მაკარი დიდი |
ჩემსა ვჯედ სენაკსა შინა ჩემსა ეგჳპტეს, და მოვიდეს, შემიპყრეს
და დამადგინეს მე ხუცად დაბასა. ხოლო მე არა თავსვიდევ,
არამედწარვედ სხუასა ადგილსა. და მოვიდა ჩემდა ღმრთის
მოშიში ერისა-კაცი და მიიღის ჴელთ-საქმარი ჩემი და
მსახურებდა.
შე-ვისმე-ემთხჳა განსაცდელი ქალწულსა დაბასა შინა და
ისიძვა. და ვითარ ჰკითხეს, ვინყო ეგე შენ თანა, ხოლო მან ჰრქუა
მათ: მარტოდ-მყოფმან მან. მაშინ გამოვიდეს და შემიპყრეს და
შემიყვანეს მე დაბად. და ჩამომკიდეს მე ყელსა შებღალულები
ქოთნები და ყურები კეცისაჲ და მიმომიყვანებდეს მე დაბასა მას
შინა. ...
მცემდეს და იტყოდეს: ამან მონაზონმან განხრწნა ქალწული
ჩუენი; დაუყავთ მაგას, დაუყავთ! და ესოდენ მგუემეს მე, მცირედ-ღა
და მო-მცა ვიდრემე-ვკუედ.
მო-ვინმე-ვიდა ბერი და ჰრქუა მათ: ვიდრემდის მოჰკლვიდეთ
უცხოსა მაგას მონაზონსა? ხოლო მსახური ჩემი მომიდგა უკუანა
კდემული, რამეთუ აგინებდეს მას და ეტყოდეს: აჰა
ესერა, მარტოდ-მყოფმან ამან, რომელსა შენ ეწამებოდე, რაჲ
ესე-ყო ხოლო მშობელთა მისთა თქუეს: არა განუტეოთ ეგე, ვიდრემდის
მოგუცეს თავს-[მ]დები, რაჲთა ზრდიდეს მაგას. და მსახურსა
მას ჩემსა ვარქუ: თავს-მიდევ. ხოლო მე წარვედ სენაკად ჩემდა
და მივეც, რავდენი მედვა სფურიდი და ვარქუ: განყიდე ეგე და
მიართუ ცოლსა ჩემსა საზრდელი. და ვეტყოდე თავსა ჩემსა: მაკარი,
აჰა ესერა ჰპოე თავისა შენისა ცოლი, გიღირს, რაჲთა20 უფრორე
იქმოდი და ზრდიდე მას. და ვიქმოდე დღჱ და ღამჱ22 და მიუძღუანებდ
მას. და ვითარ მოუჴდა უბადრუკსა მას ჟამი შობისაჲ
და მრავალთა დღეთა იგუემებოდა და ვერ შვა, ჰრქუეს მას: რაჲ
არს ესე? ხოლო მან თქუა: ამისთჳს, რამეთუ მარტოდ-მყოფსა მას
ცილი დავსდევ, არამედ სხუაჲ არს, რომელმან ყო ჩემ თანა. მაშინ
მოვიდა მსახური იგი ჩემი სიხარულით და მითხრა მე, ვითარმედ:
ვერ შვა ქალმან მან, ვიდრემდის არა აღიარა. და აწ ყოველი
ესე დაბაჲ გამოვალს აქა დიდითა დიდებითა, რაჲთა შეინანონ.
ხოლო მე, ვითარცა მესმა ესე, აღვდეგ და წარმოვივლტოდე
აქა სკიტედ. ესე არს პირველი მიზეზი, რომლითა მოვედ მე აქა.
ესმა, რამეთუ მივიდოდა მამაჲ მაკარი მეგჳპტელი სკიტით
ნიტრიისა მთასა საჴსენებელსა მამისა პამბოჲსსა და ჰრქუეს მას:
არქუ ნუ რაჲ ძმათა ამათ, მამაო. ხოლო მან თქუა: მე არღა
ქმნულ ვარ მონაზონ, არამედ მიხილვან ოდენ მონაზონნი.
ვჯედ ოდესმე სკიტეს და მეტყოდეს გულის-სიტყუანი4: შევედ
უდაბნოდ და იხილო მუნ, რაჲ იხილო. და8 ვდეგ და9 ვჰბრძოდე
გულის-სიტყუასა ჩემსა ხუთ წელ, რამეთუ ვთქუ: ნუუკუე ეშმაკთაგან
არს. და ვითარ დაადგრა გულის-სიტყუაჲ იგი ჩემ თანა, წარვედ
უდაბნოდ და ვპოე მუნ ტბაჲ ერთი. და შორის მისსა იყო
ჭალაკი. და მოვიდეს ნადირნი უდაბნოჲთ სუმად მისგან. და
ვიხილენ მათ შორის ორნი კაცნი შიშუელნი და შემეშინა ფრიად,
ნუუკუე სულები რაჲმე არს, ხოლო მათ მრქუეს: ნუ გეშინინ,
რამეთუ ჩუენცა კაცნი ვართ. და მე ვარქუ: ვინანი ხართ, ანუ ვინაჲთ
მოხუედით უდაბნოსა ამას? ხოლო მათ თქუეს: მონასტერსა შინა
ვიყვენით და შევითქუენით და გამოვედით და აწ ესერა ორმეოცი
წელი არს. და მე ვჰკითხე მათ: ძმანი ხართ? და მათ თქუეს: არა,
არამედ ერთი ეგჳპტელი და ერთი ლუბიელი. და მკითხეს მათცა
და თქუეს: ვითარ ჰგიეს სოფელი და თუ მოჴდისა წყალი
ჟამსა თჳსსა და თუ აქუს სოფელსა ნაყოფიერებაჲ თჳსი? და მე
ვარქუ: მადლითა ღმრთისაჲთა და ლოცვითა თქუენითა აქუს. მერმე
ვარქუ მათ: ვითარ ვიქმნე მონაზონ? და მრქუეს მათ: უკუეთუ
არა იჯმნეს კაცმან ყოველთაგან საქმეთა ამის სოფლისათა,
ვერ ჴელ-ეწიფების მონაზონ ყოფად. ხოლო მე ვარქუ მათ: მე
უძლურ ვარ და ვერ შემძლებელ ვარ თქუენებრ ყოფად. და მათ
მრქუეს: უკუეთუ ვერ შემძლებელ ხარ ჩუენებრ ყოფად, დაჯედ
სენაკსა შინა შენსა და სტიროდე ცოდვათა შენთა. მერმე ვჰკითხე
მათ და ვარქუ: ზამთარი ოდეს მოჴდის, ყინელ არა გეყვინა, გინა
სიცხჱ-ღა არნ, არა დაგწუავნა ჴორცთა? ხოლო მათ თქუეს: ღმერთმან
ყო ჩუენ თანა ეგევითარი მოღუაწებაჲ, რამეთუ არცა ზამთრის
ყინელ გუეყვინ და არცა ზაფხულის სიცხე დაგუწუავ. ამისთჳს
ვთქუ, რამეთუ არა ქმნულ ვარ მონაზონ, შემინდვეთ28 მე, ძმანო.
