რამეთუ ვცან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი წიგნთაგან საღმრთოთა
და სარწმუნოებით გულს-მოდგინედ ვისწრაფე და აღვწერენ
მოსაჴსენებელნი, რაჲ-იგი თქუეს ჰურიათა ღმრთისათჳს პონტოელისა
პილატეს ზე, მსაჯულისა, რომელი-იგი აღწერა ნიკოდემოზ წიგნითა
ებრაულითა, ხოლო მე გარდმოვწერე წიგნითა ბერძულითა საცნობელად
ყოველთათჳს.
ანა და კაიაფა, სუმეს და დოდაეს, გამალიელ და იუდა, ლევი
და ლეფთალი, ალექსანდრე და იაროს და სხუანი-ცა ჰურიათაგანნი მოვიდეს
პილატესა იესუჲსთჳს და შეასმენდეს მას მრავალთა საქმეთა
მისთათჳს და ეტყოდეს ესრეთ: "ესე ჩუენ ვიცით იოსების, ხუროჲსა მის,
ძედ და მარიამისგან შობილად და იტყჳს თავსა თჳსსა ძედ ღმრთისად
და მეუფედ, არა ხოლო თუ ამას იტყჳს, არამედ შაბათთა-ცა შეაგინებს
და მამულისა შჯულისა ჩუენისაჲ ჰნებავს დარღუევაჲ".
ჰრქუა მათ პილატე: "რაჲ არს, რასა იქმს და ჰნებავს
დარღუევაჲ?"
ჰრქუეს ჰურიათა მათ: "ჩუენ შჯული გუაქუს, შაბათსა შინა არა
ჯერ-არს კურნებაჲ, ხოლო ესე მკელობელთა და ბრმათა და კეთროვანთა
და ეშმაკეულთა და განრღუეულთა განჰკურნებს დღესა შაბათსა
და ბელზებულითა, ეშმაკთა მთავრითა, განასხამს ეშმაკთა, და ყოველნი-ვე
მისდა დამორჩილებულ არიან".
ჰრქუა მათ პილატე: "ესე არა არს არა-წმიდითა სულითა განსხმაჲ
ეშმაკთაჲ, არამედ ღმრთისაგან სკლეპისა."
ჰრქუეს ჰურიათა მათ პილატეს: "ვევედრებით ჩუენ შენსა მაგას
ჴელმწიფებასა, რაჲთა წარმოადგინო იგი აწ წინაშე საყდარსა შენსა
და ისმინო მისი."
ჰრქუა მათ პილატე: "და ვითარ შემძლებელ ვარ მე, კარანი, განკითხვად
მეუფისა?"
ჰრქუეს ჰურიათა მათ: "ჩუენ არა ვიტყჳთ მას მეუფედ, არამედ
იგი თავით თჳსით იტყჳს".
მოუწოდა პილატე ერთსა პასენაკსა და ჰრქუა მას: "მივედ და
მშჳდობით შემოიყვანე იესუ".
და ვითარ მივიდა პასენაკი იგი, იხილა და იცნა მან იესუ, და
თაყუანის-სცა მას პირველად და მოიღო ოლარი, რომელი აქუნდა
ჴელთა მისთა და დაუფინა ქუეყანასა ზედა და ჰრქუა მას: "უფალო,
ამას ზედა შემოდეგ და შემოვედ, რამეთუ გხადის შენ კარანი".
ხოლო ჰურიათა მათ ვითარ იხილეს, რაჲ-იგი ქმნა პასენაკმან
მან, ღაღადებდეს პილატეს მიმართ და იტყოდეს: "რად არა სეფეკაცითა
ჰბრძანე შემოყვანებაჲ მისი, არამედ პასენაკისაგან, რამეთუ
ვითარცა იხილა იგი პასენაკმან მან, თაყუანის-სცა მას და მოიღო
ოლარი, რომელი აქუნდა მას და დაუფინა ქუეყანასა ზედა და
ჰრქუა: უფალო, ამას ზედა შემოდეგ, რამეთუ გხადის შენ მსაჯული."
ხოლო პილატე მოუწოდა პასენაკსა მას და ჰრქუა: "რაჲ ჰყავ
ესე, რასა იტყჳან ჰურიანი ესე?"
ხოლო პასენაკმან მან ჰრქუა პილატეს: "უფალო, ოდეს-იგი შენ
მიმავლინე მე იერუსალემს, უბანთა ზედა*, მაშინ ვიხილე ესე კარაულსა
ზედა მჯდომარე. და ყრმანი ებრაელნი ღაღადებდეს, და რტოები
ზეთის-ხილისაჲ აქუნდა ჴელთა მათთა. და რომელნი-მე დაუფენდეს
სამოსელსა მათსა და ეტყოდეს: "გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ
მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა".
ღაღად-ყვეს ჰურიათა მათ და იტყოდეს: "ყრმანი იგი ებრაელნი
ებრაელებრ ჴმობდეს და შენ ვინაჲ სცნობდ ამას, რამეთუ არა იცი
შენ ებრაული?"
ჰრქუა მათ პასენაკმან მან: "ვჰკითხე ვისმე მათგანსა და ვარქუ:
რაჲ არს, რასა ჴმობენ ყრმანი ესე ებრაელნი? და მან მითხრა: ოსანა.
და ესე სიტყუაჲ ესრეთ არს: გუაცხოვნენ ჩუენ".
ჰრქუა მას პილატე: "ვითარ ჴმობდეს ებრაელებრ?"
ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: "ოსანა".
ჰრქუა მათ პილატე: "და ოსანა ვითარ გამოითარგმანების."
ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: "გუაცხოვნენ ჩუენ".
ჰრქუა მათ პილატე: "უკუეთუ თქუენ ეწამებით ჴმასა მას, რასა-იგი
ყრმები იტყოდა, პასენაკმან მან ჩემმან რაჲ ცოდა?"
ხოლო იგინი დუმნეს.
ჰრქუა პილატე პასენაკსა მას: "განვედ და რომლითა-ცა სახითა
გნებავს, შემოიყვანე იესუ".
ხოლო პასენაკი იგი ვითარ განვიდა, ყო პირველისაებრ-ვე სახისა,
და ჰრქუა იესუს: "უფალო, შემოვედ, რამეთუ გხადის შენ
მსაჯული".
და ვითარ შემოვიდა იესუ, მუნ ეპყრნეს დრაუჟნი იგი პილატესნი,
და მოდრკეს ძელნი იგი დრაუჟთანი და თაყუანის-სცეს
იესუს.
უმეტესად ღაღადებდეს და იტყოდეს ჰურიანი იგი მათდა მიმართ,
რომელთა ეპყრნეს დრაუჟნი იგი: "რაჲსათჳს მოსდრიკენით ძელნი
ეგე დრაუჟთანი?"
ხოლო პილატე ჰრქუა მათ: "არა გიკჳრს-ა, ვითარ-იგი მოდრკეს
ძელნი იგი დრაუჟთანი და თაყუანის-სცეს იესუს?"
ეტყოდეს ჰურიანი იგი პილატეს და ჰრქუეს: "ჩუენ უწყით, ვითარმედ
მოდრიკნეს მათ, რომელთა ეპყრნეს დრაუჟნი იგი და თაყუანის-სცეს
მას".
პილატე მოუწოდა, რომელთა ეპყრნეს დრაუჟნი იგი და ჰრქუა
მათ: "რაჲსათჳს ესრეთ ჰყავთ."
ხოლო მათ ჰრქუეს პილატეს: "ჩუენ კაცნი წარმართნი ვართ და
მსახურნი ტაძრისანი, ვითარ-მცა თაყუანის-ვეცით მას: ხოლო ჩუენ
ვითარ გუეპყრნეს ძელნი იგი დრაუჟთანი, თავით თჳსით მოდრკეს და
თაყუანის-სცეს მას".
ჰრქუა პილატე მთავართა კრებულისათა და მოხუცებულთა
ერისათა: "გამოირჩიენით თქუენ კაცნი მჴნენი და ძლიერნი და მათ
იპყრნენ დრაუჟნი იგი და ვიხილოთ, უკუეთუ თავით თჳსით მოდრკენ."
ხოლო მოხუცებულთა მათ ჰურიათა გამოირჩინეს კაცნი ათორმეტნი,
მჴნენი და ძლიერნი ძალითა, და ექუს-ექუსთა პყრობად სცნეს
დრაუჟნი იგი და დადგეს წინაშე საყდართა მათ მსაჯულისათა.
და ჰრქუა პილატე პასენაკსა მას: "განიყვანე იესუ გარე ტაძრისა
და შემოიყვანე, ვითარ სახედ-ცა გნებავს".
და გამოვიდა იესუ გარეშე ტაძრით და პასენაკი იგი მის თანა.
და მოუწოდა პილატე, რომელთა-იგი ეპყრნეს ბუნნი იგი დრაუჟთანი,
პირველად და ჰრქუა მათ: "გეფუცები ცხოვრებასა კეისრისასა,
უკუეთუ არა მოდრკენ დრაუჟნი ესე შემოსლვასა იესუჲსსა, თავნი
თქუენნი აღვიხუნე თქუენგან".
და ბრძანა შემოყვანებაჲ იესუჲსი.
და პასენაკმან მან ყო პირველი-ვე იგი სახჱ და ფრიად ევედრებოდა
იესუს, რაჲთა-მცა შედგა ოლარსა მას ზედა. და შედგა
იესუ და შევიდა. ხოლო შესლვასა მას მისსა კუალად მოდრკეს დრაუჟნი
იგი თავით თჳსით და თაყუანის-სცეს იესუს.
