წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე). მოძღვრება კვირიაკესა უძღებისა (სამი სხვადასხვა დროს წარმოთქმული ქადაგება ამ დღესთან დაკავშირებით).

განვიხილოთ, ძმანო ქრისტიანენო, დღეს წარკითხული სახარებისაგან იგავი, შევიტყოთ რას ნიშნავს იგი და რას გვასწავლის მით მაცხოვარი.

კაცსა ვისმე, პატიოსანსა და მდიდარსა ესხნენ ორნი ძენი. უმცროსმან ძემან მისმან უთხრა მას ერთ-გზის: მამაო, მომეც მე ჩემი ნაწილი სამკვიდრებელისაგან, რათა წავიდე და ვიცხოვრო მე თვისად. განუყო მას მამამან ნაწილი მისი და არა მრავალთა დღეთა შემდგომ წარიღო მან იგი და წარვიდა ერთ შორს სოფელსა. იქ იწყო მან ცხოვრება არაწმიდებით და მოკლე დროს განაბნია მან ყოველი ქონება თვისი. ამ ჟამად მოხდა იქ დიდი შიმშილი, მოაკლდა მას საზრდო და იძულებულ-იქმნა დადგომად ერთისა მუნ მცხოვრებთაგანისა მოსამსახურედ, რომელმან გაგზავნა იგი მწყემსად ღორთა. და აჰა ესერა წარჩინებულისა მამისა ძე იგი ისრეთსა უკიდურესსა მდგომარეობასა შინა შთავარდა, რომელ გული ეტყოდა მას განძღებად მუცლისა რქისა მისგან,

არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი. ღმერთკაცობრივი და ჰუმანისტური განათლება.

განათლება წარმოადგენს უდავო ფაქტს კაცთა მოდგმის ისტორიის მთელს განმავლობაში და ცხადად მოწმობს, რომ ადამიანი - არასრულყოფილი გონიერი არსებაა. ამას ადასტურებენ ყველა სახის ფილოსოფიები, რელიგიები, მეცნიერებანი თუ კულტურები. ადამიანი ისეთი ქმნილებაა, რომელიც, სრულყოფას მოითხოვს. მაგრამ აქ ერთი სერიოზული კითხვა წამოიჭრება: რით და როგორ უნდა მოხდეს ადამიანის სრულყოფა?
ადამიანი, რომელი მხრიდანაც არ უნდა ვეცადოთ მის შეცნობას, თავისი არსებით სისხლხორცეულად არის დაკავშირებული სხვა არსებებთანაც და სხვა სამყაროებთანაც, იგი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მივიჩნიოთ თავის თავში ჩაკეტილ ლეიბნიცისეულ მონადად. მთელი თავისი სიცოცხლით - ფიზიკურითაც და ფსიქიკურითაც - ადამიანი, ცნობიერად თუ ქვეყნობიერად, ნებსით თუ უნებლიეთ, განუწყვეტლივ ჩააქსოვს საკუთარ არსებაში გრანდიოზულ, თვალშეუდგამ ქსოვილს კოსმიური სიცოცხლისა. და განათლებაც, თუკი ის ნამდვილად ადამიანურია, სწორედ ამ ფაქტისაგან უნდა გამომდინარეობდეს როგორც უმთავრესი ლოგიკური თეზისისაგან. ხოლო როცა კაცთა მოდგმის ისტორიაში სრულყოფილი ადამიანის ძიება მიმდინარეობს, მაშინ ჩვენს შემეცნებას არ შეუძლია თავიდან აიცილოს ეს მტანჯველი კითხვაც: ვინ არის და რას წარმოადგენს ეს სრულყოფილი ადამიანი?

არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი. ჰუმანისტური და ღმერთკაცობრივი საზოგადოებანი.

