მიტროპოლიტი ნაზარი |
„...ეკლესიების
გახურებული კეტვაა. თემებში გააფთრებული დარბის ქუთაისის ცეცხლის მქრობელთა რაზმის
ყოფილი მეჯინიბე, ი. ხარაბაძე და ეკლესიას ეკლესიაზე ჰკეტავს. მას ტერორის ქვეშ
ჰყავს დაყენებული მთელი საზოგადოება და ცოტაოდენის ცირგაობის შემდეგ, ღმერთის,
ეკლესიისა და მის მსახურთა ხარჯზე, ჰკითხულობს ხოლმე, ვინ არის წინააღმდეგი
ეკლესიის დაკეტვისა. აბა, ვინ იქნება თავზე ხელაღებული და იტყვის მეო, როცა თითო
კაცს თითო ჯაშუში უდგას გვერდით და კიდეც რომ გაბედოს და სიტყვა, კრინტი დასძრას
წინააღმდეგ, იმწუთში გააქრობენ იმ არემარედან. ეკლესიების დაკეტვა რომ მოათავეს და
მერე ხელი მის ნგრევას მიჰყვეს. აუარებელი ეკლესია დააქციეს და ისიც საუკეთესოები.
ბევრი თეატრად და სამკითხველოდ აქციეს. ესეც რომ მოათავეს, ახლა ხელი მიჰყვეს მისი
ქონების განიავებას. 1924 წლის 19 ივლისია ძველი სტილით. დილით 8 საათზე უკვე
ქუთაისის რკინიგზის სადგურზე ვართ მთელი კრებული მიტროპოლიტ ნაზარის მეთაურობით.
მალე მატარებელი დაიძრა და რიონის სადგურს მივადექით. აქ ვუცდით ბათუმიდან მომავალ
მატარებელს, ეგრეთ წოდებულ „მაქსიმ გორკის”.
ჩვენ საერთო დარბაზში ვართ. ამ დროს მოდის მიტროპოლიტთან სადგურის ჩეკის უფროსი და თავისთან კაბინეტში იწვევს. მიტროპოლიტმა პირადობის მოწმობა მიაწოდა, მაგრამ მან ისევ თავისი წინადადება გაუმეორა და მიტროპოლიტიც გაჰყვა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩვენ, კრებულის წევრებიც დაგვიბარა თავისთან კაბინეტში და ჩვენც პირადობის მოწმობები მოგვთხოვა, მაგრამ არავის აღმოაჩნდა, რადგან არ ვსაჭიროებდით. ეპარქიის ფარგლებს არასდროს გავცილებივართ და თანაც ყველა გვიცნობდა. ამის შემდეგ იკითხა თუ სად მივდივართ და რა საქმისთვის. ჩვენც ვუპასუხეთ. ჯერ შეეკითხა ის თავის უფროსს სამტრედიაში ტელეფონით და მერე გამოგვიცხადა: წადით სადაც მიდიხართ, მხოლოდ მოწმობა გამოართვით ადგილობრივ ხელისუფლებას იმის შესახებ, თუ რა საქმეს გააკეთებთ იქ და მომიტანეთო. ჩვენც ავიშალენით და სადგურს მივაშურეთ. მატარებელი სადგურიდან კარგა მოშორებით გაეჩერებინათ. მინამ მატარებელთან მივიდოდით, შევნიშნეთ, რომ ჩვენი კრებული ხან ერთი მატარებლის ვაგონს მიადგება და ხან მეორისას. გამოირკვა, რომ ვაგონის კარები დაკეტილია და შიგ არავის უშვებენ, ვითომც უადგილობის მიზეზით. მეტი ვეღარ მოვახერხეთ რა და იქვე, ერთ მუშა ვაგონში ავედით, რომლის დარაბები ღია იყო. ერთი საათი იქნებოდა გასული როცა სვირის სადგურზე მივედით. როდიონულის ეკლესიას