ხოლო პილატე, ვითარ იხილა, შეეშინა ფრიად და უნდა აღდგომაჲ
საყდრით. და ვითარ-იგი გან-ოდენ-იზრახვიდა, ცოლმან მისმან
მიავლინა მისა და ჰრქუა: "რაჲ ძეს შენი და კაცისა მაგის მართლისაჲ,
რამეთუ ფრიად მევნო მე მაგისთჳს ამას ღამესა?"
ხოლო პილატე მოუწოდა ჰურიათა მათ და ლევიტელთა და ჰრქუა
მათ: "თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ ცოლი ჩემი ღმრთის-მსახურ არს
ფრიად და უფროჲსღა ჰურიაობს თქუენ თანა."
ჰრქუეს მას: "უწყით, რამეთუ ეგრეთ არს".
ჰრქუა მათ პილატე: "ესერა მოავლინა ცოლმან ჩემმან და მრქუა:
რაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისა, რამეთუ მრავალი მევნო
მე მაგისთჳს ამას ღამესა."
მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს პილატეს: "არა გარქუთ-ა, ვითარმედ
გრძნეული არს ეგე? ესერა სიზმარი-ცა მაჩუენებელი მიავლინა
ცოლისა შენისა."
ხოლო პილატე მოუწოდა იესუს და ჰრქუა: "რასა ესენი შეგწამებენ?
რასა იტყჳ შენ?"
ხოლო იესუ ჰრქუა მას. "უკუეთუ-მცა არა აქუნდა ჴელმწიფებაჲ,
არა-მცა იტყოდეს, ხოლო აწ კაცად-კაცადსა აქუს ჴელმწიფებაჲ პირისა
თჳსისაჲ სიტყუად კეთილისა და ბოროტისა, მაგათ იხილონ, რასა
იტყჳედ."
მიუგეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰურიათა და ჰრქუეს მას:
"ჩუენ რაჲ ვიხილოთ? პირველად, სიძვით შობილ ხარ, მეორედ, შობასა
შენსა ბეთლემს ყრმათა მოსრვაჲ იქმნა, მესამედ, მამაჲ შენი
იოსებ და დედაჲ შენი მარიამ ეგჳპტედ ივლტოდეს ამისთჳს, რამეთუ
არა აქუნდა განცხადებულებაჲ ერსა შორის"
იტყოდეს რომელნი-მე მუნ მდგომარეთაგანნი კაცნი ღმრთის-მოშიშნი:
"ჩუენ არა ვიტყჳთ მაგას ბოროტის-მოქმედად, არამედ კეთილის-მოქმედად".
მიუგო პილატე ჰურიათა მათ და ჰრქუა, რომელნი-იგი იტყოდეს,
ვითარმედ ბოროტის-მოქმედ არს: "ესე სიტყუაჲ თქუენი არა არს
ჭეშმარიტ ამისთჳს, რამეთუ საცილობელ იქმნა, ვითარ-ესე იტყჳან
თქუენგანნი-ვე.
ჰრქუეს ანა და კაიაფა: "ესე ყოველი სიმრავლე ერისაჲ ვჴმობთ
და შენ არა გრწამს, ვითარმედ არა კეთილ არს ესე, ხოლო ესენი
მწირნი არიან და მოწაფენი მაგისნი".
მიუგო პილატე ანას და კაიაფას: "და რაჲ არს მწირობაჲ იგი?"
ჰრქუეს მას: "წარმართთა შვილნი იყვნეს და აწ-ღა იქმნნეს
ჰურია".
მიუგეს და ჰრქუეს, რომელნი-იგი იტყოდეს, ვითარმედ არა ბოროტის-მოქმედ
არს, ლაზარ და ასერი და ნატონ და იაკობ
და მნეს, ზერას და სამოელ და ისაკ და ფინეზ და კრისპა და აგრიპა
და იუდა: "ჩუენ არა მწირთაგანნი ვართ, არამედ ჰურიანი და სამართალსა
ვიტყჳთ: ესე არს ჭეშმარიტად ცხორებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ"
ჰრქუა პილატე ათორმეტთა მათ კაცთა, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ
ესე არს ცხორებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ: "გაფუცებ თქუენ
ცხორებასა კეისრისასა, უკუეთუ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი სთქუთ,
კეთილ არს-ა ყოვლით-ურთ?"
ჰრქუეს მათ პილატეს: "ჩუენ შჯული გუაქუს, ნუ ვინ ფუცავს
ცუდად, რამეთუ ცოდვაჲ არს დიდი. მაგათ ფუცონ ცხორებასა კეისრისასა,
ვითარმედ არა ეგრე არს. ვითარ-ესე ჩუენ ვიტყჳთ, და თანა-მდებ
ვართ სიკუდილისა".
ჰრქუა პილატე ანას და კაიაფას: "არას მიუგებთ-ა ამისთჳს?"
ჰრქუეს ანა და კაიაფა პილატეს: "ათორმეტთაჲ სარწმუნო გიჩნს,
რამეთუ იტყჳან, ვითარმედ არა ბოროტის-მოქმედ არს; და ჩუენ, ყოველი
ესე კრებული, ვღაღადებთ, ვითარმედ წინა-ადმდგომი არს კეისრისაჲ
და იტყჳს თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა და მეუფედ და არა
გრწამს ჩუენი".
უბრძანა პილატე გამოსლვაჲ მათი თჳნიერ ათორმეტთა მათ
კაცთა, რომელთა-იგი თქუეს, ვითარმედ ჭეშმარიტად ცხორებაჲ არს
ყოველთაჲ. და იესუს-ცა უბრძანა განშორებაჲ მათგან. და ჰრქუა
ათორმეტთა მათ პილატე: "რომლისა საქმისათჳს უნებს მოკლვაჲ
იესუჲსი?"
ჰრქუეს პილატეს: "შური აქუს, რამეთუ შაბათსა ჰკურნებს-ო".
ჰრქუა პილატე: "კეთილისა საქმისათჳს ჰნებავს-ა მოკლვაჲ მისი?"
ჰრქუეს მას: "ჰე".
აღივსო გულის-წყრომითა პილატე და გამოვიდა ტაძრით და
ჰრქუა მათ: "მოწამე არს ჩემდა მზე, რამეთუ არცა ერთსა ბრალსა
ვჰპოებ კაცისა ამის თანა".
მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს პილატეს: "უკუეთუ-მცა არა
ბოროტის-მოქმედი იყო, არა მოგუეცა ეგე ჴელთა შენთა"
ჰრქუა პილატე: "მიიყვანეთ ეგე თქუენ და შჯულითა თქუენითა
განიკითხეთ."
ჰრქუეს ჰურიათა მათ: "ჩუენი არა არს მოკლვაჲ არავისი".
ჰრქუა პილატე ჰურიათა მათ: "თქუენ გრქუა ღმერთმან არავისი
მოკლვაჲ?"
არამედ შევიდა პილატე ტაძრად და მოხადა იესუს და ჰრქუა
მას: "შენ ხარ-ა მეუფე ჰურიათა?"
მიუგო იესუ პილატეს და ჰრქუა: "თავით თჳსით შენ იტყჳ მაგას,
ანუ სხუათა გითხრეს ჩემთჳს?"
მიუგო პილატე იესუს და ჰრქუა: "ნუუკუე მე-ცა ჰურიაჲ ვარ-ა,
არამედ ნათესავთა შენთა და მღდელთ-მოძღუართა მომცე შენ რაჲ
გიქმნიეს?"
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: "მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგან
არს, უკუეთუ-მცა ამის სოფლისაჲ იყო, მსახურნი-მცა ჩემნი
იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა-მცა არა მივეცი ჴელთა ჰურიათასა. აწ მეუფებაჲ
ჩემი არა არს ამის სოფლისაგან".
ჰრქუა პილატე იესუს: უკუეთუ მეუფე ხარ შენ?"
ჰრქუა მას იესუ: "შენ იტყჳ, ვითარმედ მეუფე ვარ მე ამისთჳს
შობილ ვარ და ამისთჳს-ცა მოვედ სოფლად, რამეთუ ყოველი რომელი
იყოს ჭეშმარიტებისაგან, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ"
და ჰრქუა პილატე: "და რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ?"
ჰრქუა პილატეს: "ჭეშმარიტებაჲ ზეცით არს".
Page of ed.: 46
ჰრქუა მას პილატე: "და ქუეყანასა ზედა არა არს-ა ჭეშმარიტებაჲ?"
ჰრქუა იესუ პილატეს: "ხედავ-ა, რომელნი ჭეშმარიტებასა იტყჳან,
ვითარ განიკითხვიან, რომელთა აქუს ჴელმწიფებაჲ ქუეყანასა
ზედა."
და დაუტევა იესუ შინა ტაძარსა და პილატე გამოვიდა გარე
და ჰრქუა ჰურიათა მათ: "მე არცა ერთსა ბრალსა ვჰპოებ მის თანა".
ჰრქუეს ჰურიათა მათ: "მაგან თქუა, შემძლებელ ვარ მე ტაძრისა
ამის დარღუევად და მესამესა დღესა აღშენებად".
ჰრქუა მათ პილატე: "რომელი ტაძარი?"
ჰრქუეს ჰურიათა მათ: "რომელი სოლომონ მეფემან აღაშენა ორმეოცდაექუსსა
წელსა, იგი იტყოდა დარღუევად და აღშენებად მესამესა
დღესა".
მერმე კუალად ჰრქუა პილატე ჰურიათა მათ: "უბრალო-მცა
ვარ მე სისხლისაგან ამის მართლისა, თქუენ უწყით".
ჰრქუეს ჰურიათა მათ: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შულთა
ჩუენთა ზედა."