თუკი ევროპის კონტინენტი რითიმე სახელგანთქმული დარჩება ჩვენი პლანეტის ისტორიაში, ეს, ალბათ, იმის ძალით მოხდება, რომ მან შესძლო გამოეგონებინა უამრავი პრობლემა, და ვერც ერთი მათგანი ვერ გადაჭრა კაცთა მოდგმის სასიკეთოდ! აქ, პირველ ყოვლისა, იგულისხმება ეგრეთ წოდებული სოციალური პრობლემები. მათი გადაწყვეტის მცდელობა - ეს ლამის ყოველი ევროპელის მანია იყო და არის. მაგრამ განა ვინმეს უცდია მათი გადაწყვეტა ცეცხლისა და მახვილის გარეშე, ინკვიზიციისა და კოცონთა გარეშე?! ამ სოციალურ პრობლემათა წინაშე ევროპელ ადამიანს სასოწარკვეთა იპყრობს, რომელიც ხშირად შეშლილობაში გადაიზრდება ხოლმე. რატომ? - იმიტომ, რომ საზოგადოების პრობლემები, თუკი მათ ძირითად შემადგენელ ელემენტებზე დავშლით, სხვა არაფერია, თუ არ პიროვნების პრობლემები, გადამრავლებულნი ყველა იმ ინდივიდუუმის რიცხვზე, საზოგადოებას რომ შეადგენენ. ყოველ ადამიანს, არის რა საზოგადოების წევრიბ თავისი საკუთარი, ინდივიდუალური, ფსიქოლოგიური შინაარსი, და პრობლემატიკა შეაქვს მასში. მაგრამ ყოველი ცალკეული ადამიანისა და მთელი კაცობრიობის პრობლემატიკა, არსებითადქ ერთმანეთის მსგავსია, ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის, სიცოცხლისა და სიკვდილის, სიკეთისა და ბოროტების, მარადიულობისა და უკვდავების, ცათა და ქვეყნის პრობლემები ყოველ ცალკეულ ადამიანსაც აწუხებს და მთელს კაცობრიობასაც,

არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი. ჰუმანიზმის დიქტატურა ანუ ეკუმენიზმი.

 არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი (+1979)
მამა იუსტინეპოპოვიჩი დაიბადა 1894 წელს ხარება დღეს სერბეთის უძველეს ქალაქ ვრანეში. პაპამისი ალექსი პოპოვიჩების კეთილშობილ საგვარეულოში რიგით მეცამეტე მღვდელი იყო. ბლაგოემ (ასე ერქვა მ. იუსტინეს ბერად აღკვეცამდე) წარმატებით დაამთავრა გიმნაზია და სწავლა ბელგრადის წმ. საბას სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელში გააგრძელა. 1914 წელს, სემინარიის დამთავრების თანავე ბლაგოემ ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, მაგრამ იწყება I მსოფლიო ომი და მას ფრონტზე აგზავნია სამედიცინო ნაწილში, სადაც იგი ორი წლის განმავლობაში სანიტრობდა და თავად იყო მოწმე ომის ჭირ-ვარამისა. 1916 წელს მამა იუსტინე უკვე ბერია. იმავე წელს იგი მიემგწზავრება პეტერბურგში და სასულიერო აკადემიის სტუდენტი ხდება. რევოლუციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მ. იუსტინე ახერხებს ინგლისში მოხვედრას და ოქსფორდის თეოლოგიურ კოლეჯში აგრძელებს სწავლას. სამი წლის განმავლობაში მან მთელი ინგლისი შემოიარა და სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოისმინა ცნობილი პროფესორების ლექციები ფილოსოფიასა და თეოლოგიაში. ამ დროს იგი უკვე სრულად ფლობს ძველ-ბერძნულს, ლათინურს და ოთხ ევროპულ ენას.
 არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი (+1979)
 1919 წელს მ. იუსტინე წერს სადიპლომო ნაშრომს დოსტოევსკის შემოქმედების შესახებ, სადაც მძაფრად აკრიტიკებს დასავლურ ჰუმანიზმს და ანტროპოცენტრიზმს, ასევე კათოლიციზმს. ინგლისელი პროფესორები მისგან ითხოვენ უარის თქმას ამგვარ შეხედულებებზე, რაზეც მტკიცე უარს ღებულობენ და მამა იუსტინე ოქსფორდს უდიპლომოდ ტოვებს.

ხვალ 8/21 თებერვალს იწყება მეზვერისა და ფარისევლის კვირა. გთავაზობთ წმ. გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსის 8 მშვენიერი ქადაგებას

მოძღვრება კვირიაკესა მეზვერისა და ფარისეველისასა

ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: 
ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე (ლუკ. იჱ, ი).