მივიდა მამაჲ მაკარი დიდი მამისა ანტონისა მთად და ვითარ
ჰრეკა კარსა, გამოვიდა და თქუა: შენ ვინ ხარ? და მან
თქუა5: მე ვარ მაკარი. ხოლო მან გამოჰჴშა6 კარი. და შევიდა შინა
და დაუტევა იგი. და ვითარცა იხილა მოთმინებაჲ მისი, განუღო
მას კარი და განცხრომით ეტყოდა მას: მაკარი, რავდენით ჟამით
მინდა ხილვაჲ შენი, რამეთუ მესმინ შენთჳს. და სიყუარულით
შეიწყნარა იგი.
იტყოდა მამაჲ მაკარი მოოჴრებისათჳს სკიტისა და თქუა:
რაჟამს იხილოთ სენაკი აღქმნული მახლობელად ჭალაკსა, ცანთ,
რამეთუ ახლოს არს მოოჴრებაჲ მისი. და რაჟამს იხილოთ ხეები
აღმოცენებული კართა ზედა არს, ხოლო ოდეს იხილოთ ყრმები
მომავალი, აღიღეთ ჭურჭელი თქუენი და ივლტოდეთ.
მერმე უთხრობდა მამაჲ მაკარი ძმათა და თქუა: მოვიდა აქა
ყრმაჲ ეშმაკეული დედისა თჳსისა თანა და ეტყოდა დედასა თჳსსა:
აღდეგ და წარვიდეთ აქაჲთ. მაშინ ჰრქუა მას დედამან3: ვერ ძალმიც
სლვად. და ყრმამან მან ჰრქუა: მე აღგიკიდო. და დამიკჳრდა
უკეთურებაჲ ეშმაკისაჲ, ვითარ უნდა, რაჲთამცა წარიყვანნა6 იგინი.
გჳთხრობდა მამაჲ სისოჲ1, ვითარმედ: ოდეს ვიყავ სკიტეს
მამისა მაკარის თანა, აღვედით მკად და აჰა ესერა ქურივი ერთი
კრებდა თავსა და არა დასცხრებოდა ტირილითა2. და მოხადა3
ბერმან ყანისა უფალსა და ჰრქუა4: რაჲ ყო ბერმან მან5, რამეთუ
ესრეთ დაუცადებელად ტირს6? ხოლო მან ჰრქუა მას: ქმარსა მაგისსა
ნამარხევი მიეღო სხჳსაჲ და მოკუდა უტყუად7. და აწ უფალსა
მის ნამარხევისასა შეუპყრიეს ეგე და შვილნი მაგისნი. ჰრქუა
მას ბერმან: არქუ მას, რაჲთა მოვიდეს ჩუენდა, სადა განვისუენებდეთ8.
და ვითარცა მოვიდა, ჰრქუა მას ბერმან: გუალე, მიჩუენე,
სადა დასდევ ქმარი შენი. და წარვედით9 და, ვითარცა ადგილსა მას
ვივედით10, ჰრქუა დედაკაცსა მას: ვიდოდე სახედ შენდა და მან
ლოცვა ყო11. და შემდგომად ლოცვისა ჴმა-უყო ბერმან მკუდარსა
მას და ჰრქუა: სადა დასდევ სხჳსა იგი ნამარხევი? ხოლო მან მოუგო
მას და ჰრქუა სახლსა შინა ჩემსა დამიმარხავს ცხედრისა ფერჴსა
ქუეშე. მაშინ ჰრქუა მას ბერმან: მიიქეც და დაიძინე ვიდრე
დღედმდე აღდგომისა. ვითარცა იხილეს ძმათა მათ, შეეშინა და
შეძრწუნდეს12 და შეურდეს13 ფერჴთა მისთა. ხოლო მამამან მაკარი
ჰრქუა მათ არა ჩემთჳს იქმნა ესე, რამეთუ არარაჲ ვარ, არამედ
ქურივისა მისთჳს და ობოლთა მათთჳს ყო ღმერთმან ესე
საქმჱ. ხოლო ესე არს დიდი, რამეთუ შეუცოდებელი სული უნებს14
ღმერთსა15. და მოვიდეს და უთხრეს დედაკაცსა მას, სადა იდვა ნამარხევი
იგი. და მან მისცა უფალსა თჳსსა და განთავისუფლდა ნაშობითურთ.
