სახარებაჲ: "მერმე მსგავს
არს
სასუფეველი
ცათაჲ
სათრომელსა
ბადესა,
რომელი
სდვიან
ზღუასა,
რომელმან
ყოველთაგან
თევზთა
შეკრიბის;
და
ოდეს
აღივსის,
გამოიღიან
იგი
ზღჳს-კიდესა
და
დასხდიან
და
შეკრიბიან
კეთილი
იგი
ჭურჭელსა,
ხოლო
ჯერკუალი
იგი
გარე
განსთხიიან.
ესრეთ
იყოს
აღსასრული
ამის
სოფლისაჲ.
რამეთუ
გამოვიდენ
ანგელოზნი
და
განაშორნენ
უკეთურნი
იგი
შორის
მართალთა
და
შესთხინენ
იგინი
შორის
საჴუმილსა
მას
ცეცხლისასა.
მუნ
იყოს
ტირილი
და
ღრჭენაჲ
კბილთაჲ"
(13,47-50 მათე).
თარგმანი: რაჲთა განყოფილ არს ესე ზემოთქუმულთა მათ
ცხონდეს
და
რომელნიმე
წარწყმდეს?
არამედ
იგი
იგავნი
სარწმუნოებისათჳს
იყვნეს.
პირველნი
იგი,
- ეკალთა
მიერ
და
კლდისა
და
გზასა
ზედა
დათესულისა,
- ესენი
მოესწავებოდეს,
რომელთა
არა
შეიწყნარეს
ქადაგებაჲ
იგი;
და
კუალად
ღუარძლისა
მის
მიერ
მწვალებელნი
გუაუწყნა,
რომელთაცა
ძედ
უკეთურისა
სახელ-სდვა.
ხოლო
აწ
მათთჳს
იტყჳს,
რომელნი
საქმეთა
მიერ
ბოროტთა
წარწყმდებიან,
რომელნიცა
ფრიად
საწყალობელ
არიან.
რამეთუ
მეცნიერებასა
ჭეშმარიტებისასა
მიემთხჳნეს
და
ეგრეთცა
ვერვე
ცხონდეს,
რამეთუ
საქმენი
ცოდვისანი
ვერ
მოიძულნეს.
ხოლო
ვითარ
რომელ
ოდესმე
თავსა
თჳსსა
იტყჳს
მწყემსი
იგი
სახიერი
განმრჩეველად
კეთილთა
ბოროტთაგან,
"ვითარცა
განარჩინის
მწყემსმან
ცხოარნი
თიკანთაგან",
და
აწ
აქა
ანგელოზთა
მოასწავებს?
ესე
ამისთჳს,
რამეთუ
ოდესმე
კაცობრივრე
ჰყოფს
სიტყუასა
თჳსსა
მსმენელთა
მათ
უძლურებისათჳს
და
ოდესმე
უმაღლეს
და
გულისჴმის-საყოფელად.
რამეთუ
ყოველივე
განგებულებითა
წამისყოფისა
მისისაჲთა
იქმნების.
ხოლო
აქა
მსმენელთა
მათთჳს
ანგელოზნიცა
აჴსენნა,
რაჲთა
ცნან,
ვითარმედ
იგი
არს
მეუფე
ანგელოზთა
და
კაცთაჲ.
ხოლო
რაჲთა
არავის
ესმას,
თუ
ჯერკუალი
გარე
განითხევის
და
ჰგონებდეს,
ვითარმედ
უჭირველ
არს
განთხევაჲ
იგი,
ამისთჳს
განჰმარტა
სიტყუაჲ
ესე
და
სატანჯველი
იგი
გამოაჩინა
საშინელი,
ვითარმედ:
"შესთხინენ
იგინი
საჴუმილსა
მას
ცეცხლისასა.
მუნ
იყოს
ტირილი
და
ღრჭენაჲ
კბილთაჲ".
იხილეა,
რავდენნი
გზანი
არიან
წარწყმედისანი?
კლდე
იგი
და
ეკალნი,
და
გზაჲ
და
ღუარძლი,
და
ბადესა
შინა
პოვნილი
ჯერკუალი.
ამისთჳს
იტყოდა,
ვითარმედ:
"ფართო
არს
გზაჲ
იგი
წარწყმედად
მიმყვანებელი
და
მრავალნი
ვლენან
მას
შინა".
ესე
ყოველი
რაჲ
მიუთხრა
და
საშინელ-ყო აღსასრული
სიტყჳსა
თჳსისაჲ,
მერმე
ჰრქუა
მათ:
სახარებაჲ: "გულისჴმა-ჰყავთა
ესე
ყოველი?
ხოლო
მათ
ჰრქუეს:
ჰე,
უფალო;
და
ჰრქუა
მათ:
ამისთჳს
ყოველი
მწიგნობარი,
რომელი
მოწაფე
ყოფილ
არს
სასუფეველსა
ცათასა,
მსგავს
არს
იგი
კაცსა
სახლისა
უფალსა,
რომელმან
გამოიღოს
საუნჯისაგან
თჳსისა
ძუელი
და
ახალი"
(13,51-52 მათე ).
თარგმანი: ჰხედავა, ვითარ არა განაგდებს ძუელსა მას წერილსა,
არამედ
აქებს
და
სიმდიდრედ
უწესს,
და
აქებს
მოციქულთა,
რამეთუ
კეთილად
გულისჴმა-ჰყვეს
იგი
და
ჰრწმენა
უფლისაჲ?
რამეთუ
ამისთჳს
ყოველივე
შჯული
და
წინაჲსწარმეტყუელნი
ქადაგებდეს.
და
ესე
წმიდანი
მოციქულნი
მიამსგავსნა
სახლისა
უფალსა
მდიდარსა
და
ჭეშმარიტად
მწიგნობრად
სახელ-სდვა მათ. რამეთუ
ძუელისა
მის
წერილისა
ძალი
კეთილად
ცნეს
და
ახალი
ესე
ქადაგებაჲ
და
მოძღურებაჲ
ქრისტესი
სარწმუნოებით
და
გულსმოდგინედ
შეიწყნარეს
და
აღასრულეს.
ხოლო
რომელნი-იგი
ძალსა
წერილთასა
უმეცარ
არიან,
არა
არიან
იგინი
სახლისა
უფალ.
რამეთუ
არცა
თავით
თჳსით
აქუს,
არცა
სხუათაგან
მიიღებენ,
არამედ
უდებებისაგან
სიკუდილითა
მოსწყდებიან.
ეგრეთვე
მწვალებელნი
სრულიად
უცხო
არიან
ნეტარებისაგან,
რამეთუ
არცა
ძუელისა
მის
წერილისაგან
აქუს
ნაწილი,
არცა
ახლისა,
არამედ
ორისაგანვე
დაკლებულ
და
განვრდომილ
არიან,
რამეთუ
ორნივე
შჯულნი
შეერთებულ
და
შეთხზულ
არიან
ურთიერთას.
No comments:
Post a Comment