რომ მივუახლოვდით, მიტროპოლიტმა იკითხა: ჯერ ვილოცოთ, თუ ვისადილოთო. ჩვენ, რადგანაც ღამდებოდა, ლოცვა ვარჩიეთ. ეკლესიაში დაგვიხვდა მღვდელი სიმონ მჭედლიძე, რომელიც მეორე დღეს დეკანოზობით უნდა დაეჯილდოვებინა მიტროპოლიტს. დაირეკა ლოცვის ზარები. ხალხი ყოველი მხრიდან მოდის, ისე რომ, კარგა ბლომად მოიყარა თავი. ლოცვაზე გალობს მიტროპოლიტის გუნდი კახურ კილოზე. ხალხი სასოებით ისმენს ლოცვას. ლოცვის შემდეგ წაგვიყვანეს იქვე, ეკლესიის პირდაპირ, გზის გადაღმა ბინაზე. მგალობლები ერთად გადაგვიყვანეს ერთ ოჯახში. რადგანაც გრილი ღამე იყო, ჩვენ კარგა ხანს მუსაიფს შევრჩით მასპინძელთან, რომელიც აღფრთოვანებული იყო იმ საღამოს გალობით. ამ მუსაიფში რომ ვართ, ვიღაცამ ამბავი მოიტანა, მიტროპოლიტსა და მის კრებულს იჭერენო. ამას ვიღაცა მეორეც მოჰყვა მანდილოსანი და ტირილით იგივე დაადასტურა. მაშინ წამოდგა დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე და წასვლა დააპირა. მე ვუთხარი, დაიცა, თვითონ მოვიდნენ და დაგვიჭირონ-მეთქი. მან, რაკი თავისი არ დაიშალა, მეც გავყევი. მივედით იმ დროს, როცა კრებული აივნიდან ძირს ჩამოჰყავდათ და ჩვენც შევუერთდით. მაგრამ, სად მივყავართ, არ ვიცი და თან, ისე ბნელა, თითი თვალში არ მიიტანება. შორს არ წავუყვანივართ, იქვე, ეკლესიის გალავანში ნაცნობ ორსართულიან შენობაში მიგვიყვანეს. გამოგვამწყვდიეს ერთ დიდ ოთახში და თვითონ მეორე ოთახში გავიდნენ, თან რაღაცას ჭოჭმანობენ. ამ საქმეს ხელმძღვანელობს, თურმე რაიონის მილიციის უფროსი, ვინმე მაღლაკელიძე, ყოფილი ყაჩაღი. გაათავეს ჭოჭმანი, შემოვიდნენ და მოგვაძახეს: აბა, ადექით, რაიონში უნდა წახვიდეთო. ჩვენ რა ვიცით, სად არის რაიონი და ვუთხარი: რადგანაც წვიმს და ბნელა, ამაღამ აქ გაგვათევინეთ ღამე და ხვალ სადაც გინდათ, იქ წამოგყვებით-მეთქი. არ შეიძლება, ამაღამ უნდა წახვიდეთო, იყო პასუხი. მაშინ ვუპასუხე, რომ ამაღამ ამ ტყეში (იგულისხმება აჯამეთის ტყე) შეგიძლიათ, ყველანი დაგვხოცოთ და თავი იმითი იმართლოთ, გაქცევას აპირებდნენო, ამიტომ, ჯერ ბორკილები გაგვიყარეთ და მერე წაგვიყვანეთ-მეთქი. ბორკილებს ახლა გაგიჭედავთო, გვიპასუხეს. ამაზე მღვდელმა სიმონ მჭედლიძემ უპასუხა, თუ ბორკილები არ გაქვთ, ბაწრები ხომ გეშოვებათო. ამის თქმა და მილიციონრების დარევაც ერთი იყო და ყველანი ძირს, ეზოში ჩარეკეს. მერე მე დამავლეს ხელი და ციმციმ გამიტანეს გარეთ, და სხვებს შევუერთდი. აქედან მილიციონრების ერთი ნაწილის თანხლებით გაგვისტუმრა მეთაურმა რაიონში. გზაში ამხანაგებს გამოვკითხე