსან არს, ვიდრეღა თავ
საკიდურთა იქმნა. ხოლო თავ საკიდურთა არა ყოველსა ლოდსა ჴელ-
ეწიფების ყოფად, არამედ რომელი-იგი არნ ფრიად გამოცდილი და შემძლე/ბელი
ორკერძოვე კედელთა მათ შეკრვად. ხოლო ამან ლოდმან არა ნაშენები
იგი ოდენ შემზადა, არამედ ორნი იგი კედელნი განყოფილნი შეაერთნა. ესე
არიან ჰურიათაგან და წარმართთა შემოკრებილნი მორწმუნენი. ვითარცა
პავლე იტყჳს, ვითარმედ: 'ქრისტე არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან ყო
ორივე ერთ და შუა კედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა. მტერობაჲ იგი
ჴორცითა თჳსითა, შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა უაღრესითა
განაქარვა, რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად
ყოფად მშჳდობისა'.

ეჰა, რაოდენი ბრალობაჲ არს ესე ჰურიათაჲ, რომელთა შენებაჲ იგი
შჯულისაჲ ერწმუნა და ესოდენ უგუნურ იქმნეს, რომელ მომზავებელი იგი
ორკერძოვე და შემძლებელი ესევითარისა ნაშენებისა შემზადებად, ლოდი
ვერ იცნეს, არამედ ვითარცა უჴმარი ესრეთ შეურაცხ-ყვეს. გარნა იგი
ჭეშმარიტად თავ საკიდურთა იქმნა და ორნივე კედელნი შეაერთნა.

გნებავსა ორთა მათ კედელთა ხილვაჲ? ისმინე თავადისა ქრისტესი:
'სხუანიცა ცხოვარნი მიდგანო, რომელ არა არიან ამის ეზოჲსანი, იგინიცა
ჯერ-არიან ჩემდა მოყვანებად, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ
სამწყსო და ერთ მწყემს'.

უფლისა მიერ იყო ჭეშმარიტად საქმე ესე, არა კაცობრივი იყო, არცა
ანგელოზთა ანუ მთავარანგელოზთა ჴელ-ეწიფებოდა ამის ერთობისა ქმნად,
არამედ ღმერთსა შუენოდა ესე დიდებული საკჳრველი. და ვითარ არა
საკჳრველ არს სიკუდილითა დაჴსნაჲ სიკუდილისაჲ, ჯუარითა შემუსრვაჲ
ჯოჯოხეთისაჲ, განდგომილთა მათ და განშორებულთა მოყვანებაჲ, ვითარ
ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ იგი ქადაგებისაჲ, ვითარ ყოველნივე ჭეშმარიტებითა
შეაერთნა, ქუეყანისანი ზეცად აღიყვანნა, ბუნებაჲ იგი ჩუენი, ქუესკნელთა
ქუეყანისათა შთავრდომილი, უმაღლეს ცათა ყო და მარჯუენით მამისა
დასუა. ჭეშმარიტად 'უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე
თუალთა ჩუენთა'.

რაოდენცა განვიცადოთო თუალითა გონებისაჲთა, უსაკჳრველესად აღგჳჩნდეს

დიდებული ესე საქმე.

No comments:

Post a Comment