იტყოდეს მამისა მაკარისთჳს, რამეთუ უკუეთუ სადამე მოვიდის
ძმათა თანა, დაუდვის თავსა თჳსსა საზღვარი, ვითარმედ
უკუეთუ იპოოს1 ღჳნოჲ ძმათათჳს, სუას და ერთისა წილ2 სასუმლისა3
ერთ დღე წყალსა ნუ სუამნ4. და ძმათა მათ მისისა განსუენებისათჳს
მისციან. ხოლო ბერმან სიხარულით მიიღის, რაჲთა იტანჯოს
თავი თჳსი. ხოლო მოწაფემან მისმან იცოდა, რაჲ-იგი ყვის და
ეტყოდა ძმათა მათ: გაფუცებ თქუენ უფალსა5, ნუ ასუამთ6
მაგას, უკუეთუ არა სენაკსა შინა დაიტანჯოს თავი თჳსი. და მიერითგან
არღარა მისციან.
ჰკითხეს ვიეთმე მამათა მამასა1 მაკარის და ჰრქუეს: ვითარ
არს ესე, რამეთუ ჭამასაცა და მარხვასაცა ერთ-სახედ გუამი შენი2
ჴმელ არს? ხოლო მან ჰრქუა მათ: კუერთხითა, რომლითა აქცევედ
ქარქუეტსა საგზებელსა შინა, ყოვლით კერძოვე შეიჭამებინ ცეცხლისა
მისგან. ეგრეცა, უკუეთუ ვინმე განიწმიდოს გონებაჲ თჳსი
შიშსა შინა ღმრთისასა, იგივე შიში ღმრთისაჲ3 შეშჭამნ ძუალთა
მისთა.
აღვიდოდა ოდესმე მამაჲ მაკარი სკიტჱთ ტერენოთად1 და
მიიწია ადგილსა ერთსა, რაჲთამცა მიიძინა. და იდვა მუნ გუამები
ადრინდელი წარმართთა მომწყდართაჲ. და მოიღო ერთი მათგანი
და დაიდვა თავსა ქუეშე მისსა2, რაჲთა განისუენოს მცირედ. ხოლო
ეშმაკთა, ვითარცა იხილეს კადნიერებაჲ იგი მისი, აღი\შურვეს
და უნდა, რაჲთამცა შეაშინეს იგი. მაშინ უჴმობდა ერთიერთსა
რეცა3 დედაკაცისა სახითა და4 თქუა: ქალა, შენ გეტყჳ, ქალა, მოგუალე
ჩუენ თანა აბანოდ. მიუგო მეორემან5 მან ეშმაკმან ქუეშე
კერძო მისა, ვითარცა მკუდრისა მისგან, და თქუა: უცხოსა სძინავს
ჩემ ზედა და ვერ ძალ-მიც მოსლვად. ხოლო ბერსა არა შეეშინა,
არამედ კადნიერად სცემდა მას და ეტყოდა: აღდეგ და ვიდოდე
ბნელთა, უკუეთუ ძალ-გიც6. ვითარცა ესმა, ივლტოდეს სირცხჳლეულნი.
იტყოდეს მამისა მაკარისთჳს1, ვითარმედ: სკიტჱთ2 სფურიდი
აღაქუნდა და ვითარ დაშურა, დაჯდა და ილოცა და თქუა
ღმერთო, შენ იცი, რამეთუ არღარა ძალ-მიც. და მუნთქუესვე იპოა2
იგი მდინარისა4 კიდესა მას.
იყო ვინმე ეგჳპტეს, რომელსა ძჱ განრღუეული ესუა. და
მოიღო იგი სენაკსა1 მამისა მაკარისა და დააგდო იგი კართა ზედა2,
და იგი წარვიდა შორად. და ვითარცა ტიროდა, გარდა\მოხედნა3
ბერმან და იხილა ყრმაჲ იგი და4 ჰრქუა მას: ვინ მოგიყვანა შენ
აქა? ხოლო მან ჰრქუა: მამამან ჩემმან დამაგდო მე აქა და იგი წარვიდა.
ჰრქუა მას ბერმან: აღდეგ და ეწიე მას და მეყსეულად განცოცხლდა5
და აღდგა6 და ეწია მამასა თჳსსა, და ესრეთ წარვიდეს7
სახედ თჳსსა8.
მამაჲ მაკარი დიდი ეტყჳნ ძმათა: გამო-რაჲ-ვლენედ ეკლესიით,
ივლტოდეთ, ძმანო. ჰრქუა მას ბერმან ვინმე: ვიდრე ვივლტოდით?
ხოლო მან დაიდვა ჴელი პირსა და თქუა2: ამისგან ივლტოდეთ.
განთქუმული იგი მაკარი სკიტისაჲ ეგჳპტეს რაჲ იყო, პოა1
კაცი, რომელსა მიედგინა კარაული და გამოჰკრებდა ჭურჭელსა
მისსა. და ვითარცა მივიდა იგი, აღაგებდა კაცისა მის თანა კარაულსა2,
ვითარცა უცხოჲ, და მშჳდობით წარჰგზავნიდა მათ3 და იტყოდა
გონებასა თჳსსა: არცა შემო-რაჲ-ვიღე4 სოფ\ლად და
არცა განღებად რაჲ გჳც. უფალჰან5 მოგუცა და ვითარცა მიბრძანა,
კურთხეულ არს უფალი ყოველსა ზედა.