მოუწოდა პილატე მოხუცებულთა და მღდელთა და ლევიტელთა
და ჰრქუა მათ თჳსაგან: "ნუ ეგრე იქმთ, რამეთუ არარაჲ არს შესმენაჲ
მისი თანა-მდები სიკუდილისაჲ, რამეთუ შესმენაჲ თქუენი მისა
მიმართ არს განკურნებისათჳს სნეულთაჲსა და შეგინებისათჳს შაბათისა".
ჰრქუეს პილატეს მოხუცებულთა მათ, მღდელთა და ლევიტელთა:
"უკუეთუ ვინმე კეისარი აგინოს, თანა-მდებ არს სიკუდილსა"?
ჰრქუა მათ პილატე: "ღმერთი არა აგინა და თანა-მდებ არს-ა
სიკუდილსა?"
ჰრქუეს ჰურიათა პილატეს: "ჩუენ კეისარსა ვიტყჳთ, გმობდა,
თანა-მდებ არს სიკუდილსა" .
უბრძანა პილატე ჰურიათა მათ გამოსლვაჲ მათი ტაძრით და
მოუწოდა იესუს და ჰრქუა: "რაჲ გიყო შენ?"
ჰრქუა იესუ პილატეს: "ესრეთ მოცემულ არს შენდა".
და ჰრქუა პილატე: "და ვითარ მოცემულ არს?"
ჰრქუა იესუ: "მოსე და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინაჲთ-ვე
ქადაგებდეს სიკუდილისა ჩემისათჳს და აღდგომისა".
ესმა ესე ჰურიათა მათ და ჰრქუეს პილატეს: "ამის გმობისა უძჳრესი
რაჲ-ღა გნებავს სმენად?"
ჰრქუა მათ პილატე: "უკუეთუ სიტყუაჲ ესე გმობაჲ არს, მიიყვანეთ
ეგე თქუენ და შჯულისაებრ თქუენისა განიკითხეთ."
ჰრქუეს ჰურიათა მათ პილატეს: "შჯულსა ჩუენსა წერილ არს:
კაცმან თუ კაცსა შესცოდოს, წერილ არს*, რაჲთა სცენ მას ოცდაცხრამეტი
ქოქითა.** ხოლო რომელმან ღმერთი გმოს, ქვითა
განიტჳნოს".
ჰრქუა მათ პილატე: "მიიყუანეთ ეგე თქუენ და, ვითარ სახედ
გნებავს, ეგრეთ ყავთ".
ჰრქუეს ჰურიათა პილატეს: "ჩუენ გუნებავს, რაჲთა ჯუარს-ეცუას".
ჰრქუა მათ პილატე: "არა წერილ არს* ჯუარ-ცუმაჲ მისი".
მიმოიხილა პილატე ერსა მას შორის ჰურიათასა, რომელი დგა
მუნ, და ხედვიდა, რამეთუ მრავალნი მათგანნი იკითხვიდეს და ცრემლოოდეს
იესუჲსთჳს და თქუა, რამეთუ: "არა ყოველთა უნებს სიკუდილი
მისი".
ჰრქუეს მღდელთ-მოძდუართა მათ პილატეს: "ამისთჳს მოვედით
ყოველი ერი შენდა, რაჲთა მოკუდეს ეგე".
ჰრქუა პილატე ჰურიათა მათ: "რაჲსათჳს მოკუდეს?"
ჰრქუეს ჰურიათა მათ: "რამეთუ თქუა თავისა თჳსისაჲ, ძჱ
ღმრთისაჲ ვარი მე-ო და მეუფჱ".
ნიკოდემოზ ვინმე, კაცი ჰურიაჲ, წარმოდგა წინაშე პილატესა
და თქუა: "ვევედრები შენსა მაგას ჴელმწიფებასა, მიბრძანე მე თქუმად
სიტყუათა მცირეთაჲ".
ჰრქუა მას პილატე: "იტყოდე."
და ჰრქუა ნიკოდემოზ: "მე ვარქუ მოხუცებულთა, მღდელთა
და ლევიტელთა და ყოველსა ამას სიმრავლესა ჰურიათასა შესაკრებელსა
შინა: რასა ეძიებთ კაცისა ამის თანა? კაცმან ამან მრავალნი
სასწაულნი ქმნნა მიუწდომელნი და საშინელნი, რომელნი არასადა ვინ
ქმნნა სხუამან და არცა-ღა ქმნნეს ვინ. დაუტევეთ ეგე და ნუ ჰზრახავთ
მაგისთჳს ბოროტსა. უკუეთუ ღმრთივ არიან სასწაულნი იგი, რომელთა
იქმს, დაემტკიცოს, და უკუეთუ კაცობრივ - დაჰჴსნდენ. რამეთუ მოსე-ცა მიივლინა ღმრთისაგან ეგჳპტედ და ქმნნა სასწაულნი მრავალნი,
რომელ ჰრქუა მას ღმერთმან საქმედ წინაშე მეფისა მის მეგჳპტელთაჲსა.
და იყვნეს მუნ კაცნი, რომელნი ჰმსახურებდეს ფარაოს: იანე
და იამბრე, მათ-ცა ქმნნეს სასწაულნი, რაჲ-ცა ქმნნა მოსე,* არა-მცირედნი
და ეგრე ხედვიდეს მეგჳპტელნი იგი, ვითარცა ღმერთთა,
იანეს და იამბრეს, ხოლო სასწაულნი იგი, რომელ ქმნნეს, არა ღმრთივ
იყვნეს და წარწყმდეს იგინი და მორწმუნენი-ცა მათნი. და აწ დაუტევეთ
კაცი ეგე, რამეთუ არა წერილ არს სიკუდილი მაგისი".
ჰრქუეს ჰურიათა მათ ნიკოდემოზს: "შენ მოწაფე იყავ მისი
და სიტყუასა მაგას მისთჳს იტყჳ".
მიუგო ნიკოდემოზ და ჰრქუა: "ნუუკუე მსაჯული-ცა მისი მოწაფე
იყოს და მის წილ სიტყუასა იტყჳს. არა კეისარმან დაადგინა
ამას პატივსა ზედა."
ხოლო ჰურიათა მათ გული უწყრებოდა ნიკოდემოზისთჳს და
კბილთა მათთა იღრჭენდეს მის ზედა.
ჰრქუა პილატე: "რაჲსა კბილთა იღრჭენთ მისთჳს?"
ჰრქუეს ჰურიათა მათ ნიკოდემოზს: "ჭეშმარიტებაჲ მისი მიიღე
შენ და ნაწილი-მცა მისი მიგიღებიეს".
ჰრქუა მათ ნიკოდემოზ: "ამენ, ამენ იყავნ, მოვიღო, ვითარცა
სთქუთ."
კუალად სხუაჲ წარმოდგა და ევედრებოდა მსაჯულსა, რაჲთა თქუას
სიტყუაჲ.
ხოლო მსაჯულმან ჰრქუა: "რაჲ-ცა გნებავს, იტყოდე."
და თქუა კაცმან მან: "მე ოცდაათრვამეტი წელი დამეყო უძლურებასა
ცხედარსა ზედა და დიდსა სალმობასა შინა ვიყავ. და მოვიდა
იესუ და მრავალნი ეშმაკეულნი და მრავლითა სახითა სნეულნი და
მდებარენი განიკურნნეს მისგან. და მე-ცა რომელთა-მე ჭაბუკთა შემიწყალეს
და აღმიღეს ცხედრით-ურთ და მიმიღეს მისა. და მიხილა მე
იესუ, შემიწყალა მე და სიტყჳთ მრქუა მე: აღდეგ და აღიღე ცხედარი
შენი და ვიდოდე. და მუნთქუეს-ვე განვიკურნე და აღვიდე ცხედარი
ჩემი და ვიდოდე".
ჰრქუეს ჰურიათა მათ პილატეს: "ჰკითხე-ღა მაგას, რაჲ დღჱ
იყო, ოდეს განიკურნა?"
ჰრქუა პილატე კაცსა მას: "რომელსა დღესა განიკურნე?"
ჰრქუა განკურნებულმან მან: "შაბათსა".
ჰრქუეს ჰურიათა მათ პილატეს: "არა გითხართ-ა შენ, ვითარმედ
შაბათსა ჰკურნებს და ეშმაკთა განასხამს"?
და სხუაჲ ჰურიაჲ წამოდგა და თქუა: "მე ბრმაჲ ვიყავ და ჴმაჲ
მესმოდა, ხოლო პირსა არა ვხედევდ და ვითარ თანა-წარმვიდოდა
იესუ, ღაღად-ვყავ მე ჴმითა დიდითა და ვარქუ: შემაწყალე მე, ძეო
დავითისო. და შემიწყალა მე და დამსხნა ჴელნი თჳსნი თუალთა ჩემთა
და მუნთქუეს-ვე აღვიხილენ".
და კუალად სხუაჲ წარმოდგა და თქუა: "მე მკელობელი ვიყავ
სიყრმით ჩემითგან და განმკურნა მე სიტყჳთა და აღმმართა მე დაცემისაგან
ჩემისა".
და სხუაჲ წარმოდგა და თქუა: "მე განბოკლებული ვიყავ და განმკურნა
სიტყჳთა".
და დედაკაცი ვინმე შორით ღაღადებდა და იტყოდა: "წიდოვანი
ვიყავ ათორმეტ წელ და შევეხე ფესუსა სამოსლისა მისისასა,
და დადგა მდინარეჲ იგი სისხლისაჲ ათორმეტისა წლისაჲ".
ჰრქუეს ჰურიათა მათ: "ჩუენ შჯული გუაქუს, დედაკაცი წამებად
ნუ წარმოდგებინ".
და სხუანი მრავალნი მამანი და დედანი ღაღადებდეს და იტყოდეს:
"ესე კაცი წინაწარმეტყუელი არს და ეშმაკნი მისდა დამორჩილებულ
არიან".