ორნი კაცნი შევიდნენ ტაძარსა შინა ლოცვად, ვითარცა გვესმა დღეს წარკითხულისა სახარებისაგან. ერთის კაცის ლოცვა იქმნა ნაყოფიერი: ღმერთმან მიუტევა მას მრავალნი მისნი ცოდვანი და გამოვიდა იგი ეკკლესიისაგან განმართლებული. მეორისა კაცისა ლოცვა დაშთა უნაყოფოდ; არათუ არ მიიღო მან მიტევება ცოდვათა, არამედ უმეტესად დამძიმდა მისი ცოდვა. რა იყო, ძმანო, ამის მიზეზი? დიდად საჭირო არს ჩვენ ყოველთათვის გამოვიკვლიოთ ეს საგანი: ჩვენ  ყოველნი აღვდივართ ტაძარსა შინა ლოცვად, მაშასადამე საჭირო არს ჩვენთვის შევიტყოთ: რომელი ლოცვა გაამართლებს კაცსა და რომელი არა.

რა სახით ილოცეს ამ ორთა კაცთა? ფარისეველი იგი წარსდგა და ამას ილოცვიდა თვისაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი; მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზვერე; ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა;

ათენის სინოდის პასუხი რომის პაპის ლეონ XIII-ის ენციკლიკაზე აღმოსავლეთის ეკლესიების რომთან შეერთების შესახებ. ათენი 1895 წ. (გამოკრებული)

 
რომის პაპი ინოკენტი III და ბერი დომენიკე (დომენიკანელთა ორდენის დამაარსებელი)
...მსოფლიო ისტორიაში აღწერილია მრავალი ბოროტმოქმედება, რაც ამა თუ იმ პიროვნებას, ანდა მთელ ერს ჩაუდენია სხვა რომელიმე ერის წინააღმდეგ; ცნობილია, კერძოდ, დამარცხებული მოწინააღმდეგის დამცირება-შეურაცხყოფის ამსახველი საშინელი სცენები, მაგრამ ბოროტმოქმედებანი, რომლებიც შუა საუკუნეების პაპისტურ ეკლესიაში აღსრულებულა პაპებისა და მათი ერთგული ხელქვეითების მიერ ერთმორწმუნეთა და ხშირად თვისტომთა მიმართ, ავაზაკობის ნებისმიერ აღწერას აღემატება. ლათინების ავკაცობა წარუხოცელ ლაქად ადევს მსოფლიო ისტორიას და განსაკუთრებით პაპისტურ ეკლესიას.
ცნობილმა ინკვიზიტორმა თომას დე ტორკვემადამ ევროპის თითქმის ყველა მონარქი დაარწმუნა, რომ ქვეყნიდან გაეძევებინათ ყველა იუდეველი და მუსულმანი.

კაცობრიობის არსებობის მანძილზე ყველაზე პირქუში და ბარბაროსული, ყველაზე სასტიკ ბოროტმოქმედებათა ეპოქა მაშინ დაიწყო, როცა დასავლეთის ხალხები "წმიდა ინკვიზიციის" დამკვიდრებით გაუგონარი ტირანიის ქვეშ აღმოჩნდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის გონებამ დაცემულობის აპოგეას მიაღწია ინკვიზიციის ველურობაში და სისხლისმოყვარებაში, ფეხქვეშ გათელა ბუნების წესები და სინდისის კანონები, თანაც ყოველივე ჩადენილი იქნა ერთმორწმუნეთა და თვისტომთა, უდანაშაულო ადამიანთა მიმართ! ახლაც კი "წმიდა ინკვიზიციის" ხსენებაზე მათ, ვინც იცის მისი მნიშვნელობა, უსიამოვნო განცდა ეუფლება, რადგან ამ სიტყვებზე ყველას ახსენდება პაპიზმის გულქვაობა, ბარბაროსობა, უმეცრება და ბრიყვული ცრუმორწმუნეობა.
ინკვიზიტორთა ზოგიერთი საწამებელი ინსტრუმენტები

ინკვიზიციის საძულველი სასამართლოების გამოგონების ავადსახსენებელი პატივი პაპ ინოკენტი III- (1198-1216) ეკუთვნის. "სასულიერო პირთა გარყვნილებისა და თავად პაპების საქციელის შემხედვარე მრავალი ადამიანი დაბრკოლდა"[1] და რომის ეკლესიას ჩამოშორდა.

წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ კოსტანტინეპოლელ მთავარებისკოპოსისაჲ თარგმანებაჲ წმიდისა სახარებისაჲ მათეს თავისაჲ

სიტყუაჲ ესე: "და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა
   ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ. ხოლო ნავი იგი
   განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან,
   რამეთუ იყო ქარი იგი პირით" (14,23-24 მათე).

      რაჲსათჳს აღვალს მთად? რაჲთა გუასწაოს ჩუენ, ვითარმედ კეთილ არს
   უდაბნოს მყოფებაჲ და მარტოებაჲ, ოდეს გუენებოს ვედრებად ღმრთისა.
   ამისთჳს ზედაჲსზედა განვიდოდა უდაბნოდ და მუნ გარდაიჴადის ღამე
   ლოცვათა შინა, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ ჟამისა და ადგილისაცა მყუდროჲსაჲ
   განჩემებად ლოცვისათჳს.

      რამეთუ უდაბნოჲ დედაჲ არს მყუდროებისაჲ, ნავთსაყუდელი არს მფარველი
   ღელვათაგან ამბოხებისათა. ხოლო თავადი რაჲ იყოფოდა მთასა მას ზედა,
   მოწაფენი იღელვებოდეს ზღუასა შინა, ვითარცა პირველ. არამედ მაშინ

წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ კოსტანტინეპოლელ მთავარებისკოპოსისაჲ თარგმანებაჲ წმიდისა სახარებისაჲ მათეს თავისაჲ

სახარებაჲ: "მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა
   ბადესა, რომელი სდვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა
   შეკრიბის; და ოდეს აღივსის, გამოიღიან იგი ზღჳს-კიდესა და დასხდიან
   და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე
   განსთხიიან. ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ. რამეთუ გამოვიდენ
   ანგელოზნი და განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა და
   შესთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი
   და ღრჭენაჲ კბილთაჲ" (13,47-50 მათე).

      თარგმანი: რაჲთა განყოფილ არს ესე ზემოთქუმულთა მათ
   იგავთაგან - თესლისა მის და ღუარძლისათჳს, რამეთუ მუნცა რომელნიმე

წმ. ნიკოლოზ სტუდიელი. სტუდიელ აღმსარებელთა ცხოვრებანი. დღეს 4/17 თებერვალს მისი ხსენების დღეა.

ღირსი მამები და აღმსარებლები თეოდორე და ნიკოლოზ სტუდიელები

ღირსი ნიკოლოზ სტუდიელი (793-858) კუნძულ კრეტაზე დაიბადა. მშობლებმა ზნეკეთილი აღზრდა და კარგი განათლება მისცეს მას. ნიკოლოზის ბიძა - თეოფანე სტუდიელთა მონასტრის ბერი იყო. 10 წლის ასაკში ნიკოლოზი უკვე სტუდიელთა საყმაწვილო სკოლაში სწავლობდა და ფაქტიურად სამონასტრო წესით ცხოვრობდა. ნიჭიერმა ყმაწვილმა მალე მიიქცია ყურადღება, როგორც ჩინებულმა და უაღრესად სწრაფმა კალიგრაფმა, ლიტურგიკის, აგიოგრაფიის და დოგმატური ღვთისმეტყველების კარგმა მცოდნემ. სრულწლოვანებას მიღწეული ნიკოლოზი წმ. თეოდორემ ბერად აღკვეცა. ჭაბუკ ბერს ღმერთმა ლოცვისა და ცრემლების განსაკუთრებული მადლი უბოძა. მოგვიანებით ნიკოლოზი მღვდლად აკურთხეს.