თქუა1 მამამან მაკარი: უკუეთუ შეგერაცხოს შეურაცხებაჲ,
ვითარცა ქებაჲ და სიგლახაკჱ, ვითარცა სიმდიდრჱ და ნაკლულევანებაჲ,
ვითარცა ქონიერებაჲ2. არა მოჰკუდე.
ძმაჲ ვინმე მივიდა1 მამისა მაკარისა2 და ჰრქუა მას: მამაო,
ვარქუ მე სიტყუაჲ, ვითარ ვცხონდე. ჰრქუა მას ბერმან: მივედ სამარხოსა
იმას და აგინენ მკუდარნი იგი. მაშინ მივიდა ძმაჲ იგი და3
აგინებდა მათ4 და ქვითა ესროდა. და ვითარ5 მოვიდა ბერისა, ჰრქუა
მას ბერმან: არაჲ6 მოგიგესა? ხოლო მან ჰრქუა7 მას8: არარაჲ. ჰრქუა
მას ბერმან: მივედ ხვალე კუალად და9 ადიდებდ მათ მივიდა ძმაჲ
იგი10, ადიდებდა და ეტყოდა11: თქუენ ხართ მოციქულნი, წმიდანი
და მართალნი. და მოვიდა ბერისა და12 ჰრქუა მას ბერმან: და არავე-რაჲ13
მოგიგესა? და მან ჰრქუა14: არაჲ5. მაშინ ჰრქუა მას
ბერმან: იხილეა16, ვითარ-იგი ოდეს17 აგინებდ მათ, არაჲ18 მოგიგეს
და19 ოდეს20 ადიდებდ21, არა ვერაჲ გრქუეს შენ? ეგრეცა შენ, უკუეთუ
გინებს ცხორების, იქმენ მკუდარ და ნუცა გინებაჲ კაცთაჲ22,
ნუცა დიდებაჲ მათი რად შეგირაცხიეს და შემძლებელ იქმნე23
ცხორებად24.
მივიდოდა ოდესმე მამაჲ მაკარი სხუათა ძმათა თანა ეგჳპტედ
და ესმა ყრმისაჲ, რომელი ეტყოდა დედასა თჳსსა: დედათ,
მდიდარი ვინმე მყუარობს და მე მძულს იგი, და გლახაკი ვინმე
მძულობს და მე მიყუარს იგი. ესმა რაჲ ესე მამასა მაკარის, დაუკჳრდა
ფრიად. ჰრქუეს მას ძმათა მათ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, მამაო?
და ბერმან თქუა2: ჭეშმარიტად, რამეთუ უფალი ჩუენი მდიდარი3
არს და მყუარობს ჩუენ და მისი არა გუნებავს4 სმენად. ხოლო
მტერი იგი ჩუენი ეშმაკი გლახაკ5 არს და გუძულობს ჩუენ და
ჩუენ ვჰყუარობთ6.
ჰრქუა მამამან პაფნოტი მამასა მაკარის: მარქუ მე1
სიტყუაჲ, მამაო2. ხოლო მან ჰრქუა3: ნუვის ბოროტსა უყოფ4, ნუცა
გან-ვის-იკითხავ. ესე დაიმარხე და სცხონდე5.
იტყოდა მამაჲ მაკარი: ნუ დასწვები სენაკსა შინა ძმისასა,
რომლისა ბოროტი ჰამბავი1 გესმინოს.
იტყოდეს დიდისა მაკარისთჳს, რამეთუ ვითარცა ღმერთი
ჰფარავს სოფელსა, ეგრეცა მამამან მაკარი დაფარის1 ბრალი. თუ
რაჲმე იხილის, ვითარმცა არარაჲ ეხილვა, და თუ ესმის რაჲ. ვითარმცა
არა ესმა2.
მოვიდა ოდესმე ყრმაჲ მამისა მაკარისა, რაჲთამცა განიკურნა
ეშმაკისაგან, და სხუაჲცა ვინმე მოსრულ იყო მეგჳპტელი.
და გამოვიდა ბერი გარეშე და პოვნა იგინი ცოდვასა შინა და არა
ამხილა მათ. და1 თქუა: უკუეთუ ღმერთი, შემოქმედი მათი, ბედავს
და არა დასწუავს მათ, მე ვინ ვარ და განვიკითხვიდე? და წარვიდა
მიერ.
გჳთხრობდა ჩუენ ბერი და თქუა: ერთსა შინა დღესა
ეჯედ სკიტეს. და შთამოვიდეს მუნ ორნი ჭაბუკნი უცხოჲსა სოფლისანი.
და ერთსა მას გამოსრულ იყო წუერი, ხოლო ერთსა მას
ეწყო ოდენ. და მოვიდეს ჩემდა და მრქუეს მე: სადა არს სენაკი მამისა
მაკარისი? და მე ვარქუ: რაჲ გინებს4 მისგან? ხოლო მათ
თქუეს2: გუესმა მისთჳს და ამის ადგილისაჲ3 და მოვედით ხილვად
მისა. და მე4 ვარჴუ მათ: მე ვარ იგი. და დაცჳვეს ქუეყანასა ზედა
და მრქუეს5: აქა ყოფის გჳნებს6. ხოლო მე რაჲ ვიხილენ7, ფუფუნეულად
დააჩნდა, რამეთუ სიმდიდრისაგან გამოსრულ იყვნეს8,
ვარქუ მათ: ვერ შემძლებელ ხართ აქა სხდომად9. მრქუა მე უფროჲსმან
მან: უკუეთუ ვერ შემძლებელ ვართ, წარვიდეთ სხუად. მაშინ
ვთქუ გონებასა ჩემსა: რაჲსათჳს წარვასხამ ამათ და დაბრკოლდენ?
