კრება მსოფლიოს დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა ბასილი დიდისა,
გრიგოლ
ღვთისმეტყველისა
და
იოანე
ოქროპირისა.
კონსტანტინეპოლში
დიდხანს
მიმდინარეობდა
კამათი
იმის
თაობაზე,
თუ
ვისთვის
მიენიჭებინათ
უპირატესობა
სამი
მღვდელმთავრიდან:
ერთნი
ბასილი
დიდს
(ხს.
1 იანვარს)
აყენებდნენ
უფრო
მაღლა,
მეორენი
- გრიგოლ
ღვთისმეტყველს
(ხს.
25 იანვარს),
სხვები
კი
- იოანე
ოქროპირს
(ხს.
13 ნოემბერს).
ამ
მიზეზით
ქრისტიანებს
შორის
განხეთქილება
წარმოიშვა.
ღვთის ნებით, 1084 წელს სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა
მიტროპოლიტ
იოანეს
და
განუცხადეს,
რომ
თანასწორნი
არიან
უფლის
წინაშე
და
უბრძანეს
ერთ
დღეს
დაეწესებინათ
მათი
ხსენება.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ტროპარი: ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
კონდაკი: სამთა
უპირატესთა
და
უდიდესთა
მნათობთა,
სამ-მზეობისა
ღმრთაებისათა,
რომელთა
ყოველი
სოფელი
შარავანდედითა
დოღმატთა
საღმრთოთა
განანათლებს
და
თაფლთ-მწოლვარითა
მდინარითა
სიბრძნისათა,
ყოველი
სოფელი
ცნობისა
ღმრთისა
ნაკადულითა
მორწყეს,
ბასილის
დიდსა
და
ღმრთისმეტყველსა
გრიგოლის
თანა
იოანეს
ენა
ოქროვან
წოდებულსა
ყოველნი,
რომელი
სიტყვათა
მათთა
ტრფიალთ-ვართ,
მოვედით
თანად
და
გალობად
პატივს
ვსცემდეთ
მათ,
რამეთუ
ესენი
ყოვლადწმინდასა
სამებასა
ჩვენთვის
მარადის
ევედრებიან.
No comments:
Post a Comment