მოძღვრება ზიარებად განმზადებულთადმი I და II. წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)


მოძღვრება ზიარებად განმზადებულთა მიმართ I

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! საქმე, რომელსა თქვენ ემზადებით აწ, არის დიდი და მძიმე. თქვენ ემზადებით ამ საქმეს გახშირებული და ბეჯითი ლოცვითა, ფიცხელი მარხვითა, კრძალული მორიდებული ქცევითა, ანუ დროების გატარებითა. კეთილ არს ესე ყოველი! გარნა ამასთანავე ფრიად საჭირო არის, რომელ გონებაცა, ანუ ჭკუა თქვენი არ იყოს უქმად, არამედ ხშირად ფიქრობდეს სული ერთა საგანთა ზედა. მოვიხმაროთ ახლა ამისთვის რაოდენიმე წამი. საგნად ჩვენისა უბნობისა გამოვარჩიოთ ის, რაიცა შეეხება და ეფერება ახლანდელსა თქვენსა მდგომარეობასა, ესე იგი ლოცვასა, მარხვასა, მონანებასა, რომელსა თქვენ ახლა შედგომილ ხართ ღვთის შეწევნითა. ერთს ძველ წიგნში, რომელიც აღწერა ბრძენმან ისუ ზირაქის ძემ, ვპოვებთ ჩვენ მრავალთა მშვენიერთა დარიგებათა, რომელნი უმეტესადშ ეეხებიან თქვენსა აწინდელსა მოღვაწებასა. მოვიყვანოთ იქიდგან რაოდენიმე მუხლი და იმაზედ დავაფუძნოთ ჩვენი მოძღვრება.

ნუ გრცხვენინ და ნუ გეშინინ აღსარებად ცოდვასა თქვენსა, და ნუ აჰყვები კაცსა ცოდვის მოქმედებად (ის. ზირ. , .). ესრეთ გვარიგებს ისუ ზირაქი მეოთხესა თავსა შინა წიგნისა თვისისასა. ხედავთ, ძმანო, რომ ეს დარიგება ძლიერ გშვენის თქვენ, რომელნი ახლა ემზადებით აღსარებასა და მერმე ზიარებასა. ისუ გვეტყვის, რომ აღსარებად ცთდვათა კაცს არ უნდა ეშინოდეს, არცა რცხვენოდეს. გამიგონია მე, განსაცვიფრებელად ჩემდა, რომელ ჩვენ ქვეყანაში ზოგიერთთა ქრისტიანეთა სცხვენიათ ანუ ეშინიათ აღსარება ცოდვათა, მაგრამ ძნელად დასაჯერებელია ეს ამბავი. სნეულმა კაცმა ექიმს რომ არ უთხრას, რა სტკივა, - აბა მოსძულებია მას სიცოცხლე და სიკვდილი სდომებია. თუ კი კაცი ემზადება, ლოცულობს, ღმერთს შენდობას ჰსთხოვს, როგორღა უნდა დაუმალოს მან მოძღვარს ცოდვა თვისი. რაღა დროს სირცხვილია მაშინ. სირცხვილი და შიში მაშინ უნდა ჰქონოდა, როდესაც ცოდვას იქმოდა და არა მაშინ, როდესაც აღსარებად მიდის, მაგრამ, კიდევ ვიტყვი, არ მჯერა რომ ვინმე იყოს ესრეთი უგუნური და თავის მტერი, და თუ კი არიან ვინმე ჰსწორეთ უსაწყლესნი უნდა იყვნენ იგინი ყოველთა კაცთა.

ნუ აჰყვები კაცსა ცოდვის მოქმედებად, ესე იგი ნუ დაუჯერებ კაცსა ცოდვის მოქმედებად. ეს დარიგება ვისაც ახსოვს, ის მრავალთა ცოდვათაგან იხსნის თავის სულს, მისთვის, რომელ ყოველი კაცი მრავალ ცოდვაში ჩავარდება სხვის მიხედვით და სხვის აყოლით; მაგალითი წარიტაცებს კაცსბოროტი კაცი ხშირად აცთუნებს და აიყოლებს კაცსა სუსტსა.

ნუ იტყვი, ვცოდე რა იქმნას ჩემდა, რამეთუ უფალი სულგრძელ არს; განწმედისათვის ნუ იქმნები უშიშ შეძინებად ცოდვასა ზედა. ამ სიტყვებში ბრძენი გამოცდილი ისუ გაგვაფრთხილებს ჩვენრათა არ ვიყვნეთ უდები და მცონარე ცოდვათა მონანებასა შინა; ნუ იტყვითო, რა დამემართება რომ ვსცოდო; უფალი სულგრძელ არს. ნუ იქმნები უშიშარი ცოდვის განწმედისათვის, ნუ დაუმატებ ცოდვას ცოდვასა ზედა. დიდად აშავებენ მრავალნი ქრისტიანენი, როდესაც იგინი აგვიანებენ, გადასდებენ მონანებას და მომზადებას ზიარებისათვის; თვით უმცირესი მიზეზი მოუშლის ზოგიერთთ ამ განზრახვას: ცუდი ტაროსი არისო, ავათ ვარო, არა-მცალიან ახლაო, მომავალ კვირას დავიწყებო; ვნების კვირას ვეზიარებიო. ძმაო! რა იცი მაშინ კარგი ტაროსი იქმნება, თუ არა, კარგათ იქმნები, თუ არა? ისარგებლე, ვიდრემდის დრო გაქვს, ნუ ხარ უდები, ნუ დაუმატებ ცოდვას ცოდვასა ზედა.