არამედ თჳსმან შრომამან წარიოტნეს ეგენი10. და ვარქუ
მათ11: მოვედით და იქმენით თავისა თქუენისა12 სენაკი, უკუეთუ
შემძლებელ ხართ. ხოლო მათ თქუეს13: გჳჩუენე ხოლო და ჩუენ
ვიქმნეთ და მივეც მათ ცული და სათხროლი14 და ერთი ძაძაჲ პური
ღა მარილი, და უჩუენე მათ კლდჱ გამოსაკუეთელი15 ფიცხელი და
ვარქუ16: გამოიკუეთეთ აქა და მოიღეთ ძელი ჭალაკით და დართეთ17
და მას შინა დასხედით. ხოლო მე ვჰგონებდ, ვითარმედ მუნთქუესვე
ივლტოდიან შრომისა მისგან. და მკითხეს მე და თქუეს18:
რასა იქმან აქა? და მე ვარქუ19: სირასა. და მოვიღე დანაკისკუდისა
ფურცელი და უჩუენე, ვითარ წინაჲთ20 იწყონ თხზვად და მერმე
კერვად. და ვარქუ21: შეჰკერით სფურიდად და მისცით მცველთა
მათ და მოგართუმიდენ თქუენ პურსა. და მე წარვედ22. ხოლო მათ
მოთმინებით ყოველივე ყვეს და არა მოვიდეს ჩემდა ვიდრე სამ
წლამდე. და ვდეგ23 და ვჰბრძოდე გულის-\სიტყუასა ჩემსა24:
რაჲ-მე რაჲ25 არს საქმე ესე26 მათი, რამეთუ არა მოვიდეს? კითხვად
გულის-სიტყუათა27 შორით მოვლენ28 და ესენი ახლოს29 არა
მოვიდეს და არცა სხუასა33 მივიდიან, გარნა მარტოდ ეკლესიად
ჟამის-ზიარებად ოდენ მოვიდიან31 მდუმრიად. და დავიმარხე შჳდეული
ერთი და ვილოცევდ ღმრთჲსა მიმართ, რაჲთა მიჩუენოს საქმჱ
მათი. და აღვდეგ და მივედ მათა32, რაჲთა ვიხილო, ვითარ33 სხენან34.
და ვითარ ვჰრეკე, განმიღეს და მომიკითხეს მე დუმილით.
და ლოცვა ვყავთ და დავჯედ. და უფროჲსმან მან წამ-უყვნა35 უმრწემესსა
მას და განვიდა გარეშე36. და დაჯდა უფროჲსი იგი და
თხზვიდა სირასა მას. ხოლო სიტყუაჲ არა37 მომიგო. და მეცხრესა
ჟამსა დაჰრეკა უფროჲსმან მან და შემოვიდა უმცირესი იგი და წამუყო38
და შექმნა წუენი, და კუალად წამ-უყვნა29 და დადგა ტაბლაჲ
და დააგო სამი პაქსიმადი და დადგა დუმილით. და მე
ვარქუ40: მოვედით და პური ვჭამოთ. და მოვიდეს და ვჭამეთ. და
მოიღეს წყალი და ვსუთ41. და ვითარ დამწუხრდა, მრქუეს მე42:
წარხუალა? ხოლო მე ვარქუ: არა43, არამედ აქა დავდგები. და წარმიგდეს44
მე ჭილი ერთ კერძო და მათ ერთ კერძო45. ხოლო მათ განიჴსნნეს46
სარტყელნი მათნი და აღიძარცუნეს სამჴარნი მათნი. და
ვითარ მიწვეს, ვილოცევდ ღმრთისა მიმართ, რაჲთა გამომიცხადოს47
საქმჱ მათი. და მეყსეულად განეღო სართული48 და გამობრწყინდა
ნათელი, ვითარცა დღისა, და იგინი არა სედვიდეს ნათელსა
მას. და ვითარ აგონეს, ვითარმედ მიმეძინა, უგმირა49 უხუცესმან
მრწემსა1 მას. და აღდგეს და შეირტყეს51 სარტყელი52 მათი53 და
განიპყრნეს ჴელნი მათნი ზეცად. და მე ვხედევდ მათ54, ხოლო იგინი
არა მხედვიდეს მე. და ვხედვდ ეშმაკთა, მწერისა55 სახედ მომავალთა,
უმცირესსა56 მას ზედა და მივლენედ რომელნიმე დასხდომად57
თუალთა58 მისთა59 და რომელნიმე პირსა მისსა. და ვიხილე
ანგელოზი უფლისაჲ, რომელსა აქუნდა ჴრმალი ცეცხლისაჲ,
გარე-მოსწერდა მათ60 და წარიოტებდა ეშმაკთა მათ. ხოლო უფროჲსსა
მას იკადრეს-ვე არა მიახლებად61. და განთიად კუალად მიწვეს.
და მე ეგრჱთ62 ვყავ თავი ჩემი, რეცათუ მაშინ63 ოდენ64 განმეღჳძა,
და ეგრეთცა მათ. და მრქუა მე უხუცესმან მან ესე ხოლო
სიტყუაჲ: მარტოდ გნებავსა, რაჲთა წარვთქუნეთ65 ათორმეტნი68
ფსალმუნნი? და მე ვარქუ: ჰე. და წარიტყოდა უმცირჱსი იგი ხუთხუთსა
ფსალმუნსა ექუს-ექუს მუჴლით და ერთგზის ხოლო თქჳს
ალილუიაჲ. და67 მუჴლად გამოჴდის ლამპარი ცეცხლისაჲ პირით მისით
და აღვიდის68 ცად69. ეგრეცა უფროჲსმან მან ვითარცა აღაღის პირი
თჳსი ფსალმუნებად, გამოჴდის ვითარცა საბელი ცეცხლისაჲ70
და აღიწიის ცად71. და მეცა წარვთქუენ მცირედნი ფსალმუნნი.