ჰრქუა მათ პილატე: "რაჲსათჳს მოძღუარნი თქუენნი არა
დაემორჩილნეს მას?"
ჰრქუეს მას: "ჩუენ არა უწყით".
და სხუანი იტყოდეს: "ლაზარე ოთხისა დღისა მკუდარი
აღადგინა".
შეეშინა მსაჯულსა მას ფრიად და ჰრქუა ყოველსა მას სიმრავლესა
ჰურიათასა: "რაჲსათჳს გნებავს დათხევაჲ სისხლისა
უბრალოჲსაჲ?"
და მოუწოდა პილატე ნიკოდემოზს და ათორმეტთა მათ, რომელთა
ჰრქუეს, ვითარმედ არა ბოროტის-მოქმედ არს იესუ, და ჰრქუა
მათ: "რაჲ ვყო, რამეთუ შფოთი დიდი იქმნების ერსა ამას შორის?"
ჰრქუეს მათ: "ჩუენ არა უწყით, მათ იხილონ, რასა იქმან".
ჰრქუა პილატე სიმრავლესა მას ჰურიათასა: "უწყი, რამეთუ
ჩუეულებაჲ არს თქუენი დღესასწაულსა ამას ზატიკობისასა ერთი
პყრობილთაგანი განტევებად, მაქუს ერთი დასჯილი საპყრობილესა
შინა - კაცის მკლველი, რომელსა სახელი ჰრქჳან ბარაბა, და მდგომარე
შორის თქუენსა იესუ, რომლისა თანა არცა ერთსა ბრალსა
ვჰპოებ, აწ ვისი გნებავს, მოგმადლო და განუტეო".
ხოლო მათ ღაღად-ყვეს და თქუეს: "ბარაბა".
ჰრქუა მათ პილატე: "და რაჲ უყო იესუს, რომელსა სახელი
ჰრქჳან ქრისტე?"
ჰრქუეს მათ: "ჯუარს-ეცჳნ".
და რომელნი-მე ჰურიათაგანნი იტყოდეს: "უკუეთუ ეგე განუტეო,
არა ხარ მოყუარე კეისრისაჲ, რამეთუ თქუა თავისა თჳსისა:
ძე ღმრთისაჲ ვარი-ო და მეუფე, ამისი ვიდრემე გნებავს მეუფებაჲ
და არა კეისრისაჲ?"
განრისხნა პილატე და ჰრქუა მათ: "ნათესავი თქუენი მარადის
მაშფოთებელ არს და შემწეთა თქუენთა წინა-აღუდგებით".
ჰრქუეს ჰურიათა პილატეს: "რომელთა შემწეთა იტყჳ?"
ჰრქუა მათ პილატე: "ღმერთმან თქუენმან მონებისაგან ფიცხელისა
გამოგიყვანნა თქუენ ეგჳპტით და შორის ზღუასა გიძღოდა თქუენ,
ვითარცა ჴმელსა, და უდაბნოსა ზედა გამოგზარდნა თქუენ, მანანაჲ
და მწყერ-მარჴილი მოგცა თქუენ საჭმლად და კლდისაგან
წყალი გამოგიდინა თქუენ და შჯული მოგცა თქუენ და ამას ყოველსა
ზედა განარისხეთ თქუენ ღმერთი თქუენი, და ჰქმენით ჴბოჲ შებერილი
და განარისხეთ. და ევედრა მოსე თქუენთჳს და არა მოგსრნა,
და აწ ძჳრსა იტყჳთ ჩემთჳს, ვითარმედ მეუფე მძულს მე".
ღაღადებდეს ჰურიანი იგი და ეტყოდეს: "ჩუენ მეუფედ არავინ
ვიცით, გარნა კეისარი და არა იესუ. და მოგუთა-ცა ძღუენი მოართუეს
მას აღმოსავალით, ვითარცა მეუფესა. და ესმა ჰეროდეს მოგუთა
მათგან, ვითარმედ მეუფე იშვა და უნდა მოკლვაჲ მისი. ცნა
მამამან მისმან იოსებ და წარიყვანა იგი და დედაჲ მისი და ივლტოდა
ეგჳპტედ. ესმა ესე ჰეროდეს და მოსრა ყრმები ებრაელთაჲ,
რომელნი შობილ იყვნეს ბეთლემს."
ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე პილატეს, შეეშინა და დაადუმა
ერი იგი, ვითარ ღაღადებდეს, და ჰრქუა მათ: "ესე არს-ა, რომლისაჲ
უნდა ჰეროდეს სიკუდილი?"
ჰრქუეს ჰურიათა მათ: "ჰე, ეგე არს".
და მოითხოა წყალი და დაიბანნა ჴელნი წინაშე მისსა და ყოვლისა
ერისა და ჰრქუა მათ: "უბრალო-მცა ვარ სისხლისაგან ამის მართლისა,
თქუენ უწყით".
კუალად ღაღადებდეს ჰურიანი იგი და ეტყოდეს პილატეს: "სისხლი
მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა იყავნ".*
მაშინ ბრძანა პილატე ეზოჲსა მის წარმოტევებაჲ, რომელი
განება წინაშე საყდართა მისთა, და დაჯდა.
განჩინებაჲ პილატესი სიკუდილისათჳს იესუჲსისა
"ნათესავთა შენთა თქუეს შენი მეუფებაჲ, ამისთჳს-ცა განეჩინა სიკუდილი
შენი".
და მაშინ-ღა ბრძანა ცემაჲ მისი შოლტითა შჯულისათჳს უძლეველთა
მეფეთაჲსა.
მაშინ ბრძანა დამოკიდებაჲ მისი ჯუარსა მტილსა მას თანა, და
ორთა მათ ავაზაკთაჲ მის თანა.
და ოდეს გამოვიდა იგი ადგილსა მას, განსძარცუეს მას სამოსელი
თჳსი და შეჰმოსეს მას ძოწეული და გჳრგჳნი ეკლისაჲ დაადგეს
თავსა მისსა, და ორნი ავაზაკნი დამოჰკიდნეს მის თანა: ერთი მარჯუენით
და ერთი მარცხენით მისა.
ხოლო იესუ იტყოდა: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა
იციან, რასა იქმან."
და განიყოფდეს სამოსელსა მისსა ერისაგანნი იგი. ხოლო ერი
იგი დგა და ხედვიდა. და ბაგეს-უყოფდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და
მთავარნი მათნი და იტყოდეს: "სხუანი აცხოვნნა, იცხოვნენ თავი-ცა
თჳსი, უკუეთუ ძჱ ღმრთისაჲ არს ეგე და რჩეული მისი".
ეკიცხევდეს ერისა კაცნი-ცა იგი და გარემო მისსა ვიდოდეს და ძმარი
მიუპყრეს მას და ეტყოდეს: "უკუეთუ შენ ხარ მეუფჱ ჰურიათაჲ,
იცხოვნე თავი შენი".
უბრძანა სიკუდილისა განჩინებისა შემდგომად პილატე ფიცარსა
რვალისასა დაწერად ბრალი მისი წიგნითა ბერძულითა და ებრაულითა
და რომაელებრითა, ვითარცა თქუეს ჰურიათა მათ, ვითარმედ
მეუფე არს ჰურიათაჲ.
ერთმან ავაზაკთაგანმან, რომელი დამოკიდებულ იყო მის თანა,
რომელსა სახელი ერქუა გესპას, ჰრქუა მას: "უკუეთუ შენ ხარ ქრისტე,
აცხოვნე თავი შენი და ჩუენ-ცა".
მიუგო მოყუასმან მისმან, რომელსა სახელი ერქუა დუმაქს, შეჰრისხნა
და ჰრქუა მას: "არა გეშინის-ა შენ ღმრთისა, რამეთუ მას-ვე სასჯელსა
შინა ხარ? ჩუენ სამართლად მოგუეგებვის, რაჲ-ცა ვქმენით და
სამართლად გუევნების, ხოლო ამან არარაჲ ქმნა უწესოჲ".
და იტყოდა, რომელმან-იგი შეჰრისხნა მოყუასსა თჳსსა: "მომიჴსენე
მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა".
ჰრქუა მას იესუ: "მართლიად გეტყჳ შენ, დღეს ჩემ თანა იყო
სამოთხეს".
ხოლო იყო ჟამი მეექუსე და დაბნელდა ყოველსა ქუეყანასა
ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე და მზე მოაკლდა და განიპო კრეტსაბმელი
ტაძრისაჲ მის შუვა, და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა:
"მამაო, ობია და ქეთ ფით რუთ", რომელი გამოითარგმანების: "მამაო,
ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა".
და ესე ვითარცა თქუა, აღმოუტევა სული.
და ვითარცა იხილა ასის-თავმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ადიდებდა
ღმერთსა და იტყოდა, რამეთუ: "კაცი ესე მართალი იყო".
და ყოველნი რომელნი მოსრულ იყვნეს ხილვად მისა, იცემდეს
მკერდსა მათსა და გარე-მიიქცეოდეს.
ხოლო ასის-თავმან მან ვითარცა იხილა, მივიდა და უთხრა მსაჯულსა,
რაჲ-იგი იქმნა. და ვითარცა ესმა მსაჯულსა მას და ცოლსა
მისსა, შეწუხნეს ფრიად და არა ჭამეს და არცა სუეს მას დღესა შინა.
მოუწოდა პილატე ჰურიათა მათ და ჰრქუა: "იხილეთ, რაჲ-ესე
იქმნა".
ხოლო მათ ჰრქუეს: "მოკლებაჲ მზისაჲ იქმნა, ვითარცა ჩუეულებაჲ
არს".
