დღესვეა 19/1 იანვარს ხსენება მეორე დიდი მამის ხსენება.ცხორებაჲ მაკარი მოქალაქისაჲ (ალექსანდრიელი)

   
  სხუაჲცა ვინმე მაკარი იყო, რომელმან სკიტეს პირველად
   მონასტერი აღაშენა. და არს ადგილი იგი უდაბნო და მიახ მიერ
   ნიტრიად დღისა და ღამისა სავალ დიდსა მას უდაბნოსა. და არნ
   ჭირი დიდი   მუნ მიმავალთაჲ, უკუეთუ ვინმე მცირედ სცთის
   გზასა მას, ყოლადვე შესცთის დიდსა მას უდაბნოსა. და არიან მუნ
   ყოველნივე კაცნი სრულნი, რამეთუ ვერვინ უსუსური შემძლებელ
   არს ყოფად, რამეთუ ფიცხელ არს ადგილი იგი და ნუგეშინის-საცემელი
   ყოვლადვე არაჲ არს მუნ. ხოლო რომელსა-ესე პირველად
სახელ-ვსდევ მაკარის მოქალაქესა, მივიდა იგი მუნ ოდესმე
   საჴმრისათჳს დიდისა მაკარისა. და ვითარ ეგულებოდა მათ წიაღსლვაჲ
   ნილოსსა, შევიდეს ესენი ერთად ნავსა, სადა-იგი იყვნეს
   ორნი კომსნი, მრავლითა ერითა შესრულ იყვნეს იგინი და სამსახურებელი
   აქუნდა მათ მუნ შინა ვეცხლისაჲ და ოქროჲსაჲ,
   აღჳრები ცხენთა მათთაჲ და მსახურნი ვინმე ერისაგანნი და ფარღელი
   ოქროჲსაჲ მონათა მათთა. და ოქროჲსა სარტყელი? ემოსა
   ვიეთმე მათგანთა. და ვითარცა იხილნეს მონაზონნი იგი აზნაურთა
   მათ  ძაძითა რაჲთმე ძუელითა შემოსილნი, შეურაცხად
   მსხდომარენი ყურესა ერთსა ნავისასა, ჰნატრიდეს იგინი მათსა
   მას ცხორებასა და სიმდაბლესა. ერთმან მათგანმან აზნაურმან
   მიუგო და ჰრქუა მათ:. ნეტარ ხართ თქუენ, კაცნო ღმრთისანო,
   რომელნი სოფელსა ამას ემღერით. მიუგო მაკარი მოქალაქემან და
   ჰრქუა მათ: ჩუენ სამე სოფელსა ვემღერით, ხოლო ნანდილვე
   თქუენ სოფელი გემღერის. გულისჴმა-ყავთ, რამეთუ არა ნეფსით,
   არამედ უფროჲს-ღა წინაწარმეტყუელებით სთქუთ ჩუენდა
   მომართ, ორთავე სახელი მაკარი გურქჳან. ხოლო მან კაცმან
   შეიკდიმა სიტყუაჲ ესე, წარვიდა სახედ თჳსა, განიძარცუა სამოსელი
   და ყოველი სამკაული თჳსი. და შფოთი იგი განიშორა და განუყო
   ყოველი მონაგები გლახაკთა და მონაზონ იქმნა.


       იტყოდეს მისვე მამისა მაკარისთჳს, ვითარმედ: მოიყვანეს
   მისა ხუცესი ვინმე სოფლისაჲ, რომლისაჲ თავი იყო
   შეჭ\მულ  ვნებისა მისგან, რომელსა ჰრქჳან კარკინოჲ და
   ჩნდა ძუალი თავისა მისისაჲ. და ევედრებოდეს ყოველნი წმიდასა
   მაკარის, რაჲთა ყოს მისთჳს ლოცვაჲ და განიკურნოს. ხოლო
   მან არა ინება, არამედ თქუა: არა ჯერ-არს განკურნებაჲ მაგისი,
   რამეთუ ისიძავს და ჟამსა წირავს და მისთჳს ისწავების. არწმუნეთ
   მაგას განშორებაჲ მსახურებისაგან საიდუმლოთა ღმრთისათა,
   რაჲთა არღარა მღდელობდეს. და ღმერთმან ყოს კურნებაჲ. ხოლო
მან ძჳრ-ხილულმან აღუთქუა ფიცით ესე ყოფად, რაჲთა არღარა
   მღდელობდეს. ჰრქუა მას წმიდამან მაკარი: გრწამსა, ვითარმედ
   არს ღმერთი? ხოლო მან თქუა: ჰჱ. და ჰრქუა მას კუალად წმიდამან
   მაკარი: ნუ შემძლებელ ხარა კიცხევად? ხოლო მან ჰრქუა: არა.
   ჰრქუა მას წმიდამან მაკარი: უკუეთუ გიცნობიეს ცოდვაჲ და
   სწავლაჲ ღმრთისა მიერ, რომელ არს შენ ზედა, ამიერითგან ეკრძალე
   და ნუღარა იქმ მას.   ხოლო მან აღუარა მას შეცოდებაჲ
   თჳსი და აღუთქუა, რაჲთა არღარა ცოდვიდეს და არცა მღდელობდეს,
   არამედ რაჲთა იყოს იგი ერისა-კაცად. და დაასხნა მას
   ზედა ჴელნი მისნი წმიდამან მაკარი და ყო მისთჳს ლოცვაჲ. და
   მცირედთა დღეთა შემდგომად განიკურნა, და კუალად მოეგო თმაჲ
   თავისა მისისაჲ და წარვიდა ცოცხალი სახედ თჳსა.


       გჳთხრა ჩუენ ესეცა მანვე მაკარი, ვითარმედ: ჟამსა მას მოღებისასა
   საიღუმლოთა ღმრთისათა არათუ ჴელითა ჩემითა მივსცი
   ზიარებაჲ მარკოზს მარტოდ-მყოფსა, არამედ ანგელოზმან მისცის
   საკურთხეველისაგან, გარნა მარჯუენასა მას ხოლო ვხედვიდი
   მიმცემელისასა.


       მო-ვინაჲმე-ვიდოდა მამაჲ მაკარი სენაკად თჳსა და ეკიდა
   ბაჲაჲ და შეემთხჳა მას ეშმაკი გზასა ზედა და აქუნდა რაჲმე ჴელთა
   მისთა. და უნდა ცემაჲ მისი და ვერ შეუძლო მიახლებად. და
   ჰრქუა მას ეშმაკმან  მან: დიდი მადლი არს შენ თანა, მაკარი.
   რამეთუ ვერ შემძლებელ ვიქმენ მიახლებად შენდა. რომელსა შენ
   ჰყოფ, მეცა ვჰყოფ: შენ იმარხავ, მე თავადი ყოლადვე არა ვჭამ
   შენ იღჳძებ, მე ყოლადვე არა დავიძინებ, არამედ ერთითა საქმითა
   მძლევ. ჰრქუა მას მამამან მაკარი: რომელი საქმე არს? ჰრქუა მას
   ეშმაკმან: სიმდაბლითა შენითა ვერ შემძლებელ ვარ შენდა მიახლებად.
   ხოლო მაკარი აღიპყრნა ჴელნი ღმრთისა მიმართ და ეშმაკი
   იგი ივლტოდა სირცხჳლეული.

No comments:

Post a Comment