და გამო-რაჲ-ვიდოდე, ვარქუ მათ: ლოცვა ყავთ ჩემთჳს. და
იგინიცა72 შემიცჳვეს73 მე დუმილით და ვცან, რამეთუ უხუცესი იგი
სრულ არს, ხოლო უმრწემესსა მას ჰბრძვანან-ღა მტერნი. და მცირედთა
დღეთა შემდგომად დაიძინა უხუცესმან მან ძმამან და მესამესა
დღესა განისუენა უმცირესმან74 მანცა. და ოდეს ვინ მივიდის75
ხილვად მამისა მაკარისსა76, მიიყვანნის სენაკსა77 მათსა78 და
ჰრქჳს: მოვედით და იხილეთ საწამებელი ესე მცირეთა მათ უცხოთაჲ.
იტყოდეს მამისა მაკარისთჳს, რამეთუ ოდესმე შინა არა
იყო1 იგი და შევიდეს მისსა2 მპარავნი. და3 მოვიდა სენაკად და პოვნა
იგინი, რამეთუ აღაგებდეს აქლემსა. და ვითარცა აღაგეს, იწყო
ავაზაკმან მან ცემად აქლემისა, რაჲთამცა აღადგინა იგი, და არა
აღდგა. ხოლო მამამან მაკარი პოა4 მცირჱ სათხროლი5 და6 მოიღო
იგი და დაურთო აქლემსა მას7 და თქუა: ძმაო, ამას ითხოვს8
აქლემი ეგე. და სცა მას ფერჴითა ბერმან9 და ჰრქუა: აღდეგ და
აღდგა და წარვლო მცირედ სიტყჳთა ბერისაჲთა და დაჯდა და არღარა
აღდგა, ვიდრემდის არა გარდაჰჴადეს10 ყოველივე, და ესრჱთ
წარვიდეს.
ბერმან ვინმე წარმოგჳთხრა მამასა მაკარისი ესევითარი
რაჲმე, ვითარმედ არსენოტით კერძო ჯდა ვინმე მრავალთა წელთა
და წმიდად ცხონდებოდა1. რომელსა უკუანაჲსკნელ სული მისნობისაჲ
შეუჴდა, რამეთუ ცუდად მზუაობარ2 იყო და ამპარტავანებითა .
აღტაცებულ იქმნა. და პირველად შეაცთუნა იგი ჭეშმარიტებისა
მისგან სარწმუნოებისა და შეიყვანა იგი წვალებასა მას, რომელსა
ჰრქჳან იარიკელთაჲ3, რომელნი იტყჳან: მაცხოვარმან4 კაცობრივნი
ჴორცნი არა შეისხნაო და არცა აღდგომაჲ ყოფად არს ჩუენთა
ამათ ჴორცთაჲ5, რომელ გუმოსიანო6. რამეთუ სამნი არიან
დასაბამნიო: ღმერთი და ნივთი და სიბოროტჱ, რომელთაგან შეიქმნების.
და არცაღა7 იგი ვითარ8 ღმერთი კაც იქმნა სიტყუაჲ და
სრული შეიმოსა და9 კაცსა მას10 არა11 აღიარებენ და არცა თავსიდებენ,
ვითარმცა ერთი იყო ყოველთა12 შემოქმედი, არამედ იტყჳან
თჳსითა გონებითა, თითოეული12 მოიპოებს14 თავისა5 ბოროტსა
უჯეროჲსა16 მოგონებითა და ჴუმევითა. და ვითარცა ესრეთ გარდაიქცა,
მიიქცია სული ხუთ ათასი, რომელნი მისსა მას მიერჩდეს.
ხოლო შეუძლო ამით, რამეთუ მრავალთა17 უთხრობნ წარწყმედისათჳს
და პოვნისათჳს18 და მოწევნასა სიკუდილისასა მრავლითა სახითა,
არამედ ვითარ იტყოდა, ეშმაკთაცა განასხმიდა, ვითარცა სახარებასა
შინა თქმულ არს: "მოსცემდენ სასწაულებსა და ნიშებსა,
შე-თუმცა ვითარ-უძლეს ცთუნებად რჩეულთა მათცა"*, რამეთუ
ფრიად შემძლებელ არიან ესევითარსა ზედა მთავრობისა იგი ეშმაკნი.
და თჳთ იგინი რეცათუ თავთა თჳსთა თჳთ დაჰჴსნიან19 და
შეთქუმულებაჲ მრავალი აჩუენიან სულთა წარწყმედისათჳს. მაშინ
ებისკოპოსი მის ადგილისაჲ მოუჴდა კაცსა მას ღმრთისასა, მამასა
მაკარის, ევედრებოდა მას და ეტყოდა: ვითარცა გნებავს, მოვედ,
რაჲთა20 შენსა ზე ნახე21 და საქმე22 ესე ჩუენი განვწმიდოთ. ყოველნივე25
მისა მიდრეკილ არიან და ადვილად ხილელთა მათგან საცთურთა
მიერჩიან. ხოლო მან ჰრქუა მას: აჰა24, მე მოვიდე და უცებმან
კაცმან რაჲ უყო25 მას? ხოლო ებისკოპოსი22 გულს-მოდგინედ
ევედრებოდა მას და ეტყოდა, რამეთუ: ესრეთ მრწამს მე, უკუეთუ
მოხჳდე, ღმერთმან დაამშჳდოს ეკლესიაჲ27. მრავალგზის მინდა
მოსლვის56 და მაყენებედ მე მღდელნი, რაჲთა არა ერისა-კაცნი
გუეკიცხევდენ29. ხოლო აწ ვერღარა დავითმინე წარწყმედაჲ იგი
ერისაჲ, არამედ პატიჟისა მისგანცა შევიშინე ღმრთისა20, რომელსა
იტყჳს, ვითარმედ: სისხლი მათი ჴელთაგან თქუენთა ვიძიო.