და მუნ დგეს ყოველნი მეცნიერნი მისნი და დედანი-ცა, რომელნი
აღმოსრულ იყვნეს* გალილიაჲთ მის თანა და ხედვიდეს მას.
და მოვიდა კაცი ერთი, რომელსა სახელი ერქუა იოსებ, სახიერი
და მართალი. ესე არა მათ თანა იყო ზრახვასა მას და საქმესა
მათსა, რამეთუ იყო იგი არიმათიაჲთ, ქალაქისაგან ჰურიათაჲსა, რამეთუ
იგი-ცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა. ესე მოვიდა და ევედრებოდა
პილატეს და მოსთხოვნა ჴორცნი იესუჲსნი. და გარდამოიხუნა
და წარგრაგნნა არმენაკსა წმიდასა და დასხნა იგინი საფლავსა
მას გამოკუეთილსა, რომელსა არასადა ვინ დადებულ იყო.
ვითარცა ესმა ჰურიათა მათ, ვითარმედ ჴორცნი იესუჲსნი გარდამოიხუნა
იოსებ, ეძიებდეს მას ჰურიანი იგი და ათორმეტთა მათ და
ნიკოდემოზს და სხუათა მრავალთა, რომელნი წარმოდგეს პილატეს
წინაშე და წამეს საქმენი მისნი კეთილნი.
და გამოაცხადნეს, ვითარ ყოველნი დაემალნეს, და ნიკოდემოზ
ხოლო ეჩუენა მათ. და კაცი იგი იყო მთავარი ჰურიათა შორის და
ჰრქუა მათ ნიკოდემოზ: "ვითარ მოხუედით შესაკრებელსა?"
ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: "შენ ვითარ მოხუედ შესაკრებელსა,
რამეთუ იესუჲს თანა იყავ და ნაწილი-ცა-მცა მის თანა გაქუს მერმესა
საუკუნესა?"
ჰრქუა მათ ნიკოდემოზ: "ამენ, ამენ, იყავნ ეგრეთ."
ეგრეთ-ვე იოსებ წარმოდგა და ჰრქუა მათ: "რაჲსათჳს შესწუხენით
ჩემ ზედა, ამისთჳს, რამეთუ გამოვითხოვენ ჴორცნი იესუჲსნი? და
ახალსა საფლავსა დავდევ იგი და წარვგრაგნე იგი არმენაკსა წმიდასა
და მივაგორვე ლოდი კარსა საფლავისასა. ხოლო თქუენ არა კეთილი
საქმე ჰქმენით მართლისა მის თანა და არცა შეიშინეთ*, რამეთუ ჯუარს-აცუთ
იგი, არამედ ლახურითა-ცა გუერდსა ეცით".
ხოლო ჰურიათა მათ შეიპყრეს იოსებ და ბრძანეს მისი დაკრძალვაჲ
ვიდრე ერთშაბათამდე და ჰრქუეს მას: "ესე-მცა უწყი, რამეთუ
ჟამი არა არს შენ ზედა განკითხვისაჲ, რამეთუ შაბათი განთენდების,
უწყოდე, რამეთუ არცა დაფლვად ღირს ხარ შენ, არამედ მივსცნეთ
ჴორცნი შენი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა
ქუეყანისათა".
მიუგო იოსებ და ჰრქუა: "ესე სიტყუაჲ ამპარტავანისა გოლიათისაჲ
არს, ვითარ-იგი აყუედრებდა ღმერთსა ცხოველსა და წმიდასა
დავითს*, რამეთუ თქუა ღმერთმან წინაწარმეტყუელისაგან: ჩემი არს
შურის-გებაჲ; და მე მიგაგო - იტყჳს უფალი. ** ხოლო აწ წინა-დაუცუეთელმან
გულითა მოითხოა წყალი და დაიბანნა ჴელნი წინაშე ერისა
და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან ამის მართლისა, თქუენ უწყით.
და თქუენ მიუგეთ და არქუთ: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და
შვილთა ჩუენთა ზედა იყავნ. და აწ მეშინის მე, ნუუკუე მოაწიოს რისხვაჲ
ღმრთისაჲ თქუენ ზედა, ვითარცა-იგი სთქუთ"
და ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ჰურიათა მათ, განმწარდეს
სულითა მის ზედა და მიყვნეს ჴელნი მათნი იოსების ზედა. და შეიპყრეს
იგი და შეაყენეს სახლსა, რომელსა ყოლად-ვე სარკუმელი არა
იყო და მცველნი დაადგინნეს მის ზედა და კარნი დაჰბეჭდნეს,
სადა-იგი შეეყენა იოსებ.
ხოლო შაბათსა განაჩინეს მთავართა მათ კრებულისათა და
მღდელთა და ლევიტელთა, რომელნი მუნ იპოვნეს შესაკრებელსა
მას ერთშაბათისასა, და აღიმსთო ყოველმან სიმრავლემან და მივიდეს
შესაკრებელად და ზრახვა-ყვეს, რომლითა სიკუდილითა მოკლან
იოსებ.
და ვითარ დასხდა კრებული იგი, ბრძანეს მოყვანებაჲ იოსებისი
გინებითა დიდითა. და ვითარ განაღეს კარი, არავინ პოეს. და განჰკრთეს
და დაუკჳრდა ყოველსა სიმრავლესა ერისასა, რამეთუ ბეჭედი
ეგო უვნებელად* და კლიტენი კარისანი ჰქონდეს კაიაფას. და მიერითგან
არღარა იკადრეს ჴელისა მიყოფად სხუათა მათ მიმართ, რომელნი
იტყოდეს წინაშე პილატესა იესუჲსთჳს.
და ვიდრე იგინი სხდეს-ღა შესაკრებელსა შინა და დაუკჳრდებოდა
იოსებისთჳს,** მოვიდეს დასისაგანნი იგი, რომელნი გამოეცხოვნეს
ჰურიათა მათ პილატესგან დაცვად საფლავისა მის, სადა-ცა
ისხნეს ჴორცნი იესუჲსნი, რაჲთა არა მოვიდენ მოწაფენი მისნი
და წარიპარონ იგი. და უთხრობდეს და ეტყოდეს მთავართა მათ კრებულისათა,
მღდელთა და ლევიტელთა, რაჲ-იგი იქმნა, ვითარმედ:
"ძრვაჲ იყო დიდი ცვასა მას ჩუენსა, ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა
ზეცით და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა
და დაჯდა მას ზედა. ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ
და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი. და შიშისა მისგან ვიქმნენით
ჩუენ ვითარცა მკუდარნი. და გუესმოდა ჩუენ ჴმაჲ ანგელოზისაჲ
მის, ვითარ ეტყოდა დედათა მათ, რომელნი სხდეს საფლავსა
მას თანა იესუჲსსა: ნუ გეშინინ თქუენ, უწყი, რამეთუ იესუს ეძიებთ
ჯუარ-ცუმულსა, არა არს აქა, აღდგა, ვითარცა თქუა, და აჰა ეგერა
წინა-გიძღჳს თქუენ გალილიას - აჰა ესერა გარქუ თქუენ".
ჰრქუეს ჰურიათა მათ: "რომელთა დედათა ეტყოდა?"
ხოლო მათ ჰრქუეს: "არა უწყით, თუ ვინაჲ იყვნეს".
ჰრქუეს ჰურიათა: "რომელი ჟამი იყო?"
ჰრქუეს დასისაგანთა მათ: "შუაღამე იყო".
ჰრქუეს ჰურიათა მათ: "რად არა შეიპყრენით დედანი იგი."
ჰრქუეს დასისაგანთა მათ: "ჩუენ ვითარცა მკუდარნი ვიქმნენით
შიშისაგან და არა ვჰგონებდით ყოლად-ვე ხილვად ნათელსა დღისასა,
და ვითარ-მცა შევიპყრენით იგინი"?
ჰრქუეს ჰურიათა მათ: "ცხოველ არს უფალი, არა გურწამს თქუენი."
ჰრქუეს დასისაგანთა მათ: "თქუენ ესოდენნი სასწაულნი იხილენით
კაცისა მის თანა მიუწდომელნი და არა გრწმენა მისი და
ჩუენი ვითარ გრწმენეს? რამეთუ კეთილად ჰფუცავთ, ვითარმედ
ცხოველ არს უფალი. და ესე-ცა გუესმა, რომელმან გამოითხოვნა
ჴორცნი იესუჲსნი, შეაყენეთ იგი საპყრობილესა და დაჰბეჭდეთ კარსა
საპყრობილისასა და გან-რაჲ-აღეთ, არა ჰპოეთ იგი. აწ თქუენ მოგუეცით
იოსებ და ჩუენ მოგცეთ იესუ".
ჰრქუეს ჰურიათა მათ: "იოსებ თჳსსა ქალაქსა წარვიდა".
ჰრქუეს დასისაგანთა მათ: "და იესუ-ცა, ვითარცა გუესმა ანგელოზისაგან.
რომელმან გარდააგორვა ლოდი იგი, ესე ჰრქუა დედათა
მათ, ვითარმედ: "აჰა ეგერა წინა გიძღჳ თქუენ გალილიას".
ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე ჰურიათა მათ, შეეშინა ფრიად
და იტყოდეს ურთიერთას: "ნუუკუე განთქუან სიტყუაჲ ესე ამათ
და ჰრწმენეს ყოველთა იესუჲსი." და ზრახვა-ყვეს ჰურიათა მათ ურთიერთას
და მოიღეს ვეცხლი დიდძალი და მისცეს ერისაგანთა მათ
და ჰრქუეს: "ესრეთ თქუთ, ვითარმედ ვიდრე ჩუენ გუეძინა, ღამე
მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიპარეს იგი. უკუეთუ ესმეს მთავარსა
მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველ გყვნეთ".