მთელი საქმის ვითარება, რაც რომ ჩემს მისვლამდე მოხდა და ისიც ვიკითხე, მიტროპოლიტი სად არის-მეთქი. მათ მიამბეს, რომ როგორც კი ლოცვა გავათავეთ, მაშინვე ყველანი მივწექ-მოვწექით, მხოლოდ საბჭოს წევრები ისხდნენ აივანზე და ვახშმობდნენო. ამ დროს გაიღო აივნის კარები და ხელები ზევითო, დაიძახეს. თან, დასძინეს, დაჭერილები ხართო. ამაზე მანდატი მოსთხოვა მათ დეკანოზმა ჯაჯანიძემ. იმათ ყურიც არ ათხოვეს და ადგილობრივი ხელისუფლების სახელით მოითხოვეს მიტროპოლიტი. მაშინ პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე შეუძღვა მათ სანთლით ხელში სადარბაზო ოთახში და თვითონ კი მეორე ოთახში გავიდა, სადაც მიტროპოლიტს ეძინა და მოახსენა მას საქმის გარემოება. ამანაც მანდატი მოითხოვა. მაშინ მილიციონრები შეცვივდნენ ოთახში, მიტროპოლიტი ლოგინიდან ძირს გადმოაგდეს და გაიგდეს აივანზე. მაგრამ, ის არ დანებდა მათ, თავი ანებეს და ჩვენ გამოგვრეკესო. ამ ლაპარაკში ვართ და კიდეც მივადექით რაიონს. შეგვრეკეს ერთ პატარა ოთახში, რომელიც ერთი კვადრატიული საჟენი თუა. ერთი-ორი საათის მერე კარი გაიღო და შიგ შემოაგდეს ტიტველი, ქვედა საცვლის ამარა მიტროპოლიტი და მთავარხუცესი ვარდოსანიძე. მაშინვე მოვთხოვეთ იმათ მისი ტანისამოსი და იმათაც შემოყარეს საკანში. მიტროპოლიტი, რადგანაც ძალზე გასავათებული იყო, ჩვენ ჩავაცვით ტანისამოსი და იქვე, ქვაზე ჩამოვსვით. გამოირკვა, რომ ჩვენი გამოსტუმრების შემდეგ, მილიციონრები და აღმასკომის თავმჯდომარე წასულან და თან, ურემი მოუყვანიათ. შეცვენილან ოთახში, სადაც მიტროპოლიტს ეძინა და ქვედა საცვლის ამარა, რადგანაც პირველი შეტაკების დროს გაოფლიანებული პერანგი გაეძრო და იქვე სკამზე მიეფინა, დაუვლიათ მისთვის ხელი და, ციმციმ გარეთ გამოუყვანიათ და ასე ტიტველი ურემზე, ღორივით დაუკრავთ... დილით, გაძლიერებული მცველების თანხლებით, სადგურზე გაგვიყვანეს. აქ გვაყიდინეს ბილეთები როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი თანმხლები მილიციონრებისთვისაც და გაგვისტუმრეს ქუთაისს. ჩვენ ვფიქრობთ, ალბათ, უნდოდათ, ხელი შეეშალათ ჩვენთვის ეკლესიის კურთხევის საქმეში და რაკი მიზანს მიაღწიეს, როგორც კი ჩაგვიყვანენ იქ, მაშინვე გაგვიშვებენო. ის კი არა და თავი პირდაპირ ჩეკაში ამოგვაყოფინეს. პირველად შეგვიყვანეს კომენდატურაში. იქ დაგვხვდა, გარდა კომენდატისა, ვინმე ჩეკისტი ხურციძე. აქ ზოგიერთი ფორმალობის შესრულების დროს, ხურციძემ უხეშად მიმართა მიტროპოლიტს და უთხრა: რას დაწანწალობ სოფლებში, ვინ მოგცა ნებაო. მიტროპოლიტმა