ამისთჳს მოვედ შენდა ბრძანებითა ღმრთისაჲთა. ხოლო იგი აღდგა
და შეუდგა მას და მივიდეს ვიდრე მის მაცთურისამდე. და ვითარცა
იხილა იგი ნეტარმან მან, ჰრქუა ებისკოპოსსა21 მას: ამას სული აქუს
მთავრობისაჲ და რაჲთა უწყოდი, რამეთუ ჩემი საქმჱ32 ესე არა
არს. და არცა ამათ სულთა მიმართ ბრძოლაჲ მიყოფიეს სადამე,
რამეთუ ორსა იტყჳან წიგნნი განწესებულებასა ეშმაკთასა: ერთსა
მას, რომელ33 გულის-თქუმასა მოუვლენს ჴორცთა, და ერთსა34, რომელი
ცთუნებასა შეუთესავს სულსა, რომლისაჲ ფრიად ძნელ არს
დამორჩილებაჲ, რამეთუ ესე განუჩემნის ეშმაკთა35 მთავარმან მან36
გრძნეულთა და მაცთურთა და წვალებისა წინამჰღუართა და მეწამლეთა
და მისანთა და რავდენი რაჲ37 ეგევითარი აქუს. და ებისკოპოსმან
ჰრქუა მას: რაჲ ჴამს? ხოლო38 მან თქუა29: ლოცვაჲ ჴამს ერთითა გულითა. ხოლო40 სიტყუაჲ41 ვერარაჲ შემძლებელ
არს. მაშინ უბრძანა42, რაჲთა გამოვიდეს. და გამოვიდა და მოიკითხა43
იგი ბაგითა ბერმან44 და ჰრქუა მას45: ვითარ ესოდენთა46 ჟამთა47
არა მოხუედ ჩუენდა? ხოლო მან თქა48, რამეთუ: არა ზრახავთ49
მართალსა. ჰრქუა მას წმიდამან50 მაკარი და შენ ვიდრე მე კეთილად
ზრახავა51? ხოლო მან თქუა. და52 ჯეკმაცა. ჰრქუა მას ბერმან: და
რაჲ არს, რომელსა ჩუენ არა ვზრახავთ კეთილად? ხოლო მან
ჰრქუა53: რამეთუ ჴორცთა და ძუალთა იტყჳთ51 აღდგომასა55 და
ღმრთისათჳსცა56 იტყჳთ57 ჴორცთა და ძუალთა შესხმასა. მიუგო
წმიდამან მაკარი და ჰრქუა58: უკუეთუ თავით ჩუენით ვიტყჳთ58
მაგას, ბოროტად ვიტყჳთ60. უკუეთუ ჭეშმარიტებამან ეგრე ინება,
შენ რაჲსა61 აცილობ? არამედ რაჲთა არა მრავალი სიტყუაჲ ითქუას,
გითხრათ52 შენ, ვითარ ვზრახავთ ჩუენ, და თუ63 დაიჯერო,
კეთილად ჰყო. უკუეთუ არა გაქუნ დინ64 ღმრთისა თანა, რომლისათაცა
ბრძანებათა შეურაცხ-ჰყოფ. და მან თქუა: მე პირველად
წარმოვთქუა სარწმუნოებაჲ ჩემი. ხოლო წმიდამან მაკარი ჰრქუა65:
ბოროტსა სარწმუნოებასა ნუცა-ღა სახელ ედებინ, არამედ წარმოვთქუა66
კათოლიკე ეკლესიისა სარწმუნოებაჲ. და ჰრქუა ებისკოპოსსა67:
წარმოდეგ58 და წარმოთქუ69 წინაშე ყოვლისა ამის ერისა.
მაშინ იწყო ებისკოპოსმან და წარმოიტყოდა სარწმუნოებასა
ესრეთ: გურწამს ერთი ღმერთი, მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, თანაარსი
მამისაჲ სიტყუაჲ, რომლისა მიერ შეიქმნეს საუკუნენი, რომლისა
მიერ აღსასრულსა ჟამთასა შეურაცხის-საყოფელად70 71 ცოდვილთა72
მოვიდა ჴორცითა, რომელი-იგი წმიდისაგან ქალწულისა
შეიმოსა, რომელი-იგი ჯუარს-ეცუა და მოკუდა, დაეფლა და აღდგა
მესამესა დღესა და დაჯდა მარჯუენით მამისა; რომელი მოვალს
მერმესა მას საუკუნესა განშჯად73 ცხოველთა და მკუდართა, და
სული წმიდაჲ, თანა-არსი მამისაჲ და ძისაჲ. გურწამს აღდგომაჲ
სულთაჲ74 და ჴორცთაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული: "დაეთესვის
ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი"* და მერმე, რამეთუ
ჯერ-არს განხრწნადისა მის შემოსად უხრწნელებაჲ და მოკუდავისა
მის შემოსად უკუდავებაჲ. ხედავა, ვითარ ესე იტყჳს
ამას? ხოლო მან ჰრქუა მას: მე სიტყჳთ სარწმუნოებასა ნუ მომართუამ.
არამედ მივიდეთ საფლავად და მუნ მდებარეთაგანი აღადგინე
ერთი და ვცნა, რამეთუ კეთილად გრწამს. უკუეთუ არა, მე სული
თჳნიერ ჴორცთა75 წამოგიდგინო. მიექცა წმიდაჲ მაკარი და
ჰრქუა ებისკიაპოსსა76. ჵ, დიდი ბოროტი, რამეთუ ღმერთსაცა გამოვსცდით
და ვერცა-ღა მაქუს კადნიერებაჲ ვედრებად ღმრთისა
ერთისა ეშმაკეულისათჳს ესოდენისა სასწაულისა საქმედ.