ხოლო მათ მიიღეს: ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს
მათგან. და განითქუა სიტყუაჲ ესე ჰურიათა შორის ვიდრე
დღენდელად დღედმდე*.
ფინეზ ვინმე მღდელი და ადას მოძღუარი და ეგეა ლევიტელი
მოვიდეს გალილიაჲთ იერუსალემდ და უთხრობდეს მთავართა მათ
კრებულისათა, მღდელთა და ლევიტელთა, ვითარმედ იხილეს იესუ
და მოწაფენი მისნი მსხდომარენი მთასა, რომელსა ჰრქჳან მამბრექ:
"ეტყოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: წარვედით თქუენ ყოველსა
დაბნებსა და რომელთა ჰრწმენეს თქუენი, ნათელ-სცემდით საცხორებელად,
ხოლო რომელთა არა ჰრწმენეს, დაისაჯნენ. სასწაულთა
მორწმუნეთა მიმართ ჰყოფდით, სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხემდით
და ენათა იტყოდით** და ვეშაპთა დასთრგუნევდით, და თუ ვისმე
სასიკუდინე ესუას, ნუ-მცა ევნების. სნეულთა ჴელსა დასდებდით
და განიკურნებოდიან. და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მოწაფეთა
თჳსთა, ვიხილეთ ამაღლებული ზეცად."
ჰრქუეს მოხუცებულთა, მღდელთა და ლევიტელთა: "მიეცით
დიდებაჲ ღმერთსა და აღგჳარეთ თქუენ, რაჲ-ესე გჳთხართ და რაჲ
გესმა, ანუ რაჲ იხილეთ".
ჰრქუეს მთხრობელთა მათ: "ცხოველ არს უფალი, ღმერთი ჩუენი,
ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი, რამეთუ.
ესე გუესმა და ვიხილეთ იგი ამაღლებული ზეცად".
ჰრქუეს ჰურიათა მათ: "ამისთჳს მოხუედით-ა ხარებად ჩუენდა,
ანუ მოხუედით ლოცვისა მიცემად ღმრთისა?"
მერმე კუალად ჰრქუეს მოხუცებულთა, მღდელთა და ლევიტელთა:
"უკუეთუ ლოცვისა მიცემად მოხუედით ღმრთისა, რაჲ არს ურგებისა
სიტყჳსაჲ წინაშე ყოვლისა ამის ერისა სიტყუად?"
ფინეზ მღდელმან და ადას მოძღუარმან და ეგეა ლევიტელმან
ჰრქუეს მთავართა მათ კრებულისათა, მღდელთა და ლევიტელთა:
"უკუეთუ სიტყუანი ესე, რომელ ვთქუენით და ვიხილეთ თუალითა.
ჩუენითა და გუესმა, ცოდვაჲ არს, უკუეთუ დავმალოთ,* ესერა წინაშე
თქუენსა ვდგათ, რაჲ-ცა კეთილი გიჩნს წინაშე თუალთა თქუენთა,
გჳყავთ ჩუენ".
ხოლო მათ მოიღეს წიგნი შჯულისაჲ და აფუცნეს იგინი, რაჲთა
არავის უთხრან სიტყუაჲ ესე, და სცეს საჭმელი და სასუმელი. განავლინნეს
იგინი გარეშე ქალაქით და მისცეს ვეცხლი დიდძალი ქრთამად**.
და სამნი კაცნი თანა-წარაყვანნეს და წარვიდეს გალილიად
მშჳდობით.
ხოლო ჰურიათა მათ ზრახვა-ყვეს ურთიერთას, ოდეს წარვიდეს
კაცნი იგი გალილიად. დასხდეს მთავარნი იგი კრებულისანი და
ლევიტელნი შესაკრებელსა მწუხარებასა შინა და იტყოდეს:
"რაჲ იქმნა სასწაული ესე ისრაელსა შორის?"
ჰრქუეს ანა და კაიაფა: "რაჲსათჳს მწუხარე არს სული თქუენი?
სტრატიოტთა ამათგან გურწმენეს აწ, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ
გარდამოჴდა ზეცით და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?
აწ მოწაფეთა მათ მისთა მისცეს ქრთამი დიდძალი მცველთა
მათ საფლავისათა და წარიხუნეს ჴორცნი იესუსნი, და მათ ასწავნეს
სიტყუანი ესე თქუმად: ესრეთ თქუთ, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ
გარდამოჴდა ზეცით და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან
საფლავისა. ანუ არა უწყით-ა, რამეთუ წინა-დაუცუეთელისაჲ
არა წეს არს რწმუნებად სიტყუაჲ მისი? და ჩუენგან-ცა მიიღეს ქრთამი
დიდძალი და ვითარცა ვასწავეთ, ეგრე-ცა თქუეს".
აღდგა ნიკოდემოზ და წარმოდგა წინაშე კრებულისა მის და
თქუა მართალი:* "თქუენ არა უმეცარ ხართ, ერნო უფლისანო, კაცთა
მათთჳს, რომელნი მოვიდეს გალილიაჲთ, რამეთუ იგინი-ცა მოშიშნი
ღმრთისანი არიან და კაცნი მდიდარნი და მშჳდობისანი და სძულს
მათ მოხუეჭაჲ, ვითარმედ იხილეს იგი მჯდომარე მთასა მამბრექსა
და ასწავებდა იგი მოწაფეთა თჳსთა, და მათ წამეს, რაჲ-ცა ესმა მისგან,
რამეთუ იხილეს იგი ამაღლებული ზეცად და არავინ ჰკითხა
მათ, თუ რომლითა ხატითა ამაღლდა. ვითარცა გუასწავებს ჩუენ წიგნი,
ვითარმედ უფალი ელია ამაღლდა ზეცად და ელისე უჴმობდა
მას ჴმითა დიდითა, ხოლო მან ხალენი იგი ჩამოუგდო მას, რომელი
დაეცა მას ზედა. და ელისე მოიღო ხალენი იგი და მოუსუა იორდანესა
და წიაღ-ჴდა იგი და მივიდა იერიქოდ და მიეგებვოდეს მას ძენი
იგი წინაწარმეტყუელთანი და ჰრქუეს ელისეს: სადა არს უფალი შენი
ელია? ხოლო მან ჰრქუა: ამაღლდა ზეცად. ჰრქუეს ელისეს: ნუ
უკუე სულმან ღმრთისამან წარიტაცა და გარდამოაგდო იგი ერთსა
მთათაგანსა? არამედ წარვიყვანნეთ კაცნი ჩუენ თანა და მოვიძიოთ იგი.
და არწმუნეს ელისეს და წარვიდა მათ თანა და ეძიებდეს მას სამ
დღე და არა პოეს იგი და ცნეს. რამეთუ ჭეშმარიტად ამაღლდა*. და
აწ ისმინეთ ჩემი, და წარვავლინნეთ ყოველთა საზღვართა მრავლისათა
და ვიხილოთ, ნუუკუე სულისა მიერ წმიდისა ამაღლდა იესუ,
და გარდამოაგდო ერთსა მთათაგანსა".
და სთნდეს სიტყუანი ესე ყოველთა და წარავლინნეს ყოველთა
საზღვართა ისრაელისათა ძიებად იესუსა და არა პოეს. და პოეს იოსებ
არიმათიას. სახლსა შინა თჳსსა, და არავინ იკადრა შეპყრობაჲ მისი.
და მოვიდეს და უთხრეს მოხუცებულთა მათ, მღდელთა
და ლევიტელთა: "მოვლეთ ყოველი საზღვარი ისრაელისაჲ და
არასადა ვპოეთ იესუ, ხოლო იოსებ ვიხილეთ არიმათიას".
ვითარცა ესმა იოსებისი, განიხარეს ფრიად და მისცეს დიდებაჲ
ღმერთსა ისრაელისასა და ზრახვა-ყვეს მთავართა მათ კრებულისათა,
მღდელთა და ლევიტელთა, რომლითა სახითა შეემთხჳნენ იოსებს.
და მოიღეს ტომარი ერთი ქარტაჲ და მიწერეს ესრეთ: "მშჳდობაჲ
შენდა და ყოველი რაჲ არს შენი, უწყით, რამეთუ ვცოდეთ ჩუენ
ღმრთისა მიმართ ისრაელისა, და ჯერ-იჩინე მოსლვაჲ მამათა შენთა
თანა და შვილთა შენთა, რამეთუ შევწუხენით ჩუენ ყოველნი შენთჳს:
ოდეს განვაღეთ კარი საპყრობილესაჲ მის და არა გპოვეთ შენ.
უწყით, რამეთუ ზრახვაჲ ბოროტი ვიზრახეთ შენთჳს, არამედ უფალმან
განაქარვა ზრახვაჲ იგი ჩუენი შენდა მომართ".
და წარავლინნეს მოციქულნი იგი იოსებისა და მისცეს წიგნი
იგი.
ხოლო იოსებ, ვითარ იხილა წიგნი იგი მათი, მოვიდა იგი მოციქულთა
მათ თანა. და განჰკრთეს იგინი ხილვისათჳს მისისა და შეიყვანეს
იგი ნიკოდემოზის სახლად.
და ყო ნიკოდემოზ აღაპი დიდი და ხადა ანას და კაიაფას
და მოხუცებულთა მათ ისრაელისათა და მღდელთა და ლევიტელთა
სახლად მისა.
ხოლო ხვალისაგან, რომელ არს პარასკევი, აღიმსთუეს მთავართა
მათ კრებულისათა, მღდელთა და ლევიტელთა და მოვიდეს სახლად
ნიკოდემოზისა.
გამოეგება ნიკოდემოზ და ჰრქუა: "მშჳდობაჲ თქუენ თანა!"