უპასუხა, რომ მთავრობის დეკრეტის ძალითო. დეკრეტი ფეხებზე მკიდიაო, უთხრა ხურციძემ. ამის შემდეგ ჩვენ გაგვიყვანეს კომენდატურიდან ერთ მოზრდილ ოთახში და მოგვათავსეს ცალკე. მიტროპოლიტმა იმ დღესვე ინახულა ჩეკის თავმჯდომარე კუჭუხიძე, და რადგანაც მას ტანზე ჰქონდა დანაღვლებული ადგილები, ამის შესამოწმებლად მოითხოვა ექიმი და ხურციძის შესახებაც მოელაპარაკა მას... გადის ერთი კვირა და კაცი არაფერს გვეკითხება, თუ რაზე ვართ დაჭერილი. ჩვენც ქაღალდს ქაღალდზე ვაძლევთ თავმჯდომარეს, რომ უდანაშაულოდ ვართ დატყვევებულნი და ვთხოვთ, ჩვენი საქმე დროზე იქნას გამოძიებული და დამნაშავე პირები, ჩვენი შეურაცხყოფისათვის, სასტიკად დაისაჯონ... ერთ დღეს შემოდის კომენდატი და გვიცხადებს, რომ ციხეში უნდა წამოხვიდეთო. ეს კი აღარ გვეჭაშნიკა, მაგრამ რას იზამ, როცა ხედავ, რომ ძალა აღმართს ხნავს და ჩვენც გავემზადეთ... მიგვიყვანეს ციხეში. აქ ჯერ შეგვიყვანეს კანცელარიაში და ცოტაოდენი ფორმალობის შემდეგ დაგვირიგეს „ატესტატები” (წიგნაკები), ჩვენ-ჩვენი ბრალდების აღნიშვნით. ბრალდებად, ყველას ნებადაურთველი კრების გამართვა გვიწერია და მე და ჯაჯანიძეს კიდევ მილიციონრების წინააღმდეგობა. მერე გაგვიყვანეს ეზოში, შემოგვატარეს ციხის შენობა უკნიდან და შეგვიყვანეს სამხრეთის ფრთის სულ ძირა სართულში. იქ დაგვაბინავეს... ახალი ბინა, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალზე ნოტიო გამოდგა. მაგრამ ამას ვინ დაგიდევს, რომ სხვა უხერხულობაც არ იყოს. ეს უხერხულობაა, რომ ამ საკნებს საკუთარი ფეხის ადგილი არ აქვს და საერთოთი რომ ისარგებლო, ეზო უნდა გაიარო და მეორე სართულზე ახვიდე. დღე ეს კიდევ არაფერია, საქმე ღამე სჭირს. გასაჭირი შეიქმნა ციხის ადმინისტრაციისთვისაც იმით, რომ ყოველთვის მცველი უნდა გაგვყვეს-გამოგვყვეს და თანაც, ღამღამობით საშიშია დარაჯისთვისაც. ამიტომ, ორი-სამი დღის შემდეგ, ისევ ზევით სართულში გადაგვიყვანეს, ჩრდილოეთის მხრის ფრთაში, სადაც წინათ საავადმყოფო ყოფილა. ეს საკანი შედარებით მშრალია, მაგრამ უხერხულობა აქაც არის. უხერხულია იმით, რომ ფეხის ადგილი ორმოს წინ არის, საიდანაც ხშირად ამოჩუხჩუხებს ხოლმე სიბინძურე და ამის გამო ძალზე ჰყარს საკანში, რადგანაც მინები ჩამსხვრეულია... დაიწყო მარიამობის მარხვა და ჩვენც დავიწყეთ მარხულობა, გავაძლიერეთ ლოცვები. ლოცვანი სახლიდან მოვატანინეთ. ლოცვაზე სხვა ტუსაღებიც შემოდიან ჩვენთან. ამასობაში გაგვიხდა პროტოდიაკონი კუხიანიძე მძიმედ ავად, მერე – დიაკონი სვანიძე და მიტროპოლიტიც. ესენი გადაიყვანეს საავადმყოფოში. დავრჩით ჩვენ ობლად, თანაც ლოცვანი წაგვართვეს და ლოცვაც აგვიკრძალეს... 