ჰრქუა მას ებისკოპოსმან: არამედ ყოვლისა სოფლისათჳს არს. და
მივიდეს საფლავად და აწყო იარიკელმან მან სადად ეშმაკთა, რამეთუ
ვერსადა შემძლებელ იყო მოყვანებად სულისა შიშუელისა.
და ვითარ ვერ შეუძლო მოყვანებად77, რამეთუ წინა აღუდგა მას78
სული წმიდისაჲ79, ჰრქუა მათ: ურწმუნოებისა თქუენისათჳს ვერ
შეუძლე მოყვანებად. მაშინ მეყსეულად აღდუღნა სული ნეტარისაჲ
მის და მოიდრიკნა მუჴლნი და ჟამ ერთ განაგრძო ლოცვაჲ80
მას ზედა81 ყოველთა თანა. და აღდგა და დასცა კუერთხითა საფლავსა
მას. და გამოვიდა კაცი, არა თუ მახლობელად აღსრულებული,
არამედ ფრიად ადრინდელი. და მოუწოდა იარიკელსა მას და
ჰრქუა მას: აწ52 გამოჰკითხე ამას, უკუეთუ აღდგების ჴორცი. ხოლო
იგი განცჳბრდა, რამეთუ ეშმაკმან83 დაუტევა იგი ესოდენსა მას
სასწაულსა ზედა, და მოვიდა და შეურდა84 ფერჴთა მისთა85
წმიდასა86 მაკარის87 ყოვლისა მის ერისა თანა. ხოლო ერსა მას უნდა
მოკლვაჲ მისი და წმიდამან მაკარი არა უტევა, არამედ უდაბნოდ
განიყვანა იგი.
იტყჳს1, ვითარმედ: ჰკითხეს მკუდრეთით აღდგომილსა მას:
უკუეთუ იცოდეა2 ქრისტჱს მოსლვაჲ? და3 თქუა4: არცა-ღა მესმინა
მისთჳს, რამეთუ რომლისამე მეფისა ზე თქუა აღსრულებაჲ მისი5,
ქრისტჱს მოსლვასა5 უწინარეს იყო7. ხოლო წმიდამან8 მაკარი
მოსცა მას ნათელი, დაიპყრა9 მის თანა სამ წელ და მერმე ჭეშმარიტითა
მით ძილითა დაიძინა. არამედ10 შე-ცა-ეტყუა სიტყუაჲ იგი
ღმრთისაჲ11. არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა
გამოცხადნეს დიდებაჲ12 ღმრთისაჲ.
ჰკითხვიდა ებისკოპოსი წრდასა1 მაკარის: უკუეთუ მოგიჴდა
გულსა დიდებაჲ, ოდეს-იგი ესოდენი ერი შემოგივრდა ფერჴთა2
ეგევითარსა მას საკჳრველებასა3? ხოლო მან თქუა4: რომლისა კაცისა
გულსა მოცალებაჲ არს კაცთა დიდებისა ხილვად5, ეგევითარსა
მას6 ღმერთი არა უცნობიეს. და რომელსა იქმს, კაცთათჳს7 იქმს.
და ბრძოლასა შინა არს8, გინა9 დაცემასა10, რომელი ღირს იქმნას
მადლსა ღმრთისასა, ეგევითარი იგი მრავალსა ღუაწლსა შინა არს,
ვითარცა11 რომელი2 სიმაღლესა ზედა დგან13 და ეშინინ, ნუუკუე
გარდამოვარდეს. ესევითარსა მას ერთი ხოლო აქუნ გულის-თქუმაჲ,
რაჲთა განვიდეს სოფლით. ხოლო დიდებისათჳს არცა14 გონებასა
მოუჴდის, უფროჲს-ღა უპატიოებასა ილოცავნ, რამეთუ თჳთ
მათ საქმეთაგან15 საცნაურ არნ, ვითარმედ შეურაცხის-საყოფელად16
არიან. და მოსცა მას სახჱ ესევითარი: გამოიწერე გონებასა
შენსა, რეცა თუ კაცი ზღუასა ზედა ვალს17 და ცად აღმართ ხედავს
და მზის-თუალთა მათ უტჳრთავს. და ჰრქჳს ეგევითარსა მას სხუამან,
ვითარმედ: უკუეთუ დახედო* ადგილსა მაგას, რომელსა ზედა
ხუალ, დაინთქა. რაჲმემცა შეემთხჳა, უკუეთუმცა ურჩ ექმნა?
ეგრეცა რომელი დიდებასა ღმრთისასა ხედვიდეს19, დასთრგუნავს
კაცთაგან დიდებასა. უკუეთუ მას20 მიდრკეს, მისგან განვარდეს
და მრავალთა ვნებათა სხუათა დაინთქას. ხოლო სხუანი სათნოებანი
ამის წმიდისანი, ვითარ მოწყალე იყო და21 ვითარ ძმათ-მოყუარე და
ვითარ აქუნდა განკითხვაჲ საქმეთაჲ, თითოეული დავაცადეთ22.
მანვე მამამან მაკარი თქუა: უძლურება არს კაცისა, უკუეთუ
იგინოს, გინათუ1 ევნოს რაჲმე ძმისაგან თჳსისა და არა დამტკიცებულ
იყოს სიყუარულსა ზედა მისსა.
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/novelebi/noveleb2/novelt.htm
No comments:
Post a Comment