და მათ-ცა ჰრქუეს: "მშჳდობაჲ შენ თანა, ნიკოდემოზ, და ყოველსა
სახლსა შენსა და სახლსა იოსებისსა".
შეიყვანნა იგინი ნიკოდემოზ მტილსა შინა თჳსსა. და დასხდა ყოველი
იგი კრებული ერისაჲ, და იოსებ დაჯდა შორის ანაჲსა და კაიაფაჲსა
და არავინ იკადრა სიტყუად მისა.
ჰრქუა მათ იოსებ: "რაჲ არს, რამეთუ მომიწოდეთ მე?"
და თუალს-უყოფდეს* ნიკოდემოზს სიტყუად მისა და ჰრქუა
ნიკოდემოზ: "მამაო, პატიოსანო იოსებ, ესე შენ უწყი, რამეთუ პატიოსანნი
ესე მღდელნი, მოძღუარნი და ლევიტელნი ეძიებენ რას-მე
სწავლად შენგან სიტყუასა ღმრთისასა".
ხოლო იოსებ ჰრქუა: "მკითხევდ შენ მე და უთხრა მაგათ
ჭეშმარიტებაჲ".
მოიღეს წიგნი შჯულისაჲ ანა და კაიაფა და აფუცეს იოსებს და
ჰრქუეს: "მიეც დიდებაჲ ღმერთსა ისრაელისასა და მიეც აღსაარებაჲ,
აქარ რაჲ ეფუცა წინაწარმეტყუელსა*, და არა ცრუდ ეფუცა მას, არამედ
უთხრა მას ჭეშმარიტი და არარაჲ დაუმალა მას სიტყუაჲ,
და შენ-ცა ნუ დაგჳმალავ ჩუენ ვიდრე ერთად სიტყუადმდე".
და ჰრქუა იოსებ: "ცხოველ არს უფალი, არასადა დაგიმალო ერთი-ცა
სიტყუაჲ".
ჰრქუეს მას: "წუხილით შევწუხენით ჩუენ, რამეთუ მოითხოვენ
ჴორცნი იესუსნი და წარჰგრაგნენ არმენაკსა წმიდასა და დასდევ საფლავსა
შინა. და ამისთჳს-ცა შეგაგდეთ შენ სახლსა ბნელსა და კლიტითა
და ბეჭდითა დავჰკრძალეთ კარი იგი და ერთშაბათსა-ღა განვაღეთ
კარი და არა გპოეთ შენ და დავწუხენით ჩუენ ფრიად და შიში დაეცა
ყოველსა ამას ერსა უფლისასა ვიდრე გუშინდლად დღედმდე, ვიდრემდის
გითხრეს შენი და აწ გჳთხარ ჩუენ ჭეშმარიტად, რაჲ იქმნა
შენ ზედა?"
ჰრქუა მათ იოსებ: პარასკევსა, მეათესა ჟამსა, შემაგდეთ მე და
დავადგერ მუნ შინა შაბათსა დღე ყოველ და შუაღამესა ოდენ, ვითარ
ვდეგ და ვილოცევდ სახლსა მას შინა, სადა შემაყენეთ მე, ზედა-მოეკიდნეს
ოთხნი-ვე ყურენი სახლისანი და ვიხილე, ვითარცა სლვაჲ,
ნათელი დიდი თუალითა ჩემითა, შემეშინა და დავეცი ქუეყანასა ზედა.
და მიპყრა ჴელი ჩემი და გამომიყვანა მე მის ადგილისაგან, სადა
ვიყავ დაცემულ, და წყალი დიდძალი გარდამესხა თავსა ჩემსა ვიდრე
ფერჴთამდე და სული სურნელებისაჲ მეცემოდა ცხჳრთა ჩემთა,
და განჴოცა პირი ჩემი და ამბორს-მიყო და მრქუა: აღიხილენ
თუალნი შენნი, იოსებ, ნუ გეშინინ, და იხილე, ვინ არს, რომელი-ესე
გეტყჳს შენ. და აღვიხილენ თუალნი ჩემნი და ვიხილე იესუ და შევძრწუნდი
მე ფრიად და ეგრე ვჰგონებდ, ვითარმედ ნუუკუე უცნებაჲ
რაჲმე არს ესე და ვიწყე ბრძანებასა უფლისასა სიტყუად, და იგი თავადი
ჩემ თანა-ვე იტყოდა. და არა უწყით-ა, თუ ვისმე უცნებაჲ შეემთხჳოს
და ესმნენ მას ბრძანებანი უფლისანი, სივლტოლით ივლტინ
მისგან? ხოლო მე ვიხილე, რამეთუ ჩემ თანა-ვე იტყოდა. და მე ვარქუ
მას: მოძღუარ, ელია ხარ-ა? და მან თავადმან მრქუა მე: არა ვარ მე
ელია და ვარქუ მას: შენ ვინ ხარ, უფალო? და მან მრქუა: მე ვარ
იესუ, ვისნი-ცა ჴორცნი გამოითხოვენ პილატესგან და წარჰგრაგნენ არმენაკსა
წმიდასა და სუდარი უკუ-მდევ პირსა ჩემსა და დამდევ ახალსა
საფლავსა. და მე ვარქუ მას, რომელი-იგი მეტყოდა მე: მიჩუენე
მე ადგილი იგი, სადა დაგდევ შენ და სუდარი, რომელი დაგბურე
პირსა შენსა, და ვცნა ჭეშმარიტად, რამეთუ იესუ ხარ შენ. ხოლო
მან მიპყრა ჴელი ჩემი და დამადგინა კართა ჴშულთა, შუვა
სახლსა ჩემსა და მრქუა მე: მშჳდობაჲ შენ თანა, და ამბორს-მიყო
მე და მრქუა მე: ვიდრე ორმეოც დღედმდე ნუ გამოხუალ სახლით
შენით. აჰა ესერა მივალ ძმათა ჩემთა თანა გალილიად".
და ვითარ ესმნეს სიტყუანი ესე მთავართა მათ კრებულისათა,
მღდელთა და ლევიტელთა იოსებისგან, შეიქმნნეს ვითარცა მკუდარნი
და დაეცნეს ქუეყანასა ზედა და იმარხვიდეს ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.
ნუგეშინის-სცემდა მათ ნიკოდემოზ და იოსებ და ეტყოდეს: "აღდეგით
და დადეგით ფერჴთა ზედა თქუენთა და ჭამეთ პური და განძლიერდით
სულითა თქუენითა".
და აღდგეს და ილოცეს ღმრთისა მიმართ, ჭამეს და სუეს და
წარვიდა კაცად-კაცადი სახედ თჳსა.
ხოლო მას შაბათსა შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი, მღდელნი
და ლევიტელნი და გამოეძიებდეს ურთიერთას და იტყოდეს: "რაჲ
არს რისხვაჲ ესე, რომელ მოვიდა ჩუენ ზედა? რამეთუ ვიცით მამაჲ
მისი და დედაჲ მისი".
ჰრქუა მათ მოძღუარმან ლევი: "უწყით, რამეთუ მამა-დედანი
მისნი მოშიშნი ღმრთისანი იყვნეს და ლოცვასა არა დასცხრებოდეს
და ათეულსა-ცა მისცემდეს რაჲ წელიწად სამჯერ. და ოდეს
იშვა იესუ, აღმოიყვანეს იგი მამა-დედათა მისთა ამას ადგილსა და
მსხუერპლი და შესაწირავი შეწირეს ღმრთისა და ოდეს მიიქუა იგი
დიდმან მღდელმან სჳმეონ, შთაისუა იგი წიაღთა თჳსთა და ეტყოდა:
აწ განმიტევე მონაჲ შენი, მსგავსად სიტყჳსა შენისა მშჳდობით, რამეთუ
იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელი განუმზადე
წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად
წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა. და აკურთხნა
იგინი სჳმეონ და ჰრქუა მარიამს, დედასა მისსა: აჰა ესერა გახარებ
თქუენ ყრმისა ამისთჳს დღეს. ჰრქუა მას მარიამ: კეთილ არს, უფალო
ჩემო, კეთილ არს. და ჰრქუა სჳმეონ მარიამს: აჰა ესერა ესე დგას
დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის და სასწაულად
მაცილობელთა. და შენსა-ცა სულსა განვიდეს მახჳლ, რაჲთა განცხადნენ
მრავალთაგან გულთა ზრახვანი".
ჰრქუეს ლევის მოძღუარსა: "ესე შენ ვინაჲ გესმა?"
ჰრქუა მათ ლევი: "არა უწყით-ა, რამეთუ მისგან ვისწავე
შჯული?"
ჰრქუეს მას კრებულისაგანთა: "მამაჲ შენი გუნებავს, რაჲთა
ვიხილოთ".
და მიავლინეს მამისა მისისა და მოიყვანეს იგი. და ვითარ მოვიდა
მამაჲ მისი, ჰრქუა მათ: "რაჲსათჳს არა გრწამს ძისა ჩემისაჲ, რამეთუ
ნეტარმან და მართალმან სჳმეონ განსწავლა იგი შჯულსა
ღმრთისასა?"
ჰრქუა კრებულმან მან ერისამან: "ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ესე,
რომელი სთქუ".
განიზრახავს ურთიერთას მთავართა მათ კრებულისათა, მღდელთა
და ლევიტელთა: "მოვედით და მივავლინნეთ გალილიად კაცთა მათთჳს,
რომელნი მოვიდეს და გჳთხრნეს ჩუენ სწავლისა მისთჳს და ამაღლებისა
მისისა, რაჲთა გჳთხრან ჭეშმარიტი, ვითარ იხილეს იგი ამაღლებული
ზეცად".