ამ სიტყვებში: ნუ იტყვი, ვსცოდე, რა იქმნას ჩემდა, კიდევ სხვა და ფრიად შესანიშნავი ჰაზრი არის, რომელზედაც ღირს მივაქციოთ საკუთარი ყურადღება. რა არის, რომ ვსცოდო; უცოდველი ვინ არის; განა ღმერთმან არ იცის ჩვენი სისუსტე, ღმერთი მოწყალეა და მოგვიტევებს. ამ სახით მრავალნი პირნი თავის თავს შეუნდობენ და გაუადვილებენ ცოდვას. ეს დიდი შეცთომა არის, ძმანო! ცოდვას ადვილად ნუ უყურებ; რაც გინდა მცირე იყოს ცოდვა, მაინც უნდა სწუხდე, ისწრაფო მისი მონანება; მძიმე ცოდვა ხომ უმეტესად უნდა შეგაწუხებდეს, მაგრამ მცირე ცოდვისათვისაც უდები ნუ ხარ. მართალია, ღმერთი მოწყალეა, მან იცის ჩვენი ბუნების უსუსურება. იგი მოგვიტევებს ჩვენ ცოდვას, მაგრამ როდის? რა პირობით? მაშინ და იმ პირობით, თუ ნახავს რომ კაცი ნანობს, ესე იგი სწუხს, გრძნობს თვის სიცოდვეს; და თუ ნახა, რომ ჩვენ არა რათ ვაგდებთ ჩვენ ცოდვას, თუ ჩვენვე მოუტევებთ ჩვენს თავს ცოდვათა, მაშინ იგი აღარ მოგვიტევებს. როდესაც შენ არ სწუხარ, არამედ ადვილად შეუნდობ შენს თავს ცოდვასა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ აპირობ ცოდვის დატევებას, არამედ მზათ ხარ კიდევ ყოველთვის აღასრულო იგი. ამ სახით შენ მიეჩვევი ცოდვას; ცოდვა გარდაიქცევა შენში მეორე ბუნებად, და ამისა მერმე მონანება არა თუ გაგიჭირდება, სრულიად შეუძლებელი იქმნება შენთვის, რომელი და განაშოროს ჩვენგან ღმერთმან. ამინ.




მოძღვრება ზიარებად განმზადებულთადმი II

მოაკვდინენით უკვე ასონი თქვენნი ქვეყანასა ზედა,
სიძვა, არა-წმიდება, ვნება, გულის-თქმა ბოროტი და ანგაარება...
განიშორეთ ყოველივე რისხვა, გულის-წყრომა, უკეთურება,
გმობა, უშვერი სიტყვა... შეიმოსეთ ახალი განახლებული
მეცნიერება (კოლ. . -)

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

საქმე იგი, რომელსა თქვენ აწ შედგომილ ხართ, არის ერთობ დიდი და მძიმე; გლოცავ თქვენ, ძმანო საყვარელნო, რამეთუ არა მცონარებითა, ანუ მოწყინებულითა გულითა ასრულებდეთ მას, არამედ ყოვლითა გულს-მოდგინებითა. თქვენ განმზადებულ ხართ ზიარებისათვის; ერთ წამსაც ნუ დაივიწყებთ, რომელ ზიარება არის წყარო ცხოვნებისა მხოლოდ ღირსებით მომზადებულთათვის; ხოლო უღირსთა და უდებთათვის იგი გარდაიქცევა ცეცხლად სასჯელისა.

რა სახით უნდა მოემზადოს ქრისტიანე დიდსა ამას საქმესა?