1 სექტემბერს, საღამოს, ასე ხუთ საათზე, მიტროპოლიტი და პროტოდიაკონიც მოიყვანეს საავადმყოფოდან. პროტოდიაკონი ისევ შეუძლოდ იყო. ამასობაში ათი საათი შეიქნა და დავწექით კიდეც. ცოტა ხანში ხმაურზე ისევ გამეღვიძა და რას ვხედავ, ვიღაც შეიარაღებული პირები შემოსულან ჩვენს საკანში. ერთი მათგანი ლამპასთან რაღაცას კითხულობს და მომესმა: „კორნელი კაკაბაძე, ჰო, მართლა, ის მეორე განყოფილებაშია” და დასძინა: „აბა, ჩქარა, ჩაიცვით და წამოდით!” ამ დროს კარს მოადგა ციხის უფროსის თანაშემწე – რუხაძე და დაიძახა: „ჩქარა წამოდით, თორემ მატარებელი გაგვასწრებს!”. სიის მკითხველმა ჩამოთვალა: ჯაჯანიძე, მჭედლიძე, ნიკოლაძე, მობრუნდა ჩვენკენ (ახლა კი გამაცივა), მიტროპოლიტი გააღვიძეთო და იკითხა კუხიანიძე სად არისო. მივეშველეთ მიტროპოლიტს ბარგის შეკვრაში. ბარგის შეკვრისას მიტროპოლიტი გარეთ გასულიყო და სხვები რომ გაირეკეს წინ, ჯაჯანიძემ ესღა მოასწრო: „ვასილი, აბა, შენ იცი, ბავშ...” და გარეკეს კიდეც. მიტროპოლიტი კაბის ამარა შემობრუნდა და ანაფორა ჩაიცვა, გამოგვეთხოვა ყველას პირზე კოცნით და გვითხრა: „არ შეშინდეთ, მხნედ იყავით, სიკვდილი ყველა ერთიაო” და გაჰყვა იმათ... ასე, ოთხი საათი იქნებოდა, რომ სადგურის მხრიდან მოგვესმა, ზედიზედ ორჯერ თოფების გრიალი, მერე – ორი-სამი კენტად. ვიფიქრეთ, ისევ გამოსვლები დაიწყოო, მაგრამ ეს იყო და ეს, იმ ღამეს მეტი თოფის ხმა არ გაგვიგონია. დილით, როგორც კი მიმოსვლა დაიწყო საკნებს შორის, ჩვენთან შემოვიდა ტუსაღი მაჭავარიანი და შეგვათვალიერა, თუ ვინ გაიყვანესო. ჩვენ გულუბრყვილოდ შევეკითხეთ, სად წაიყვანეს ისინიო. მან კი თვალცრემლიანმა სთქვა: დახვრიტესო! ამის გაგონებამ თავზარი დაგვცა. მან განაგრძო: მათთან ერთად შვიდი კაცი ჩვენი საკნიდან გახლდათ და ჩამოთვალა გვარები, ყველანი ჩვენი კარგი მეგობრები. გადის დღეები და აგერ, 17 სექტემბერი შეიქმნა. ნაშუადღევის ოთხ საათზე ეზოში გაგვდენეს. ამ დროს დერეფნის ფანჯარას მოდგომიან გარედან და ვიღაცას კითხულობს: ვასილი, სად არის, ვასილიო. მეც გამოვედი და ერთბაშად მომაძახა: მომილოცავს, ვასილი გათავისუფლებაო... აბა, რას ვიფიქრებდით, რომ ისინი დახვრიტეს და ჩვენ კი ორ კვირაში გაგვიშვეს. რაკი ისინი დახვრიტეს, ჩვენ ათ-ათ წლის ციხე მივუსაჯეთ საკუთარ თავს. ესენი კი ორ კვირაში გვათავისუფლებენ. მოდი და დაიჯერე! მაშ, რაღასთვის დახვრიტეს ისინი?”

No comments:
Post a Comment