და სთნდა სიტყუაჲ ესე ყოველთა. და წარავლინნეს სამნი კაცნი,
რომელნითა პირველად მისრულ იყვნეს გალილიად და ჰრქუეს მათ:
"უთხართ მოძღუარსა ადას და მოძღუარსა ფინეზს და ეგეას ლევიტელსა:
გამოძიებაჲ იყო სიტყჳსაჲ ამის კრებულსა შორის და მოვავლინენით
კაცნი ესე ხადად თქუენდა, რაჲთა მოხჳდეთ წმიდად ქალაქად
იერუსალემად".
და წარვიდეს კაცნი იგი გალილეად და პოვნეს იგინი მსხდომარენი
და იწურთიდეს შჯულსა ღმრთისასა. და მოიკითხნეს იგინი
მშჳდობით.
და ჰრქუეს კაცთა მათ: "რაჲსა მოხუედით?"
და ჰრქუეს მოვლინებულთა მათ: "გხადის თქუენ კრებული ქალაქად
წმიდად იერუსალემად".
ვითარ ესმა კაცთა მათ, რამეთუ ეძიებდეს მათ კრებული, მადლი
მისცეს ღმერთსა, და ინაჴ-იდგეს კაცთა მათ თანა და ჭამეს და
სუეს. და აღდგეს და მოვიდეს იერუსალემად.
ხვალისა დღე დასხდა კრებული იგი შესაკრებელსა შინა. ჰკითხვიდეს
მათ და ეტყოდეს: "ჭეშმარიტად გვთხართ ჩუენ, თუ ნანდჳლ
იხილეთ იესუ. მჯდომარე მთასა მას ზედა მამბრექსა, და ასწავებდა
იგი ათერთმეტთა მოწაფეთა თჳსთა და ვითარ იხილეთ იგი ამაღლებული
ზეცად?"
მიუგეს კაცთა მათ და ჰრქუეს: "ჰე, ვიხილეთ იგი ჭეშმარიტად
ამაღლებული ზეცად".
თქუეს მთავართა მათ კრებულისათა: "განაშორენით იგინი ურთიერთას
და ვიხილნეთ უკუე, შეეტყუებოდიან-ა სიტყუანი მათნი?"
და განაშორნეს იგინი, და მიიყვანეს პირველად ადას და ჰრქუეს:
"გჳთხარ ჩუენ სამართალი, ვითარ იხილე იგი ამაღლებული?"
ჰრქუა მათ ადას, რამეთუ: "ჯდა იგი მთასა მამბრექსა და ასწავებდა
მოწაფეთა თჳსთა და ღრუბლითა ამაღლდა ზეცად, და მოწაფენი
მისნი დაცჳვეს პირსა ზედა* და ილოცვიდეს".
და მოიყვანეს ფინეზ მღდელი და მას-ცა ჰკითხეს და ჰრქუეს:
"ვითარ იხილე შენ იესუ ამაღლებული?" და მან-ცა ეგრეთ-ვე სახედ
თქუა.
ჰკითხეს ეგეას ლევიტელსა და ეგრეთ-ვე თქუა მან-ცა.
და თქუა კრებულმან ერისამან: "შჯულსა წერილ არს მოსესსა
პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი
სიტყუაჲ".**
თქუა ბუნდი მოძღუარმან: "დაწერილ არს შჯულსა: ვიდოდა ენუქ
ღმრთისა თანა და წარიყვანა იგი"***.
იაროს მოძღუარმან თქუა: "წმიდისა მოსეს სიკუდილი გუესმა,
არა თუ ვიხილეთ, არამედ წერილ არს შჯულსა უფლისასა, და მოკუდა
მოსე პირითა ღმრთისაჲთა* და არავინ იცის კაცმან საფლავი მისი
ვიდრე დღენდელად დღედმდე"**.
მოძღუარმან ლევი თქუა, რამეთუ მოძღუარმან სჳმეონ თქუა,
ვითარ იხილა იესუ: "ესერა დგას დაცემად მრავალთა ისრაელსა შორის
და სასწაულად სიტყჳს-მგებელთა"***.
მოძღუარმან ისაკ თქუა: "წერილ არს შჯულსა: აჰა ესერა წარვავლინო
ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განმზადნეს ყოველნი
გზანი შენნი, რამეთუ სახელი ჩემი წოდებულ არს შენ ზედა"****.
Paragraph: 4
ანა და კაიაფა თქუეს: "მართალი სთქუთ, ვითარცა წერილ
არს შჯულსა მოსესსა, რამეთუ ენუქის სიკუდილი არავინ იხილა და
წმიდისა მოსეს სიკუდილი არავინ იხილა. ხოლო იესუ სიტყუასა-უგებდა
პილატეს და ვიხილეთ მისი ყურიმლის-ცემაჲ, და პირსა მისსა
ჰნერწყუვიდეს და გჳრგჳნი ეკლისაჲ დაადგეს თავსა მისსა სტრატიოტთა
და შოლტითა სცეს მას. და სიკუდილი მისი განაჩინა პილატე,
და ძელსა ზედა ჯუარს-აცუეს იგი და ორნი ავაზაკნი მის თანა,
და ძმარი და ნავღელი მიუპყრეს მას, და გუერდსა მისსა უგუმირა
ლახურითა ლონგილოზ (!) სტრატიოტმან, და ჴორცნი მისნი გამოითხოვნა
პილატესგან მამამან ჩუენმან იოსებ, და ვითარ იტყჳთ, ვითარმედ
აღდგა იგი, ანუ ვითარ იტყჳან სამნი ესე მოძღუარნი, ვითარმედ ვიხილეთ
იგი ამაღლებული ზეცად? რამეთუ მოძღუარმან ლევი წამა მოძღურისა
თჳსისა სჳმეონისთჳს, რამეთუ აჰა ესერა დგას დაცემად და
აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის და სასწაულად სიტყჳს-მგებელთა?"
ჰრქუეს მოძღუართა ყოველსა ერსა უფლისასა: "უკუეთუ
უფლისა მიერ იქმნა ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა
ჩუენთა, უწყებით უწყოდეთ ყოველმან სახლმან იუდაჲსმან*, რამეთუ
წერილ არს: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა"*,
და სხუაჲ წიგნი გუასწავებს: "ღმერთმან, რომელმან ცაჲ და ქუეყანაჲ
არა შექმნა, წარწყმდეს"**.
და ჰრქუეს მოხუცებულთა და მღდელთა ურთიერთას: "უკუეთუ
სჳმეონისგან***, რომელსა სახელი ერქუა იოველ, საჴსენებელი მისი
არს, ეწყოდეთ ყოველმან, რამეთუ დაემტკიცოს უკუნისამდე და აღადგინოს
თავისა თჳსისა ერი ახალი".
და შეუთხრეს მოხუცებულთა მათ, მღდელთა და ლევიტელთა
ყოველსა ისრაელსა და ეტყოდეს: "წყეულ იყავნ კაცი იგი, რომელმან
ქმნულსა ჴელთა კაცთასა თაყუანის-სცეს და წყეულ იყავნ კაცი
იგი, რომელმან დაბადებულთა, თჳნიერ დამბადებელისა,
თაყუანის-სცეს.
და თქუა ყოველმან ერმან: "ამენ".
და უგალობდა ყოველი ერი უფალსა და თქუა: "კურთხეულ არს
უფალი ღმერთი, რომელმან მოსცა განსუენებაჲ ერსა თჳსსა ისრაელსა,
ყოველი რაჲ-ცა თქუა, არა დავარდა არცა ერთი სიტყუაჲ ყოველთაგან
სიტყუათა მისთა კეთილთაჲ, რაჲ-ცა-იგი თქუა პირითა მონისა
თჳსისა მოსესითა: იყავნ უფალი ღმერთი ჩუენ თანა, ვითარცა-იგი
იყო მამათა ჩუენთა თანა, და ნუ დამიტევებნ ჩუენ უფალი და
ნუ-ცა-მცა განმეშორებინ ჩუენგან, რაჲთა მოდრკეს გული ჩუენი მისა
მიმართ, რაჲთა ვიდოდით ყოველთა გზათა მისთა და რაჲთა ვიმარხვიდეთ
ყოველთა სამართალთა და მცნებათა მისთა, რომელ ამცნო მამათა
ჩუენთა. და იყავნ უფალი მეუფე ყოველსა ქუეყანასა მას დღესა,
იყოს უფალი ერთ და სახელი მისი მიუწდომელ, უფალი მეუფედ
ჩუენდა და მან თავადმან მაცხოვნნეს ჩუენ. არავინ არს მსგავს შენდა
ღმერთთა შორის, უფალო. დიდ ხარ შენ, უფალო, და დიდ არს
სახელი შენი. და ძალითა შენითა ჰყავ ესე ყოველი, გუაცხოვნენ
ჩუენ, უფალო, და ვცხონდეთ, რამეთუ ნაწილნი სამკჳდრებელისა შენისანი
ვართ, რამეთუ არა დააგდოს უფალმან ერი თჳსი სახელისათჳს
წმიდისა მისისა, რამეთუ იწყო უფალმან ყოფად მათდა* ერად თავისა
თჳსისა".
და ესრეთ უგალობდეს და აქებდეს ღმერთსა. და წარვიდა კაცად-კაცადი
შეშინებული და შეძრწუნებული სახედ თჳსა და ყოველნი
ერთობით აქებდეს და ადიდებდეს ქრისტესა, ჯუარ-ცუმულსა
და აღდგომილსა და ამაღლებულსა ზეცად დიდებით, რომელსა შუენის
დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და სულით წმიდით-ურთ
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/ntapokr/actapil/actapt.htm
No comments:
Post a Comment